Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წიგ­ნი X

 

სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის მე­ა­თე წიგ­ნი შე­ი­ცავს შემ­დეგს:

 

I.   ღვთის­გან ჩვენ­თვის ბო­ძე­ბუ­ლი მშვი­დო­ბის შე­სა­ხებ.

II.  ეკ­ლე­სი­ა­თა აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ.

III. ყვე­ლა ად­გილ­ზე [წარ­მო­ე­ბულ] გა­ნახ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ.

IV. შეს­ხმი­თი სიტ­ყვა სა­სი­ხა­რუ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო.

ეკლესიათა აგებასთან დაკავ­ში­რე­ბით წარ­მო­თქმუ­ლი შე­სხმი­თი სი­ტყვა, მი­ძღვ­ნი­ლი ტვი­რო­სელ­თა ეპისკოპოს პავლინესადმი.

V.  ქრის­ტი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­იმ­პე­რიო კა­ნო­ნე­ბის ას­ლე­ბი.

ასლი სხვა საიმპერიო დად­გე­ნი­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც ასე­ვე იქ­ნა შე­ქმნი­ლი, და აღ­ნიშ­ნავს, რომ ძღვე­ნი მხო­ლოდ კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ას უნ­და მი­ე­ცეს.

ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშ­ვე­ო­ბით ბრძა­ნებს ეპის­კო­პოს­თა სი­ნო­დის რომ­ში გა­მა­რთვას ეკ­ლე­სი­ა­თა ერ­თო­ბი­სა და ერთ­სუ­ლოვ­ნე­ბის გამო.

ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშ­ვე­ო­ბით ბრძა­ნებს, მე­ო­რედ გა­ი­მარ­თოს სი­ნო­დი ეპის­კო­პოს­თა ყო­ველ­გვა­რი გა­თი­შუ­ლო­ბის აღ­მო­ფხვ­რის გამო.

VI.  სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რი­სა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ (ას­ლი სა­ი­მ­პე­რიო ეპის­ტო­ლის, რომ­ლის მე­შვე­ო­ბით ეკ­ლე­სი­ებს ებო­ძე­ბა ფული).

VII. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლი­კი­ნი­უ­სის ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი­სა და მი­სი და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ (ასლი სა­იმ­პე­რიო ეპის­ტო­ლი­სა, რომ­ლის მე­შვე­ო­ბით ბრძა­ნებს, ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნა­მდგომ­ლე­ბი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქ­ნან ყო­ველ­გვა­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან).

VIII. კონ­სტან­ტი­ნეს გა­მარ­ჯვე­ბი­სა და იმ წყა­ლო­ბა­თა შე­სა­ხებ, რაც მის მი­ერ გა­ცე­მულ იქ­ნა რო­მა­ელ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბის ქვე­შევ­რდომ­თათ­ვის.

I

მად­ლი ღმერთს, ყოვ­ლი­ე­რე­ბის მე­უ­ფე­სა და ყოვ­ლისმპყრო­ბელს ყვე­ლაფ­რის­თვის, ყვე­ლა­ზე დი­დი მად­ლო­ბა ჩვე­ნი სუ­ლე­ბის მაც­ხო­ვარ­სა და გა­მომ­სყიდ­ველს, იე­სო ქრის­ტეს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ყო­ველ­თვის ვლო­ცუ­ლობთ გა­რე­დან და გო­ნე­ბა­ში შფო­თი­სა­გან ჩვე­ნი სიმ­შვი­დის მტკი­ცედ და შე­ურ­ყევ­ლად დაც­ვი­სათ­ვის. ლოც­ვებ­თან ერ­თად ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის გო­ნე­ბით გავ­ნლილ ნა­წილს და­ვუ­მა­ტებთ მე­ა­თე ტომს, და ამას შენ მო­გიძღვნით, ჩემ­თვის უწ­მინ­დე­სო პავ­ლი­ნე[1], შენ მო­გიხ­მობ რო­გორც მთე­ლი ამ ნაშ­რო­მის ბე­ჭედს; და რიც­ხვით სრულ­ში შე­სა­ბა­მი­სად ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ა­თა აღ­დგე­ნის სრულ შეს­ხმით სიტ­ყვას გან­ვა­წე­სებთ ღვთის სუ­ლის მორჩილ­ნი ისე, რო­გორც გვიბ­რძა­ნებს: "უმ­ღე­რეთ უფალს ახა­ლი სიმ­ღე­რა; რა­მე­თუ საკ­ვირ­ვე­ლი საქ­მე­ე­ბი ქმნა: იხ­სნა იგი მის­მა მარ­ჯვე­ნამ და მის­მა წმინ­და მკლავ­მა. უფალ­მა ცნო­ბი­ლი გა­ხა­და მი­სი ხსნა, ხალ­ხე­ბის წი­ნა­შე გა­აც­ხა­და მი­სი სი­მარ­თლე" (ფს. 98, 1‑2).

და აი, წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა­თა ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აწ ახალ სიმ­ღე­რას შე­მოვ­ძა­ხებთ, რად­გან ამ სა­ში­ნე­ლი და ბნე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბი­სა და ამ­ბე­ბის შემ­დეგ ახ­ლა ასე­თი სა­ნა­ხა­ო­ბი­სა და შეს­ხმის ღირ­სი გავ­ხდით, რაც ჩვე­ნამ­დე მრა­ვალ მარ­თალს და ღვთის მო­წა­მეს გუ­ლით ეწა­და, ეხი­ლა მი­წა­ზე და ვერ იხი­ლა, მო­ეს­მი­ნა და ვერ მო­ის­მი­ნა (შდრ. მათ. 13, 17). მაგ­რამ მათ მთე­ლი მოს­წრა­ფე­ბით ჰპო­ვეს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი თვით ცა­ში და სა­მოთ­ხე­ში, და ღვთი­უ­რი განცხრო­მით წარ­ტა­ცე­ბულ იქ­ნენ. ჩვენ კი ვა­ღი­ა­რებთ, რომ ეს მოვ­ლე­ნე­ბი უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ; ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლად ვართ გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი ამ დი­დი სა­ბოძ­ვა­რის მი­ზე­ზის მად­ლით, გვიკ­ვირს მი­სი და მთე­ლი სუ­ლის ძა­ლით სა­თა­ნა­დოდ თაყ­ვანს ვცემთ და აღ­წე­რი­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას და­ვა­მოწ­მებთ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ნათ­ქვა­მია: "მო­დით და იხი­ლეთ უფ­ლის საქ­მე­ები, რა სა­სა­წა­უ­ლე­ბიც ქმნა მან დე­და­მი­წა­ზე, შეწ­ყვი­ტა ომე­ბი დე­და­მი­წის კი­დე­ე­ბამ­დე. მშვილდს და­ამტვრევს და სა­ჭურ­ველს შე­მუს­რავს, და ფა­რებს ცეც­ხლით დაწ­ვავს" (ფს. 46, 8‑9). გან­ვაგ­რძობთ თხრო­ბას მო­ხა­რულ­ნი იმით, რომ ეს სიტ­ყვე­ბი ჩვენ­ზე აღ­სრულ­და.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გზით გაუჩი­ნარ­და ღვთის­მო­ძუ­ლე­თა მთე­ლი მოდ­გმა და ადა­მი­ან­თა პი­რი­სა­გან ერ­თბა­შად აღი­გა­ვა, ისე რომ კვლავ აღ­სრულ­და ღვთის სიტ­ყვა, რო­მე­ლიც ამ­ბობს: "ვნა­ხე უღ­მერ­თო ამაღ­ლე­ბუ­ლი და აღ­ზე­ვე­ბუ­ლი რო­გო­რიც ლი­ბა­ნის ნაძ­ვე­ბი და გა­ვი­არე, და, აჰა, აღარ იყო, და ვე­ძე­ბე მი­სი ად­გი­ლი, და არა იპო­ვა" (ფს. 36, 35‑37). და აწ ნა­თელ­მა და გას­ხი­ვოს­ნე­ბულ­მა დღემ, მას შემ­დეგ, რაც მას აღარ ჩრდი­ლავს ღრუბ­ლე­ბი, ცი­უ­რი სი­ნათ­ლის სხი­ვე­ბით მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ნაბრწყი­ნა ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ები. ჩვე­ნი კრე­ბუ­ლის გა­რეთ მყოფ­თაც არ ჰქო­ნი­ათ შუ­რი, და ჩვენ­თან ერ­თად, თუ თა­ნას­წო­რად არა, მა­ინც სარ­გებ­ლობ­დნენ ღვთის­გან ჩვენ­და­მი ბო­ძე­ბუ­ლი გად­მოღ­ვრი­სა და წილ­მქო­ნე­ო­ბი­სა­გან.

 

II

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი ტი­რა­ნე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა­გან. და პირ­ვან­დე­ლი ბო­რო­ტე­ბე­ბი­სა­გან გა­მოხ­სნი­ლი, თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად აღი­ა­რებ­და ერ­თა­დერთ ჭეშ­მა­რიტ ღმერთს ღვთის­მო­სავ­თა გა­მო მებ­რძოლს. მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენ, რომ­ლე­ბიც ღვთის ქრის­ტე­ზე ვამ­ყა­რებთ იმე­დებს, გვქონ­და ენი­თა­უ­წე­რე­ლი სი­ხა­რუ­ლი და ღვთი­უ­რი რამ მხი­ა­რუ­ლე­ბა ყვა­ო­და ყვე­ლა ად­გი­ლას, რომ­ლე­ბიც მცი­რე ხნის წინ ტი­რა­ნე­ბის უღ­მერ­თო­ბით იყო დან­გრე­ული, და რო­გორც დი­დი და სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბი­სა­გან აღ­დგე­ნი­ლი და კვლავ სა­ძირკვლი­დან უსაზღვრო სი­მაღ­ლემ­დე აღ­მარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბი გა­ცი­ლე­ბით ძლი­ერ ბრწყი­ნავ­და, ვიდ­რე ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ძვე­ლად და­ან­გრი­ეს.

და იმ­პე­რა­ტო­რე­ბიც, ყვე­ლა­ზე უზე­ნა­ეს­ნი, ქრის­ტი­ა­ნე­ბის გა­მო ერ­თი მე­ო­რე­ზე მი­ყო­ლე­ბით კა­ნო­ნე­ბის გა­მო­ცე­მით უფ­რო მე­ტად და დი­დად გა­ნამ­ტკი­ცებ­დნენ ჩვენ­და­მი ღვთის დიდ სა­ბოძ­ვარს; და ეპის­კო­პო­სე­ბიც გა­მუდ­მე­ბით ღე­ბუ­ლობ­დნენ იმ­პე­რა­ტო­რი­სა­გან პი­რად წე­რი­ლებს, პა­ტივს და ფულს. მათ­გან ური­გო არ იქ­ნე­ბა, ამ ნაშ­რომ­ში, რო­გორც წმინ­და ფი­ლა­ზე, წიგ­ნში თა­ვის დრო­ზე ჩავ­წე­რო ლა­თი­ნუ­რი­დან ბერ­ძნულ ენა­ზე გად­მო­თარგმნი­ლი სიტ­ყვე­ბი, რა­თა ჩვენს შემ­დეგ ყვე­ლა­სათ­ვის ხსოვ­ნის მეშ­ვე­ო­ბით იქ­ნას შე­მო­ნა­ხუ­ლი.

 

III

ამის შემ­დეგ წარ­მოგ­ვიდ­გა სა­ნა­ხა­ობა, რის­თვი­საც ჩვენ ყვე­ლა ვლო­ცუ­ლობ­დით და რა­საც ძლი­ერ ვეს­წრა­ფო­დით: გა­ნახ­ლე­ბა­თა დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ქა­ლა­ქებ­ში და ახ­ლად აგე­ბუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბის კურ­თხე­ვე­ბი, ეპის­კო­პოს­თა ერ­თად შეკ­რე­ბე­ბი, შო­რი­დან უც­ხო ქვეყ­ნე­ბი­დან მო­სულ­თა თავ­ყრი­ლო­ბე­ბი, ერ­თი მრევ­ლის მე­ო­რე­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბა, ქრის­ტეს სხე­უ­ლის ასო­ე­ბის ერთ ჰარ­მო­ნი­ად შეკ­რე­ბილ­თა ერ­თო­ბა. მო­მავ­ლის სა­ი­დუმ­ლოდ მო­მას­წა­ვე­ბე­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის სიტ­ყვის თა­ნახ­მად ძვა­ლი ძვალს უერ­თდე­ბო­და და სახ­სა­რი სახ­სარს, და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლუ­რი სიტ­ყვა იგა­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უტ­ყუ­ა­რად მო­ას­წა­ვებ­და (შდრ. ეზეკ. 37, 7‑10). ერ­თი იყო ყვე­ლა ასოს გავ­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ღვთი­უ­რი სუ­ლის ძა­ლა; და ყვე­ლას ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და და სარ­წმუ­ნო­ე­ბის ერ­თი­და­ი­გი­ვე მო­შურ­ნე­ობა; და ყვე­ლას­გან ერ­თი სა­გა­ლო­ბე­ლი გა­ნა­დი­დებ­და ღმერთს. წი­ნამძღვრე­ბი სრუ­ლად მსა­ხუ­რობ­დნენ, მღვდლე­ბი მღვდელ­მოქ­მე­დებ­დნენ და აღას­რუ­ლებ­დნენ ეკ­ლე­სი­ის ღვთივ­შვე­ნი­ერ წე­სებს ასე ფსალ­მუ­ნე­ბის გა­ლო­ბი­თა და და­ნარჩე­ნი ღვთის­გან ჩვენ­თვის გად­მო­ცე­მუ­ლი სიტ­ყვე­ბის მოს­მე­ნით, საღ­ვთო და სა­ი­დუმ­ლო მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბით; და [წარ­მოდ­გე­ნი­ლი] იყო მაც­ხოვ­რის ვნე­ბე­ბის გა­მო­უთ­ქმე­ლი სიმ­ბო­ლო­ები. ერ­თობ­ლი­ვად ყვე­ლა ასა­კის მა­მა­კა­ცი და ქა­ლი გო­ნე­ბის მთე­ლი ძა­ლით მლოც­ვე­ლი და მად­ლი­ე­რე­ბის შემ­წირ­ვე­ლი გო­ნე­ბი­თა და სუ­ლით სი­კე­თე­თა მი­ზეზს, ღმერთს მი­ა­გებ­და პა­ტივს.

იქ დამსწრე [ეკ­ლე­სი­ის] მმარ­თველ­თა­გან ყვე­ლა წარ­მოთ­ქვამ­და შეს­ხმით სიტ­ყვებს, რო­გო­რიც თი­თოე­ულს შე­ეძ­ლო, და შთა­ა­გო­ნებ­და სა­ყო­ველ­თაო ზე­იმს.

 

IV

და ერ­თი კა­ცი ზო­მი­ე­რად ნი­ჭი­ე­რი[2], ვი­საც შედ­გე­ნი­ლი ჰქონ­და სიტ­ყვა, გა­მო­ვი­და შუ­აში. და რო­დე­საც მწყემ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იქ იმ­ყო­ფე­ბო­და და დუ­მი­ლი­თა და წეს­რი­გის დაც­ვით ყუ­რად­ღე­ბას მი­აპ­ყრობ­და, სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე პი­რა­დად ერ­თი ყვე­ლა­ფერ­ში სა­უ­კე­თე­სო და ღვთის­სათ­ნო ეპის­კო­პო­სის მი­მართ, ვი­სი მო­შურ­ნე­ო­ბით და მონ­დო­მე­ბით ტვი­როს­ში აი­გო ფი­ნი­კი­ა­ში გან­სა­კუ­რე­ბით მშვე­ნი­ე­რი ტა­ძა­რი, წარ­მოთ­ქვა შემ­დე­გი სიტ­ყვა:

 

ეკლესიათა აგებასთან დაკავშირებით წარმოთქმული შესხმითი სიტყვა, მიძღვნილი ტვიროსელთა ეპისკოპოს პავლინესადმი

ღვთის მოყ­ვას­ნო და მღვდელ­ნო, რო­მელ­თაც გმო­სავთ წმინ­და პო­დი­რი და დი­დე­ბის ცი­უ­რი გვირ­გვი­ნი, ღვთი­უ­რი ცხე­ბა და სუ­ლიწ­მინ­დის სამღვდე­ლო შე­სა­მო­სე­ლი; და ღვთის წმინ­და ტაძ­რის ახალ­გაზ­რდა სი­ა­მა­ყევ, მო­ხუ­ცის სიბრძნით ღვთის­გან პა­ტივ­დე­ბუ­ლო, ნორჩი და მწვერ­ვა­ლამ­დე ასუ­ლი სათ­ნო­ე­ბის უხ­ვი საქ­მე­ე­ბი­თა და ქმე­დე­ბე­ბით წარ­მოჩე­ნი­ლო, ვი­საც თვით მთე­ლი ქვეყ­ნი­ე­რე­ბის მომ­ცველ­მა ღმერ­თმა ქრის­ტეს­თვის მის მხო­ლოდ­შო­ბილ და პირ­მშო სიტ­ყვის­თვის, და მი­სი წმინ­და და ღვთივ­შვე­ნი­ე­რი სძლის­თვის დე­და­მი­წა­ზე სახ­ლის აგე­ბი­სა და აღ­დგე­ნის გა­მორჩე­უ­ლი პა­ტი­ვი მი­ა­ნი­ჭა. ზო­გი ისურ­ვებს, გი­წო­დოს ან ახა­ლი ბე­სე­ლი­ელი, საღ­ვთო კარ­ვის ამ­გე­ბი, ან სო­ლო­მო­ნი, ახა­ლი და გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი იე­რუ­სა­ლი­მის მე­ფე, ან ახა­ლი ზო­რო­ბა­ბე­ლი, ღვთის ტაძ­რის პირ­ველ­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დი­დე­ბით შემ­მო­სა­ვი; და ასე­ვე თქვენც, ქრის­ტეს სამღვდე­ლო ფა­რის ცხვრე­ბო, კე­თილ სიტ­ყვა­თა სა­კურ­თხე­ვე­ლო, გო­ნი­ე­რე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლო, ღვთის­მო­სა­ო­ბის სიწ­მინ­დევ და ღვთის სათ­ნო პირ­თა სას­მე­ნე­ლო: ძვე­ლად, რო­დე­საც საღ­ვთო წე­რი­ლის­გან ამო­კით­ხულ ღვთის სას­წა­უ­ლებ­რივ ნიშ­ნებს და ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი უფ­ლის საკ­ვირ­ველ ქველ­მოქ­მე­დე­ბებს ვის­მენ­დით, შეგ­ვეძ­ლო ღვთი­სად­მი აღ­გვევ­ლი­ნა სა­გა­ლობ­ლე­ბი და ოდე­ბი, და გვეთ­ქვა გან­სწავ­ლუ­ლებს: "ღმერ­თო, ჩვე­ნი ყუ­რე­ბით გვეს­მა, ჩვენ­მა მა­მებ­მა გვამ­ცნეს ჩვენ საქ­მე, რაც გა­ა­კე­თე მათ დღე­ებ­ში, ძველ დღე­ებ­ში" (ფს. 44, 1). მაგ­რამ ახ­ლა არც მოს­მე­ნით, არც სიტ­ყვე­ბის წარ­მოთ­ქმით აღ­ვიქ­ვამთ ყოვ­ლად კე­თი­ლი­სა და ყო­ველ­თა მე­უ­ფის, ჩვე­ნი ღმერ­თის მაღ­ლი­დან გა­მოწ­ვდილ მკლავს და ცი­ურ მარ­ჯვე­ნას; საქ­მე­ე­ბით, რო­გორც იტ­ყვი­ან, და სა­კუ­თა­რი თვა­ლე­ბით ვხე­დავთ ძვე­ლად მეხ­სი­ე­რე­ბით გად­მო­ცე­მულ სარ­წმუ­ნო და ჭეშ­მა­რიტ [ამ­ბებს]. გა­მარ­ჯვე­ბის მე­ო­რე სიმ­ღე­რა უნ­და ვიმ­ღე­როთ, ხმა­მაღ­ლა შე­მოვ­ძა­ხოთ და ვთქვათ: "რაც გვეს­მა, იმას კი­დე­ვაც ვხე­დავთ ძალ­თა უფ­ლის ქა­ლაქ­ში, ჩვე­ნი ღმერ­თის ქა­ლაქ­ში" (ფს. 48, 8). რო­მელ ქა­ლაქ­ში, თუ არა ამ ახ­ლად აშე­ნე­ბულ, და ღვთის­გან შექ­მნილ­ში, "რო­მე­ლიც არის ცოც­ხა­ლი ღმერ­თის ეკ­ლე­სია, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სვე­ტი და სიმ­ტკი­ცე", რის შე­სა­ხე­ბაც სხვა რამ საღ­ვთო წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა ასე ახა­რებს: "დი­დე­ბუ­ლი ით­ქვა შენს შე­სა­ხებ, ღვთის ქა­ლა­ქო" (ფს. 86, 3)? მას­ში შეგვკრი­ბა ჩვენ ყოვ­ლად კე­თილ­მა ღმერ­თმა მი­სი მხო­ლოდ­შო­ბი­ლის მად­ლით, და თი­თოე­ულ­მა მოწ­ვე­ულ­მა იგა­ლო­ბოს, არა მხო­ლოდ იგა­ლო­ბოს, არა­მედ შეს­ძა­ხოს და თქვას: "გა­მი­ხარ­და ჩემს მი­მართ ნათ­ქვა­მი: "უფ­ლის სახ­ლში წა­ვი­დეთ" და "უფა­ლო, შე­ვიყ­ვა­რე შე­ნი სახ­ლის მშვე­ნი­ე­რე­ბა და შე­ნი დი­დე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის ად­გი­ლი" (ფს. 121, 1; 25, 8). და არა მხო­ლოდ თი­თოე­ულ­მა ცალ-ცალ­კე, არა­მედ ყვე­ლამ ერ­თად ერ­თი სუ­ლი­თა და ერ­თი სამ­შვინ­ვე­ლით პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ და გან­ვა­დი­დოთ, და ვთქვათ: "დიდ არს უფა­ლი და ძლი­ერ ქე­ბულ, ჩვე­ნი ღმერ­თის ქა­ლაქ­ში მის წმინ­და მთა­ზე" (ფს. 47, 2). და ჭეშ­მა­რი­ტად დი­დია იგი ადა­მი­ან­თა ძე­ებ­თან და დი­დია მი­სი სახ­ლი, მა­ღა­ლი, ფარ­თო და სა­ხილ­ვე­ლად ლა­მა­ზი. დი­დი არის უფა­ლი მხო­ლო შე­მოქ­მე­დი საკ­ვირ­ვე­ლე­ბა­თა, დი­დი არის შე­მოქ­მე­დი, დიდ და გა­მო­უკ­ვლე­ველ, დი­დე­ბულ და ჯე­რარ­ნა­ხულ საქ­მე­თა, რო­მელ­ნიც ვერ აღი­რიც­ხე­ბი­ან. დი­დი არს დრო­თა და ჟამ­თა შემცვლე­ლი, მე­ფე­თა და­მამ­ხო­ბე­ლი და და­მად­გი­ნე­ბე­ლი, გლა­ხა­კის მი­წი­დან აღ­მად­გი­ნე­ბე­ლი და ნა­კე­ლი­დან ღა­რი­ბის წა­მომ­ყე­ნე­ბე­ლი (შდრ. დან. 2, 21; ფს. 113, 7). "დას­ცა ძლი­ე­რე­ბი ტახ­ტე­ბი­დან და აა­მაღ­ლა გლა­ხაკ­ნი მი­წი­დან. მწყურ­ვა­ლე­ნი სი­კე­თით აღავ­სო, და ამ­პარ­ტა­ვან­თა მკლა­ვე­ბი შე­მუს­რა" (ლუკ. 1. 52‑53). არა მხო­ლოდ მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის, არა­მედ ურ­წმუ­ნო­ე­ბის­თვი­საც სარ­წმუ­ნო ყო ძველ თხრო­ბა­თა ჩა­ნა­წე­რი, საკ­ვირ­ველ­მოქ­მედ­მა, დიდ საქ­მე­თა მოქ­მედ­მა, ყოვ­ლი­ე­რე­ბის მე­უ­ფემ, მთე­ლი ქვეყ­ნი­ე­რე­ბის შე­მოქ­მედ­მა, ყოვ­ლისმპყრო­ბელ­მა, ყოვ­ლად­კე­თილ­მა, ერ­თმა და მხო­ლო ღმერ­თმა, ვი­საც ვუმ­ღე­რით ახალ სიმ­ღე­რას, გარ­და ამი­სა გვეს­მის: "საკ­ვირ­ვე­ლე­ბა­თა ერ­თა­დერთ შე­მოქ­მედს, რა­მე­თუ სა­უ­კუ­ნოდ არის წყა­ლო­ბა მი­სი ... დი­დი მე­ფე­ე­ბის განმგმი­რავს ... და ძლი­ე­რი მე­ფე­ე­ბის მკვლელს; რა­მე­თუ სა­უ­კუ­ნოდ არის წყა­ლო­ბა მი­სი... რა­მე­თუ ჩვენს სიმ­დაბ­ლე­ში გაგ­ვიხ­სე­ნა... და გა­მოგ­ვის­ყი­და ჩვენს მტერ­თა­გან" (ფს. 98, 1; 136, 4.17; 18, 23‑24).

"არა­სო­დეს დავცხრე­ბით ამ სიტ­ყვე­ბით ყოვ­ლი­ე­რე­ბის მა­მის გან­დი­დე­ბი­სა­გან. მაგ­რამ ჩვენს სი­კე­თე­თა მე­ო­რე მი­ზეზს, ღვთის­მცოდ­ნე­ო­ბა­ში შემ­ყვანს, ღვთის­მო­სა­ო­ბის ჭეშ­მა­რიტ მოძ­ღვარს, უღ­მერ­თო­თა დამ­ღუპ­ველს, ტი­რა­ნე­ბის მკვლელს, ცხოვ­რე­ბის გა­მო­მას­წო­რე­ბელს, ჩვენ სა­სო­წარ­კვე­თილ­თა მაც­ხო­ვარს იე­სოს ჩვე­ნი პი­რით მი­ვა­გოთ პა­ტი­ვი; რად­გან მან ერ­თა­დერ­თმა, რო­გორც ყოვ­ლად კე­თი­ლი მა­მის ერ­თა­დერთ ყოვ­ლად­კე­თილ შვი­ლად მყოფ­მა, მა­მი­სე­უ­ლი კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის გან­ზრახ­ვით მე­ტად გულ­მოდ­გი­ნედ შე­ი­მო­სა ჩვე­ნი, სად­ღაც ქვე­მოთ ხრწნი­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე­თა ბუ­ნე­ბა ისე, რო­გორც რო­მე­ლი­მე სა­უ­კე­თე­სო მკურ­ნა­ლი სნე­ულ­თა გა­დარჩე­ნის გუ­ლის­თვის "ხე­დავს სა­ში­ნე­ლე­ბებს და მა­ინც ეხე­ბა სა­ძაგ­ლო­ბებს, და სხვი­სი უბე­დუ­რე­ბე­ბის­თვის თვი­თონ იმ­კის მწუ­ხა­რე­ბას"*. არა მხო­ლოდ სნე­ულ­ნი, არც სა­ში­ნე­ლი წყლუ­ლე­ბით და დამ­პა­ლი ია­რე­ბით და­ტან­ჯულ­ნი, არა­მედ მიც­ვა­ლე­ბულ­თა შო­რის მდე­ბა­რე­ნი ჩვენ თვით სიკ­ვდი­ლის წი­ა­ღი­დან თვი­თონ სა­კუ­თა­რი თა­ვით გა­მოგ­ვიხ­სნა; რად­გან ცა­ში სხვას არა­ვის ჰქონ­და ასე­თი ძა­ლა, რა­თა ესო­დენ მრა­ვალ­თა და­უ­ზი­ა­ნებ­ლად გა­მოხ­სნი­სათ­ვის ემ­სა­ხუ­რა. მხო­ლოდ იგი თვი­თონ შე­ე­ხო ჩვე­ნი ხრწნი­ლე­ბის მძი­მე ვნე­ბებს, მხო­ლოდ მან და­ით­მი­ნა ჩვე­ნი ტან­ჯვე­ბი, მხო­ლოდ მან აი­ღო ჩვე­ნი უღ­მერ­თო­ე­ბე­ბის სას­ჯე­ლი, არა ნა­ხევ­რად მკვდრე­ბის, არა­მედ მთლი­ა­ნად საფ­ლა­ვებ­სა და სა­მარ­ხებ­ში [მდე­ბა­რე­ნი] სა­ძა­გელ­ნი და აყ­რო­ლე­ბულ­ნი აღად­გი­ნა; და ძვე­ლა­დაც და ახ­ლაც კაც­თმოყ­ვა­რე მო­შურ­ნე­ო­ბით ნე­ბის­მი­ე­რის, თვით ჩვე­ნი იმე­დის სა­პი­რის­პი­როდ გვიხ­სნა, და სი­კე­თე­თა მა­მის უშურ­ვე­ლო­ბა გად­მოგ­ვცა ცხო­ველ­მყო­ფელ­მა, ნა­თელმყვა­ნე­ბელ­მა, ჩვენ­მა დიდ­მა მკურ­ნალ­მა, მე­ფემ და უფალ­მა, ღვთის ქრის­ტემ. მაგ­რამ იმ დროს, რო­დე­საც უწ­მინ­დურ დე­მონ­თა საც­თუ­რით და ღვთის­მო­ძუ­ლე სულ­თა მოქ­მე­დე­ბე­ბით ადა­მი­ან­თა მთელ მოდ­გმას ბნელ ღა­მე­სა და ღრმა წყვდი­ად­ში ჩა­მარ­ხულს [ხე­დავ­და], მხო­ლოდ იგი გაც­ხად­და და რო­გორც ცვი­ლი დნე­ბა მი­სი სი­ნათ­ლის სხი­ვე­ბით, ისე დახ­სნა ჩვე­ნი უღ­მერ­თო­ე­ბე­ბის ბორ­კილ­თა ჯაჭ­ვე­ბი. (შდრ. ფს. 58,8).

"ახ­ლა კი ესო­დე­ნი მად­ლი­სა და ქველ­მოქ­მე­დე­ბის გა­მო ბრა­ზით გამსკდარ­მა მშვე­ნი­ე­რე­ბის მო­ძუ­ლე შურ­მა და უკე­თუ­რე­ბის მოყ­ვა­რე დე­მონ­მა მთე­ლი მი­სი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ძა­ლე­ბი და­რაზ­მა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. პირ­ვე­ლად გა­ცო­ფე­ბუ­ლი ძაღ­ლის მსგავ­სად მის­კენ ნას­როლ ქვებს კბი­ლე­ბით ღრღნი­და და მის გან­მდევ­ნელ­თა წი­ნა­აღ­მდეგ მრის­ხა­ნე­ბა გა­დაჰ­ქონ­და ნას­როლ უსუ­ლო საგ­ნებ­ზე, სამ­ლოც­ვე­ლო­ე­ბის ქვებ­სა და სახ­ლე­ბის უსუ­ლო მა­სა­ლას მხე­ცუ­რი სიშ­ლე­გით ეკ­ვე­თე­ბო­და და, რო­გორც თვი­თონ ეგო­ნა, ეკ­ლე­სი­ებს აუ­და­ბუ­რებ­და. შემ­დეგ ზოგ­ჯერ უღ­მერ­თო ტი­რა­ნე­ბის მუ­ქა­რე­ბით, ზოგ­ჯერ კი უღ­მერ­თო მმარ­თვე­ლე­ბის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბით სა­ში­ნელ სტვე­ნას და გვე­ლის მსგავს ხმებს უშ­ვებ­და; და ამას­თან თა­ვის სიკ­ვდილს გად­მოღ­ვრი­და, და დამ­ღუპ­ვე­ლი და სულ­თა გამხრწნე­ლი შხა­მე­ბით მის მი­ერ შეპ­ყრო­ბილთ სულს უწამ­ლავ­და და კლავ­და მკვდა­რი კერ­პე­ბის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მსხვერპლშე­წირ­ვე­ბით, - კა­ცის სა­ხის მქო­ნე ყვე­ლა მხე­ცი და ყვე­ლა სა­ხის სი­სას­ტი­კე აღ­ძრა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ.

მაგ­რამ კვლავ თა­ვი­დან დი­დი თათ­ბი­რის ან­გე­ლოზ­მა, ღვთის დიდ­მა მხე­დართმთა­ვარ­მა, საკ­მა­რი­სი წვრთნის შემ­დეგ, რაც მი­სი სა­მე­ფოს უდი­დეს­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ყვე­ლაფ­რის დათ­მე­ნი­სა და სიმ­ტკი­ცის გზით აჩვე­ნეს, მეყ­სე­უ­ლად ასე გა­მოც­ხა­დე­ბით უჩი­ნა­რი და არარ­სე­ბუ­ლი გა­ხა­და მტე­რი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, ისე რომ არც ჩან­და, თუ იყო ოდეს­მე სა­ხელ­დე­ბუ­ლი; ხო­ლო მი­სი მე­გობ­რე­ბი და ში­ნა­უ­რე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს დი­დე­ბის, არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის, არა­მედ ცი­უ­რი ძა­ლე­ბი­საც, მზი­სა და მთვა­რის, და ვარსკვლა­ვე­ბის, მთე­ლი ცი­სა და ქვეყ­ნი­ე­რე­ბის მიღ­მა და­ა­წი­ნა­ურა; ამ­გვა­რად, მოხ­და ის, რაც აქამ­დე არა­სო­დეს მომ­ხდა­რა: ყო­ველ­თა უზე­ნა­ე­სი იმ­პე­რა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გრძნო­ბენ, რომ მის­გან მი­ი­ღეს პა­ტი­ვი, მკვდარ კერ­პებს პირ­ში აფურ­თხე­ბენ, თე­ლა­ვენ დე­მონ­თა უკა­ნო­ნო კა­ნო­ნებს და მა­მე­ბის­გან გად­მო­ცე­მულ ძველ ცთო­მი­ლე­ბას დას­ცი­ნი­ან, ხო­ლო სცნო­ბენ ერ­თსა და მხო­ლო ღმერთს, ყოვ­ლი­ე­რე­ბის მე­უ­ფედ აღი­ა­რე­ბენ ყო­ველ­თა და მათ სა­ზო­გა­დო ქველ­მოქ­მედს, ქრის­ტეს, ღვთის შვილს, და ძეგ­ლებ­ზე მას მხსნელს უწო­დე­ბენ; მი­სი მარ­თა­ლი საქ­მე­ე­ბი და უღ­მერ­თო­თა წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­ჯვე­ბა დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბულ ქა­ლაქ­თა მე­უ­ფე ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში სა­იმ­პე­რიო ნიშ­ნე­ბით წა­რუშ­ლე­ლი ხსოვ­ნი­სათ­ვის წა­ა­წე­რეს. ამ­გვა­რად სა­უ­კუ­ნი­დან მხო­ლო იე­სო ქრი­ტე, ჩვე­ნი მაც­ხო­ვა­რი თვით დედ­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე აღ­ზე­ვე­ბულ­თა­გა­ნაც არის აღი­ა­რე­ბუ­ლი არა რო­გორც ადა­მი­ან­თა შო­რის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მე­ფე, არა­მედ თაყ­ვა­ნის იცე­მე­ბა რო­გორც ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თის ნამ­დვი­ლი შვი­ლი და თვი­თო­ნაც ღმერ­თი.

"და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც. რად­გან რო­მელ მე­ფეს მო­უ­პო­ვე­ბია ოდეს­მე ესო­დე­ნი სათ­ნო­ება, რომ დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის სმე­ნა და ენა აღ­ვსი­ლია მი­სი სა­ხე­ლით? რო­მელ მე­ფეს, ასე ღვთის­მო­სა­ვი და ბრძნუ­ლი კა­ნო­ნე­ბის გან­მა­წე­სე­ბელს შეს­წევ­და საკ­მა­რი­სი ძა­ლა, რა­თა ისი­ნი მი­წის კი­დე­თა­გან მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მწვერ­ვა­ლამ­დე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მო­სას­მე­ნად გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბია? ვინ და­არ­ღვია უკულ­ტუ­რო ერე­ბის უკულ­ტუ­რო და ბარ­ბა­რო­სუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბე­ბი მი­სი კულ­ტუ­რუ­ლი და ყვე­ლა­ზე კაც­თმოყ­ვა­რე კა­ნო­ნე­ბით? ვინ აჩვე­ნა ზე­ა­და­მი­ა­ნუ­რი სათ­ნო­ება, რო­დე­საც ყვე­ლა მას ეო­მე­ბო­და, ისე რომ დღი­თი-დღე იფურჩქნე­ბა და გა­ნახ­ლდე­ბა მთე­ლი მი­სი ცხოვ­რე­ბა? ვინ და­ა­ფუძ­ნა ერი სა­უ­კუ­ნი­დან არ სმე­ნი­ლი, არა დე­და­მი­წის ერთ კუთ­ხე­ში და­მა­ლუ­ლი, არა­მედ მთელ მზის­ქვე­შეთ­ში [განვრცო­ბი­ლი]? ვინ შე­მოზ­ღუ­და ჯა­რის­კა­ცე­ბი ღვთის­მო­სა­ო­ბის სა­ჭურ­ვე­ლით ისე, რომ მტრის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ადა­მან­ტზე უფ­რო მტკი­ცე სუ­ლი წარ­მოაჩი­ნეს. რო­მე­ლი მე­ფე იყო ესო­დე­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე, რომ სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც მი­უძ­ღო­და ჯარს, და მტრებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ძეგ­ლებს დგამ­და, და ყვე­ლა ად­გილს, სო­ფელ­სა და ქა­ლაქს, ბერ­ძნულ­სა თუ ბარ­ბა­რო­სულს, მი­სი სა­მე­ფო სახ­ლე­ბი­სა და საღ­ვთო ტაძ­რე­ბის სიწ­მინ­დე­ე­ბით აღავ­სებ­და, რო­გორც აღავ­სო ეს ტა­ძა­რი ამ მშვე­ნი­ე­რი სამ­კა­უ­ლე­ბი­თა და სა­ბოძ­ვა­რე­ბით? ჭეშ­მა­რი­ტად პა­ტივ­სა­ცე­მი, დი­დი, გან­ცვიფ­რე­ბი­სა და გაკ­ვირ­ვე­ბის ღირ­სია იგი­ვე ეს საქ­მე­ე­ბი და არის რო­გორც ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის სა­მე­ფოს ცხა­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი; რად­გან ახ­ლაც, მან თქვა და იქ­მნა, მან ბრძა­ნა და და­ე­ფუძ­ნა, რად­გან რა შეძ­ლებ­და, რომ წინ აღ­დგო­მო­და ყო­ველ­თა მე­უ­ფე­სა და მმარ­თველს, და თვით ღვთის სიტ­ყვას? (ფს. 33, 9; 148, 5) ამ სა­კით­ხე­ბის ზედ­მი­წევ­ნით ჭვრე­ტა­სა და გან­მარ­ტე­ბას ცალ­კე მო­ცა­ლე­ო­ბა სჭირ­დე­ბა. მშრო­მელ­თა გულ­მოდ­გი­ნე­ბას არა ესო­დენ დი­დად და სა­უ­კე­თე­სოდ მიიჩნევს იგი, ვი­საც ღმერთს ვუ­წო­დებთ, რო­დე­საც უმ­ზერს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი­სა­გან შემ­დგარ სუ­ლი­ერ ტა­ძარს, და ზე­დამ­ხედ­ვე­ლობს ცოც­ხა­ლი და მტკი­ცე ქვე­ბი­სა­გან ნა­შე­ნებ სახლს, კარ­გად და უსაფრთხოდ და­ფუძ­ნე­ბულს მო­ცი­ქულ­თა და წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა სა­ძირ­კველ­ზე, მა­შინ რო­ცა ქვა­კუთ­ხე­დი არის თვით იე­სო ქრის­ტე, რო­მე­ლიც უარ­ყვეს არა მხო­ლოდ ძვე­ლის და იმ უკ­ვე აღარ არ­სე­ბუ­ლი [შე­ნო­ბის], არა­მედ ჯერ კი­დევ ახ­ლაც მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის შე­ნო­ბის ბო­როტ საქ­მე­თა ბო­როტ­მა მშე­ნებ­ლებ­მა; მაგ­რამ მო­ი­წო­ნა მა­მამ, და მა­ში­ნაც და ახ­ლაც ამ ჩვე­ნი სა­ერ­თო ეკ­ლე­სი­ის კუთ­ხის თავ­ში და­ა­ფუძ­ნა. ეს ცოც­ხა­ლი ღვთის თვით ჩვენ­გან შემ­ზა­დე­ბუ­ლი ცოც­ხა­ლი ტა­ძა­რი, ვგუ­ლის­ხმობ უდი­დეს და ჭეშ­მა­რი­ტი სიტ­ყვით ღვთივ­შვე­ნი­ერ სა­კურ­თხე­ველს, რომ­ლის ყვე­ლა­ზე ში­და წმინ­და ად­გი­ლი მრა­ვალ­თათ­ვის უხი­ლა­ვია, ნამ­დვი­ლად წმინ­დაა და წმინ­და­თა წმინ­და, - რო­მე­ლი მი­სი მხილ­ვე­ლი გა­ბე­დავს მის აღ­წე­რას? ვინ შეძ­ლებს მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ტაძ­რის შე­ნო­ბე­ბის შიგ­ნით თვა­ლის შევ­ლე­ბას, თუ არა მხო­ლოდ ყოვ­ლი­ე­რე­ბის დი­დი მღვდელ­მთა­ვა­რი, რომ­ლის­თვი­საც ერ­თა­დერ­თის­თვის არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი ყვე­ლა გო­ნი­ე­რი სუ­ლის გა­მო­უთ­ქმე­ლი [სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის] გულ­მოდ­გი­ნედ კვლე­ვა? მაგ­რამ შე­საძ­ლოა სხვის­თვი­საც, თა­ნას­წორ­თა­გან მხო­ლოდ ერ­თის­თვის არის მი­საწ­ვდო­მი მის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გი­ლის მო­პო­ვე­ბა, მმარ­თვე­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მე­თა­უ­რობს ამ ჯარს, რო­მელ­საც თვით პირ­ველ­მა და დიდ­მა მღვდელთმთა­ვარ­მა სამღვდე­ლო მსა­ხუ­რე­ბე­ბის ამ მე­ო­რე ად­გი­ლით პა­ტი­ვი სცა, თქვე­ნი ღვთი­უ­რი სამ­წსოს მწყემსს, ვი­საც მა­მის წი­ლის­ყრი­თა და გან­სჯით ერ­გო თქვე­ნი ერი. მან იგი და­ად­გი­ნა რო­გორც თა­ვი­სი მსა­ხუ­რი და მი­სი ნე­ბის გან­მმარ­ტე­ბე­ლი, რო­გორც ახა­ლი აა­რო­ნი ან მელ­ქი­სე­დე­კი, მიმ­სგავ­სე­ბუ­ლი ღვთის ძი­სად­მი, მის­გან და­ტო­ვე­ბუ­ლი და ხანგრძლი­ვად და­ცუ­ლი ყვე­ლა თქვენ­გა­ნის ერ­თობ­ლი­ვი ლოც­ვე­ბით. პირ­ვე­ლი და დი­დი მღვდელ­მთავ­რის შემ­დეგ მხო­ლოდ მის­თვის არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი, თუ პირ­ველ ად­გილ­ზე არა, მე­ო­რე­ზე მა­ინც ჩვე­ნი სუ­ლე­ბის უში­ნა­გა­ნეს ჭვრე­ტა­თა ხილ­ვა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც არის გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და დრო­ის ხანგრძლი­ვო­ბით თი­თოე­უ­ლის ზედ­მი­წევ­ნით მკვლე­ვა­რი, და მან თა­ვი­სი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით ყვე­ლა თქვენ­გა­ნი ღვთის­მო­სა­ო­ბის წეს­რი­გი­სა და მოძღვრე­ბის მი­მართ გა­ნაწ­ყო, მას ყვე­ლა­ზე მე­ტად ძა­ლუძს იმ საქ­მე­ე­ბის სწო­რი სიტ­ყვა აგოს, რომ­ლე­ბიც წარ­მარ­თა ღვთის ძა­ლით. (ებრ. 13, 17 არა­ზუს­ტი ცი­ტა­ტა).

"ჩვენ­მა პირ­ველ­მა და დიდ­მა მღვდელ­მთა­ვარ­მა (ებრ. 4, 14) თქვა, რომ რა­საც ხე­დავს, რომ მა­მა იქმს, მსგავ­სად­ვე მას ძეც იქმს (იოან. 5, 19). ასე­ვე ესეც გან­წმენ­დი­ლი გო­ნე­ბის თვა­ლე­ბით უმ­ზერს პირ­ველს, რო­გორც მოძ­ღვარს, და რა­საც ხე­დავს, რომ იქმს, იყე­ნებს რო­გორც პირ­ველ­სა­ხის ნი­მუ­შებს, ყვე­ლა­ზე დი­დი მსგავ­სე­ბით ქმნის მათ ხა­ტებს, რო­გო­რი ძა­ლაც არის მას­ში; იგი არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა იმ ბე­სე­ლი­ელს, რო­მე­ლიც თვით ღმერ­თმა აღავ­სო სიბრძნი­სა და გო­ნი­ე­რე­ბის, და სხვა ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ცოდ­ნის სუ­ლით (გა­მოს. 31, 2‑35, 30‑31), და მო­უ­წო­და ყო­ფი­ლი­ყო სიმ­ბო­ლო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ცი­ურ სა­ხე­თა მა­ტა­რე­ბე­ლი ტაძ­რის შემ­ზა­დე­ბის შე­მოქ­მე­დი (ებრ. 8, 5). ამ­გვა­რად, იგიც ატა­რებ­და თა­ვის სულ­ში მთლი­ა­ნი ქრის­ტეს, სიტ­ყვის, სიბრძნი­სა და სი­ნათ­ლის ხატს, და არა­ვის ძა­ლუძს, აღ­წე­როს რო­გო­რი ამაღ­ლე­ბუ­ლი სუ­ლით, ხვა­ვი­ა­ნი ხე­ლით და გა­ცე­მის და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი სურ­ვი­ლით და ამას­თან ყვე­ლა თქვენ­გა­ნის რო­გო­რი მონ­დო­მე­ბი­თა და შე­მომ­წირ­ველ­თა დიდ­სუ­ლო­ვა­ნი მე­ტო­ქე­ო­ბით, - რომ არ ჩა­მორჩე­ნოდ­ნენ მის გან­ზრახ­ვას, - და­ა­ფუძ­ნა უზე­ნა­ე­სი ღმერ­თის დი­დად­შვე­ნი­ე­რი ტა­ძა­რი, ბუ­ნე­ბით უფ­რო უკე­თე­სი ნი­მუ­შის მსგავ­სი, რო­გორც უხი­ლა­ვის ხი­ლუ­ლი [გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა]. და ეს ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ღირ­სია ით­ქვას, რომ არის ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, და მტრე­ბის გან­ზრახ­ვით ყვე­ლა უწ­მინ­დუ­რო­ბე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი, არ უგუ­ლე­ბელ­ყო არც ამის მოქ­მედ­თა ბო­რო­ტე­ბას და­უთ­მო, თუმ­ცა, შე­ეძ­ლო, სხვა ად­გი­ლას წა­სუ­ლი­ყო (ქა­ლა­ქი ათა­სო­ბით სხვა ად­გი­ლით იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი) და ეპო­ვა შრო­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და უსი­ა­მოვ­ნე­ბა­თა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მაგ­რამ იგი პირ­ველ რიგ­ში თვი­თონ შე­უდ­გა საქ­მეს, შემ­დეგ მთე­ლი ხალ­ხი გა­აძ­ლი­ე­რა თა­ვი­სი მო­შურ­ნე­ო­ბით და ყვე­ლა­სა­გან ერ­თი დი­დი ხე­ლი შეკ­რა, და პირ­ვე­ლი შე­ტა­კე­ბა გა­და­ი­ტა­ნა; მან ჩათ­ვა­ლა, რომ ის, რო­მე­ლიც მტრე­ბის მი­ერ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო, ის, რო­მე­ლიც ად­რე და­ი­ტან­ჯა და ჩვე­ნამ­დე იგი­ვე დევ­ნუ­ლე­ბე­ბი და­ით­მი­ნა, რაც ჩვენ, და მსგავ­სად დე­დი­სა შვი­ლე­ბის­გან გა­უ­და­ბუ­რე­ბულ იქ­ნა, - ეს ეკ­ლე­სია უნ­და ზი­ა­რე­ბო­და ყოვ­ლად­კე­თი­ლის დიდ სა­ბოძ­ვართ. რად­გან მას შემ­დეგ, რაც დიდ­მა მწყემ­სმა გან­დევ­ნა მხე­ცე­ბი, მგლე­ბი და ყვე­ლა სას­ტი­კი და ვე­ლუ­რი მოდ­გმა და, რო­გორც საღ­ვთო წე­რი­ლი ამ­ბობს, ლო­მის ეშ­ვე­ბი შე­მუს­რა (ფს. 58, 6), შვი­ლე­ბი კვლავ ერ­თად შეკ­რე­ბის ღირ­სი გა­ხა­და, ყვე­ლა­ზე სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, რომ სამწყსოს ფა­რე­ხიც აღე­მარ­თა "მტრი­სა და შუ­რის­მა­ძი­ებ­ლის შე­სარცხვე­ნად" (ფს. 8, 2), რა­თა უღ­მერ­თო­თა ღვთის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი საქ­ვეყ­ნოდ ემ­ხი­ლე­ბი­ნა. ახ­ლა კი აღარ არი­ან ეს ღვთის­მო­ძუ­ლე­ები, რად­გან არც იყ­ვნენ; მაგ­რამ მცი­რე ხნით შექ­მნეს შფო­თი და იქ­ნენ შეშ­ფო­თე­ბულ­ნი, შემ­დეგ კი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას გა­და­უ­ხა­დეს სა­კად­რი­სი საზ­ღა­ური, სრუ­ლი­ად და­ღუ­პეს თა­ვი­ან­თი თა­ვი, მე­გობ­რე­ბი და ში­ნა­უ­რე­ბი; ისე რომ ძვე­ლად წმინ­და ფი­ლებ­ზე და­წე­რი­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბე­ბი საქ­მე­ე­ბით აწ სარ­წმუ­ნოდ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, მა­თი მეშ­ვე­ო­ბით საღ­ვთო სიტ­ყვა სხვა საქ­მე­ებ­საც ჭეშ­მა­რი­ტად წარ­მოაჩენს, მათ შე­სა­ხებ ცხად­ყოფს ამა­საც: "ცოდ­ვი­ლებ­მა ამო­ი­ღეს მახ­ვი­ლი, მო­ზი­დეს მა­თი მშვილ­დი გლა­ხა­კი­სა და უპო­ვა­რის და­სა­ცე­მად, გუ­ლით წრფე­ლის მო­საკ­ლა­ვად. მახ­ვი­ლი მა­თი შე­ვი­დეს მათ გულ­ში და მშვილ­დი მა­თი შე­ი­მუს­როს" (ფს. 36, 14‑15). და კვლავ: "გა­ნად­გურ­და მა­თი ხსოვ­ნა ხმას­თან ერ­თად", და "მა­თი სა­ხე­ლი წა­ი­შა­ლა სა­უ­კუ­ნოდ და უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე" (ფს. 9, 5‑6), რად­გან ბო­როტ ყო­ფა­ში ჩა­ვარ­დნი­ლებ­მა "შეჰ­ღა­ღა­დეს, და არ იყო მხსნე­ლი; უფ­ლის მი­მართ, და არ შე­ის­მი­ნა მა­თი" (ფს. 17, 14), არა­მედ მათ "ერ­თად შე­ე­ბორ­კათ ფე­ხე­ბი და და­ეც­ნენ, ჩვენ კი ავ­დე­ქით და წა­მო­ვი­მარ­თეთ" (ფს. 19, 8). და მათ შო­რის წი­ნა­მოს­წა­ვე­ბუ­ლის,- "უფა­ლო, შენს ქა­ლაქ­ში მა­თი ხა­ტი გა­ა­ნად­გუ­რე" (ფს. 72, 20), - ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ყვე­ლას თვალ­წინ გაც­ხად­და.

"მაგ­რამ ასე და­ი­ღუპ­ნენ ბუმ­ბე­რა­ზე­ბის ღვთისმბრძოლ გზა­ზე დამ­დგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. გა­უ­და­ბუ­რე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლის საღ­ვთო მოთ­მი­ნე­ბის და­სას­რუ­ლი კი არის ისე­თი, რო­გორ­საც ვხე­დავთ, რო­გორც მო­უხ­მობს მას ესაი­ას წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "გი­ხა­რო­დეს, მწყურ­ვა­ლე უდაბ­ნოვ; მხი­ა­რუ­ლებ­დეს უდაბ­ნო და ყვა­ვო­დეს რო­გორც შრო­შა­ნი; და აყ­ვავ­დე­ბა და იმ­ხი­ა­რუ­ლებს უდა­ბუ­რი ად­გი­ლე­ბი... გაძ­ლი­ერ­დით ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლო ხე­ლე­ბო და მო­უძ­ლუ­რე­ბუ­ლო მუხ­ლე­ბო. ნუ­გე­ში­ნის­ცე­მულ იყა­ვით სულ­მოკ­ლე­ნო, გაძ­ლი­ერ­დით, ნუ გე­ში­ნი­ათ. აჰა, ჩვე­ნი ღმერ­თი მსჯავრს მი­ა­გებს და მო­მა­ვალ­შიც მი­ა­გებს, იგი მო­ვა და გვიხ­სნის ჩვენ... რად­გან", იგი ამ­ბობს, "წყა­ლი ამო­ხეთ­ქავს უდაბ­ნო­ში, და ნა­კა­დე­ბი მწყურ­ვა­ლე მი­წა­ზე, და უწ­ყლო ად­გი­ლი ტბო­რი გახ­დე­ბა, და მწყურ­ვა­ლე მი­წა­ზე წყლის წყა­რო გაჩნდა" (ეს. 35, 1‑4, 6‑7).

"და ეს ამ­ბე­ბი ძვე­ლად ნა­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი სიტ­ყვე­ბით იქ­ნა და­წე­რი­ლი წმი­და წე­რი­ლებ­ში, მოვ­ლე­ნე­ბი კი ამი­ე­რი­დან არა­თუ სმე­ნით, არა­მედ თვით საქ­მე­ე­ბით გად­მოგ­ვე­ცა ჩვენ. ეს უდაბ­ნო, ეს უწ­ყლო, დაქ­ვრი­ვე­ბუ­ლი და მშვი­დი ად­გი­ლი, რომ­ლის "კა­რიბ­ჭე ცუ­ლე­ბით დაჩე­ხეს რო­გორც შე­შის ტყე­ში; ერ­თად ცუ­ლი­თა და წე­რაქ­ვით შე­მუს­რეს" (ფს. 73, 5‑7), რომ­ლის წიგ­ნე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს და ღვთის სა­კურ­თხე­ვე­ლი ცეც­ხლით დაწ­ვეს, მი­წა­ზე და­ამ­ხეს მი­სი სა­ხე­ლის კა­რა­ვი; რო­მელ­საც კრეფ­და ყვე­ლა გზად მი­მა­ვა­ლი, წინ­და­წინ ამსხვრევ­დნენ მის ბეჭ­დებს, რო­მელ­საც ანად­გუ­რებ­და ტყის ღო­რი და მარ­ტო­სუ­ლი მხე­ცი ჭამ­და (ფს. 79, 13‑14), - იგი ახ­ლა ქრის­ტეს სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლით, რო­დე­საც მან ინე­ბა, გახ­და რო­გორც შრო­შა­ნი. ამა­ვე დროს გა­ნის­წავ­ლე­ბო­და მი­სი­ვე წა­მის­ყო­ფით, რო­გორც მზრუნ­ვე­ლი მა­მის მი­ერ. რად­გან "ვინც უყ­ვარს უფალს, გან­სწავ­ლის, ყვე­ლა მის ძეს, რო­მელ­საც ღე­ბუ­ლობს, ამათ­რა­ხებს" (ებრ. 12, 6). ზო­მი­ე­რად სა­თა­ნა­დოდ გა­მოს­წო­რე­ბის შემ­დეგ, კვლავ ზე­მო­დან ებ­რძა­ნა თა­ვი­დან და­ეწ­ყო მხი­ა­რუ­ლე­ბა და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი­ყო რო­გორც შრო­შა­ნი და ღვთი­უ­რი კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის მი­ე­ბე­რა. რად­გან, რო­გორც თქვა, ამო­ხეთ­ქა უდაბ­ნო­ში წყალ­მა, საღ­ვთო კვლავ­შექ­მნის მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი გან­ბან­ვის ნა­კად­მა, და მცი­რე ხნის წინ უდაბ­ნო ახ­ლა ტბო­რად იქ­ცა, და მწყურ­ვა­ლე მი­წა ცოც­ხა­ლი წყლის წყა­რომ მორ­წყა; და ჭეშ­მა­რი­ტად გაძ­ლი­ერ­და მა­ნამ­დე ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი, და ამ ძლი­ე­რი ხე­ლე­ბის საქ­მე არის ეს დი­დი და ნა­თე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

და დი­დი ხნის წინ მო­უძ­ლუ­რე­ბულ­მა და მოშ­ვე­ბულ­მა მუხ­ლებ­მა და­იბ­რუ­ნეს მათ­თვის ბუ­ნებ­რი­ვი სვლა, ღვთის­მცოდ­ნე­ო­ბის გზა­ზე პირ­და­პირ მი­ა­ბი­ჯე­ბენ, ყოვ­ლად­კე­თი­ლი მწყემ­სის სახ­ლში მი­ე­შუ­რე­ბი­ან (შდრ. იოან. 10, 16). და თუ ზო­გი­ერთს ტი­რან­თა მუ­ქა­რე­ბით სუ­ლი გა­უქ­ვავ­და, მაც­ხოვ­ნე­ბელ სიტ­ყვას ისი­ნი უმ­კურ­ნა­ლოდ არ და­ე­ტო­ვე­ბია, არა­მედ კარ­გად გან­კურ­ნა ისი­ნი, საღ­ვთო ნუ­გე­შის­ცე­მი­სა­კენ აღ­ძრა, და უთ­ხრა: "ნუ გე­ში­ნი­ათ, გო­ნე­ბით სულ­მოკ­ლე­ნო, გაძ­ლი­ერ­დით, არ შე­შინ­დეთ" (ეს. 35, 6).

რო­დე­საც სიტ­ყვამ წი­ნა­მო­ას­წა­ვა, რომ ის, ვინც ღვთის გა­მო გა­უ­და­ბუ­რე­ბუ­ლი იყო, ამ [კურ­თხე­ვით] უნ­და დამტკბა­რი­ყო, ამ ჩვენ­მა ახალ­მა და მშვე­ნი­ერ­მა ზო­რო­ბა­ბელ­მა გო­ნე­ბის მახ­ვი­ლი ყუ­რით ის­მი­ნა ამ მწა­რე ტყვე­ო­ბი­სა და გა­უ­და­ბუ­რე­ბის სი­სა­ძაგ­ლის შემ­დეგ; მან არ უგუ­ლე­ბელ­ყო და­ცე­მუ­ლი სხე­ული, უპირ­ველს ყოვ­ლი­სა ვედ­რე­ბე­ბი­თა და ლოც­ვე­ბით ყვე­ლა თქვენ­გა­ნის ზი­ა­რი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით გუ­ლი მო­ულ­ბო მა­მას; და მკვდარ­თა ერ­თა­დერ­თი ცხო­ველ­მყო­ფე­ლი თა­ვის თა­ნა­მებ­რძო­ლად და შემ­წედ მი­იღო; და­ცე­მუ­ლი აღად­გი­ნა, ბო­რო­ტე­ბა­თა­გან გან­წმინ­და და გან­კურ­ნა, და შე­მო­სა სა­მო­სე­ლით, არა და­სა­ბა­მი­დან მქო­ნე ძვე­ლით, არა­მედ რო­მე­ლიც კვლავ საღ­ვთო წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბე­ბის­გან ის­წავ­ლა, რო­დე­საც ასე ნათ­ლად ამ­ბობს: "და წი­ნა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა" (ანგ. 2, 9).

"ამ­რი­გად, მთე­ლი ად­გი­ლი გა­ცი­ლე­ბით დი­დი სივ­რცით შე­მო­საზღვრა**, საზ­ღვა­რი გა­რე­დან ირგვლივ მთლი­ა­ნად კედ­ლე­ბით გა­ა­მაგ­რა, რა­თა დაც­ვა ყვე­ლა­ზე უსაფრთხო ყო­ფი­ლი­ყო. მან და­ა­ყე­ნა კა­რიბ­ჭე დი­დი და ზე აღ­მარ­თუ­ლი თვით ამო­მა­ვა­ლი მზის სხი­ვე­ბის შემ­ხვედ­რად, რო­მე­ლიც შიგ­ნით [არ­სე­ბუ­ლის] ხილ­ვას წმინ­და ზღუ­დე­ე­ბის გა­რეთ შორს მდგომ­თაც უშურ­ვე­ლად ანი­ჭებ­და; რწმე­ნი­სა­გან უც­ხო­თა მზე­რას თით­ქოს პირ­ვე­ლი შე­სას­ვლე­ლე­ბი­სა­კენ მო­აქ­ცევ­და, რა­თა ვინ­მეს გვერ­დით ისე არ ჩა­ევ­ლო, რომ სუ­ლი არ შე­მუს­ვრო­და წი­ნათ უდაბ­ნოდ ქცე­უ­ლის და აწ სას­წა­უ­ლებ­რი­ვი საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დე­ბის მოხ­სე­ნი­ე­ბით. ამით იმე­დოვ­ნებ­და, რომ სწრა­ფად მი­ი­ზი­დავ­და [სუ­ლით] შე­მუს­რულს და მარ­ტო მზე­რა მო­აბ­რუ­ნებ­და მას­ში შე­სას­ვლე­ლად. მაგ­რამ კა­რიბ­ჭის შიგ­ნით შე­მა­ვალს მყის­ვე არ აძ­ლევ­და ნე­ბას, რომ უწ­მინ­დუ­რი და გა­ნუ­ბან­ვე­ლი ფე­ხე­ბით წმი­და­თას შიგ­ნით შე­სუ­ლი­ყო, ტა­ძარ­სა და პირ­ველ შე­სას­ვლელს შო­რის დი­დი ად­გი­ლი და­ტო­ვა, ირგვლივ ოთ­ხი გარ­დი­გარ­დმო აგე­ბუ­ლი კო­ლო­ნა­დით შე­ამ­კო და ოთ­ხკუთ­ხა რამ ფორ­მის მქო­ნე ად­გი­ლი შე­მო­ღო­ბა, ყვე­ლა მხრი­დან სვე­ტე­ბით აზი­დუ­ლი. მათ შო­რის სივ­რცე შე­მო­საზღვრუ­ლია ხის ცხა­უ­რით, ზო­მი­ე­რად, სა­თა­ნა­დო სი­მაღ­ლე­ზე აწე­ული; შუა წინ­კა­რი ღია და­ტო­ვა ცის სა­ხილ­ვე­ლად, - გა­ნა­თე­ბუ­ლი და სი­ნათ­ლის სხი­ვე­ბის­თვის გამ­ჭვირ­ვა­ლე ჰა­ე­რი მოგ­ვა­ნი­ჭა. აქ მო­ა­თავ­სა სამღვდე­ლო გან­წმენ­დის სიმ­ბო­ლო­ები, ტაძ­რის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მო­აწ­ყო ნა­კა­დუ­ლე­ბი, და წყლის დი­დი ნა­კა­დი წმი­და­თას შიგ­ნით შე­მა­ვალთ გან­ბან­ვას სთა­ვა­ზობს. და ეს არის შე­მა­ვალ­თა პირ­ვე­ლი შე­ყოვ­ნე­ბა, მთე­ლი ნა­გე­ბო­ბი­სათ­ვის ერთდრო­უ­ლად სამ­კა­უ­ლი­ცა და ბრწყინ­ვა­ლე­ბაც, და პირ­ვე­ლი გან­სწავ­ლის მსა­ჭი­რო­ე­ბელ­თათ­ვის ერ­თა­დერ­თი სა­თა­ნა­დო ად­გი­ლის მბო­ძე­ბე­ლი.

"მაგ­რამ ამ სა­ნა­ხა­ო­ბის გვერ­დით ჩავ­ლი­სას, ტაძ­რის­კენ მი­მა­ვალ გზას უფ­რო მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი ში­და კა­რე­ბე­ბით ხსნი­და, მზის სხი­ვებ­ქვეშ ერთ მხა­რე­ზე ჩა­მოჰ­კი­და სა­მი კა­რი, რო­მელ­თა­გან თი­თოე­ულს სი­დი­დი­თა და სი­ფარ­თო­ვით აღე­მა­ტე­ბო­და შუ­ა­კა­რი, სპი­ლენ­ძთან რკი­ნის შე­ნა­ერ­თე­ბი­თა და მრა­ვალ­გვა­რი ჩუ­ქურ­თმე­ბით გა­მორჩე­უ­ლად შემ­კუ­ლი, რო­მელ­საც სხვე­ბი ისე მიუ­ერ­თა, რო­გორც დე­დო­ფალს - შუ­ბოს­ნე­ბი. ამ სა­ხით მთე­ლი ტაძ­რის თი­თოე­ულ მხა­რე­ზე კა­რიბ­ჭე­თა რა­ო­დე­ნო­ბის კო­ლო­ნა­დე­ბი გა­ნა­ლა­გა; მე­ტი სი­ნათ­ლი­სათ­ვის მათ თავ­ზე მო­ი­ფიქ­რა სახ­ლში შე­მა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა ღი­ო­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, ხის ოს­ტა­ტუ­რად ნაკ­ვე­თი ჩუ­ქურ­თმე­ბით მათ გარ­შე­მო ჭრე­ლი სამ­კა­უ­ლი შე­მო­ავ­ლო.

"სა­მე­ფო სახ­ლი*** მდიდ­რუ­ლი და უხ­ვი მა­სა­ლე­ბით გა­ნამ­ტკი­ცა, უშურ­ვე­ლი ხელ­გაშ­ლი­ლო­ბით გა­წია ხარ­ჯი. აქ ვგო­ნებ, ზედ­მე­ტია შე­ნო­ბის სიგ­რძი­სა და სი­გა­ნის აღ­წე­რა, სიტ­ყვით გად­მო­ცე­მა ამ სხივ­მფი­ნა­ვი მშვე­ნი­ე­რე­ბი­სა და სიტ­ყვა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი სი­დი­ა­დი­სა, ბრწყინ­ვა­ლე სა­ხის ნა­მუ­შა­კე­ვის, სი­მაღ­ლი­სა, რო­მე­ლიც ცას სწვდე­ბა, და მას­ზე ზე­მო­დან და­ლა­გე­ბუ­ლი ლი­ბა­ნის ძვირ­ფა­სი კედ­რე­ბის, რო­მელ­თა მოხ­სე­ნი­ე­ბას არ და­ი­დუ­მებს საღ­ვთო წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა, და ამ­ბობს: "გა­ი­ხა­რებს უფ­ლის ხე­ები, და ლი­ბა­ნის კედ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დარ­გო" (ფს. 104, 16 ვა­რი­ან­ტუ­ლი წა­კით­ხვით).

"რა სა­ჭი­როა, ახ­ლა ყოვ­ლად ბრძნუ­ლი და ოს­ტა­ტუ­რი ნა­გე­ბო­ბის, და მი­სი თი­თოე­უ­ლი ნა­წი­ლის ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბის ზედ­მი­წევ­ნი­თი გან­ხილ­ვით გად­მო­ცე­მა, რო­დე­საც თვა­ლით ხილ­ვის მოწ­მო­ბა ახ­შობს სმე­ნის გზით სწავ­ლას? მაგ­რამ რად­გან ასე სრულ­ყო ტა­ძა­რი და [ეკ­ლე­სი­ის] მე­თა­ურ­თა პა­ტი­ვის­თვის მთე­ლი შე­ნო­ბა მა­ღა­ლი საყ­დრე­ბით, და ამას გარ­და სა­კარ­ცხუ­ლე­ბით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად და შე­სა­ფე­რი­სად შე­ამ­კო, და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად წმი­და­თა წმი­და სამსხვერ­პლო შუ­ა­ში გა­ნა­თავ­სა, და კვლავ ეს, მრა­ვალ­თათ­ვის რომ შე­უ­ვა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ხე­ლოვ­ნე­ბის უაღ­რე­სად დახ­ვე­წი­ლი ოს­ტა­ტო­ბით მორ­თუ­ლი ხის ცხა­უ­რით შე­მო­ღო­ბა, რა­თა მა­ყუ­რე­ბელ­თათ­ვის საკ­ვირ­ვე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბია.

"მაგ­რამ არც ია­ტა­კი დარჩა მის ზრუნ­ვის გა­რე­შე; და ესეც მარ­მა­რი­ლოს ქვის ყვე­ლა­ნა­ი­რი სამ­კა­უ­ლით დი­დად გა­ნაბრწყი­ნა. და ბო­ლოს, ტაძ­რის გა­რეთ გა­და­ვი­და, თი­თოე­ულ მხა­რეს უდი­დე­სი გა­ლე­რე­ე­ბი და შე­ნო­ბე­ბი ააგო, დი­დი ოს­ტა­ტო­ბით სა­მე­ფო სახ­ლის გვერ­დებს შეუ­ერ­თა და სახ­ლის შუ­ა­ში ღი­ო­ბებს მიუ­ერ­თა. ესე­ნი ჩვენ­მა ყვე­ლა­ზე მშვიდ­მა სო­ლო­მონ­მა, ღვთის ტაძ­რის ამ­გებ­მა წყლი­სა და სუ­ლიწ­მინ­დის მეშ­ვე­ო­ბით გან­წმენ­დი­სა და სხუ­რე­ბის მსა­ჭი­რო­ე­ბელ­თათ­ვის გა­ა­კე­თა, ისე რომ არა სიტ­ყვა, არა­მედ საქ­მედ იქ­ცა ზე­მოთ ნათ­ქვა­მი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა. რად­გან ახ­ლაც იქ­მნა, რო­გორც არის ჭეშ­მა­რი­ტად, ამ სახ­ლის უკა­ნას­კნე­ლი დი­დე­ბა წი­ნა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი (ანგ. 2, 9).

"რა­მე­თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მარ­თე­ბუ­ლი იყო, რომ მას შემ­დეგ, რაც მის­მა მწყემ­სმა და მე­უ­ფემ მის გა­მო ერ­თხელ თავს იდო სიკ­ვდი­ლი, და ვნე­ბის შემ­დეგ სხე­ული, რო­მე­ლიც მი­სი სი­ბინ­ძუ­რის გა­მო შე­ი­მო­სა, ბრწყინ­ვა­ლე­ზე და დი­დე­ბულ­ზე გა­დაც­ვა­ლა, თვი­თონ ხორ­ცი ხრწნი­ლე­ბის­გან გა­ან­თა­ვი­სუფ­ლა და უხრწნე­ლე­ბი­სა­კენ წა­რუძ­ღვა მას, მსგავ­სად­ვე დამტკბა­რი­ყო მაც­ხოვ­რის გან­გე­ბუ­ლე­ბის [ნა­ყო­ფით]. რად­გან ბევ­რად უკე­თე­სი აღთქმა მი­ი­ღო მის­გან (იხ. ებრ. 11, 39‑40), ძლი­ერ ეს­წრაფ­ვის უხრწნე­ლი სხე­უ­ლის აღ­დგო­მა­ში ნათ­ლის ან­გე­ლოზ­თა დას­თან ერ­თად თვით ქრის­ტე იე­სოს­თან, ყო­ველ­თა ქველ­მოქ­მედ­თან და მაც­ხო­ვარ­თან ერ­თად მომ­დევ­ნო სა­უ­კუ­ნე­ში კვლავ­შო­ბის ბევ­რად დი­დი დი­დე­ბის მი­ღე­ბას. მაგ­რამ რად­გან დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვრი­ვი და უდაბ­ნო აწ ღვთის მად­ლით ამ ყვა­ვი­ლე­ბით შე­ი­მო­სა, ჭეშ­მა­რი­ტად შე­იქ­ნა ვი­თარ­ცა შრო­შა­ნი, რო­მელ­ზეც წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბამ თქვა: და მი­ი­ღო სძლის სა­მო­სე­ლი და კე­თილ­შვე­ნი­ე­რე­ბის გვირ­გვი­ნი და­იდ­გა (შდრ. ეს. 35, 1). რო­მელ­მაც ესაი­ას მეშ­ვე­ო­ბით ის­წავ­ლა როკ­ვა და ღმერთს, მე­უ­ფეს ქე­ბის სიტ­ყვე­ბით, მად­ლი­ე­რე­ბის მსხვერ­პლით გა­ნა­დი­დებს. ვის­მი­ნოთ მი­სი სიტ­ყვე­ბი: "გა­ი­ხა­როს სულ­მა ჩემ­მა უფ­ლის მი­მართ; რად­გან შემ­მო­სა ცხო­ნე­ბის სა­მო­სე­ლი და სი­ხა­რუ­ლის მო­სას­ხა­მი, და და­მად­გა გვირ­გვი­ნი რო­გორც სი­ძე­სა და რო­გორც სძა­ლი შე­მამ­კო სამ­კა­უ­ლით. და რო­გორც მი­წა ზრდის თა­ვის ყვა­ვილს, და რო­გორც ბაღს თა­ვი­სი თეს­ლი ამო­ყავს, ასე ამო­იყ­ვა­ნა უფალ­მა, უფალ­მა სა­მარ­თა­ლი და სი­ხა­რუ­ლი ყვე­ლა ერის წი­ნა­შე" (ეს. 61, 10‑11).

"ასე რომ, ამ [სიტ­ყვე­ბით] რო­კავს იგი. მაგ­რამ თუ რო­მე­ლი [სიტ­ყვე­ბით] პა­სუ­ხობს მას, სი­ძე, ცი­უ­რი სიტ­ყვა, თვით იე­სო ქრის­ტე, ის­მი­ნე, რო­დე­საც ამ­ბობს უფა­ლი: "ნუ გე­ში­ნია, რომ შერცხვი, ნუ იქ­ცევ პირს, გა­კიც­ხუ­ლი რომ ხარ; რად­გან და­ი­ვიწ­ყებ სა­უ­კუ­ნო სირცხვილს და შე­ნი ქვრი­ვო­ბის გა­კიც­ხვას აღარ გა­იხ­სე­ნე­ბენ... არა რო­გორც ცო­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი და სულ­მდა­ბა­ლი მო­გი­წო­და შენ უფალ­მა, არც რო­გორც ცო­ლი სიყ­მაწ­ვი­ლი­დან შე­ძუ­ლე­ბუ­ლი, თქვა შენ­მა ღმერ­თმა. ცო­ტა ხნით დაგ­ტო­ვე, და დი­დი წყა­ლო­ბით შე­გიწ­ყა­ლებ. მცი­რე გუ­ლისწყრო­მა­ში გა­რე მი­ვაქ­ციე პი­რი შენ­გან, და სა­უ­კუ­ნო წყა­ლო­ბით შე­გიწ­ყა­ლებ, გით­ხრა შენ­მა მხსნელ­მა უფალ­მა. აღ­დექ, აღ­დექ (ეს. 54, 4, 6‑8)... უფ­ლის ხე­ლი­დან მი­სი გუ­ლისწყრო­მის სას­მი­სის მსმე­ლო; რად­გან და­ცე­მის სას­მი­სი, ჩე­მი გუ­ლისწყრო­მის ფი­ალა, შეს­ვი და გა­მოს­ცა­ლე და არ გყავ­და შენ ნუ­გე­შის­მცე­მე­ლი ყვე­ლა შენს შვილ­თა­გან, რომ­ლე­ბიც შო­ბე და არ გყავ­და შე­ნი ხე­ლის აღმპყრო­ბე­ლი … აჰა, მი­ვი­ღე შენს ხელ­თა­გან და­ცე­მის სას­მი­სი, ჩე­მი გუ­ლისწყრო­მის ფი­ალა; და მე­ტად აღარ შეს­ვამ მას. და მივ­ცემ მას მათ ხე­ლებ­ში, ვინც უსა­მარ­თლოდ მო­გექ­ცა შენ და და­გამ­დაბ­ლა... აღ­დექ, აღ­დექ, შე­ი­მო­სე ძა­ლა, შე­ი­მო­სე შე­ნი დი­დე­ბა,…ჩა­მო­ი­ფერ­თხე მტვე­რი და აღ­დექ. და­ჯექ... მო­იხ­სე­ნი ბორ­კი­ლი შე­ნი ქე­დის (ეს. 51, 17‑23; 52, 1‑2). ირგვლივ მო­ა­ტა­რე შე­ნი თვა­ლე­ბი და იხი­ლე შე­ნი შვი­ლე­ბი შეკ­რე­ბი­ლი. აჰა, შე­იკ­რიბ­ნენ და მო­ვიდ­ნენ შენ­თან. რო­გორც მე ვარ ცოც­ხა­ლი, ამ­ბობს უფა­ლი, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნით რო­გორც სამ­კა­უ­ლით შე­მო­სი­ლი იქ­ნე­ბი და მობ­ლარ­დნუ­ლი იქ­ნე­ბი მათ­გან რო­გორც სი­ძის სამ­კა­უ­ლით. რად­გან შე­ნი გა­უ­და­ბუ­რე­ბუ­ლი, დან­გრე­უ­ლი და და­ცე­მუ­ლი ად­გი­ლე­ბი შე­ვიწ­როვ­დე­ბა მაც­ხოვ­რე­ბელ­თა­გან, და მოგ­შორ­დე­ბი­ან შენ შე­ნი მშთანთქმე­ლე­ბი. რად­გან ყურ­ში გეტ­ყვი­ან შე­ნი შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კარ­გე: "ვიწ­როა ჩემ­თვის ეს ად­გი­ლი, მო­მე­ცი ად­გი­ლი, რა­თა დავ­სახ­ლდე", და იტ­ყვი გულ­ში: "ვინ მიშ­ვა მე ესე­ნი? მე ვარ უშ­ვი­ლო და ქვრი­ვი, ესე­ნი კი ვინ გა­მო­მიკ­ვე­ბა? მე მარ­ტო ვარ დარჩე­ნი­ლი, ესე­ნი კი სა­ი­დან მყავს?" (ეს. 49, 18‑21).

"ეს იწი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლა ესაიამ, ჩვენს შე­სა­ხებ ად­რე ეს ჩა­წე­რა წმინ­და წიგ­ნებ­ში; მაგ­რამ სა­ჭი­რო იყო ოდეს­მე მა­თი უტ­ყუ­ა­რო­ბის რო­გორ­მე საქ­მე­ე­ბით მი­ღე­ბა. მაგ­რამ რო­დე­საც სი­ძემ, სიტ­ყვამ, თა­ვის სძალს, სამღვდე­ლო და წმინ­და ეკ­ლე­სი­ას ასე მი­მარ­თა, შე­სა­ბა­მი­სად სი­ძის მე­გო­ბარ­მა**** ეს უდაბ­ნო, ძირს დაგ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­თათ­ვის იმედს აღარ იძ­ლე­ოდა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ერ­თობ­ლი­ვი ლოც­ვე­ბით თვით თქვე­ნი ხე­ლე­ბი გა­ი­წო­და, წა­მო­ა­ყე­ნა და აღად­გი­ნა ღვთის, ყო­ველ­თა მე­უ­ფის წა­მის­ყო­ფი­თა და იე­სო ქრის­ტეს ძა­ლის გა­მოც­ხა­დე­ბით; და აღად­გი­ნა რა იგი, და­ად­გი­ნა, რო­გორც ის­წავ­ლა წმინ­და წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა წე­რილ­თა­გან.

"ეს არის ყვე­ლა­ზე დი­დი საკ­ვირ­ვე­ლე­ბა და ყო­ველ­გვა­რი გან­ცვიფ­რე­ბის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვინც მხო­ლოდ გა­რეგ­ნულ წარ­მო­სახ­ვას მი­აპ­ყრობს გო­ნე­ბას. სა­ოც­რე­ბებ­ზე უფ­რო საკ­ვირ­ვე­ლი არის მა­თი გო­ნის­მი­ე­რი პირ­მშო ხა­ტე­ბი, პირ­ველ­სა­ხე­ე­ბი და ღვთივ­შვე­ნი­ე­რი ნი­მუ­შე­ბი, ვგუ­ლის­ხმობ ღვთივ­ბო­ძე­ბულ და გო­ნის­მი­ე­რი შე­ნო­ბის სულ­ში გა­ნახ­ლე­ბას*****. ეს შე­ნო­ბა თვი­თონ ღვთის შვილ­მა თა­ვის ხა­ტის მი­ხედ­ვით შექ­მნა და უბო­ძა უხრწნე­ლი ბუ­ნე­ბა, უს­ხე­ულო, გო­ნის­მი­ერი, ყო­ველ­გვა­რი მი­წი­ე­რი ნივ­თის­გან უც­ხო, თა­ვის თა­ვად გო­ნი­ე­რი არ­სი. ოდეს­ღაც არა­არ­სის­გან არ­სე­ბო­ბის­თვის პირ­ვე­ლად მის­მა შე­მამ­ტკი­ცე­ბელ­მა თა­ვი­სი თა­ვის­თვის და მა­მის­თვის შექ­მნა წმინ­და სძა­ლი და ყოვ­ლად სამღვდე­ლო ტა­ძა­რი. აგ­რეთ­ვე, თვი­თონ წარ­მოაჩი­ნა იგი ნათ­ლად, რო­დე­საც აღი­ა­რა და თქვა: "და­ვიმ­კვიდ­რებ მათ­ში და ვივ­ლი მათ­ში, და ვიქ­ნე­ბი მა­თი ღმერ­თი და ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან ჩე­მი ერი" (1 კორ. 6, 16). და ასე­თი არის სრუ­ლი და გან­წმენ­დი­ლი სუ­ლი, ამ­გვა­რად თა­ვი­დან შო­ბი­ლი, რო­გორც ცი­უ­რი სიტ­ყვის ხა­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი.

"მაგ­რამ რო­დე­საც ბო­რო­ტე­ბის მოყ­ვა­რე დე­მო­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ო­ბი­თა და შუ­რით თა­ვი­სუ­ფა­ლი არჩე­ვა­ნით ვნე­ბი­სა და ბო­რო­ტე­ბის მოყ­ვა­რე გახ­და, ღმერ­თი გა­ნე­შო­რა მას და მი­ტო­ვე­ბულ იქ­ნა მფარ­ვე­ლი­სა­გან, დი­დი ხნის მან­ძილ­ზე მი­სი მო­შურ­ნე­ე­ბი­სათ­ვის ად­ვი­ლად შე­საპ­ყრო­ბი და შეთ­ქმუ­ლე­ბი­სად­მი იო­ლად დამ­თმო­ბი გახ­და, უხი­ლავ მტერ­თა და გო­ნის­მი­ერ მებ­რძოლ­თა ქა­ლა­ქის და­მან­გრე­ვე­ლი მოწ­ყო­ბი­ლო­ბე­ბი­თა და მან­ქა­ნე­ბით ძირს და­ეცა, სა­ში­ნე­ლი და­ცე­მით და­ეცა, ისე რომ [მი­სი] სათ­ნო­ე­ბი­სა­გან ქვა ქვა­ზე აღარ დარჩა რომ მდგა­რი­ყო მას­ში, მთლი­ა­ნად მი­წა­ზე იწ­ვა სრუ­ლი­ად მკვდა­რი, ღვთის შე­სა­ხებ ბუ­ნე­ბით აზ­როვ­ნე­ბას ყოვ­ლი­თურთ მოკ­ლე­ბუ­ლი. თვით ეს ღვთის ხა­ტის მი­ხედ­ვით შემ­ზა­დე­ბუ­ლი და და­ცე­მუ­ლი გა­ა­ნად­გუ­რა არა ამ ტახ­მა ჩვენ­თან ხი­ლუ­ლი ტყი­დან გა­მო­სულ­მა, არა­მედ რო­მე­ლი­ღაც განმხრწნელ­მა დე­მონ­მა და გო­ნის­მი­ერ­მა ვე­ლურ­მა მხე­ცებ­მა, რომ­ლებ­მაც ვნე­ბე­ბით რო­გორც მა­თი ბო­რო­ტე­ბი­სა­გან ცეცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ის­რე­ბით აღაგ­ზნეს იგი, ცეცხლში დაწ­ვეს ჭეშ­მა­რი­ტად ღვთის სა­კურ­თხე­ვე­ლი და მი­წა­ზე დას­ცეს მი­სი სა­ხე­ლის სამ­კვიდ­რე­ბე­ლი, შემ­დეგ მრა­ვა­ლი ნა­რი­ყით და­მარ­ხეს საბ­რა­ლო, და ყო­ველ­გვა­რი ხსნის სა­სო წა­რუკ­ვე­თეს.

"მაგ­რამ მის­მა მცველ­მა, ღვთივმბრწყინ­ვა­ლე სიტ­ყვამ და მხსნელ­მა, მა­მის ყოვ­ლად კე­თი­ლი კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის მორჩილ­მა ცოდ­ვე­ბის გა­მო სა­კად­რი­სად დას­ჯი­ლი კვლავ თა­ვი­დან აღად­გი­ნა. პირ­ველ რიგ­ში აირჩია უზე­ნა­ეს იმ­პე­რა­ტორ­თა სუ­ლე­ბი. ამ ყვე­ლა­ზე ღვთის­სათ­ნო კაც­თა ხე­ლით ურ­ჯუ­ლო, ყო­ველ­თა დამ­ღუპ­ველ, თვით ამ სა­ში­ნელ და ღვთის­მო­ძუ­ლე ტი­რან­თა­გან გაწ­მინ­და მთე­ლი მსოფ­ლიო. შემ­დეგ კი მი­სი მახ­ლო­ბე­ლი კა­ცე­ბი, ძველ­თა­გან­ვე ცხოვ­რე­ბის წე­სით მის­თვის გან­წმენ­დი­ლე­ბი, მი­სი დამ­ცვე­ლო­ბის სა­ფარ­ვე­ლით მძი­მე უბე­დუ­რე­ბებ­ში და­ფა­რუ­ლე­ბი, სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­იყ­ვა­ნა და მა­მის დი­დი სა­ბოძ­ვრე­ბით ღირ­სე­უ­ლად მი­ა­გო პა­ტი­ვი, და კვლავ მა­თი მეშ­ვე­ო­ბით ცო­ტა ხნის წინ სხვა­დას­ხვა ნივ­თი­სა და გრო­ვი­სა­გან, მათ თავს და­ტე­ხი­ლი ურ­ჯუ­ლო ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა­გან დას­ვრი­ლი სუ­ლე­ბი და­სარ­ტყა­მი წე­რაქ­ვე­ბით, [მი­სი] მოძღვრე­ბის სწავ­ლე­ბე­ბით, გან­წმინ­და და გან­ბა­ნა; ყვე­ლა თქვენ­გა­ნის აზ­როვ­ნე­ბის ალა­გი მბრწყი­ნა­ვი და გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი გახ­და, შემ­დეგ სა­მო­მავ­ლოდ გა­დას­ცა ყოვ­ლადბრძენ და ღვთის­სათ­ნო მმარ­თველს. იგი სხვა [საქ­მე­ე­ბი­თაც] განმსჯე­ლი და კე­თილ­გო­ნი­ე­რი არის, და მის­თვის ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სუ­ლე­ბის აზ­რთა კარ­გი გა­მომ­ცნო­ბი და განმსჯე­ლი; რო­გორც იტ­ყვი­ან, პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან აქა­მომ­დე მას ჯერ არ შე­უწ­ყვე­ტია შე­ნე­ბა, ყვე­ლა თქვენ­გან­ში შეა­ერ­თებს ზოგ­ჯერ მბრწყი­ნავ ოქ­როს, ზოგ­ჯერ გა­მოც­დილ და გან­წმენ­დილ ვერცხლს, პა­ტი­ო­სან და ძვირ­ფას ქვებს, ისე რომ ამ საქ­მე­ე­ბით ჩვენს მი­მართ კვლავ სრულ­ყოფს წმინ­და და სა­ი­დუმ­ლო წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბას, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ნათ­ქვა­მია: "აჰა, მე გა­ვამ­ზა­დე შენ­თვის შე­ნი ლა­ლის ქვა და შე­ნი სა­ძირ­კვე­ლი სა­ფი­რო­ნი­სა, და შე­ნი ქონ­გუ­რე­ბი იას­პის, და შე­ნი კა­რიბ­ჭე­ე­ბი ბრო­ლის ქვის, და შე­ნი კე­დე­ლი რჩე­უ­ლი ქვე­ბის, და ყვე­ლა შე­ნი ძე - ღვთის­გან გან­სწავ­ლუ­ლი და შე­ნი შვი­ლე­ბი - დიდ მშვი­დო­ბა­ში; და აღე­შე­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ში" (ეს. 54, 11‑14).

"სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით აღ­მშე­ნე­ბელ­მა ღირ­სე­ბის მი­ხედ­ვით გა­ა­ნა­წი­ლა მთე­ლი ერის ძა­ლე­ბი: ზო­გი­ერ­თის­თვის მხო­ლოდ გა­რე­თა კე­დე­ლი და­იც­ვა, და უც­თო­მე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის კე­დე­ლი შე­მო­ავ­ლო (ერ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი იყო ისე­თი, ვი­საც არ შე­ეძ­ლო შე­ნო­ბის ტვირ­თვა), ზოგს კი, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვად ტაძ­რის კა­რიბ­ჭე­ე­ბად მიჩნე­ულთ, სახ­ლის შე­სას­ვლე­ლე­ბი ჩა­ა­ბა­რა, კა­რებ­თან და­ა­ყე­ნა შე­მო­მა­ვალ­თა სვლის წარ­სა­მარ­თა­ვად; სხვე­ბი კი გა­რეთ ოთ­ხკუთ­ხე­დი­სა­გან [წარ­მოქ­მნი­ლი] გზის მახ­ლობ­ლად პირ­ველ სვე­ტებ­თან გა­ნამ­ტკი­ცა, ოთ­ხი სა­ხა­რე­ბის წე­რი­ლის პირ­ველ შე­ხე­ბას­თან მი­იყ­ვა­ნა; ზო­გი­ერთს კი ჯერ კი­დევ კა­თაკ­მე­ველს, და ზრდა­სა და წინსვლა­ში მყოფს, შიგ­ნით მყოფ მორ­წმუ­ნე­თა ღვთის­მხილ­ვე­ლო­ბის­გან არ­ცთუ ძა­ლი­ან და­შო­რე­ბულს სა­მე­ფო სახ­ლის მახ­ლობ­ლად თი­თოე­უ­ლი მხრი­დან შეა­უღ­ლებს. მათ­გან ღე­ბუ­ლობს წმინ­და სუ­ლებს საღ­ვთო გან­ბან­ვით ოქ­რო­სებრ გან­წმენ­დილთ, და ზო­გი­ერთ მათ­განს წმინ­და წე­რი­ლის ში­ნა­გა­ნი სა­ი­დუმ­ლო მოძღვრე­ბე­ბი­სა­გან გა­რე­თა­ზე ბევ­რად აღ­მა­ტე­ბულ სვე­ტებ­თან და­ამ­ტკი­ცებს; სხვებს კი სი­ნათ­ლის­კენ მი­მარ­თუ­ლი ღი­ო­ბე­ბით გა­ნა­ნათ­ლებს. ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი კა­რიბ­ჭით, ყო­ველ­თა მე­უ­ფის ერ­თი და მხო­ლოდ ღმერ­თის დი­დე­ბის­მეტ­ყვე­ლე­ბით, შე­ამ­კო მთე­ლი ტა­ძა­რი, თი­თოე­ულ მხა­რე­ზე, ქრის­ტე­სა და სუ­ლიწ­მინ­დის მა­მის ხელ­მწი­ფუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის თი­თოე­ულ მხა­რე­ზე ქრის­ტე­სა და სუ­ლიწ­მინ­დის სი­ნათ­ლის მე­ო­რად ბრწყინ­ვა­ლე­ბას გვა­ნი­ჭებს. და­ნარჩე­ნი ნა­წი­ლე­ბი­და­ნაც მთე­ლი სახ­ლის გავ­ლით თი­თოე­ულ მათ­გან­ში წარ­მოაჩენს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის უშურ­ველ და მე­ტად მრა­ვალ­ფე­რო­ვან სიც­ხა­დე­სა და სი­ნათ­ლეს, ყველ­გან და ყვე­ლაფ­რი­დან ამო­არჩევს ცოც­ხალ, გამ­ტკი­ცე­ბულ, მყა­რად შე­კავ­ში­რე­ბულ ქვებს სუ­ლი­სას, ყვე­ლაფ­რის­გან შე­ამ­ზა­დებს დიდ და სა­მე­ფო სახლს ბრწყინ­ვა­ლე­ბი­თა და სი­ნათ­ლით აღ­სავ­სეს შიგ­ნი­და­ნაც და გა­რე­და­ნაც, რად­გან არამ­ხო­ლოდ სულ­სა და გო­ნე­ბას, არა­მედ მათ სხე­ულ­საც სიწ­მინ­დი­სა და გო­ნივ­რუ­ლო­ბის მრა­ვალ­ყვა­ვი­ლო­ვა­ნი სამ­კა­უ­ლით ას­ხი­ვოს­ნებს.

"ამ ტა­ძარ­ში დგას საყ­დრე­ბი, ათა­სო­ბით სა­კარ­ცხუ­ლი და სკა­მი, რამ­დე­ნიც არის სუ­ლი, რო­მელ­ზეც სხდე­ბი­ან საღ­ვთო სუ­ლის ნი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ძვე­ლა­დაც იხილ­ვე­ბო­და წმინ­და მო­ცი­ქუ­ლებ­თან და მათ­თან ერ­თად მყოფ პი­როვ­ნე­ბებ­თან, რომ­ლებ­საც ეჩვე­ნათ ცეც­ხლის მსგავ­სად გან­ყო­ფი­ლი ენე­ბი, თი­თოე­ულ მათ­გან­ზე რომ და­ი­ვა­ნა. მაგ­რამ მას­ში, ვინც არის ყვე­ლას მმარ­თვე­ლი, მარ­თე­ბუ­ლად დამ­კვიდ­რდა თვით მთე­ლი ქრის­ტე, ხო­ლო მის შემ­დეგ მე­ო­რე [სა­ფე­ხურ­ზე] მდგომთ, რამ­დენ­საც თი­თოე­უ­ლი იტევს, შე­სა­ბა­მი­სად და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი აქვთ ქრის­ტეს ძა­ლი­სა და სუ­ლიწ­მინ­დის­გან. სა­კარ­ცხუ­ლე­ბი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ან­გე­ლოზ­თათ­ვის თი­თოე­უ­ლის გან­სწავ­ლი­სა და დაც­ვი­სათ­ვის გა­და­ცე­მუ­ლი სუ­ლე­ბი. პა­ტივ­სა­ცე­მი, დი­დი და ერ­თა­დერ­თი სამსხვერ­პლო რა შე­იძ­ლე­ბა იყოს, თუ არა ყვე­ლას სა­ერ­თო [სუ­ლის] მღვდლის უმ­წიკ­ვლო და წმი­და­თა წმი­და? მის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს დგას ყო­ველ­თა დი­დი მღვდელთმთა­ვა­რი თვით იესო, ღვთის მხო­ლოდ­შო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­სა­გან კე­თილ­სურ­ნე­ლო­ვან საკ­მე­ველ­სა და ლოც­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უსის­ხლო და უნივ­თო მსხვერ­პლებს სი­ხა­რუ­ლით აღ­სავ­სე მზე­რით და ამობ­რუ­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით ღე­ბუ­ლობს, და ცი­ურ მა­მა­სა და ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერთს უგ­ზავ­ნის; პირ­ვე­ლად თვი­თონ სცემს თაყ­ვანს და ერ­თა­დერ­თი ის მი­ა­გებს მა­მას ღირ­სე­ულ პა­ტივს, შემ­დეგ კი ით­ხოვს, რომ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის მა­რად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და მოწ­ყა­ლე დარჩეს.

"ასე­თი არის ეს დი­დი ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც მთელ მზის­ქვე­შა მსოფ­ლი­ოს ყოვ­ლი­ე­რე­ბის დიდ­მა შე­მოქ­მედ­მა სიტ­ყვამ შე­ამ­ტკი­ცა, კვლავ თვი­თონ მან შექ­მნა ცი­ურ თაღ­თა მიღ­მი­ე­რის ეს გო­ნის­მი­ე­რი ხა­ტი დე­და­მი­წა­ზე, რა­თა მთე­ლი ქმნი­ლე­ბი­სა და დე­და­მი­წა­ზე [მყო­ფი] მო­აზ­როვ­ნე და ცოც­ხა­ლი [არ­სე­ბე­ბის] მეშ­ვე­ო­ბით პა­ტივ­ცე­მუ­ლი და სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო მი­სი მა­მა. მაგ­რამ ზე­ცი­უ­რი ად­გი­ლი და ეს აქ არ­სე­ბულ­თა ნი­მუ­შე­ბი, და ზე­ნა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი იე­რუ­სა­ლი­მი და სი­ო­ნის მთა, ცოც­ხა­ლი ღმერ­თის ზე­ცი­უ­რი და ზექ­ვეყ­ნი­უ­რი ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც ათა­სო­ბით ან­გე­ლო­ზი და ეკ­ლე­სია პირ­მშო­თა, ცა­ში ჩა­წე­რილ­თა, ხოტ­ბას ას­ხა­მენ, გა­მო­უთ­ქმე­ლი და ჩვენ­თვის შე­უც­ნო­ბე­ლი ღვთის­მეტ­ყვე­ლე­ბე­ბით გა­ნა­დი­დე­ბენ მათ შე­მოქ­მედ­სა და ყოვ­ლი­ე­რე­ბის მბრძა­ნე­ბელს. ვერ­ცერ­თი მოკ­ვდა­ვი ვერ უგა­ლობს მას ასე ღირ­სე­უ­ლად, რად­გან თვალს არ უხი­ლავს და ყურს არ სმე­ნია და ადა­მი­ა­ნის გულ­ში არ გა­უვ­ლია თვით ეს, რაც ღმერ­თმა მო­ამ­ზა­და მის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის (1 კორ. 2, 9). თუმ­ცა მათ­გან ნა­წი­ლობ­რივ ღირსქმნი­ლებ­მა, მა­მა­კა­ცებ­მა ბავ­შვებ­თან და ქა­ლებ­თან ერ­თად, მცი­რე­თაც და დი­დებ­მაც, ყვე­ლამ ერ­თად არ უნ­და შევწყვი­ტოთ ერ­თი სუ­ლი­თა და ერ­თი სამ­შვინ­ვე­ლით ჩვენ­თვის ესო­დენ დიდ სი­კე­თე­თა მი­ზე­ზის, ჩვე­ნი ყვე­ლა ურ­ჯუ­ლო­ე­ბა­თა მიმ­ტე­ვებ­ლის, ჩვე­ნი ყვე­ლა სნე­უ­ლე­ბის მკურ­ნა­ლის, ჩვე­ნი სი­ცოც­ხლის ხრწნი­ლე­ბი­სა­გან გა­მომ­სყიდ­ვე­ლის, წყა­ლო­ბი­თა და თა­ნალ­მო­ბით ჩვე­ნი და­მაგ­ვირ­გვი­ნებ­ლის, ჩვე­ნი გუ­ლისთქმის სი­კე­თით აღ­მავ­სებ­ლის აღ­სა­რე­ბა და გან­დი­დე­ბა; რა­მე­თუ არა ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბის მი­ხედ­ვით გაგ­ვი­კე­თა ჩვენ, არც ჩვე­ნი ურ­ჯუ­ლო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით მოგ­ვა­გო ჩვენ; რად­გან რამ­დე­ნა­დაც აღ­მო­სავ­ლე­თი და­შო­რე­ბუ­ლია და­სავ­ლე­თის­გან, გა­ნა­შო­რა ჩვენ­გან ჩვე­ნი ურ­ჯუ­ლო­ე­ბე­ბი. რო­გორც მა­მა იბ­რა­ლებს თა­ვის ძეთ, უფალ­მა შე­იბ­რა­ლა მი­სი მო­შიშ­ნი (ფს. 103, 3‑5, 10, 12, 13).

"ამას ახ­ლაც და მო­მა­ვალ­შიც ყო­ველ­თვის გა­ვა­ცოც­ხლებთ ხსოვ­ნა­ში, ამ სა­ერ­თო კრე­ბის და ამ სა­სი­ხა­რუ­ლო და ბრწყინ­ვა­ლე დღე­ე­ბის მი­ზე­ზი­სა და კრე­ბის წარ­მმარ­თვე­ლის დღე და ღა­მე, ყო­ველ სა­ათ­სა და, რო­გორც იტ­ყვი­ან, ყო­ვე­ლი ამო­სუნთქვი­სას გო­ნე­ბა­ში მჭვრე­ტელ­ნი, სუ­ლის მთე­ლი ძა­ლით მოყ­ვა­რულ­ნი და თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­ნი, ახ­ლაც ავ­დგეთ ფეხ­ზე და დი­დი ხმით ვე­ვედ­როთ, რო­გო­რი გან­წყო­ბაც გვაქვს, რა­თა აღ­სას­რუ­ლამ­დე დაგ­ვიც­ვას და შეგ­ვი­ნა­ხოს მის ფა­რეხ­ში, დაგ­ვა­ჯილ­დო­ვოს მის­გან მო­მა­ვა­ლი შე­უ­მუს­რა­ვი და ურ­ყე­ვი სა­უ­კუ­ნო მშვი­დო­ბით ჩვენს მაც­ხო­ვარ ქრის­ტე იე­სო­ში, რომ­ლის მი­ერ დი­დე­ბა მას სა­უ­კუ­ნე­თა ყვე­ლა სა­უ­კუ­ნე­ე­ბამ­დე. ამინ".

------------------------------------------------------------------------

* ჰიპოკრატე, ბუნებათა შესახებ, 1 - მთარგ.

** ე.ი. ვიდრე ეკავა წინა ეკლესიას. აქ გადმოცემული ეს აღწერა არის უადრესი ცნობა, რასაც ვფლობთ ქრისტიანული ტაძრის სტრუქტურისა და აღჭურვილობის შესახებ - მთარგ.

*** ან როგორც ჩვენ ვიტყვით, "ბაზილიკა" - მთარგ.

**** პავლინე აქ აღწერილია როგორც მეგობარი სიძის (ქრისტესი), რომელიც შეეწევა სძალს (ეკლესიას), - მთარგ.

***** გულისხმობს იმას, რომ ეკლესიის აღდგენა არის საკვირველება, მაგრამ უფრო დიდი საკვირველებაა სულის აღდგენა, იმდენად რამდენადაც პირმშოხატი ან პირველსახე მატერიალურის არის სულიერი - მთარგ.

V

მო­დით, ახ­ლა გად­მოვ­ცემთ კონ­სტან­ტი­ნე­სა და ლი­კი­ნი­უ­სის სა­იმ­პე­რიო ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბის[3] ლა­თი­ნუ­რი ენი­დან შეს­რუ­ლე­ბულ თარ­გმანს.

 

ლათინური ენიდან თარგმნილი საიმპერიო ბრძანებულებების ასლი

"ჯერ კი­დევ ძვე­ლი დრო­ი­დან თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ, რომ მსა­ხუ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იყოს უარ­ყო­ფი­ლი, არა­მედ თი­თოე­ულს მი­ცე­მუ­ლი აქვს უფ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი აზ­რი­თა და ნე­ბა-სურ­ვი­ლით სა­კუ­თა­რი არჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ზრუ­ნავ­დეს საღ­ვთო საგ­ნებ­ზე, ბრძა­ნე­ბა გა­ვე­ცით, რომ ქრის­ტი­ა­ნებ­საც [და სხვებ­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნე­ბა მი­ე­ცეს]*, რომ და­იც­ვან თა­ვი­ან­თი არჩე­ვა­ნი­სა და მსა­ხუ­რე­ბის მრწამ­სი. მაგ­რამ რად­გან ამ რეს­კრიპ­ტში, რო­მელ­შიც მათ მი­ე­ცათ ასე­თი უფ­ლე­ბა, ცხა­დად ჩანს, და­ე­მა­ტა მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა პი­რო­ბა; მოხ­და ისე, რომ მათ­გან ზო­გი­ერ­თი მა­ლე­ვე გან­ვარ­და ასე­თი მფარ­ვე­ლო­ბის გა­რეთ.

"რო­დე­საც მე, კონ­სტან­ტი­ნე ავ­გუს­ტუ­სი, და მეც, ლი­კი­ნი­უს ავ­გუს­ტუ­სი, მე­დი­ო­ლან­ში (მი­ლან­ში - მთარგ.) ბედ­ნი­ე­რად ჩა­ვე­დით და ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ხალ­ხო სარ­გე­ბე­ლი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, გან­ვი­ხი­ლეთ, სხვებ­თან ერ­თად ისიც, რაც მრა­ვალ­თათ­ვის სა­სარ­გებ­ლო - უფ­რო კი უპირ­ვე­ლე­სი - ჩან­და, გა­დავწყვი­ტეთ, გა­მოგ­ვე­ცა ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ი­ცავ­და ღვთა­ე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და კრძალ­ვას; ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ქრის­ტი­ა­ნებ­საც და ყვე­ლას ვაძ­ლევთ თა­ვი­სუ­ფალ არჩე­ვანს, მის­დი­ოს იმ მსა­ხუ­რე­ბას, რო­მელ­საც მო­ი­სურ­ვებს, რა­თა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს, რაც რამ ღმრთე­ე­ბი­სა და ცი­უ­რი ძა­ლა არ­სე­ბობს, კე­თი­ლად გა­ნეწ­ყოს ჩვენ­სა და ყვე­ლა ჩვე­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ქვეშ მყოფ­თა მი­მართ. ასე რომ, ეს [ჩვე­ნი] თათ­ბი­რი სა­ღი და ყვე­ლა­ზე მარ­თე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბით გან­ვაჩი­ნეთ, რა­თა სა­ერ­თოდ არა­ვის­თვის არ იყოს უარ­ყო­ფი­ლი უფ­ლე­ბა, მის­დი­ოს და აირჩი­ოს ქრის­ტი­ან­თა წე­სი ან მსა­ხუ­რე­ბა, და ყო­ველ მათ­განს მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, თა­ვი­სი გო­ნე­ბა მი­უძღვნას იმ მსა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც, რო­გორც თვი­თონ თვლის, მას მი­ე­სა­და­გე­ბა, რა­თა ღვთა­ე­ბამ... ჩვენ ყვე­ლა­ფერ­ში მოგ­ვა­ნი­ჭოს მის­თვის ჩვე­უ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა და კე­თილმშვე­ნი­ე­რე­ბა. გვმარ­თებ­და, მოგ­ვე­წე­რა რეს­კრიპ­ტი, თუ რა გვთნდა ჩვენ, რა­თა რო­დე­საც სრუ­ლე­ბით აღარ არის ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ი­ცავ­და შე­ნი ღვთის­მო­სა­ო­ბის მი­მართ ქრის­ტი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ჩვე­ნი პირ­ვე­ლი წე­რი­ლე­ბი, და რომ­ლე­ბიც მი­ვიჩნი­ეთ სრუ­ლი­ად უბად­რუ­კად და ჩვე­ნი სიმ­შვი­დი­სათ­ვის უც­ხოდ, ესე­ნი გა­ნად­გუ­რე­ბულ იქ­ნას, და ახ­ლა თი­თოე­ულ­მა მათ­გან­მა, ვინც თა­ვი­სი არჩე­ვა­ნით იცავს ქრის­ტი­ან­თა მსა­ხუ­რე­ბას, თა­ვი­სუფ­ლად და მარ­ტი­ვად რა­ი­მე შე­წუ­ხე­ბის გა­რე­შე და­იც­ვას იგი. რაც გან­ვაჩი­ნეთ შე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე სრუ­ლად გან­სა­მარ­ტა­ვად, რა­თა იცო­დე, რომ ჩვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შე­უზ­ღუ­და­ვი უფ­ლე­ბა მი­ვე­ცით ამა­ვე ქრის­ტი­ა­ნებს, იზ­რუ­ნონ თა­ვი­ანთ მსა­ხუ­რე­ბა­ზე. ამი­ტომ რა­საც ხე­დავ, რომ შე­უზ­ღუ­და­ვად აქვთ მათ ჩვენს მი­ერ მი­ცე­მუ­ლი, შე­ნი ღვთის­მო­სა­ო­ბა მიხ­ვდე­ბა, რომ მის­ცეს უფ­ლე­ბა სხვებ­საც, მსურ­ვე­ლებს, მის­დი­ონ თა­ვი­ანთ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და მსა­ხუ­რე­ბას, რაც, ცხა­დია, ჩვე­ნი დრო­ის მშვი­დო­ბას შე­ე­სატ­ყვი­სე­ბა, რა­თა თი­თოე­ულს ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, აირჩი­ოს და იზ­რუ­ნოს [ღვთა­ე­ბა­ზე], რო­მე­ლიც მას სურს. ეს ჩვენს მი­ერ იქ­ნა გა­კე­თე­ბუ­ლი, რა­თა ჩვენს მი­ერ არ­ცერ­თი პა­ტი­ვი, არც რა­ი­მე მსა­ხუ­რე­ბა არ იქ­ნას დამ­ცი­რე­ბუ­ლად მიჩნე­ული.

"და ამას, სხვას­თან ერ­თად, გა­მორჩე­უ­ლად გან­ვაჩი­ნებთ ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, რა­თა მა­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შეკ­რე­ბა მათ­თვის უპირ­ვე­ლე­სი ჩვე­უ­ლე­ბა იყო, რო­მელ­თა შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად შენს ღვთის­მო­სა­ო­ბას გა­და­ე­ცა წე­რი­ლე­ბით ის [გან­კარ­გუ­ლე­ბა], რაც ად­რე გა­ნი­საზღვრა, [რა­თა] თუ ვინ­მე აღ­მოჩნდე­ბა, რომ ჩვე­ნი ხა­ზი­ნი­დან ან სხვა რა­ი­მე­დან ნა­ყი­დი აქვს ეს ად­გი­ლე­ბი, ვერცხლი­სა და სხვა მოთ­ხოვ­ნი­ლი ფა­სის გა­რე­შე, ყო­ველ­გვა­რი გულ­გრი­ლო­ბი­სა და ორაზ­როვ­ნე­ბის გა­რე­შე, უკან და­უბ­რუ­ნონ ამა­ვე ქრის­ტი­ა­ნებს, და თუ შემთხვე­ვით ზო­გი­ერ­თებ­მა საჩუქ­რად მი­ი­ღეს, იგი­ვე ად­გი­ლე­ბი იმა­ვე ქრის­ტი­ა­ნებს და­უბ­რუ­ნონ უს­წრა­ფე­სად. ამ­რი­გად, თუ ვინ­მემ იყი­და ეს ად­გი­ლე­ბი ან საჩუქ­რად მი­იღო, ით­ხო­ვონ ჩვე­ნი კე­თილმშვე­ნი­ე­რე­ბი­სა­გან, მი­ვიდ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი [ოლ­ქის] მსა­ჯულ­თან, პრე­ფექ­ტთან, რა­თა მათ­თვი­საც აღ­სრულ­დეს ჩვე­ნი სი­კე­თის წი­ნა­გან­გე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ეს ქრის­ტი­ან­თა ერ­თო­ბას შე­ნი მო­შურ­ნე­ო­ბის მეშ­ვე­ო­ბით მყის­ვე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და გა­და­ე­ცეს.

"და რად­გან ამა­ვე ქრის­ტი­ა­ნებს არა მხო­ლოდ ის ად­გი­ლე­ბი აქვთ, სა­დაც ჩვე­ვი­ათ შეკ­რე­ბა, არა­მედ ცნო­ბი­ლია, რომ სხვა ად­გი­ლე­ბიც აქვთ მათ­გან არა ცალ­კე­ულ პი­რებს, არა­მედ მა­თი ერ­თო­ბის, ე. ი. ქრის­ტი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბას; ბრძა­ნე­ბას გას­ცემ, რომ ყვე­ლა ეს ად­გი­ლი იმ კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც ზე­მოთ გად­მო­ვე­ცით, ყო­ველ­გვა­რი კა­მა­თის გა­რე­შე და­უბ­რუნ­დეს ამა­ვე ქრის­ტი­ა­ნებს, ე. ი. [მათ] ერ­თო­ბა­სა და კრე­ბას. ცხა­დია ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გან­ზრახ­ვის დაც­ვით ისი­ნი, რომ­ლებ­საც ესე­ნი ,რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, საზ­ღა­უ­რის გა­რე­შე, და­უბ­რუნ­და, ჩვე­ნი კე­თილმშვე­ნი­ე­რე­ბი­სა­გან თა­ვი­სი თა­ვის­თვის გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის იმე­დი ჰქონ­დეთ.

"ყვე­ლა ამ საქ­მე­ში გმარ­თებს ყვე­ლა­ზე მე­ტი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­შურ­ნე­ო­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა ქრის­ტი­ან­თა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კრე­ბუ­ლის­თვის, რა­თა ჩვე­ნი ბრძა­ნე­ბა უს­წრა­ფე­სად აღ­სრულ­დეს და ამით ჩვე­ნი წყა­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დეს წი­ნა­გან­გე­ბა სა­ზო­გა­დო და სა­ხალ­ხო მშვი­დო­ბი­სათ­ვის. ამ გზით, რო­გორც ით­ქვა, მტკი­ცე დარჩეს ჩვენს მი­მართ საღ­ვთო მზრუნ­ვე­ლო­ბა, რომ­ლის საქ­მე­ე­ბი უკ­ვე ბევრ რა­მე­ში გა­მოვ­ცა­დეთ**. იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და კე­თილმშვე­ნი­ე­რე­ბის განჩი­ნე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­დეს, ყო­ველ­თვის გმარ­თებს, შე­ნი გან­კარ­გუ­ლე­ბით ეს ჩვენს მი­ერ და­წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდეს ყველ­გან და ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­დეს, რა­თა ამ ჩვე­ნი კე­თილმშვე­ნი­ე­რე­ბის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არა­ვის­თვის იყოს და­ფა­რუ­ლი.

------------------------------------------------------------------

* ზოგი სიტყვა ამოვარდნილია ტექსტიდან - მთარგ.

** ლათინური დედანი უჩვენებს, რომ ევსებიმ ზოგი სიტყვა გამოტოვა - მთარგ.

 

ასლი სხვა საიმპერიო დადგენილებისა, რომელიც ასევე იქნა შექმნილი, და აღნიშნავს, რომ ძღვენი მხოლოდ კათოლიკე ეკლესიას უნდა მიეცეს.

"გი­ხა­რო­დეს, ანი­ლი­ნუს, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე პა­ტივ­ცე­მუ­ლო. ჩვე­ნი სი­კე­თის­მოყ­ვა­რე­ო­ბის სა­ხე ეს არის, რომ ჩვენ გვსურს, ის, რაც უფ­ლე­ბით სხვას ეკუთ­ვნის, არა­თუ არ და­ზი­ან­დეს, არა­მედ უკან და­უბ­რუნ­დეს კი­დეც, ყვე­ლა­ზე პა­ტივ­ცე­მუ­ლო ანი­ლი­ნუს. ამი­ტომ გვსურს, რა­თა რო­დე­საც ამ წე­რილს მი­ი­ღებ, თუ რა­ი­მე ამათ­გან, რაც ქრის­ტი­ან­თა კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ას ეკუთ­ვნის ქა­ლა­ქებ­სა ან სხვა ად­გი­ლებ­შიც [და] ახ­ლა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ან სხვე­ბის მი­ერ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, მყის­ვე უკან და­უბ­რუ­ნო იმა­ვე ეკ­ლე­სი­ებს; რად­გან ჩვენს მი­ერ წი­ნა­გან­საზღვრულ იქ­ნა ის, რომ რაც ამ ეკ­ლე­სი­ებს ჰქონ­დათ წი­ნათ, მა­თი უფ­ლე­ბით უკან და­უბ­რუნ­დეს. ამი­ტომ რო­დე­საც შე­ნი ღვთის­მო­სა­ო­ბა ხვდე­ბა, რომ ჩვე­ნი ამ ბრძა­ნე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი არის, და­ე­შუ­რე, რომ ბა­ღე­ბი, თუ სახ­ლე­ბი, თუ ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც უფ­ლე­ბით ეკუთ­ვნის ამა­ვე ეკ­ლე­სი­ებს, ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად და­უბ­რუნ­დეს მათ, რა­თა გა­ვი­გოთ ჩვე­ნი ამ დად­გე­ნი­ლე­ბი­სად­მი შენს მი­ერ გა­მოჩე­ნი­ლი ყვე­ლა­ზე მზრუნ­ვე­ლი მორჩი­ლე­ბა. იყავ ძლი­ერი, ანი­ლი­ნუს, ყვე­ლა­ზე პა­ტივ­ცე­მუ­ლო და სა­წა­დე­ლო".

 

ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს ეპისკოპოსთა სინოდის რომში გამართვას ეკლესიათა ერთობისა და ერთსულოვნების გამო[4].

"კონ­სტან­ტი­ნე ავ­გუს­ტუ­სი რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პოს მილ­ტი­ა­დეს და მარ­კოზს[5]. ამ სა­ხის ქარ­ტი­ე­ბი მრა­ვა­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნა ანი­ლი­ნუს­მა აფ­რი­კის ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე პრო­კონ­სულ­მა. მათ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია, რომ ცი­ცი­ლი­ა­ნეს, კარ­თა­გე­ნის ქა­ლა­ქის ეპის­კო­პოსს, აფ­რი­კა­ში დად­გი­ნე­ბუ­ლი მი­სი ზო­გი­ერ­თი კო­ლე­გის მხრი­დან ბევრ საქ­მე­ში ედე­ბა ბრა­ლი; და ეს მე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩნია, რომ იმ პრო­ვინ­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც საღ­ვთო წი­ნა­გან­გე­ბამ თა­ვი­სი არჩე­ვა­ნით ჩემს ღვთის­მო­სა­ო­ბას ჩა­ა­ბა­რა, და სა­დაც არის ხალ­ხის დი­დი სიმ­რავ­ლე, ბრბო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩნდე­ბა, წარ­მო­იშ­ვე­ბა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და ეპის­კო­პო­სებს შო­რის უთან­ხმო­ე­ბე­ბი. მე ვფიქ­რობ, რომ თვი­თონ ცე­ცი­ლი­ა­ნე ათ ეპის­კო­პოს­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მას დამ­ნა­შა­ვედ მიიჩნე­ვენ და სხვა ათ [ეპის­კო­პოს­თან] ერ­თად რომ­ლებ­საც თვი­თონ თა­ვი­სი ნე­ბა-სურ­ვი­ლით სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის, ხო­მალ­დით რო­მის­კენ გა­მო­ე­მარ­თოს, რა­თა იქ ჩე­მი თან­დას­წრე­ბით, ასე­ვე რე­ტი­კი­უ­სის, მა­ტერ­ნუ­სი­სა და მა­რი­ნუ­სის[6] თან­დას­წრე­ბით, რომ­ლებ­საც ამ საქ­მის გა­მო ნაბ­რძა­ნე­ბი აქვთ, რომ მა­ლე ჩა­მო­ვიდ­ნენ რომ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს მი­სი მოს­მე­ნა; რო­გორც, ალ­ბათ, იცით, ეს თან­ხმო­ბა­შია ყვე­ლა­ზე წმინ­და კა­ნონ­თან. მაგ­რამ რა­თა ყვე­ლა ამ საქ­მის შე­სა­ხებ უს­რუ­ლე­სი ცოდ­ნის მი­ღე­ბა შეძ­ლოთ, ჩემს წე­რი­ლებს და­ვურ­თე ანი­ლი­ნუ­სის­გან ჩემ­თან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბის ას­ლე­ბი და თქვენს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ კო­ლე­გებს გა­ვუგ­ზავ­ნე. რო­დე­საც შე­ნი სიმ­ტკი­ცე მათ წა­ი­კით­ხავს, გა­დაწ­ყვეტს ყვე­ლა­ზე ფრთხი­ლად რა გზით უნ­და გა­ნი­სა­ჯოს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი საქ­მე, და სა­მარ­თლი­ა­ნად დას­რულ­დეს; მა­შინ რო­ცა თქვე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის და­ფა­რუ­ლი არ არის, თუ რო­გო­რი პა­ტი­ვის­ცე­მით ვეპ­ყრო­ბი კა­ნო­ნი­ერ კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ას, მსურს, რომ რო­მე­ლი­მე ად­გილ­ზე სა­ერ­თოდ არ და­უშ­ვათ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა ან გა­თი­შუ­ლო­ბა. დი­დი ღმერ­თის ღმრთე­ე­ბამ და­გიც­ვათ თქვენ მრა­ვალ წელს, ყვე­ლა­ზე პა­ტივ­ცე­მულ­ნო უფალ­ნო.

 

ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს, მეორედ გაიმართოს სინოდი ეპისკოპოსთა ყოველგვარი გათიშულობის აღმოფხვრის გამო.

"კონ­სტან­ტი­ნე ავ­გუს­ტუ­სი სი­რა­კუ­ზელ­თა ეპის­კო­პოს ქრეს­ტოსს. ჯერ კი­დევ ად­რე, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თებ­მა სულ­მდაბ­ლუ­რად და უმარ­თე­ბუ­ლად და­იწ­ყეს გა­მო­ყო­ფა წმინ­და და ზე­ცი­უ­რი ძა­ლის მსა­ხუ­რე­ბი­სა­გან და კა­თო­ლი­კე რწმე­ნი­სა­გან, მსურ­და მო­მეკ­ვე­თა მა­თი ასე­თი უთან­ხმო­ე­ბე­ბი, გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­ვე­ცი, რომ გა­ლი­ი­დან გა­მო­ეგ­ზავ­ნათ ზო­გი­ერ­თი ეპის­კო­პო­სი, მაგ­რამ ასე­ვე აფ­რი­კი­დან ჯი­უ­ტად და გა­მუდ­მე­ბით მო­პა­ექ­რე ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი­და­ნაც უნ­და მო­ეხ­მოთ; და შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ეს სა­კით­ხი, რო­მე­ლიც ჩანს, რომ აღიძ­რა, მარ­თე­ბუ­ლად გა­დაწ­ყვე­ტი­ლი­ყო რომ­ში ეპის­კო­პო­სის თან­დას­წრე­ბით, მა­თი ჩა­მოს­ვლი­სა და გულ­დას­მით გან­ხილ­ვის შემ­დეგ. მაგ­რამ რად­გა­ნაც ისე მოხ­და, რომ ზო­გი­ერ­თებ­მა და­ი­ვიწ­ყეს სა­კუ­თა­რი ცხო­ნე­ბაც და უწ­მინ­დე­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სად­მი სა­ვალ­დე­ბუ­ლო თაყ­ვა­ნის­ცე­მაც, ახ­ლაც არ წყვე­ტენ პი­რად მტრო­ბას, არ სურთ და­ე­თან­ხმონ უკ­ვე გა­მო­ტა­ნილ მსჯავრს და გა­ნაჩი­ნე­ბენ, რომ რა­მო­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბამ უკ­ვე გა­მოთ­ქვა თა­ვი­სი აზ­რი და გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა, ან რომ ყვე­ლა ეს უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სა­თა­ნა­დოდ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი სა­კით­ხი ზედ­მი­წევ­ნით არ იქ­ნა გა­მოკ­ვლე­უ­ლი და მსჯავ­რის გა­მო­ტა­ნა ძა­ლი­ან სწრა­ფად და უცა­ბე­დად მოხ­და. და ამ ყვე­ლაფ­რი­დან ის გა­მო­ვი­და, რომ ისი­ნი რომ­ლებ­საც ძმურ თან­ხმო­ბა­სა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა შე­ე­ფე­რე­ბათ, სა­მარცხვი­ნოდ, უფ­რო კი სა­ძაგ­ლუ­რად გა­ნე­ყო­ფი­ან ერ­თმა­ნეთს და ამ უწ­მინ­დე­სი მსა­ხუ­რე­ბი­სა­გან უც­ხო სუ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სა­ბაბს აძ­ლე­ვენ, მას­ხრად აიგ­დონ იგი. ამი­ტომ ჩე­მი საზ­რუ­ნა­ვი გახ­და, რომ ის, რაც უკ­ვე გა­მო­ტა­ნი­ლი მსჯავ­რის შემ­დეგ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით უნ­და შეწ­ყვე­ტი­ლი­ყო, შე­საძ­ლოა, ახ­ლა მრა­ვა­ლი პი­რის თან­დას­წრე­ბით დას­რულ­დე­ბა. ამი­ტომ რად­გა­ნაც ვბრძა­ნე სხვა­დას­ხვა უამ­რა­ვი ად­გი­ლი­დან მრა­ვა­ლი ეპის­კო­პო­სის ქა­ლაქ არე­ლატ­ში (არ­ლში - მთარგ.) აგ­ვის­ტოს კა­ლენ­დე­ბი­სას შეკ­რე­ბა, ვი­ფიქ­რე შენ­თვის მო­მე­წე­რა, რა­თა სი­ცი­ლი­ის "კო­რექ­ტო­რის"*, უბრწყინ­ვა­ლე­სი ლატ­რო­ნი­ა­ნუ­სის­გან მი­გე­ღო სა­ხელ­მწი­ფო ეტ­ლი, და შენ შე­მო­გი­ერ­თდეს ვინ­მე ორი მე­ო­რე საყ­დარ­ზე მსხდომ­თა­გან**, რომ­ლე­ბის ამორჩე­ვა­საც შენ თვი­თონ გა­დაწ­ყვეტ; მაგ­რამ ასე­ვე აიყ­ვა­ნე სა­მი მსა­ხუ­რი, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ გზა­ზე გემ­სა­ხუ­რონ, ამა­ვე დღეს ჩა­მო­დი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ად­გი­ლას; ისე რომ შე­ნი სიმ­ტკი­ცი­სა­გან და შეკ­რე­ბილ­თა­გა­ნაც და­ნარჩენ­თა ერ­თსუ­ლო­ვა­ნი და ერ­თაზ­რო­ვა­ნი კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ეს [და­ვა] (რაც ზო­გი­ერ­თე­ბის სა­მარცხვი­ნო კინ­კლა­ო­ბის გა­მო აქამ­დე რჩე­ბა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში) მას შემ­დეგ, რაც მოს­მე­ნილ იქ­ნე­ბა სიტ­ყვა ყვე­ლა მათ­გა­ნი­სა, ვინც ახ­ლა ერ­თმა­ნე­თან უთან­ხმო­ე­ბა­ში არი­ან, რო­მელ­თაც მსგავ­სად­ვე ვუბ­რძა­ნეთ დას­წრე­ბა, ალ­ბათ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ნელ-ნე­ლა სა­თა­ნა­დო მსა­ხუ­რე­ბა­ში, სარ­წმუ­ნო­ე­ბა­სა და ძმურ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­ში აღ­დგეს. ჯანმრთე­ლად და­გიც­ვას ყოვ­ლისმპყრო­ბელ­მა ღმერ­თმა მრა­ვალ წელს".

------------------------------------------------------------------

* მეოთხე საუკუნეში ეს იყო ზოგიერთი პროვინციის მმართველის ტიტული - მთარგ.

** ე.ი. ხუცესებისაგან - მთარგ.

 

VI

ასლი საიმპერიო ეპისტოლის, რომლის მეშვეობით ეკლესიებს ებოძება ფული.

"კონ­სტან­ტი­ნე ავ­გუს­ტუ­სი კარ­თა­გე­ნის ეპის­კო­პოს ცე­ცი­ლი­ა­ნეს. რად­გა­ნაც სათ­ნო გვიჩნდა, რომ ყვე­ლა პრო­ვინ­ცი­აში, აფ­რი­კა­ში, ნუ­მი­დი­ა­სა და მავ­რი­ტა­ნი­აში, კა­ნო­ნი­ე­რი და უწ­მინ­დე­სი თაყ­ვა­ნის­ცე­მის მსა­ხუ­რე­ბა­ზე და­ნიშ­ნულ ზო­გი­ერთ პირს სა­ხარ­ჯა­ვად გა­დას­ცე­მო­და რა­ი­მე [თან­ხა], წე­რი­ლე­ბი გა­და­ვე­ცი ურ­სუსს, აფ­რი­კის ყვე­ლა­ზე გა­მოჩე­ნილ ფი­ნან­სე­ბის გამ­გე­ბელს და გან­ვუ­მარ­ტე მას, რა­თა ეზ­რუ­ნა და გა­და­ეთ­ვა­ლა შე­ნი სიმ­ტკი­ცი­სათ­ვის სა­მი ათა­სი ფო­ლი­სი. ამი­ტომ, რო­დე­საც ფუ­ლის ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ოდე­ნო­ბას მი­ი­ღებ, ბრძა­ნე, რომ ყვე­ლა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პირს ჰო­სი­უ­სის­გან[7] გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სი­ის მი­ხედ­ვით და­უ­რი­გო ეს ფუ­ლი. მაგ­რამ თუ გა­ი­გებ, რომ ყვე­ლა ამ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩე­მი გან­ზრახ­ვის აღ­სრუ­ლე­ბას რა­ი­მე აკ­ლია, რა­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი, უეჭ­ვე­ლად უნ­და ით­ხო­ვო ჩვე­ნი ქო­ნე­ბის პრო­კუ­რა­ტო­რი­სა­გან, ჰე­რაკ­ლი­დეს­გან; რად­გან მა­შინ, რო­ცა ის აქ იყო, ვუბ­რძა­ნე, რა­თა თუ შე­ნი სიმ­ტკი­ცე მის­გან რა­ი­მე ფულს ით­ხოვ­და, ეზ­რუ­ნა, უყოყ­მა­ნოდ გა­და­ეთ­ვა­ლა. და რად­გა­ნაც შე­ვიტ­ყვე, რომ ზო­გი­ერ­თი და­უდ­გრო­მე­ლი გო­ნე­ბის მქო­ნე ადა­მა­ინს უკე­თუ­რი რამ სი­ყალ­ბით სურს, რომ გარყვნას უწ­მინ­დე­სი და კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ის ერი; იცო­დე, რომ მე ასე­თი ბრძა­ნე­ბა მი­ვე­ცი პრო­კონ­სულ ანი­ლი­ნუსს და ასე­ვე პრე­ფექ­ტე­ბის ვი­კა­რი­უსს პატ­რი­კი­უსს, რო­ცა ისი­ნი აქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ფერ და­ნარჩენ­შიც და ამა­შიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სა­თა­ნა­დო ყუ­რად­ღე­ბა გა­მოეჩი­ნათ და ასე­თი საქ­მე არ ყო­ფი­ლი­ყო უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი. ამი­ტომ, თუ ვინ­მე ასეთ ადა­მი­ანს ამ სიშ­ლე­გე­ში გა­კერ­პე­ბულს ნა­ხავს, ყო­ველ­გვა­რი ორ­ჭო­ფო­ბის გა­რე­შე მი­დი ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მსა­ჯუ­ლებ­თან და ეს საქ­მე წა­რუდ­გი­ნე, რა­თა ისი­ნი მათ (რო­გორც მე ვუბ­რძა­ნე მა­თი აქ ყოფ­ნი­სას) მო­აქ­ცი­ონ [ცთო­მი­ლე­ბი­სა­გან]. დი­დი ღმერ­თის ღმრთე­ე­ბამ და­გიც­ვას შენ მრა­ვალ წელს".

 

VII

ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს, ეკლესიების წინამდგომლები განთავისუფლებულ იქნან ყოველგვარი საზოგადოებრივი ვალდებულებისაგან.

"გი­ხა­რო­დეს, ანა­ლი­ნუს, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე პა­ტივ­ცე­მუ­ლო. რად­გან მრა­ვა­ლი საქ­მი­დან ჩანს, რომ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია მსა­ხუ­რე­ბა, რომ­ლი­თაც და­ცუ­ლია უწ­მინ­დე­სი ზე­ცი­უ­რი [ძა­ლის] უზე­ნა­ე­სი თაყ­ვა­ნის­ცე­მა, დი­დი საფრთხე ექ­მნე­ბა სა­ხალ­ხო საქ­მე­ებს, და მი­სი კა­ნო­ნი­ე­რი აღ­დგე­ნა და დაც­ვა რო­მა­ელ­თა სა­ხელს უდი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას მი­ა­ნი­ჭებს და ადა­მი­ან­თა ყვე­ლა საქ­მეს - გან­სა­კუთ­რე­ბულ კე­თილ­დღე­ო­ბას (რა­მე­თუ საღ­ვთო ქველ­მოქ­მე­დე­ბა მი­ა­ნი­ჭებს ამას). ჩავ­თვა­ლე, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­თა­ნა­დო სიწ­მინ­დი­თა და ამ კა­ნო­ნის მი­დევ­ნე­ბით იღ­ვწი­ან ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სათ­ვის, სა­კუ­თა­რი შრო­მის ჯილ­დო უნ­და მი­ი­ღონ, პა­ტივ­ცე­მუ­ლო ანი­ლი­ნუს. ამი­ტომ მსურს, რომ ესე­ნი, ამ წმინ­და მსა­ხუ­რე­ბის აღმსრუ­ლე­ბელ­ნი, რო­მელ­თაც ჩვე­უ­ლე­ბის მი­ხედ­ვით უწო­დე­ბენ "კლე­რი­კებს", შენ­თვის ჩა­ბა­რე­ბულ პრო­ვინ­ცი­ა­ში მყოფ კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­აში, რო­მელ­საც ცე­ცი­ლი­ა­ნე მე­თა­უ­რობს, სრუ­ლე­ბით თა­ვი­სუფ­ლად იყ­ვნენ და­ცუ­ლი ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა­გან, რა­თა რა­ი­მე ცთო­მი­ლე­ბის ან მკრე­ხე­ლუ­რი საც­თუ­რის მეშ­ვე­ო­ბით ღმრთე­ე­ბი­სად­მი სა­თა­ნა­დო მსა­ხუ­რე­ბას არ ჩა­მო­შორ­დნენ, არა­მედ უფ­რო რა­ი­მე შე­წუ­ხე­ბის გა­რე­შე სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნით აღას­რუ­ლებ­დნენ მსა­ხუ­რე­ბას. რო­დე­საც ღვთის მი­მართ უდი­დეს მსა­ხუ­რე­ბას აღას­რუ­ლე­ბენ, ჩანს, რომ სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ე­ბი­სათ­ვის მრა­ვა­ლი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვთ. იყავ ძლი­ერი, ანი­ლი­ნუს, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე პა­ტივ­ცე­მუ­ლო და სა­წა­დე­ლო".

VIII

ამ­რი­გად, ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის საღ­ვთო და ცი­ურ­მა მად­ლმა თა­ვი­სი გა­მოც­ხა­დე­ბით მოგ­ვა­ნი­ჭა ასე­თი [სი­კე­თე] და ჩვე­ნი მშვი­დო­ბის მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ლა ადა­მი­ანს სი­კე­თე­თა ასე­თი უშურ­ვე­ლო­ბა მო­უ­ტა­ნა. ასე სი­ხა­რუ­ლი­თა და დღე­სას­წა­უ­ლე­ბით აღ­სრულ­დე­ბო­და ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბი მაგ­რამ სი­კე­თის­მო­ძუ­ლე შუ­რის­თვის და ბო­რო­ტე­ბის მოყ­ვა­რე დე­მო­ნი­სათ­ვის აუ­ტა­ნე­ლი იყო ის სა­ნა­ხა­ობა, რა­საც უმ­ზერ­და, ასე­ვე არც ლი­კი­ნი­უ­სის­თვის აღ­მოჩნდა ჭკუ­ის სას­წავ­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი წი­ნათ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ტი­რა­ნებ­ზე თავს დამტყდა­რი ამ­ბე­ბი. იგი, რო­მე­ლიც ღირ­სი გახ­და სვე­ბედ­ნი­ე­რად გა­ე­ტა­რე­ბი­ნა თა­ვი­სი პრინ­ცი­პა­ტო­ბის ხა­ნა, და დი­დი იმ­პე­რა­ტო­რის, კონ­სტან­ტი­ნეს შემ­დეგ მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე მდგა­რი­ყო, ქორ­წი­ნე­ბით და­ახ­ლო­ე­ბო­და მას და ყვე­ლა­ზე ამაღ­ლე­ბუ­ლი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი გა­ე­ბა მას­თან; მან მი­ა­ტო­ვა კე­თილ კაც­თა ბაძ­ვა, და­ე­შუ­რა ურ­ჯუ­ლო ტი­რა­ნე­ბის მან­კი­ერ და ბო­როტ გზას, და არჩია, გო­ნე­ბით მათ მი­ყო­ლო­და, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბის აღ­სას­რუ­ლი თა­ვი­სი თვა­ლე­ბით იხი­ლა, ვიდ­რე მას­ზე აღ­მა­ტე­ბულ მე­გობ­რო­ბა­სა და კე­თილ­გან­წყო­ბა­ში დარჩე­ნი­ლი­ყო. შუ­რი აღეძ­რა ყო­ველ­თა ქველ­მოქ­მე­დის მი­მართ, და მის წი­ნა­აღ­მდეგ უწ­მინ­დუ­რი და ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ომი წა­მო­იწ­ყო, არც ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნებს გა­უ­წია ან­გა­რი­ში, არც ფი­ცი, არც სის­ხლის­მი­ე­რი კავ­ში­რი, არც შე­თან­ხმე­ბა გა­იხ­სე­ნა გო­ნე­ბა­ში. რად­გან ყოვ­ლად კე­თილ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა ჭეშ­მა­რი­ტი კე­ით­ლგან­წყო­ბის ნი­შა­ნი მი­ა­ნი­ჭა მას, არ და­ი­შუ­რა მას­თან და­ნა­თე­სა­ვე­ბა და უა­რი არ უთ­ხრა მის დას­თან ბრწყინ­ვა­ლე ქორ­წი­ნე­ბით ტკბო­ბა­ზე, წი­ნა­პარ­თა კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას­თან, და სა­მე­ფო და­სა­ბა­მის მქო­ნე სისხლთან ზი­ა­რე­ბის ღირ­სი გა­ხა­და და ყო­ვე­ლი­ვე­ზე მთავ­რო­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა რო­გორც ნა­თე­სავ­სა და თა­ნა­იმ­პე­რა­ტორს, რო­მა­ელ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბის ქვეშ მყოფ ხალ­ხთა­გან არ­ცთუ მცი­რე ნა­წი­ლი მი­მად­ლა მას მარ­თვი­სა და გან­მგებ­ლო­ბი­სათ­ვის. მაგ­რამ იგი (ლი­კი­ნი­უ­სი - მთარგ.) ამის სა­პი­რის­პი­როდ მო­იქ­ცა, მას­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ყო­ველ­დღე ხლარ­თავ­და სხვა­დას­ხვა მზაკ­ვრო­ბებს და ყვე­ლა სა­ხის შეთ­ქმუ­ლე­ბას იგო­ნებ­და, რა­თა ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე ბო­რო­ტე­ბით ეპა­სუ­ხა. პირ­ვე­ლად ცდი­ლობ­და, და­ე­ფა­რა სამ­ზა­დი­სი, მე­გობ­რად აჩვე­ნებ­და თავს, იმე­დი ჰქონ­და, რომ ეშ­მა­კო­ბი­სა და სიც­რუ­ის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბით იო­ლად მი­აღ­წევ­და სა­სურ­ველ მი­ზანს. მაგ­რამ მი­სი (კონ­სტან­ტი­ნეს - მთარგ.) მე­გო­ბა­რი, ნა­თე­სა­ვი და მცვე­ლი იყო ღმერ­თი, რო­მელ­მაც მის­თვის ფა­რუ­ლად და სიბ­ნე­ლე­ში მოწ­ყო­ბი­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბი სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტა­ნა და ამ­ხი­ლა. ასე აძ­ლი­ე­რებს კაცს ღვთის­მო­სა­ო­ბის სათ­ნო­ე­ბის დი­დი სა­ჭურ­ვე­ლი მტერ­თა­გან და­სა­ცა­ვად და სა­კუ­თა­რი თა­ვის ხსნის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ამით შე­მოზ­ღუ­დულ­მა ჩვენ­მა ყვე­ლა­ზე ღვთის­სათ­ნო იმ­პე­რა­ტორ­მა თა­ვი და­აღ­წია ამ უსა­ხე­ლო კა­ცის მი­ერ დახ­ლარ­თულ შეთ­ქმუ­ლე­ბებს. მან და­ი­ნა­ხა, რომ ფა­რუ­ლი სამ­ზა­დი­სი მი­სი გან­ზრახ­ვე­ბი­სა­მებრ არ მი­დი­ო­და (ღმერ­თმა ყვე­ლა მზაკ­ვრო­ბა და სულ­მდაბ­ლო­ბა მის­თვის სათ­ნო იმ­პე­რა­ტო­რის­თვის და­ამ­ხო), მე­ტად აღარ შე­ეძ­ლო და­მალ­ვა, და ღია ომი წა­მო­იწ­ყო. რო­დე­საც გა­დაწ­ყვი­ტა კონ­სტან­ტი­ნეს­თან ომის გაჩა­ღე­ბა, მას უკ­ვე აღ­ძრუ­ლი ჰქონ­და ბრძო­ლა ყო­ფი­ე­რე­ბის ღმერ­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც, იცო­და, რომ იგი (კონ­სტან­ტი­ნე _ მთარგ.) თაყ­ვანს სცემ­და, და ჯერ წყნა­რად და მშვი­დად მი­ე­ტა­ნა იე­რი­ში მის ხელ­ქვე­ით ღვთის­მო­სა­ვებ­ზე, რო­მელ­თაც მი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სათ­ვის სრუ­ლე­ბით არ მო­უ­ტა­ნი­ათ რა­ი­მე უსი­ა­მოვ­ნე­ბა. იგი ამას იქ­მო­და, მას­ში ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ბო­რო­ტე­ბის ძალ­და­ტა­ნე­ბით სა­შინ­ლად დაბ­რმა­ვე­ბუ­ლი. ამ­გვა­რად, არც მის წინ ქრის­ტი­ან­თა მდევ­ნე­ლე­ბის ხსოვ­ნა ედ­გა თვალ­წინ, არც მა­თი, რო­მელ­თა დამ­ღუპ­ვე­ლი და დამ­სჯე­ლი თვი­თონ გახ­და მა­თი უღ­მერ­თო­ბის გა­მო. მაგ­რამ რად­გან გო­ნი­ე­რე­ბას ზურ­გი აქ­ცია, სწო­რე­დაც რომ ჭკუ­ი­დან გა­და­სულ­მა, გა­დაწ­ყვი­ტა, ომი გა­ე­მარ­თა თვით ღმერ­თი­სათ­ვის, რო­მე­ლიც კონ­სტან­ტი­ნეს მფარ­ვე­ლი იყო, მი­სი მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფის ნაც­ვლად.

პირ­ველ რიგ­ში თა­ვი­სი სა­სახ­ლი­დან გან­დევ­ნა ყვე­ლა ქრის­ტი­ანი, ამ საბ­რა­ლომ თვი­თონ გა­ხა­და თა­ვი­სი თა­ვი მი­ტო­ვე­ბუ­ლი მათ მი­ერ ღვთის მი­მართ მის გა­მო აღ­ვლე­ნი­ლი ლოც­ვი­სა­გან, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბა ყვე­ლას გა­მო წი­ნა­პარ­თა ჩვე­უ­ლე­ბით ის­წავ­ლეს. შემ­დეგ კი ბრძა­ნა ქა­ლა­ქე­ბი­დან გა­ნე­დევ­ნათ ჯა­რის­კა­ცე­ბი და ღირ­სე­ბა აე­ყა­რათ, თუ მსხვერპლს არ შე­წი­რავ­დნენ დე­მო­ნებს.

და ეს კი­დევ არა­ფე­რი იყო უფ­რო დიდ სამ­ზა­დის­თან შე­და­რე­ბით. რა სა­ჭი­როა ამ ღვთის­მო­ძუ­ლის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი ცალ­კე­უ­ლი საქ­მე­ე­ბის დაწ­ვრი­ლე­ბით გახ­სე­ნე­ბა და იმი­საც, თუ რო­გორ გა­მო­ი­გო­ნა ამ ყვე­ლა­ზე დიდ­მა კა­ნონ­დამრღვევ­მა უკა­ნო­ნო კა­ნო­ნე­ბი? საპ­ყრო­ბი­ლე­ებ­ში შე­ვიწ­რო­ე­ბულ­თათ­ვის გა­მოს­ცა კა­ნო­ნი, რომ არა­ვინ არ უნ­და მოპ­ყრო­ბო­და მათ კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბით და მი­ე­ცა საკ­ვე­ბი, არც შე­ეწ­ყა­ლე­ბი­ნა ისი­ნი, ვინც ბორ­კი­ლებ­ში შიმ­ში­ლო­ბით იღუ­პე­ბო­და, სა­ერ­თოდ არა­ვინ არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო კე­თი­ლი, არც რა­ი­მე სი­კე­თე გა­ა­კე­თე­ბია თვით ბუ­ნე­ბის მი­ერ მახ­ლო­ბე­ლის მი­მართ თა­ნალ­მო­ბი­სა­კენ აღ­ძრულს. კა­ნონ­თა შო­რის ეს იყო პირ­და­პირ უსირცხვი­ლო და სას­ტი­კი, ყო­ველ­გვა­რი აღზრდი­სა და ბუ­ნე­ბი­თი გრძნო­ბის უგუ­ლე­ბელ­მყო­ფე­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით სას­ჯე­ლიც კი ედე­ბო­და შემ­წყა­ლე­ბელს: შე­საწ­ყა­ლე­ბელ­თა სწო­რი ვნე­ბა, ბორ­კი­ლე­ბის და­დე­ბა და საპ­ყრო­ბი­ლე­ში ჩამწყვდე­ვა, და ტან­ჯულ­თა სწო­რი სას­ჯე­ლი უნ­და და­ეთ­მი­ნა მას, ვინც მათ კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ასე­თი იყო ლი­კი­ნი­უ­სის დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი. რა სა­ჭი­როა ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი­სა ან გარ­დაც­ვლი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მი­ერ შე­მო­ღე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის ჩა­მოთ­ვლა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით გა­ბე­და რო­მა­ელ­თა ძვე­ლი კე­თი­ლად და ბრძნუ­ლად შექ­მნი­ლი კა­ნო­ნე­ბის გა­უქ­მე­ბა, და სა­ნაც­ვლოდ რა­ღაც ბარ­ბა­რო­სუ­ლი და არა­ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, ჭეშ­მა­რი­ტად უკა­ნო­ნო და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნო­ნე­ბი შე­მო­იღო. მი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი ხალ­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ათა­სო­ბით გა­მო­ძი­ე­ბე­ბი გა­მო­ი­გო­ნა: მრა­ვალ­გზის ოქ­რო­სა და ვერცხლის ამო­ღე­ბა, მი­წის გა­და­ზომ­ვა; და სოფ­ლებ­ში გა­და­სა­ხა­დით აჯა­რი­მებ­და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცოც­ხა­ლი აღარ იყ­ვნენ, არა­მედ დი­დი ხნის წინ იყ­ვნენ მი­წა­ში ჩა­სუ­ლი. ამას გარ­და კაც­თმო­ძუ­ლემ გა­ძე­ვე­ბა თავს და­ა­ტე­ხა მათ, ვი­საც და­ნა­შა­უ­ლიც არ ჰქონ­დათ ჩა­დე­ნი­ლი. კე­თილ­შო­ბილ და ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნებს აპა­ტიმ­რებ­და, მათ გა­ნა­შო­რებ­და თა­ვი­ანთ შე­უღ­ლე­ბულ ცო­ლებს და გა­დას­ცემ­და მის სა­ძა­გელ მსა­ხუ­რებს სა­მარცხვი­ნო შე­უ­რაც­ხყო­ფის მი­სა­ყე­ნებ­ლად; და რამ­დენს გათ­ხო­ვილ ქალ­სა და უქორ­წი­ნე­ბელ ქალ­წულს თვი­თონ მიხრწნილ­მა ბე­რი­კაც­მა სიმთვრა­ლე­ში პა­ტი­ვი ახა­და და დაუ­ო­კე­ბე­ლი გუ­ლისთქმა აის­რუ­ლა. რა სა­ჭი­როა გაგ­რძე­ლე­ბა, რო­დე­საც მი­სი უკა­ნას­კნე­ლი საქ­მე­ე­ბის ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა წი­ნა საქ­მე­ებს, რო­გორც მცი­რე­სა და უმ­ნიშ­ვნე­ლოს, სრუ­ლე­ბით გა­ნა­ქი­ქებს?

მა­გა­ლი­თად, მი­სი სიშ­ლე­გის და­სას­რულ ეპის­კო­პო­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, მათ მიიჩნევ­და მი­სი საქ­მე­ე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბად, რო­გორც ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თის მსა­ხუ­რებს. ღი­ად ჯერ არ ემ­ზა­დე­ბო­და მას­ზე უზე­ნა­ე­სი იმ­პე­რა­ტო­რის (კონ­სტან­ტი­ნეს - მთარგ.) ში­შით, არა­მედ - ფა­რუ­ლად და მზაკ­ვრუ­ლად, და მათ­გან ყვე­ლა­ზე პა­ტივ­ცე­მულთ მმარ­თველ­თა შეთ­ქმუ­ლე­ბით ხო­ცავ­და. მა­თი მკვლე­ლო­ბის სა­ხეც უც­ხო რამ და ჯე­რარ­სმე­ნი­ლი იყო. მა­გა­ლი­თად, ამა­სი­ა­ში და პონ­ტოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში ჩა­დე­ნი­ლი საქ­მე­ე­ბი ზე­ა­ღე­მა­ტა ყო­ველ­გვარ სი­სას­ტი­კეს. აქ ღვთის ეკ­ლე­სი­ე­ბი სა­ხუ­რა­ვი­დან სა­ძირკვლამ­დე და­ან­გრია, ზო­გი კი და­კე­ტა, რა­თა ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ გან­წე­სე­ბუ­ლი მსა­ხუ­რე­ბი არ შეკ­რე­ბი­ლიყ­ვნენ, არც ღმერ­თის­თვის მი­ე­გოთ სა­თა­ნა­დო მსა­ხუ­რე­ბა. რად­გან იგი არ ფიქ­რობ­და, რომ ლოც­ვე­ბი მის­თვის აღევ­ლი­ნე­ბო­და, უკე­თუ­რი გო­ნე­ბით ასე თვლი­და, არა­მედ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ჩვენ ღვთის­სათ­ნო იმ­პე­რა­ტო­რის გუ­ლის­თვის ვიქ­მო­დით ყო­ვე­ლი­ვეს და ვედ­რე­ბით ღმერთს ვამ­წყა­ლობ­ლებ­დით. ამი­ტომ, აღიძ­რა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ რის­ხვის და­სა­ტე­ხად. და მარ­თლაც, მმარ­თველ­თა­გან მლიქ­ველ­ნი არ­წმუ­ნებ­დნენ ამ უწ­მინ­დურს, რომ ისი­ნი მის­თვის სათ­ნო საქ­მე­ებს ჩა­დი­ოდ­ნენ, ეპის­კო­პო­სებს ბო­როტ­მოქ­მედ­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ სას­ჯე­ლებს ადებ­დნენ, გა­მო­ყავ­დათ და უდა­ნა­შა­უ­ლო­ებს გა­მო­უ­ძი­ებ­ლად სჯიდ­ნენ რო­გორც მკვლე­ლებს. ზო­გი­ერ­თი ახ­ლად გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის სა­ხე­ო­ბას და­ით­მენ­და: მათ სხე­ულს მახ­ვი­ლით ნა­კუ­წე­ბად ჭრიდ­ნენ და ამ სას­ტი­კი და ყვე­ლა­ზე სა­ზა­რე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბის შემ­დეგ ზღვის სიღ­რმე­ში თევ­ზე­ბის შე­საჭ­მე­ლად ყრიდ­ნენ. ამი­ტომ, კვლავ და­იწ­ყო ღვთის­მო­სავ კაც­თა გაქ­ცე­ვა, და კვლავ ველ-მინდვრე­ბი, კვლავ უდაბ­ნო­ები, ტყი­ა­ნი უღელ­ტე­ხი­ლე­ბი და მთე­ბი იწ­ყნა­რებ­დნენ ქრის­ტეს მსა­ხუ­რებს. და მას შემ­დეგ რაც ამ გზით წინ მი­ი­წევ­და ეს ურ­ჯუ­ლო, აზ­რად მო­უ­ვი­და ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ აღეძ­რა დევ­ნუ­ლე­ბა. გან­ზრახ­ვის აღ­სრუ­ლე­ბა შე­ეძ­ლო, და არა­ფე­რი არ უშ­ლი­და საქ­მე­ზე გა­და­სუ­ლი­ყო, თა­ვი­სი­ა­ნე­ბის სუ­ლი­სათ­ვის მებ­რძოლ ღმერთს უს­წრა­ფე­სად რომ არ და­ეს­წრო მო­მავ­ლის დად­გო­მი­სათ­ვის და რო­გორც ღრმა წყვდი­ად­სა და უკუ­ნეთ ღა­მე­ში დი­დი მთი­ე­ბი ანაზ­დად ყვე­ლას აღ­მო­უბრწყი­ნა მხსნე­ლი, და მა­ღა­ლი მკლა­ვით წინ წა­რუძ­ღვა მის მსა­ხურ კონ­სტან­ტი­ნეს.

მას ზე­მო­დან, ცი­დან მი­ა­ნი­ჭა კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის ნა­ყო­ფი, ურ­ჯუ­ლო­თა წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­ჯვე­ბის ნა­დავ­ლი; ხო­ლო ეს უწ­მინ­დუ­რი კი მის ყვე­ლა თა­ნამ­ზრახ­ველ­თან და მე­გო­ბარ­თან ერ­თად კონ­სტან­ტი­ნეს ფეხ­ქვეშ ძირს დას­ცა.

რად­გან რო­დე­საც უკი­დუ­რე­სო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა იგი სიშ­ლე­გემ, ღვთის მე­გო­ბარ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ეს უკ­ვე აუ­ტა­ნე­ლი იყო, მო­იკ­რი­ბა გო­ნე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მტკი­ცე ხა­სი­ათს შე­უ­ზა­ვა კაც­თმოყ­ვა­რე­ობა, გა­დაწ­ყვი­ტა, და­ეც­ვა ტი­რა­ნის მი­ერ შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლე­ბი, ზო­გი­ერ­თი გა­რე­წა­რი თა­ვი­დან მო­ი­შო­რა, და ადა­მი­ან­თა მოდ­გმის დი­დი ნა­წი­ლის გა­მო­სახ­სნე­ლად აღიძ­რა. რად­გან წი­ნათ მხო­ლოდ კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და მი­სი შეწ­ყა­ლე­ბით, ვინც არ იყო თა­ნაგრძნო­ბის ღირ­სი, იგი (ლი­კი­ნი­უ­სი - მთარგ.) არ გა­მოს­წორ­და: ბო­რო­ტე­ბას არ ჩა­მო­შორ­და, არა­მედ უფ­რო გა­ზარ­და რის­ხვა მი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი ხალ­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ; და მათ, ვი­საც უბო­რო­ტა, ხსნის იმე­დი აღარ დარჩე­ნო­და, ისი­ნი სა­ში­ნე­ლი მხე­ცის ტი­რა­ნი­ის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ამი­ტომ, ამ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მფარ­ველ­მა სი­კე­თის­მოყ­ვა­რე­ო­ბას ბო­რო­ტე­ბის სი­ძულ­ვი­ლი შე­ა­ზა­ვა და გა­ე­მარ­თა თა­ვის შვილ­თან კრის­პუს­თან, ყვე­ლა­ზე კაც­თმოყ­ვა­რე იმ­პე­რა­ტორ­თან, ერ­თად, და ყვე­ლა და­ცე­მულს მხსნე­ლი მარ­ჯვე­ნა გა­უ­წო­და. შემ­დეგ, რად­გა­ნაც ღვთის შვი­ლი, მაც­ხო­ვა­რი, ყო­ველ­თა მე­უ­ფე და ღმერ­თი ყვე­ლა­ფერ­ში ხელს უმარ­თავ­და და მი­სი თა­ნა­მებ­რძო­ლი იყო, მა­მამ და ძემ ღვთის­მო­ძუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო მწყობ­რი ორად წრი­უ­ლად გაყ­ვეს და გა­მარ­ჯვე­ბა იო­ლად მო­ი­პო­ვეს, რად­გან ღვთის მი­ერ მი­სი გან­ზრახ­ვის თან­ხმად[8] მათ ყვე­ლა­ფე­რი უად­ვილ­დე­ბო­დათ. მარ­თლაც, ერ­თბა­შად და სიტ­ყვის წარ­მოთ­ქმა­ზე უმოკ­ლეს დრო­ში ისი­ნი, ვინც გუ­შინ და ამ დღე­ე­ბის წინ სიკ­ვდი­ლი­თა და მუ­ქა­რით სუნ­თქავ­და, აღარ არ­სე­ბობ­დნენ, იქამ­დე, რომ მა­თი სა­ხე­ლიც აღარ ახ­სოვ­დათ; მათ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­სა და პა­ტივს სირცხვი­ლი და უღირ­სო­ბა ეწია; და რაც ად­რე ლი­კი­ნი­უს­მა თა­ვი­სი თვა­ლით ნა­ხა უღ­მერ­თო ტი­რა­ნებ­ზე, ეს მსგავ­სად­ვე მა­საც ევ­ნო, რად­გან მან არ მი­ი­ღო გან­სწავ­ლა, არც მის მახ­ლობ­ლებ­ზე [მოხ­ვედ­რი­ლი] მათ­რა­ხით დაჭ­კვი­ან­და, არა­მედ მა­თი მსგავ­სი ურ­ჯუ­ლო­ე­ბის გზას და­ად­გა, და სა­მარ­თლი­ა­ნად ჩა­ვარ­და იმა­ვე უფსკრულ­ში.

მაგ­რამ რო­დე­საც იგი ასე და­ცე­მუ­ლი ეგ­დო, ღვთის­მო­სა­ო­ბის ყვე­ლა სათ­ნო­ე­ბით გა­მო­ირჩე­ო­და უდი­დე­სი მძლე­ვე­ლი კონ­სტან­ტი­ნე შვილ­თან, კრის­პუს­თან[9] ერ­თად, რო­მე­ლიც იყო ყვე­ლა­ზე ღვთის­სათ­ნო და ყვე­ლაფ­რით მა­მის მსგავ­სი. მან მი­ი­ღო აღ­მო­სავ­ლე­თი, რაც მა­თი იყო, და რო­მა­ელ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბას ერ­თი­ა­ნო­ბა მი­ა­ნი­ჭა, რო­გორც ძვე­ლად იყო, მთე­ლი მსოფ­ლიო სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წრი­უ­ლად მზის აღ­მო­სა­ვა­ლი­დან, ჩრდი­ლო­ე­თი­ცა და სამ­ხრე­თიც დღის და­სა­ვა­ლის უკი­დუ­რეს წერ­ტი­ლამ­დე მი­სი მშვი­დო­ბის ქვეშ მო­იყ­ვა­ნა. ადა­მი­ან­თა­გან სრუ­ლი­ად აღ­ხო­ცა მა­თი ში­ში, ვინც აქამ­დე ჩაგ­რავ­და მათ; ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლებს მარ­თავ­დნენ; ყვე­ლა­ფე­რი სი­ნათ­ლით იყო აღ­სავ­სე; ერ­თმა­ნეთს შეს­ცქე­როდ­ნენ მო­ცი­ნა­რი სა­ხე­ე­ბი­თა და მხი­ა­რუ­ლი თვა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც აქამ­დე მოწ­ყე­ნი­ლად ჰქონ­დათ დახ­რი­ლი; ქა­ლა­ქებ­შიც და სოფ­ლებ­შიც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რად­გან ასე ის­წავ­ლეს, ყო­ველ­თა მე­უ­ფე ღმერთს და შემ­დეგ კე­თილ­მსა­ხურ იმ­პე­რა­ტორს ღვთის­სათ­ნო შვი­ლებ­თან ერ­თად ცეკ­ვი­თა და სიმ­ღე­რე­ბით პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ; ძვე­ლი ბო­რო­ტი საქ­მე­ე­ბი და ასე­ვე ყვე­ლა უღ­მერ­თო­ბა და­ვიწ­ყე­ბას იყო მი­ცე­მუ­ლი, ტკბე­ბოდ­ნენ აწ­მყოს სი­კე­თი­თა და, მე­ტიც, მო­მა­ვალ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი­თაც. ყველ­გან გავ­რცელ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რის კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბით აღ­სავ­სე დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი, დი­დი სა­ბოძ­ვა­რი­სა და ჭეშ­მა­რი­ტი კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის ნიშ­ნის მქო­ნე კა­ნო­ნე­ბი. რო­ცა ასე აღი­გა­ვა პი­რი­სა­გან მი­წი­სა ყო­ველ­გვა­რი ტი­რა­ნია, მა­თი კუთ­ვნი­ლი სა­მე­ფო მტკი­ცედ და უკა­მა­თოდ და­ცუ­ლი იქ­ნა მხო­ლოდ კონ­სტან­ტი­ნე­სა და მი­სი შვი­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მსოფ­ლიო გაწ­მინ­დეს ღვთის­მო­ძუ­ლე­ო­ბი­სა­გან; იგრძნეს, რომ მათ თავ­ზე მოვ­ლე­ნი­ლი სი­კე­თე­ნი ღვთი­სა­გან გა­ნე­გე­ბო­და, აჩვე­ნეს სათ­ნო­ე­ბი­სა და ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი, და ღვთის მი­მართ კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბა და მად­ლი­ე­რე­ბა იმ საქ­მე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლე­ბის ხილ­ვა ცხა­დად მი­ა­ნი­ჭეს ყვე­ლა ადა­მი­ანს.

----------------------------------------------------------------------------------------

კომენტარები

[1] - პავ­ლი­ნეს შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლია, რომ იგი მღვდლად მსა­ხუ­რობ­და ან­ტი­ო­ქი­აში, შემ­დეგ ტვი­რო­სის ეპის­კო­პო­სი გახ­და, 323 წელს - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

[2] - ევ­სე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში ყავს სა­კუ­თა­რი თა­ვი.

[3] - მო­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლივ ჩვე­უ­ლებ­რივ იწო­დე­ბა მი­ლა­ნის ედიქ­ტად, ევ­სე­ბიმ და­უ­კავ­ში­რა კონ­სტან­ტი­ნე­სა და ლი­კი­ნი­უ­სის სა­ხე­ლებს. თუმ­ცა, სხვა წყა­რო­ე­ბი (მა­გა­ლი­თად, ლაქ­ტან­ცი­უ­სის "მდევ­ნელ­თა სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ") გვა­უწ­ყებს, რომ ამ ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას ხელს აწერ­და მხო­ლოდ ლი­კი­ნი­უ­სი და 313 წ. მან ის გა­მოს­ცა ნი­კო­მი­დი­აში.

[4] - ეს წე­რი­ლიც და მომ­დევ­ნოც ეხე­ბა იმ და­ვას, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა კარ­თა­გე­ნის ეპის­კო­პო­სად ცე­ცი­ლი­ა­ნეს და­გი­ნე­ბის გა­მო 311 წელს. აქე­დან იღებს სა­თა­ვეს დო­ნა­ტის­ტე­ბის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ VII ს‑ში შეწ­ყვი­ტა არ­სე­ბო­ბა, რო­დე­საც აფ­რი­კა და­იპ­ყრეს სარ­კი­ნო­ზებ­მა.

[5] - მილ­ტი­ა­დე - რო­მის ეპის­კო­პო­სი (311‑314 წწ.); მარ­კო­ზი - მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

[6] - რე­ტი­უ­სი - ოტე­ნის ეპის­კო­პო­სი; მა­ტერ­ნუ­სი - კი­ოლ­ნის ეპის­კო­პო­სი; მა­რი­ნუ­სი - არე­ლა­ტის ეპის­კო­პო­სი.

[7] - ჰო­სი­უ­სი - კორ­დუ­ბი­ის (კორ­დო­ვის) ეპის­კო­პო­სი, იმ­პე­რა­ტორ კონ­სტან­ტი­ნე დი­დის მრჩე­ვე­ლი. ნი­კე­ის პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო კრე­ბის მო­ნა­წი­ლე, თავმჯდო­მა­რე­ობ­და სარ­დი­კი­ის ად­გი­ლობ­რივ სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბას (343‑344 წწ.).

[8] - ლი­კი­ნი­უ­სი პირ­ვე­ლად და­მარცხდა ად­რი­ა­ნო­პოლ­ში, 3 ივ­ლისს და მე­ო­რედ, რო­დე­საც გა­იქ­ცა ბი­ზან­ტი­უმ­ში და იძუ­ლე­ბუ­ლი იყო გა­და­ე­ლა­ხა "სეტ­რა­იტი" ქრი­ზო­პო­ლის­თან (სკ. ეტა­რი), 18 ან 20 სექ­ტემ­ბერს 324 წ. მა­ლე­ვე მოკ­ლა კონ­სტან­ტი­ნემ.

[9] - კრის­პუ­სი - კონ­სტან­ტი­ნე­სა და მი­ნერ­ვას უფ­რო­სი ვა­ჟი. კრის­პუ­სიმ თა­ვი გა­მოიჩი­ნა რო­გორც ნი­ჭი­ერ­მა სარ­დალ­მა, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჰე­ლეს­პონ­ტში ლი­კი­ნი­უ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. 326 წელს უც­ნო­ბი მი­ზე­ზის გა­მო იმ­პე­რა­ტორ­მა კონ­სტან­ტი­ნემ უეც­რად გას­ცა ბრძა­ნე­ბა მის და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე და სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:40)