Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

რაჟამს აღსდგე ძილისაგან, განეშორე სარეცელსა და ბრძანე

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ:

წმიდაო ღმერთო.....,

დიდებაჲ.

აწ და.

ყოვლადწმიდაო...,

უფალო შეგჳწყალენ 3 გზის.

დიდებაჲ

აწ და,

მამაო ჩუენო...

და ზედა მუჴლები ესე.:

ჴმაჲ 1

აღდგომილნი ძილისაგან შეგივრდებით შენ, სახიერ, და ანგელოზთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონებაჲ და გული ჩემი განანათლენ და ბაგენი ჩემნი აღახუენ გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ (შდრ. საცისკრო ლოცვები).

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

მეყსეულად მსაჯული იგი მოვიდეს და თითოეულისა საქმენი განშიშულდენ, არამედ  შიშით ღაღად-ვყოთ შუვაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

უფალო შეგჳწყალენ 12 გზის.

და ლოცვაჲ ესე:

ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათჳს, არა განრისხენ ჩემ უდებსა და ცოდვილსა ზედა და არა თანაწარმწყმიდე მე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ  ჩუეულებისაებრ კაცთმოყუარე მექმენ მე და უფსკრულსა შინა სასოწარკუეთილებისასა მდებარე აღმადგინე აღმსთობად და დიდებისმეტყუელებად ძალსა შენსა, და აწცა განმინათლენ თუალნი გონებისა ჩემისანი, აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყუათა შენთა და გულისჴმისყოფად მცნებათა შენთა და ყოფად ნებისა შენისა და გალობად სახელსა შენსა აღსაარებითა გულისაჲთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ (შდრ. საცისკრო ლოცვები).

 

სხუაჲ ლოცვაჲ

დიდებაჲ შენდა, მეუფეო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო, რომელმან საღმრთოჲთა კაცთმოყუარებისა შენისა მეცნიერებითა, ღირს-მყავ მე, ცოდვილი და უღირსი, აღდგომად ძილისაგან და შესლვად წმიდასა ტაძარსა შენსა, შეიწირე ჴმაჲ ვედრებისა ჩემისაჲ ვითარცა წმიდათა და საცნაურთა უჴორცოთა ძალთა შენთაჲ. სათნო-იყავ გულითა წმიდითა და სულითა მდაბლითა შეწირულად უღირსთა ამათ ბაგეთა ჩემთაგან ქებაჲ, რაჲთა მეცა ზიარ-ვიქმნე ბრძენთა მათ ქალწულთა თანა ბრწყინვალითა ლამპრითა სულისა ჩემისაჲთა, რაჲთა გადიდებდეთ შენ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, ღმრთისა სიტყუაო, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ16.

ლოცვანი შუვაღამისანი თქუმულნი იოსებ გამომეტყუელისა მიერ

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ 3 გზის.

 

26-ე ფსალმუნი

ფსალმუნი დავითისი, პირველ ცხებისა

26,1 უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?

26,2 მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.

26,3 გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა. აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაჲ, ამისთჳსცა მე შენ გესავ.

26,4 ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი.

26,5 რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე

26,6 და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისაჲ, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.

26,7 ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისაჲ, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.

26,8 შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო.

26,9 ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

26,10 რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.

26,11 შჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა, და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათჳს

26,12 ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თჳსსა.

26,13 მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისაჲ ქუეყანასა მას ცხოველთასა.

26,14 დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.

დიდებაჲ


76-ე ფსალმუნი

დასასრულსა, იდითუმისთჳს, ფსალმუნი ასაფისი

76,2 ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ჴმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ და მომხედნა მე.

76,3 დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიე, ჴელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინისცემაჲ სულსა ჩემსა.

76,4 მოვიჴსენე ღმრთისაჲ და ვიხარე; ვზრუნევდ და სულმოკლე იქმნა სული ჩემი.

76,5 მიეწიფნეს საჴუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე.

76,6 ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი

76,7 მოვიჴსენენ. და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი.

76,8 ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე,

76,9 ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაჲ მისი, აღასრულა სიტყუაჲ მისი თესლითი თესლამდე?

76,10 ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყალებაჲ მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა?

76,11 და ვთქუა: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაჲ მარჯუენისა მაღლისაჲ.

76,12 მოვიჴსენე საქმეთა უფლისათაჲ, რამეთუ მოვიჴსენო მე დასაბამითგან საკჳრველებათა შენთაჲ.

76,13 და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე.

76,14 ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაჲ შენი; ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი?

76,15 შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი;

76,16 და იჴსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი.

76,17 გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი

76,18 დიდძალითა ოხრითა წყალთაჲთა. ჴმაჲ მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან.

76,19 ჴმაჲ ქუხილისა შენისაჲ ურმისთუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაჲ.

76,20 ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ.

76,21 უძეღუ, ვითარცა ცხოვარსა, ერსა შენსა ჴელითა მოსესითა და აჰრონისითა.

დიდებაჲ

 

138-ე ფსალმუნი

დასასრულსა, დავითის ფსალმუნი ზაქარიაჲსგან, განთესვასა

138,1 უფალო, გამომცადე მე და მიცან მე;

138,2 შენ სცან დაჯდომაჲ ჩემი და აღდგომაჲ ჩემი, შენ გულისჴმა-ჰყვენ ზრახვანი ჩემნი შორით

138,3 ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინაჲსწარ იხილენ;

138,4 რამეთუ არა არს ზაკუვაჲ ენასა ჩემსა;

138,5 აჰა, უფალო, შენ სცან ყოველი უკუანაჲსკნელი და დასაბამისაჲ, შენ შემქმენ და დამდევ ჩემ ზედა ჴელი შენი.

138,6 საკჳრველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან; განძლიერდა და ვერ შეუძლო მას.

138,7 ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი?

138,8 აღ-თუ-ვჰჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ;

138,9 აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკჳდრო მე დასასრულსა ზღჳსასა,

138,10 და რამეთუ მუნცა ჴელი შენი მიძღოდის მე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე.

138,11 და ვთქუ: ბნელმან სამე დამთრგუნოს მე, და ღამე განმანათლებელ იყოს ფუფუნებისა ჩემისა.

138,12 რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე, ვითარცა დღე, განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი.

138,13 რამეთუ შენ დაჰბადენ თირკმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან.

138,14. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკჳრველ იქმენ; საკჳრველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყნის ფრიად.

138,15 არა დაეფარა ძუალი ჩემი შენგან, რომელი ჰქმენ დაფარულად, და სიმტკიცე ჩემი ქუესკნელთა ქუეყანისათა.

138,16 რომელი-იგი არ მექმნა, იხილეს თუალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნენ; დღისი დაიბადნენ, და არღარა იყოს ნაკლულევანებაჲ მათ შორის.

138,17 ხოლო ჩემდა დიდად სადიდებელ იყვნეს მეგობარნი შენნი, ღმერთო, ფრიად განძლიერდეს მთავარნი მათნი.

138,18. აღვრაცხნე იგინი, და უფროჲს ქჳშისა განმრავლდენ; განვიღჳძე, და მერმეცა მე შენ თანა ვარ.

138,19. უკუეთუ მოსწყუედ ცოდვილთა, ღმერთო, კაცნი მოსისხლენი განმეშორენით ჩემგან.

138,20 რამეთუ მჴდომ ხართ გულისზრახვითა თქუენითა; დაიპყრნენ ამაოებითა ქალაქნი შენნი.

138,21 ანუ არა მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენა და მტერთა შენთა ზედა განვკფდი?

138,22 სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე.

138,23 განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე მე და გულისჴმა-ყვენ ალაგნი ჩემნი.

138,24 და იხილე, არს თუ გზაჲ უსჯულოებისაჲ ჩემ თანა, და მიძღოდე მე გზასა მას საუკუნესა.


დიდებაჲ
მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ალელუაჲ, ალელუაჲ, ალელუაჲ, დიდებაჲ შენდა ღმერთო (3 გზის).

უფალო შეგჳწყალენ, უფალო შეგჳწყალენ, უფალო შეგჳწყალენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

აწ გულისჴმა-ყავ, სულო ჩემო, მეყსეულად მოსლვაჲ იგი მსაჯულისაჲ, აღდეგ ძილისაგან შუვაღამესა და ჴმობდი: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ. მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე. ყოველნივე ვიღჳძებდეთ და ქრისტესა მივეგებვოდეთ, მორწმუნენო,17 სიმრავლითა ზეთისაითა და ლამპართა ბრწყინვალებითა,18 რაჲთა სასძლოსა მას შინაგან ღირს-ვიქმნნეთ, რამეთუ რომელი კარსა გარეგან დაშთეს, ურგებად ჴმობდეს ღმრთისა მიმართ: შემიწყალე მე, უფალო.

შუვაღამე აღვდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა. ჟამსა ლოცვისასა შუვაღამესა, უცოდველო მაცხოვარ, გონებაჲ გულისჴმისყოფისაჲ მომმადლე, ღმერთო ჩემო, და შემიწყალე მე. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამოგუაჩინენ, შეგჳწყალენ19 ჩუენ, ყოვლადძლიერო, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ20.

დედაო ღმრთისაო ყოვლადწმიდაო, ზღუდეო ქრისტიანეთაო, იჴსენ ერი შენი, რომელი დაუცხრომელად ღაღადებს:

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა;

მამაო ზეცათაო, დიდებაჲ შენდა.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა;

ძეო ყოვლადძლიერო, დიდებაჲ შენდა.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა;

სულო ყოვლადწმიდაო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთო სამებაო წმიდაო, დიდებაჲ შენდა, რამეთუ შენდა შუენის21 დიდებაჲ და ქებაჲ.

შენ მხოლომან ყოველივე დაჰბადე გამოუთქუმელითა განზრახვითა და ძალითა შენითა: ცანი ვითარცა კამარანი გარდაართხენ და ქუეყანაჲ წყალთა ზედა დაჰკიდე, რომელმან ეთერი ვითარცა ცეცხლი განჰფინე და სული ჰაერთა მომართ მოჰფინე, რომელმან დიდნი იგი მნათობნი დაჰბადენ, რაჲთა მნათობდენ22 მე23, ქუეყანისა მფლობელსა ამას, რამეთუ ჩემთჳს ყოველივე დაჰბადე, ძეო ღმრთისაო უძლეველო, რომელი ხატად შენდა გამომსახე და ჴელითა შენითა დამბადე, უხილავო; საშუებელსა სამოთხისასა შემიყვანე და გულისჴმისყოფისა სიტყჳთა პატივ-მეც, საწერტელი სიკუდილისაჲ მაუწყე და ხე იგი ცხოვრებისაჲ მიჩუენე; წინაჲსწარცნობითა შენითა მამცენ, რაჲთა ხისა მისგანი24 ხოლო არა ვჭამო, არამედ  მე სჯული შენი უდებ-ვყავ და მცნებაჲ შენი შეურაცხ-ვყავ, რომლისათჳსცა ძელისა მისგან ცხოვრებისა დაკლებულ ვიქმენ და განვეშორე ტკბილისაგან ზიარებისა შენისა, რაჲთა ესრეთ შევიძინო სიკუდილი, განმკუეთელად ცოდვისა25 შემოსრული, რამეთუ ტანჯვაჲ შენი, სულგრძელო, მიზეზ ცხოვრებისა მექმნა მე, რომლისათჳსცა მოწყალებით აღიძარ და, ვითარცა მამამან, ყოვლითკერძო განმსწავლე მე, შინებითა და წყლულებითა განმწმიდე მე, რამეთუ ბოროტთა მომსპოლველ არს ტანჯვაჲ. სჯული მომეც შემწედ ჩემდა და წინაჲსწარმეტყუელნი მომივლინენ ქადაგებად, ხოლო უკუანაჲსკნელთა ჟამთა26 წარმოაცალიერე თავი თჳსი, რამეთუ შემიწყალე დაბადებული შენი. ვითარცა მწყემსი სახიერი, მოხუედ ჩემთჳს, შეცთომილისა ამის ცხოვარისა. ქალწულისაგან შობაჲ სათნო-იყავ, რომელი ღმრთეებით დაუტევნელ ხარ. მონისა ხატი შეიმოსე, რომელი უფლებ უსხეულოთა ძალთა ზედა, რომლითა წყევისა იგი მწუხარებაჲ უჩინო-ჰყავ და დასაჯე პირველი იგი შეცოდებაჲ, და ვნებანი ჩუენნი ყოველნი იტჳრთენ და უძლურებანი ჩუენნი თავს-ისხენ.

ვითარცა გლახაკი და მშიერი, უგულებელს-იქმენ, რომელი ყოველსა ცხოველსა აღავსებ ნიჭითა27 შენითა, და უადგილოდ და უსახლოდ გამოჩნდი, რომელი დაჰრთავ ცათა ვითარცა სართულსა.

თჳსთა თანა უცხოდ მოხუედ, რომელსა გიპყრიეს28 ბრჭალითა ქუეყანაჲ და ზღუაჲ, რაჲთა მე, უცხოქმნილი ესე შეცოდებითა, შემასაკუთრო თავსა თჳსსა, სახიერ. დაშურებოდე და გევნებოდა ბუნებისა სჯულითა, რაჲთა მე ბოროტთაგან გამომიჴსნე. ხოლო სენნი ყოველთანი აღიხუენ და კურნებაჲ მიჰმადლე უძლურთა. აღასრულებდი ნიშთა დიდ-დიდთა, ვითარცა ღმერთი და კაცი ზეშთა ბუნებისა29; კეთროვანთა განსწმედდი სიტყჳთა და ბრმათა თუალთა აღუხილევდი ბრძანებითა. ვნებად მოხჳდოდე30 ნეფსით თჳსით და ოთხისა დღისასა აღმოუწოდე ჯოჯოხეთით. მოწაფეთა თანა ისერე ახლად სახედ, თავად სიმდაბლისა; სახედ მოირტყი არდაგი, რომელი სარტყლებითა შეიმკობ სამყაროსა, და მუჴლნი შენნი მოიდრიკენ31, რომელსა ყოველნი მუჴლთმოდრეკით და ძრწოლით32 გმსახურებენ. დაჰბანენ ფერჴნი მონათა შენთა33, რომლისა ჴელთა შინა არს სული ყოველთა დაბადებულთაჲ. მამისა მიმართ ილოცევდ ვითარცა თანამოსაყდრე, რომელი ყოველთა ლოცვასა ისმენ34; რომლისაგან წჳმანი ქუეყანად გარდამოვლენ, სისხლისა ოფლნი გწთოდეს35. იურვოდე ვითარცა ჭეშმარიტად განკაცებული, რომელმან-ეგე განმაღმრთვე მე. ამბორისყოფითა ზაკუვისაჲთა მიეყიდე მოწაფისა მიერ უსჯულოთა უსასყიდლოჲ. ვითარცა ძჳრისმოქმედი, შეიკარ მართალი ეგე და წარსდეგ წინაშე მსაჯულთა დასასჯლთასა. ბეჭნი შენნი მისცენ გუემად და ღაწუნი შენნი ყურიმლისცემად, განკურნებად ბოროტთა ჩემთა წყლულებასა და განთავისუფლებად სირცხჳლისაგან პირისა ჩემისა. და პორფირი შეიმოსე ვითარცა განბასრებულმან, რომელი მომმადლებ მე სასუფეველსა. თავი შენი ეკლითა გჳრგჳნოსან-ყვეს, რომელმან განაშუენე ქუეყანაჲ ყუავილითა. სიფიცხლე წყევისაჲ მის დაჰჴსენ და გჳრგჳნითა დიდებისაჲთა შემამკვე მე. თავი შენი ლერწმითა იცემებოდა, რომლითა დამიწერე მე მოტევებაჲ ცოდვათაჲ, ღმრთისა36 სიტყუაო. მჴართა შენთა ზედა იტჳრთე ძელი იგი, რომელსა ზედა მეცა აღმიღე შეცთომილი. ჯუარსა შეემსჭუალე განშიშულებული, რაჲთა უხრწნელებისა სამოსელი შემმოსო37. უხრწნელნი ნებნი შენნი განჰმარტენ და მომიწოდე მე, წარტყუენულსა მტერისაგან; ხოლო განეღო ლახურითა  გუერდი შენი განმაცხოველებელი, და გარდამოადინე სისხლი38 პატიოსანი, რომლითა ყოველი სოფელი39 განახლდების, სისხლისა შენისა პკურებითა განახლებული, და სიკუდილისა გემოჲ იხილე და სიკუდილი მოაკუდინე სიკუდილითა შენითა, უკუდავო, ხოლო პირველქმნული იგი მომკუდარი მისცვალე უკუდავსა მას დიდებასა. მეგობართაგან ფარულად40 შეიმურვოდა სულნელებითა წმიდაჲ გუამი შენი; საფლავსა დაიკრძალე ვითარცა მკუდარი, რომელმან დაჰჴაშ41 უფსკრული ბრძანებითა შენითა, არამედ მესამესა დღესა აღსდეგ და შენთანა აღადგინე ბუნებაჲ ჩუენი, რომელი ადიდე და სულისა თანა აღამაღლე და მამისა თანამოსაყდრედ გამოაჩინე. საკჳრველ არიან საქმენი შენნი, კაცთმოყუარე, - ზეშთა სიტყჳსა, ცნობისა42 და გონებისა; მიუწდომელ არს განგებულებაჲ შენი, მეუფეო, გონებისაგან კაცობრივისა43. ვადიდებ შენსა სახიერებასა და ვქადაგებ, ქრისტე, შენსა მოწყალებასა44. თაყუანის-ვსცემ შენსა კაცთმოყუარებასა45, წმიდაო, და ვჰმონებ შენსა გამოუთქუმელსა სიტკბოებასა. მადლობით შეგივრდები და გევედრები და შუვაღამესა გიღაღადებ, მოწყალეო, შემიწყალე და შემიწყნარე46, რომელი-ესე არა ღირს ვარ წყალობისა. ლმობიერ იქმენ ჩემზედა და მაცხოვნე და აღმადგინე მე, დაჴსნილობითა მრავლითა შეპყრობილი. ჰრულითა უჯეროთა საქმეთაჲთა47 [და] გულისსიტყჳთა ბნელსა შინა მავალი. უდებებით ცხოვრებაჲ ჩემი აღვასრულე, არამედ  სასოებაჲ ჩემი შენ მხოლოჲ ხარ და შენდა მომართ თუალთა ჩემთა აღვიხილავ, - შეუცილებელისა48 მაგის და დაუძინებელისა თუალისა. ვითარცა მამამან შვილთმოყუარემან, წიაღთა შენთა შემიტკბე შენი ესე უძღები შვილი, სულთმოყუარეო, რამეთუ ტაძარი ჴორცთაჲ განვხრწენ და სული გულისსიტყჳთა შევაგინე, მცნებაჲ შენი არცა ერთი დავიმარხე და  ყოვლადწმიდაჲ სული შენი შევაწუხე.

ვითარცა კაცი49, უსჯულო ვიქმენ, მეუფეო; ვითარცა ღმერთმან, მომმადლე შენდობაჲ. ბოროტთა ჩემთა სიმრავლე აურაცხელი ნუმცა სძლევს მადლთა შენთა გამოუთქუმელთა.

უსასყიდლოდ შემიწყნარე ვითარცა უღონოჲ, რამეთუ რაჲ შევსწირო მონამან ღირსი შენდა, რომელი-ეგე აღსავსე ხარ ნიჭთა50 მიერ, შემოქმედი და დამბადებელი ბუნებათაჲ51, რამეთუ ყოველი კეთილი შენგან მიეცემის შესაწირავი შენდა მომცემელისა52 და არავინ მოკუდავთაგანი საქმეთაგან განმართლდების შენ წინაშე, ვითარცა წერილ არს. შიშისაგან ღამისა მიჴსენ მე და ცხოვრებისა დღე მომანიჭე, მოწყალეო. შემთხუევისაგან ბნელისა განმარინე და ყოვლისაგან ეშმაკთა სიბოროტისა; ბრძენთა მათთანა ქალწულთა შემრაცხე მე, სიძეო, რომელი-ეგე უსაზღვროჲ ხარ სიკეთითა, რომელი შუვაღამესა მოსლვად ხარ ზეცით, უწოდდე53 რაჲ მიგებებად მეორედ მოსლვასა შენსა საშინელსა, რომელთა-იგი მოწყალებაჲ განაბრწყინვებს და სიწმიდე; და რომელნი-იგი შენ მღჳძარედ გმსახურებდეს, სიხარულსა სასძლოჲსა შენისასა ღირს-იჩინნე54 და ნეტარებითა სრულ-ჰყვნე, ვითარ აღუთქუ წინაჲსწარ, და-რაჲ-სხნე ინაჴით სერობად შენ თანა.

მას ჟამსა შემიწყალე, მართლმსაჯულო იესუ, რომელსა არა მაქუს სასძლოჲ სამოსელი. ნუ შემიკრავ ჴელთა და ფერჴთა ჩემთა და ნუ წარმავლენ ბნელსა მას გარესკნელსა, სადა-იგი არს მატლი დაუძინებელი და გეჰენიისა ცეცხლი დაუშრეტელი. ნუცა მესმის: წარვედ ჩემგან, არა გიცი შენ, მოქმედო უსჯულოებისაო, არამედ  მომხედენ თუალითა მოწყალითა.

ცრემლით შეგივრდები, ვითარცა მეზუერე და მეძავი:

კარი წყალობისაჲ განმიღე მე და ყოველთა მართალთა თანა აღმრაცხე, რომელი მათთანა ქებით გიგალობ, რომელსა გადიდებენ მთავრობანი55 და ძალნი, წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი და მოწამენი და მწყემსთა და მოძღუართა56 ბანაკნი და წმიდათა მამათა კრებულნი57, მღდელნი, მამათმთავარნი და ქადაგნი, რომელსა გევედრების, ვითარცა დედაჲ, ყოვლადწმიდაჲ მშობელი შენი58, რაჲთა მოწყალე-გყოს მონათა შენთათჳს, რამეთუ შენდა შუენის პატივი და თაყუანისცემაჲ, იესუ სახიერო და კაცთმოყუარეო, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

 

სხუაჲ ლოცვაჲ შუვაღამისაჲ ღმრთისმშობელისა მიმართ [2]

შიშითა გულისაითა, ქრისტე მაცხოვარ, წინაშე შენსა წარმოდგომილ ვარ ჟამსა ამას ლოცვისასა და მადლობით გალობასა შევსწირავ შენდა, მხოლოჲსა მეუფისა და დამბადებელისა, რომელმან ღმრთეებრ განზრახვითა59 დამბადე და მრავლითა ნიჭებითა60 განმამდიდრე და კუალად ესოდენ შემიყუარე, ვიდრეღა კაც-იქმენ და მოჰკუედ61 ჩემთყს, ხოლო მე, უბადრუკმან ამან, დავივიწყე ესოდენი62 ესე სიყუარული შენი, მჴსნელო, და ყოვლითურთ დავემონე ჴორცთა ჩემთა და შევაგინე სული ჴორცთა თანა.

და აწ მდგომარე ვარ დასჯილი, ჰოჲ მსაჯულო, და მოველი სამართალსა მას განჩინებასა შენსა, არამედ  მომეც მე შენდობაჲ ბრალთა63 ჩემთაჲ და ნაკადულნი ცრემლთა ჩემთანი შეიწირენ64, რამეთუ შენდა შუენის პატივი და თაყუანისცემაჲ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

 

სხუაჲ ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ სავედრებელი ღამით და დღისით65 [3]

უგალობ მადლსა შენსა, დედოფალო, და გევედრები:

გონებაჲ ჩემი აღავსე მადლითა; წარმიმართე მე, რაჲთა ვიდოდი მართლიად66 გზასა უფლისა მცნებათასა.

გალობასა შინა მღჳძარებითა განმაძლიერე, რომელი დაჴსნილებითა ძილისაჲთა67 შეპყრობილ ვარ.

საკრველთაგან ცოდვათა ჩემთაჲსა განმჴსენ68 მეოხებითა შენითა, სძალო ღმრთისაო, ღამით და დღით69 დამიცევ მე ბრძოლათაგან ეშმაკისათა და განმარინე მე.

რომელმან ცხოვრებისმომცემელი ღმერთი მუცლად-იღე, მე, მომწყდარი ვნებათაგან, განმაცხოველე;

რომელმან ნათელი დაუღამებელი ჰშევ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე.

დიდებულო70 მეუფისა საყდარო, ტაძრად სულისა წმიდისა განმწმიდე მე;

რომელმან მკურნალი იგი ყოველთაჲ ჰშევ, განკურნენ სულისა ჩემისა ვნებანი დამძიმებულნი;

რომელი ვიგუემები ღელვათა შინა ამის სოფლისათა, მყუდროებად მიმაწიე.

მიKსენ მე ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დაუცადებელად მტანჯველისაგან მატლისა.

ნუ მიჩუენებ მე ეშმაკთასა ჩემზედა სიხარულსა71, რომელსა მიქმნიან მრავალნი ცოდვანი.

განმაძლიერე ბრძოლასა შინა ვნებათასა, ყოვლადუბიწოო72 ქალწულო.

უცხო-მყავ მე ყოვლისაგან სატანჯველისა

და ყოველთა ღმერთსა შემაწყნარე. ზეცისა სიხარულსა ღირს-მყავ მიმთხუევად73 ყოველთა თანა წმიდათა74.

ყოვლადწმიდაო ქალწულო, შეისმინე ვედრებაჲ  უღირსისა და უჴმარისა მონისა შენისაჲ, უფსკრული ცრემლთაჲ მომმადლე75,

დედოფალო, რაჲთა სულისა ჩემისა მწიკული განვიწმიდო. სულთქუმაჲ ლმობიერი გულსა ჩემსა მომივლინე, დედოფალო; უძლური ესე ვედრებაჲ ჩემი76 შეისმინე, წმიდაო, და ღმრთისა სახიერისა შეწირე. უზეშთაესო ანგელოზთაო, უზეშთაეს ვნებათა გამომაჩინე; ნათლითშემოსილო სამკჳდრებელო, დაამკჳდრე ჩემთანა მადლი შენი და სურნელ-მყავ მე. ჴელთა აღვიპყრობ და ბაგეთა ჩემთა77 შეგინებულთა აღვახუამ ვედრებად78 შენდა, ყოვლადწმიდაო: სულისა79 განმხრწნელთა ვნებათაგან მიჴსენ მე დაუცხრომელითა მეოხებითა80 შენითა ქრისტეს მიმართ, რომელსა შუენის დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ სამადლობელი მდაბლისა რომანოზისი81 [4]

დედოფალო დედოფალო, ღმრთისმშობელო ღმრთისმშობელო82, სასოებაო ცხოვრებისა ჩემისაო, შეისმინე ვედრებისა ჩემისაჲ და შეიწყალენ სულთქუმანი ჩემნი და შეიწყნარნენ გოდებანი ჩემნი და მოწყალე-მექმენ, ლმობიერქმნილი ცრემლთა ჩემთათჳს, სახიერ იქმენ ჩემზედა, ვითარცა დედაჲ კაცთმოყუარისა მეუფისაჲ, მოიხილე ჩემზედა და მოხედენ ვედრებასა ჩემსა, წყურიელი ესე გონებაჲ ჩემი განაგრილე83 და შემრთე მე საუკუნითგან სათნოთა ძისა შენისათა ქუეყანასა მას მშჳდთასა, საყოფელსა მართალთასა და კრებულსა თანა წმიდათასა, და ღირს-მყავ მე, სასოო ყოველთაო და სიხარულო და84 ბრწყინვალეო ნათელო, მათთანავე სიხარულსა, გევედრები, გევედრები შენ, კურთხეულო, სიხარულსა მას ჭეშმარიტად გამოუთქუმელსა შენგან შობილისა ღმრთისა და მეუფისასა, და სასძლოსა მას ყოვლადსაწადელსა მისსა და საშუებელსა მას85 მისსა მოუკლებელსა და განუძღომელსა, და დაუღამებელსა მას ნათელსა მისსა და დაულევნელსა სუფევასა. ჰოჲ დედოფალო ღმრთისმშობელო, ჰოჲ  შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და ცხოვრებაო, საჭურველო და სიქადულო, სასოებაო და ძალო ჩემო, ღირს-მყავ მე მათთანა შუებად ძისა შენისა მიუთხრობელთა მათ და აურაცხელთა ნიჭთაგან სავანეთა მათ შინა ზეცისათა, რამეთუ უწყი, ვითარმედ გაქუს შეწევნაჲ, უკუეთუ ოდენ ინებო, და შემძლებელ ხარ ყოველსავე ვითარცა დედაჲ მაღლისაჲ, და ამისთჳს ვიკადრებ და გევედრები შენ: ნუმცა დაკლებულ ვიქმნები სასოებისაგან ჩემისა, ყოვლადწმიდაო დედოფალო, არამედ  ღირს-მყავ მე მიმთხუევად ამისსა86, სძალო ღმრთისაო, რომელმან სასოებაჲ იგი ყოველთაჲ უზეშთაეს სიტყჳსა ჰშევ, - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი იგი ღმერთი87 და მეუფე, რომლისაჲ არს დიდებაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ შუვაღამისაჲ  ქართული88 [5]

შეუვრდები მე, არაღირსი ესე89, აურაცხელსა მოწყალებასა შენსა90 და მრავალსა კაცთმოყუარებასა და გარდამატებულსა  სახიერებასა შენსა, ქრისტე, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო91, ჟამსა ამას შინა საშინელსა და დიდებულსა, რომელსა შინა განიდევნების სიბნელე ღამისაჲ შენ მიერ წინაშე პირსა ნათლისა ამის შემომავალისასა და განქარდების ღამითი საცთური, ბოროტისაგან აღძრული მავნებელ[ად] მონათა შენთა, რაჲთა განიოტო და განსდევნო სიბნელე გონებისა ჩემისაჲ, შესულებულისაჲ, და განაქარვნე გულისსიტყუანი მწიკულევანნი და აღძრვანი, შემაგინებელნი სულისა ჩემისანი, და დაჰნერგო ჩემთანა შენმიერი იგი  მადლი, რომელი მიიღეს ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან შენდა სათნოყოფილთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ, რაჲთა მან მასწავოს მე, ვითარ-იგი ჯერ-არს სლვად ჩემდა შემომავალსა ამას დღესა და ყოველთა ნეშტთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ვიდრე განსლვად ჩემდამდე ამიერ სოფლით92, ჰოჲ სახიერო და კაცთმოყუარეო უფალო, შენ ხარ, რომელმან93 სთქუ: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ"94. აჰა ესერა მოსრულ ვარ ტჳრთმძიმე ცოდვითა და დამაშურალი უსჯულოებითა, რომელმან წარმოვაცალიერენ95 ყოველნი დღენი ჩემნი მედგრობითა და ჟამნი ჩემნი არაწმიდებითა. დაღონებული96 ვჰრეკ კარსა მოწყალებისა შენისასა: განმიღე მე, უფალო, განმიღე მე სიტყჳისაებრ შენისა, ვითარცა-იგი97 სთქუ: "ირეკდეთ და განგეღოს, ეძიებდეთ და ჰპოოთ  ითხოვდეთ და მიიღოთ". აწ მინდობილი ბრძანებათა შენთა ვითხოვ უღირსი ესე სულთქუმით შენგან, არამედ  ნუმცა მესმის შენგან ჴმაჲ იგი საშინელი და ზარისასაჴდელი, ვითარმედ: "განჴადეთ მონაჲ ეგე უჴმარი ბნელსა მას გარესკნელსა, სადა-იგი არს ტირილი თუალთაჲ დაუცადებელი და ღრჭენაჲ კბილთაჲ დაუცხრომელი", არამედ  ინებე98 შეწყალებაჲ ჩემიცა სხუათა მათთანა შეცოდებულთა და მერმე შენანებულთა, რამეთუ არავინ არს შეუცოდებელ წინაშე შენსა, უფალო, დაღაცათუ მე უფროჲს ყოველთა კაცთასა განგარისხე შენ, მხოლოჲ99 სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი100, არამედ  შენ, უფალო, სთქუ პირითა წმიდისა მოციქულისა შენისა პავლესითა, ვითარმედ101: "სადაცა-იგი განმრავლდეს102 ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატოს მადლი სინანულისაჲ"103, ხოლო მე, საწყალობელმან ამან, არათუ მადლთა განმრავლებისათჳს გარდავჰრიე შეცოდებათა104, არამედ, ვითარცა პირუტყუმან უგუნურმან და გონებამიღებულმან, ბილწად და ლირბად105 შეგინებასა შინა აღვასრულენ ყოველნი106 დღენი ცხოვრებისა ჩემისანი და ვერ ვაგრძენ გემოთა შეკრულებითა მედგრობისა ჩემისათა107. და აჰა ესერა108 სირცხჳლეული და განლიგებული109 ვდგა მე უბანთა ზედა ცუდად110 და გევედრები:

ჰოჲ სახიერო უფალო111, რომელმან წარავლინენ უქმნი იგი მუშაკნი მეათერთმეტისა ჟამისანი საქმედ ვენაჴსა მას ზედა სასყიდლისასა112 და,  ვითარცა ჯერ-გიჩნდა, თანასწორ და ზიარ ჰყვენ მათთანა, რომელთა-იგი ეტჳრთა სიმძიმე და სიცხე დღისაჲ113, აწცა ეგრეთვე, უფალო114, შეიწირე უკუანაჲსკნელი ესე სინანული ჩემ, ცოდვილისა და უღირსისა მონისა შენისაჲ115.

დაღაცათუ არაღირსად ლმობიერ ვარ მსგავსად ცოდვათა ჩემთა116, არამედ  შენ, უფალო117, ძალგიც განწმედად და ლმობიერყოფად ფიცხელი ესე გონებაჲ ჩემი და ცხოვნებად118 ჩემდა უსასყიდლოდ, მისყიდულისა ამის ეშმაკთა საფარდულისა119, და მოქცევად შენდა მომართ120, ღმრთისა ჩუენისა სახიერისა, და ღირსყოფად შენდა, რაჲთა მარადის მიუთხრობდე და აღუვარებდე121 საკჳრველებათა შენთა და ვადიდებდე სახელსა შენსა წმიდასა, იესუ ღმერთო ჩემო122, რომელსა გშუენის ყოველი დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ, მამისა თანა სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ123.

სხუაჲ ლოცვაჲ შუვაღამისაჲ  [6]

უფალო ღმერთო ჩემო, აღმადგინე აწ თაყუანისცემად შენდა ჟამსა ამას დიდებულსა და აღახუენ ბაგენი ჩემნი გალობად შენდა და მომეც მე, უფალო, სინანულისა ცნობაჲ ცხოვრებად ჩემდა და აღჰჴოცე სიმრავლე შეცოდებათა124 ჩემთაჲ მოწყალებითა შენითა, რამეთუ შენ ყოველივე ძალგიც, მხოლოო კაცთმოყუარეო. განაღჳძე გონებაჲ ჩემი გულისჴმისყოფად, რაჲთა ვთქუა: რაჲსა გძინავს შენ, სულო ჩემო, არამედ  მოიგონე განშორებაჲ შენი ჴორცთაგან, ოდეს ბაგენი უტყუ იყვნენ ვედრებად, ოდეს-იგი ჴელნი წარუმართებელ იყვნენ შრომად, ოდეს-იგი სიტყუაჲ არღარა იყოს შევრდომად, არცა აღსაარებად და არცარად ცრემლნი სარგებელ იყვნენ, რამეთუ125 ყოველნივე დაადგრენ უქმად, არამედ126 აწვე127 უკუე მღჳძარე იყავ და აწვე ჴმობდ128: შემიწყალე მე, მხოლოო უცოდველო უფალო; აღსაარებად შუვაღამესა, ვითარცა იტყოდა დავით წინაჲსწარმეტყუელი, მეცა, უდებმან ამან, განვიღჳძე, ქრისტე ღმერთო ჩემო, და მღჳძარე ვიქმენ კუალადცა, კაცთმოყუარე, შეწევნითა სულისა შენისა წმიდისაჲთა და129 დაუტევენ ძილისა ოცნებანი და ჩუენებათა ზრახვანი და აწ130 ვჰრქუა სულსა ჩემსა: აღსდეგ სულო ჩემო დაცემისაგან შენისა და წარმოუდეგ ქებად ქრისტესა, რაჲთა ამან, მეუფემან და უფალმან, ჭირისაგან გიჴსნეს შენ ყოვლადვე. მოვედ, სულო ჩემო, უფლისა131, სინანულით და ევედრებოდე მარადის შენთჳს ქუეყნად მოსრულსა და ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა მაცხოვარსა132 და მისა მიივლტოდი, რომელმან-იგი მრავალი ჭირი დაითმინა შენთჳს და სიკუდილითა თჳსითა სიკუდილი დაჴსნა; მისა მიმართ ყოვლითა გულითა ჴმა-ყავ: დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, მეუფეო ზეცათაო, სულთქუმაჲ ლმობიერი მეზუერისაჲ მომეც და მეძვისა მისებრ მიიხუენ ცრემლნი ჩემნი და მიჴსენ ბნელისა მისგან წყუდიადისა133,  ცეცხლისა მისგან უშრეტისა და მატლისაგან უძილისა მსწრაფლ, გევედრები მჴსნელსა ჩემსა და უფალსა, ლმობიერად და დაუცხრომელად ვKმობ შენდა მომართ ესრეთ: რომელი შუვაღამე ქუაბსა შინა იშევ ქალწულისაგან წმიდისა, კაცთმოყუარე, და ბაგასა პირუტყუთასა მიიწჳნე, მეუფეო, მეცა, უღირსი მონაჲ შენი, ცოდვასა შინა შობილი და მსგავსქმნილი პირუტყუთა, მომაქციე და მაცხოვნე მე; რომელი შუვაღამესა საქორწინისა კარსა მორწმუნეთა შენთა განუღებ, კაცთმოყუარე, მეცა, უღირსსა მონასა შენსა, განმიღე კარი წყალობისა შენისაჲ; რომელი შუვაღამესა ზღუასა ზედა მოციქულთა შენთა გამოუჩნდი და ღელვათა ზედა ხჳდოდე, მეცა, უღირსი მონაჲ შენი, ცხოვრებისა ამის ღელვათაგან უვნებელად აღმომიყვანე; რომელმან შუვაღამესა იორდანისა წყალნი განსწმიდენ, კაცთმოყუარე, მეცა, უღირსი ესე მონაჲ შენი, შეცოდებათა ჩემთაგან განმწმიდე; რომელმან შუვაღამესა ბნელსა მას ცოდვისასა მავალნი განანათლენ, მეცა, უღირსი მონაჲ შენი, ბნელისაგან ნათლად მიმაწიე და მაცხოვნე მე; რომელი შუვაღამესა მთასა ზედა თჳსაგან აღჰჴედ ლოცვად, მეუფეო მოწყალეო134, ჩემიცა, უღირსისა ამის, ლოცვაჲ შეიწირე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე; რომელი შუვაღამესა ამცნებდი მოწაფეთა მღჳძარებით ლოცვასა, მეცა, უღირსი მონაჲ შენი, ძილითა მძიმითა შეპყრობილი, მიჴსენ და მაცხოვნე მე; რომელი შუვაღამესა წარსდეგ წინაშე კაიაფაჲსსა განკითხვად135, მართლმსაჯულო, მეცა, უღირსი მონაჲ შენი, სასჯელისაგან და განკითხვისა მიჴსენ და მაცხოვნე მე; რომელმან შუვაღამესა პეტრეს უვარისყოფისა მიანიჭე შენდობაჲ, მეცა, უღირსი მონაჲ შენი, ნაწილსა მას მისსა თანაზიარ-მყავ; რომელი შუვაღამესა საფლავსა ჴორცითა ნებსით დაიდევ, უკუდავო, მეცა, უღირსი მონაჲ შენი, საპყრობილისაგან ცოდვათაჲსა მიჴსენ და მაცხოვნე მე136; რომელმან შუვაღამესა იოსებ სიკუდილისაგან იჴსენ, კაცთმოყუარე, მეცა, უღირსი მონაჲ შენი, სიკუდილისაგან ცხოვრებად აღმომიყვანე; რომელი შუვაღამესა შეხუედ ჯოჯოხეთად, მოწყალე, და მას შინა პყრობილნი განათავისუფლენ, მეცა, უღირსი ესე მონაჲ შენი, ტყუექმნილი მტერისაგან განმათავისუფლე; რომელი შუვაღამესა აღსდეგ მკუდრეთით და მკუდარნი აღადგინენ, უკუდავო, მეცა, უღირსი ესე მონაჲ შენი, საუკუნესა მას აღდგომასა ღირს-მყავ; რომელი შუვაღამესა, კაცთმოყუარე, მოწაფეთა შენთა თანა შეხუედ ბჭეთა ჴშულთა, მეცა, უღირსი ესე მონაჲ შენი, მათთანავე ღირს-მყავ წყალობასა; რომელი შუვაღამესა მოსლვად ხარ ძიებად თანანადებისა, მეუფეო, მეცა, უღირსი მონაჲ შენი, შემრაცხე მჴნეთა თანამეინაჴეთა და მაცხოვნე მე; რომელი სიბნელესა მას უფსკრულთასა განანათლებ ნათლითა ღმრთეებისაჲთა, მეცა განმანათლე ნათლითა მოწყალებათა შენთაჲთა; ჰოჲ მეუფეო უკუდავო, სულთქუმაჲ და ცრემლნი ჩემნი შეიწირენ, რამეთუ შენ გაქუს, მჴსნელო, აურაცხელი მოწყალებაჲ, ვითარცა ღმერთი მხოლოჲ ხარ, სიკუდილისა და ცხოვრებისა მეუფე.

შუვაღამისა137 ლოცვასა შევსწირავ შენდა, ყოველთა მაცხოვრისა და ღმრთისა, რამეთუ შენ სთქუ, უფალო ღმერთო ჩემო: "მევედრებოდე და მე ვისმინო შენი", რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ კაცთმოყუარე, რომელი ყოველთა ლოცვასა შეიწყნარებ სახიერებითა შენითა. აწ ნუ მოიჴსენებ, ქველისმოქმედო და მრავალმოწყალეო, უსჯულოებათა ჩემთა, რამეთუ მრავალ არიან, უფროჲს ქჳშისა ზღჳსა, და ვერარაჲ ესწორების ცოდვათა ჩემთა სიმრავლესა, რამეთუ ყოველი უკეთურებაჲ ქმნეს ჴელთა ჩემთა ცხოვრებასა ჩემსა და შემწამებენ მე საქმენი ჩემნი ბოროტნი, არამედ  გევედრები შენ, მხოლოო უფალო, ინებე ჴსნაჲ ჩემი სინანულისა ცრემლითა., რაჲთა კადნიერებით ვღაღადებდე შენდა მომართ ვედრებით138: მომეც, სახიერო, შენდობაჲ შეცოდებათა139 ჩემთაჲ, რომელმან იცნი დაფარულნი გულისა ჩემისანი. დაფარულთა მეცნიერო და ვნებათა და წყლულებათა მკურნალო, განმკურნე და ამასვე ცხოვრებასა გამწმიდე, და მუნ სატანჯველთა მათგან საუკუნეთა140 მიჴსენ სახელისა შენისათჳს წმიდისა და ნამეტნავნი ჟამნი მომმადლენ მშჳდობით თანაწარსლვად, კაცთმოყუარე, რაჲთა მას შინა თაყუანის-ვსცემდეთ ყოვლადდიდებულსა და პატიოსან-სა სახელსა შენსა, რამეთუ შენ ხარ მეუფე ცათა და ქუეყანისაჲ და შენ ხარ სიკუდილისა და ცხოვრებისა მფლობელი, ქრისტე ღმერთო ჩუენო. ამისთჳს გევედრები შენ141, ვითარცა ღმერთ ხარ, დაუსაბამოო ძეო, მამისა თანა დაუსაბამოსა სულით შენით წმიდითურთ, დიდებულო სამებაო წმიდაო, განუყოფელო და შეურევნელო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, რომელი გამოსცხადენ გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მარადის სულთა ჩუენთა, ერთობით ყოველნი გადიდებთ შენ142, სამებაო წმიდაო ყოვლადდიდებულო, განუყოფელო ერთღმრთეებაო, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგან, არამედ შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი, ქმნილთა შენთაჲ, რომელნი-ესე ვდგათ წინაშე შენსა, გიგალობთ და გადიდებთ შენ დაუცხრომელითა ბაგითა და დაუძინებელითა თუალითა, მოიხილე უძლურებასა ჩუენსა ზედა და მოგუეც ჟამი სინანულისაჲ. ჰოჲ წმიდაო სამებაო, შეიწირე ლოცვაჲ ჩუენი და სულთქუმაჲ სულისა ჩუენისა გლახაკისაჲ და ნუმცა მძლე მექმნებიან143 ცოდვანი ჩუენნი დღესა მას საშინელსა განკითხვისასა, არამედ  მიჴსნენ ჩუენ, მოსავნი შენნი, ჭირისა მისგან დაულევნელისა და ვაებისა მისგან დაუწყუედელისა, და ღირს-მყვენ ჩუენ, სახიერ, სიხარულსა წმიდათასა წარუვალსა და დაუსრულებელსა, რამეთუ მოწყალე ხარ, სახიერ და კაცთმოყუარე, ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამაო და ძეო და ყოვლადწმიდაო სულო, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ სავედრებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ [7]

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა, ყოვლადწმიდაო სახელო144, დიდებაჲ შენდა, რამეთუ შესძრენ საფუძველნი ქუეყანისანი წამისყოფითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შეარყიე გონებაჲ ჩუენი უდები145, შერყეული მრავალთა ცოდვათა მიერ; მოწყალებითა შენითა ჩუეულებისაებრ შეიწყალე, ქრისტე ღმერთო, უძლურებაჲ ჩუენი; რისხვაჲ შენი მსწრაფლ თანაწარგუჴადე, რომელი ყოველთა ზედა სამართლად მოაწიე, რამეთუ სულთქუმით და ცრემლით ვრუდუნებთ და სრულიადსა შემუსრვასა მოველით. ნუ მოიჴსენებ ძჳრთა ჩუენთა146, რომელნი ვქმნენით, მხოლოო ძჳრუჴსენებელო კაცთმოყუარეო; საკჳრველ იქმენ ჩუენზედა, მეუფეო, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე. ვითარცა-იგი ნინეველნი შეიწყალენ, ჩუენცა, უფალო, ეგრეთვე შეგჳწყალენ, რომელთა აღვძართ მათებრვე ძჳრთა მიერ სამართლად-რისხვაჲ შენი.

მეუფეო, ნუ აღმოგუფხური ჩუენ, სოდომელთაებრ სნეულთა, მათთანა ბოროტთა მიერ147, ნუ დაგუფარავ ჩუენ კედელთა მიერ, დამფარველთა148 მრავალთა ცოდვათა149 მიერ, ნუცა ვიქმნებით ჩუენ საცინელ ყოველთა წარმართთა და ერთა,150 რომელთა არა გიციან შენ, რამეთუ ურვითა მრავლითა აღვსებულ ვართ და სირცხჳლითა უზომოჲთა შეპყრობილ ვართ, შეპყრობილნი მწარითა ჩუეულებითა, არამედ  ვითარცა გჳჩუენე, სიტყუაო, შიში შენი151, ეგრეთვე გჳჩუენე ჩუენ წყალობაჲ შენი, რომელთა-ესე არა გუაქუს წყალობაჲ და არცა აღვასრულებთ ნებასა152 შენსა, რომელნი მარადის ჯერკუალად ვცხოვნდებით და დაცხრომაჲ ძჳრთაჲ ყოვლად არა გუაქუს და წყალობათა შენთა თანაწარვჴდებით, არამედ  მოწყალე და მწყალობელ გუექმენ უგუნურთა ამათ მონათა შენთა ვედრებითა წმიდათა ანგელოზთა და იოვანე ნათლისმცემელისა და ყოვლადბრძენთა შენთა მოციქულთა, წინაჲსწარმეტყუელთა, სანატრელთა და წმიდათა მარტჳლთა კრებულისაჲთა, სათნოთა შენთა მრავალრიცხუთაჲთა153 და მართალთა ყოველთა სულებისაჲთა; ოხითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო სახიერ, შეიწყალენ სულნი ჩუენნი, რაჲთა ჴმითა მადლობისაჲთა ცხოვნებულნი ერთბამად ვღაღადებდეთ:

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა, რომელმან შეგჳწყალენ ჩუენ, გლახაკნი.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა, რომელმან სწყლი და კუალად განჰკურნი, [თანაარსით მამით და სულით წმიდითურთ]154 ქებულო, გუაცხოვნენ ჩუენ, რამეთუ შენდა შუენის პატივი და თაყუანისცემაჲ უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ [8]

მეუფეო ყოველთაო ქრისტე, უწყი, რამეთუ მოწყალე ხარ და კაცთმოყუარე და უწყი155, რაოდენიცა ვცოდე; შემინდვე და შემიწყალე და შემწე მეყავ და მიძღოდი მე გზათა შენთა და მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, განმანათლე და გულისჴმა-მიყავ, ვითარცა უწყი, სახიერებითა შენითა., რაჲთა არა დაგიტეო შენ და [არა] შეურაცხ-ვყო მადლი შენი, ვიდოდი რაჲ ნებასა შინა ჩემსა.

აჰა ესერა, უფალო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა და ვითხოვ, რაჲთა ვიდოდი მცნებათაებრ შენთა.

შემწე156 მექმენ, მეუფეო, რამეთუ157 დაღაცათუ დღეს ვერ უძლო ყოვლითა გულითა, ვითარ-იგი თანამაც, სლვად მცნებათა შენთა, [გარნა] რაჲთა158 მცირედ-მცირედ159 განვძლიერდე დაცვად ბრძანებათა შენთა, რამეთუ ვესავ მადლსა შენსა, ვითარმედ ამიერითგან არღარა ვეძიებდე ნებასა ჩემსა., რაჲთა სიკუდიდმდე ვიღუაწო განძლიერებულმან სასოებითა შენითა, რაჲთა სამარადისოდ აღვასრულო ნებაჲ შენი და მივიწიო კეთილთა მათ საუკუნეთა მეოხებითა მშობელისა შენისა, უფროჲსადდიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, ამინ.

ლოცვაჲ სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ თქუმული ღირსისა მამისა ჩუენისა მარკოზ მონოზონისაჲ  [9]

მრავალნი და დიდებულნი ნიჭნი მომეცნეს მე დამბადებელისა და ღმრთისა ჩემისაგან, ხოლო მე, უბადრუკი ესე, ყოვლისავე მის მოვიწყე და უმადლო ვიქმენ. ვჰბაძევდ პირუტყუთა უგუნურთა და მივემსგავსე მათ. დავგლახაკენ სათნოებათაგან და განვმდიდრდი ვნებათაგან და ცოდვითა160, აღვივსე სირცხჳლითა და ჴუებულ ვიქმენ კადნიერებისა მისგან საღმრთოჲსა, დასასჯელ ვიქმენ ღმრთისაგან და მხილებულ ცოდვათაგან და სირცხჳლეულ ბოროტთა საქმეთა ჩემთაგან. პირველ სიკუდილისა მომუკუდარ ვარ და პირველ სასჯელისა თჳთდასჯილ და პირველ საუკუნეთა მათ სატანჯველთა161 ვიტანჯები გულისსიტყუათა მათგან სასოწარკუეთილებისათა. ამისთჳს შენდა მომართ ხოლო მოვივლტი, მსწრაფლშემწისა ჩუენისა,  ღმრთისმშობელო, ყოვლადწმიდაო დედაო მაცხოვრისაო; შენ გევედრები თანამდები ესე ბევრეულისა მის ტალანტისაჲ,  რომელმან-ესე უძღებებით წარვაგე მამული იგი სიმდიდრე და162 უმეტეს ვცოდე მეძვისა მის და მანასესსა და მდიდრისა მის უწყალოჲსა, მონა ვიქმენ გულისთქუმათა, შემწყნარებელ გულისსიტყუათა ბოროტთა, მეტყუელ სიტყუათა ხენეშთა და უცხო ყოვლისაგან საქმისა კეთილისა.  აწ უკუე გევედრები, შეიწყალე სიგლახაკე ჩემი და მწყალობელ ექმენ უძლურებასა ჩემსა, რამეთუ დიდი კადნიერებაჲ გაქუს შენგან შობილისა ღმრთისა მიმართ, ვითარ-იგი სხუასა არავის აქუს. ყოველივე ძალგიც, დედაო ღმრთისაო, და ყოვლისავე შემძლებელ ხარ, რამეთუ უზეშთაეს ხარ ყოველთა დაბადებულთა და არარაჲ არს შეუძლებელ შენდა, რომელიცა გენებოს; ნუ შეურაცხ-ჰყოფ ცრემლთა ჩემთა და ნუ მოიძაგებ სულთქუმასა ჩემსა და ნუ განიშორებ ვედრებასა ჩემსა და ტკივილსა ამას გულისა ჩემისასა, არამედ  დედობრივითა მით მეოხებითა შენითა სახიერი იგი და ტკბილი ძე შენი და ღმერთი ჩუენი მოწყალე ყავ ჩუენზედა და ღირს-მყავ მე, ცოდვილი ესე და უღირსი მონაჲ შენი, მოგებად პირველსავე მას სათნოებათა სიკეთესა და განშორებად უშუერებისა მისგან ვნებათაჲსა, განთავისუფლებად ცოდვისაგან და მონებად სიმართლისა,  აღძარცუვად სიხენეშესა მას Kორციელთა გულისთქუმათასა და შემოსად ბრწყინვალებასა მას სულიერისა სიწმიდისასა, მკუდარყოფად სოფლისაგან და განცხოველებად ღმრთისმსახურებითა; მოგზაურსა163 თანამავალ მექმენ მე; ზღუასა თუ განვჰლიდე, შემწე-მეყავ და მარადის მბრძოლ-ექმენ მტერთა ჩემთა ეშმაკთა, რომელნი-იგი მბრძვანან მე მაღლით; მღჳძარებასა შინა განმაძლიერებელ მექმენ; მეძინოს თუ, მფარველ მეყავ; ჭირსა თუ მივეცე, მიჴსენ და სულმოკლებასა შინა ნუგეშინისმცემელ-მექმენ; მავნებელთაგან განმარინე და ცილისმწამებელთაგან უბრალო მყავ; სიკუდილად თუ მივიწიო, მსწრაფლ შემეწიე164 და უხილავნი იგი მტერნი ჩემნი საშინელებით იოტენ, რაჲთა ცნან მბრძოლთა165 მათ ჩემთა ბოროტთა ეშმაკთა166, ვითარმედ მე მონაჲ შენი ვარ.

ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, შეისმინე უძლური ესე ვედრებაჲ მონისა შენისაჲ,  მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე ესე167 და მტერთა ჩემთაგან მიჴსენ მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა,  სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო; მჴურვალებაჲ ჴორცთა ამათ მბრძოლთაჲ168 განაქარვე და ღელვანი უჯეროჲსა გულისწყრომისანი დაიმდოვრენ, ზუაობაჲ169 და სილაღე ამაოჲსა სიჭაბუკისაჲ გონებისა ჩემისაგან უჩინო-ყავ, უცნებანი იგი ღამისანი სულთა მათ ბოროტთანი და გონებადმოსლვანი დღისანი არაწმიდათა გულისსიტყუათანი გონებისაგან ჩემისა მოსპენ და ასწავე ენასა ჩემსა სიტყუაჲ კეთილი და თუალთა ჩემთა მართლიადხედვაჲ წრფელსა მას გზასა სათნოებათასა; წარჰმართენ ფერჴნი ჩემნი ალაგსა მას ღმრთისა მცნებათასა და ჴელნი ჩემნი წმიდა-ყვენ, რაჲთა ღირსებით აღვიპყრობდე მეუფისა მიმართ მაღლისა;  აღავსე პირი ჩემი ქებითა, რაჲთა კადნიერებით ხადოდეს ღმერთსა:

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, განახუენ სასმენელნი ჩემნი სმენად ჯერისაებრ თაფლისა უტკბილესთა მათ სიტყუათა წმიდათა წერილთასა და ქმნად მათდა მადლითა შენითა და შეწევნითა; მომეც მე ჟამი სინანულისა და გულსმოდგინებაჲ მოქცევისაჲ;  უცნაურად სიკუდილისაგან მიჴსენ და დასჯილებისაგან გონებისა განმარინე. მერმე, განყოფასა მას სულისა ჩემისასა უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაგან წარმომიდეგ მე170, სასოო ჩემო და შემწეო, და ჭირი იგი მოუთმენელი აღმისუბუქე უღონოსა ამას, იწროებასა და ჭირსა შინა ნუგეშინისმცემელ მექმენ, ჰამრობასა171 მას მწარესა მეზუერეთა მათ ჰაერისათა და მთავართა მათ ბნელისათა თანაწარმჴადე, ჴელითწერილნი მრავალთა მათ ცოდვათა ჩემთანი განხეთქენ, სახიერსა მას და კაცთმოყუარესა ღმერთსა დამაგე, მარჯუენით მისსა172 სანატრელსა მას დგომასა დღესა მას განკითხვისასა ღირს-მყავ, საუკუნეთა მათ და მოუთმენელთა სატანჯველთაგან მიჴსენ173, ტკბილთა მათ და წარუვალთა კეთილთა ღმრთისათა მკჳდრად გამომაჩინე.

ამას აღსაარებასა შევსწირავ შენდა, ყოვლადწმიდაო დედოფალო174 ღმრთისმშობელო175, ნათელო დაბნელებულთა ამათ თუალთა ჩემთაო და ნუგეშინისმცემელო ჭირვეულისა ამის სულისა ჩემისაო და შემდგომად ღმრთისა სასოო ჩემო და შესავედრებელო ჩემო; შეიწირე ვედრებაჲ ჩემი სიტკბოებითა და წყალობითა, და აღჴოცენ ყოველნი ცოდვანი და ბრალნი და უსჯულოებანი176 ჩემნი და ღირს-მყავ მე ცხოვრებასა ამას დაუსჯელად ზიარებად უხრწნელსა მას და ყოვლადწმიდასა ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს, ძისა და ღმრთისა შენისასა, ხოლო საუკუნესა მას მერმესა მკჳდრად მიჩინე სერობასა მას ტკბილსა ზეცისასა, საშუებელსა მას სამოთხისასა, სასუფეველსა ცათასა, სადა-იგი არს მკჳდრობაჲ177 ყოველთა წმიდათა საუკუნოდმოხარულთაჲ ქრისტე იესუს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა178, ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ

შეიწირე ლოცვაჲ ჩუენი, ყოვლადწმიდაო179 ღმრთისმშობელო ქალწულო, დედაო ქრისტესო, ცაო და ქერუბიმო, საყდარო უფლისაო, სუეტო ცეცხლისაო, ღრვბელო ნათლისაო, ტაკუკო ოქროჲსაო, სავსეო მანანაჲთა, - ცუარითა მით ზეცისაჲთა, - კიდობანო სჯულისაო, კარავო სიწმიდისაო, მეოხო და მოღუაწეო ყოვლისა სოფლისაო, გჳოხე და გჳღუაწე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა180, რაჲთა შენმიერ აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო...

მამაო ჩუენო...

უფალო შეგჳწყალენ 40;

მუჴლთმოდრეკაჲ 12;

მიწყალე...

და გალობანი.

გალობანი შუვაღამისანი

უგალობდითსა. ჴმაჲ ბ გუერდი

ძლისპირი

რომელმან დაფარა სიღრმესა მდევარი, ესე დღეს დაფარეს ქუეყანასა ზედა შვილთა მათ ზღჳსა ჴსნილთაჲსა ხოლო ჩუენ შემსხმელთაებრ ჴმა-ვყოთ: უფალსა უგალობდით, რომელიცა დიდებულ არს.

შემეწიე მე სიტყჳსაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ სასოებისაგან ჩემისა.

ჰოჲ მიუწდომელო ღმერთო სახიერო, რომელმან გუასწავე ჩუენ დავითის მიერ აღდგომაჲ შუვაღამესა და მჴურვალედ შევრდომაჲ შენი აღსაარებით, ჩუენიცა ვედრებაჲ შეიწირე აწ.

შემეწიე მე და ვცხოვნდე და ვიწურთიდე მე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა, ქრისტე, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, სოფლისა ნათელო და სიტკბოებაო, რომელიცა შუვაღამე იშევ ქალწულისაგან ჩუენთჳს და მჩურითა შეიხჳე. დაჰჴსნენ ბრალთაცა182 ჩემთა საკრველნი.

იყავნ ჴელი შენი მაცხოვრად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.

კეთილთა მუშაკო, რომელმან წმიდა-ჰყავ ლოცვითა შენითა ჟამი ესე წმიდაჲ ბრწყინვალე შუვაღამისაჲ და გუასწავე შევრდომით ლოცვაჲ ჟამსა ამას, ჩემიცა ესე შევრდომაჲ შეიწირე აწ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოჲ სამებაო, ერთო ღმრთეებითა, შებღალული ძჳრთაგან და183 ცოდვათა მწიკულითა განმწმიდე და სავანე-მყავ სამკჳდრებელად შენდა, ვითარცა ძუელ-ოდესმე მამათმთავარი აბრაჰამ184.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ჰოჲ სძალო ღმრთისაო ყოვლადკურთხეულო, განმინათლე გული და გონებაჲ ჩემი, წყუდიადითა შეპყრობილი, და განმაძლიერე185, ქალწულო, შენდა, ღმრთისა დედისა, გალობად შუვაღამესა.

 

განძლიერდასა

ძლისპირი

სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ დღეს მიუდრეკელად, უზეშთაეს ბუნებათა, სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა, და მას შინა განმაძლიერე.

მონაჲ შენი ვარ, მეცნიერ მყავ მე და გულისჴმა-ვყვნე წამებანი შენნი.

ქრისტე მეუფეო, სიტყუაო ღმრთისაო, ვედრებით გიღაღადებ: რომელმან მონისა შენისაგან აურაცხელითა მოწყალებითა186 ჟამსა ამას შუვაღამისასა ნათლისღებაჲ სიმდაბლით ჯერ-იჩინე, მეცა ბრალთა სიმრავლისაგან განმბანე წყალობითა შენითა.

მოიხილე ჩემზედა და შემიწყალე მე სამართალთათჳს მოყუარეთა სახელისა შენისათა.

მოიხილე ჩემზედა, მეუფეო მოწყალეო187, შემიწყალე, მჴსნელო188, და მდინარედ იორდანისად მომმადლენ ნაკადულნი ცრემლთანი, რაჲთა ვტიროდი და აღგიარნე ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი და ვპოო შენმიერ შენდობაჲ.

ცხოვნდეს სული ჩემი, გაქებდეს შენ და სამართალნი შენნი შემეწიენ მე.

ცხოვრებაჲ ჩემი შეგინებულ არს და ყოველივე გუამი ყოვლით ასოჲთ და ნაწევარითურთ, ჴელნი და ფერჴნი ჩემნი – შებღალულ, და კუალად პირი და თუალნი ჩემნი და საცნობელნი - სავსე ცოდვითა –ქრისტე, მოწყალებით განმბანე,

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაო სრულო დაუსაბამოო, ბუნებაო მარტივო, ერთარსებით საგალობელო, სამთჳთებაო სამგუამოვანო, გუაცხოვნენ ძრწოლით თაყუანისმცემელნი ერთღმრთეებისა შენისანი და ღირს-გუყვენ სიწმიდით მონებად შენდა,

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ჯაჭუნი ბოროტნი ცოდვათა ჩემთანი განხეთქენ, უბიწოო ქალწულო, ოხითა შენითა და დაჴსნენ ბრალთა ჩემთა საკრველნი და ღამე და დღე მომანიჭე მე ძალი შევრდომად და ვედრებად შენდა და ძრწოლით გალობად და დიდებად შენდა.

უფალო მესმასა

ძლისპირი

რაჟამს წინაჲსწარმეტყუელმან იხილა საიდუმლოჲ დაფარული, განკჳრვებულმან ღაღად-ყო, რამეთუ დასდევ წყალობით სიყუარული მტკიცე, მამაო, და ძე შენი მხოლოდშობილი მოეც ძეთა კაცთა მომტევებელად ცოდვათა.

სული ჩემი ჴელთა შენთა შინა არს მარადის და სჯული შენი მე არა დავივიწყე.

შეგცოდე, უსჯულო ვიქმენ და განგარისხე, ჰოჲ მრავალმოწყალეო, და სასოწარკუეთილებისა სიღრმესა შთავჴედ, არამედ  გამომიჩნდი მე შუვაღამესა, ვითარცა მოწაფეთა ზღუასა ზედა, და საღმრთოჲ დაყუდებაჲ მომანიჭე მე.

ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.

ღმერთო ჩემო, შემწეო ჩემო, გულთა და გონებათა განმკითხველო, უწყნი189 განზრახვათა ჩემთა და გონებისა და გულისსიტყუათა ჩემთა ღელვანი და შფოთნი; ვითარცა-იგი დაჰჴსენ აღტეხაჲ ზღჳსაჲ, ეგრეთვე დააყუდე გული ჩემი.

ესერა გულმან-მითქუა მცნებათა შენთაჲ, სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.

მილხინე, შემოქმედო ჩემო, შემინდვე, ჰოჲ დამბადებელო ჩემო, შემიწყალე და დამიტკბი, ლმობიერ-მექმენ და სოფლისა ამის ღელვათაგან მიჴსენ საღმრთოჲთა მარჯუენითა შენითა და აღმომიყვანე ვითარცა პეტრე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არსებით განუყოფელად და ხატოვნებით შეურევნელად და სამებით ერთარსებით ღმრთის-გმეტყუელებთ შენ, სწორსა მეუფებითა და უფლებითა და დიდსა მას გალობასა გიგალობთ ქერუბიმთასა, სამებაო წმიდაო.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

დაბნელებული გული ჩემი და გონებაჲ წყუდიადითა აღსავსე და ცოდვისა კაპანთა შინა და უდაბნოთა და უგზოთა შეცთომილი და შთაბნეული იჴსენ, ქალწულო, რაჲთა გაქებდე, და განმანათლე190 შუვაღამე ბრწყინვალედ.

ღამითგანსა

ძლისპირი

ბნელისაგან ცოდვათაჲსა გიღაღადებენ შენ სულნი ჩუენნი, მრავალმოწყალეო ღმერთო, ნათლისა მით მიუაჩრდილებელითა განგუანათლენ და წარგჳმართენ სლვანი ჩუენნი, მახარებელო მშჳდობისაო, და მოვედინ ჩემზედა წყალობაჲ შენი, უფალო, და მაცხოვარება შენი სიტყჳსაებრ შენისა.

ჰოჲ საშინელო მსაჯულო ყოველთავე დაბადებულთაო, რომელი მონისა მიერ შეპყრობილ-იქმენ შუვაღამესა და შეკრულ-იქმენ და გუემულ და ტანჯულ, დაჴსენ კრულებაჲ ბოროტთა ჩემთაჲ.

მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაჲსა და დავიცვნე მცნებანი შენნი.

მჴსნელო და დამბადებელო უფალო, ღმერთო კაცთმოყუარეო, აჰა ესერა, ვითარცა უწყი, ფრიად შეგცოდე და განგარისხე, და მეშინის მე სამსჯავროჲსა მისგან; რომელი ჩემთჳს დაისაჯე, ნუ დამსჯი.

შუვაღამე აღვდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა.

შეგინებათა191 მწიკულითა სული192 ჩემი შევბღალე მედგარმან193 ვნებათა მიერ194 და ბოროტთა გულისთქუმათა კარი განუღე საწყალობელმან. ვაჲმე195, მეშინის მე სამსჯავროჲსა მისგან; რომელი ჩემთჳს დაისაჯე, ნუ დამსჯი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გიგალობთ შენ, სამებაო სამთჳთებაო სამგუამოვანო. წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, მამაო და ძეო და სულო წმიდაო, ერთო ბუნებით, მარტივო და წრფელო, დიდებულო ანგელოზთა და კაცთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ჰოჲ უბიწოო მარიამ, შუვაღამე მვედრებელსა შენსა მომეც ძალი და მაცხოვნე მე და განმაძლიერე გალობად შენდა და ნუ დამაგდებ მე, მონასა შენსა, არამედ  განმწმიდე ბრალთა ჩემთაგან.

ღაღადვყავსა

ძლისპირი

სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაჲთა, საშინელად დამნთქამს მე და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდლისა და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან196 მიჴსენ მე, მრავალმოწყალე.

სჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა და გამოვიძიო იგი მარადის.

მკუდრად მდებარე საფლავსა სასოწარკუეთისასა197 აღმადგინე, მაცხოვარ, რომელი შუვაღამე აღსდეგ საფლავით, და ღირს-მყავ სინანულსა და ცრემლთა მჴურვალეთა, მრავალმოწყალე.

დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაჲ შენი, რაჲთა მეშინოდის მე შენგან.

განჴმელ არიან ჴელნი ჩემნი საქმეთა მიერ ბოროტთა, მეუფეო, არამედ რომელმან მოციქულისა Kელნი განხილვითა მით წმიდა-ჰყვენ, განმწმიდე მეცა შუვაღამესა.

მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყჳედ რაჲ: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე?

ჰოჲმე, ქრისტე მაცხოვარ, ვითარღა განგარისხე ფრიად საწყალობელმან? ჰოჲმე, ვითარ ვიხილო პირი შენი, რაჟამს განმიკითხვიდე? არამედ  შემიწყალე შექმნული198 შენი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებაჲ ვარ მარტივი, ბუნებით შეყოფილი, ღმრთეებრ განუყოფელი, ხოლო პირებით განყოფილი და ერთარსებით ქებული, - იტყჳს მამაჲ და ძე და სული ცხოველი.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე ამინ.

გულსმოდგინე მყავ, სძალო, შუვაღამე აღდგომად და ვედრებად უფლისა, და ძილი მძიმისა მცონარებისაჲ განდევნე, დედოფალო, მონისა შენისაგან და ახოვან-მყავ.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ 5

ყოველნი ვიღჳძებდეთ და ქრისტესა მივეგებოდით, მორწმუნენო, სიმრავლითა ზეთისაჲთა და ლამპართა ბრწყინვალებითა, რაჲთა სასძლოსა მას შინაგან ღირს-ვიქმნნეთ, რამეთუ რომელი კარსა გარეგან დაშთეს, ურგებად ჴმობდეს მისსა მიმართ: შემიწყალე მე, უფალო.

ჰოჲ-მე, რაჲსა ვემსგავსე უნაყოფოსა მას ლეღვსა? და მეშინის მე წყევისა მისგან და მოკუეთისა,  არამედ  შენ, ზეცათა მუშაკო ქრისტე ღმერთო, უნაყოფოჲ სული ჩემი ნაყოფიერად გამოაჩინე და, ვითარცა უძღები იგი შვილი, მეცა შემიწყალე და შემიწყნარე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამომაჩინენ ჩუენ199, შემიწყალენ ყოვლადძლიერო.

კურთხეულარსსა

ძლისპირი

ვცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუვე ვყავთ წინაშე შენსა, სახიერ, და არა დავიმარხეთ აწ200 და არცა ვყავთ ბრძანებაჲ შენი201, მეუფეო, ვითარ-იგი მამცენ ჩუენ, და განგჳწესე წმიდათა შენთა მიერ, არამედ  სრულიად ნუ მიმცემ მეუფეო, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო202.

ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი, ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად.

ყოველთა ღმერთო და უფალო, რომელმან აღმადგინე შუვაღამესა, შენ მომმადლე მე შენდობაჲ ყოველთა შეცოდებათა ჩემთაჲ და მომეც203 მოტევებაჲ ფრიად მრავალთა მათ თანანადებთა ჩემთაჲ და ბრალთა მათ ჩემთა კრულებანი განხეთქენ, ვითარცა-იგი დაჰჴსნენ ჯაჭუნი პეტრესნი.

ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

რომელმან შემჭურე მადლითა და შთამაცუ სამოსელი ნათლისღებისაჲ და შემარტყ ძლიერებაჲ, განამტკიცენ ფერჴნი ჩემნი, უფალო, და წარმართენ ალაგსა მცნებათა შენთასა, მრავალმოწყალეო, და ბრალთა მათ ჩემთა კრულებანი განხეთქენ, ვითარცა-იგი დაჰჴსნენ ჯაჭუნი პეტრესნი.

გულისჴმა-მიყავ და გამოვიძიო სჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.

შენ ხარ მჴსნელი ჩემი და ღმერთი, შენ ხარ მეუფე და შემოქმედი ჩემი და შენდამი ვღაღადებ მკერდსა ცემითა შუვაღამესა: შეგცოდე, შემინდვე და მიჴსენ საპყრობილისაგან ცოდვათაჲსა, ვითარცა ოდესმე იჴსნენ შილა და პავლე საპყრობილისაგან შუვაღამესა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამებასა, დამბადებელსა დაუბადებელსა და ქებულსა კაცთა მიერ, მამასა  ძით და სულით წმიდითურთ, აღვიარებთ სარწმუნოებით, და შიშით და ძრწოლით ესრეთ უღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთხეულ ხარ და დიდებულ, მჴსნელო მოსავთა შენთაო, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო,

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ვაქებ, ვადიდებ და უგალობ და თაყუანის-ვსცემ წმიდასა ხატსა შენსა და ყოვლადდიდებულსა შენსა და ძისა შენისა სახესა სურვილით გამოვიხატავ204 და ძრწოლით ამბორს-უყოფ და გიღაღადებ: ჰოჲ სძალო ღმრთისაო, წმიდაო დედოფალო, მაცხოვნე მონაჲ შენი გლახაკი.

აკურთხევდითსა

ძლისპირი

ყრმათა საღმრთოთა პირველად არცხჳნეს მძლავრებასა უღმრთოთასა და დღეს ქრისტესთჳს შეკრბა კრებული ღმრთისმბრძოლთაჲ და იზრახეს ზრახვაჲ ბოროტი და სიკუდიდ მისცეს განმაცხოველებელი მკუდართაჲ, რომელსა ერნი უფროჲსად ამაღლებენ მას უკუნისამდე.

რომელსა წესთა ზეცისათა მჴედრობაჲ ადიდებს დაუცხრომელად და ზარგანჴდილნი ძრწიან მისგან ქერუბიმნი და სერაფიმნი, ვითარცა205 უფალსა და შემოქმედსა, ყოველი სული და ყოველი დაბადებული აქებდით და  აკურთხევდით მას უკუნისამდე.

გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

სულისა იგი ჩემისა სანთელი განაბრწყინვე, მეუფეო, რაჲთა ლამპარი გონებისა ჩემისაჲ განვაპოხო და წელნი მოვირტყნე და მონათა მათ შენთა206 მომლოდებელთა თანა შუვაღამესა განმზადებული მოველოდი მოსლვასა შენსა.

უფროჲს მტერთა ჩემთასა მეცნიერ მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.

ნეტარ არიან და ყოვლადბრწყინვალე მონანი იგი, რომელნი ჰპოვნე მღჳძარედ და განკრძალულად, მო-რაჲ-ხჳდე შუვაღამესა, ქრისტე მეუფეო; ამისთჳს მეცა გევედრები: ღირს-მყავ მათთანა შიშით მოლოდებად, რაჟამს მოხჳდე განკითხვად დაბადებულთა.

თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.

ნათელო დიდო207, შესაძრწუნებელო, ნათელო მიუწდომელო, მხოლოდშობილო, ნათლისაგან მამისა208 გამოსრულო ქრისტე, მომეც მე ლამპარი, განათლებული საღმრთოჲთა ზეთითა შენითა, რაჲთა არა დაშრტეს, და ვგოდებდე ცუდად ცოფთა მათ ქალწულთა თანა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ესრეთ ვიცნობთ ჩუენ ჭეშმარიტსა ღმერთსა: ბუნებით ერთ არს ღმრთეებაჲ, ხოლო თჳთებით სამგუამოვნად209 სრულად იცნობების210 სამმნათობიერი ერთბრწყინვალებაჲ211, ერთი ფლობაჲ, ერთი არსებაჲ, სამებაჲ წმიდაჲ უკუნისამდე,

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

საფარველსა და შეწევნასა შენსა შევევედრები, ქალწულო, ნავთსაყუდელო ცოდვისა ბრალთაგან ღელვაგუემულთაო, დედაო ღმრთისაო, მომანიჭე მე სინანული და განმაძლიერე შუვაღამესა დიდებად და გალობად შენდა, კურთხეულო.

ადიდებდითსა

ძლისპირი

ანგელოზთა დღეს წინაუვიდოდეს ძალნი, ბეთლემისათა განმზადეთ ბაგაჲ, რომელთა სიბრძნე ზეცით მოვიდა. სიტყუაჲ განჴორციელდა, შეიწყნარეთ ჴმაჲ ეკლესიისაჲ, ერნი ვიტყოდით: კურთხეულ არს მოსლვაჲ შენი, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა212.

დედისა ღმრთისა უთესლოდ მიდგომილებაჲ და უხრწნელებით213 შობაჲ გამოუთარგმანებელ არს, რამეთუ ღმრთისა შობაჲ სძლევს ბუნებისა საზღვართა214. ამისთჳს ტომნი და ნათესავნი, ვითარცა სძალსა და დედასა ქრისტეს ღმრთისასა, წადიერად და მართლმადიდებლობით გადიდებთ, ქალწულო.

სიტკბოებაჲ და სწავლულებაჲ და მეცნიერებაჲ მასწავენ მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.

კაცთმოყუარეო ქრისტე ღმერთო სახიერო, - პირველ ჴმობადმდე საყჳრისა შუვაღამესა აღდეგით, მოიწია სიძე და მიეგებოდით215, - განწმიდე გული216 და გონებაჲ ჩემი და ბრძენთა მათ ქალწულთა თანა შემთხუევად შენდა ღირს-მყავ მჴსნელო, შემკობილი217 საქმეთა მიერ კეთილთა.

საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.

რაჟამს გამოსჩნდე ზეცით, ქრისტე მეუფეო, და დასჯდე განსჯად საყდართა მათ საშინელთა და მდინარე ცეცხლისაჲ ოხრიდეს წინაშე შენსა და ცოდვილნი ტიროდენ და გოდებდენ, ხოლო მართალნი მხიარულ-იყვნენ, მაშინ, სახიერ, შემიწყალე  და ნუ განმაგდებ პირისა შენისაგან.

შევსცეთი მე, ვითარცა ცხოვარი წყმედული; მომიძიე მონაჲ შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.

ჰოჲ ქრისტე ღმერთო, ძეო ღმრთისა მაღლისაო, მხოლოდშობილო, მოწყალეო, სახიერო, მაცხოვნე, შემიწყალე და ღირს-მყავ მე განთენებადმდე უცონელად დგომად წინაშე შენსა, შევრდომად და დიდებად218 შენდა ურცხუენელითა219 გონებითა, მეოხებითა მშობელისა შენისაჲთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოჲ სამებაო წმიდაო ერთარსებაო, - მამაო და ძეო და სულო ყოვლადწმიდაო, - ღმერთო ღმერთმთავრობაო, სამგუამოვნებით ცნობილო და ერთარსებით აღსაარებულო, დაგჳცვენ ჩუენ, უღირსნი მონანი შენნი, რომელნი-ესე წარმოდგომილ220 ვართ წინაშე შენსა ვედრებად შუვაღამესა.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე ამინ.

შენ ხარ ცოდვილთა შემწე, ღმრთისა-დედაო221 ღმრთისაო, შენ განმარინე მე, უღირსი მონაჲ შენი, ბნელისაგან მწარისა, წყუდიადისა და მატლისა და დასჯისა222 და ღრჭენისა223 კბილთაჲსა, ფრიად შეცოდებული ესე და უგუნური, ჰოჲ წმიდაო დედოფალო, სასოო განწირულთაო.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა. აჰა ესერა, წმიდაო ღმრთისა-დედაო, შენდა მომართ მოვივლტი, სასოჲსა მაგის ჩემისა, შიშით მუჴლთა მოვიდრეკ და ძრწოლით ჴელთა აღვიპყრობ და სიღრმით გულისაჲთ გიღაღადებ: მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყოვლადწმიდაო, და ნუ მიჰხედავ მწიკულევანებასა სულისა ჩემისასა224.

დიდებულო დედოფალო225...

წმიდაო ღმერთო...

მამაო ჩუენო...

სხუაჲ ლოცვაჲ შუვაღამისაჲ [10]

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან სულისა მიერ წმიდისა მიეც დავითს სახეობისათჳს226 ჩუენისა გალობად და თქუმად ჟამსა ამას, ვითარმედ: "შუვაღამე აღვდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათჳს სიმართლისა შენისათა", ღირს-მყვენ ჩუენ აღსაარებად შენდა ყოვლითა გულითა ჩუენითა, მოხედენ წყალობითა და სიტკბოებითა შენითა სიმდაბლესა ზედა ჩუენსა და სარწმუნოდ და გონიერად მნედ გამომაჩინენ ჩუენ საშინელსა მას დღესა განკითხვისასა227 მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ, რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ.

სხუაჲ ლოცვაჲ შუვაღამე სათქუმელი თქუმული წმიდისა იოვანე228 დამასკელისაჲ [11]

უფალო ღმერთო, რომელი მდიდარ ხარ წყალობითა და მიუწდომელ მოწყალებითა, მხოლოო ბუნებით უცოდველო და თჳნიერ ცოდვისა განკაცებულო ჩუენთჳს, შეისმინე ჟამსა ამას ჩემ229, ქუესკნელად შთასრულისა, ვედრებაჲ, რამეთუ გლახაკ ვარ მე კეთილთა საქმეთაგან და გული ჩემი შეშფოთებულ არს შორის ჩემსა. შენ უწყი, მეუფეო მაღალო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, ვითარმედ ყოველი ცხოვრებაჲ ჩემი ცოდვასა შინა განვაბნიე და გულისთქუმასა230 ჴორცთა ჩემთასა უკუანასლვითა ყოვლითურთ ეშმაკთა სიხარულ ვიქმენ, ყოვლითურთ ეშმაკთა შეუდეგ,  ყოვლადვე მწჳრესა შინა ცოდვისასა მწუნპებელი231, რამეთუ დაბნელებულმან გულისსიტყუათა ჩემშორისთა [და] ჴორციელთა ვნებათა მიერ და სიჩჩოჲთგან ვიდრე აქამომდე გემოთა მიერ მოსამჭედურებულმან და შეცთომილმან არაოდეს ვინებე232 ქმნად ნებისა შენისა,  არცა ყოფაჲ მცნებათა შენთაჲ, არცა სლვაჲ გზასა ბრძანებათა შენთასა, არამედ  ყოვლითურთ ვნებათა მიერ და მომცველთა ჩემთა მტერთა ტყუექმნილი და ყოვლითურთ მათ მიერ უფლებული საცინელად233 და სამღერელად მათდა გამოვჩნდი, არაოდეს გულისმსიტყუელი გონებითა, ვითარმედ მოუთმენელ არს ცოდვილთა ზედა რისხვაჲ საშინელებათა შენთაჲ; არცა ჴსენებითა სიკუდილისაჲთა ცნობიერქმნილი, არცა საშინელისა და წინადაუდგრომელისა  სამსჯავროჲსა მომგონებელი, გინათუ ჩემებრთა234 ცოდვილთათჳს დამარხულისა გეჰენიისა ცეცხლისაჲ. ამიერ, ვითარცა უფსკრულად სასოწარკუეთილებისა შთავრდომილი და სხეულეანთა გემოთა მიერ დამბრმალი და შებღალული სულითა და235 არასადა ქმნილი გრძნობასა მოქცევისასა, ოჴერ და შიშუელქმნილ ვარ შენმიერისა კაცთმოყუარებისაგან; და რომელი სახე ცოდვისაჲ არა მიქმნიეს, რომელი საქმე ეშმაკთაჲ არა ვქმენ, რომელი საძაგელი და უძღები ნაქმარი არა აღვასრულე ზეშთაგარდამატებულებით236 და მოსწრაფებით? გონებაჲ გულისთქუმათა მიერ ჴორციელთა შევამწიკულე, სხეული ბილწთა შეყოფათა მიერ შევბღალე, სული თანადაყოლითა237 შევაგინე, ყოველი ასოჲ საწყალობელისა ჴორცისა ჩემისაჲ მსახურებად და მონებად ცოდვისა მოვიზიდე. ამიერითგან ვინ არა მიგლოვდეს მე, უბადრუკსა, ვინ არა მგოდებდეს მე, დასასჯელსა238, ვინ არა წუხდეს წარწყმედასა ზედა ჩემსა, რამეთუ მე მხოლომან, მეუფეო, ყოვლითგან განვარისხე გულისწყრომაჲ შენი, მე მხოლომან, მეუფეო, აღვაგზენ რისხვაჲ შენი და უზეშთაეს ბოროტი შენ წინაშე ვყავ239, ზეშთააღმატებულმან და უფროჲსმძლემან240 ყოველთა საუკუნითგანთა241 ცოდვილთამან, რამეთუ ზეშთა ყოველთა კაცთასა ვცოდენ შეუტყუებელნი და შეუნდობელნი, არამედ  ვინაჲთგან მრავალნაწლევ და დიდადმოწყალე ხარ242, კაცთმოყუარე, და იხარებ ერთსა ცოდვილსა მონანულსა ზედა და მოელი მოქცევასა კაცთასა, აჰა ესერა დავაგდებ თავსა ჩემსა წინაშე საშინელისა და მიუახლებელისა საყდრისა შენისა და გულითა შემუსრვილითა და სულთქუმითა, ვითარცა მიახლებული უხრწნელთა ფერჴთა შენთა, სიღრმით სულისაჲთ გიღაღადებ შენ: უფალო, მილხინე; მილხინე,243 ადვილმომქცეველო უფალო; თანამლმობელ ექმენ უძლურებასა ჩემსა, მოდერკ244 უღონოებისა ჩემისა მომართ, მოხედენ ვედრებასა ჩემსა და ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ; შემიწყნარე მე, მონანული; შემინდვენ მე, მოქენესა; მოქცეული შემიტკბე წიაღთა შენთა და შეცთომილი მომაქციე, რამეთუ არა დასდევ სინანული მართალთად, არა დასდევ შენდობაჲ არამცოდველთად, არამედ  დასდევ სინანული ჩემ ცოდვილისათჳს და აღხილვაჲ245 სიკუდილსა შინა ჩემსა. აწ უკუე აღგიარებ შენ, უფალო გულთმეცნიერო, რაოდენიცა შეგცოდე შენ, რაოდენითა განგარისხე და რაოდენნი მოსაწყინებელად შენდა მიქმნიან. შიშუელი და ქედდადრეკილი წინაშე შენსა წარმოდგომილ246 ვარ, ვერ შემძლებელ ვარ აღხილვად247 და ხედვად სიმაღლისა მიმართ ცათაჲსა248 სიმძიმისაგან უსჯულოებათა249 ჩემთაჲსა ქუედადრეკილი; განანათლენ თუალნი გულისა ჩემისანი; მომეც მე, მოწყალე, აღხილვად250 აღსაარებისა მიმართ, წყაროჲ ცრემლთაჲ - განწმედისა მიმართ, ლმობიერებაჲ - სინანულისა მიმართ და შემუსრვილებაჲ გულისაჲ – დამდაბლებისა251 მიმართ, რაჲთა, პირველ განსლვისა, მოქცევისა-მიმართ252 ტირილითა სიმრავლე უსჯულოებათა ჩემთაჲ განვრცხა და ცრემლთა მიერ განბანილი და განწმედილი ტკბილითა სასოებითა და კეთილითა გულსავსებითა მერმისა მიმართ სოფლისა წარვიდე, სამარადისოდ მაქებელი და მაკურთხეველი ყოვლადწმიდისა და ცხოველსმყოფელისა სახელისა შენისაჲ საუკუნეთა მიმართ საუკუნეთასა253. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ შუვაღამისაჲ [12]

უფალო ღმერთო ჩემო, მომხედენ მე შენისა სახიერისა და მოწყალისა, ტკბილისა და ღმრთეებრისა თუალითა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მოწყალე და კაცთმოყუარე, სულგრძელ და ძჳრუჴსენებელ, რომელი არა მიაგებ ბოროტსა254 ბოროტისა წილ. ვითარცა მე, ცოდვილსა, მქონან სიმრავლენი ცოდვათა და ბრალთანი, ეგრეთვე შენ, მეუფესა ყოველთასა, გაქუს აურაცხელი მოწყალებაჲ და უფსკრული სახიერებისა და კაცთმოყუარებისაჲ. მე - მონაჲ ცოდვისჲ და შენ - მეუფე და ღმერთი ყოველთაჲ და შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ,  ხილულთა ყოველთა და არახილულთაჲ. სძლოსა ცოდვათა ჩემთა სიმრავლემან შენსა სახიერებასა და უფსკრულსა მოწყალებათასა255? ნუ, უფალო ღმერთო ჩემო, ნუმცა სძლევს და არცა სძლოს, უკუეთუ შენ მხოლომან ინებო; დაღაცათუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი, გარნა მე მხოლოჲ ვარ ერთ კაც, გინა ერთ ძაღლ, არამედ  შენ ხარ მეუფე, რომელმან აღიხუენ ცოდვანი ყოვლისა სოფლისანი და უკუეთუ შენ მხოლომან ინებო მცირითა მოწყალებითა შენ სახიერისაჲთა, აღიჴოცებიან ყოველნივე ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი და ვითარცა არარანი შეირაცხვიან.

ჰე უფალო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, ვითარცა უძღებმან მან შვილმან, და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა, ყოვლადსაწყალობელი ესე, გარნა ვიდრე-მე ვიდე, გინა ვის ვევედრო, ანუ ვისსა მივივლტოდი მე, უბადრუკი ესე, არათუ შენ, სახიერისა და კაცთმოყუარისა მეუფისა და შემწყნარებელისა შენდა მოლტოლვილთაჲსა და მკურნალისა განწირულთაჲსა? და მე256 შენ შეგივრდები, ტკბილო მეუფეო, და გევედრები შენ, სახიერო, მე, უღირსი ესე და უჴმარი მონაჲ შენი: ვითარცა ქანანელი, შემიწყალე; ვითარცა მეძავსა, მომცენ ცრემლნი სინანულისანი; ვითარცა ავაზაკსა მას, მეცა მასმინე ტკბილი იგი ჴმაჲ: "დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა"; ვითარცა პეტრე, განმწმიდე ბრალთა ჩემთაგან; ვითარცა მეზუერე, განმამართლე სახიერებისა და ძჳრუჴსენებლობისა შენისათჳს; და ნუ მიმაქცევ სირცხჳლეულსა და განწირულსა, არამედ  შემიწყ-ალე უფსკრულისა მისთჳს წყალობისა და კაცთმოყუარებისა შენისა და ამიერითგან მოდრიკე გული ჩემი ქმნად წმიდათა მცნებათა შენთა და ნუ მიმიშუებ სრულიად257 წარწყმედად, დაღაცათუ არა მიტევებენ ბოროტნი ჩუეულებანი ცოდვათა ჩემთანი და სიმრავლენი წყუდიადშემოსილთა ეშმაკთანი, არამედ  შენ ნუ აუფლებ მათ გარდაქცევად ჩემდა გზათაგან შენთა წრფელთა, არამედ,  უფალო დიდებისაო, შემიწყალე, რამეთუ შექმნული ვარ ჴელთა შენთაჲ და დაბადებული შენი, და შემინდვენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი, სიჭაბუკითგან ვიდრე აწ სიბერედმდე, სიტკბოებისა და ძჳრუჴსენებლობისა შენისათჳს, ვითარცა ხარ მრავალმოწყალე, რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ შუვაღამისაჲ თქუმული წმიდისა დიდისა ბასილისი [13]

მეუფეო ზეთაცაო, ღმერთო ჭეშმარიტო, რომელმან მოავლინე ძე შენი საყუარელი მოძიებად წარწყმედულისა ამის ცხოვარისა, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა; შემიწყნარე მე, ვითარცა უძღები იგი შვილი, და შემმოსე მე სამოსელი იგი ჩემი პირველი, რომელი აღვიძარცუე ცოდვითა მით, რომელი ვქმენ მე.

შემიწყნარე მე, ძეო ღმრთისაო258, ღმერთო ჭეშმარიტო, რომელი დამდაბლდი წიაღთაგან მამისათა და მიიხუენ ჴორცნი წმიდისა ქალწულისა მარიამისაგან ჩუენისა ცხოვრებისათჳს, ჯუარს-ეცუ და დაეფალ და აღსდეგ მკუდრეთით და ამაღლდი მამისა;  ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, მომიჴსენე მე, ვითარცა ავაზაკი იგი, რაჟამს მოხჳდე სუფევითა შენითა.

შემიწყალე მე, სულო ღმრთისაო ჭეშმარიტო, რომელი გარდამოჰჴედ იორდანესა და განმანათლე მე ნათლისღებითა წმიდისა ემბაზისა შენისაჲთა; ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, განმწმიდე მე ღმრთეებისა შენისა ცეცხლითა, ვითარცა ცეცხლისა ენითა წმიდანი მოციქულნი შენნი.

შემიწყალე მე, დაუბადებელო ბუნებაო; შეგცოდე შენ გონებითა ჩემითა და სულითა და ჴორცითა; ნუ მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩემთა პირველთა სახელისა შენისათჳს წმიდისა.

შემიწყალე მე, მხილველო ყოველთაო; შეგცოდე შენ განზრახვითა, სიტყჳთა და საქმითა. აღჴოცენ ყოველნი ჴელითწერილნი ცოდვათა ჩემთანი და აღწერე სახელი ჩემი წიგნსა მას შინა ცხოველთა შენთასა.

შემიწყალე, განმკითხველო დაფარულთაო. შეგცოდე შენ ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით. შენდობაჲ მომმადლე მე, ცოდვილსა ამას. შობითგან ემბაზისაჲთ ვიდრე აქამომდე ვცოდე წინაშე შენსა გულისჴმისყოფითა ჩემითა და ყოვლითა ასოჲთა ჴორცთაჲთა.

შემიწყალე მე, სახიერო უფალო. დასდევ საცოჲ პირსა ჩემსა259 და შიში შენი260 წმიდაჲ - არახედვად261 მრუმედ262 და ყურთა ჩემთა - არასმენად ბოროტთა სიტყუათა და პირსა ჩემსა263 - არათქუმად ტყუვილისა და გულსა ჩემსა - არაგანზრახვად ბოროტისა და ჴელთა ჩემთა - არაქმნად სიცრუვისა და ფერჴთა ჩემთა - არასლვად გზასა უსჯულოებისასა; არამედ  წარმართენ სლვანი ჩემნი ნებისაებრ შენისა, კეთილისმოყუარისა.

შემიწყალე მე, სიბრძნეო მამისაო იესუ, მომეც მე სიბრძნე კეთილისსაქმედ განზრახვად და ქმნად წინაშე შენსა მარადის; ბოროტთა საქმეთა და სიტყუათაგან მიჴსენ მე, უფალო; შემიწყალე, ნებისმყოფელო ყოველთა მოსავთა შენთაო; უფალო, ნუ მიტევებ მე ნებასა ზედა ჴორცთა ჩემთასა სლვად, არამედ  წარმიძეღუ მე ყოფად ნებათა შენთა, კეთილისმოყუარისა264.

შემიწყალე მე, მეუფეო ზეცათაო, მომეც მე სასუფეველი შენი, რომელი აღუთქუ მოყუარეთა შენთა, და განაძლიერე გული ჩემი მოძაგებად ცოდვისა და შეყუარებად შენ მხოლოჲსა და ყოფად ნებისა შენისა.
შემიწყალე მე, მფარველო დაბადებულთა შენთაო, დაიცევ ნიშითა ჯუარისა შენისაჲთა სულნი და ჴორცნი ჩუენნი265 მძლავრებისაგან ცოდვათაჲსა266 და განსაცდელთაგან ეშმაკისათა267 და ყოვლისაგან ბოროტისა268 და ყოვლისაგან ვნებისა სულისა და ჴორცთაჲსა.

შემიწყალე მე, მფარველო ყოველთაო; მარჯუენე შენი იყოს ჩემზედა დღისით და ღამით, დაჯდომასა შინა და სლვად გზასა, ძილსა შინა და მღჳძარებასა, რაჲთა არაოდეს შევიძრა;

შემიწყალე მე, უფალო ღმერთო ჩემო, რომელი აღაღებ ჴელსა შენსა და აღავსებ ქმნულსა შენსა სიტკბოებითა ნებისა შენისაჲთა, შენ შეგვედრებ სულსა ჩემსა, შენ იზრუნე და განუმზადე საზრდელი სულსა და ჴორცსა ჩემსა ამიერითგან და ვიდრე უკუნისამდე.

შემიწყალე მე, მომაქცეველო ცოდვილთაო; მომაქციე მე ბოროტთაგან ჩუეულებათა კეთილსა ჩუეულებასა და განმსჭუალე გულსა შინა ჩემსა საშინელი დღე სიკუდილისაჲ და შიში გეჰენიისაჲ და სიყუარული სასუფეველისა შენისაჲ,  რაჲთა მონანული ცოდვათაგან ვიქმოდე სიმართლესა.

შემიწყალე მე, წყაროო მოწყალებისაო; აღმოაცენენ გულისა ჩემისაგან ცრემლნი სინანულისანი ვითარცა მეძვისანი, რაჲთა განვიბანო ცოდვაჲ სულისა ჩემისაჲ პირველ განსლვისა სოფლით.

შემიწყალე მე, მომცემელო წყალობისაო, მომეც მე მართლითა სარწმუნოებითა და კეთილითა საქმითა წმიდასა ჴორცსა და სისხლსა შენსა ზიარებითა მოსლვად შენდა269.

შემიწყალე მე, სახიერო უფალო; ანგელოზსა სახიერსა შემვედრე მე, სიტკბოებით მიღებად სული ჩემი, შეუძრწუნებელად განვლად270 სიბოროტისა მისგან ჰაერისმცველთაჲსა, რომელნი არიან ცისა ქუეშე.

შემიწყალე მე, ნათელო ჭეშმარიტო; ღირს-ყავ სული ჩემი ხილვად და განმხიარულებად271 ნათელსა შინა272 დიდებისა შენისასა, წოდებისა დღესა განსუენებად სასოებით სავანესა მართალთასა ვიდრე დღედმდე273 საშინელისა მოსლვისა შენისასა.

შემიწყალე მე, მსაჯულო სიმართლისაო, რაჟამს მოხჳდე დიდებითა მამისაჲთა განსჯად ცხოველთა და მკუდართა; ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისასა და მიჴსენ საუკუნოჲსა მის ცეცხლისაგან და მასმინე სანატრელი იგი წოდებაჲ მართალთაჲ ზეცისა სასუფეველსა. შემიწყალე მე, დამბადებელო ნათლისაო და განმდევნელო ბნელისაო; განდევნე სულისა ჩემისაგან ბნელი ცოდვისა და უმეცრებისაჲ და განანათლე გონებაჲ ჩემი ჟამსა ამას ლოცვად შენდა სათნოებით და მოღებად შენგან წყალობისა.

შემიწყალე მე, ყოვლადმოწყალეო უფალო, და შეიწყალენ ყოველნი მორწმუნენი შენდამი, ძმანი ჩემნი ურიცხუნი, მეცნიერნი და უმეცარნი, ცოცხალნი და მკუდარნი, და მოჰმადლე274 მტერთა ჩემთა და მოძულეთა ჩემთა შენდობაჲ, რომელთა ჩემდა მომართ ცოდეს; მოაქციენ ბოროტისა მისგან, რომელ აქუს ჩემთჳს, რაჲთა წყალობათა შენთა ღირს-იქმნნენ.

შემიწყალე მე, დიდებულო უფალო, შეიწირე ვედრებაჲ მონისა ამის შენისაჲ და აღმისრულე კეთილადთხოვაჲ275 გულისა ჩემისაჲ  მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და წმიდისა იოვანე ნათლისმცემელისაჲთა და წმიდისა იოვანე მახარებელისაჲთა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთა მადლითა, ქრისტე ღმერთო, შეგუეწიენ, შეგჳწყალენ და აცხოვნენ სულნი ჩუენნი. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ შუვაღამისაჲ, თქუმული მისივე წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ბასილი კესარიელ არქიეპისკოპოსისაჲ

უფალო ღმერთო ჩუენო მრავალმოწყალეო, საშინელო, დიდებით დიდებულო მეუფეო, დამბადებელო ხილულთა და უხილავთაო, გმადლობ შენ აურაცხელთა მათ ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელნი ჰქმნენ ჩემზედა პირველ დღითგან ცხოვრებისა ჩემისა ვიდრე აქამომდე. გაქებ, გადიდებ და აღგამაღლებ შენ, რამეთუ საკჳრველ-ჰყავ წყალობაჲ და სახიერებაჲ შენი ჩემზედა276 და ჴელისაღმპყრობელ მექმენ. ვიდრეკ მუჴლთა სულისა და ჴორცთასა; აღგიარებ, უფალო, ყოველთა უსჯულოებათა ჩემთა; მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა და მომიტევე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისაჲ. შეგცოდე, უსჯულო ვიქმენ და განგარისხე სახიერი ეგე მეუფე და ღმერთი ჩემი, და არა არს სახე ცოდვისაჲ, თქუმული გინა უთქუმელი, რომელი არა აღმისრულებიეს საქმით, სიტყჳთ და გონებით, მეცნიერებით და უმეცრებით; აურაცხელად და გარდარეულად და წარმდებებით ვცოდე; მრავალგზის აღგითქუ სინანული და კუალად ვცოდე და კუალად განგარისხე და კუალად მათვე ცოდვათა შინა შთავვარდი. უადვილეს არს ცუართა წჳმისათა აღრაცხაჲ277, ვიდრეღა აურაცხელსა მას სიმრავლესა ცოდვათა ჩემთასა, რამეთუ უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტჳრთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემზედა, რამეთუ სიყრმით ჩემითგან მოაქამომდე ბოროტთა გულისთქუმათა კარი განუღე საწყალობელმან და უწესოდ აღჳრუსხმელთა გზათა ბილწებისათა ვრბიოდე უბადრუკი ესე და278 შევაგინე ზეცითმოქსოვილი იგი კუართი, რომელი წმიდისა ნათლისღებისა მიერ პატიოსნად შემემოსა და ტაძარი იგი გუამისა ჩემისაჲ შევამწიკულე და საწყალობელი ესე სული ჩემი აურაცხელთა ვნებათაგან შევბღალე და ყოველი უსჯულოებაჲ საქმით აღვასრულე, რომელნი-იგი უკუეთუ თითოეულად მოვიჴსენნე, მეშინის, ნუუკუე სასოწარკუეთილებასა შთავვარდე უდები ესე, რამეთუ შეიმუსრვიან ძუალნი ჩემნი და ნასხმანნი279 ჩემნი დაიჴსნებიან280, ოდეს მოვიჴსენო მწჳრე იგი ცოდვათა ჩემთაჲ და ვერ ვიკადრებ აღხილვად სიმაღლესა ცისასა, არამედ  განწირულ ვარ და თავდადრეკილ, რამეთუ შენ ყოველივე უწყი და არა არს დაფარული შენ წინაშე დაბადებულთაგანი281, არამედ  ყოველნივე შიშუელნი და ქედდადრეკილნი დგანან წინაშე შენსა; რამეთუ შეძრწუნებულ ვარ და შეურვებულ, ოდეს მოვიგონო, თუ რაოდენთა და რაბამთა ცოდვათა მოქმედი ვარ282 და სინანულისა საქმე არცათუ მცირედი რაჲ283 მიქმნიეს და ჟამი სიკუდილისაჲ მოწევნულ არს და მე, უნაყოფოჲ, ნივთად ცეცხლისად განმზადებულ ვარ; ამისთჳსცა შეურვებულ არს სული ჩემი და სალმობით და მწუხარებით აღსავსე არს და ტჳრთითა ცოდვისაჲთა დამძიმებულ, და არარაჲ მაქუს პასუხი სიტყჳსმიცემად საქმეთა ჩემთა ბოროტთა და ვერცა ვჰპოებ ღონესა, რომლითამცა საუკუნოჲსა მის ცეცხლისაგან განვერე; ხოლო უკუეთუ მართალი ძლით ცხოვნდეს, მე, უძღები ესე და ცოდვილი, სადაღა-მე გამოვჩნდე? და უკუეთუ მრავლითა ჭირითა და ფრიადითა შრომითა დაიმკჳდრებენ მოღუაწენი სასუფეველსა ცათასა და იწრო და საჭირველ არს გზაჲ იგი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, ვითარ მე, გულისთქუმითა და არაწმიდებითა შებღალული, მივემთხჳო ცხოვრებასა? უკუეთუ, ვითარცა წერილი იტყჳს, ვითარმედ: "ყოველი სიმართლზე კაცისაჲ ვითარცა ძონძი წიდოვნისაჲ შერაცხილ არს", და უკუეთუ სიტყჳსა ცუდისათჳსცა თანაგუაც სიტყჳსმიცემაჲ, ესოდენთა284 მათთჳს უსჯულოებათა რაჲ სიტყუაჲ ვჰპოო მიცემად? ვაჲმე, ვაჲმე, რაჲ მაქუს სიტყუაჲ ან მიზეზი საქმეთა ჩემთათჳს ბოროტთა? ვითარ მოკლე არს ცხოვრებაჲ ესე საწუთოჲსაჲ და სრბით მიმყვანებელი სიკუდილად და [ვითარ] საუკუნო არს სატანჯველი ცოდვილთაჲ, ვითარ-იგი სუფევაჲ მართალთაჲ, და ორთავე მათ ცხოვრებაჲ სიკუდილისა მიერ არღარა განიკუეთების? რაჲ უკუე ვყო უბადრუკმან ამან, ანუ რაჲ ღონე მოვიღო? რამეთუ საშინელ არს სიკუდილი ცოდვილთაჲ და უსაშინელეს არიან სატანჯველნი, რომელნი მიელიან მათ, რამეთუ ყოვლისა უსაშინელეს არს ჟამი იგი, ოდეს წარვდგე285 წინაშე შენსა, ღმერთო ძლიერო და ცხოველო, ოდეს მოხჳდე დიდებითა მით გამოუთქუმელითა და საყდარნი დაიდგნენ და მატიანენი საქმეთა ჩემთანი286 განეხუნენ, სამსჯავროჲ იგი დიდი შეიმზადოს და მსაჯული ეგე თუალუხუავი დასჯდე განკითხვად და მდინარე ცეცხლისაჲ წინაშე დიოდის და სიხარული იგი და ბრწყინვალებაჲ მართალთაჲ განემზადოს და ათასეულნი და ბევრეულნი წმიდათა ანგელოზთანი შიშით დგენ წინაშე შენსა და საუკუნითგანნი მკუდარნი მეყსა შინა აღადგინნე და წარმოადგინნე ერთბამად;

ჰოჲმე, რაჲ-მე ვყო ცოდვილმან ამან და ყოვლითა სირცხჳლითა აღსავსემან? რაჲ-მე ვყო უბადრუკმან ამან და საწყალობელმან, რომელსა არცა ერთი რაჲ მაქუს სიტყუაჲ ანუ მიზეზი საქმეთა ჩემთა ბოროტთაჲ287? ვიდრე-მე ვიდე მაშინ ანუ სადა დავიმალო? იწრო არს ჩემდა ყოვლითკერძო. ჰოჲ ჩემთა ბოროტთა, რომელთაჲ-მე პირველად288 ვიგლოვო, ანუ რომელთათჳს უკუანაჲსკნელ ვჰგოდებდე - დაკლებასა მას კეთილთაგან289, ანუ სალმობაჲ იგი საუკუნეთა მათ სატანჯველთაჲ, ანუ სირცხჳლი იგი საქმეთა ჩემთაჲ, გინა მხილებაჲ იგი გონებისაჲ და განვრდომაჲ პირისაგან შენისა?

ღმერთო საუკუნეო, ღმერთო ძლიერო, სახიერო და კაცთმოყუარეო, შემიწყალე არაღირსი ესე, ნუ დამიტევებ მე, ნუ დამაგდებ290 და ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩემგან; მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ დაღაცათუ ცოდვათა ჩემთაგან განწირულ ვარ და უმრავლეს ქჳშისა ზღჳსა არიან ცოდვანი ჩემნი, არამედ  აურაცხელისა მის სახიერებისაგან შენისა სასოებასა არა წარვიკუეთ. უწყი სიტკბოებაჲ შენი, რამეთუ ჯერმჩინებელი წყალობისაჲ ხარ და არა გნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ,  არამედ  მოქცევაჲ და ცხოვრებაჲ, რამეთუ არა მოხუედ ცხოვრებად მართალთა, არამედ  ცოდვილთა სინანულად. ამისთჳს შეგივრდები შენ, უფალო, და ვიკადრებ აღღებად პირსა შენდა მიმართ; ხოლო მე ვარ მიწა და ნაცარ, მატლ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა. მომეც, უფალო, სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა, რამეთუ ყოველი მადლი კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს შთამომავალი შენ მიერ მამისაგან ნათლისა, რაჲთა ღირსებით შეგივრდე და ჯეროვნად გევედრო და არა მივიქცე დამდაბლებული და სირცხჳლეული, არამედ  მივემთხჳო წყალობასა შენსა და მოვიღო შენდობაჲ ცოდვათა ჩემთაჲ. შემიწყალე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჰჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ; მილხინე მე, უფალო, მკურნალო სულთა და ჴორცთაო, რამეთუ ვითარცა საშინელისა საყდრისა შენისა წინაშე მდგომარე, ესრეთ გევედრები, შემუსრვილითა და მდაბლითა გონებითა ესრეთ ვღაღადებ: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას; უფალო, შეგცოდე შემინდვე, მომხედენ წყალობით, მომხედენ, მეუფეო, მონასა ამას შენსა უჴმარსა; მოიხილე მაღლით წმიდით შენით ვედრებასა ამას ცოდვილისასა; ვითარცა უძლურმან კაცმან, შეგცოდე; ვითარცა ღმერთმან სახიერმან, შემინდვე; უწყი, მეუფეო, რამეთუ მიდრეკილ არს გონებაჲ ჩემი გულსმოდგინედ ბოროტისა მიმართ სიყრმით ჩემითგან; მომიჴსენე მე, რამეთუ მიწა ვარ, რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, უხრწნელ და უბიწო, ხოლო ჩუენ ყოველნი - ხრწნილებასა ქუეშე. ნუცა დამსჯი მე უსჯულოებათა ჩემთაებრ და ნუცა ცოდვათა ჩემთაებრ მომაგებ. უწყი, მეუფეო, სიმრავლე ბრალთა ჩემთაჲ, არამედ  უწყი უფსკრული კაცთმოყუარებისა შენისაჲ,  რამეთუ მიუწდომელ არს და უძლეველ, რამეთუ შენ ხარ მეუფე, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, რომელი გარდამოჰჴედ ზეცით ქუეყანად ძიებად წარწყმედულისა ცხოვარისა,  რომელი მოხუედ სოფლად წარწყმედულთა ცხოვრებად, რომელთა[გან] პირველი მე ვარ. მწყემსო კეთილო, რომელმან დასდევ სული ცხოვართა შენთათჳს, შემიწყალე, მოწყალეო, დაბადებული შენი; ნუ მოიძაგებ წყლულებასა ცოდვათა ჩემთასა და ნაგუემსა უსჯულოებათა ჩემთასა, რომელმან ცხოვრებისათჳს ჩუენისა განიპყრენ ჴელნი ჯუარსა ზედა და წყლულებანი თავს-ისხენ და წყლულებითა შენითა ჩუენ ყოველნი განგუკურნენ. აწცა, უფალო, განკურნენ წყლულებანი ესე უკურნებელნი სულისა ჩემისანი წამლითა ძლიერითა მადლისა შენისაჲთა; ლმობიერ-ყავ, უფალო, ფიცხელი გული ჩემი, აღასუბუქე სიმძიმე ტჳრთისა ჩემისაჲ, შეიწირენ მცირედნი ცრემლნი ჩემნი და სულთქუმანი, ვითარცა მეძვისაჲ მის და ვითარცა თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრესი; შეიწირე უნდოჲ ესე აღსაარებაჲ და სინანული ჩემი და ვითარცა ჴმაჲ იგი ავაზაკისაჲ ჯუარსა ზედა, ეგრეთვე წყალობით მომიჴსენე მე და შეიწირენ მწიკულევანთა ამათ ბაგეთაგან უჴმარნი ესე სიტყუანი ვედრებისა ჩემისანი და მოჰფინე ჩემზედა აურაცხელი წყალობაჲ შენი.

ცოდა მანასე ფრიად, არამედ  არა წარწყმდა, რამეთუ შეინანა. უქადაგა იონა ნინეველთა დაქცევაჲ; მოიქცეს რაჲ სინანულად, გარეწარაქციე რისხვაჲ შენი. საკჳრველ-ყავ ჩემზედა წყალობაჲ შენი, სახიერ. მრავალი გიქმნიეს საკჳრველი და დიდებული, უფალო, საუკუნითგან; უკუეთუ მე შემიწყალო, არაღირსი ესე, უკუეთუ მე მაცხოვნო, უძლური ესე, უმეტესად საკჳრველ-იქმნეს და იდიდოს კაცთმოყუარებაჲ შენი, რამეთუ ესოდენ291 ძალუძს ქველისმოქმედებასა შენსა, რამეთუ შვილი იგი სასუფევლისაჲ, რომელი-იგი ძედ გეჰენიისა იქმნა უძღებებითა თჳსითა, ფრიად შეიწყნარე და შვილ ნათლისა ჰყავ იგი და პირველივე ნათელი შეჰმოსე. მეცა შემიწყნარე, მაცხოვარ, რომელმან-ესე ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და მომმადლე ნეშტი ესე ცხოვრებისა ჩემისაჲ ყოფად ნებისაებრ შენისა; [ამას ზედა] დამამტკიცე და სიყუარულსა შინა შენსა ყავ აღსასრული ჩემი. შეახე, სახიერი ეგე ყოვლადწმიდაჲ Kელი შენი სულსა ჩემსა და ჴორცსა და გულსა და გონებასა, რაჲთა წარიოტნენ ბილწებანი ვნებათანი და გულისთქუმანი ცოდვათანი ასოთაგან ჩემთა და დაემკჳდროს ჩემთანა სიწმიდე, რაჲთა დაუცხრომელად ვადიდებდე ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა. ღირს-ყავ, მეუფეო სახიერო, არაღირსი ესე სული ჩემი დამკჳდრებად ადგილსა განსუენებისასა, რამეთუ მრავალ სავანე არიან, სავსენი წყალობისა შენისანი, ცხოვრებასა მას საუკუნესა. ნუღარამცა მისდრკების, უფალო, ამიერითგან გონებაჲ ჩემი ბოროტთა მიმართ, არამედ  წარმართენ სლვანი ჩემნი წინაშე შენსა და გზასა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ; მომეც მე, უფალო, სიმდაბლე გულისაჲ და სიყუარული მოყუსისაჲ, მოწყალებაჲ და ლმობიერებაჲ ძმათა მიმართ და შენდობაჲ ბრალთაჲ მომანიჭე.

გევედრები, უფალო მეუფეო, შეუნდვენ ყოველთა შემაწუხებელთა ჩემთა; კეთილისმყოფელთა ჩემთა კეთილი უყავ უხუებითა მით ნიჭთა შენთაჲთა.

უფალო ღმერთო ჩემო, მოწყალეო და292 კაცთმოყუარეო, იყვნედ მცირედნი ესე სიტყუანი აღსაარებად ჩემდა293 შერაცხილ ცხოვრებასა შინა ჩემსა და შეიწირენ ვითარცა საკუმეველნი წინაშე სახიერებისა შენისა,  რამეთუ მე ესერა მოველი წარუვალსა294 ჟამსა სიკუდილისასა და ჴორცნი ესე ჩემნი სამარესა შინა განიხრწნენ და იქმნენ საჭმელად მატლთა და მიიქცენ მუნვე, ვინაჲცა შეიმზადნეს, ვიდრეღა-არა295 კუალად აღდგენ უხრწნელად დღესა მას სასჯელისასა, ხოლო სულსა ჩემსა ჴელთა შენთა შევვედრებ, უფალო ღმერთო ჩემო, შეიწყალე, სახიერო, და შეიყვანე იგი ნათელსა და ნუ შეუნდობ უფლებად ჩემდა მთავარსა მას ბნელისასა, რაჲთა არა წარიტაცოს, ვითარცა ლომმან, სული ჩემი; არავინ იყოს მჴსნელ ჩემდა, არცა მაცხოვარ, არამედ  შენ, უფალო, შესავედრებელ მეყავ და მომეც სავანე ადგილთა მათ, რომელთა ნათელი პირისა შენისაჲ ჰფარავს.

განუსუენე, მეუფეო სახიერო, ნათელსა შინა ცხოველთასა, მონათა შენთა, მშობელთა და ძმათა ჩუენთა და ყოველთა მართლმორწმუნეთა ქრისტიანეთა. კეთილნი კეთილად დაიცვენ და ბოროტნი კეთილ-ყვენ296 სიტკბოებითა შენითა, ღმერთო, და ყოველნი ერთბამად ღირს-მყვენ წყალობასა შენსა, რამეთუ დაღაცათუ ვცოდეთ, არამედ  შენგან არა განდგომილ ვართ, არცა განგჳპყრიან ჴელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა,  არამედ  შენ გიცნობთ ღმერთად ჭეშმარიტად და შენ გურწამ და შენ აღგიარებთ, შენ გევედრებით, შენ გადიდებთ და გაქებთ, გაკურთხევთ, თაყუანის-გცემთ და დიდების-გმეტყუელებთ, წმიდაო სამებაო ერთარსებაო-ერთღმრთეებაო, და შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩუენი.

შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და შემიყვანენ ჩუენ297 ზეცისა სასუფეველსა შენსა მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისითა, წმიდათა ზეცისა ძალთა - ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, წმიდისა იოვანე წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა, წმიდისა იოვანე მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისაჲთა და ყოველთა მოციქულთა, მოწამეთა, წინაჲსწარმეტყუელთა და მღდელთმოძღუართა და წმიდათა დედათა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს.

მდუმრიად ილოცე და ვისიცა გენებოს, წმიდაჲ მოიჴსენე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ და კაცობრივსა განზრახვასა ნუ მიმანდობ, არამედ  შენ მეოხ-გუეყავ და გუაცხოვნენ ჩუენ.

სხუაჲ ლოცვაჲ

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან მრავლითა სიტკბოებითა შენითა და აურაცხელითა წყალობითა298 მომანიჭე ჩუენ და სათნო-იყავ თანაწარსლვასა ამას სიგრძესა ღამისასა მშჳდობით299 თანაწარსლვად და ყოვლისაგან განსაცდელისა და ბოროტისა დაგჳფარენ, შენ, მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო, მომეც ჩუენ მიწევნად ცისკრისა ლოცვათა და გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ჭეშმარიტი ნათელი საუნჯეთაგან მეცნიერებისა შენისათა და ყოფად ყოველსავე შინა300 ნებისა შენისა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ [და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ].

სხუაჲ ლოცვაჲ

და აწცა განზოგებასა ღამისასა მოწევნულნი, უფალო, ძალისაებრთა მადლობათა შევსწირავთ შენდა და გევედრებით შენ301, მომნიჭებელსა სულთა ჩუენთა302 მეცნიერებისა შენისა საუნჯეთასა, უნაკლულოდ დაგჳცვენ ჩუენ, მოჰმადლე პირთა ჩუენთა სიტყუაჲ სიბრძნისა შენისაჲ და გჳჴსნენ ჩუენ303 ყოვლისაგან საქმისა, ბნელსა შინა მავალისა, რამეთუ შენი არს სიმტკიცე და შენი არს მეუფებაჲ და დიდებაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ, [აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ].

მღდელმან ჯუარი დასწეროს: მშჳდობაჲ ყოველთა.

ერმან: სულისაცა შენისა თანა.

დიაკონმან: თავნი ჩუენნი უფალსა [მოუდრიკნეთ].

ერმან: შენ უფალო.

მღდელმან ლოცვაჲ

შენ, ყოვლადძლიერისა304 ღმრთისა, საუკუნეთა შემოქმედისა და ყოველთა დამბადებელისა, ჩუენ, უღირსთა მონათა შენთა305, მოგჳდრეკიან თავნი თჳსნი და გევედრებით შენ: გარდამოავლინე ჩუენზედა კურთხევაჲ შენი სულიერი და ყოვლითა წესიერებითა და მორჩილებითა მცნებათა შენთაჲთა დაიცევ ცხოვრებაჲ ჩუენი.

მღდელმან: რომელი-იგი არს კურთხეულ, ქრისტე [ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ]306.


გალობაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ [თქუმული თეოკტისტე მონაზონისა სტუდიელისაჲ]

უგალობდითსა. ჴმაჲ 6.

ძლისპირი

ზღუაჲ მეწამული კუერთხმან განაპო, განჴმეს სიღრმენი და უფსკრულნი იქმნნეს გზა უჭურველთა და შეჭურვილთა მათ – საფლავ, არა მმარხველ გუამთა; გალობით უგალობდეთ, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ქრისტე ღმერთი ჩუენი ცხოველი.

იესუ ტკბილო ქრისტე, იესუ სულგრძელო, სულისა ჩემისა წყლულებანი განკურნენ, იესუ, და დაატკბე გული ჩემი, მრავალმოწყალეო, გევედრები, იესუ მაცხოვარო ჩემო, რაჲთა გადიდო შენ ცხოვნებულმან.

იესუ ტკბილო ქრისტე, იესუ, განმიღე მე სინანულისა კარი, კაცთმოყუარეო, იესუ ჩემო, შემიწყნარე მე, შენდა მოლტოლვილი და მჴურვალედ მთხოველი, იესუ მაცხოვარო ჩემო, ცოდვათა მოტევებისაჲ.

იესუ ტკბილო ქრისტე, იესუ, გამომიტაცე ჴელთაგან მტერისა მის ბელიარისა, იესუ, და ღირს-მყავ მარჯუენით წარდგომად დიდებისა შენისა, იესუ მაცხოვარო ჩემო, ნაწილსა მარცხენეთასა დამჴსნელო ჩემო.

დიდებაჲ.

იესუ ტკბილო, კაცთმოყუარეო, ქრისტე იესუ, შემინდვე მე ცოდვითდაცემანი სულისა ჩემისანი და ჰყავ გული ჩემი, იესუ, სავანედ შენდა თანა მამით და სულით წმიდითურთ.

აწ და.

იესუ ქრისტეს, ღმრთისა, მშობელო, ევედრე უჴმართა ამათ მონათა შენთათჳს, ყოვლადწმიდაო, რაჲთა ლოცვითა შენითა სატანჯველთაგან, უბიწოო, ბიწიანქმნილნი ესე გჳჴსნნეს და შევეტკბნეთ დიდებასა სამარადისოსა.

განძლიერდასა.

ძლისპირი

სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ დღეს მიუდრეკელად, უზეშთაეს ბუნებათა, სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა, და მას შინა განმაძლიერენ.

ისმინე, კაცთმოყუარეო იესუ ჩემო, მონისაგან შენისა,  რომელი-ესე გიღაღადებ სინანულითა, და მიKსენ მე, იესუ, დასჯისა და ტანჯვისაგან, მხოლოო სულგრძელო უფალო, იესუ ტკბილო მრავალმოწყალე.

აღმადგინე მე, იესუ ჩემო, მონაჲ შენი დაცემული, იესუ ჩემო; მაცხოვნე მე, მონანული, იესუ ჩემო, და გეჰენიისაგან მიჴსენ, იესუ, დასჯისა და ტანჯვისაგან, მხოლოო სულგრძელო უფალო, იესუ ტკბილო მრავალმოწყალე.

დიდებაჲ.

ჟამი, იესუ ჩემო, რომელი მომეც, ვნებათა შინა წარვვლე, იესუ ჩემო; ამისთჳს ნუ განმაგდებ მე, იესუ ჩემო, არამედ  კუალად მომიწოდე, გევედრები შენ, მეუფეო, იესუ ტკბილო, და მაცხოვნე მე.

აწ და.

ქალწულო მშობელო იესუჲს ჩემისაო, ევედრე მას ჴსნად ჩუენდა გეჰენიისაგან ცეცხლისა,  მხოლოო ღმრთისა მტჳრთველო, შესავედრებელო ჭირვეულთაო, ღმრთივმიმადლებულო, და ღირს-მყავ მე ცხოვრებასა დაუსრულებელსა.


წარდგომაჲ. ჴმაჲ 3

მაცხოვარო ჩემო იესუ, რომელმან აცხოვნე უძღები იგი, მაცხოვარო ჩემო იესუ, რომელმან შეიწყნარე მეძავი იგი, აწ მეცა შემიწყნარე, იესუ მრავალმოწყალეო, მაცხ-ოვნე, მოწყალე მექმენ, ჰოჲ იესუ ქველისმოქმედო, ვითარცა მანასეს, სახიერო იესუ ჩემო, ვითარცა მხოლოჲ კაცთმოყუარე ხარ.

 

უფალო მესმასა.

ძლისპირი

რაჟამს წინაჲსწარმეტყუელმან იხილა საიდუმლოჲ დაფარული, განკჳრვებულმან ღაღად-ყო, რამეთუ დასდევ წყალობით სიყუარული მტკიცე, მამაო, და ძე შენი მხოლოდშობილი მოეც ძეთა კაცთა მომტევებელად ცოდვათა.

განკურნე, იესუ ჩემო, სულისა ჩემისა წყლულებანი, იესუ ჩემო, გევედრები, რაჲთა გამომიტაცო მე, იესუ ჩემო სახიერო, ჴელთაგან სულთა-განმხრწნელთა ბელიარისთა, და მაცხოვნე მე.

შეგცოდე, იესუ ჩემო სახიერო, იესუ ჩემო, მაცხოვნე მე, მოლტოლვილი საფარველისა შენისა მიმართ, იესუ ტკბილო, სულგრძელო და კაცთმოყუარეო, და სასუფეველსა შენსა ღირს-მყავ მე.

დიდებაჲ.

არა-რომელმან შეგცოდა, იესუ ჩემო, ვითარ მე შეგცოდე, უბადრუკმან და უღირსმან, არამედ  კუალად შენ გევედრები, იესუ ჩემო, მაცხოვნე და მომანიჭე ცხოვრებისა მის დამკჳდრებაჲ.

აწ და.

შენ, ყოვლადსაგალობელო იესუ ქრისტეს მშობელო, მას ევედრე, რაჲთა ვიჴსნნეთ სატანჯველთაგან ყოველნივე მგალობელნი შენნი, რომელნიცა ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად გხადიან და გადიდებენ შენ.


ღამითგანსა

ძლისპირი

ბნელისაგან ცოდვათაჲსა გიღაღადებენ შენ სულნი ჩუენნი, მრავალმოწყალეო ღმერთო: ნათლითა მით მიუაჩრდილებელითა განგუანათლენ და წარგჳმართენ სლვანი ჩუენნი, მახარებელო მშჳდობისაო.

შენ ხარ განათლებაჲ, იესუ, გონებისა ჩემისაჲ და სასოჲ განწირულისა სულისაჲ,  იესუ ჩემო, მიჴსენ დასჯისა მისგან, რომელი-ესე გიჴმობ: მაცხოვნე მე, იესუ ქრისტე, უბადრუკი ესე.

ყოვლადვე, იესუ ჩემო, ვნებათა მიმართ უკეთურებისათა შთავრდომილი გიღაღადებ: იესუ ჩემო, შეწევნისა ჴელი მიპყარ და აღმომიწოდე, რომელი გიღაღადებ: მაცხოვნე, იესუ ჩემო ტკბილო.

დიდებაჲ.

გონებისა მწიკულთა მქონე, იესუ ჩემო, გიღაღადებ შენ: გან[მი]წმიდე მწიკული ცოდვათაჲ [და] მიჴსენ სიღრმისაგან ბოროტისა  უმეცრებით შთავრდომილი ესე, სახიერო იესუ ჩემო, გევედრები.

აწ და.

ქრისტეს მშობელო ქალწულო, ღმრთისა-დედაო, მას ევედრე აწ, რაჲთა გჳKსნნეს ყოველნივე მორწმუნენი და ერნი დასჯისაგან, რამეთუ შენსა გარეშე შუვამდგომელი სხუაჲ არავინ ვიცით.

 

ღაღადყავსა

ძლისპირი

მუცლად-იღო იონა ვეშაპმან და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა სახე სამდღე დაფლვისა შენისაჲ,  რომელმანცა დაფლვაჲ თავს-იდევ ჩუენთჳს, სახიერ; და ეტყოდა იგი მცველთა მათ: ჰოჲ ცრუნო, წყალობაჲ თქუენი დაუტევეთ თქუენ დღეს.

იესუ ჩემო ქრისტე მრავალმოწყალე, აღგიარებ შემიწყალე, ჰოჲ იესუ მაცხოვარო; ხრწნილებისაგან მიჴსენ, იესუ ჩემო, რამეთუ არავინ იქმნა ესრეთ უძღებ, ვითარ მე, ვნებული, ჰოჲ კაცთმოყუარეო, არამედ  შენ, იესუ ტკბილო, მაცხოვნე მე.

დიდებაჲ.

იესუ ჩემო, მეძავსა მას და უძღებსა, მანასეს და მეზუერესა და ყოველთავე მცოდველთა, პირველთა და შემდგომთა, წარვჴედ, იესუ ჩემო, ვნებათა და სიბილწეთა მიერ, კუალად - ავაზაკსა და ნინეველთა; იესუ ტკბილო, სინანულსაცა მათსა ღირს-მყავ.

აწ და.

იესუს ჩემისა,  ქრისტეს ღმრთისა მშობელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახლო ღმრთისაო მარიამ, მხოლოო შეუგინებელო, შეგინებული ესე და კეთილთაგან ყოვლადცალიერი აწ ლოცვათა შენთა უსუპითა განმწმიდე და შეურვებულსა ნუ დამაგდებ, კურთხეულო.

კონდაკი ჴმაჲ 8

იესუ ტკბილო, სოფლისა ნათელო და სიტკბოებაო, დაბნელებულისა სულისა ჩემისა თუალნი განმინათლენ, ძეო ღმრთისაო, ღმრთივბრწყინვალითა მით ნათლითა შენითა, იესუ მწყემსო ტკბილო, მომიძიე, რაჲთა გიგალობდე ნათელსა მაგას დაუღამებელსა.

კურთხეულარსსა.

ძლისპირი

ვცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა და არა დავიმარხეთ აწ, არცა ვყავთ მეუფეო, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩუენ, გარნა ნუ მიმცემ ჩუენ  სრულიად, მაღალო, მამათა ჩუენთა ღმერთო.

ქრისტე იესუ ჩემო, არარომელმან ცოდა ქუეყანასა ზედა საუკუნითგან, იესუ ჩემო, ვითარ მე ვცოდე, უბადრუკმან და უძღებმან; ამისთჳსცა გიღაღადებ, იესუ ჩემო, და გევედრები შენ: მოწყალე მექმენ, მოწყალეო იესუ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

იესუ ქრისტე, მრავალგზის აღგითქუ ვნებულმან სინანული და გეცრუე უბადრუკი და აწ კუალად უგრძნობელად მყოფი ესე გიგალობ შენ: სული და გონებაჲ ჩემი განაბრწყინვე, ქრისტე სახიერო, კურთხეულო იესუ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდებაჲ.

ქრისტე იესუ, შენ გიღაღადებ, შიშსა მას შენსა შეჰმსჭუალე გული ჩემი, იესუ ჩემო, წარმიძეღუ მყუდროებისა ნავთ-საყუდელად, იესუ ჩემო, რაჲთა ცხოვნებული გიღაღადებდე: მოწყალე მექმენ მე, კურთხეულო იესუ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აწ და.

ქრისტეს იესუჲს მშობელო სძალო საშინელად [და] უმეტეს ბუნებათაჲსა, ევედრე, ყოვლადწმიდაო, მოტევებად ყოველთა ცოდვათა ჩემთა, ქალწულო, რაჲთა გიწოდდე ცხოვნებული: კურთხეულ ხარ, დედოფალო, ღმრთისა ჴორცითა მშობელო.

აკურთხევდითსა

ძლისპირი

წმიდანი შენნი ყრმანი ბაბილონს შინა, ქერუბიმთა მიმსგავსებულნი, სამსა წმიდასა გალობასა იტყოდეს: გაკურთხევთ შენ, გიგალობთ და აღგამაღლებთ ყოველთა ღმერთსა.

შენ გევედრები, იესუ ჩემო, ვითარცა მეძავი იგი, იესუ, იჴსენ მრავალთა ცოდვათაგან, ეგრეთვე მე, იესუ ჩემო, მიჴსენ და წმიდა-ყავ გონებაჲ ჩემი შეგინებული.

მივსდევდ, იესუ ჩემო, პირუტყუებრთა გემოთა და პირუტყუად ვჩან; ჭეშმარიტად, იესუ ჩემო, ვნებითა მივემსგავსე [პირუტყუთა]; მაცხოვარო ჩემო იესუ, პირუტყუებისაგან მიჴსენ.

დიდებაჲ.

შთავვარდი, იესუ ჩემო, განმხრწნელთა ავაზაკთა შორის, განმეძარცუა სამოსელი ღმრთივქსოვილი და მდებარე ვარ წყლულებით, და გუემულსა ამას დამასხ ზეთი და ღვინოჲ წყალობისაჲ.

აწ და.

იესუს ჩემისა, ღმრთისა, მტჳრთველო ღმრთისმშობელო გამოუთქუმელად, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა ჭირთა და ურვათაგან, მონათა და მგალობელთა შენთა, ქალწულო.

ადიდებდითსა.

ძლისპირი

შენ მხოლოჲ სანატრელ ხარ თესლებსა შორის, ქალწულო, რამეთუ გამოგჳბრწყინდა შენგან ნათელი, მსხდომარეთა ბნელსა მას შინა, და განანათლნა სულნი ჩუენნი. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ.

თანაწარვჰჴედ მანასეს, მეზუერესა და მეძავსა და უძღებსა, მოწყალეო იესუ ჩემო, და ავაზაკსა საქმეთა მათ შინა სირცხჳლისა და უადგილოჲსათა, იესუ, არამედ  შენ, იესუ ჩემო, ისწრაფე და მაცხოვნე მე.

ადამისითგან, იესუ, ყოველთავე მცოდველთა, უწინარეს სჯულისა და სჯულსა შინა და შემდგომად სჯულისა, მძლე-ვექმენ, [და]  მადლსა - ვნებათა მიერ, უბადრუკი, არამედ  შენ, იესუ, სასჯელითა მით შენითა მაცხოვნე მე.

დიდებაჲ.

ნუ განმყოფ მე, იესუ, გამოუთქუმელისა მის დიდებისა შენისაგან, ნუმცა მექმნების ნაწილი იგი მარცხენე, ტკბილო, არამედ  მარჯუენით ცხოვართა თანა შენთა შემრთე, ქრისტე იესუ ჩემო ტკბილო, და განმისუენე.

აწ და.

იესუს ღმრთისა მშობელო, რომლისა მტჳრთველ იქმენ მხოლოჲ, გამოუცდელო ქორწილისაო, ქალწულო, მოწყალე-ყავ იგი, რაჲთა გჳჴსნნეს ჭირთაგან და ცეცხლისა მისგან მერმისა მოსლვადისა.

დასდებელნი სინანულისანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ [თქუმული მისივე]

ჴმაჲ 6.

ყოველი სასოებაჲ...დასდებელნი სინანულისანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ: ჴმაჲ 6. ყოველი სასოება:

იესუ ყოვლადტკბილო, სულთა და გონებათა ჩემთა წმიდამყოფელო, მეუფეო ქრისტე მრავალმოწყალე, იესუ, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო ყოვლადძლიერო, ნუ დამიტევებ, მაცხოვარო ჩემო, მიჴსენ ყოვლისავე სატანჯველისაგან, იესუ ჩემო ღირს-მყავ ცხოვნებულთა შენთა ნაწილსა, იესუ ჩემო ტკბილო, და გუნდსა მას რჩეულსა შენთასა შემრაცხე, იესუ კაცთმოყუარეო.

იესუ ყოვლადტკბილო, მოციქულთა დიდებაო, მოწამეთა, მეუფეო, სიქადულო ჩემო ყოვლადძლიერო, იესუ, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო, შუენიერო და სასურველო, ქრისტე, შემიწყალე, ოხითა მშობლისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა და წმიდათა ზეცისა ძალთა მეოხებითა, იესუ, სამოთხისა შუებასა ღირს-მყავ, იესუ, კაცთმოყუარეო.

დიდებაჲ.

იესუ ყოვლადტკბილო, მონაზონთა დიდებაო, მმარხველთა სიწმიდეო და შემამკობელო მოღუაწეთაო, იესუ, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო სახიერო, და გუელისა მისგან ჴელთაჲსა განმარინე, იესუ, და აღმომიყვანე მღჳმით ქუესკნელით და მარჯუენით ცხოვართა შენთა თანა შემრაცხე, იესუ სახიერო, მაშურალი და ტჳრთმძიმე

აწ და.

ნუ მიმანდობ კაცობრივსა განზრახვასა, ყოვლადწმიდაო დედოფალო, და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ  მეოხ-გუეყავ და გუაცხოვნენ ჭირვეულნი, რამეთუ შემწე ხარ ყოვლადძლიერი, ქალწულო ღმრთისა-დედაო, და მტერთა დამცემელი და ტჳრთმძიმეთა მომსრველი. ექმენ თანაშემწე ღმრთივდაცვულსა ერსა შენსა და ქალაქსა მგალობელსა, და იჴსნენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრისტიანენი.

 

გალობანი წმიდისა ანგელოზისა მიმართ მცველისა სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲსა

ჴმაჲ 8 უგალობდითსა.

ძლისპირი

უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა მას მეწამულსა. მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

გალობად და ქებად, მაცხოვარო ჩემო, მონაჲ ესე შენი ღირსად გამომაჩინე უჴორცოჲსა მის ანგელოზისა,  წინამძღუარისა და მცველისა ჩემისა.

შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოჲ უდებებით და უგულისჴმოებით მდებარე ვარ, წინამძღუარო ჩემო მცველო ანგელოზო, ნუ დამიტევებ მე წარწყმედილსა.

დიდებაჲ.

გონებაჲ ჩემი წარმართე ვედრებითა შენითა ყოფად ბრძანებათა ღმრთისათა, რაჲთა მივემთხჳო მისგან მოტევებასა ცოდვათასა და მოძულებად ძჳრთა წარმიძეღუ, გევედრები შენ.

აწ და.

ევედრე, ქალწულო ჩემო, მონისა შენისათჳს სახიერსა ღმერთსა, მცველისა მის ჩემისა თანა, და მიძღოდე მე ყოფად მცნებათა ძისა შენისათა.

განძლიერდასა.

ძლისპირი

შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაჲ, და [შენ] გადიდებს სული ჩემი.

ყოველი გონებაჲ ჩემი და სული შენდამი დამიც, მცველო ჩემო ანგელოზო, და ყოვლისაგან განსაცდელისა მტერთაჲსა განვერები.

მაჭირვებს მე მტერი და მსწავლის მარადის ყოფად თჳსისა ნებისა,  არამედ  შენ, წინამძღუარო ჩემო, ნუ დამიტევებ მე წარწყმედულსა.

დიდებაჲ.

ღირს-მყავ მე შესხმად ქებისა ღმრთისა  და შენ, მცველისა ჩემისა ანგელოზისა, და გამომიKსენ მე მტერთაგან, ჭირვეული ესე.

აწ და.

განკურნე, ყოვლადწმიდაო, ფრიად სნეული ესე სული ჩემი და სულიერნი იგი მტერნი ჩემნი იოტენ, რომელნი-იგი მარადის მბრძვანან.

 

წარდგომაჲ

ჴმაჲ 2

სულიერითა მით სურვილითა გიგალობ შენ, მცველო სულისა ჩემისაო წმიდაო ანგელოზო, დამიცევ და დამიფარე საბრჴეთაგან ბოროტთა და ცხოვრებისა მიმართ წარმართებად გულისჴმა-მიყავ და განმწმიდე და განმაძლიერე მე.

დიდებაჲ.

აწ და.

ღმრთისმშობელო სძალო, ყოვლადუთესლოდმშობელო ყოველთა მეუფისაო, მას ევედრე ანგელოზისა ჩემისა მცველისა თანა, რაჲთა გამომიჴსნეს მე ყოვლისაგანვე უგულისჴმოებისა და მოსცეს ლმობიერებაჲ და ნათელი სულსა ჩემსა და მოტევებაჲ მომმადლოს, რამეთუ შენ
მხოლოჲ ხარ მსწრაფლშემწე.

უფალო მესმასა.

ძლისპირი

მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

ევედრე კაცთმოყუარესა ღმერთსა, მცველო ჩემო, და ნუ დამიტევებ, არამედ  ცხოვრებაჲ ჩემი მშჳდობით დაიცევ და მომეც მე ცხოვრებაჲ უძლეველი.

შემწედ და მცველად ცხოვრებისა  მომიგიე შენ ღმრთისა მიერ, ანგელოზო, და გევედრები შენ, წმიდაო, ყოველთა ჭირთაგან თავისუფალ-მყავ.

დიდებაჲ.

მწიკულევანებაჲ ესე ჩემი სიწმიდითა შენითა წმიდა-ყავ, მცველო ჩემო, რაჲთა ნაწილსა მარცხენესა განვერე მე ვედრებითა შენითა.

აწ და.

უმეცარ ვიქმენ მე ფრიად გარემოდგომილთა ძჳრთაგან, ყოვლადწმიდაო ქალწულო, არამედ  მსწრაფლ მიჴსენ, რამეთუ შენდა მხოლოჲსა მოვივლტი.

ღამითგანსა.

ძლისპირი

აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო; გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.

გაქუს შენ კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ, მცველო ჩემო წმიდაო, და ევედრე მას, რაჲთა მიჴსნეს ჭირთაგან და მაცხოვნოს მე.

ნათელო ნათლისაო, ნათლად გამოაბრწყინვე სული ჩემი, წინამძღუარო და მცველო ჩემო, ღმრთისა მიერ მოცემულო.

დიდებაჲ.

ძილსაცა შინა დამიცევ მე, ანგელოზო ღმრთისაო, ვითარცა რაჲ მღჳძარე, და აღმადგინე ვედრებად შენდა.

აწ და.

მარიამ ღმრთისმშობელო, სასოო მორწმუნეთაო, მტერთა სილაღე დაამჴუე და შემსხმელნი შენნი მხიარულ-ყვენ.

 

ღაღადყავსა.

ძლისპირი

მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაჲთა.

ყოველთავე განსაცდელთა მიერ განმათავისუფლე მე და ზრუნვისაგან მიჴსენ, გევედრები შენ, წმიდაო ანგელოზო, და დამამტკიცე გონიერებასა ზედა კეთილსა.

წმიდა-ყავ გონებაჲ ჩემი, ნეტარო, და განმანათლე მე, გევედრები შენ, წმიდაო ანგელოზო, და ცნობაჲ ჩემი ყოვლადვე უმჯობესისა მიმართ წარმართე.

დიდებაჲ.

განარინე გული ჩემი ბოროტთაგან აღძრვათა გულისთქუმისათა და მღჳძარებად განმაძლიერე მე კეთილთა შინა, მცველო ჩემო, და მიმიძეღუ მყუდროჲსა ცხოვრებისა მიმართ.

აწ და.

სიტყუაჲ ღმრთისაჲ დაემკჳდრა ჩუენ შორის, ღმრთისმშობელო დედოფალო, და გაჩინა შენ კაცთათჳს ზეცისა კიბედ, რამეთუ შენ მიერ გარდამოჴდა მაღლით ჩუენდა მომართ.

 

კონდაკი, ჴმაჲ 4.კონდაკი. ჴმაჲ 4:

გამომიცხადე მე მოწყალებაჲ შენი, წმიდაო ანგელოზო ღმრთისაო, მცველო ჩემო, და ნუ განმეშორები მე, მწიკულევანსა ამას, არამედ  განმანათლე მე ნათლითა მიუახლებელითა და მყავ ღირს ზეცისა სასუფეველისა.

იკოსი

შეურაცხი ესე სული ჩემი მრავლითა მით ცთუნებითა, წმიდაო წინამდგომელო, ღირს-ყავ გამოუთქუმელისა მის ზეცისა დიდებისა  გალობად გუნდსა თანა უჴორცოთა ძალთასა და შემიწყალე მე და დამიცევ გონებითა მით კეთილითა და სული ჩემი განანათლე, ანგელოზო ჩემო, რაჲთა დიდებითა მით შენითა განვმდიდრდე, და უკუნ-აქციე მტერი იგი, რომელი აზმნობს ჩემდა მომართ ძჳრსა, და ღირს-მყავ მე ზეცისა სუფევასა.

კურთხეულარსსა.

ძლისპირი

ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროჲსასა და მით საჴუმილსა შეითხინნეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა, ანგელოზო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინამძღურად და მცველად ღმრთისა მიერ მოცემული ჩემდა უკუნისამდე.

ნუ დაუტეობ გზასა შინა სლვასა სულსა ჩემსა უბადრუკსა, რაჲთა არა მოიკლას ავაზაკთა მიერ, წმიდაო ანგელოზო, რამეთუ შენ მოცემულ ხარ ღმრთისა მიერ მცველად, არამედ  წარუძეღუ მას გზასა სინანულისასა.

დიდებაჲ.

ყოვლითურთ ისწრაფის სული ჩემი სირცხჳლეული მიყვანებად ბოროტთა ზედა გონებისა ჩემისა,  არამედ  უსწრვე, წინამძღუარო ჩემო, და მომეც კურნებაჲ და გონებაჲკეთილი, რაჲთა მივიდრიკო ყოვლადვე სიმართლისა მას გზასა.

აწ და.

სიბრძნით აღივსო ყოველივე და ძლიერებითა ღმრთეებისაჲთა; გუამოვანისა მაღლისა სიბრძნისა გულისჴმისყოფითა ღმრთისმშობელისათჳს სარწმუნოებით ვჴმობთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ307.

აკურთხევდითსა.

ძლისპირი

მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღმრთისა მიერ მოვლინებულო ყოვლადსახიერო ანგელოზო, დაამტკიცე ცხოვრებაჲ ჩემ, მონისა შენისაჲ, და ნუ დამიტევებ მე უკუნისამდე.

ანგელოზო სახიერო, სულისა ჩემისა წინამძღუარო და მცველო ყოვლადსანატრელო, გიგალობთ შენ უკუნისამდე.

დიდებაჲ.

მეყავ მე მფარველ დღესა მას განკითხვისასა ყოველთა კაცთასა, რომელსა შინა ცეცხლითა გამოიცდებოდიან საქმენი კეთილნი და ბოროტნი.

აწ და.

მეყავ მე შემწე მყუდრო, ღმრთისმშობელო მარადისქალწულო, მონასა შენსა და ნუ მყოფ დაკლებულ სასუფეველისაგან.

 

ადიდებდითსა.

ძლისპირი

ღმრთისმშობელად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უჴორცოთასა შენ დაუცხრობელად გადიდებთ.

იესუ, შემიწყალე მე, მხოლოო მაცხოვარო ჩემო, და მართალთა მათ კრებულისა თანა ღირს-მყავ მე თანაზიარად, რაჲთა გადიდებდე.

გონებითა ჩემითა მარადის ყოფაჲ კეთილისა მის და სარგებელისაჲ მომანიჭე, წმიდაო ანგელოზო, და უძლურებასა შინა ძლიერად გამომაჩინე და უბიწოდ.

დიდებაჲ.

რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ მეუფისა მიმართ ზეცათაჲსა, მას ევედრე, სხუათა მათ უჴორცოთა თანა, შეწევნად ჩემდა, უბადრუკისა.

აწ და.

დიდი კადნიერებაჲ გაქუს შენგან შობილისა მიმართ, ქალწულო; მე, შეკრული ცოდვითა, განმKსენ და მომეც შეწევნაჲ შენი, რაჲთა გიგალობდე.

ლოცვაჲ ანგელოზისა მიმართ, კაცისა ცხოვრებისა მფარველისა

წმიდაო ანგელოზო, უბადრუკისა სულისა ჩემისა და ვნებულისა ცხოვრებისა ჩემისა შემწეო, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები მე უძღებებისა ჩემისათჳს, ნუ აცლი ბოროტსა ეშმაკსა, რაჲთა დამიპყრას მე მოძულეობითა მოკუდავისა ამის ჴორცისაჲთა, განაძლიერე საწყალობელი და უძლური ჴელი ჩემი და მასწავე მე გზაჲ ცხოვრებისაჲ. ჰოჲ ანგელოზო წმიდაო, მომეც მე სინანული პეტრესი, ცრემლნი მაგდალინელისანი, აღსაარებაჲ ავაზაკისა მის ჯუარცუმულისაჲ;  მომიტევენ ცოდვანი ჩემნი, აქამომდე ქმნილნი. ჰოჲ წმიდაო ანგელოზო ღმრთისაო, მცველო და მფარველო უნდოჲსა სულისა და ჴორცისა ჩემისაო, მომიტევე მე ყოველივე, რაოდენთა მიერ განგარისხე და მწუხარე გყავ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და უკუეთუ რაჲმე შეგცოდე დღესინდელსა ამას დღესა, დამიფარე აწინდელსა ამას ღამესა და მიჴსენ მე ყოვლისაგან განსაცდელისა წინააღმდგომისა,  რაჲთა არცა ერთითა რაჲთამე ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და ევედრე ჩემთჳს უფალსა, რაჲთა განმამტკიცოს მე შიშსა შინა თჳსსა და გამომაჩინოს მე მონად ღირსად მადლისა მისისა.  ამინ.

ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ თქუმული ღირსისა ფილითეოს308 კონსტანტინეპოლელ არქიეპისკოპოსისაჲ309

უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, უქორწინებელო სძალო, ზეცათა დედოფალო დედაო310 მეუფისა მაღლისა ძალთაჲსა, შემოქმედისა ცათა და ქუეყანისაო, მხოლოჲსა სიხარულისა მომატყუებელო ყოვლისა სოფლისაო, მშობელო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, ქუეყანისათა ყოველთა მაცხოვრისაო, ვჴმობ შევრდომით: მიიღე სავედრებელი ესე და სამადლობელი გალობაჲ უღირსისა მონისა შენისაგან და შეგინებულთა ბაგეთა ჩემთაგან. ნუ უგულებელს-მყოფ, ყოვლადდიდებულო დედოფალო, რამეთუ არავინ-ხოლო მოლტოლვილი შენდა სირცხჳლეულ-იქმნა, არცა311 ვინ, მჴმობელი312 შენი, უსმენელ იქმნა შენ მიერ313, რამეთუ ყოველნი მუჴლნი ზეცისანი და ქუეყანისანი, ჰაერნი და ზღუანი314 მოუძლურდებიან და ყოველნი წინააღმდგომნი ძალნი ძრწიან, შეპყრობილნი შიშისაგან სახელისა შენისა წმიდისა,  მცნობელნი შენ, დედისა ღმრთისა[ნი]. ვინ კუალად, სასოებისდამდები შენზედა, წარწყმდა, თჳნიერ განდგომილთა, არა თაყუანისცემად ხატისა შენისა გამოწერილისა,  რომელსა ყოველნი ძალნი ცათანი პატივ-სცემენ და ყოველნი ტომნი315 ქუეყნისანი, ქრისტიანეთა ნათესავი და ყოველნი ჰასაკნი მორწმუნეთანი316 დიდებისმეტყუელებით თაყუანის-ვსცემთ, ყოვლადწმიდასა317, და ძრწოლით318 პატივ-ვსცემთ319 და არავინ-ხოლო320 გჳვის სხუაჲ ღმერთი, გარნა ძე შენი, თანასამარადისოჲთ მამით და სულით ყოვლადწმიდითურთ,321 - ერთღმრთეებით ყოველთა არსთაგან თაყუანისცემულისა და დიდებულისა და322 ყოვლადღმრთისაჲ.

შენ, დედოფალსა ღმრთისმშობელსა აღგიარებთ, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა დედასა, და სურვიელად323 ყოველნი პატივ-გცემთ. მოწყალე უკუე ყავ ჩემზედა ძე შენი, უფროჲს აჩუენე ჩემზედა ჩუეულებრივი324 შენი325 მოწყალებაჲ, რამეთუ ძალ-გიც ხოლო326, რაოდენიცა გენებოს. [მას] ევედრე ჩემთჳს, რამეთუ განვეშორე მისგან, ურიცხუთა და შეგინებულთა327 უსჯულოებათა ჩემთა [გამო]328, და ესოდენ განვარისხე კეთილსახიერებაჲ329 მისი და განვამწარე კაცთმოყუარებისა მისისა სიტკბოებაჲ330 და მრავალი მოწყალებაჲ და წყალობაჲ, რამეთუ არღარა ღირს ვარ შეწყალებად331 მისგან, უკუეთუ შენ არა მოწყალე-ყო იგი ჩემთჳს, დედოფალო და332 ღმრთისა-დედაო, რამეთუ შენგან ყოველი მისა მიმართ შესაძლებელ არს.333 ამისთჳს შენდა მოვივლტი, მჴურვალისა მაგის შემწისა და მსწრაფლ შუვამდგომელისა; არავინ გუაქუს, გარნა-ხოლო334 შენ, მისსა მიმართ შუვამდგომელად.

ჰე დედოფალო ჩემო ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, არა არს ჩემზედა სხუაჲ უმაღლეს ქუეყანასა ზედა და ცათა შინა, ვითარცა შენ, შემდგომად ღმრთისა ჩემისა იესუ ქრისტჱსა, და შენზედა ყოველი სასოებაჲ ჩემი დამიც, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რომლისათჳსცა წმიდასა ხატსა შენსა მივხედავ, ვითარცა თჳთ შენ გხედავ, ღმრთისმშობელსა, სარწმუნოებითა გულისაჲთა და სიყუარულითა სულისაჲთა; შევრდომით თაყუანის-გცემ თანა საუკუნოჲსა ჴელთა შენთა ტჳრთულისა ყრმისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა335. ღმრთივშუენიერად პატივ-გცემ და სამადლობელსა გალობასა და ლოცვასა336 მოგართუამ.

შევძრწუნდები და ვძრწი უღირსებისა ჩემისათჳს და გიჴმობ შენ:

შემიწყალე მე, დედაო ღმრთისაო, და აჩუენე ჩემზედა, უღირსსა, ძუელითგან[ნ]ი მოწყალებანი შენნი, ვითარცა-ხოლო ძუელ-ოდესმე337 ყოვლადძლიერითა მჴედართმძღუანველობითა338 შენითა იჴსენ სამეფოჲ ქალაქი შენი სკჳთისა მჴედართმთავრისა,  ნადირთსახისა,  ბოროტისა მჴეცისა წინააღმდგომისა, ეშმაკთასა339 ვერაგისა ხაღანისაგან.

განძჳნებითა ზღჳსაჲთა ბევრრიცხუნი მჴედარნი დაანთქენ, მჴმობელნი ძლიერად340, დამსხმელნი ქალაქსა შენსა ზედა; და კუალად341 ზეცითცურევითა342 რავდენნი ბევრნი ნავნი ზღუასა გრიგალითა დაანთქენ?! და აწ, მხოლოო ღმრთისა-დედაო, ერთი შენი343 ეგევითარი ყოფილი აჩუენე ჩემზედაცა344 კაცთმოყუარებისა შენისა შუვამდგომელობაჲ, სძლიენ უხილავთა ძალთა მათ სატანაჲსთა, რამეთუ სულისა ჩემისა ქალაქი წარტყუენეს345 და სამეუფოჲ სული ჩემი მას შინა346 ისრითა უსჯულოებისაჲთა განმაწონეს და ყოვლითურთ ჴრმლითა ანგაჰრებისაჲთა347 მომწყლეს348 და ცოდვისა მახჳლითა, ვაჲმე, განმგმირეს და ძლით უკუე ცოცხალი დამიტევეს. მთხრებლსა ცოდვისასა შეწყუდეულსა ამას უსმინოებაჲ და გულქვაობაჲ ზედადამდვეს მე, რამეთუ კნინღა განვიცდი349.

ვერ ძალ-მიც მონებათა მათგან განვრდომად, არამედ  შენდამი, დედისა ღმრთისა ჩემისა, გოდებით და ცრემლით350 გიჴმობ:

წარმომიდეგ მე შემწედ მსწრაფლ, რაჲთა არა სრულიად წარვწყმდე; განმარინე ჴელთაგან მათთა და აღმომიყვანე მე ცოდვისა მთხრებლთაგან; აღადგინე კუალად სულიერი ქალაქი ჩემი და გონებაჲ მთავარი351 მას შინა სუფევად, და ყოველთა სასმენელთა ზედა განმაძლიერე; შეუხებელ და საშინელ ეშმაკთა გამომაჩინე, რაჲთა ყოველთა ცნან, რამეთუ შენმიერ პყრობილ ვარ.

ჴსნით იჴსენ სული ჩემი დედოფალო, ვითარცა შენი ქალაქი ოდესმე, შენზედა მსასოებელი, იKსენ სადიდებელად და შესაწევნელად მორწმუნეთა, ხოლო სირცხჳლად352 უპატიოთა და უკუნისამდე დაუსრულებელად მათდა სატანჯველად, სადიდებელად და საქებელად მართლმორწმუნეთა ქრისტიანეთა ნათესავთა.

ამისთჳს-ხოლო შენსა შეწევნასა ვქადაგებ ჴმამაღლად და შენსა მაგას დიდსა მეოხებასა,353 -  საშინელსა მჴედართმძღუანველობასა, - მოვიჴსენებ. შენდა, ზეშთამბრძოლისა ჩემისა354 უძლეველისა, აღვსწერ მონაჲ შენი, ღმრთისმშობელო, და სავედრებელსა ამას აკათისტოსა355 მოგართუამ სამადლობელად356; მიიღე ესე და მიართუ ძესა შენსა და ღმერთსა, და357 ჩემთჳს, დედოფალო, თანა ზეცისა ძალთა და თანა გუნდთა ყოველთა წმიდათასა მას წარუდგინე, დღესა ხოლო358 განკითხვისასა ნუ დამივიწყებ მე და არაღირსსა ამას359 ვედრებასა ჩემსა და სარწმუნოებასა, რომელი მაქუს360 შენდამი და ყოველი სასოებაჲ ჩემი, დადებული შენზედა, მოიჴსენე და მილხინე შეჭირვებულსა ამას და ჴორციელნი აღმისუბუქენ განბოროტებანი, სულისა ხოლო361 ტკივილნი და ჴორცთა362 ვნებანი განაქარვენ363 შენითა უხილავითა შეწევნითა და შუვამდგომელობითა შენითა, რაჲთა კნინისა ამის ცხოვრებისა ჩემისა გზაჲ კეთილად და დაუბრკოლებელად უძლო განვლად364 და საუკუნეთა მათ კეთილთა შინა365 დავემკჳდრო და დიდების-ვმეტყუელებდე შენსა მტკიცესა შუვამდგომელობასა და მეოხებასა366, რამეთუ კურთხეულ ხარ თანა შენგან შობილით ძით და ღმრთით აწ და მარადის და დაუსრულებელთა საუკუნეთა. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა367 ღმრთისმშობელისა მიმართ

მიიღე, ყოვლად კეთილმოღუაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო, ესე პატიოსანი ძღუენი შენ მხოლოჲსათჳს368 ჩუენ მიერ, უღირსთა მონათა შენთაგან, ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა, ზეცისათა და ქუეყნისათა, უმაღლესად გამოჩინებულო. ამისთჳსცა-ხოლო369 შენ მიერ ძე ღმრთისაჲ ვიცანთ და ღირს-ვიქმნენით წმიდასა ჴორცსა მისსა და პატიოსანსა სისხლსა მისსა. ამისთჳსცა ნეტარ ხარ თესლითი-თესლადმდე, ღმრთივსანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაფიმთა უპატიოსნესო მხოლოო, და აწ ყოვლადსაგალობელო ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩუენ უღირსთა370 მონათა შენთათჳს371 ნუ დასცხრები, რაჲთა ვიჴსნნეთ ჩუენ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა და გარემოდგომილისა ვნებისა372 [და] დავიცვნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საბრჴისა ეშმაკთაჲსა; არამედ  ვიდრე აღსასრულადმდე ვედრებითა შენითა დაუსჯელად373 დამიცვენ ჩუენ, რაჲთა374 შენითა შუვამდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებული დიდებასა, ქებასა და მადლობასა და თაყუანისცემასა ყოველსა-ზედა375 სამებისა ღმრთისა376 და ყოველთა შემოქმედისა აღვავლენდე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

სხუაჲ ლოცვაჲ სავედრებელი377 უფლისა მიმართ იესუ ქრისტესსა378

ჰოჲ დიდო მეუფეო ყოვლისა-მპყრობელო, მოწყალეო უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, აჰა ვედრებად შენდა მე, ფრიად ცოდვილი, აღვსძრავ დედასა შენსა ყოვლადუბიწოსა, ყოვლადწმიდასა დედოფალსა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, ყოვლადმოწყალესა, ყოვლისა სოფლისა მვედრებელსა, - ნათესავისა ქრისტიანეთაჲსა, - შენსა ჩუენდა მშობელსა ჴორციელად, - ღმრთისა ჩუენისა. აურაცხელისათჳს მოწყალებისა შენისა,  რომელი ჩუენზედა ჰყავ, მისითა უკუე ვედრებითა იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, ჩემ უღირსსა[ცა] ზედა379 დიდი მადლი და წყალობაჲ შენი აჩუენე და მოტევებაჲ ცოდვათაჲ მომმადლე მე და ღირს-მყავ მე დამკჳდრებად სასუფეველსა შენსა380, ყოველთა თანა წმიდათა, დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.

 

ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ, უკუეთუ გსურის ხილვაჲ მისი ჟამსა სულისა შენისა განყოფისასა

შეიწყნარე აწ, დიდებულო დედოფალო ჩემო სახიერო, გლახაკი ვედრებაჲ ჩემი, უღირსისა პირისაგან შენდა შეწირული, ვითარცა ყოვლისა მეცნიერმან და, უფროჲსღა, ჩემისა უძლურებისამან. მე უკუე შენ მიერ ვიცან გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ,  შენ მიერ აღმოვიწოდე ადგილთაგან სასიკუდინეთა, რომლისათჳს საქმენი ჩემნი და მოძრაობანი ღამისანი და დღისანი, საქმითნი და სიტყჳთნი, მეცნიერებით[ნი] და უმეცრებითნი, შენ უწყნი და მეცნიერ ხარ და შენ შუვამდგომელად ქრისტეს მიმართ, ჭეშმარიტისა ღმრთისა, მომიგიე; შენ შემიწყალე მე, შენ შემეწიე მე, შენ იყავ თანამოქმედ ჩემდა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა, ნებისაებრ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისა. შენ უწყი, ზეშთასახიერო დედოფალო, რამეთუ სიჩჩოჲთგან ფრჩხილთა ჩემთაჲთ და დედობრივთა წიაღთაჲთ შენდა შევვარდი381 და შენ შეგევედრე; დაღაცათუ ბოროტად დავიცევ თავი ჩემი, გარნა არა უწყი სხუაჲ შესავედრებელი, ანუ მწე, გინა ჴელისაღმპყრობელი და ღმრთისა მიმართ შუვამდგომელი, გარნა შენ, დედოფალო ჩემო. ყოველთავე საქმეთა ჩემთა უადგილოთა შენ მიგითხრობ და შენ აღჴოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. შენ უწყი, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, რამეთუ მფრინველი ვარ უცხოჲ და არა მაქუს ადგილი, სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი - დედისა ქრისტეს ღმრთისა ჩემისა;  შენ ხარ შემწე ჩემი, დედოფალო, შენ ხარ მჴსნელი ჩემი, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ჩემი ღმრთისა მიმართ თავსმდები, შენ მამაჲ ჩემი, შენ ჩემი წინამძღუარი, შენ ჩემი მოგზაური; შენდამი დამიც ყოველი სასოებაჲ ჩემი; შენ იცი უღონობაჲ ჩემი, რამეთუ არავინ მაქუს, გარნა შენ და შენგან შობილი ქრისტე. ამისთჳს ნუ მომიძაგებ მე და382 ნუ განმაგდებ მე, სახიერო, ნუცა სძლევს სიმრავლე ბოროტთა ჩემთაჲ შენსა სახიერებასა. გაქუს უფსკრული მოწყალებისაჲ,  ვითარცა ზეშთამოწყალისა ღმრთისა დედასა; მხოლოდ ინებე და მე ვცხოვნდე. ვერვინ წინააღგიდგების შენ, რამეთუ დედაჲ ხარ, - რომელმან ყოველივე შექმნა - ღმრთისა ჩუენისა383 იესუსი. ვიცი, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი და არა ვარ ღირს აღხილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა სიმრავლისაგან უსჯულოებათა384 ჩემთაჲსა, არამედ  შენ თუ მოიხილავ ჩემზედა, არავინ არს დამაყენებელ. შემეწიე მე, წმიდაო დედოფალო ჩემო, შემეწიე მე, და ნუ შემერაცხების მე ესე ცოდვად, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, არამედ  უფროჲსღა მომეც მე სინანული, მომეც მე წყაროჲ ცრემლთაჲ, მომეც მე სულთქუმაჲ და შემუსრვაჲ გულისაჲ,  რაჲთა ვსტიროდე უბადრუკთა საქმეთა ჩემთა, რამეთუ მე ვარ, დედოფალო ღმრთისმშობელო, უფსკრული ცოდვათაჲ. მე ვარ, რომელმან ზეშთა ყოველთა ბუნებათა385 ვიუსჯულოე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა. ვიცი, დედოფალო, რამეთუ უსიტყუელ ვარ და უღირს ყოვლისა კაცთმოყუარებისა და ღირს ყოვლისა ტანჯვისა და არა მაქუს სიტყუაჲ სიტყჳსმიცემად; ამისთჳსცა მოწყალებისა მიმართ ძისა და ღმრთისა შენისა მოვივლტი და სახიერისა მეუფისა ჩემისა და შემოქმედისა;  შენ მიძღოდე მე და მმართებდი და განმსწავლე მე, ღმრთისმშობელო. უსასყიდლოდ ვეძიებ შენგან მდიდართა წყალობათა; შემიწყალე მე, ვითარცა გნებავს და ვითარცა ბრძანებ; ნუ განმაგდებ მე386 პირისა შენისაგან387, ნუ განმაშორებ საფარველსა შენსა, ნუ უცხო-მყოფ შენისა მოწყალებისაგან; შემიწყალე მე უცხოჲ, შემიწყალე მე მოსავი შენი, შემიწყალე მე, რომელსა ყოველი სასოებაჲ ჩემი დამიც შენდამი, და მასწავე მე ძლიერებაჲ შენი, ღმრთისმშობელო, და388 რამეთუ უკუეთუ  მე389 მაცხოვნო, ცოდვილი, დიდ არს წყალობაჲ შენი390, დიდ - მოწყალებაჲ391, დიდ – შენი ძჳრუჴსენებლობაჲ და სულგრძელებაჲ; და რამეთუ უკუეთუ ღირსსა შეეწიო და შეიწყალო, ესე არა არს საკჳრველ, არამედ  უფროჲსღა მე შემეწიე, არამედ  მე შემიწყალე. მომეც ჴელი შეწევნისაჲ,  რომელი ქუემდებარე ვარ, - მე უდებსა, მე დაჴსნილსა, მე უმადლოსა და უგულისჴმოსა392, ფიცხელსა და უნანელსა და ყოვლითა ძჳრითა საქმითა და სიტყჳთა შეგინებულითა აღსავსესა და – წესითაცა,  და უცხოსა393 ყოვლისა კეთილისმოქმედებისაგან394.

ჰე დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, მოწყალე-იქმენ ჩემზედა, - უღონოსა, უცხოსა და საწყალობელსა, და ყავ ჩემზედა მდიდრად წყალობაჲ შენი, რაჲთა ცხოვნებულმან ვაქო შენგან შობილი ჭეშმარიტი ქრისტე ღმერთი ჩუენი395 და გადიდო შენ, ჩემი მაცხოვარი, ჩემი ნუგეშინის-მცემელი, ჩემი ჴელისაღმპყრობელი და ჩემი მცველი. შემეწიე მე, წმიდაო დედოფალო, შემეწიე მე და ღირს-მყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, რაჲთა ვყო ნებაჲ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისაჲ, და რაჲთა ვჰმსახურო მას, ვითარცა ჯერ-არს, და ესრეთ აღვესრულო, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, და წმიდათა ანგელოზთა მიერ ძღომილ-ვიქმნე396 მისისა მის წმიდისა და ნათლითშემოსილისა საყოფელისა მიმართ, რამეთუ მისსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ საუკუნეთა უკუნისამდე ამინ.


ლოცვაჲ განთიად და მიმწუხრი სათქუმელი, თქუმული397 წმიდისა იოვანე დამასკელისაჲ398

დიდებაჲ შენდა, ღმერთო, დამბადებელო და აღმგებელო399 ყოველთაო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელი არა წარმწყმედ უსჯულოებათა ჩემთა თანა. გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ უმყოფობისაგან ყოფად მომიყვანე მე, ცოდვილი; გმადლობ შენ,  უფალო, რამეთუ400 უღირსადმყოფი ესე არა გარემიმაქციე, არამედ  მაცხოვნე და შემიწყალე მე. აწცა, უფალო შემინდვენ მე მრავალნი ბრალნი ჩემნი, - ნებსითნი და უნებლიეთნი, მეცნიერებითნი401 და უმეცრებითნი, - და არცხჳნე ბოროტსა მბრძოლსა საწყალობელისა და ცოდვილისა სულისა ჩემისასა. უფალო, მიჴსენ მე ყოვლისა დავიწყებისა და უმეცრებისაგან და ყოვლისა განსაცდელისა და დატევებულობისაგან, უღირსი ცისა და ქუეყანისაჲ. უფალო, მიჴსენ მე ყოვლისაგანვე მცონარებისა,  უდებებისა,  ზარმაცობისა,  მოწყინებისა, დაჴსნილობისა,  უძღებებისა402 და ცუდდიდებობისაგან, და აღადგინე გონებაჲ ჩემი ქმნად წმიდათა მცნებათა შენთა. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა. უფალო, განახუენ ყურნი და თუალნი გულისა ჩემისანი შიშისა მიმართ შენისა და უმჯობესნი სულისა ჩემისანი შენ განაგენ. უფალო, შემიწყალე მე, რამეთუ უძლურ ვარ, და რომლისასა შეუძლებელ ვარ მოთმინებასა, ნუ შეუნდობ განცდასა ჩემსა, არამედ  განცდასავე თანა ყავ განთავისუფლებაჲ ჩემი403. უფალო, დიდად შეგცოდე; შემინდვე მე სახელისა შენისათჳს წმიდისა. უფალო, მშჳდობით ყავ ცხოვრებაჲ ჩემი. უფალო, ნუ დამიტევებ404 მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. უფალო, დაამშჳდე წმიდაჲ ეკლესიაჲ შენი. წმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გუეყავ ყოველთა თანა ზეცისა ძალთა, წმიდათა ანგელოზთა, წინაშე405 მეუფისა ქრისტესა შენდობად ცოდვათა ჩემთა და ჴსნად საბრჴეთაგან ეშმაკისათა. წმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გუეყავ ყოველთა თანა წმიდათა ანგელოზთა, წინაჲსწარმეტყუელთა და მარტჳლთა და ყოველთა წმიდათა თანა406 ჴსნად ჩუენდა ვნებათაგან უპატიოებისათა, რაჲთა შემიწყალოს მე სინანულისა მიერ კაცთმოყუარემან ღმერთმან. უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისაჲთა, წმიდათა ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ძალთა, მთავრობათა, უფლებათა და ყოველთა ზეცისა წესთმთავრობათა, წმიდისა იოვანე წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისაჲთა, წმიდათა თავთა მოციქულთა, წმიდისა პირველმოწამისა სტეფანესითა და ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთაჲთა, [და] ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, განკურნენ ვნებანი სულისა ჩემისანი და სენნი სხეულისა ჩემისანი407, და მოიჴსენე უფალო ჴორციელი მამაჲ ჩემი და დედაჲ და ძმანი ჩემნი და ყოველი სული ქრისტიანე სასუფეველსა შენსა, და ესენი408 და მე, ცოდვილი, პირველდაძინებულთა მამათა და ძმათა ჩემთა409 თანა დაუსჯელად წარგუადგინენ წინაშე საშინელისა და შესაძრწუნებელისა საყდრისა შენისა,  ვითარცა სახიერ ხარ, მოწყალე და კაცთმოყუარე. ამინ.

გმადლობისა ლოცვაჲ თქუმული წმიდისა მაკარისი (ოდესცა გინდეს)410

გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა, მდაბალსა დიდსა და სამარადისოსა, ყოველსა ზედა და ყოვლისათჳს, რამეთუ დამბადე მე არარაჲსაგან, არაყოფილი ესე, და განმაძლიერე მე და შემიწყალე მე და დამიფარე მე და დამიცევ მე და განაგენ დღენი ჩემნი ვიდრე აქამომდე და განმაძლიერე მე, ცოდვილი ესე და უღირსი, ცხოვრებასა ამას სოფლისასა და არა მტანჯე მე411 საქმეთა ჩემთაებრ, არამედ სულგრძელ მექმენ მე და არა ასწრაფე მოგებად კადნიერებათა ჩემთაებრ,412 რამეთუ ვიყავ მე ბევრისა სიკუდილისა413 თანამდებ აურაცხელთა ბრალთა და ბოროტთა შეცოდებათა ჩემთათჳს და უჯეროთა უსჯულოებათა ჩემთათჳს414, რომელნი აღვასრულენ ცხოვრებასა ჩემსა. ხოლო აწ გევედრები შენ, უფალო, და ვესავ კეთილთა სიტკბოებათა და მრავალთა მოწყალებათა შენთა, რომელნი ჰყვენ ნათესავსა ზედა კაცთასა, და აწ, რაჲთა415 ღირს-მყო მე მოქცევად შიშსა შენსა416 და გულისჴმისყოფად სახიერებასა შენსა და აღსაარებად დღესა ამას და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა მორჩილებასა შენსა და შიშსა შენსა417 და დაჯერებასა შენსა [და] დაცვასა მცნებათა შენთასა ყოვლითა სიტყჳთა სულიერითა, ყოვლითა სიწმიდითა ჴორცთაჲთა და სულისაჲთა418 და ყოვლითა უბრალოებითა და უბიწოებითა. გევედრები შენ419, უფალო მრავალმოწყალეო, რაჲთა არა ივლიანე უსჯულოჲსაებრ წარვწყმდე მე420 ცოდვათა ჩემთათჳს, არამედ  მანასესებრ ინებო მოქცევაჲ ჩემი შიშსა შენსა, ვითარცა მოწყალე ხარ, უფალო, და რაჲთა განსწმიდო421 სული ჩემი ყოვლისაგან ურვისა ბოროტისა და ყოვლისაგან გულისსიტყჳსა მწიკულევანისა და ყოვლისაგან გულისთქუმისა შეგინებულისა და საძაგელისა და ყოვლისაგან სიტყჳსა უშუერისა. დამიცევ მე, უფალო422, ყოვლისაგან შურისა და ჴდომისა და ყოვლისაგან423 ოცნებისა და მაჩუენებლობისა და ტყუვილისა და ზაკუვისა, და მიჴსენ მე, უფალო, ყოვლისაგან შემთხუევისა საძულელისა და ურვისა და ყოვლისაგან ბოროტადსიყუარულისა და ყოვლისაგან სურვილისა მავნებელისა და ყოვლისაგან ზუაობისა და ყოვლისაგან განსაცდელისა ბოროტისა, თავმოთნებისა და სიტყჳსა შეურაცხისა და ყოვლისაგან ქებისა და ცუდდიდებობისა424 და გმობისა და ყოვლისაგან გულისწყრომისა და ძჳრისჴსენებისა და ყოვლისაგან შეგინებისა და შფოთისა425 და ყოვლისაგან წინააღმდგომისა და სიტყჳსგებისა,  რისხვისაგან და ლალვისა. მიჴსენ მე, უფალო, ცოდვისა მიზეზთაგან და ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, საეშმაკოჲსა და კაცობრივისა, და ყოვლისაგან აღძრვისა ჴორცთაჲსა და სულისა უცხოქმნილისა;  განმწმიდე წყალობითა შენითა, მჴსნელო.

და აწ შეგივრდები426, უფალო, ვედრებითა,427 რაჲთა მომანიჭო მე და მომცე ყოველი კეთილი და უმჯობესი სარგებელი სულისა ჩემისაჲ და გარეწარმჴადენ და შემინდვენ ყოველნი ბრალნი ჩემნი და ყოველნი428 შეცოდებანი ჩემნი, რომელნი შეგცოდენ შენ გინათუ გონებითა, გინათუ სიტყჳთა, გინათუ საქმითა, ნებსით, გინათუ უნებლიეთ, ცნობითა და უმეცრებითა429, მძინარემან, გინათუ430 მღჳძარემან; არამედ  შეგივრდები შენ, უფალო სახიერო, ნუღარა მიმიშუებ მე და ნუცა მაუფლებ მე შეცოდებად შენდა მომართ და ნუცა შემიყვანებ მე განსაცდელსა, უფალო ღმერთო ჩემო431 კაცთმოყუარეო, არამედ  მიKსენ მე ბოროტისა ეშმაკისაგან და ყოველთაგან საქმეთა მისთა და უკეთურებათა432 მისთა და ღონისძიებათა მისთა და ყოვლისაგან სივერაგისა კაცთაჲსა და მანქანებისა,  რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, დამბადებელი ჩემი და433 მწყალობელი ჩემი და, მსგავსად უძღებისა მის შვილისა, ნუგეშინისმცემელი ჩემი, შემწე ჩემი და ჴელისაღმპყრობელი ჩემი; და434 შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი და შენ გევედრები, უფალო ღმერთო ჩემო: ვინ-მე რისხვასა შინა მოიჴსენის435 წყალობაჲ, ვითარ შენ, ღმერთო? კაცი განრისხებული იქმნ436 ბოროტსა, ხოლო შენსა რისხვასა უსწრის წყალობამან შენმან437, რამეთუ არავინ438 არს მსგავს შენდა, ძჳრუჴსენებელო უფალო, რომელმან უდაბნოსა კლდე განაპე და აცხოვნე439 წყურიელი ერი შენი. აწცა, უფალო, გარეწარაქციე სამართლადრისხვაჲ შენი ჩემგან. ნუმცა სძლევენ440 ცოდვანი ჩემნი აურაცხელთა მოწყალებათა შენთა, რაჲთა არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემზედა, და441 შემიწყალე მე აურაცხელითა მოწყალებითა შენითა, რამეთუ შენდა შუენის დიდებაჲ და მადლობაჲ და თაყუანისცემაჲ, სამებისა წმიდისა,  აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ, უკუეთუ მღდელსა დაცემაჲ შეემთხჳოს ძილსა შინა

შემდგომად დაცემისა მეყსეულად აღდგეს და თქუას:

კურთხეულ არს...

წმიდაო ღმერთო...

მამაო ჩუენო...

რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

კჳრიელეისონი 12-ჯერ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ... 3 გზის.

მიწყალე... სრულიად.

უფალო, შეისმინე ლოცვისა...

ღმერთო, შეწევნასა ჩემსა...

დიდებაჲ მაღალთა შინა...

მრწამსი

გჳჴსნენ, გჳლხინე...

ტროპარი და კონდაკი მის დღისაჲ442.

და ზედა ესე ტროპარი443

ჴმაჲ 3444

ვცოდე შენდამი, მაცხოვარ, ვითარცა უძღებმან შვილმან; შემიწყნარე მე, მამაო, მონანული ესე, და შემიწყალე მე. ვჴმობ შენდამი, ქრისტე მაცხოვარ, მეზუერისა მის ჴმასა, მილხინე, ვითარცა-იგი მას, და შემიწყალე მე.

 

ჴმაჲ 5445

მსწრაფლი ფარვაჲ და შეწევნაჲ შენი და წყალობაჲ გჳჩუენე მონათა შენთა, ქალწულო, და ღელვანი და ბოროტნი განზრახვანი დაამშჳდენ და დაცემული სული ჩემი აღადგინე, ღმრთისმშობელო, ვითარმედ უწყი მე, ქალწულო, რამეთუ ძალ-გიც, რაოდენიცა გენებოს.

წმიდაო ღმერთო...

ყოვლადწმიდაო...446

მამაო ჩუენო...

რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

სხუაჲ მუჴლები447

ჴმაჲ 7448

ვითარცა ჴელთა ავაზაკისათა შთავრდომილი და მოწყლული, ეგრეთვე შთავვარდი ცოდვათა შინა ჩემთა და მოწყლულ არს სული ჩემი. ვისსა მივივლტოდე მე, უბადრუკი ესე, არამედ  წინაშე მრავალმოწყალებისა შენისა მიმართ მოვივლტი, შენ, სულთა მკურნალისა. მომფინე ჩემზედა, ღმერთო, დიდი წყალობაჲ შენი.

ვითარცა უძღები იგი შვილი, მეცა მოსრულ ვარ წინაშე შენსა. შემიწყნარე, რომელი-ესე შეგივრდები, ვითარცა ერთი მუშაკთაგანი, სასყიდლით დადგინებული შენი, და შემიწყალე მე, ვითარცა კაცთმოყუარე ხარ.

 

ჴმაჲ 8449

გულისსიტყუათა ჩემთა ავაზაკნი დამესხნეს და წარტყუენვილ-ვიქმენ გონებითა მე, საწყალობელი, და ვიწყალ ბოროტად და მწარედ, და სული ჩემი აღივსო სალმობითა, და მისგამო ვძე მე შიშუელი კეთილთა საქმეთაგან გზასა ზედა საწუთოჲსასა, ხოლო მღდელმან რაჲ მიხილა მე450, საარებული წყლულებითა უკურნებელისა მისგან სენისა, უგულებელს-მყო; და კუალად ლევიტელმან სულთა განმხრწნელი იგი სენი ვერ იტჳრთა და თანაწარმჴდა; ხოლო შენ, რომელმან სათნო-იყავ, არათუ სამარიით451, არამედ  მარიამისაგან მოსრულო ქრისტე ღმერთო კაცთმოყუარეო, მომმადლე მე კურნებაჲ და მომფინე მე დიდი წყალობაჲ შენი.

ოდეს მოვიჴსენო მე დღე იგი საშინელი და ვჰგოდებდე მწარედ საქმეთა ჩემთა ბოროტთა, გულისჴმა-ვჰყოფ უკუდავისა მიმართ მეუფისა, რაჲ მიუგო მსაჯულსა მას უძღებმან ამან. მრავალმოწყალეო მამაო და მხოლოდშობილო ძეო და სულო წმიდაო, შემიწყალე მე.

რაჟამს დასჯდე სჯად, მაშინ შემიწყალე და განმიკითხე მე სიმართლით. ნუ შთამაგდებ მე ადგილსა მას, სადა-იგი არს გლოვაჲ და ტირილი, და ნუ განაცხადებ საქმეთა ჩემთა დაფარულთა და ნუცა მარცხუენ მე წინაშე შენსა ანგელოზთა თანა, არამედ  წყალობა-ყავ ჩემზედა, ღმერთო ჩემო, და შემიწყალე მე.

დიდებაჲ.

მე ვარ ხე იგი უნაყოფოჲ, უფალო, და მეშინის მოკუეთისაგან. უკუეთუ არა ვყო ნაყოფი კეთილი გამოღებად, მეგულების მოკუეთაჲ და ცეცხლსა მას უშრეტსა დადებად. ამისთჳს გევედრები შენ: ვიდრე დასჯად ჩემდამდე წინაჲსწარ-მომაქციე და მაცხოვნე მე.

აწ და.

სასოო სოფლისაო, სახიერო ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ მხოლოსა გევედრები: მოწყალე იქმენ ჩემ, ცოდვილსა ზედა, და ევედრე მოწყალესა ღმერთსა ჴსნად სულთა ჩუენთათჳს ყოვლისაგან განსაცდელისა, მხოლოო კურთხეულო.

უფალო შეგჳწყალენ 40-ჯერ.

და ზედა ლოცვაჲ ესე  მამისა ჩუენისა მაკარისი452

უხრწნელო, უბიწოო, ყოვლადმოწყალეო უფალო, რომელი აღმაღლდი კაცობრივ და ბუნებაჲ ჩუენი ხრწნილებისაგან შესცვალე და შეერთებითა უზეშთაესითა სრულიად წმიდა-ჰყავ, და რომელთა453 შენდა, მხოლოჲსა და ჭეშმარიტისა ღმრთისა, ჰრწამს, მადლსა შენსა მიანიჭებ, რომელმან უძლურებითა ჴორცთაჲთა ძუელსა მწიხნელსა ჩუენსა და დიდადმოქადულსა არცხჳნე, შენ, თავადო კეთილისმყოფელო უფალო, მეცა, ვნებათა შინა მყოფი და ცოდვისმოყუარე, ძილსა შინა ცთომათათჳს და ბუნებითთა შეგინებათა, წმიდა-მყავ ყოვლისაგან ბილწებისა  ჴორცთაცა და სულისა, და454 სიწმიდისა ჩემისა სანთელი დაუშრეტელად ვიდრე აღსასრულადმდე დამარხე, რაჲთა ჴორცთა ჩემთა ყოვლისავე შეხებითისა ვნებისა და ყოვლადწყუდიადისა და ღამითისა შეგინებისა ნისლისაგან ოცნებათაჲსა შეწევნითა შენითა განვერე და ბრწყინვალე ხილვაჲ გულისსათქუმელი და ტკბილი, უფროჲს თაფლისა და გოლეულისა,  წურთაჲ მსჯავრთა შენთაჲ დღე და ღამე წმიდითა სჳნდისითა მომანიჭე და ღირს-მყავ მე ზიარებად ცხოველსმყოფელთა და უკუდავთა საიდუმლოთა შენთა მეოხებითა უბიწოდმშობელისა შენისა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა. ამინ.

სხუაჲ ლოცვაჲ წმიდისა დიდისა ბასილისი

მრავალმოწყალეო, მოუკლებელო, შეუგინებელო, უხრწნელო, მხოლოო უცოდველო უფალო, განმწმიდე უჴმარი მონაჲ ესე შენი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთა და სულისა და უცნაურისა ამის შემთხუევისაგან, ჩემზედა მოსრულისა გულისწყრომისა მიერ, შთავრდომილი არაწმიდებასა, და სხუათა ყოველთა455 ჩემ მიერ ქმნილთა უსჯულოებათაგან გამომაჩინე უბიწოდ, მადლითა ქრისტეს შენისაჲთა, და განმწმიდე მე დანერგვითა სულისა  შენისა წმიდისაჲთა, რაჲთა განწმიდნეს ნაბრძჳლნი იგი არაწმიდებათა ჩემთანი და ჩუენებანი ეშმაკთანი, და ამისა შემდგომად ყოვლისა შეგინებისა საეშმაკოჲსაგან ღირს-ვიქმნე განწმედად სჳნდისისა ჩემისა.

აღახუენ მწიკულევანნი ბაგენი ჩემნი ქებად ყოვლადწმიდისა სახელისა შენ, მამისა, და ძისა [შენისა] და წმიდისა სულისა [შენისა], და შემდგომად საბრჴისა ამის ღირს-მყვენ უხრწნელად და უცოდველად [და] დაუსჯელად უხრწნელისა,  უკუდავისა,  წმიდისა და ცხოვრებისმომცემელისა საიდუმლოჲსა შეწირვად მხოლოდშობილისა ძისა შენისა,  უფლისა  ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენით, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

ლოცვაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ

კუალად შემიბრკუმა მე456, უბადრუკსა გონებითა. ბოროტითა ჩუეულებითა ცოდვასა ვჰმონებ. კუალად მთავარი ბნელისაჲ და გემოვნებისა ვნებათა მშობელი ტყუე-მყოფს მე და ვითარცა მონასა - დამონებად ნებასა მისსა; დამდაბლებულსა გულისთქუმათა ჴორციელთა მონებად მაიძულებს მე და რაჲ ვყო, უფალო ჩემო, უფალო მჴსნელო და შესავედრებელო შენდამი მოსავთაო? და457 კუალად შენდავე მოვიქცევი და სულთ-ვითქუამ და ვითხოვ შენდობასა ცოდვათა ჩემთასა, არამედ  ვძრწი და მეშინის, ნუუკუე დღითი-დღე აღვიარებდე და განგდებად ბოროტთა ჩემთა აღგითქუმიდე და ჟამითი-ჟამად ვცოდვიდე და არა შევსწირნე ლოცვანი ჩემნი შენ, ღმრთისა ჩემისა, და სულგრძელებაჲ შენი აღვადგინო რისხვად. და რაჲ უყო, უფალო, გულისწყრომასა შენსა? უწყი უკუე სიმრავლე მოწყალებათა შენთაჲ და უფსკრული კაცთმოყუარებისა შენისაჲ და კუალად შეუვრდები მოწყალებათა შენთა და ვჴმობ შენდამი: ვცოდე, ღმერთო, შემიწყალე მე, დაცემული ესე, და მომეც ჴელი შეწევნისაჲ მწჳრესა შინა გემოთასა დანთქმულსა ამას და ნუ მიტევებ მე, უფალო, განცდად უსჯულოებათა და ცოდვათა შინა ჩემთა, არამედ  მჴუმეველმან ჩუეულებითთა სიტკბოებათა შენთამან მიჴსენ მე მწიკულევანებისაგან და ბილწებისა ჴორცთა ჩემთაჲსა და ვნებულთაგან გულისსიტყუათა, რომელი შევაგინებ დღითი-დღე უბადრუკსა სულსა ჩემსა, რამეთუ, აჰა უფალო ღმერთო ჩემო, არა არს განწმედილი ადგილი ჩემთანა, არამედ  ყოველივე განკეთროვანდა და ყოველნი ჴორცნი ჩემნი აღივსნეს წყლულებითა.

შენ უკუე, ვითარცა მკურნალმან სულთამან და წყალობისა წყარომან, განწმიდენ ესენი458 ცრემლითა ჩემითა, განწმიდენ უხუებით, მოჰფინე ჩემზედა და დამასხ კაცთმოყუარებაჲ შენი და განკურნე შემუსრვილებაჲ ესე ჩემი და მომეც მე კურნებაჲ და სიწმიდე.

ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან; ვითარცა ცეცხლითა, დაწჳ საჴუმილი იგი უსასოებისა ჩემისაჲ,  არამედ  ვითარ-იგი სთქუ უტყუველმან ღმერთმან, ვითარმედ: "დიდი სიხარული იქმნების ცათა შინა ცოდვილსა ზედა მონანულსა", ესე აჩუენე ჩემზედაცა459 ცოდვილსა და ნუ დაჰჴშავ ყურთა მოწყალებისა შენისათა ლოცვასა ზედა სინანულისა ჩემისასა, არამედ460 განმიხუენ მე იგინი და, ვითარცა საკუმეველი, წარმართე წინაშე შენსა, რამეთუ იცი უძლურებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ461,  რომელმან დაჰბადე იგი.

დაივიწყენ და უგულებელს-ყვენ სიყრმითგანნი ცოდვანი ჩემნი და სინანული ჩემი შეიწირე, რომელი-ესე ჭეშმარიტებით გხადი შენ, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნეთა საუკუნეთასა462, ამინ.

და ყოს463 მეტანიაჲ 50 და ყოველსა მეტანიასა ზედა ესრეთ იტყოდის:

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე სახელისა შენისათჳს წმიდისა.

ანუ

უფალო შეგცოდე შენ, შემინდვე მე, უძღებსა ამას464.

ამისა შემდგომად თქუას:

რომელი ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა...

დიდებაჲ.

აწ და.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა...

სახელითა უფლისათა გუაკურთხენ მეუფეო...465

და ლოცვაჲ ესე

მეუფეო ღმერთო, მამაო ყოვლისა მპყრობელო უფალო... სრულიად.

წმიდაო ღმერთო...

მამაო ჩუენო...

რამეთუ შენი არს სუფევა.

უფალო, შეგჳწყალენ, 12-ჯერ.466

უპატიოსნესსა... სრულიად.

ზეშთამბრძოლისა...  სრულიად.

და იქმნების განსრულებაჲ467.

უკუეთუ ვისმე დაცემაჲ შეემთხჳოს ძილსა შინა

მას დღესა ნუ ეზიარების.

წმიდაო ღმერთო...,

მამაო ჩუენო...

თქუას

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ...

მუჴლთმოდრეკაჲ

მიწყალე...

გურწამსი

კჳრიელეისონი

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა...

მუჴლთმოდრეკაჲ

უფალო, შეგცოდე და შემინდვე...

მუჴლთმოდრეკაჲ 468

და ესენი:

ჴმაჲ ა

ყოველი ცხორებაჲ ჩემი ცოდვითა წარვაგე და აწ გევედრები შენ პირველ აღსასრულისა: შენდავე მომაქციე, ჰოჲ ცოდვილთა მოქცეულთა მწყალობელო და სახიერებისა წყაროო, ქრისტე ღმერთო, და მომმადლე წყალობაჲ შენი.

არმურსა ვნებათასა და გემოთა სოფლისათა შეეთხზა გონებაჲ უბადრუკისა სულისა ჩემისაჲ და გულისსიტყუაჲ სინანულისაჲ არა არს ჩემთანა, არამედ შეიწყალე, უფალო, სიგლახაკე ჩემი და მომეც სინანული, რაჲთა მეცა უღაღადო პირველ აღსასრულისა წყალობათა შენთა; ქრისტე, მაცხოვარო ჩემო, მაცხოვნე უღირსი ესე და განწირული, ვითარცა სახიერ ხარ.

დიდებაჲ

მწყემსო კეთილო, რომელმან დასდევ სული შენი ცხოვართა შენთათჳს, რომელმან იცნი დაფარულნი ცოდვანი ჩემნი, მხოლოო სახიერო, მომიძიე წარწყმედული ესე, მომიტაცე პირისაგან მგელთაჲსა, ტარიგო ღმრთისაო, რომელმან აღიხუენ ცოდვანი სოფლისანი, რაჲთა მარადის გიღაღადებდე: ქრისტე ღმერთო, შემიწყალე მე.

აწ და.

შესავედრებელი ხარ ძჳრთა შინა და დაგებაჲ ღმრთისა მიმართ ცოდვილთაჲ, ყოვლადწმიდაო დედოფალო,გჳჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან განსაცდელისა და სიბოროტისაგან კაცთაჲსა და საშინელისა სატანჯველისა და ვნებათაგან უპატიობისათა, რომელნი სარწმუნოებითა შეუორგულებელითა გხადით შენ, ყოვლადქებულო469 ქალწულო.

და მეყსეულად მეტანიაჲ რ

და ლოცვაჲ ესე:

ლოცვაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა მაკარისი

უხრწნელო, უბიწოო.. (იხ. ზემოთ)470

ლოცვაჲ ძილსა შინა დაცემასა ერისკაცისასა

მრავალმოწყალეო, ყოვლადდიდებულო, უბიწოო და შეუგინებელო უფალო, მხოლოო უცოდველო, განმწმიდე მე, მონაჲ შენი, ყოვლისა შემწიკულებისაგან ჴორცთა და სულისა და უბიწოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტეს შენისაჲთა და განმწმიდე მე დანერგვითა წმიდისა სულისა შენისაჲთა., რაჲთა განწმედილი [და] საცთურისა ამისგან განთავისუფლებული ღირს-ვიქმნე, ჟამსა კეთილსა, რჩეულთა შენთა თანა მისლვად და ზიარებად საშინელსა და შესაძრწუნებელსა საიდუმლოსა შენსა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ,  თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

------------------------------------------------------------------------------

ს ქ ო ლ ი ო ე ბ ი

16 - ამ ლოცვის განსხვავებული რედაქცია იხ. E-ში,1ვ-2

17 - მორწმუნენო (LDE)]მორწმუნენი M

18 - ლამპართა ბრწყინვალებითა (LDE)]ლამპრითა ბრწყინვალებითა M

19 - შეგჳწყალენ (DE)]შენ M (ხელნაწერებში დაქარაგმებული სიტყვა "შ~ე", რაც ნიშნავს: "შეგჳწყალენ", მოგვიანებით პირდაპირ იქნა წაკითხული როგორც "შენ" და ასევეა გამოქვეყნებული, მაშინ როცა აუცილებელია "შეგჳწყალენ")

20 - რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამოგუაჩინენ, შეგჳწყალენ ჩუენ, ყოვლადძლიერო, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ - L

21 - შენდა შუენის]შუენის შენდა E ( ასეა D-შიც, თუმცა გადამწერს მეორე სიტყვის თავზე  "ა" დაუსვამს, პირველისაზე კი "ბ", რითაც სიტყვათა რიგის შეცვლა მიუნიშნებია)

22 - ასეა ყველა დამოწმებულ ნუსხაში

23 - DEM

24 - ხისა მისგანი (L)]ხისა მისგან ცხორებისა DEM

25 - ცოდვითა M

26 - ჟამთა (DEM)]დღეთა L

27 - ნიჭითა (DEM)]ნებითა L

28 - გიპყრიან L

29 - გონებისა L

30 - მოჰხუედ D; მოხუედ M

31 - მოუდრიკენ DE

32 - შიშით E; - DM

33 - შენთანი LE

34 - ისმენს L

35 - გწთოდენ DEM

36 - ცოდვათაჲ, ღმრთისა - LE

37 - რაჲთა ... შემმოსო]რომელმან ... შემმოსე L

38 - სასუმელი L

39 - ს~ლი L

40 - ფარულთა L

41 - რომელმან დაჰჴაშ (LE)]რომელი დაჰჴშავ DM

42 - E

43 - მიუწდომელ არს განგებულებაჲ შენი, მეუფეო, გონებისაგან კაცობრივისა - LE

44 - წყალობასა L

45 - მოწყალებასა L

46 - შემიწყალე და შემიწყნარე (L)]მიწყალე და შემიწყალე DEM

47 - საქმითაჲთა L; საქმითათა M

48 - შეუცილებელისა (L)]შეუცვალებელისა DEM

49 - E

50 - ნიჭთა (EM ]ნიშთა D; ნიშებთა L

51 - ბუნებათაჲ (DEM)]ყ~თაჲ 9=ყოველთაA) L

52 - მომცემელისა (LDM)]მოცემულისა E

53 - უწოდე M

54 - იჩინე DEM; იჩინდე L

55 - მთავარანგელოზნი E

56 - მოძღუართა (L)]მართალთა DEM

57 - კრებული L

58 - მშობელი შენი (DEM)]ღმრთისმსობელი L

59 - განზრახვით DEM

60 - ნიჭებითა (LDE)]ნიჭიერებითა M

61 - მოჰკუედ (LDE)]მოჰხვედ M

62 - ესოდენი L

63 - ბრალთა (DEM)]ბოროტთა L

64 - შეიწყნარენ L

65 - ღამით და დღისით (U) - LM

66 - DEM

67 - დაჴსნილებითა ძილისაჲთა (U)]დაჴსნილობითა მრავლითა L;  დაჴსნილობისა ძილითა DEM

68 - საკრველთაგან ცოდვათა ჩემთაჲსა განმჴსენ (LDEM)]საკრველთაგან ცოდვისათა მიჴსენ U

69 - ღამით და დღით (LDEM)]დღისით და ღამით U

70 - დედოფალო U

71 - ეშმაკთასა (ეშმაკთა DE) ჩემზედა სიხარულსა (LDE)]ეშმაკთასა ჩემზედა სიხარულითა U; ეშმაკთა ჩემზედა მოხარულთა M

72 - უბიწოო L

73 - მიმთხუევად (LDMU) - E

74 - თანა წმიდათა (DEM)]წმიდათა თანა L

75 - მომმადლე (UDEM)]მომეც L

76 - E

77 - E

78 - ვედრებად (U)]ქებად LDEM (რადგან აღნიშნულ სიტყვებს სწორედ ვედრება მოსდევს და არა ქება, შესაბამისად, მართებული ჩანს U-ს მონაცემი: "ვედრებად")

79 - სულთა L

80 - მეოხებითა (UL)]ვედრებითა MDE

81 - სამადლობელი მდაბლისა რომანოზისი (L)]თქუმული გერმანოზ კონსტანტინოპოლელ პატრიარქისაჲ DM

82 - დედოფალო დედოფალო, ღმრთისმშობელო ღმრთისმშობელო (L)]დედოფალო დედოფალო, ღმრთისმშობელო E (სხვაგან ამავე E-ში დასაწყისად მითითებულია "დიდებულო დედოფალო"; იხ. აქვე, "შუაღამის გალობათა" დასასრულს) ; დიდებულო დედოფალო, ღმრთისმშობელო DM (და სხვ.)

83 - განაგრილე (DEM)]აღავსე L

84 - EM

85 - ყოვლადსაწადელსა მისსა და საშუებელსა მას (LDM) - E

86 - მისსა L

87 - უფალი E

88 - სხუაჲ ლოცვაჲ შუვაღამისაჲ  ქართული (DM)]ლოცვაჲ ქართული L; სხუა ლოცვაჲ შუვაღამისა წმიდისა დიდისა ბასილისა E

89 - + მონაჲ შენი DM

90 - აურაცხელსა მოწყალებასა შენსა (L)]აურაცხელთა შენთა მოწყალებათა DEM

91 - ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო (L)]მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო DEM (თუ აქ სახარებისეულ ტექსტს ვიგულისხმებთ, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ძველი ნუსხის, L-ის, მონაცემს, რადგან იოან. 20. 28 მუხლი ანლოგიურ გამონათქვამს შეიცავს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი", თუმცა, ცხადია, სხვა ნუსხათა მონაცემიც სავსებით გამართლებულია)

92 - წინაშე პირსა ნათლისა ამის შემომავალისასა და განქარდების ღამითი საცთური, ბოროტისაგან აღძრული მავნებელ[ად] მონათა შენთა, რაჲთა განიოტო და განსდევნო სიბნელე გონებისა ჩემისაჲ, შესულებულისაჲ, და განაქარვნე გულისსიტყუანი მწიკულევანნი და აღძრვანი, შემაგინებელნი სულისა ჩემისანი, და დაჰნერგო ჩემთანა შენმიერი იგი  მადლი, რომელი მიიღეს ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან შენდა სათნოყოფილთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ, რაჲთა მან მასწავოს მე, ვითარ-იგი ჯერ-არს სლვად ჩემდა შემომავალსა ამას დღესა და ყოველთა ნეშტთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ვიდრე განსლვად ჩემდამდე ამიერ სოფლით (L)]წინაშე პირსა ნათლისასა შემომავალსა ამას დღესა, რომელმან ყოველივე საცთური, მტერისა მიერ აღძრული, განსდევნე მონათა შენთაგან, განდევნე ჩემგანცა ბუნებაჲ ესე შესულებული და შემაგინებელნი სულისა ჩემისანი დაარღჳენ, და დანერგე ჩემ თანა მადლი შენი, რომელ მოიგეს ყოველთა წმიდათა შენთა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ, რაჲთა მან მასწავოს მე, თუ ვითარ ჯერ-არს სლვად სათნოდ წინაშე შენსა შემომავალსა ამას დღესა და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და ვიდრე განსლვადმდე ჩემდა ამიერ სოფლით DEM ( როგორც ვხედავთ, DEM-ის ტექსტი ფაქტობრივად სხვა რედაქციაა, რომელიც ასევე ძალიან საყურადღებოა; ზემორე ციტატა შესწორებულია ორთოგრაფიულ-პუნქტუაციურად)

93 - შენ ხარ, რომელმან (L)]რამეთუ შენ (- D) სთქუ DEM

94 - DEM-ში ციტირება გრძელდება მთ. 11.30-ის ჩათვლით

95 - წარმოვაცალიერენ (LD)]წარმოაცალიერენ M; წარმოვასრულენ E (წარმოვასრ~ლენ)

96 - დაღონებული (L)]და აწ სირცხჳლეული და კდემული DEM

97 - სიტყჳისაებრ შენისა ,ვითარცა-იგი (L)]მსგავსად ბრძანებისა შენისა, რამეთუ შენ DEM

98 - ინებე (L)]ყავ DEM

99 - L

100 - DEM

101 - რამეთუE

102 - იპოოს L

103 - სინანულითა L

104 - შეცოდებათა (L)]ცოდვათა ჩემთა DEM

105 - ბილწად და ლირბად (DEM)]ბილწებით L

106 - L

107 - მედგრობისა ჩემისათა - L

108 - აჰა ესერა]აწ DEM

109 - კდემული DEM

110 - ცალიერი DEM

111 - და კაცთმოყუარეო DEM

112 - ვენაჴსა მას ზედა სასყიდლისასა L]ვენაჴისა შენისა DEM

113 - და,  ვითარცა ჯერ-გიჩნდა, თანასწორ და ზიარ ჰყვენ მათთანა, რომელთა-იგი ეტჳრთა სიმძიმე და სიცხე დღისაჲ L]და უბრძანე მათ თანასწორად ზიარყოფად რომელთა-იგი იტჳრთეს სიგრძე დღისაჲ და სიცხე მზისაჲ DEM

114 - DEM

115 - ცოდვილისა და უღირსისა მონისა შენისაჲ (L)]ჩემი, უღირსისა და უჴმარისა მონისა შენისაჲ DEM

116 - დაღაცათუ არაღირსად ლმობიერ ვარ მსგავსად ცოდვათა ჩემთა (L)]დაღაცათუ არა წმიდა ვარ, არცა ლმობიერ მსგავსად ცოდვათა ჩემთა DEM

117 - მხოლოსა DEM

118 - ცხოვნებად (DEM)]ცხორებად L

119 - მისყიდულისა ამის ეშმაკთა საფარდულისა (L)]განსყიდულისა ამის ეშმაკთა საფარდულსა M; განსყიდული ესე ეშმაკთა საფარდულსა (საფარდელსა D) DE

120 - DEM

121 - DEM

122 - ღმერთო ჩემო (L)]იესუ სახიერო და კაცთმოყუარეოDEM

123 - რომელსა გშუენის ყოველი დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ, მამისა თანა სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ (L)]მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა უკუნისამდე. ამ DEM

124 - ცოდვათა E

125 - რამეთუ (DM)]არამედ E

126 - E

127 - აწ E

128 - ჴმობდ (M)]ჴმობდი DE

129 - DM

130 - E

131 - სულო ჩემო, უფლისა (DM)]ღმრთისა, სულო E

132 - მეუფემან და უფალმან, ჭირისაგან გიჴსნეს შენ ყოვლადვე. მოვედ, სულო ჩემო, უფლისა, სინანულით და ევედრებოდე მარადის შენთჳს ქუეყნად მოსრულსა და ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა მა – M; + მომეც და მეძვისა მისებრ მიიხუენ ცრემლნი ჩემნი M1

133 - ბნელისა მისგან წყუდიადისა (DM)]საუკუნოჲსა მისგან ბნელისა E

134 - E

135 - E

136 - და მაცხოვნე მე - E

137 - შუვაღამისა (DE)]შუვაღამესა M

138 - E

139 - ცოდვათა E

140 - E

141 - DM

142 - E

143 - ექმნებიან E

144 - სახიერო M

145 - უდები (E)]უდებებით M

146 - E

147 - M

148 - დამფარველთა (E)]დაფარულთა M

149 - E

150 - M

151 - E

152 - მცნებასა M

153 - მრავალრიცხულთა M

154 - თანაარსით მამით და სულით წმიდითურთ ]მამაო და ძეო და სულო წმიდაო, ერთარსებით ქებულო EM

155 - + E

156 - შემწე (DM)]თანაშემწე E

157 - რამეთუ (E)]რაჲთა DM

158 - რაჲთა (E)]ვითარმედ რაჲთა D; ვითარმედ, რომელსა M

159 - მცირედ M

160 - + და M (არ არის LDE-ში)

161 - სატანჯველთა (L)]სატანჯველთაგან DEM

162 - L

163 - მოგზაურსა (M)]მოგზაურთა LDE

164 - შემეწიე (L)]მეწიე DEM

165 - მტერთა DEM

166 - L

167 - იგი E

168 - ჴორცთა ამათ მბრძოლთაჲ (L)]ჴორციელთა ბრძოლათაჲ DEM

169 - ზუაობაჲ (LDEძ)]ზღუაობაჲ M

170 - DEUM

171 - ჰამრობასა (LE)]ჰარმობასა U ; ამრობასა D

172 - მისსა (EUM)]მისა D; მამისა L

173 - საუკუნეთა მათ და მოუთმენელთა სატანჯველთაგან (ტანჯვათაგან U) მიჴსენ (LDUM) - E

174 - E

175 - +ქალწულო E

176 - ყოველნი ცოდვანი და ბრალნი და უსჯულოებანი (L)]ყოველნი ბრალნი და უსჯულოებანი DM; ყოველნი ცოდვანი და ბრალნი U; ცოდვანი და ბრალნი E

177 - მკჳდრობაჲ (DEUM)]მკჳდრყოფაჲ L

178 - საუკუნეთა საუკუნეთასა (L)]უკუნითი-უკუნისამდე UM (DE-ს აკლია)

179 - + დედოფალო D

180 - გჳოხე და გჳღუაწე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა (U)]ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, იღუაწე სულთა და Kორცთა ჩუენთათჳს წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა DEM; - L

181 - უფალო შეგჳწყალენ 40 (M)]კჳრიელეისონი მ LDE

182 - ბრალთაცა  (DEM)]ბოროტთა L

183 - DM

184 - L-ში სამებისადმი მიძღვნილი დასდებლები ანუ ტროპარები ყველგან გამოტოვებულია

185 - განმარინე E

186 - აურაცხელითა მოწყალებითა (L) - DEM

187 - DEM

188 - L

189 - უწყნი (DM)]უწყი E; იცნი L

190 - განანათლე LE

191 - შეგინებათა (LE)]შეგინებითა M; შეგინებულთა D

192 - სული (DEM)]გული L

193 - DEM

194 - ვნებათა მიერ (DEM) – L

195 - და DEM

196 - განხრწნისაგან L

197 - სასოწარკუეთისასა (LDE)]სასოწარკუეთილისასა M

198 - ქმნული E

199 - +და DE

200 - აწ (DEM)]ჩუენ L

201 - ბრძანებაჲ შენი (DEM) - L

202 - არამედ  სრულიად ნუ მიმცემ მეუფეო, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო (DEM)]გარნა ნუ მიმცემ ჩუენ სრულიად, მაღალო, მამათა ჩუენთა ღმერთო L

203 - მოეც L

204 - გამოვიხატავთ L

205 - ღმერთსა L

206 - შენთა (LDE)]მნეთა M

207 - + და DM

208 - ნათლისაგან მამისა (DEM)]მამისაგან ნათლისა L

209 - სამგუამოვნად (E)]სამგუამოვნებით DM

210 - იხილვების E

211 - სამმნათობიერი ერთბრწყინვალებაჲ (E)]სამნათობიერი ერთი ბრწყინვალებაჲ DM

212 - ეს დასდებელი ანუ ტროპარი, რაც გვხვდება LDE-ში, M-ში შეცვლილია სხვა დასდებლით: "ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი და მოუძლურდებიან ზეცისანი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უზეშთაეს იქმენ. შეიწირე სარწმუნოებაჲ ჩუენი; უწყი სიყუარული შენი და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა, გადიდებთ"

213 - უხრწნელი DEM

214 - ბუნებისა საზღვართა (DEM)]ბუნებათა საზღვარსა L

215 - მიეგებოდით (LE)]მივეგებვოდეთ DM

216 - სული L

217 - E

218 - დიდებად (LE)]ვედრებად DM

219 - უხრწნელითა E

220 - წარმოდგომილ (DE)]წარდგომილ M

221 - ღმრთისა-დედაო (DEM)]დედაო ღმრთისაო L

222 - L

223 - ღრჭენისაგან DM

224 - ეს დასდებელი ანუ ტროპარი არ არის L-ში (ისევე, როგორც მომდევნო სამი მითითება)

225 - ამ ლოცვის სრული ტექსტი იხ.ზემოთ (შუაღამის მეოთხე ლოცვა)

226 - სახეობისათჳს (E; L: სახეობისა)]სახიობისათჳს DM ("სახეობისათჳს", როგორც ჩანს, ნიშნავს: "სახის ანუ ნიმუშის მოცემისათვის", "სახედ, ნიმუშად გახდომისათვის")

227 - + შენისასა L

228 - იოანნი U

229 - ჩემ (DEM)]მე U

230 - გულისთქუმასა U

231 - ნგორვებული U; მწუბებელი E

232 - არაოდეს ვინებე (DEM)]ვის უსმინე U

233 - საცინელად (EU)]საწუნელად DM (აშკარაა, რომ ნუსხური "ცი", რაც დაწერილობითად უიგივდება ნუსხურ "წ"-ს, გახდა მიზეზზი ზემორე აღრევისა; ე. ი. "საცინელად" ჯერ ამოკითხულ იქნა როგორც "საწნელად", რაც დაქარაგმებად აღიქვეს და ასე "გახსნეს": "საწუნელად")

234 - ჩემებრთა]ჩემებრ U

235 - და (EU) - DM

236 - ზეშთაგარდამატებულობით U

237 - სული თანადაყოლითა (EU)]სულითა, და ყოვლითა M; სულითა. და ყ~ითა D

238 - ვინ არა მიგლოვდეს მე, უბადრუკსა, ვინ არა მგოდებდეს მე, დასასჯელსა (DUM)]ვინ არა მიგლოვდეს მე, დასასჯელსა, ამიერითგან ვინ არა მგოდებდეს მე, უბადრუკსა E

239 - აღვაგზენ რისხვაჲ შენი და უზეშთაეს ბოროტი შენ წინაშე ვყავ (U)]აღვაგზენ რისხვაჲ შენი, მე მარტომან ბოროტი შენ წინაშე ვყავ DEM

240 - ზეშთა U

241 - საუკუნითგან EU

242 - + და E

243 - DEM

244 - მოდერკ (DEU)]მოჰსდრეკ M

245 - ეს მართებული ფორმა სახეზეა ოთხივე ტექსტში

246 - წარმოდგომილ (DE)]წარდგომილ UM

247 - აღხილუად M; ახილვად DEU

248 - ცათაჲსა (U)]ცისა DEM

249 - ცოდვათა DEM

250 - აღხილუაჲ M; ახილვად DEU

251 - განმართებისა U

252 - მოქცევითა U

253 - საუკუნეთა მიმართ საუკუნეთასა (EU)]საუკუნეთა უკუნისამდე DM

254 - ბოროტსა (DM) - E

255 - მოწყალებათასა (DM)]მოწყალებათა შენთასა E

256 - E

257 - E

258 - E

259 - პირსა ჩემსა (E)]თუალთა ჩემთა DM ( შდრ. ფს. 140.3: "დასდევ, უფალო, საცოჲ პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა")

260 - DM

261 - ხედვად D

262 - მრუმებითა E (გადამწერისგან თავზე დასმული აქვს დაეჭვების გამომხატველი ნიშანი: ")

263 - პირთა ჩემთა E

264 - კეთილისმოყუარისა (DE)]კეთილისმოყუარეთა M

265 - სულნი და ჴორცნი ჩემნი DEM

266 - ვნებათაჲსა E

267 - ეშმაკთასა E

268 - ყოვლისაგან ბოროტისა (DM)]ყოველთაგან ბოროტთა E

269 - ეს აბზაცი აკლია E-ს

270 - განსლვად E

271 - მხიარულებად E

272 - E

273 - D

274 - მომადლე D; მიჰმადლე E

275 - თხოვაჲ E

276 - ჩუენზედა E

277 - აღრიცხვაჲ DEM

278 - რამეთუ DM

279 - ნასხმანნი DEM

280 - დაიჴსნებიან (DE)]და იხსენებიან M

281 - დაბადებულთაგან E

282 - E

283 - რაჲმე E

284 - ესეოდენთა E

285 - წარვდგეთ E

286 - ჩუენთანი E

287 - E

288 - პირველად  (DE)]არამედ M

289 - კეთილთაგან  (DE)]ტკბილთაგან M

290 - ნუ დამაგდებ (DM) - E

291 - ესე ოდენ D

292 - მოწყალეო და - DM

293 + და E

294 - თანაწარსლვასა E

295 - ვიდრეღარა DEM

296 - კეთილად-ჰყვენ E

297 - E

298 - წყალობითა (L)]მოწყალებითა DEM

299 - თანაწარსლვასა ამას სიგრძესა ღამისასა მშჳდობით - L

300 - ყოველსავე შინა (L)]ყოვლისავე DEM

301 - DEM

302 - ჩუენთასა DEM

303 - DEM

304 - L

305 - მონათა შენთა - L

306 - მღდელმან: რომელი-იგი არს კურთხეულ, ქრისტე [მერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ] (L)]რომელი ხარ კურთხეულ (კაცთმოყუარე DM) ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ DEM

307 - ბერძნულში არ არის

308 - E-ში გვაქვს: "კირ ფილოფეისა" (სახელს "ფილოფეისა" თავზე უზის დაეჭვების ნიშანი "). ხომ არ არის "კირ"  უთარგმნელად გადმოსული ბერძნული κυριος ( ე.ი. "კირ ფილოფეისა" ხომ არ ნიშნავს: "უფალ ფილოფეისა"?)

309 - კონსტანტინეპოლელ არქიეპისკოპოსისაჲ (DM)]არქიეპისკოპოსისა კონსტანტინე ქალაქისა

310 - M

311 - ანუ DEM

312 - მხადველი E

313 - უსმენელ (უსმენილ DM) იქმნა შენ მიერ]არასმენილ შენგან განვიდა E

314 - ზღუაჲ E

315 - და ყოველნი ტომნი (DM)] ყოველნი ხოლო მუჴლნი E

316 - მორწმუნეთა E

317 - ყოვლადწმიდაო E (D-ს აკლია: "ყოვლადწმიდასა, და ძრწოლით პატივ-ვსცემთ")

318 - კრძალვით E

319 - პატივს-ვსცემთ E

320 - არავინ DM

321 - თანასამარადისოჲთ მამით და სულით ყოვლადწმიდითურთ (DM)]თანა მამით მარადის და სულით წმიდით, მიერ E

322 - DM

323 - სურვილით DM; სყ~რლდ E (= სიყუარულად) (უნდა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველ ტექსტში იყო ძველი ქართულისთვის ბუნებრივი "სურვიელად", რადგან არც "სურვილით" და არც "სიყუარულად" კონტექსტს არ შეესაბამება. აღნიშნული სიტყვა, ერთი მხრივ, მცდარად გამარტივდა, როგორც "სურვილით", რადგან, ჩანს, გადამწერმა ვერ გაიგო ძველი ქართული "სურვიელად"; მეორე მხრივ, ქარაგმა "სრ~ლდ", ასევე ვერგაგების საფუძველზე, გადაკეთდა, როგორც: სყ~რლდ”)

324 - ეს სიტყვა, რაც დასტურდება ნუსხებში, ცხადყოფს, რომ წინამდებარე ლოცვა გვიანდელი თარგმანია, რადგან ძველი ქართულისთვის უცხოა ფორმა "ჩუეულებრივი" (უნდა ყოფილიყო ან "ჩუეულებისაებრი" ან "ჩუეულებითი")

325 - თჳსი E

326 - DM

327 - ბილწთა DM

328 - ჩემთა [გამო]]ჩემთაგან (ეს სიტყვა, რაც თარგმანისეულია, ცხადყოფს, რომ მთარგმნელი ვერ არის სათანადო სიმაღლეზე, რადგან სტილური ხარვეზები ტექსტში არაიშვიათია)

329 - კეთილმსახურებაჲ E

330 - სახიერებაჲ E

331 - შეწყალებულყოფად E

332 - DM

333 - ყოველი (ყოველნი DM) მისა მიმართ შესაძლებელ არს]ყოველნი მისა მიმართ შემძლებელ არიან E

334 - ხოლო გარნა E

335 - + თანა (ეს მეორე "თანა", რაც დასტურდება ნუსხებში და, შესაბამისად, მთარგმნელისეული უნდა იყოს, კვლავ მკვეთრად ცხადყოფს თარგმანის სტილურ ხარვეზებს)

336 - და ლოცვასა - DM

337 - ოდესმე ძუჱლ E

338 - მჴედართმძღუანებლობითა

339 - ეშმაკისა DM

340 - მჴედარნი E

341 - + მიერ (მ~რ) E

342 - ზეცითცურევითა (EM)]ზეცით ცუარითა D

343 - DM

344 - E

345 - წარმოტყუენეს E

346 - შენთა M

347 - ანგჰარებისათა დ; ანგაჰარებისათა E

348 - დამჭრეს E

349 - მთხრებლსა ცოდვისასა შეწყუდეულსა ამას უსმინოებაჲ და გულქვაობაჲ ზედადამდვეს მე, რამეთუ კნინღა განვიცდი (DM)]და მთხრებლსა  მას ცოდვისასა შემაწყუდიეს მე, უსმინოებაჲ და განქვაებაჲ გულისაჲ ზედადამდვეს მე, რამეთუ ძლითღა განვიხილავ E

350 - გოდებით და ცრემლით (DM)]გოდებითა ცრემლით E

351 - მეფისა E

352 - ხოლო სირცხჳლად (DM)]და სირცხჳლად ხოლო E

353 - შეწევნასა E

354 - ზეშთამბრძოლისა ჩემისა (DM)]ზეშთამჴედართმძღუანველისა E

355 - აკათისტოსა (E)]აკატისტოსა D; აკათისხოსა M

356 - მადლობასა E

357 - DM

358 - დღესა ხოლო (E)]ხოლო დღესა DM (აშკარაა, რომ მთარგმნელისეული უნდა იყოს "დღესა ხოლო", რადგან ჩანს მცდელობა "ხოლო"-ს შესატყვისი ბერძნული  δε-ს კალკირებისა მდებარეობის მიხედვითაც)

359 - უღირსსა ამას DM (ამას – E)

360 - E

361 - სულისა ხოლო (E)]ხოლო სულისა DM (აქაც E-ს ტექსტი ბერძნულის კალკირების ნიმიუშია)

362 - ჴორციელნი D

363 - განაქარვენ (DM)]დაჰკარგენ E (აქაც, საფიქრებელია,  E-ს ტექსტი მთარგმნელისეული იყოს, რასაც შემდაგში რედაქტირება განუცდია)

364 - კნინისა ამის ცხოვრებისა ჩემისა გზაჲ კეთილად და დაუბრკოლებელად უძლო განვლად (DM)]გზა მცირედჟამ ცხოვრებისა ამის კეთილად უძლო ზ~ა უბრკოლებელად განვლად E

365 - შინა (D)]შ~ნი E; შენთა M

366 - E

367 - ე

368 - მარტოსათჳს E

369 - +შენთჳს იქმნა უფალი ძალთა ჩუენთანა (ძ~ლთა ჩ~ნ თ~ა ?) და E; შენ მიერ იქმნა უფალი ძალთა ჩუენთა (ძ~ლთა ჩ~ნთა ?) და D; - M

370 - არაღირსთა E

371 - მონათა შენთათჳს (DM)]მონათათჳს E

372 - გარემოდგომილისა ვნებისა (DM)]გარემოდგომისა E

373 - DM

374 - რამეთუ რაჲთა E

375 - + ყოვლისათჳს DM

376 - წმიდისა DM

377 - სხუაჲ ლოცვაჲ სავედრებელი]ლოცვაჲ E

378 - უფლისა მიმართ იესუ ქრისტჱსა - DM

379 - ჩემ უღირსსა[ცა] ზედა]ჩემზედა უღმრთოსა E

380 - სასუფეველისა შენისა E

381 - შევჰვარდი U (ამ სიტყვას E-ში თავზე დასმული აქვს დაეჭვების ნიშანი: ")

382 - U

383 - ჩემისა E

384 - ცოდვათა DEM

385 - ზეშთა ყოველთა ბუნებათა (U)]ყოველთა ზეშთა ბუნებათა EM; ყოველთა ბუნებათა ზეშთა

386 - M (D-ში თავზეა ჩამატებული)

387 - + და DEM

388 - D-ში თავზეა ჩამატებული

389 - D-ში თავზეა ჩამატებული; - M

390 - წყალობაჲ შენი  (DEM)]შენი წყალობაჲ U

391 - + შენი DM

392 - მე უმადლოსა და უგულისჴმოსა - M

393 - და – წესითაცა,  და უცხოსა (E)] და - წესითაცა,  და უცხოჲ U; და წესითაცა  უცხოსა DM

394 - კეთილისმოქმედებისაგან (DEM)]კეთილისა მოქმედებისაგან U

395 - ჩემი DM

396 - ვიქმნა E

397 - DEM

398 - წმიდისა იოვანე დამასკელისაჲ - M

399 - აღმგებელო (M)]ამგებელო DEU

400 - M

401 - მეცნიერებითნი (U)]მეცნიერებით DEM

402 - უძღებობისა E

403 - E

404 - მიტევებ E

405 - E

406 - E

407 - და სენნი სხეულისა ჩემისანი - E

408 - და ესენი - DM

409 - DM

410 - Tit. გმადლობისა ლოცვაჲ თქუმული წმიდისა მაკარისი (M)]გმადლობისი მაკარისი, ოდესცა გინდეს Q; ლოცვაჲ თქუმული წმიდისა მარკოზისი D; გმადლობისი თქუმული მაკარისი E

411 - Q

412 - არამედ სულგრძელ მექმენ მე და არა ასწრაფე მოგებად კადნიერებათა ჩემთაებრ (QE) – DM (E-ში მიწერილია აშიაზე)

413 - ბევრისა სიკუდილისა]ბევრის სიკუდილის E

414 - უსჯულოებათა ჩემთათჳს (Q)]უსჯულოებათათჳს DEM

415 - ფრაზა "და აწ, რაჲთა", რაც დასტურდება ნუსხებში და, შესაბამისად, მთარგმნელისეული უნდა იყოს, მკვეთრ სტილურ ხარვეზს ქმნის

416 - მოქცევად შიშსა შენსა (DEM)]მიმოქცევად შიშსა შენსა ქუეშე Q (Q-ს მცდარობას ტექსტის მომდევნო ნაწილიც ადასტურებს: "ინებო მოქცევაჲ ჩემი შიშსა შენსა")

417 - და შიშსა შენსა - Q

418 - სულიერთა E

419 - M

420 - წარვწყმდე  მე]წარვწყმდე DEM; წარმწყმიდო მე Q (ჩანს, Q-ს მონაცემი მთარგმნელისეულია, რაც შემდეგ შეუსწორებიათ აზრობრივად)

421 - რაჲთა განსწმიდო (QE)]და განწმიდე DM

422 - E

423 - ყოვლისა Q

424 - ცუდდიდებობისა (DM)]ცუდადდიდებისა QE (საფიქრებელია, რომ QE ინარჩუნებს მთარგმნელისეულ ფორმას, რაც შემდეგ გასწორდა)

425 - ყოვლისაგან შეგინებისა და შფოთისა (Q)]ყოვლისა შფოთისა DEM

426 - გევედრები Q

427 - ვედრებით DEM

428 - ყოველნი (QE) - DM

429 - ცნობითა და უმეცრებითა (DM)]და უცნობითა და ოცნებითა Q; ცნობითა და ოცნებითა E

430 - გინა Q

431 - DEM

432 - უკუჱთურებათა Q

433 - DEM

434 - Q

435 - მოიჴსენოს E

436 - იქმენ Q

437 - DEM

438 - ვინ DEM

439 - განაძღე DEM

440 - სძლევენ (QE)]სძლევნ DM

441 - Q

442 - ტროპარი და კონდაკი მის დღისაჲ (M)]ოხითაჲ; იბაკოჲ მის დღისაჲ D

443 - და ზედა ესე ტროპარი (M)]და ზედა ოხითაჲ ესე D

444 - ჴმაჲ ბ D

445 - ჴმაჲ ა  გუერდი D

446 - D

447 - მუჴლები (D) - M

448 - ჴმაჲ გ  გუერდიD

449 - ჴმაჲ დ  გუერდიD

450 - D

451 - სამარით M

452 - მამისა ჩუენისა მაკარისი (UE)]მარკოზ მონაზონისაჲ M

453 - ძალთა M

454 - აქ ნუსხებში (და მათ საფუძველზე გამოცემებშიც) დასტურდება ვრცელი მონაკვეთი, რაც მთლიანობაში უკიდურესად გაუმართავია და შინაარსობრივად გაუგებარი: "და ჴსენებაჲ ამისი ცოდვისა მიმართ, გინათუ შურითა კეთილისმოძულისა მიმართ განგდებულისა სატანაჲსითა, სიზმრებრივისათჳს ხოლო შეგინებისა,  ანუ უზრუნველობისათჳს სავნებელთაჲსა და ბუნებასა ზედა ჩუენსა ბოროტისა მეცნიერებასა მძლავრისასა უზეშთაეს გამომაჩინე და ამიერითგან განმაძლიერე მე საჭურველთა ზედა მძლავრისათა და ბრძოლათა ყოვლადძლიერითა მადლითა შენითა და აწ უზენაესსა პირად-პირადთა განსაცდელთა მისთაგან დამიცევ". როგორც ჩანს, სწორედ ტექსტობრივი გაუგებრობა გახდა მიზეზი იმისა, რომ D-ს გადამწერმა საერთოდ ამოიღო აღნიშნული ლოცვა. საზოგადოდ, D-ს ტექსტი ზემორე განგებისა თითქმის სიტყვა-სიტყვით თანხვდება M-ისას. საყურადღებო სწორედ ისაა, რომ განსხვავება თავს იჩენს მხოლოდ იქ, სადაც M-ში სენებული ლოცვის ციტირება იწყება, თუმცა თვით ტიპიკონური შენიშვნა, რაც ლოცვას უძღვის წინ, მათ შორის კვლავაც საერთოა. მართლაც, D-შიც, M-ის მსგავსად, ვკითხულობთ: "და ზედა ლოცვაჲ", თუმცა ამ სიტყვებს მოსდევს არა "მარკოზ მონაზონისაჲ", არამედ: ‘წმიდისა დიდისა ბასილისი"  (ბასილის ლოცვა M-ში ზემორე ლოცვის  მომდევნოდაა). აქედან, ვფიქრობთ ცხადი ხდება, რომ მარკოზ-მაკარის ლოცვა D-ს გადამწერის მიერ შეგნებულადაა გამოტოვებული, რისი მიზეზიც ლოცვის ტექსტობრივი მცდარობა უნდა იყოს. ამავე მიზეზით ჩვენც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მართალია, არა მთელი ლოცვის, მაგრამ იმ მცდარი ტექსტობრივი მონაკვეთის ამოღება, რასაც სქოლიოში ვუთითებთ.

455 - D

456 - EU

457 - U

458 - განწმიდენ ესენი (EM)]განმწმიდენ ესე U (U-ს მონაცემის მცდარობას ააშკარავებს დაბოლოება ზმნისა "-ენ", რაც აუცილებლად მრავლობითში მოითხოვს პირდაპირ დამატებას. ე. ი. უნდა ყოფილიყო: "განმწმიდენ ჩუენ" ან "განმწმიდე ესე". ნაცვალსახელი "ესე" ცხადყოფს, რომ სწორედ მას გულისხმობდა ზემორე ზმნა, მაგრამ გულისხმობდა მრავლობითში. ასე რომ, ტექსტის შემცვლელმა, რომელმაც ობიექტის პირველ პირში გადაიყვანა ზმნა, შესაბამისად, მხოლობითად გადააკეთა ნაცვალსახელიც, მაგრამ დაავიწყდა, რომ ზმნისთვის ჩამოეცილებინა პირდაპირი დამატების მრავლობითობის აღმნიშვნელი "-ნ")

459 - ჩემზედა EU

460 - + შენ E

461 - ჩემისაჲ M

462 - კურთხეულ ხარ საუკუნეთა საუკუნეთასა (EM)]კურთხეულ ხარ შენ საუკუნეთა უკუნისამდე U

463 - იყოს M

464 - ანუ: უფალო შეგცოდე შენ, შემინდვე მე, უძღებსა ამას – D

465 - სახელითა უფლისათა გუაკურთხენ მეუფეო - D

466 - უფალო, შეგჳწყალენ, 12-ჯერ (M)]ფს~ნი იბ D (D-ს გადამწერს "კს~ნი", რაც კჳრიელეისონს ანუ იმავე "უფალო, შეგჳწყალენ"-ს ნიშნავს, მცდარად ამოუკითხავს, როგორც: "ფს~ნი", რაც "ფასალმუნს" ნიშნავს)

467 - აქ M-ში მოსდევს ტიპიკონური შენიშვნა, რაც არ არის D-ში: "უკუეთუ იყოს ჩუენებითა ეშმაკისაჲთა განჴურვებაჲ, მღდელმან ჰყოს წესი ესე. უკუეთუ საჭიროებაჲ იყოს, სწიროს და ერისკაცი საზიარებელი თუ იყოს, აზიაროს, ხოლო უკუეთუ სიმთრვალისა გამო იყოს, ნუ იქმნების მიახლებაჲ მათი, მსგავსად კანონისა მის, მეოთხისა დიონისისი, დიდისა ათანასისი,  დიდისა ბასილისი, სჯულისკანონისა და საგანშორებელოჲსა წიგნისაგან იძიე თავი 20 და 28."

468 - უკუეთუ ვისმე დაცემაჲ შეემთხჳოს ძილსა შინა: მას დღესა ნუ ეზიარების. წმიდაო ღმერთო...; მამაო ჩუენო... თქუას. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ...გ; მუჴლთმოდრეკაჲ გ; მიწყალე... გ; გურწამსი; კჳრიელეისონი რ; ღმერთო, მილხინე ცოდვილსა...; მუჴლთმოდრეკაჲ ნ; უფალო, შეგცოდე და შემინდვე...; მუჴლთმოდრეკაჲ ნ და ესენი (U)]უკუეთუ ვისმე დაცემაჲ შეემთხჳოს ძილსა შინა: მას დღესა ნუ ეზიარების. სამი მიწყალე თქუას: მიწყალე... სრულიად; დიდებაჲ. აწდა. გურწამსი; სრულიად; წმიდაო ღმერთო...; მამაო ჩუენო...; მოვედით, თაყუანის-ვსცეთ...; კუალად: : მიწყალე... სრულიად; და კუალად: წმიდაო ღმერთო...; მამაო ჩუენო...; მოვედით, თაყუანის-ვსცეთ...; მიწყალე...; დიდებაჲ. აწდა.  კჳრიელეისონი რ; ღმერთო, მილხინე ცოდვილსა...; ორმოცდაათი; უფალო, შეგცოდე და შემინდვე...; ორმოცდაათი; მუჴლთმოდრეკაჲ  ორმოცდაათი E

469 - ყოვლადქებულო (E)]ყოვლადწმიდაო U

470 - მოსდევს: "ლოცვაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ: კუალად შემიბრკუმა..." სახეზეა E-ში (იხ. მაკარის და იოანე ოქროპირის ლოცვები აგრეთვე   ზემოთ, "მღვდლის დაცმის" განგებაში)

 

"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ"
ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III, თბილისი, 2006 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:50)