Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ესრეთ ჯერ არს:

ეკლესიისა სატფურსა მოიღონ და დადვან საკურთხეველსა ზედა და იტყოდიან ფსალმუნსა ამას:


საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა. უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროჲს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა. დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო. მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისაჲ, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთაჲ, - ესენი იშვნეს მუნ. დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან. უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისაჲთა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა. ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს.2

და ოთხთა მღდელთა აღიღონ და მოვლონ საკურთხეველი და დადვან ზედა საკურთხეველსა და ყონ კუერექსი და ლოცვაჲ და თქუან ფსალმუნი3:

უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაჲ, ამისთჳსცა მე შენ გესავ. ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი. რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ, ესერა, აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაჲ, ვაქებდე და უგალობდე უფალსა. ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისაჲ, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი. შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუცა დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე. შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა შენსა, და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათჳს. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუემან თავსა თჳსსა. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაჲ ქუეყანასა მას ცხოველთასა. დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.4

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

და კუალად აღიღონ და მოვლონ მეორედ და დადვან საკურთხეველსა ზედა და ყონ კუერექსი და ლოცვაჲ5 თქუან:

კჳრიელჱსონი გ.

უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა. აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას, რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა. იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა, და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურისგებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისაჲთა, ყოფად მათ შორის საშჯელი დაწერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.6

და აღიღონ და მოვლონ მესამედ და დადვან საკურთხეველსა ზედა და ყონ კუერექსი და ლოცვაჲ:

კურთხევაჲ ოდიკსა ზედა

უფალო ღმერთო ძალთაო, რომელი ყოველთა შემოქმედ ხარ, რომელმან გარდაართხენ ცანი მხოლომან და დაამტკიცე ქუეყანაჲ სიმტკიცესა ზედა თჳსსა, შენ, უფალო ქალაქთა და დაბათაო, დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი7 და აღმართენ მას შინა საკურთხეველნი და ჰბრძანენ მსხუერპლნი და შესაწირავნი უსისხლოდ შესაწირავად8 საკურთხეველსა შენსა წმიდასა საჴსრად ნათესავისა კაცთაჲსა, აწცა, უფალო ღმერთო9 ძალთაო, მოხედენ ოდიკსა ამას და განწმიდე10 სულითა შენითა წმიდითა, რომელი მთათა და ქუაბთა11 და ნაპრალთა უფლებისა შენისათა, და აღესრულებოდის ამას ზედა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲ ზიარებად და მოსატევებელად ცოდვათა ყოველთათჳს სიწმიდისა მეცნიერებითა, შენდავე ერთად ერთობისათჳს და ზიარებად, რომელი ამას ზედა აღესრულებოდის ღმრთისა საიდუმლოჲ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მხოლოჲ, სულგრძელი და დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი და ყოვლისა სიწმიდისა მომცემელი და შენდა დიდებასა შევსწირავთ, თანა12 მამით და მხოლოდშობილით ძით და ყოვლადწმიდით სულითურთ აწ და ამრადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ამისა13 შემდგომად სცხონ წმიდაჲ ნელსაცხებელი სამგან14 ჯუარისსახედ და იტყოდიან ეგრეთვე, ვითა საკურთხეველსა; დადვან მასვე საკურთხეველსა ზედა.

დიაკონმან:

თავნი...

მღდელმან ოდიკსა ზედა ლოცვაჲ:

მეუფეო მშჳდობისაო და უფალო წყალობისაო, ღმერთო ყოვლისამპყრობელო, რომელმან სათნო-იყავ განწმედად, ძალითა და მოსლვითა სულისა შენისა წმიდისაჲთა, მოეც ყოველთა, რომელნი ეზიარებოდიან, მართალი სარწმუნოებაჲ უბიწოჲ ძალი და სიწმიდე და სიმართლე, სამშჳნველი ჴორცთაჲ და სულისაჲ და მოტევებაჲ ყოველთა ცოდვათაჲ, სიხარული და მხიარულებაჲ ცხორებისა მის საუკუნოჲსაჲ, ჴელითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, უფლისა ღმრთისა მაცხოვრისა ჩუენისა იესუ15 ქრისტესითა, რომლისა თანა შენდა დიდებასა შევსწირავთ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და...

---------------------------------------------------------------------------

შენიშვნები

1 - ტექსტი ქვეყნდება XVI ს-ის ორი ნუსხის (A 450, ლიტერი A, და A 294, ლიტერი B) მიხედვით.

2 - ფს. 86.

3 - D.

4 - ფს. 26.

5 - + და D.

6 - ფს. 149.

7 - შენნი B.

8 - შესწირვად D.

9 - B.

10 - განწმიდენ B.

11 - მთათა და ქუაბთა ] ქუაბთა და მთათა B.

12 - B.

13
- ამისსა D.

14 - სამგზის D.

15 - იჳ~სოს B, იჳ~ს D.



ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ

ჟურნალი "გული გონიერი",
2, სააღდგომო გამოცემა, 2011 წ.

 

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 18:48)