Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წიგ­ნი IX


სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის მეც­ხრე წიგ­ნი შე­ი­ცავს შემ­დეგს:

 

I.     მოჩვე­ნე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბის* შე­სა­ხებ.

II.    შემ­დგო­მი გა­დახ­რის შე­სა­ხებ.

III.   ან­ტი­ო­ქი­ა­ში ახ­ლად ნაკ­ვე­თი კერ­პის შე­სა­ხებ.

IV.   ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ [გა­მო­სუ­ლი] განჩი­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

V.    ყალ­ბი ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ.

VI.   იმ ჟამს წა­მე­ბულ­თა შე­სა­ხებ.

VII.  ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ სვე­ტებ­ზე გა­მოკ­რუ­ლი წე­რი­ლის შე­სა­ხებ.

VIII. ამის შემ­დეგ მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის, შიმ­ში­ლო­ბის, ჭი­რი­სა და ომის შე­სა­ხებ.

ტვიროსში სვეტიდან აღებული ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ პეტიციებზე მაქსიმინუსის რე­სკრიპ­ტის თა­რგმა­ნის ას­ლი.

IX.   ტი­რან­თა სი­ცოც­ხლის მოს­პო­ბის შე­სა­ხებ და იმის შე­სა­ხებ, რაც [მათ] წარ­მოთ­ქვეს აღ­სას­რუ­ლის წინ.

ტვიროსში სვეტიდან აღებული ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ პეტიციებზე მაქსიმინუსის რე­სკრიპ­ტის თა­რგმა­ნის  ასლი.

X.   ღვთის­სათ­ნო იმ­პე­რა­ტორ­თა გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ.

ქრისტიანთა გამო ტირანის გან­კარ­გუ­ლე­ბის ლა­თი­ნური ენი­დან ბერ­ძნულ­ზე თა­რგმა­ნის ასლი.

XI.  ღვთის­მო­სა­ო­ბის მტრე­ბის სა­ბო­ლოო გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ.

----------------------------------------------------------

* ე.ი. დევნულებებისაგან შესვენება - მთარგ.

 

I

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­იმ­პე­რიო ნე­ბის უარ­ყო­ფა გავ­რცელ­და ყველ­გან, მთელს ასი­ა­სა და მის მე­ზო­ბელ პრო­ვინ­ცი­ებ­ში. რო­დე­საც [მოვ­ლე­ნე­ბი] ამ­გვა­რად ვი­თარ­დე­ბო­და, მაქ­სი­მი­ნეს, აღ­მო­სავ­ლე­თის ტი­რანს, ყვე­ლა­ზე ურ­ჯუ­ლოს, ვინც კი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, და ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თის ყვე­ლა­ზე მო­ძუ­ლე მტერს, სრუ­ლე­ბით არ ეამა, რაც და­ი­წე­რა, და ზე­მოთ გად­მო­ცე­მუ­ლი წე­რი­ლის უწ­ყე­ბის ნაც­ვლად მის ხელ­ქვე­ით მმარ­თვე­ლებს და­უ­წერ­ლად უბ­რძა­ნა, რომ შე­ეს­ვე­ნათ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ომი­სა­გან. რად­გა­ნაც მას სხვაგ­ვა­რად არ შე­ეძ­ლო, და­პი­რის­პი­რე­ბო­და მას­ზე ძლი­ერ­თა მსჯავრს, ზე­მოთ გად­მო­ცე­მუ­ლი კა­ნო­ნი და­ფა­რა და იზ­რუ­ნა, რა­თა მას­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ მხა­რე­ებ­ში დღის სი­ნათ­ლე არ ეხი­ლა და ზე­პი­რი განჩი­ნე­ბით მის ხელ­ქვე­ით მმარ­თვე­ლებს უბ­რძა­ნა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნუ­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა. ხო­ლო მათ ამ ბრძა­ნე­ბის ში­ნა­არ­სი ერ­თმა­ნეთს წე­რი­ლო­ბით შე­ატ­ყო­ბი­ნეს. მათ­თან ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი პრე­ფექ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბით პა­ტივ­დე­ბულ­მა სა­ბი­ნუს­მა პრო­ვინ­ცი­ა­თა მმარ­თვე­ლებს იმ­პე­რა­ტო­რის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა ლა­თი­ნუ­რი ეპის­ტო­ლის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მოუჩინა. მი­სი თარ­გმა­ნი არის შემ­დე­გი სა­ხის:

"ყვე­ლა­ზე მედ­გა­რი და თავ­და­დი­დე­ბუ­ლი მო­შურ­ნე­ო­ბით ჩვენს უსაღმრთო­ეს მე­უ­ფე­თა, იმ­პე­რა­ტორ­თა, ღვთი­უ­რო­ბა ოდი­თა­გან­ვე გან­საზღვრავ­და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის აზ­როვ­ნე­ბას ცხოვ­რე­ბის წმინ­და და სწორ გზა­ზე სა­ვა­ლად, ისე რომ ისი­ნიც, რომ­ლე­ბიც ით­ვლე­ბოდ­ნენ, რომ რო­მა­ელ­თათ­ვის უც­ხო ჩვე­უ­ლე­ბებს მის­დევ­დნენ, უკ­ვდა­ვი ღმერ­თე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო მსა­ხუ­რე­ბას აღას­რუ­ლებ­დნენ. მაგ­რამ ზო­გი­ერ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და აღ­ვი­რახ­სნი­ლი ზრახ­ვა იქამ­დე მი­ვი­და, რომ არც ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი აზ­რით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხე­ლი აე­ღოთ მათ სა­კუ­თარ გან­ზრახ­ვა­ზე, არც მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლით - მა­თი და­ში­ნე­ბა. რად­გა­ნაც ახ­ლა ისე მოხ­და, რომ ასე­თი გზით მრა­ვალ­მა თა­ვი საფრთხე­ში ჩა­იგ­დო, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის თა­ნახ­მად ჩვე­ნი მე­უ­ფე­ე­ბის, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იმ­პე­რა­ტო­რე­ბის ღმრთე­ე­ბამ სა­კუ­თა­რი ღვთი­უ­რი გან­ზრახ­ვი­სათ­ვის უც­ხოდ მიიჩნია ასე­თი მიზ­ნით ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­გვარ საფრთხე­ში ჩაგ­დე­ბა, და ბრძა­ნეს ჩე­მი ღვთის­მო­სა­ვო­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ნი მახ­ვილ­გო­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის მო­ე­წე­რათ, რა­თა თუ აღ­მო­ჩნ­დე­ბა რო­მე­ლი­მე ქრის­ტი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ერის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის მიმ­დე­ვა­რი, გა­ან­თა­ვი­სუფ­ლე მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი შფო­თი­სა და საფრთხის­გან, და ნუ­რა­ვი­ზე იფიქ­რებ, რომ ამ სა­ბა­ბით დას­ჯის ღირ­სია, მა­შინ რო­ცა ესო­დე­ნი დრო­ის ხანგრძლი­ვო­ბით დად­გინ­და, რომ არა­ნა­ი­რი გზით არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მა­თი და­მორჩი­ლე­ბა, რა­თა ასეთ სი­მედ­გრეს თა­ვი და­ა­ნე­ბონ. ამი­ტომ შე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბა მო­ვა­ლეა, მი­წე­როს კუ­რა­ტო­რებს, დუ­უმ­ვი­რებს და თი­თოე­უ­ლი ქა­ლა­ქის უბ­ნე­ბის მა­გის­ტრა­ტებს, რა­თა იცოდ­ნენ, რომ ამ წე­რილ­ზე უფ­რო შორს არ უნ­და წა­ვიდ­ნენ თა­ვი­ან­თი აზ­რით"*.

ამის შემ­დეგ პრო­ვინ­ცი­ე­ბის მმარ­თვე­ლებ­მა მათ­და­მი მი­წე­რი­ლი [სიტ­ყვე­ბის] აზ­რი მიიჩნი­ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად და წე­რი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კუ­რა­ტო­რე­ბის­თვის, დუ­უმ­ვი­რე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის მა­გის­ტრა­ტე­ბის­თვის ცხა­დი გა­ხა­დეს სა­იმ­პე­რიო ნე­ბა. არა მხო­ლოდ წე­რი­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­წევ­დნენ წინ, არა­მედ უფ­რო საქ­მე­ე­ბით. სა­იმ­პე­რიო ნე­ბის აღ­მას­რუ­ლებ­ლებ­მა ისი­ნი, ვინც იყ­ვნენ ღვთის აღ­სა­რე­ბის გა­მო საპ­ყრო­ბი­ლე­ში ჩამწყვდე­ული, დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს და გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს, და ვინც და­სას­ჯე­ლად მა­ღა­რო­ებ­ში იყ­ვნენ გაგ­ზავ­ნი­ლი, გა­მო­უშ­ვეს. რო­ცა ფიქ­რობ­დნენ, რომ ჭეშ­მა­რი­ტად ეს სურ­და იმ­პე­რა­ტორს, ისი­ნი ცდე­ბოდ­ნენ. რო­დე­საც ეს საქ­მე­ე­ბი ასე მი­დი­ოდა, რო­გორც სი­ნათ­ლე ბნე­ლი ღა­მე­ში რომ ამობრწყინ­დე­ბა ანაზ­დად, ყვე­ლა ქა­ლაქ­ში შე­იძ­ლე­ბო­და გვე­ხი­ლა შეკ­რე­ბი­ლი ეკ­ლე­სი­ები, ხალხმრა­ვა­ლი სი­ნო­დე­ბი და მათ­ზე ჩვე­უ­ლე­ბის მი­ხედ­ვით აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი წე­სე­ბი. ამის გა­მო არა­ნაკ­ლებ გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა ურ­წმუ­ნო წარ­მარ­თი, უკ­ვირ­დათ ასე­თი ცვლი­ლე­ბის სას­წა­ული, და დიდ და ერ­თა­დერთ ჭეშ­მა­რიტ ღმერ­თად ქრის­ტი­ან­თა ღმერ­თი იყო გაც­ხა­დე­ბუ­ლი. ჩვე­ნი­ან­თა­გან მათ, ვინც დევ­ნუ­ლე­ბებ­ში ბრძო­ლა ერ­თგუ­ლად და ახოვ­ნად გა­და­ი­ტა­ნეს იგი, კვლავ გა­კად­ნი­ერ­დნენ ყვე­ლას წი­ნა­შე; მაგ­რამ ის, ვი­საც რწმე­ნით სნე­ულს სუ­ლის ქა­რიშ­ხა­ლი ეწია, სი­ხა­რუ­ლით მიიჩქა­რო­და თა­ვის გან­სა­კურ­ნა­ვად. ისი­ნი ევედ­რე­ბოდ­ნენ [რწმე­ნით] ძლი­ერთ და შეს­თხოვ­დნენ მხსნელ მარ­ჯვე­ნას, და ღვთის მი­მართ ლო­ცუ­ლობ­დნენ, რომ მოწ­ყა­ლე ყო­ფი­ლი­ყო მათ­და­მი. შემ­დეგ ღვთის­მო­სა­ო­ბის ნამ­დვი­ლი მებ­რძო­ლე­ბი მა­ღა­რო­ებ­ში ბო­რო­ტი ვნე­ბუ­ლე­ბი­სა­გან გან­თა­ვი­სუ­ლე­ბუ­ლი თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ; მო­ზე­ი­მე­ნი და მხი­ა­რულ­ნი ყვე­ლა ქა­ლაქს ენი­თუთ­ქმე­ლი სი­ხა­რუ­ლი­თა და სიტ­ყვით აუ­წე­რე­ლი კად­ნი­ე­რე­ბით აღ­ვსილ­ნი გა­დი­ოდ­ნენ. ხალხმრა­ვა­ლი მწყობ­რი შა­რა-გზებ­სა და აგო­რებ­ზე სა­გა­ლობ­ლე­ბი­თა და ფსალ­მუ­ნე­ბით გა­ნა­დი­დებ­და ღმერთს და ასე აღას­რუ­ლებ­და მოგ­ზა­უ­რო­ბას. და იხი­ლავ­დით მათ, რომ­ლებ­საც ცო­ტა ხნის წინ უსას­ტი­კე­სი სას­ჯე­ლის [მი­სა­ღე­ბად] ბორ­კილ­და­დე­ბულს სამ­შობ­ლო­დან აძე­ვებ­დნენ, [ახ­ლა] მხი­ა­რუ­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ თა­ვი­ანთ კე­რი­ას, ისე რომ ად­რე ჩვე­ნი სიკ­ვდი­ლის მსურ­ვე­ლე­ბი ხე­დავ­დნენ ყო­ველ­გვა­რი მო­ლო­დი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საკ­ვირ­ვე­ლე­ბას და ჩვენ­თან ერ­თად ხა­რობ­დნენ იმა­ზე, რაც ხდე­ბო­და.

-------------------------------------------------------------------

* თუ ბერძნული არის ლათინური ორიგინალის მართებული თარგმანი, სიტყვები "ამ წერილზე" უნდა უკავშირდებოდეს რაიმე წინა დოკუმენტს, რომელიც ქრისტიანების დევნის ნებართვას იძლეოდა - მთარგ.

 

II

ამ სი­კე­თის­მო­ძუ­ლე და ყვე­ლა კე­თი­ლი [ადა­მი­ა­ნის] წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბის წა­მომ­წყებ ტი­რანს მე­ტად აღარ შე­ეძ­ლო ამის ატა­ნა, არც მთე­ლი ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში _ ამ­გვა­რი ქცე­ვის გაგ­რძე­ლე­ბა. მშვი­დო­ბის და­სარ­ღვე­ვად ესო­დენ მრა­ვა­ლი ხრი­კე­ბის მომ­გონ­მა პირ­ვე­ლად სცა­და ჩვენ­თვის და­სა­ძი­ნე­ბელ ად­გილ­ზე (ე. ი. სა­საფ­ლა­ო­ზე - მთარგ.) სი­ნო­დე­ბის აკ­რძალ­ვა [რა­ღაც] სა­ბა­ბით; შემ­დეგ ზო­გი­ერ­თი უკე­თუ­რი კა­ცის მეშ­ვე­ო­ბით თა­ვის თავს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ თვი­თონ შუ­ამ­დგომ­ლობ­და. ან­ტი­ო­ქი­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­ძრა, რო­გორც უდი­დე­სი ძღვე­ნის მის­გან მი­სა­ღე­ბად ეთ­ხო­ვათ, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი მათ სამ­შობ­ლო­ში საც­ხოვ­რებ­ლად არ და­ეშ­ვა, და რა­თა სხვებ­საც იგი­ვე მო­ე­ფიქ­რე­ბი­ათ. ყვე­ლა მათ მე­თა­უ­რად ამა­ვე ან­ტი­ო­ქი­ა­ში გა­მოჩნდა თე­ო­ტეკ­ნო­სი, სა­ში­ნე­ლი გრძნე­უ­ლი და უკე­თუ­რი კა­ცი და ამ სა­ხე­ლის­გან უც­ხო*. ჩან­და, რომ იგი იყო ქა­ლა­ქის კუ­რა­ტო­რი**.

-------------------------------------------------------------------

* თეოტეკნოსი ბერძნულად ნიშნავს ღვთის შვილს - მთარგ.

** მუნიციპალიტეტის ფინანსების გამგებელი - მთარგ.

 

III

მან ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი და­რაზ­მა და ჩვე­ნი­ა­ნებ­ზე რო­გორც სა­ი­დუმ­ლო თავ­შე­საფ­რე­ბი­დან გა­მო­დევ­ნილ უწ­მინ­დურ ქურ­დებ­ზე ყვე­ლა გზით მო­შურ­ნედ ნა­დი­რობ­და; ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა [სა­ხის] ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და ბრალ­დე­ბას იგო­ნებ­და, და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­და. მან ყვე­ლა­ფე­რი და­აგ­ვირ­გვი­ნა იმით, რომ რა­ღაც ხრი­კე­ბით და გრძნე­უ­ლე­ბით აღ­მარ­თა "ზევ­სი მე­გობ­რუ­ლის" კერ­პი, და მის­თვის მო­ი­გო­ნა უწ­მინ­დუ­რი წე­სე­ბი, ღვთის­თვის არა­სათ­ნო გან­დო­ბა და წყე­უ­ლი გან­წმენ­დე­ბი, იმ­პე­რა­ტო­რის წი­ნა­შეც წარ­მო­ა­ჩი­ნა მი­სი სა­ოც­რე­ბა იმ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა­თა მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც მას ესათ­ნო­ე­ბო­და. და მა­ნაც მმარ­თვე­ლის სა­ა­მებ­ლად პირ­მოთ­ნე­ო­ბით აღ­ძრა დე­მო­ნი ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და თქვა, რომ ღმერ­თმა ბრძა­ნა ქა­ლა­ქი­სა და ქა­ლა­ქის მახ­ლო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­დან გა­დამ­თი­ე­ლე­ბის რო­გორც მი­სი მტრე­ბის გან­დევ­ნა.

 

IV

იგი იყო პირ­ვე­ლი ამ აზ­რის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა და­ნარჩე­ნი მი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მყოფ ქა­ლა­ქებ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი აღიძ­რნენ მსგავ­სი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. რო­დე­საც და­ი­ნა­ხეს პრო­ვინ­ცი­ე­ბის მმარ­თვე­ლებ­მა, რომ იმ­პე­რა­ტორს ეს სათ­ნო ეყო, ხელ­ქვე­ითთ უბ­რძა­ნეს იმა­ვე საქ­მის გა­კე­თე­ბა. რო­დე­საც თვი­თონ ისი­ნი რეს­კრიპ­ტის მეშ­ვე­ო­ბით პე­ტი­ცი­ებს დი­დი სი­ხა­რუ­ლით მი­არ­თმევ­დნენ ტი­რანს, კვლავ თა­ვი­დან აღიგ­ზნო დევ­ნუ­ლე­ბა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ.

ქა­ლა­ქებ­ში თვი­თონ მაქ­სი­მი­ნეს მი­ერ ინიშ­ნე­ბოდ­ნენ კერ­პე­ბის მღვდლე­ბი და მათ­ზე მღვდელთმთავ­რე­ბი, ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირჩე­ოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­თა და ყვე­ლა [მა­გის­ტრა­ტუ­რის] გავ­ლით სა­ხელ­განთქმუ­ლი იყ­ვნენ. ისი­ნი დი­დი მო­შურ­ნე­ო­ბით იწ­ყებ­დნენ მათ მი­ერ თაყ­ვა­ნის­ცე­მუ­ლი [ღმერ­თე­ბის] მსა­ხუ­რე­ბას. ერ­თი სიტ­ყვით, მმარ­თვე­ლის წრე­გა­და­სუ­ლი ცრურ­წმე­ნა ყვე­ლა მის ხელ­ქვე­ით მმარ­თველ­საც და მარ­თვის ქვეშ მყოფ­თაც აქე­ზებ­და, რომ მის გა­სა­ხა­რად ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბია. მის­თვის ასე­თი სი­ხა­რუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, ფიქ­რობ­დნენ, მის­გან მი­ი­ღებ­დნენ ქველ­მოქ­მე­დე­ბის უდი­დეს ჯილ­დოს, ჩვე­ნი მკვლე­ლო­ბი­თა და ჩვენს მი­მართ რა­ი­მე ახა­ლი ბო­რო­ტე­ბის ჩვე­ნე­ბით.

 

V

ქრის­ტეს წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ნა­ი­რი გმო­ბით აღ­სავ­სე "პი­ლა­ტე­სა და ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის ჩა­ნა­წე­რე­ბის" შემთხზვე­ლებ­მა, მა­თი ზემ­დგო­მის მო­წო­ნე­ბით მას­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ყვე­ლა მმარ­თველ­თან და­აგ­ზავ­ნეს [ეს თხზუ­ლე­ბა], ედიქ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­უ­თუ­თებ­დნენ ყვე­ლა ად­გილ­ზე, სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­შიც, რომ ეს ეჩვე­ნე­ბი­ათ გრა­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის, რა­თა ყვე­ლა ბავ­შვის­თვის გა­და­ე­ცათ, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ნაც­ვლად ეს შე­ეს­წავ­ლათ და და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ათ.

რო­დე­საც საქ­მე­ე­ბი ამ გზით წა­რი­მარ­თე­ბო­და, სხვა მხე­დართმთა­ვარ­მა, რო­მელ­საც რო­მა­ე­ლე­ბი დუქსს* უწო­დე­ბენ, ფი­ნი­კი­ის და­მას­კო­ში ვი­ღაც უწე­სო დე­და­კა­ცე­ბი მო­ა­ტა­ცე­ბი­ნა, მათ სა­ტან­ჯვე­ლე­ბით და­ე­მუქ­რა და აი­ძუ­ლა წე­რი­ლო­ბით ეთ­ქვათ, რომ ერთ დროს იყ­ვნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი და იცი­ან, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან კა­ნონ­დამრღვე­ვი, და თვით უფ­ლის დღე­ებ­ში ისი­ნი ჩა­დი­ოდ­ნენ გარყვნი­ლე­ბას და სხვა რა­მე­ებ­საც, რაც კი სურ­დათ, ეთ­ქვათ [ქრის­ტი­ა­ნუ­ლი] მოძღვრე­ბის ცი­ლის­წა­მე­ბი­სათ­ვის. აქე­დან მან ჩა­ნა­წე­რე­ბით შე­ატ­ყო­ბი­ნა იმ­პე­რა­ტორს, და მე­ტიც, ბრძა­ნა, რომ ეს წე­რი­ლი ყვე­ლა ად­გილ­სა და ქა­ლაქ­ში გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ.

-----------------------------------------------------------------

* მოსაზღვრე ჯარების მეთაური - მთარგ.

 

VI

მაგ­რამ არ­ცთუ დი­დი ხნის შემ­დეგ ამ მხე­დართმთა­ვარ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­იკ­ლა თა­ვი და ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის სა­მარ­თლი­ა­ნად ზღო.

მაგ­რამ ჩვე­ნი დარ­ბე­ვა და მძი­მე დევ­ნუ­ლე­ბე­ბი კვლავ აღიძ­რა და ყვე­ლა პრო­ვინ­ცი­ა­ში მმარ­თვე­ლებ­მა კვლავ აღად­გი­ნეს [თა­ვი­ან­თი] სი­სას­ტი­კე ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, რა­თა ღვთის სიტ­ყვის გარ­შე­მო გა­მოჩე­ნილ პირ­თა­გან ზო­გი­ერთ შეპ­ყრო­ბილს მი­ე­ღო სიკ­ვდი­ლის ულ­მო­ბე­ლი გა­ნაჩენი.

მათ­გან სამ­მა ფი­ნი­კი­ის ქა­ლაქ ემე­სა­ში ქრის­ტი­ა­ნად აღი­ა­რა თა­ვი და მხეც­თა შე­საჭ­მე­ლად იქ­ნა გა­და­ცე­მუ­ლი. მათ შო­რის იყო ეპის­კო­პო­სი სილ­ბა­ნო­სი, ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, ვინც მთე­ლი ორ­მო­ცი წე­ლი ატა­რა მსა­ხუ­რე­ბა.

ამა­ვე დროს ალექ­სან­დრი­ის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის ყვე­ლა­ზე წარჩი­ნე­ბუ­ლი წი­ნამ­დგო­მე­ლი პეტ­რეც, ეპის­კო­პოს­თა ღვთი­უ­რი ნი­მუ­ში ცხოვ­რე­ბის სათ­ნო­ე­ბი­სა და წმინ­და წე­რილ­ში გან­სწავ­ლუ­ლო­ბის გა­მო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ შე­იპ­ყრეს; და მყის­ვე ასე უსიტ­ყვოდ თა­ვი მოკ­ვე­თეს, თით­ქოს მაქ­სი­მი­ნეს ბრძა­ნე­ბით. მას­თან ერ­თად ეგ­ვიპ­ტის ეპის­კო­პოს­თა­გან სხვა მრა­ვალ­მაც იგი­ვე და­ით­მი­ნა.

ლუ­კი­ანე, ყვე­ლა­ფერ­ში სა­უ­კე­თე­სო კა­ცი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და წმინ­და საგ­ნებ­ში გან­სწავ­ლუ­ლი, ან­ტი­ო­ქი­ა­ში საკ­რე­ბუ­ლოს პრეს­ვი­ტე­რი, რო­დე­საც ასუ­ლი იყო ქა­ლაქ ნი­კო­მი­დი­აში, სა­დაც იმ დროს იმ­პე­რა­ტო­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მმარ­თველს მი­არ­თვა იმ მოძღვრე­ბის აპო­ლო­გია, რო­მელ­საც წი­ნამძღვრობ­და; იგი საპ­ყრო­ბი­ლე­ში იქ­ნა ჩამწყვდე­უ­ლი და მოკ­ლუ­ლი.

ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ესო­დე­ნი [ბო­რო­ტე­ბა] შე­ამ­ზა­და სი­კე­თის­მო­ძუ­ლე მაქ­სი­მი­ნემ მოკ­ლე დრო­ში, რომ ეს დევ­ნუ­ლე­ბა ჩვენ­თვის წი­ნა­ზე ბევ­რად უფ­რო მძი­მე ჩან­და.

VII

ქა­ლა­ქის პე­ტი­ცი­ე­ბი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ და ამის გა­მო სა­იმ­პე­რიო ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბე­ბის რეს­კრიპ­ტე­ბი შუა ქა­ლა­ქებ­ში სპი­ლენ­ძის სვე­ტებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი აღი­მარ­თე­ბო­და, რაც არა­სო­დეს მომ­ხდა­რა. სას­წავ­ლებ­ლებ­ში ბავ­შვებს ყო­ველ­დღე პირ­ზე ეკე­რათ იე­სო და პი­ლა­ტე, და შე­უ­რაცხმყო­ფე­ლი შეთ­ხზუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი.

აქე­დან აუ­ცი­ლებ­ლად მი­მაჩნია სვე­ტებ­ზე მაქ­სი­მი­ნეს მი­ერ გან­წე­სე­ბუ­ლი თვით ამ წე­რი­ლის გად­მო­ცე­მა, რა­თა ამ კა­ცის ღვთის­მო­ძუ­ლე­ო­ბის ქა­დი­ლი და მზვა­ობ­რო­ბის თვით­კმა­ყო­ფი­ლე­ბა ცხა­დი გახ­დეს და მის ფე­ხებ­თან მდგო­მი უღ­მერ­თო­თა ბო­რო­ტე­ბის მი­მართ წმინ­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი სი­ძულ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მის ფე­ხებ­თან იდ­გა და რომ­ლის­გან დევ­ნულ­მა არ­ცთუ დი­დი ხნის შემ­დეგ ჩვენს შე­სა­ხებ სა­პი­რის­პი­რო გა­ნიზ­რა­ხა და წე­რი­ლო­ბი­თი კა­ნო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა.

ტვიროსში სვეტიდან აღებული ჩვენს წინააღმდეგ პეტიციებზე მაქსიმინუსის რესკრიპტის თარგმანის ასლი.

"ოდეს­ღაც უძ­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბის კად­ნი­ე­რე­ბა გაძ­ლი­ერ­და და იმ ცთო­მი­ლე­ბის ყვე­ლა ბინ­დი და ბუ­რუ­სი შე­არ­ყია და გა­ფან­ტა, რა­მაც ამას წი­ნათ არა იმ­დე­ნად უღ­მერ­თო­ე­ბის, რამ­დე­ნა­დაც უძ­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გრძნო­ბე­ბი მო­იც­ვა და უმეც­რე­ბის დამ­ღუპ­ველ წყვდი­ად­ში და­ატ­ყვე­ვა; და [მათ] შე­ა­მეც­ნე­ბია, რომ უკ­ვდა­ვი ღმერ­თე­ბის კე­თილ­მო­სურ­ნე წი­ნა­გან­გე­ბა წარ­მარ­თავს და შე­ამ­ტკი­ცებს [ყო­ვე­ლი­ვეს]. სათ­ქმე­ლად და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ის საქ­მე, თუ რო­გორ სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, რო­გორ ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო და ძვირ­ფა­სი ჩვენ­თვის, რომ თქვე­ნი ღვთის­სათ­ნო არჩე­ვა­ნის უდი­დე­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მოჩნდა. აქამ­დეც არა­ფე­რი ყო­ფი­ლა უც­ნო­ბი, თუ რა ყუ­რად­ღე­ბას და ღვთის­მო­სა­ო­ბას იჩენ­დით უკ­ვდა­ვი ღმერ­თე­ბი­სად­მი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც [თქვე­ნი] რწმე­ნა ცნო­ბი­ლია არა ლი­ტო­ნი და ფუ­ჭი სიტ­ყვე­ბით, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის სიმ­რავ­ლი­თა და სას­წა­უ­ლე­ბით. ამი­ტომ თქვე­ნი ქა­ლა­ქი ღირ­სე­უ­ლად იწო­დე­ბა უკ­ვდა­ვი ღმერ­თე­ბის ტაძ­რად და სამ­კვიდ­რებ­ლად. მრა­ვა­ლი მა­გა­ლი­თით ჩანს, რომ იგი ყვა­ვის უკ­ვდა­ვი ღმერ­თე­ბის მკვიდ­რო­ბით. აჰა, აწ თქვე­ნი ქა­ლა­ქი, რო­დე­საც მან კვლავ იგრძნო, რომ ამ წყე­უ­ლი ამაო­ე­ბის მიმ­დევ­რე­ბი იწ­ყე­ბენ მოძ­რა­ო­ბას, რო­გორც უყუ­რად­ღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი და ჩამ­ქრა­ლი ცეც­ხლი, რო­ცა გაღ­ვივ­დე­ბა და უდი­დე­სი ალით აბ­რი­ალ­დე­ბა, უგუ­ლე­ბელ­ყოფს მი­სი ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მორჩე­უ­ლო­ბის გა­მო ზრუნ­ვას და თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბის­თვის წი­ნა თხოვ­ნას. მყის­ვე ჩვე­ნი კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის მი­მართ, რო­გორც ყვე­ლა­ნა­ი­რი ღვთის­მო­სა­ო­ბის დე­და­ქა­ლა­ქის მი­მართ, ყო­ველ­გვა­რი და­ყოვ­ნე­ბის გა­რე­შე გა­მო­ე­შუ­რა, და ით­ხოვს კურ­ნე­ბა­სა და შვე­ლას. ეს მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი აზ­რი თქვე­ნი ღვთის­მო­სა­ო­ბის რწმე­ნის გა­მო, ცხა­დია, ღმერ­თებ­მა ჩა­გი­ნერ­გათ. ამი­ტომ მან, უზე­ნა­ეს­მა და უდი­დეს­მა ზევ­სმა, თქვე­ნი უბრწყინ­ვა­ლე­სი ქა­ლა­ქის თავმჯდო­მა­რემ, თქვე­ნი მშობ­ლი­უ­რი ღმერ­თე­ბის, ქა­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის, ოჯა­ხე­ბის და სახ­ლე­ბის ყო­ველ­გვა­რი გა­ნად­გუ­რე­ბი­სა­გან დამ­ცველ­მა, მან შთა­ბე­რა თქვენს სუ­ლებ­ში მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი ზრახ­ვა, წარ­მოაჩი­ნა და გა­აც­ხა­და, თუ რო­გო­რი გა­მორჩე­ული, ბრწყინ­ვა­ლე და მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი არის სა­თა­ნა­დო ღვთის­მო­სა­ო­ბას­თან ერ­თად უკ­ვდავ ღმერ­თებ­თან მსა­ხუ­რე­ბი­თა და მღვდელ­მსა­ხუ­რე­ბე­ბით მი­ახ­ლე­ბა. რად­გან ვინ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩნდეს ასე უგუ­ნუ­რი ან გო­ნე­ბი­სა­გან სრუ­ლი­ად გა­უც­ხო­ე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც არ იგრძნობს, რომ ღმერ­თე­ბის კე­თილ­მო­სურ­ნე მო­შურ­ნე­ო­ბით ხდე­ბა, მი­წა რომ უარს არ ამ­ბობს თეს­ლის გა­მო­ღე­ბა­ზე და მი­წათ­მოქ­მე­დის იმედს ფუ­ჭი მო­ლო­დი­ნით არ არ­ყევს? ან უღ­მერ­თო­თა ომის სა­ნა­ხა­ო­ბა და­უბ­რკო­ლებ­ლად რომ არ იკი­დებს ფეხს დე­და­მი­წა­ზე, ცის კე­თილ­შე­ზა­ვე­ბუ­ლო­ბა არ იხრწნე­ბა და გა­მო­ფი­ტუ­ლი სხე­უ­ლე­ბი სა­სიკ­ვდი­ლოდ არ ეცე­მა? ან მო­თა­რე­შე ქარ­თა ქროლ­ვით რომ არ აღელ­დე­ბა და აი­ზი­დე­ბა ზღვა? ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი ქა­რიშ­ხლე­ბი რომ არ ამო­ვარ­დე­ბა და გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ გრი­გალს არ აღ­ძრავს? ან უფ­რო მე­ტიც, ყვე­ლას მკვე­ბა­ვი და დე­და, დე­და­მი­წა სა­ში­ნე­ლი მი­წისძვრით თა­ვის ყვე­ლა­ზე ღრმა უფსკრუ­ლი­დან რომ არ იძი­რე­ბა, ზე­მოთ მდე­ბა­რე მთე­ბი არ ინ­გრე­ვა და ორ­მო­ე­ბად არ იქ­ცე­ვა? ყო­ვე­ლი­ვე ეს და ამა­ზე ბევ­რად უფ­რო მძი­მე [უბე­დუ­რე­ბე­ბი] წი­ნა­თაც მრა­ვალ­ჯერ ხდე­ბო­და, რი­სი უმე­ცა­რიც არა­ვინ არის. და ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ურ­ჯუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ფუ­ჭი ამაო­ე­ბის დამ­ღუპ­ვე­ლი საც­თუ­რის გა­მო ხდე­ბო­და, რო­დე­საც მათ სუ­ლებს დაე­უფ­ლა და თით­ქმის შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო სა­მარცხვი­ნო საქ­მე­ე­ბით შე­ა­ვიწ­რო­ვა".

შემ­დეგ დას­ძენს: "შე­ხე­დონ ვრცელ ვე­ლებს, მო­ბი­ბი­ნე ყა­ნებ­სა და თავ­თა­ვის ღელ­ვას, ბა­ღებს კარ­გი წვი­მე­ბის გა­მო მცე­ნა­რე­ე­ბი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით მბრწყი­ნავს, ჰა­ე­რის მო­ნი­ჭე­ბულ კე­თილ­შე­ზა­ვე­ბუ­ლო­ბა­სა და სირ­ბი­ლეს. დე, ყვე­ლას უხა­რო­დეს ჩვე­ნი კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის, მღვდელ­მოქ­მე­დე­ბი­სა და პა­ტი­ვის მეშ­ვე­ო­ბით უძ­ლი­ე­რე­სი და უმ­ტკი­ცე­სი ჰა­ე­რის კე­თილ­გან­წყო­ბა, და ამის გა­მო ყვე­ლა­ზე და­უბ­რკო­ლებ­ლად მორ­ბე­დი მშვი­დო­ბი­თა და სიმ­ყუდ­რო­ვით უშ­ფოთ­ვე­ლად დატკბნენ. და რამ­დე­ნი ვინ­მე ამ ბრმა საც­თუ­რი­სა და გზა­აბ­ნე­უ­ლო­ბი­სა­გან სრუ­ლი­ად გა­მოხ­სნი­ლი და­უბ­რუნ­და მარ­თალ და მშვე­ნი­ერ აზ­როვ­ნე­ბას; ასე რომ, ძა­ლი­ან უნ­და უხა­რო­დეთ, რო­გორც მო­უ­ლოდ­ნე­ლი ზამ­თრის­გან ან მძი­მე სე­ნის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებ­სა და ცხოვ­რე­ბა­ში სა­ა­მო ტკბო­ბის მომ­ნა­ყო­ფებ­ლებს. მაგ­რამ თუ დარჩე­ბი­ან მათ წყე­ულ ამაო­ე­ბა­ში, მა­შინ, რო­გორც თქვენ მო­ით­ხო­ვეთ, გაყ­ვა­ნი­ლი და გან­დევ­ნი­ლი უნ­და იქ­ნან თქვე­ნი ქა­ლა­ქი­სა და მი­სი მი­და­მო­ე­ბი­დან შორს, რა­თა ამ­გვა­რად ამ საქ­მის მი­მართ თქვე­ნი ქე­ბის ღირ­სი მო­შურ­ნე­ო­ბის თა­ნახ­მად თქვე­ნი ქა­ლა­ქი გან­შორ­დეს ამ სი­სა­ძაგ­ლე­სა და უღ­მერ­თო­ბას, და მას­ში შთა­ნერ­გი­ლი ზრახ­ვით სა­თა­ნა­დო ღვთის­მო­სა­ო­ბას­თან ერ­თად მი­უზ­ღას უკ­ვდა­ვი ღმერ­თე­ბის მღვდელ­მსა­ხუ­რე­ბებს.

"რა­თა უწ­ყო­დეთ, თუ რა­ო­დენ სათ­ნო იყო ჩვენ­თვის თქვე­ნი თხოვ­ნა ამ საქ­მე­ზე, და რომ პე­ტი­ცი­ე­ბი­სა და თხოვ­ნის გა­რე­შე ისე­დაც ენე­ბა ეს ჩვენს ყვე­ლა­ზე მო­წა­დი­ნე­ბულ სი­კე­თის­მოყ­ვა­რე სულს, ნე­ბას ვრთავთ თქვენს ღვთის­მო­სა­ო­ბას, რომ ით­ხო­ვოთ, თქვე­ნი ამ ღვთის­სათ­ნო გან­ზრახ­ვის სა­ნაც­ვლოდ რა სი­დი­დის სა­ბოძ­ვა­რიც გსურთ. და აწ უკ­ვე თქვენ გა­დაწ­ყვი­ტეთ ამის კე­თე­ბაც და მი­ღე­ბაც. რად­გან ამის­თვის და­ყოვ­ნე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღებთ იმას, რაც თქვენს ქა­ლაქს უკ­ვდა­ვი ღმერ­თე­ბის მი­მართ ღვთის­სათ­ნო კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის სა­უ­კუ­ნო მოწ­მო­ბის ნიშ­ნად ებო­ძე­ბა, თქვენს მი­ერ ჩვე­ნი სი­კე­თის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა­გან თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ასე­თი არჩე­ვა­ნის გა­მო ღირ­სე­უ­ლი ჯილ­დო­ე­ბის მი­ღე­ბას იხი­ლა­ვენ თქვე­ნი შვი­ლე­ბი და შთა­მო­მავ­ლო­ბა".

 

ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ეს [რეს­კრიპ­ტი] გა­მო­კი­დულ იქ­ნა ყვე­ლა პრო­ვინ­ცი­აში. ჩვენს მი­მართ ყო­ველ­გვა­რი სი­კე­თის იმე­დი გა­და­ი­წუ­რა, ყო­ველ შემთხვე­ვა­ში რამ­დე­ნა­დაც ეს ადა­მი­ან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლია, ისე რომ თვით ამ საღ­ვთო წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის თა­ნახ­მად, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ საქ­მე­ებ­ზე თვით რჩე­ულ­ნიც ცთუნ­დე­ბი­ან (მათ. 24, 24; იხ. VI. 41 ზე­მოთ). მო­ლო­დი­ნი თით­ქმის უკ­ვე ჩა­ნერ­გი­ლი იყო მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის სულ­ში, რო­დე­საც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლის აღ­მას­რუ­ლებ­ლე­ბი ზო­გი­ერთ ოლ­ქში ჯერ კი­დევ გზა­ში იყ­ვნენ და არ და­ეს­რუ­ლე­ბი­ათ მოგ­ზა­უ­რო­ბა, რომ ანაზ­დად სა­კუ­თა­რი ეკ­ლე­სი­ის გა­მო მებ­რძოლ­მა ღმერ­თმა არა მხო­ლოდ ლა­გა­მი ამოს­დო ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ტი­რა­ნის ქა­დილს, არა­მედ ჩვენს გა­მო ცი­უ­რი თა­ნა­მებ­რძო­ლო­ბაც აჩვე­ნა.

 

VIII

რო­დე­საც ზამ­თა­რი და­იწ­ყო, ამ დრო­ის­თვის ჩვე­უ­ლი წვი­მე­ბი და ღვარ­ცო­ფე­ბი დე­და­მი­წა­ზე არ უშ­ვებ­დნენ მათ ჩვე­ულ ნა­კადს, მო­უ­ლოდ­ნე­ლი შიმ­ში­ლო­ბა, ამას­თან ერ­თად ჭი­რი და სხვა რამ სე­ნის წყლუ­ლის კვე­თე­ბა და­ატ­ყდა თავს. ამ უკა­ნას­კნელს მწვე­ლი თვი­სე­ბის გა­მო ეწო­და "ან­თრაქ­სი", რო­მე­ლიც მთელ სხე­ულ­ში ვრცელ­დე­ბო­და და ვნე­ბულთ სა­ში­ნელ საფრთხეს უქ­მნი­და, გა­მორჩე­უ­ლად კი თვა­ლებს; და უამ­რა­ვი ადა­მი­ანი, ათა­სო­ბით კა­ცი ქა­ლებ­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად და­აბ­რმა­ვა.

ამას ტი­რან­მა და­უ­მა­ტა ომი სომ­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, იმ ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ძველ­თა­გან­ვე რო­მა­ე­ლე­ბის მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც თვი­თო­ნაც ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ღვთი­სად­მი კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბას მო­შურ­ნედ აღას­რუ­ლებ­დნენ. ღვთის­მო­ძუ­ლემ სცა­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ე­ხა­და ისი­ნი, რომ კერ­პე­ბი­სა და დე­მო­ნე­ბი­სათ­ვის მსხვერ­პლი შე­ე­წი­რათ, და და­მე­გობ­რე­ბის ნაც­ვლად მტრე­ბი და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის ნაც­ვლად მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი გა­ხა­და.

ეს ყო­ვე­ლი­ვე, ერ­თსა და იმა­ვე დროს ერ­თბა­შად მომ­ხდა­რი, ღვთის წი­ნა­აღ­მდეგ ტი­რა­ნის თავ­ხე­დურ ქა­დილს ამ­ხელს, რად­გან კად­ნი­ე­რად აც­ხა­დებ­და, რომ კერ­პე­ბის მი­მართ მი­სი მო­შურ­ნე­ო­ბი­სა და ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტე­ვის გა­მო მი­სი ზე­ო­ბის ხა­ნა­ში არც შიმ­ში­ლო­ბა, არც ჭი­რი და არც ომი იქ­ნე­ბო­და. ამ­რი­გად, ეს და ამის მომ­დევ­ნო მოვ­ლე­ნე­ბიც მი­სი დამ­ხო­ბის და­საწ­ყისს მო­ას­წა­ვებ­და[1]. მას და მას­თან ერ­თად მის ლაშ­ქარს ზი­ა­ნი ად­გე­ბო­და სომ­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ომ­ში, მი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მყო­ფი ქა­ლა­ქე­ბის და­ნარჩენ მო­სახ­ლე­ო­ბას შიმ­ში­ლო­ბა და მას­თან ერ­თად ჭი­რი სა­შინ­ლად ტან­ჯავ­და, ისე რომ ხორ­ბლის ერ­თი საწ­ყა­უ­ლის­თვის ორი­ა­თას ხუ­თას ატი­კურ [დრახ­მას] იხ­დიდ­ნენ. ათა­სო­ბით და­ხო­ცილს შეხ­ვდე­ბოთ ქა­ლა­ქებ­ში, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას სოფ­ლებ­სა და და­ბებ­ში, ისე რომ ძვე­ლად სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­რავ­ლის აღ­წე­რი­ლო­ბე­ბი[2] ცო­ტაც და სრუ­ლი­ად ამო­იშ­ლე­ბო­და. საკ­ვე­ბის უკ­მა­რი­სო­ბი­სა და ჭი­რის სე­ნი­სა­გან თით­ქმის ყვე­ლა ერ­თბა­შად ამოწ­ყდა. ზო­გი­ერ­თი ღე­ბუ­ლობ­და გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას, მცი­რე ხნით სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ მის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ქო­ნე­ბა უფ­რო შეძ­ლე­ბულ­თათ­ვის მი­ე­ყი­და, სხვე­ბი, რომ­ლებ­მაც მცი­რე ხან­ში გა­ყი­დეს ქო­ნე­ბა, ბო­ლოს და­უძ­ლე­ველ გა­სა­ჭირ­ში აღ­მოჩნდნენ. ზო­გი ბა­ლა­ხის მცი­რე ნაგ­ლე­ჯებს ცოხ­ნი­და და პირ­და­პირ დამ­ღუპ­ველ ბა­ლა­ხებს ჭამ­და, და სხე­უ­ლის ჯანმრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბით იღუ­პე­ბო­და. ქა­ლა­ქებ­ში ზო­გი­ერ­თი კე­თილ­შო­ბი­ლი ქა­ლი გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­ყავ­და უსირცხვი­ლო აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ­დე, ბაზ­რებ­ში სა­მათ­ხოვ­როდ და­დი­ოდ­ნენ, ად­რე თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას პი­რი­სა­ხის სი­მორცხვი­სა და სა­მოს­ლის შემ­კუ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მოაჩენ­დნენ. ზო­გი მკვდა­რი კერ­პე­ბის მსგავ­სად გა­მო­ფი­ტუ­ლი და სულ­თმობ­რძა­ვი და­ბარ­ბა­ცებ­და, ფე­ხი უსხლტე­ბო­და, დგო­მის უძ­ლუ­რე­ბის გა­მო ეცე­მო­და და შუა მო­ედ­ნებ­ზე პირ­ქვე იშ­ხლარ­თე­ბო­და, ვედ­რე­ბით ხე­ლებს იწ­ვდი­და პუ­რის მცი­რე ნა­ტე­ხის სურ­ვი­ლით და უკა­ნას­კნე­ლი ამო­სუნთქვი­სას გაჰ­ყვი­როდ­ნენ, რომ ში­ო­დათ, მხო­ლოდ ამ ყვე­ლა­ზე შე­საბ­რა­ლი­სი შე­ძა­ხი­ლის­თვის იკ­რებ­დნენ ძა­ლას. ვინც უფ­რო მდიდ­რად ით­ვლე­ბო­და, შეძ­რწუ­ნე­ბუ­ლი იყო მათ­ხო­ვარ­თა სიმ­რავ­ლით, მას შემ­დეგ, რაც ათა­სო­ბით აძ­ლევ­და მათ, ბო­ლოს სას­ტი­კი და ულ­მო­ბე­ლი გან­წყო­ბა გაუჩნდა, არ­ცთუ დი­დი ხნის შემ­დეგ მათ­ხოვ­რე­ბის ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბას მო­ე­ლო­და. შუა ბაზ­რებ­სა და ქუჩებ­ში უამ­რა­ვი მკვდა­რი და შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლი მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­მარ­ხა­ვი ეყა­რა და მა­ყუ­რებ­ლებს სა­ცო­დავ სა­ნა­ხა­ო­ბად წარ­მო­უდ­გე­ბო­და. ზო­გი­ერ­თი ძაღ­ლე­ბის საჭ­მე­ლი ხდე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ მი­ზე­ზით ცოც­ხლე­ბი ძაღ­ლე­ბის ხოც­ვას შე­უდ­გნენ იმის ში­შით, რომ ჭკუ­ი­დან გა­და­სუ­ლებს კა­ცი­ჭა­მი­ო­ბა არ და­ეწ­ყოთ. მაგ­რამ ჭირ­მაც არა ნაკ­ლებ შე­ჭა­მა ყვე­ლა სახ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­თი, რო­მელ­თა გა­ნად­გუ­რე­ბა შიმ­ში­ლო­ბას არ ძა­ლუძ­და მა­თი საკ­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­მო. მდიდ­რებ­მა, მმარ­თვე­ლებ­მა, წი­ნამ­ძღო­ლებ­მა და ათა­სო­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ­მა, რო­გორც შიმ­ში­ლო­ბის მი­ერ ჭი­რის სე­ნი­სათ­ვის გან­ზრახ და­ტო­ვე­ბუ­ლებ­მა, უცა­ბე­დი და სწრა­ფი აღ­სას­რუ­ლი და­ით­მი­ნეს. ყვე­ლა ად­გი­ლი გლო­ვით იყო აღ­სავ­სე, ყვე­ლა ქუჩაში, ბა­ზარ­სა და მო­ე­დან­ზე სხვას ვე­რა­ფერს ნა­ხავ­დი, თუ არა მოთ­ქმა-გო­დე­ბას მათ­თვის ჩვე­უ­ლი ფლე­ი­ტე­ბი­თა და ხმა­უ­რით. ამ გზით ორი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­ჭურ­ვე­ლით, - ჭი­რი­თა და შიმ­ში­ლო­ბით, - მე­ო­მარ­მა სიკ­ვდილ­მა მოკ­ლე ხან­ში მთე­ლი თა­ო­ბა გა­ა­ნად­გუ­რა, ისე რომ იხი­ლავ­დი ზრუნ­ვას სა­მი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი სხე­უ­ლის ერ­თი სამ­გლო­ვი­ა­რო სვლით გა­ტა­ნა­ზე.

ასე­თი სას­ჯე­ლი იყო მაქ­სი­მი­ნეს მო­ქა­დუ­ლო­ბი­სა და ქა­ლა­ქებ­ში ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ [გა­მო­სუ­ლი] პე­ტი­ცი­ე­ბის გა­მო; მა­შინ რო­ცა ქრის­ტი­ა­ნე­ბის ყვე­ლაფ­რი­სად­მი მო­შურ­ნე­ო­ბი­სა და კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის ცხა­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა წარ­მარ­თთან იყო სა­ხილ­ვე­ლი. ესო­დენ ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მხო­ლოდ ისი­ნი უჩვე­ნებ­დნენ მათ საქ­მე­ე­ბით თა­ნაგრძნო­ბა­სა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბას: მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ჟი­ნე­ბით აგ­რძე­ლებ­დნენ და­ხო­ცილ­თა (ათა­სო­ბით იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც არა­ვინ ჰყავ­და მზრუნ­ვე­ლი) გა­პა­ტი­ოს­ნე­ბა­სა და და­საფ­ლა­ვე­ბას, ზო­გი კი მთელ ქა­ლაქ­ში შიმ­ში­ლო­ბის­გან და­ტან­ჯუ­ლე­ბის სიმ­რავ­ლეს ერ­თად უყ­რი­და თავს და ყვე­ლა­მათ­განს პურს უნა­წი­ლებ­და; ისე რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნებ­თან გა­ნით­ქვა ეს საქ­მე და თვით საქ­მე­თა­გან მხი­ლე­ბულ­ნი ადი­დებ­დნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბის ღმერთს და აღი­ა­რებ­დნენ, რომ მხო­ლოდ ისი­ნი იყ­ვნენ ჭეშ­მა­რი­ტად კე­თილ­მსა­ხურ­ნი და ღვთის­მო­სავ­ნი.

რო­დე­საც მოვ­ლე­ნე­ბი ამ­გვა­რად ვი­თარ­დე­ბო­და, ქრის­ტი­ან­თა გა­მო მებ­რძოლ­მა დიდ­მა და ცი­ურ­მა ღმერ­თმა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აჩვე­ნა მუ­ქა­რა და აღ­შფო­თე­ბა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი [შე­მო­ტე­ვე­ბის] სა­ნაც­ვლოდ, და ჩვენს მი­მართ მი­სი წი­ნა­გან­გე­ბის კე­თილ­მო­სურ­ნე და სხივ­მფი­ნა­რი ბრწყინ­ვა­ლე­ბა კვლავ მოგ­ვა­გო. რო­გორც ღრმა წყვდი­ად­ში ყვე­ლა­ზე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ამოგ­ვიბ­რწი­ნა ჩვენ მშვი­დო­ბის სი­ნათ­ლე და ყვე­ლას გა­ნუც­ხა­და, რომ თვით ღმერ­თია დად­გე­ნი­ლი ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ხდა­რი ყვე­ლა საქ­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლად. იგი დრო­დად­რო ამათ­რა­ხებს თა­ვის ერს და შე­ა­გო­ნებს უბე­დუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, საკ­მა­რი­სი აღზრდის შემ­დეგ კი კვლავ წყა­ლო­ბას და კე­თილ­გან­წყო­ბას იჩენს მის მი­მართ სა­სო­ე­ბის მქო­ნე­თა მი­მართ.

IX

სწო­რედ ამი­ტომ კონ­სტან­ტი­ნე, რო­მე­ლიც იმ­პე­რა­ტო­რის­გან იმ­პე­რა­ტო­რი და ყვე­ლა­ზე კე­თილ­მსა­ხუ­რის­გან და გო­ნი­ე­რის­გან კე­თილ­მსა­ხუ­რი გახ­და, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, და მას­თან ერ­თად ლი­კი­ნი­უსი, გო­ნი­ე­რე­ბი­თა და კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბით პა­ტივ­დე­ბუ­ლი, ორი ღვთის­სათ­ნო [კა­ცი] ყო­ველ­თა მე­უ­ფის, ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თი­სა და მაც­ხოვ­რის­გან აღიძ­რნენ ორი ყვე­ლა­ზე უღ­მერ­თო ტი­რა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ; და რო­დე­საც ომი კა­ნო­ნით გაჩა­ღე­ბუ­ლი იყო, ღმერ­თი ყვე­ლა­ზე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად იბ­რძო­და მათ­თან ერ­თად, კონ­სტან­ტი­ნემ რომ­ში დას­ცა მაქ­სენ­ტი­უსი, ხო­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მას (მაქ­სი­მი­ნეს - მთარგ.) დიდ­ხანს არ უცოც­ხლია, და იგიც ლი­კი­ნი­უს­მა (მა­შინ ჯერ კი­დევ არ იყო ჭკუ­ი­დან გა­და­სუ­ლი) სა­მარცხვი­ნო სიკ­ვდი­ლით მოკ­ლა.

იმ­პე­რა­ტო­რის პა­ტი­ვი­თა და წე­სით უპირ­ვე­ლეს­მა, კონ­სტან­ტი­ნემ რომ­ში ტი­რა­ნის მორჩი­ლე­ბის ქვეშ მყოფ­ნი შე­იწ­ყა­ლა, ცი­ურ ღმერთს და მის სიტ­ყვას, თვით ყო­ველ­თა მაც­ხო­ვარს იე­სო ქრის­ტეს, [მის] თა­ნა­მებ­რძოლს, ლოც­ვებ­ში მო­უხ­მო და მთე­ლი ჯა­რით გა­ე­მარ­თა რო­მა­ე­ლე­ბის­თვის წი­ნა­პარ­თა­გან [ნა­მემ­კვიდ­რე­ბი] თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. მაქ­სენ­ტი­უ­სი უფ­რო მოგ­ვუ­რი მზაკ­ვრო­ბე­ბით ვიდ­რე ხელ­ქვე­ით­თა კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბით გა­კად­ნი­ე­რე­ბუ­ლი ვერ ბე­დავ­და ქა­ლა­ქის კა­რიბ­ჭის გა­რეთ გას­ვლა, არა­მედ მე­ომ­რე­ბის ურიც­ხვი სიმ­რავ­ლი­თა და ათა­სო­ბით ჯა­რის­კაც­თა რაზ­მე­ბით იცავ­და ყვე­ლა ად­გილს სო­ფელ­სა და ქა­ლაქ­ში, რამ­დე­ნიც რო­მი­სა და იტა­ლი­ის შე­მო­გა­რენ­ში ჰყავ­და და­მო­ნე­ბუ­ლი. ღვთის თა­ნა­მებ­რძო­ლო­ბა­ზე მინ­დო­ბილ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა ერ­თხელ, მე­ო­რე­ჯერ, და მე­სა­მე­ჯე­რაც შე­უ­ტია ტი­რა­ნის ჯარს და ყვე­ლაფ­რის, რაც კი იტა­ლი­ი­სა და თვით რო­მის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობ­და, ად­ვი­ლად დაპ­ყრო­ბით საკ­მა­ოდ წინ წა­ი­წია. შემ­დეგ ტი­რა­ნის გუ­ლის­თვის იძუ­ლე­ბუ­ლი რომ არ გამ­ხდა­რი­ყო და რო­მა­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ ებ­რძო­ლა, თვით ღმერ­თმა რო­გორც რამ ბორ­კი­ლე­ბით ტი­რა­ნი კა­რიბ­ჭის­გან ძა­ლი­ან შორს გან­დევ­ნა და ძვე­ლად უღ­მერ­თო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მრა­ვალ­თათ­ვის რო­გორც ზღაპ­რულ თხზუ­ლე­ბა­ში და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, მორ­წმუ­ნე­თათ­ვის კი წმინ­და წიგ­ნებ­ში ჩა­წე­რი­ლი სარ­წმუ­ნო [ამ­ბე­ბი], ერ­თი სიტ­ყვით, ყვე­ლა­სათ­ვის, მორ­წმუ­ნე­თათ­ვი­საც და უწ­მუ­ნო­თათ­ვი­საც უშუ­ა­ლო წრფე­ლი სიც­ხა­დით მათ თვალ­წინ მომ­ხდა­რი სას­წა­უ­ლი სარ­წმუ­ნო გახ­და. მა­გა­ლი­თად, რო­გორც მო­სე­სა და ძვე­ლად ებ­რა­ელ­თა ღვთის­მო­სავ თა­ო­ბა­ში, "ფა­რა­ოს ეტ­ლე­ბი და მი­სი ლაშ­ქა­რი ზღვა­ში ჩა­ყა­რა, რჩე­უ­ლი მხედ­რე­ბი და მხე­დართმთავ­რე­ბი შთა­ინ­თქა მე­წა­მულ ზღვა­ში, მო­რევ­მა და­ფა­რა ისი­ნი" (გამ. 15, 4‑5), ამ­გვა­რად­ვე მას­ქე­ნი­ტუ­სი და მას­თან ერ­თად მე­ომ­რე­ბი და შუ­ბოს­ნე­ბი "სიღ­რმე­ში ქვა­სა­ვით ჩა­ი­ძირ­ნენ". რო­დე­საც მან კონ­სტან­ტი­ნეს­თან მყოფ ღვთის­გან [მოვ­ლე­ნილ] ძა­ლას ზურ­გი უჩვე­ნა, გზად გა­და­სა­ლა­ხი ჰქონ­და მდი­ნა­რე, რომ­ლის ნა­პი­რე­ბი მან ნა­ვე­ბით შეა­ერ­თა, ად­ვი­ლად გა­დო მას­ზე ხი­დი, და თა­ვი­სი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ დამ­ღუპ­ვე­ლი მან­ქა­ნე­ბა შე­ამ­ტკი­ცა; რა­ზეც არის ნათ­ქვა­მი: "ორ­მო ამოთ­ხა­რა და ჩა­აღ­რმა­ვა იგი, და ჩა­ვარ­და თხრილ­ში, რო­მე­ლიც ქმნა. მი­სი შრო­მა მი­იქ­ცე­ვა მის თავ­ზე, და მი­სი უსა­მარ­თლო­ბა მის თხემს და­ატ­ყდე­ბა" (ფს. 7, 15‑16).

მდი­ნა­რე­ზე სწო­რედ ასე [გა­დე­ბუ­ლი] ხი­დი და­ი­შა­ლა, გა­და­სას­ვლე­ლი მო­ირ­ღვა და მყის­ვე სიღ­რმი­სა­კენ წა­ვი­და ნა­ვე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­თურთ, და პირ­ველ რიგ­ში თვით ეს ყვე­ლა­ზე უღ­მერ­თო კა­ცი, შემ­დეგ მას­თან ერ­თად მი­სი ფა­რის მტვირ­თვე­ლე­ბიც. ამას წი­ნას­წარ ხმობს საღ­ვთო წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა, - "რო­გორც ტყვია ჩა­ი­ძი­რა ძლი­ერ წყლებ­ში" (გამ. 15, 10). ასე სა­მარ­თლი­ა­ნად, თუ სიტ­ყვე­ბით არა, საქ­მე­ე­ბით მა­ინც დიდ მსა­ხურ­თან მო­სეს­თან ერ­თად მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მსგავ­სად ღვთის­გან გა­მარ­ჯვე­ბის მომ­პო­ვებ­ლებ­მა, რო­გორც ძვე­ლად უღ­მერ­თო ტი­რა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, იგა­ლო­ბეს იმა­ვე სიტ­ყვე­ბით და თქვეს: "ვუმ­ღე­როთ უფალს, რად­გან გან­დიდ­და დი­დად. ცხე­ნი და მხე­და­რი ჩა­ყა­რა ზღვა­ში; უფა­ლი არის ჩე­მი შემ­წე და მფარ­ვე­ლი, ჩემს გა­მო­სახ­სნე­ლად გახ­და~ და `ვინ არის შე­ნი მსგავ­სი ღმერ­თებს შო­რის, უფა­ლო, ვინ არის შე­ნი მსგავ­სი? გან­დი­დე­ბუ­ლი არის წმინ­დან­თა შო­რის, საკ­ვირ­ვე­ლი - დი­დე­ბა­ში, მოქ­მე­დი სას­წა­ულ­თა" (გამ. 15, 1‑2; 11).

ამით და რამ­დე­ნი ამის მო­ნა­თე­სა­ვი­თა და მსგავ­სით თვით საქ­მე­ე­ბით უგა­ლო­ბა კონ­სტან­ტი­ნემ ყოვ­ლი­ე­რე­ბის გან­მგე­ბელს და გა­მარ­ჯვე­ბის მი­ზეზს, რომ­ში გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ღე­რე­ბით შე­ვი­და, ერ­თბა­შად ყვე­ლა, სრუ­ლი­ად ჩვი­ლებ­თან და ქა­ლებ­თან ერ­თად, სე­ნა­ტო­რე­ბი და სხვა­ნი მთელ ერ­თან ერ­თად გა­ხა­რე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი­თა და თვით სუ­ლე­ბით რო­გორც გა­მომ­სყიდ­ველს, მსხნელს და ქველ­მოქ­მედს შე­ძა­ხი­ლე­ბი­თა და დაუ­ო­კე­ბე­ლი სი­ხა­რუ­ლით ეგე­ბე­ბოდ­ნენ. მაგ­რამ იგი რო­გორც ღვთის მი­მართ შთა­ნერ­გი­ლი კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის მფლო­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლებ­ზე სრუ­ლი­ად არ აღელ­ვე­ბუ­ლა, არც ქე­ბით აღ­ზე­ვე­ბუ­ლა, კარ­გად გრძნობ­და ღვთის­გან შე­წევ­ნას; და მყის­ვე ბრძა­ნა მაც­ხოვ­რის ვნე­ბა­თა ძეგ­ლის აღ­მარ­თვა სა­კუ­თა­რი ქან­და­კე­ბის ხელ­ში, და მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი ნიშ­ნის მარ­ჯვე­ნით მპყრო­ბე­ლი[3] თვით რომ­ში გა­მორჩე­უ­ლად სა­ჯა­რო ად­გი­ლას დად­გეს. და ბრძა­ნა თვით ამ წარ­წე­რის ამოტ­ვიფ­რა ლა­თი­ნურ ენა­ზე: "ამ მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი ნიშ­ნით, სი­მა­მა­ცის ჭეშ­მა­რი­ტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით, თქვე­ნი ქა­ლა­ქი ტი­რა­ნის უღ­ლი­სა­გან გა­მო­ვიხ­სე­ნი და გა­ვან­თა­ვი­სუფ­ლე; უფ­რო მე­ტიც, რო­მა­ელ­თა სე­ნა­ტი და ხალ­ხი ძვე­ლი დი­დე­ბი­თა და ბრწყინ­ვა­ლე­ბით გა­ვან­თა­ვი­სუფ­ლე და აღ­ვად­გი­ნე".

და ამის შემ­დეგ თვი­თონ კონ­სტან­ტი­ნე და მას­თან ერ­თად ლი­კი­ნი­უსი, რო­მე­ლიც მა­შინ ჯერ კი­დევ არ იყო ჭკუ­ი­დან გა­და­სუ­ლი, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და, მათ­თვის ყვე­ლა სი­კე­თის მი­ზე­ზი­სად­მი, ღმერ­თი­სად­მი კე­თი­ლად გა­ნეწყვნენ, ორი­ვემ ერ­თი ნე­ბი­თა და ზრახ­ვით ქრის­ტი­ან­თა გა­მო და­წე­რეს ყვე­ლა­ზე სრუ­ლი კა­ნო­ნი, და მათ მი­მართ ღვთის­გან ნაქ­მნა­რი საქ­მე­ე­ბის სას­წა­უ­ლე­ბი და ტი­რან­ზე გა­მარ­ჯვე­ბის [ამ­ბა­ვი], და თვი­თონ კა­ნო­ნიც გა­უგ­ზავ­ნეს მაქ­სი­მი­ნეს, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლეთ­ში ჯერ კი­დევ გა­ნა­გებ­და ხალ­ხებს და მათ მი­მართ მე­გობ­რო­ბას აჩვე­ნებ­და. ის კი, რო­მე­ლიც იყო ტი­რა­ნი, ძა­ლი­ან შე­წუხ­და, რო­დე­საც ეს [ამ­ბე­ბი] შე­იტ­ყო; მაგ­რამ არ სურ­და, სხვებს გო­ნე­ბო­დათ, რომ უკან იხევ­და ან აუქ­მებ­და ნაბ­რძა­ნებს მის გა­მომ­ცე­მელ­თა ში­შით, და იძუ­ლე­ბულ­მა თით­ქოს სა­კუ­თა­რი ნე­ბა-სურ­ვი­ლით მის ხელ­ქვე­ით მმარ­თვე­ლებს ქრის­ტი­ა­ნე­ბის გა­მო პირ­ვე­ლად ეს წე­რი­ლი მი­წე­რა; სა­კუ­თარ თავს თვი­თონ ატ­ყუ­ებ­და იმის მოჩვე­ნე­ბით, რომ მას ის საქ­მე­ე­ბი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, რაც არა­სო­დეს ჩა­ე­დი­ნა.

 

ტი­რა­ნის ეპის­ტო­ლის თარ­გმა­ნის ას­ლი

"იო­ვი­უს მაქ­სი­მი­ნუს ავ­გუს­ტუ­სი სა­ბი­ნი­უსს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­ნი სიმ­ტკი­ცი­სათ­ვის და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ნა­თე­ლი არის, რომ ჩვენ­მა მე­უ­ფე­ებ­მა დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ და მაქ­სი­მი­ა­ნემ, ჩვენ­მა მა­მებ­მა, რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ თით­ქმის ყვე­ლა ადა­მი­ან­მა მი­ა­ტო­ვა ღმერ­თე­ბის მსა­ხუ­რე­ბა და თა­ვი­სი თა­ვი ქრის­ტი­ან­თა მოდ­გმას შეუ­ერ­თა, მარ­თე­ბუ­ლად გას­ცეს ბრძა­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც გა­ნე­შორ­ნენ მა­თი უკ­ვდა­ვი ღმერ­თე­ბის მსა­ხუ­რე­ბას, ღია მი­სა­გე­ბე­ლი­თა და სას­ჯე­ლით ღმერ­თე­ბის მსა­ხუ­რე­ბი­სა­კენ მო­ე­წო­დე­ბი­ათ. მაგ­რამ რო­დე­საც მე პირ­ვე­ლად ბედ­ნი­ე­რად ჩა­ვე­დი აღ­მო­სავ­ლეთ­ში და გა­ვი­გე, რომ ზო­გი­ერთ ად­გი­ლას მრა­ვალ ადა­მი­ანს სა­ხალ­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ვარ­გისს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზის გა­მო დევ­ნიდ­ნენ მსა­ჯუ­ლე­ბი, თი­თოე­ულ მსა­ჯულს ვუბ­რძა­ნე, რომ მო­მა­ვალ­ში არ­ცერ­თი მათ­გა­ნი სას­ტი­კად აღარ მოპ­ყრო­ბო­და პრო­ვინ­ცი­ე­ბის მკვიდრთ, არა­მედ უფ­რო მე­ტი დაყ­ვა­ვე­ბი­თა და შე­გო­ნე­ბე­ბით მო­ე­წო­დე­ბი­ათ ღმერ­თე­ბის მსა­ხუ­რე­ბი­სა­კენ. ამ­რი­გად, სწო­რედ ამ დროს, რო­დე­საც ჩე­მი ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად მსა­ჯუ­ლე­ბი იცავ­დნენ დეკ­რეტს, აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან არ­ცერ­თი ყო­ფი­ლა გა­ძე­ვე­ბუ­ლი, არც შე­უ­რაც­ხყო­ფი­ლი, არა­მედ უფ­რო ღმერ­თე­ბის მსა­ხუ­რე­ბი­სა­კენ იყ­ვნენ მო­წო­დე­ბუ­ლი, რად­გან მათ წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე მძი­მე ზო­მებს არ მი­მარ­თავ­დნენ. მაგ­რამ ამის შემ­დეგ, რო­დე­საც წე­ლი ბედ­ნი­ე­რად მი­დი­ოდა, ჩა­ვე­დი ნი­კო­მი­დი­ა­ში და გარ­კვე­ულ ხანს იქ დავ­ყა­ვი; ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ ამ ქა­ლა­ქის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ღმერ­თე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით და ით­ხოვ­დნენ, რა­თა არა­ნა­ი­რი გზით არ და­მეშ­ვა, რომ ასეთ ერს მათ სამ­შობ­ლო­ში ეც­ხოვ­რა. მაგ­რამ რო­დე­საც შე­ვიტ­ყვე, რომ ამ მხა­რე­ებ­ში ამ მსა­ხუ­რე­ბის მიმ­დე­ვა­რი მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვე­ცი, რომ მა­თი ამ თხოვ­ნით გა­ხა­რე­ბუ­ლი და მად­ლი­ე­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ და­ვი­ნა­ხე, რომ ეს თხოვ­ნა ყვე­ლას­გან არ მო­დი­ოდა. ასე რომ, თუ ზო­გი­ერ­თე­ბი ამ ცრურ­წმე­ნა­ში დარჩე­ბი­ან, თი­თოე­ულ­მა ასე სა­კუ­თა­რი არჩე­ვა­ნით მი­ი­ღოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა და თუ გა­დაწ­ყვეტს, აღი­ა­როს ღმერ­თე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მა. თუმ­ცა, ნი­კო­მი­დი­ე­ლე­ბი­სათ­ვის და სხვა ქა­ლა­ქე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­მაც ასე­ვე მსგავ­სი თხოვ­ნით მო­შურ­ნედ მომ­მარ­თეს მე, ცხა­დია, რა­თა არ­ცერთ ქრის­ტი­ანს ამ ქა­ლა­ქებ­ში არ ეც­ხოვ­რათ, იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მე­გობ­რუ­ლად გა­მე­ცა პა­სუ­ხი, რომ თვით ამას ყვე­ლა უზე­ნა­ე­სი იმ­პე­რა­ტო­რი იცავ­და და სათ­ნო იყო თვით ღმერ­თე­ბის­თვი­საც, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და თვით რეს­პუბ­ლი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც შემ­ტკი­ცე­ბო­და. ამი­ტომ, და­ვამ­ტკი­ცებ ასეთ თხოვ­ნას, რაც წა­მო­ა­ყე­ნეს მა­თი ღვთი­უ­რო­ბის მსა­ხუ­რე­ბის გუ­ლის­თვის.

"ამი­ტომ, თუმ­ცა პირ­ველ ხა­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით შენს კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბას ვწერ­დი წე­რი­ლებს და გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ასე­ვე ვუბ­რძა­ნებ­დი, რა­თა პრო­ვინ­ცი­ა­ში მცხოვ­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნავ­დნენ ასე­თი ჩვე­უ­ლე­ბის დაც­ვა­ზე, არა­ნა­ი­რი სი­სას­ტი­კით არ მოპ­ყრო­ბოდ­ნენ, არა­მედ მშვი­დად და ზო­მი­ე­რად; მა­ინც ბე­ნე­ფი­კი­ა­რი­ე­ლე­ბის ან სხვა ვინ­მეს მხრი­დან შე­უ­რაც­ხყო­ფი­სა და შე­წუ­ხე­ბის ატა­ნა რომ არ მო­უხ­დეთ, მარ­თე­ბუ­ლად მი­ვიჩნიე, შე­ნი სიმ­ტკი­ცი­სათ­ვის ამ წე­რი­ლე­ბი­თაც იმის შეხ­სე­ნე­ბა, რომ პრო­ვინ­ცი­ის ჩვენ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ უფ­რო დაყ­ვა­ვე­ბი­თა და შე­გო­ნე­ბით აღი­ა­როს ღმერ­თებ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა. ამი­ტომ, თუ ვინ­მე მი­სი არჩე­ვა­ნით მი­ი­ღებს ღმერ­თე­ბის მსა­ხუ­რე­ბას, ისი­ნი უნ­და მო­ი­წო­ნო. მაგ­რამ, თუ ზო­გი­ერ­თი სა­კუ­თა­რი მსა­ხუ­რე­ბის მი­დევ­ნე­ბას გა­დაწ­ყვეტს, თა­ვის უფ­ლე­ბა­ში დარჩეს. ამი­ტომ შე­ნი ღვთის­მო­სა­ო­ბა მო­ვა­ლეა, და­იც­ვას, რომ არა­ვის მი­ე­ცეს უფ­ლე­ბა, შე­უ­რაც­ხყოს და შე­ა­წუ­ხოს ჩვე­ნი პრო­ვინ­ცი­ის მო­სახ­ლე­ობა, მა­შინ რო­ცა, რო­გორც ნაბ­რძა­ნე­ბია, უფ­რო შე­გო­ნე­ბე­ბი­თა და დაყ­ვა­ვე­ბით შე­ფე­რის ჩვე­ნი პრო­ვინ­ცი­ე­ლე­ბის მო­წო­დე­ბა ღმერ­თე­ბის მსა­ხუ­რე­ბი­სა­კენ. მაგ­რამ ჩვე­ნი ეს ბრძა­ნე­ბა რომ მი­ვი­დეს ყვე­ლა ჩვე­ნი პრო­ვინ­ცი­ე­ლის ყუ­რამ­დე, გე­ვა­ლე­ბა, რომ რაც ნაბ­რძა­ნე­ბია, გა­აც­ხა­დო შენს მი­ერ გა­ცე­მუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბით".

იგი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ასე­თი ბრძა­ნე­ბა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, მაგ­რამ ეს ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია მი­სი ნე­ბით, არც ყო­ფი­ლა ვინ­მეს­თვის ჭეშ­მა­რი­ტი ან სარ­წმუ­ნო წი­ნათ მის მი­ერ უკ­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი მსგავ­სი დათ­მო­ბის შემ­დეგ მი­სი ნე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბი­სა და სიც­რუ­ის გა­მო. ვერ­ცერ­თმა ჩვენ­თა­გან­მა ვერ გა­ბე­და ვერც სი­ნო­დის შეკ­რე­ბა, ვერც სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მოყ­ვა­ნა, რად­გან არც წე­რი­ლი რთავ­და მას ამის ნე­ბას. მხო­ლოდ იმას შე­ა­გო­ნებ­და, რომ ჩვენ და­ცუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და­უ­სა­ხიჩრებ­ლად, ხო­ლო არც სი­ნო­დის გა­მარ­თვას ბრძა­ნებ­და, არც ეკ­ლე­სი­ა­თა სახ­ლე­ბის აგე­ბას, არც სხვა რა­ი­მეს გა­კე­თე­ბას, რაც ჩვენ­თვის ჩვე­უ­ლი არის. და მა­ინც მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბის ამ მფარ­ვე­ლებ­მა (კონ­სტან­ტი­ნემ და ლი­კი­ნი­უს­მა - მთარგ.) მას მი­წე­რეს, ნე­ბა და­ერ­თო და თა­ვი­ანთ ყვე­ლა ხელ­ქვე­ითს ედიქ­ტე­ბი­სა და კა­ნო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ნე­ბა დარ­თეს. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უღ­მერ­თო კაც­მა გა­დაწ­ყვი­ტა, ამით არ და­ნე­ბე­ბო­და, თუ არა მა­შინ, რო­დე­საც საღ­ვთო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ზე­წო­ლით, ბო­ლოს, იძუ­ლე­ბუ­ლი არ გახ­და, აქამ­დე მი­სუ­ლი­ყო.

 

X

იგი აქამ­დე მი­იყ­ვა­ნა შემ­დეგ­მა მი­ზეზ­მა. მას არ შე­ეძ­ლო, ეტა­რე­ბია მის­თვის არა ღირ­სე­ბი­სა­მებრ მინ­დო­ბი­ლი უზე­ნა­ე­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, არა­მედ ბრძნულ და სა­იმ­პე­რიო აზ­როვ­ნე­ბა­ში გა­მო­უც­დე­ლო­ბის გა­მო საქ­მე­ებს უმეც­რე­ბით მო­კი­და ხე­ლი და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ამ­პარ­ტავ­ნუ­ლი მო­ქა­დუ­ლო­ბით უგუ­ნუ­რად აღა­ზე­ვა სუ­ლი, და გა­ბე­და, კად­ნი­ე­რად გა­მო­სუ­ლი­ყო სა­იმ­პე­რიო ძა­ლა­უფ­ლე­ბის თა­ნა­ზი­არ­თა წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ყვე­ლაფ­რით მას­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი იყ­ვნენ, - წარ­მო­მავ­ლო­ბით, ცხოვ­რე­ბის წე­სით, გა­ნათ­ლე­ბით, ღირ­სე­ბით, გო­ნი­ე­რე­ბით და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბი­თა და ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თის მი­მართ კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბით; გა­ბე­და, რომ თა­ვი­სი თა­ვი პა­ტი­ვით უპირ­ვე­ლე­სად გა­მო­ეც­ხა­დე­ბი­ნა. გო­ნე­ბის და­კარ­გვამ­დე მი­იყ­ვა­ნა სიშ­ლე­გემ, და­არ­ღვია შე­თან­ხმე­ბა, რაც ლი­კი­ნი­უს­თან და­დო, და შე­უ­რი­გე­ბე­ლი ომი გა­უ­მარ­თა. შემ­დეგ მა­ლე­ვე ყვე­ლა­ფე­რი აუ­რია და ყვე­ლა ქა­ლაქ­ში შფო­თი შე­ი­ტა­ნა, და მთე­ლი ჯა­რი, მრა­ვა­ლი ათა­სი ადა­მი­ა­ნის სიმ­რავ­ლე შე­ყა­რა და მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი გა­ე­მარ­თა დე­მო­ნე­ბის იმე­დით, რომ­ლებ­საც ღმერ­თე­ბად მიიჩნევ­და, და ჯა­რის­კაც­თა სიმ­რავ­ლით აღა­ზე­ვა სუ­ლი.

რო­დე­საც ბრძო­ლა­ში ჩა­ება, აღ­მოჩნდა ღვთის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი, თვით ყოვ­ლი­ე­რე­ბის ერ­თმა და ერ­თა­დერ­თმა ღმერ­თმა გა­მარ­ჯვე­ბა მის­თვის გა­ნა­გო, ვინც იმ დროს მარ­თავ­და[4]. პირ­ველ რიგ­ში და­ი­ღუ­პა მას­ზე მინ­დო­ბი­ლი შეი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, და მის­მა თანმხლებ­მა შუ­ბოს­ნებ­მა და­უც­ვე­ლი და სრუ­ლი­ად მარ­ტო და­ტო­ვეს და მმარ­თველ­თან* გა­იქ­ცნენ. ის მხდა­ლი ფა­რუ­ლად სას­წრა­ფოდ გაძ­ვრა სა­იმ­პე­რიო ინ­სიგ­ნი­ით, მის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად, ლაჩრუ­ლად, არა­კე­თილ­შო­ბი­ლუ­რად და არა­ვაჟ­კა­ცუ­რად შე­ე­რია ბრბოს, და შემ­დეგ გა­იქ­ცა, იმა­ლე­ბო­და ყა­ნებ­სა და სოფ­ლებ­ში, ძლივს და­აღ­წია თა­ვი მტრე­ბის ხელ­ში ჩა­ვარ­დნას. თა­ვის გა­დარჩე­ნი­სათ­ვის მზრუნ­ველ­მა თვით საქ­მე­ე­ბით კარ­გად გა­აც­ხა­და სარ­წმუ­ნო და ჭეშ­მა­რი­ტად საღ­ვთო წი­ნას­წრა­მეტ­ყვე­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც ნათ­ქვა­მია: "მე­ფე არ გა­დარჩე­ნი­ლა დი­დი ძა­ლით, და ბუმ­ბე­რა­ზი ვერ გა­დარჩე­ბა მის ძა­ლის სი­დი­დით. ამაოა ცხე­ნი ხსნი­სათ­ვის, მი­სი ძა­ლის სი­დი­დით ვერ გა­დარჩება. აჰა, უფ­ლის თვალ­ნი მის მო­შიშ­თა ზე­და, რომ­ლე­ბიც ესა­ვენ მის წყა­ლო­ბა­ზე, რა­თა იხ­სნას სიკ­ვდი­ლი­სა­გან მა­თი სუ­ლე­ბი" (ფს. 33, 16‑19). ამ­გვა­რად, ტი­რა­ნი სირცხვი­ლით სავ­სე დაბ­რუნ­და თა­ვის მხა­რე­ში. გამ­ძვინ­ვა­რე­ბულ­მა პირ­ველ რიგ­ში ად­რე მის­თვის საკ­ვირ­ვე­ლი ღმერ­თე­ბის მრა­ვა­ლი მღვდე­ლი და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი, რო­მელ­თა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბე­ბის წა­ქე­ზე­ბით წა­მო­იწ­ყო ომი, და­ხო­ცა რო­გორც მოგ­ვე­ბი, მატ­ყუ­ა­რე­ბი და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად მი­სი უსაფრთხო­ე­ბის მო­ღა­ლა­ტე­ები. შემ­დეგ გა­ნა­დი­და ქრის­ტი­ან­თა ღმერ­თი, მა­თი (ქრის­ტი­ა­ნე­ბის - მთარგ.) თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­მო ყვე­ლა­ზე სრუ­ლი და უნაკ­ლო კა­ნო­ნი გა­მოს­ცა. მა­შინ­ვე აღეს­რუ­ლა მტან­ჯვე­ლი სიკ­ვდი­ლით, ისე რომ არა­ნა­ი­რი დრო არ მი­ეცა.

მის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი კა­ნო­ნი არის შემ­დე­გი სა­ხის:

 

ქრისტიანთა გამო ტირანის განკარგულების ლათინური ენიდან ბერძნულზე თარგმანის ასლი

"იმ­პე­რა­ტო­რი კე­ი­სა­რი გაი­უს ვა­ლე­რი­უს მაქ­სი­მი­ნუ­სი, გერ­მა­ნი­კუ­სი, სარ­მა­ტი­კუ­სი, კე­თილ­მსა­ხუ­რი, სვი­ანი, უძ­ლე­ვე­ლი, ავ­გუს­ტუ­სი. გვჯე­რა, არა­ვინ არის უმე­ცა­რი, არა­მედ ყო­ვე­ლი ადა­მი­ანი, ვინც ამ მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს მი­უბ­რუნ­დე­ბა, ეცო­დი­ნე­ბა და ცხა­დი იქ­ნე­ბა მის­თვის, რომ ჩვენ ჩვე­ნი პრო­ვინ­ცი­ე­ლე­ბის მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბებ­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რად სა­თა­ნა­დოდ ვზრუ­ნავთ და მათ ისეთ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას ვა­ნი­ჭებთ, რაც ყვე­ლა­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ებს წარ­მარ­თავს, რაც მა­თი სა­ერ­თო სარ­გე­ბე­ლი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის არის, და რაც ხალ­ხის სარ­გე­ბელს ეთ­ვი­სე­ბა და თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნის აზ­რით მი­სა­ღე­ბე­ლი არის. რად­გა­ნაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი იყო წი­ნათ, რომ ამ სა­ბა­ბით უსაღ­ვთო­ეს­მა დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნემ და მაქ­სი­მი­ა­ნემ, ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა, ბრძა­ნეს ქრის­ტი­ან­თა სი­ნო­დე­ბის აღ­კვე­თა, ოფი­ცი­ა­ლე­ბის მხრი­დან ხდე­ბო­და ხში­რი გა­მო­ძალ­ვა და ძარ­ცვა. და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ქმე­დე­ბე­ბი კი­დევ უფ­რო წა­რე­მა­ტე­ბო­და ჩვე­ნი პრო­ვინ­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ (რო­მელ­თა გან­სა­კუთ­რე­ბულ წი­ნა­გა­გე­ბას შედ­გო­მი­ლი ვართ და ვე­შუ­რე­ბით), რო­დე­საც მათ სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას აჩა­ნა­გებ­დნენ. მიმ­დი­ნა­რე წელს წე­რი­ლე­ბი გა­ვუგ­ზავ­ნეთ თი­თოე­უ­ლი პრო­ვინ­ცი­ის მმარ­თველს და გან­ვაჩი­ნეთ, რა­თა, თუ ვინ­მეს სურს მსა­ხუ­რე­ბის ამ ჩვე­უ­ლე­ბას ან ამა­ვე წესს მის­დევ­დეს, იგი თა­ვი­სუ­ფა­ლია, შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ეს გან­ზრახ­ვა და, რომ არა­ვინ შე­უ­შა­ლოს ხე­ლი ან და­აბ­რკო­ლოს, და იყ­ვნენ ხელ­გახ­სნი­ლი, რა­ი­მე ში­ში­სა და ეჭ­ვის გა­რე­შე გა­ა­კე­თოს ის, რაც თი­თოე­ულ მათ­განს სწა­დია. ჩვენ­გან ვერ და­ი­მა­ლე­ბა ის, რომ ზო­გი მსა­ჯუ­ლი მცდა­რად გე­ბუ­ლობ­და ჩვენს ბრძა­ნე­ბას და ჩვენს ხალხს უბიძ­გებ­და იქით­კენ, რომ ეჭ­ვი გაჩე­ნო­და ჩვე­ნი ბრძა­ნე­ბის მი­მართ და უფ­რო მე­ტი და­ში­ნე­ბით მი­ყავ­დათ იმ მსა­ხუ­რე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც მათ­თვის იყო სათ­ნო.

"რა­თა სა­მო­მავ­ლოდ მო­ის­პოს ში­ში­სა­გან აღ­ძრუ­ლი რა­ი­მე ეჭ­ვი ან ორაზ­როვ­ნე­ბა, გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­ვე­ცი, გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ათ ეს ბრძა­ნე­ბა, რა­თა ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლი იყოს, რომ ვი­საც სურს ამ არჩე­ვა­ნი­სა და მსა­ხუ­რე­ბის მი­დევ­ნე­ბა, ჩვე­ნი ამ სა­ბოძ­ვა­რის­გან ნე­ბა ეძ­ლე­ვათ მათ, რო­გორც თი­თოე­ულ მათ­გან სურს და სათ­ნო უჩნს, ისე მის­დი­ოს იმ მსა­ხუ­რე­ბას, რა მსა­ხუ­რე­ბა­საც მი­სი ჩვე­უ­ლე­ბით შე­უდ­გა. და ნე­ბა ეძ­ლე­ვათ, აა­გონ უფ­ლის სახ­ლე­ბი. თუმ­ცა უფ­რო დი­დი რომ გახ­დეს ჩვე­ნი სა­ბოძ­ვა­რი, ამ გან­კარ­გუ­ლე­ბის გა­ცე­მაც გა­დავწყვი­ტეთ, და ვბრძა­ნეთ, რა­თა თუ რო­მე­ლი­მე სახ­ლი და მი­წა, რო­მე­ლიც ად­რე ქრის­ტი­ა­ნებს სა­მარ­თლი­ა­ნად ეკუთ­ვნო­დათ და ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ბრძა­ნე­ბით ხა­ზი­ნის უფ­ლე­ბა­ში გა­და­ვი­და ან ქა­ლაქ­მა მი­ი­სა­კუთ­რა, - გა­ყი­და ისი­ნი ან ვინ­მეს აჩუქა, - ქრის­ტი­ან­თა ძველ უფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რა­თა ამი­თაც ჩვე­ნი კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბი­სა და წი­ნა­გა­გე­ბის გრძნო­ბა ყვე­ლას მი­ეღო".

ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძა­ნე­ბე­ბის სვე­ტებ­ზე გა­მოკ­ვრი­დან სრულ ერთ წე­ლი­წადს არ გა­უვ­ლია, რაც გა­მო­ი­ცა ტი­რა­ნის ეს სიტ­ყვე­ბი, რო­მე­ლიც ცო­ტა ხნის წინ უწ­მინ­დუ­რე­ბად, უღ­მერ­თო­ე­ბად და სრუ­ლი­ად და­ღუ­პუ­ლე­ბად მიგ­ვიჩნევ­და, ისე რომ არა­თუ ქა­ლაქ­ში, არა­მედ არც სო­ფელ­ში და არც უდაბ­ნო­ში და­სახ­ლე­ბის ნე­ბას არ გვრთავ­და. იმა­ვე პი­როვ­ნე­ბამ ქრის­ტი­ა­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ შე­ად­გი­ნა გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბი; და ცო­ტა ხნის წინ, ვინც ცეც­ხლი­თა და მახ­ვი­ლით მის თვალ­წინ იხო­ცე­ბო­და მხე­ცე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის სა­ჯიჯ­გნად, და სას­ჯე­ლი­სა და ტან­ჯვა-წა­მე­ბის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბით ყვე­ლა­ზე შე­საბ­რა­ლის აღ­სას­რულს რო­გორც უღ­მერ­თო­ე­ბი და ურ­ჯუ­ლო­ე­ბი იტან­დნენ, იგი ახ­ლა მათ ნე­ბას რთავ­და მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­საც და უფ­ლის სახ­ლე­ბის აგე­ბი­საც; და თვით ტი­რა­ნი აღი­ა­რებს, რომ მათ აქვთ გარ­კვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი!

და რო­დე­საც მან ეს აღი­არა, ამის გა­მო რო­გორც რამ ქველ­მოქ­მე­დე­ბის მიმ­ღე­ბი, - ვფიქ­რობ, იგი ნაკ­ლე­ბად ევ­ნო ვიდ­რე უნ­და ვნე­ბუ­ლი­ყო, - მყის­ვე ღვთის მათ­რა­ხით ცე­მუ­ლი ომ­ში მე­ო­რე შე­ტა­კე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. მი­სი სიკ­ვდი­ლი იყო არა მხე­დართმთა­ვარ­თა მსგავ­სი, რომ­ლე­ბიც სათ­ნო­ე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­მო ომ­ში ხში­რად იჩე­ნენ ვაჟ­კა­ცო­ბას და სა­ხე­ლო­ვან აღ­სას­რულს მა­მა­ცუ­რად ხვდე­ბი­ან. მან მი­ი­ღო სა­კად­რი­სი სას­ჯე­ლი რო­გორც ურ­ჯუ­ლომ და ღვთისმბრძოლ­მა, რო­მე­ლიც, რო­დე­საც მი­სი ჯა­რი ჯერ კი­დევ ველ­ზე იდ­გა, თვი­თონ სახ­ლში იჯ­და და იმა­ლე­ბო­და ერ­თბა­შად ღვთის­გან მთელ სხე­ულ­ზე მათ­რა­ხით ნა­ცე­მი, ისე რომ სა­ში­ნე­ლი და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ტკი­ვი­ლე­ბით დევ­ნი­ლი ძირს და­ეცა; შიმ­ში­ლით კვდე­ბო­და და მთე­ლი ხორ­ცი უხი­ლა­ვი და ღვთივ­მოვ­ლე­ნი­ლი ცეც­ხლით ეწ­ვო­და და ძვე­ლად რა იე­რიც ჰქონ­და მის გა­რეგ­ნო­ბას, ილე­ო­და და უჩი­ნარ­დე­ბო­და; მხო­ლოდ გა­მომ­შრა­ლი ძვა­ლი დარჩა რო­გორც დი­დი ხნის ჩონჩხად ქცე­უ­ლი კერ­პი, ისე რომ იქ მყო­ფე­ბი სხვას ვე­რა­ფერს იფიქ­რებ­დნენ თუ არა იმას, რომ სხე­უ­ლი სუ­ლის საფ­ლა­ვად იყო ქცე­ული, უკ­ვე გვამ­ში ჩა­მარ­ხუ­ლი და სრუ­ლე­ბით ჩა­კარ­გუ­ლი. რო­დე­საც სიც­ხე უფ­რო ძლი­ე­რად აღეგ­ზნო მი­სი ძვლის­ტვი­ნის სიღ­რმე­ში, მი­სი თვა­ლე­ბი გად­მოც­ვივ­და თა­ვი­სი ფო­სო­ე­ბი­დან და დაბ­რმავ­და; ამის შემ­დეგ სულ­თმობ­რძავ­მა სცნო უფა­ლი და სიკ­ვდი­ლი სთხო­ვა, და ბო­ლოს, აღი­არა, რომ ეს ევ­ნო სა­მარ­თლი­ა­ნად ქრის­ტეს შე­უ­რაც­ხყო­ფის გა­მო და სუ­ლიც ამოხ­და.

--------------------------------------------------------------------------

* ლიკინიუსთან. ეს ადგილი სავარაუდოდ გვიანდელი ჩამატებაა - მთარგ.

 

XI

რო­დე­საც ამ­გვა­რად შორს წა­ვი­და მაქ­სი­მი­ნუ­სი, რო­მე­ლიც ღვთის­მო­სა­ო­ბის მტერ­თა­გან ერ­თა­დერ­თი იყო შე­მორჩე­ნი­ლი და რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე უა­რე­სად გა­მოიჩი­ნა თა­ვი, ყოვ­ლისმპყრო­ბე­ლი ღმერ­თის მად­ლით და­იწ­ყო ეკ­ლე­სი­ე­ბის სა­ძირკვლი­დან გა­ნახ­ლე­ბის [საქ­მე] და ქრის­ტეს სიტ­ყვა, ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თის სა­დი­დებ­ლად გაბრწყნე­ბუ­ლი, ად­რინ­დელ­ზე უფ­რო დი­დად გა­კად­ნი­ერ­და, ხო­ლო ღვთის­მო­სა­ო­ბის მტერ­თა ურ­ჯუ­ლო­ე­ბა უკი­დუ­რე­სი სირცხვი­ლი­თა და უპა­ტი­ო­ბით აღივ­სო. რად­გან მმარ­თველ­თა მი­ერ პირ­ველ რიგ­ში თვი­თონ მაქ­სი­მი­ნუ­სი იქ­ნა ყვე­ლას მტრად გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი, სა­ხალ­ხო ედიქ­ტე­ბით სვე­ტებ­ზე გა­მოც­ხა­დე­ბულ იქ­ნა ყვე­ლა­ზე ურ­ჯუ­ლო, ყვე­ლა­ზე წყე­ულ და ყვე­ლა­ზე ღვთის­მო­ძუ­ლე ტი­რა­ნად, მრა­ვა­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, მი­სი და მი­სი შვი­ლე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად ყვე­ლა ქა­ლაქ­ში აღ­მარ­თუ­ლი, სი­მაღ­ლე­ე­ბი­დან ძირს დას­ცეს და და­ამსხვრი­ეს, ზოგს კი სა­ხე გა­უ­შა­ვეს შა­ვი სა­ღე­ბა­ვით და უვარ­გი­სი გა­ხა­დეს; მსგავ­სად­ვე ქან­და­კე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მის პა­ტივ­სა­ცე­მად იყო დად­გმუ­ლი, ჩა­მო­აგ­დეს და და­ამსხვრი­ეს, და გარ­თო­ბი­სა და თა­მა­შის მსურ­ველ­თათ­ვის შე­უ­რაც­ხყო­ფის მი­სა­ყე­ნებ­ლად და და­სა­ცი­ნად ეგ­დო.

შემ­დეგ ღვთის­მო­სა­ო­ბის სხვა მტრებ­საც აე­ყა­რა ყვე­ლა­ნა­ი­რი პა­ტი­ვი, და ყვე­ლა, ვინც მაქ­სი­მი­ნუ­სი თა­ნა­მო­აზ­რე იყო, და­ხო­ცილ იქ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვინც მა­ღა­ლი თა­ნა­მა­დე­ბო­ბე­ბით იყო მის მი­ერ პა­ტივ­დე­ბუ­ლი და მის წი­ნა­შე პირ­ფე­რო­ბით განმძვინ­ვა­რე­ბუ­ლი შე­უ­რაც­ხყოფ­დნენ ჩვენს მოძღვრე­ბას. ასე­თე­ბი იყ­ვნენ: მის მი­ერ ყვე­ლა­ზე მე­ტად პა­ტივ­დე­ბუ­ლი და წარჩი­ნე­ბუ­ლი, მე­გო­ბარ­თა­გან ყვე­ლა­ზე მახ­ლო­ბე­ლიც, პევ­კე­ტი­ოსი, ორ­გზის და სამ­გზის კონ­სუ­ლი და მის მი­ერ სა­ყო­ველ­თაო ფი­ნან­სე­ბის გან­მგებ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი; ასე­ვე კულ­კი­ა­ნუ­სი უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა ხა­რის­ხის გამ­ვლე­ლი, სწო­რედ ის, ვინც ეგ­ვიპ­ტე­ში ათა­სო­ბით ქრის­ტი­ა­ნის და­ხოც­ვით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი[5], და ამათ­თან ერ­თად სხვე­ბიც არ­ცთუ ცო­ტა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით მაქ­სი­მი­ნუ­სის ტი­რა­ნია განმტკიც­დე­ბო­და და იზ­რდე­ბო­და.

სა­მარ­თალ­მა აგ­რეთ­ვე მო­უხ­მო თე­ო­ტეკ­ნოსს, არა­ნა­ი­რად არ მის­ცა და­ვიწ­ყე­ბას ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­სი ნა­მოქ­მე­და­რი. მას შემ­დეგ, რაც მან ან­ტი­ო­ქი­ა­ში აღ­მარ­თა კერ­პი, ჩან­და, რომ ბედ­ნი­ე­რად ატა­რებ­და დღე­ებს, მაქ­სი­მი­ნუ­სის­გან ღირ­სი გახ­და მი­ე­ღო მმარ­თვე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. მაგ­რამ რო­დე­საც ლი­კი­ნი­უ­სი ან­ტი­ო­ქი­ელ­თა ქა­ლაქ­ში ჩა­ვი­და და ეძებ­და მოგ­ვებს, ახა­ლად აგე­ბუ­ლი კერ­პის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი და მღვდლე­ბი სა­ტა­ნაჯ­ვე­ლე­ბით აწა­მა, ეკით­ხე­ბო­და, თუ რა სიტ­ყვით შე­მოჰ­ქონ­დათ სიც­რუე, და რო­დე­საც სა­ტან­ჯვე­ლე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლებს აღარ ძა­ლუძ­დათ და­მალ­ვა, გა­ნაც­ხა­დეს, რომ მთე­ლი ეს ცრუ მის­ტე­რია თე­ო­ტეკ­ნო­სის ხე­ლოვ­ნე­ბით იყო ნა­ხი­მან­კლა­რი. ყვე­ლას მი­ეზ­ღო ღირ­სე­უ­ლი სა­მარ­თა­ლი, პირ­ვე­ლად თვი­თონ თე­ო­ტეკ­ნოსს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მოგ­ვო­ბას­თან თა­ნა­ზი­ა­რი მრა­ვა­ლი ტან­ჯვა-წა­მე­ბის შემ­დეგ სიკ­ვდილს გა­დას­ცეს.

ყო­ვე­ლი­ვე ამას და­ერ­თო ისიც, რომ მაქ­სი­მი­ნუ­სის შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე სა­იმ­პე­რიო პა­ტი­ვის თა­ნა­ზი­ა­რი იყ­ვნენ, და სუ­რა­თებ­სა და ნა­ხა­ტებ­ზე იყ­ვნენ გა­მო­სა­ხულ­ნი; და რომ­ლე­ბიც ტი­რა­ნის ნა­თე­სა­ვო­ბით კი­დე­ვაც იქა­დოდ­ნენ და ამა­ყობ­დნენ იმით, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე ბა­ტო­ნობ­დნენ, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პი­რებ­თან ერ­თად უკი­დუ­რე­სი უპა­ტი­ო­ბით ამა­ვე სა­ხით ევ­ნენ. რად­გან მათ არ მი­ი­ღეს გან­სწავ­ლა, არც შე­იც­ნეს, არც შე­იგ­ნეს წმინ­და წე­რი­ლის შე­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს: "ნუ მი­ენ­დო­ბით მთავ­რებს, კა­ცის ძეთ, რო­მელ­თაც არა აქვთ ხსნა. გა­მო­ვა მი­სი სუნთქვა და დაბ­რუნ­დე­ბა თა­ვის მი­წა­ში. იმ დღეს მო­ის­პო­ბა ყვე­ლა მა­თი ზრახ­ვა" (ფს. 146, 3‑4). სწო­რედ ასე ამო­ი­ძირკვნენ ურ­ჯუ­ლო­ები, მხო­ლოდ კონ­სტან­ტი­ნე­სა და ლი­კი­ნი­უ­სის­თვის იქ­ნა და­ცუ­ლი მა­თი კუთ­ვნი­ლი სა­მე­ფო მტკი­ცედ და შუ­რის აღუძ­ვრე­ლად. უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა მათ ქვე­ყა­ნა გაწ­მინ­დეს ღვთის მტრო­ბი­სა­გან, იგრძნეს ღვთი­სა­გან მათ­ზე გან­გე­ბუ­ლი სი­კე­თე­ები, და აჩვე­ნეს სათ­ნო­ე­ბი­სა და ღმერ­თის სიყ­ვა­რუ­ლი, და ღვთის მი­მართ კე­თილ­მსა­ხუ­რე­ბა და მად­ლი­ე­რე­ბა ქრის­ტი­ან­თა სა­სარ­გებ­ლოდ [წარ­მო­ე­ბუ­ლი] კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

მად­ლი ღმერთს, ყოვ­ლი­ე­რე­ბის მე­უ­ფე­სა და ყოვ­ლისმპყრო­ბელს ყვე­ლაფ­რის­თვის, ყვე­ლა­ზე დი­დი მად­ლო­ბა ჩვე­ნი სუ­ლე­ბის მაც­ხო­ვარ­სა და გა­მომ­სყიდ­ველს, იე­სო ქრის­ტეს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ყო­ველ­თვის ვლო­ცუ­ლობთ გა­რე­დან და გო­ნე­ბა­ში შფო­თი­სა­გან ჩვე­ნი სიმ­შვი­დის მტკი­ცედ და შე­ურ­ყევ­ლად დაც­ვი­სათ­ვის.

--------------------------------------------------------------------------------------------

კომენტარები

[1] - მაქ­სი­მი­ა­ნე გარ­და­იც­ვა­ლა 313 წელს ბო­ლომ­დე გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში.

[2] - სა­ცენ­ზო სი­ე­ბი დგე­ბო­და რო­მის იმ­პე­რი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­წე­რის დროს. სა­ყო­ველ­თაო სა­ცენ­ზო სი­ე­ბი არ არ­სე­ბობ­და, რად­გა­ნაც აღ­წე­რა კეთ­დე­ბო­და იმ­პე­რი­ის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლებ­ში სხვა­დას­ხვა დროს. აღ­წე­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ტარ­დე­ბო­და ყო­ველ მე­ხუ­თე წელს გა­და­სა­ხა­დე­ბის ამო­ღე­ბი­სა და ჯარ­ში გაწ­ვე­ვის მო­წეს­რი­გე­ბის მიზ­ნით.

[3] - ჯვრის სას­წა­უ­ლებ­რივ ნი­შან­ზე უძ­ვე­ლე­სი ცნო­ბა მო­ი­პო­ვე­ბა ლაქ­ტან­ცი­უს­თან.

[4] - 313 წლის ზაფ­ხულ­ში ლი­კი­ნი­უს­მა მაქ­სი­მი­ნეს ლაშ­ქა­რი და­ა­მარ­ცხა. აღ­მო­სავ­ლე­თის ყვე­ლა პრო­ვინ­ცი­ამ სცნო ლი­კი­ნი­უ­სის ძა­ლა­უფ­ლე­ბა.

[5] - პევ­კე­ტი­უ­სის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. კულ­კი­ა­ნუ­სი იყო ეგ­ვიპ­ტის პრე­ფექ­ტი 303‑305 წწ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:41)