Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვით

[ბრწყინვალე შჳდეულში, ნაცვლად ლოცვანში მითითებული დილა-საღამოს ლოცვებისა, იკითხება პასექის ჟამნი]

ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების-შინათა ცხოვრებისმიმნიჭებელი (3-გზის).

აღდგომაჲ ქრისტესი ვიხილეთ, თაყუანის-ვსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესუს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ჴმა-ვყოთ: ჯუარსა შენსა თაყუანის-ვსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ შენსა გარეშე სხუაჲ ღმერთი არა ვიცით; მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყუანის-ვსცეთ ქრისტჱს, ღმრთისა ჩუენისა, აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯუარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისაჲ. მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯუარცუმაჲ თავს-იდვა ჩუენთჳს და სიკუდილითა სიკუდილი განაქარვა (3-გზის).

 

იბაკოჲ, ჴმაჲ 4

ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული და ანგელოზისაგან ესმა ჴმაჲ საწადელი: ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა? იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი, წარვედით და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკუდილი მოკლა მჴსნელმა ჩუენმან და აღდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისაჲ და მაცხოვარი კაცთა ნათესავისაჲ.

კონდაკი, ჴმაჲ 8

დაღაცათუ ნებსით თჳსით საფლავად შთაჰჴედ, უკუდავო, არამედ  ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

ტროპარი.

საფლავად ჴორცითა შეხუედ, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა, ვითარცა ღმერთი, და სამოთხეს ავაზაკისა თანა და საყდართა მამისა და სულისა თანა განუშორებელ იყავ, ქრისტე, რომელი ყოველსავე აღავსებ, გარეშემოუწერელო უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ცხოვრებაშემოსილსა და ვითარცა უშუენიერესსა სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოჩნდი მჴსნელად ყოვლისა სოფლისა,  აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათელთაჲ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და გამოჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყაროჲ ჩუენისა აღდგომისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

 

ღმრთისმშობელისაჲ:

ზეგარდმო განწმედილ იქმენ, ღმრთისა სამკჳდრებელო; გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მიეცემის სიხარული ყოველთა, ღმრთისმშობელო, რომელნი გიღაღადებენ შენ სიხარულით: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, ყოვლადუბიწოო დედოფალო.

უფალო შეგჳწყალენ 40-ჯერ

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

უფალო შეგჳწყალენ 3-გზის

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ. ამინ.

 

"ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმობლისაჲ"
ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ
გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. III, თბილისი, 2006 წ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 APRIL 2017 10:13)