Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წიგ­ნი VI

 

სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის მე­ექ­ვსე წიგ­ნი შე­ი­ცავს შემ­დეგს:

 

I.      სე­ვე­რუ­სის დრო­ინ­დე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

II.     ორი­გე­ნეს სიყ­რმის ასა­კი­დან წვრთნის შე­სა­ხებ.

III.     რო­გორ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა შუ­ა­მავ­ლობ­და იგი ქრის­ტეს სიტ­ყვას.

IV.     რამ­დე­ნი მის მი­ერ გან­სწავ­ლუ­ლი გახ­და მო­წა­მე.

V.      პო­ტა­მი­ა­ნეს შე­სა­ხებ.

VI.     კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლის შე­სა­ხებ.

VII.    მწე­რალ იუ­დას შე­სა­ხებ.

VIII.   ორი­გე­ნეს გა­ბე­დუ­ლი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ.

IX.     ნარ­კი­სო­სის სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

X.      იე­რუ­სა­ლიმ­ში მყო­ფი ეპის­კო­პო­სე­ბის შე­სა­ხებ.

XI.     ალექ­სან­დრეს შე­სა­ხებ.

XII.    სე­რა­პი­ო­ნი­სა და მი­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნაშ­რო­მე­ბის შე­სა­ხებ.

XIII.   კლი­მენ­ტის თხზუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

XIV.    რო­მელ წმინ­და წე­რი­ლებს მო­იხ­სე­ნი­ებს იგი.

XV.     ჰე­რაკ­ლა­სის შე­სა­ხებ.

XVI.    რო­გორ იღ­ვწო­და ორი­გე­ნე საღ­ვთო წე­რილ­ზე.

XVII.   მთარგმნე­ლი სვი­მა­ქო­სის შე­სა­ხებ.

XVIII.  ამ­ბრო­სის შე­სა­ხებ.

XIX.    რა მო­იხ­სე­ნი­ე­ბა ორი­გე­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

XX.     იმ დრო­ის [მწერ­ლე­ბის] რა თხზუ­ლე­ბე­ბია მოღ­წე­ული.

XXI.     მათ დროს რო­მე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბი იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი.

XXII.    ჰი­პო­ლი­ტეს რა თხზუ­ლე­ბებ­მა მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე.

XXIII.   ორი­გე­ნეს მო­შურ­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ და იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გახ­და იგი ეკ­ლე­სი­ის ხუ­ცე­სო­ბის ღირ­სი.

XXIV.   რა გან­მარ­ტე­ბე­ბი და­წე­რა მან ალექ­სან­დრი­აში.

XXV.    რო­გორ მო­იხ­სე­ნი­ებს იგი კა­ნო­ნი­კურ წმინ­და წე­რილს.

XXVI.   რო­გორ უყუ­რებ­დნენ მას ეპის­კო­პო­სე­ბი.

XXVII.  რო­გორ შეც­ვა­ლა ჰე­რაკ­ლას­მა ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი.

XXVIII. მაქ­სი­მი­ნის დრო­ინ­დე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

XXIX.    ფა­ბი­ა­ნეს შე­სა­ხებ, თუ რო­გორ წარ­მოჩნდა იგი ღვთის­გან სას­წა­უ­ლებ­რი­ვად რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სად.

XXX.     ვინ იყ­ვნენ ორი­გე­ნეს მო­წა­ფე­ები.

XXXI.    აფ­რი­კა­ნუ­სის შე­სა­ხებ.

XXXII.    რა გან­მარ­ტე­ბე­ბი და­წე­რა ორი­გე­ნემ პა­ლეს­ტი­ნის კე­სა­რი­აში.

XXXIII.   ბე­რი­ლი­უ­სის ცთო­მი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

XXXIV.   ფი­ლი­პეს დროს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი.

XXXV.    რო­გორ შეც­ვა­ლა დი­ო­ნი­სემ ეპის­კო­პო­სი ჰე­რაკ­ლა­სი.

XXXVI.   ორი­გე­ნეს სხვა ნაშ­რო­მე­ბი.

XXXVII.  არაბ­თა უთან­ხმო­ე­ბის შე­სა­ხებ.

XXXVIII. ჰელ­კე­სა­იტ­თა მწვა­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

XXXIX.   დე­კი­უ­სის დრო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

XL.        დი­ო­ნი­სე­ზე შემთხვე­უ­ლი ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ.

XLI.       თვით ალექ­სან­დრი­ა­ში წა­მე­ბულ­თა შე­სა­ხებ.

XLII.      სხვა მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ, რა­საც მოგ­ვით­ხრობს დი­ო­ნი­სე.

XLIII.     ნო­ვა­ტუ­სის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი ცხოვ­რე­ბის წე­სი ჰქონ­და, და მი­სი მწვა­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

XLIV.     დი­ო­ნი­სეს ის­ტო­რია სე­რა­პი­ო­ნის შე­სა­ხებ.

XLV.      დი­ო­ნი­სეს ეპის­ტო­ლე ნო­ვა­ტუ­სის მი­მართ.

XLVI.     დი­ო­ნი­სეს სხვა ეპის­ტო­ლე­თა შე­სა­ხებ.

ევ­სე­ბის სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რია

I

რო­დე­საც სე­ვე­რუს­მა ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრა დევ­ნუ­ლე­ბა[1], ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო მებ­რძო­ლებ­მა ყველ­გან აღას­რუ­ლეს ბრწყინ­ვა­ლე მო­წა­მე­ობა, გან­სა­კუთ­რე­ბით მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი ისი­ნი იყ­ვნენ ალექ­სან­დრი­აში. ეგ­ვიპ­ტი­დან და მთე­ლი თე­ბა­ი­და­დან აქ, რო­გორც უდი­დეს არე­ნა­ზე ღვთის­გან წარ­გზავ­ნილ­მა მებ­რძო­ლებ­მა მრა­ვალ­ნა­ი­რი სა­ტან­ჯვე­ლე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლის სა­ხე­ო­ბა­თა ახოვ­ნად დათ­მე­ნის გზით ღმერ­თთან გვირ­გვი­ნე­ბი და­იდ­გეს. მათ შო­რის იყო ლე­ო­ნი­დეც, "ორი­გე­ნეს მა­მად" წო­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც თა­ვი მოკ­ვე­თეს, მან და­ტო­ვა სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ვა­ჟიშ­ვი­ლი; და თუ რო­გო­რი სწრაფ­ვა ჰქონ­და მას (ორი­გე­ნეს - მთარგ.) ამ ასა­კი­დან ღვთის სიტ­ყვის მი­მართ, უჯე­რო არ იქ­ნე­ბა, თუ მოკ­ლედ გად­მოვ­ცემთ ამ­ბავს მის შე­სა­ხებ, რაც ბევ­რთან გან­სა­კუთ­რე­ბით არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

 

II

მრა­ვა­ლი რამ ექ­ნე­ბო­და სათ­ქმე­ლი მას, ვინც მო­ცა­ლე­ო­ბის ჟამს სცდი­და ამ კა­ცის ცხოვ­რე­ბის წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მას, მის შე­სა­ხებ შედ­გე­ნილ თხზუ­ლე­ბას დას­ჭირ­დე­ბო­და ცალ­კე წიგ­ნი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აქ წარ­მოდ­გე­ნილ თხზუ­ლე­ბა­ში ჩვენ ბევრს გა­მოვ­ტო­ვებთ და მის შე­სა­ხებ მოკ­ლედ გი­ამ­ბობთ, ცნო­ბებს მო­ვიყ­ვანთ ეპის­ტო­ლე­ე­ბი­დან და ჩვენს დროს ჯერ კი­დევ ცოც­ხა­ლი მი­სი ნაც­ნო­ბე­ბის გად­მო­ცე­მი­და­ნაც.

ვფიქ­რობ, ორი­გე­ნეს ცხოვ­რე­ბა ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვია თვით, რო­გორც იტ­ყვი­ან, აკ­ვნის სახ­ვე­ვე­ბი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი. სე­ვე­რუ­სის ზე­ო­ბის მე­ა­თე წე­ლი იყო, ალექ­სან­დრი­ას და და­ნარჩენ ეგ­ვიპ­ტეს კი მარ­თავ­და ლე­ტუ­სი, ხო­ლო ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ო­ცე­ზე­ბის ეპის­კო­პო­სო­ბა იუ­ლი­ა­ნეს[2] შემ­დეგ იმ დროს ახა­ლი მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და დე­მეტ­რი­ოსს, რო­დე­საც დევ­ნუ­ლე­ბის ცეც­ხლი დი­დად აღეგ­ზნო და ათა­სო­ბით [ქრის­ტი­ან­მა] მო­წა­მე­ო­ბის გვირ­გვი­ნი და­იდ­გა. მა­შინ ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ყრმა ორი­გე­ნეს სუ­ლი მო­იც­ვა მო­წა­მე­ო­ბი­სად­მი ისეთ­მა ტრფი­ალ­მა, რომ სწრაფ­ვა გაუჩნდა, მი­ახ­ლო­ე­ბო­და საფრთხეს, წინ გა­ვარ­დნი­ლი­ყო და ბრძო­ლა­ში შეჭ­რი­ლი­ყო. უკ­ვე ცო­ტა აკ­ლდა და სი­ცოც­ხლის და­კარ­გვა შორს აღარ იყო, საღ­ვთო და ცი­ურ წი­ნა­გან­გე­ბას მრა­ვალ­თა სა­სარ­გებ­ლოდ რომ არ გა­და­ე­ღო­ბა მი­სი გუ­ლის­წა­დი­ლის გზა მი­სი დე­დის მეშ­ვე­ო­ბით. იგი ჯერ სიტ­ყვე­ბით ევედ­რე­ბო­და, სთხოვ­და დე­დობ­რი­ვი გრძნო­ბის მოფრთხი­ლე­ბას, მაგ­რამ და­ი­ნა­ხა, რომ წა­დი­ლი უფ­რო გა­უძ­ლი­ერ­და და მო­წა­მე­ო­ბი­სად­მი მი­სი სწრაფ­ვა სრულ იქ­მნა, რო­დე­საც გა­იგო, რომ მა­მა შე­იპ­ყრეს და საპ­ყრო­ბი­ლე­ში იყო ჩამწყვდე­ული; მან მთე­ლი მის ტა­ნი­სა­მო­სი გა­და­მა­ლა და იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, სახ­ლში დარჩე­ნი­ლი­ყო. მან კი, ვი­ნა­ი­დან სხვა არა­ფე­რი შე­ეძ­ლო, და ასაკ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ძა­ლის მქო­ნე წა­დი­ლიც არ ას­ვე­ნებ­და, მა­მას გა­უგ­ზავ­ნა მო­წა­მე­ო­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ შე­მა­გო­ნე­ბე­ლი ეპის­ტო­ლე, რო­მელ­შიც სიტ­ყვა­სიტ­ყვით ამას ურჩევ­და: "მტკი­ცედ დექ, ჩვენს გა­მო სხვა რამ არ იფიქ­რო". ეს იყოს ორი­გე­ნეს ყმაწ­ვილ­კა­ცუ­რი საზ­რი­ა­ნო­ბი­სა და ღვთის­მო­სა­ო­ბის მი­მართ ნამ­დვი­ლი გან­წყო­ბის პირ­ვე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. რად­გან სარ­წმუ­ნო­ე­ბის შეს­წავ­ლი­სათ­ვის კარ­გი სა­ძირ­კვე­ლი ჰქონ­და ჩაყ­რი­ლი, ჯერ კი­დევ სიყ­რმის ასა­კი­დან იწვრთნე­ბო­და საღ­ვთო წე­რილ­ში. მას­ში იგი ზო­მა­ზე მე­ტად ბე­ჯი­თობ­და, რო­დე­საც მა­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის გარ­და ამის მი­მარ­თაც არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო ზრუნ­ვას იჩენ­და. ყო­ველ­თვის ელი­ნურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვის უწი­ნა­რეს იგი შე­ყავ­და წმინ­და გა­ნათ­ლე­ბა­ში, მო­ით­ხოვ­და მის­გან ყო­ველ­დღე ემე­ცა­დი­ნა და ნას­წავ­ლი გად­მო­ეცა. ეს ბავ­შვი­სათ­ვის არ იყო არა­სა­სურ­ვე­ლი, არა­მედ უფ­რო წა­დი­ე­რად ირ­ჯე­ბო­და ამი­სათ­ვის, ისე რომ არ ყოფ­ნი­და მას წმინ­და სიტ­ყვე­ბის მარ­ტი­ვი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წა­კით­ხვა, არა­მედ უკ­ვე ამ ასა­კი­დან­ვე იკ­ვლევ­და ფარ­თო და უფ­რო ღრმა ხედ­ვებს; და საზ­რუ­ნავს უჩენ­და მა­მას შე­კით­ხვე­ბით, თუ რა აზ­რი სურ­და გა­ეც­ხა­დე­ბია ღვთივ­შთა­გო­ნე­ბულ წე­რილს. მა­მა კი მის საჩვე­ნებ­ლად კიც­ხავ­და მას, შე­ა­გო­ნებ­და, რომ მი­სი ასა­კი­სათ­ვის შე­უ­ფე­რებ­ლად, არც ცხა­დი აზ­რის მიღ­მა არ ეკ­ვლია; მაგ­რამ ფა­რუ­ლად გულ­ში დი­დად ხა­რობ­და, და ყო­ვე­ლი სი­კე­თის მი­ზეზს, ღმერთს უდი­დეს მად­ლო­ბას სწი­რავ­და, რომ იგი ასე­თი შვი­ლის მა­მად გახ­დო­მის ღირ­სი გა­ხა­და. ამ­ბო­ბენ, ხში­რად იდ­გა მძი­ნა­რე ვა­ჟიშ­ვილ­თან, გა­უ­შიშ­ვლებ­და მკერდს, რო­გორც მას­ში შიგ­ნით საღ­ვთო სუ­ლის მკვიდ­რო­ბით გან­წმენ­დილს, კრძალ­ვით ეამ­ბო­რე­ბო­და და სა­კუ­თარ თავს ნე­ტა­რად მიიჩნევ­და ასე­თი კარ­გი შვი­ლის გა­მო. იხ­სე­ნე­ბენ ამას და სხვა ამის მსგავ­სსაც, ორი­გე­ნეს ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბი­სას მომ­ხდარს.

რო­დე­საც მი­სი მა­მა მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა, იგი დე­და­სა და ექვს მცი­რეწ­ლო­ვან ძმას­თან ერ­თად მარ­ტო დარჩა, მა­შინ ჯერ კი­დევ ჩვიდ­მე­ტი წლი­საც არ იყო. მა­მის ქო­ნე­ბა სა­იმ­პე­რიო ხა­ზი­ნი­სათ­ვის ჩა­მო­არ­თვეს და ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად საა­არ­სე­ბო სახ­სრე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა­ში აღ­მოჩნდა. მაგ­რამ ღვთის შე­წევ­ნის ღირ­სი შე­იქ­ნა და წი­ლად ხვდა გუ­ლი­თა­დი მი­ღე­ბა და გან­სვე­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მდი­და­რი და სხვა რა­მი­თაც გა­მოჩე­ნი­ლი ქა­ლის მხრი­დან, რო­მე­ლიც პა­ტივს სცემ­და იმ დროს ალექ­სან­დრი­ა­ში [მცხოვ­რებ] ერთ-ერთ სა­ხელ­განთქმულ მწვა­ლე­ბელს. იგი წარ­მო­შო­ბით ან­ტი­ო­ქი­ე­ლი იყო, და რო­გორც ნაშ­ვი­ლე­ბი თა­ვის­თან ჰყავ­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეპ­ყრო­ბო­და მას. მაგ­რამ ორი­გე­ნე იძუ­ლე­ბუ­ლი იყო მას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო, და ამ ასაკ­ში რწმე­ნა­ში მართლმა­დი­დებ­ლო­ბის ნა­თელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს იძ­ლე­ოდა. რად­გან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი არამ­ხო­ლოდ მწვა­ლე­ბელ­თა­გან, არა­მედ ჩვე­ნი­ან­თა­გა­ნაც პავ­ლეს­თან (ეს იყო ამ კა­ცის სა­ხე­ლი) შე­მოკ­რე­ბილ­ნი, რომ­ლე­ბიც მას სიტ­ყვა­ში ძლი­ე­რად მიიჩნევ­დნენ, ვე­რა­სო­დეს ვერ არ­წმუ­ნებ­დნენ ორი­გე­ნეს, მას­თან ერ­თად ლოც­ვა­ზე დამ­დგა­რი­ყო; იგი სიყ­მაწ­ვი­ლი­დან­ვე იცავ­და ეკ­ლე­სი­ის კა­ნო­ნებს და რო­გორც თვი­თონ ერ­თგან ამ­ბობს ამ სიტ­ყვას, "სძაგ­და" მწვა­ლე­ბელ­თა მოძღვრე­ბა. მა­მა მი­უძ­ღო­და მას ელინ­თა სწავ­ლე­ბებ­ში, მი­სი აღ­სას­რუ­ლის შემ­დეგ კი მწერ­ლო­ბა­ში წვრთნას კი­დევ უფ­რო გულ­მოდ­გი­ნედ სრუ­ლად მი­უძღვნა თა­ვი, ისე რომ გრა­მა­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი; მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან არ­ცთუ დი­დი ხნის შემ­დეგ ამას მი­უძღვნა თა­ვი და რო­გორც მის ასაკ­ში მყო­ფი პი­როვ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით უხ­ვად იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

 

III

რო­გორც თვი­თონ წე­რი­ლო­ბით მოგ­ვით­ხრობს ერ­თგან, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და არა­ვინ იყო ალექ­სან­დრი­ა­ში და­სა­მოძღვრა­ვი (ყვე­ლა გაქ­ცე­უ­ლი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი დევ­ნუ­ლე­ბის ში­შით), მას­თან ღვთის სიტ­ყვის მო­სას­მე­ნად მო­ვი­და ზო­გი­ერ­თი წარ­მარ­თი. აღ­ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი იყო პლუ­ტარ­ქე, რო­მე­ლიც სათ­ნო­ე­ბე­ბით ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ საღ­ვთო მო­წა­მე­ო­ბი­თაც გამ­შვენ­და, მე­ო­რე ჰე­რაკ­ლა­სი, პლუ­ტარ­ქეს ძმა, რო­მელ­მაც თვი­თო­ნაც ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და ას­კე­ზის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი აჩვე­ნა, და დე­მეტ­რი­ო­სის შემ­დეგ ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სო­ბის ღირ­სი გახ­და. თვრა­მე­ტი წლის იყო ორი­გე­ნე, რო­დე­საც კა­ტე­ხი­ზი­სის სას­წავ­ლებ­ლის[3] წი­ნამძღვა­რი გახ­და და აკ­ვი­ლას მმარ­თვე­ლო­ბის დრო­ინ­დე­ლი დევ­ნუ­ლე­ბი­სას წარ­მა­ტე­ბით იღ­ვწო­და ალექ­სან­დრი­აში, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხელ­განთქმუ­ლი გახ­და ყვე­ლა რწმე­ნით აღ­ძრულ­თან იმის გა­მო, რომ თბი­ლადღე­ბუ­ლობ­და ყვე­ლა წმინ­დანს, უც­ნობ­სა თუ ცნო­ბილ მო­წა­მეს და მათ­და­მი გუ­ლი­თა­დო­ბას იჩენ­და. რად­გან არა მხო­ლოდ საპ­ყრო­ბი­ლე­ში მყო­ფებ­თან, არც უკა­ნას­კნე­ლი გა­ნაჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე და­კით­ხუ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, არა­მედ შემ­დე­გაც სა­სიკ­ვდი­ლოდ მი­მა­ვალ წმინ­და მო­წა­მე­ებ­თა­ნაც დიდ კად­ნი­ე­რე­ბას იჩენ­და და საფრთხეს არ ეპუ­ე­ბო­და, ისე რომ მო­წა­მე­ებს ვაჟ­კა­ცუ­რად უახ­ლოვ­დე­ბო­და და დი­დი კად­ნი­ე­რე­ბით ამ­ბო­რით ესალ­მე­ბო­და, ხში­რად გაშ­მა­გე­ბულ წარ­მარ­თთა ბრბო წრედ შე­მო­ერტყმო­და, ცო­ტა აკ­ლდა და ქვე­ბით ჩა­ქო­ლავ­დნენ, ღვთის მარ­ჯვე­ნის შემ­წე­ო­ბას მა­შინ­ვე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად რომ არ და­ეხ­სნა. იგი­ვე საღ­ვთო და ცი­უ­რი მად­ლი სხვა დროს, რო­დე­საც შეთ­ქმუ­ლე­ბას აწ­ყობ­დნენ კვლა­ვაც და კვლა­ვაც, _ შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა შემთხვე­ვა აღი­ნიშ­ნოს, - ქრის­ტეს მოძღვრე­ბის მი­მართ მე­ტი წა­დი­ე­რე­ბი­სა და კად­ნი­ე­რე­ბის გუ­ლის­თვის იცავ­და. ურ­წმუ­ნო­ებს ომი ჰქონ­დათ გაჩა­ღე­ბუ­ლი მის მი­მართ და ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი მი­სი სახ­ლის გარ­შე­მო, სა­დაც რჩე­ბო­და, რად­გან მრა­ვა­ლი ღე­ბუ­ლობ­და მას­თან და­მოძღვრას წმინ­და სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში. ასე ყო­ველ­დღე აღეგ­ზნე­ბო­და მის წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნუ­ლე­ბა, რომ მთელ ქა­ლაქ­ში აღარ­სად და­ედ­გო­მე­ბო­და, სახ­ლი­დან სახ­ლში გა­და­დი­ოდა, ყვე­ლა ად­გი­ლი­დან დევ­ნი­ლი იყო მი­სი მეშ­ვე­ო­ბით საღ­ვთო მოძღვრე­ბის მიმ­ღებ­თა სიმ­რავ­ლის გა­მო. რად­გან მის მი­ერ ნა­მოქ­მე­და­რი ყვე­ლა­ზე ნამ­დვი­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის მარ­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი მე­ტად საკ­ვირ­ვე­ლი იყო (რო­გორც ნათ­ქვა­მია, "რო­გო­რიც იყო მი­სი სიტ­ყვა, ისე­თი იყო მი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი"* და "რო­გო­რიც იყო მი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი, ისე­თი იყო მი­სი სიტ­ყვა"), გან­სა­კუთ­რე­ბით ამი­ტო­მაც, ღვთის ძა­ლის შე­წევ­ნით, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ყავ­და თა­ვის მო­შურ­ნე­ო­ბა­ში.

რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ მრა­ვა­ლი მო­წა­ფე მო­დი­ო­და მას­თან, მა­შინ რო­ცა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამძღვრის დე­მეტ­რი­ო­სის­გან მხო­ლოდ მას ება­რა და­მოძღვრა, ჩათ­ვა­ლა, რომ გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა არ ეთან­ხმე­ბო­და საღ­ვთო გა­ნათ­ლე­ბა­ში წვრთნას. უყოყ­მა­ნოდ ჩა­მო­შორ­და უსარ­გებ­ლო და წმინ­და საგ­ნე­ბის სა­პი­რის­პი­რო მწერ­ლო­ბის სწავ­ლე­ბას. შემ­დეგ გო­ნივ­რუ­ლად მო­ი­ფიქ­რა, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა რომ არ დას­ჭირ­ვე­ბო­და, რაც აქამ­დე ძვე­ლი მწერ­ლო­ბის თხზუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და სიყ­ვა­რუ­ლით მოვ­ლი­ლი, გას­ცა და მის­თვის საკ­მა­რი­სი იყო, მყიდ­ველს დღე­ში ოთ­ხი ობო­ლი მი­ეცა. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფი­ლო­სო­ფოს­თა ცხოვ­რე­ბის ასეთ წესს მის­დევ­და: ყმაწ­ვი­ლუ­რი გუ­ლისთქმე­ბის მთე­ლი ნივ­თი სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან გა­ნი­შო­რა, მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­კე­ტიზ­მის არა მცი­რე­დი ღვაწ­ლი ეტ­ვირ­თა, ღა­მით კი დი­დი ხნით საღ­ვთო წე­რილ­ზე ზრუნ­ვას უძღვნი­და თავს; ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ფი­ლო­სო­ფი­ურ წესს, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლო იყო, იცავ­და, ზოგ­ჯერ მარ­ხვა­ში წვრთნით, ზოგ­ჯერ ძი­ლის ხანგრძლი­ვო­ბის გა­მო­ზომ­ვით, რა­საც მო­შურ­ნე­ო­ბის გა­მო სა­ერ­თოდ არ ატა­რებ­და სა­წოლ­ზე, არა­მედ ია­ტაკ­ზე. ყვე­ლა­ზე მე­ტად ფიქ­რობ­და იმა­ზე, რომ უნ­და და­ეც­ვა მაც­ხოვ­რის სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სიტ­ყვე­ბი, რო­მე­ლიც შე­ა­გო­ნებ­და იმის შე­სა­ხებ, რომ არც ორი მო­სას­ხა­მით, არც ფეხ­საც­მე­ლით ესარ­გებ­ლათ, არც მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რით და­ტან­ჯუ­ლიყ­ვნენ. მის ასაკ­ზე უფ­რო დი­დი გულ­მოდ­გი­ნე­ბის გა­მოჩე­ნით, სი­ცი­ვეს ტან­შიშ­ვე­ლი უძ­ლებ­და და უპო­ვა­რე­ბის ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი მწვერ­ვა­ლის­კენ ის­წრა­ფო­და. მის გარ­შე­მო მყოფთ ძლი­ერ ან­ცვიფ­რებ­და, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ევედ­რე­ბო­და მას, გა­ე­ზი­ა­რე­ბია მა­თი ქო­ნე­ბა, რო­დე­საც ხე­დავ­დნენ საღ­ვთო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სას მის მი­ერ ნა­კისრ ღვაწლს. თვი­თონ კი არ თმობ­და ამ­ტა­ნო­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­წა­ზე და­დი­ო­და ფეხ­საც­მლის გა­რე­შე, უფ­რო მე­ტიც, ღვი­ნის სმი­სა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბის გარ­და სხვა რა­მის­გა­ნაც თავს იკა­ვებ­და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე რომ მუც­ლის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის საფრთხე­ში ჩა­ვარ­და.

ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ასეთ მა­გა­ლი­თებს იძ­ლე­ო­და მა­ყუ­რე­ბელ­თათ­ვის, ბუ­ნებ­რი­ვია, მსგავ­სი მო­შურ­ნე­ო­ბის მი­მართ აღ­ძრავ­და მრა­ვალ მო­წა­ფეს, ისე რომ უკ­ვე ურ­წმუ­ნო წარ­მარ­თე­ბის­გან, და გა­ნათ­ლე­ბა­სა და ფი­ლო­სო­ფი­ა­ში გან­სწავ­ლულ­თა­გან თა­ვი­სი და­მოძღვრით არა მცი­რედს წა­რი­ტა­ცებ­და. თვით ისი­ნი კი მი­სი მეშ­ვე­ო­ბით სუ­ლის სიღ­რმე­ში ღვთის სიტ­ყვი­სად­მი რწმე­ნის ნამ­დვი­ლად მიმ­ღებ­ნი სა­ხელს იხ­ვეჭ­დნენ მო­წევ­ნუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბის დროს, ისე რომ ზო­გი მათ­გა­ნი შეპ­ყრო­ბილ იქ­ნა და მო­წა­მე­ობ­რი­ვა­დაც აღეს­რუ­ლა.

---------------------------------------------------------------------------

* შდრ. პლატონი, სახელმწიფო, 400 d - მთარგ.

 

IV

მათ­გან პირ­ვე­ლი იყო ახ­ლა­ხან ნახ­სე­ნე­ბი პლუ­ტარ­ქე, რო­მე­ლიც რო­დე­საც სა­სიკ­ვდი­ლოდ მი­ყავ­დათ, მას­თან ერ­თად სი­ცოც­ხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და ის (ე. ი. ორი­გე­ნე - მთარგ.), ვის შე­სა­ხე­ბაც ვსა­უბ­რობთ; და მის­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა კი­ნა­ღამ მოკ­ლეს [ორი­გე­ნე], რო­გორც მი­სი სიკ­ვდი­ლის ცხა­დი მი­ზე­ზი; მა­ში­ნაც ღვთის გან­ზრახ­ვამ და­იც­ვა იგი. პლუ­ტარ­ქეს შემ­დეგ ორი­გე­ნეს მო­წა­ფე­თა­გან მე­ო­რე მო­წა­მედ წარ­მოჩნდა სე­რე­ნი­უსი, მან ცეც­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ა­ბა­რა იმ რწმე­ნის გა­მოც­და, რაც მი­იღო. იმა­ვე სკო­ლი­დან მე­სა­მე მო­წა­მე გახ­და ჰე­რაკ­ლი­დე, მის შემ­დეგ მე­ოთ­ხე - ჰე­რო­ნი, პირ­ვე­ლი ჯერ კი­დევ კა­თაკ­მე­ვე­ლი იყო, მე­ო­რე კი - ახ­ლად მო­ნათ­ლუ­ლი, რო­მელ­თაც თა­ვი მოკ­ვე­თეს. მათ გარ­და ნა­ქა­და­გე­ბი იქ­ნა ამა­ვე სკო­ლის მე­ხუ­თე მებ­რძო­ლი ღვთის­მო­სა­ვო­ბი­სა, სე­რე­ნი­უსი, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი­სა­გან განსხვა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გად­მო­ცე­მით მრა­ვა­ლი წა­მე­ბის დათ­მე­ნის შემ­დეგ თა­ვის მოკ­ვე­თით და­ი­სა­ჯა. ქალ­თა­გან კი იყო ჰე­რა­ისი, ჯერ კი­დევ კა­თაკ­მე­ვე­ლი, რო­გორც თვი­თონ [ორი­გე­ნე] ამ­ბობს ერ­თგან, "ცეც­ხლის მეშ­ვე­ო­ბით ნათ­ლო­ბის მიმ­ღე­ბი" წა­ვი­და ამ­ქვეყ­ნი­დან.

V

მათ შო­რის მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე უნ­და აღი­რიც­ხოს ბა­სი­ლი­დე, ვი­საც თან ახ­ლდა სა­ხელ­განთქმუ­ლი პო­ტა­მი­ანე, რომ­ლის შე­სა­ხებ გად­მო­ცე­მას დღემ­დე გა­ლო­ბენ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ები, მი­სი სხე­უ­ლის სიწ­მინ­დი­სა და სი­ქალ­წუ­ლის გა­მო, რი­თაც გა­მო­ირჩე­ოდა, და ებ­რძო­და მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს (რად­გან იგი ყვა­ო­და სუ­ლი­თაც და სხე­უ­ლის გა­რეგ­ნო­ბი­თაც), და მრა­ვა­ლი რამ და­ით­მი­ნა. და­სას­რულ, სათ­ქმე­ლად სა­ში­ნე­ლი და შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი წა­მე­ბის შემ­დეგ ცეც­ხლით აღეს­რუ­ლა დე­დას­თან მარ­კე­ლეს­თან ერ­თად. ამ­ბო­ბენ, რომ მას შემ­დეგ, რაც მსა­ჯულ­მა (მი­სი სა­ხე­ლი იყო აკ­ვი­ლა) მთე­ლი მი­სი სხე­უ­ლი მძი­მედ ტან­ჯა, ბო­ლოს, თავ­ხე­დუ­რად და­ე­მუქ­რა, რომ მის სხე­ულს გლა­დი­ა­ტო­რებს გა­დას­ცემ­და. თა­ვის თავ­ში მცი­რე ხნით ჩა­ფიქ­რე­ბის შემ­დეგ ჰკით­ხეს, თუ რა გა­დაწ­ყვი­ტა; მან ისე­თი პა­სუ­ხი გას­ცა, რაც მა­თი აზ­რით რა­ღაც უწ­მინ­დურს გუ­ლის­ხმობ­და. სიტ­ყვის წარ­მოთ­ქმას­თან ერ­თად მი­ი­ღო სა­სა­მარ­თლოს გა­ნაჩენი, და ბა­სი­ლი­დემ, ერთ-ერ­თმა ჯარ­ში მსა­ხურ­თა­გან, წა­იყ­ვა­ნა იგი მო­საკ­ლა­ვად. რო­დე­საც ბრბო შეკ­რე­ბი­ლი იყო მის გარ­შე­მო და ცდი­ლობ­და ბილ­წი სიტ­ყვე­ბით მის შე­უ­რაც­ხყო­ფას, იგი აკა­ვებ­და მათ და დევ­ნი­და შე­უ­რაცხმყო­ფელთ, დიდ წყა­ლო­ბა­სა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბას იჩენ­და მის­და­მი. ის კი მის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნილ თა­ნაგრძნო­ბას ღე­ბუ­ლობ­და და ჭა­ბუკს სიმ­ტკი­ცი­სა­კენ მო­უ­წო­დებ­და, რის­თვი­საც, აქე­დან რომ წა­ვი­დო­და, მის თავს თა­ვი­სი უფ­ლის­გან გა­მო­ით­ხოვ­და და მცი­რე ხან­ში მის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლის გა­მო სა­მა­გი­ე­როს მი­უზ­ღავ­და. ეს უთ­ხრა და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რად და­ით­მი­ნა აღ­სას­რუ­ლი, რო­დე­საც ადუ­ღე­ბულ ფისს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ასო­ზე ფე­ხის წვე­რე­ბი­დან თა­ვის მწვერ­ვა­ლამ­დე ნე­ლა და წვეთ-წვე­თად ას­ხამ­დნენ მას. ასე­თი იყო ამ ქა­ლიშ­ვი­ლის ბრძო­ლა, რა­საც უმ­ღე­როდ­ნენ. მცი­რე დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ რა­ღაც მი­ზე­ზის გა­მო ბა­სი­ლი­დეს მას­თან ერ­თად მყოფ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა მოს­თხო­ვეს და­ფი­ცე­ბა, მან და­ი­ჟი­ნა, რომ მას სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და და­ფი­ცე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი, რად­გან ქრის­ტი­ა­ნი იყო და ამას ცხა­დად აღი­ა­რებ­და. პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­დნენ, რომ ხუმ­რობ­და, ხო­ლო რო­დე­საც მტკი­ცედ გა­ნაც­ხა­და, წა­იყ­ვა­ნეს მსა­ჯულ­თან, ვის წი­ნა­შე წარ­დგო­მილ­მაც აღი­არა, და გა­დას­ცეს საპ­ყრო­ბი­ლე­ში. რო­დე­საც ღვთის­მი­ერ მი­სი ძმე­ბი მას­თან მი­ვიდ­ნენ და მი­სი მეყ­სე­უ­ლი და სას­წა­უ­ლებ­რი­ვი აღძვრის მი­ზე­ზი გა­მო­ი­კით­ხეს, ამ­ბო­ბენ, მან თქვა, რომ მო­წა­მე­ო­ბის შემ­დეგ მე­სა­მე დღეს ღა­მით გა­მო­ეც­ხა­და პო­ტა­მი­ანა, მას თავ­ზე გვირ­გვი­ნი ედ­გა და ამ­ბობ­და, რომ უფალს სთხო­ვა მად­ლი მის­თვის, თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მი­ი­ღო და არ­ცთუ მრა­ვა­ლი ხნის შემ­დეგ მას წა­იყ­ვან­და. ამის შემ­დეგ ძმებ­მა მას უფ­ლის ბე­ჭე­დი გა­დას­ცეს*, მომ­დევ­ნო დღეს უფ­ლი­სათ­ვის მო­წა­მე­ო­ბით გა­მორჩე­ულს თა­ვი მოკ­ვე­თეს. მოგ­ვით­ხრო­ბენ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის დროს ალექ­სან­დრი­ა­ში სხვა მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ერ­თბა­შად მი­ვი­და ქრის­ტეს სიტ­ყვას­თან, რო­დე­საც სიზ­მარ­ში ეც­ხა­დე­ბო­დათ პო­ტა­მი­ა­ნე და მო­უ­წო­დებ­და მათ. მაგ­რამ ვიკ­მა­როთ ეს ამ­ბე­ბი[4].

------------------------------------------------------

* იგულისხმება ნათლისღება - მთარგ.

VI

პან­ტე­ნო­სი შეც­ვა­ლა კლი­მენ­ტიმ, რო­მე­ლიც ალექ­სან­დრი­ა­ში იმ­ჟა­მად წი­ნამძღვრობ­და კა­თაკ­მე­ველ­თა და­მოძღვრას, მი­სი მოს­წავ­ლე იყო ორი­გე­ნე. რო­დე­საც კლი­მენ­ტი "სტრო­მა­ტე­ბის" ნაშ­რომს ქმნის, პირ­ველ წიგ­ნში გად­მო­ცემს ქრო­ნო­ლო­გი­ას, კო­მო­დუ­სის[5] აღ­სას­რუ­ლით შე­მო­საზღვრავს თა­რი­ღებს; ასე რომ, ცხა­დია, სე­ვე­რუ­სის დროს შე­ად­გი­ნა ნაშ­რო­მი, რომ­ლის ზე­ო­ბის ხა­ნა­ზე მოგ­ვით­ხრობს აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი თხზუ­ლე­ბა.

 

VII

ამა­ვე დროს აგ­რეთ­ვე იუ­დამ[6], სხვა მწე­რალ­მა, და­ნი­ელ­თან [ნახ­სე­ნებ] შვიდ შვი­დე­ულ­ზე წე­რი­ლო­ბით ისა­უბ­რა; ჟამ­თა აღ­წე­რას იგი წყვეტს სე­ვე­რუ­სის მე­ფო­ბის მე­ა­თე წელ­თან. იგი ფიქ­რობ­და, რომ უკ­ვე იმ დროს მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო ან­ტიქ­რის­ტეს მოს­ვლა, რა­ზეც შეუჩე­რებ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ. ასე ძლი­ერ აშ­ფო­თებ­და მრა­ვალ­თა გო­ნე­ბას ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბა.

 

VIII

ამ დროს, რო­დე­საც ორი­გე­ნე კა­თაკ­მე­ველ­თა და­მოძღვრის საქ­მეს აღას­რუ­ლებ­და ალექ­სან­დრი­აში, მან ჩა­ი­დი­ნა მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი და ყმაწ­ვი­ლუ­რი გო­ნე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი საქ­ცი­ელი, თუმ­ცა, რწმე­ნი­სა და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბის უდი­დე­სი მა­გა­ლი­თის შემ­ცვე­ლი. რად­გან გა­მო­ნათ­ქვა­მი: "არი­ან სა­ჭუ­რი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ცა­თა სა­სუ­ფევ­ლის გა­მო და­ი­სა­ჭუ­რი­სე­ბენ თავს~ (მათ. 19,21), - მან მარ­ტი­ვად და ყმაწ­ვი­ლუ­რად მი­იღო, ფიქ­რობ­და, რომ მაც­ხოვ­რის სიტ­ყვას ას­რუ­ლებ­და, და ასე­ვე, რა­თა ურ­წმუ­ნო­ებ­თან სა­მარცხვი­ნო ცი­ლის­წა­მე­ბი­სათ­ვის ყო­ველ­გვა­რი ეჭ­ვი გა­მო­ე­რიც­ხა (რად­გან ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში არა მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებს, არა­მედ ქა­ლებ­საც ესა­უბ­რე­ბო­და საღ­ვთო სა­კით­ხებ­ზე), იჩქა­რა, მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი სიტ­ყვა საქ­მით აღეს­რუ­ლე­ბია; ფიქ­რობ­და, რომ ეს მრა­ვა­ლი მი­სი მო­წა­ფის­თვის და­ფა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ არ შე­ეძ­ლო მი­უ­ხე­და­ვად სურ­ვი­ლი­სა ასე­თი საქ­მის და­ფარ­ვა. რო­დე­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­მეტ­რი­ოს­მა შე­იტ­ყო, ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ო­ცე­ზის წა­ნამძღვარ­მა, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და მი­სი გამ­ბე­და­ობა, მო­ი­წო­ნა მი­სი რწმე­ნის გულ­მოდ­გი­ნე­ბა და სიწ­რფე­ლე, ამ­ხნე­ვებ­და, მო­უ­წო­დებ­და ახ­ლა უფ­რო მე­ტი მგზნე­ბა­რე­ბით შეს­დგო­მო­და და­მოძღვრის საქ­მეს.

იმ დროს იგი ასე­თი იყო. მცი­რე ხნის შემ­დეგ კი, რო­დე­საც მან და­ი­ნა­ხა, რომ იგი წა­რე­მა­ტე­ბო­და და ყველ­გან იყო სა­ხელ­განთქმუ­ლი რო­გორც დი­დი და ბრწყინ­ვა­ლე ადა­მი­ანი, მან ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტით ძლე­ულ­მა სცა­და მსოფ­ლი­ოს ეპის­კო­პო­სე­ბი­სათ­ვის ეს საქ­ცი­ელი, რო­გორც ყვე­ლა­ზე უმ­სგავ­სო, ისე აღე­წე­რა; რო­დე­საც პა­ლეს­ტი­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოც­დილ­მა და გა­მოჩე­ნილ­მა ეპის­კო­პო­სებ­მა კე­სა­რი­ი­სა და იე­რუ­სა­ლი­მი­სა* გა­დაწ­ყვი­ტეს, რომ ორი­გე­ნე უმაღ­ლე­სი პა­ტი­ვის ღირ­სი იყო, და პრეს­ვი­ტე­რად და­ას­ხეს ხე­ლი[7]. ამ­გვა­რად, რო­დე­საც ესო­დენ გა­ი­ზარ­და მი­სი დი­დე­ბა და ყველ­გან ყვე­ლას­თან არა მცი­რე სიბრძნი­სა და სათ­ნო­ე­ბის სა­ხე­ლი მო­იხ­ვე­ჭა, დე­მეტ­რი­ოსს სხვა არა­ნა­ი­რი ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბა რომ არ შე­ეძ­ლო, ძვე­ლად ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მის მი­ერ ჩა­დე­ნილ საქ­მე­ზე სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა შეთ­ხზა, და გა­ბე­და ბრალ­დე­ბებ­ში ჩა­ეთ­რია მი­სი ხუ­ცე­სის ხა­რის­ხში ამ­ყვან­ნი.

ეს ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და. მა­შინ ორი­გე­ნე ალექ­სან­დრი­ა­ში საღ­ვთო საგ­ნებ­ში და­მოძღვრის საქ­მეს ყვე­ლა­სათ­ვის, ვინც მას­თან მო­დი­ოდა, თავ­და­უ­ზო­გა­ვად აღას­რუ­ლებ­და დღი­სი­თაც და ღა­მი­თაც, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო საღ­ვთო საგ­ნე­ბი­სა და მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და­უ­ღა­ლა­ვად ჰქონ­და მიძღვნი­ლი.

თვრა­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ვე­რუ­სის მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ იგი შეც­ვა­ლა ვა­ჟიშ­ვილ­მა ან­ტო­ნი­ნუს­მა[8]. მის დროს გაჩა­ღე­ბუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბი­სას გა­მოწ­რთო­ბილ­თა­გან და აღ­სა­რე­ბებ­ში ბრძო­ლე­ბის შემ­დეგ ღვთის წი­ნა­გან­გე­ბით გა­დარჩე­ნილ­თა­გან ერ­თი ვინ­მე ალექ­სან­დრე, ვინც ახ­ლა­ხანს იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სად მო­ვიხ­სე­ნი­ეთ, ვინც თა­ვი გა­მოიჩი­ნა ქრის­ტეს გა­მო აღ­სა­რე­ბე­ბით, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ეპის­კო­პო­სო­ბის ღირ­სი გახ­და, რო­დე­საც მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი, ნარ­კი­სო­სი, ჯერ კი­დევ ცოც­ხა­ლი იყო.

--------------------------------------------------------------

* თეოკტისტემ და ალექსანდრემ - მთარგ.

IX

სამ­რევ­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ნარ­კი­სო­სის მრა­ვალ სხვა სას­წა­ულს იხ­სე­ნე­ბენ მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით ძმე­ბის გად­მო­ცე­მით. მათ შო­რის მოგ­ვით­ხრო­ბენ მი­სი მეშ­ვე­ო­ბით მომ­ხდარ ასეთ საკ­ვირ­ვე­ლე­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თხელ აღ­დგო­მის დი­დი ღა­მის­თე­ვი­სას, დი­აკ­ვნებს და­აკ­ლდათ ზე­თი, რის გა­მოც მთე­ლი ხალ­ხი სა­ში­ნელ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­და, ნარ­კო­სოს­მა უბ­რძა­ნა მათ, რომ­ლებ­საც მზად­ყოფ­ნა­ში მო­ყავ­დათ გა­ნა­თე­ბა, ჩა­მო­ეს­ხათ წყა­ლი და მო­ე­ტა­ნათ. რო­გორც კი ეს თქვა და მა­თაც გა­ა­კე­თეს, მან ილო­ცა წყალ­ზე და უფ­ლი­სად­მი ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნით ბრძა­ნა ჩა­ეს­ხათ კან­დე­ლებ­ში. რო­დე­საც ესეც გა­ა­კე­თეს, ყო­ველ­გვა­რი სა­ღი აზ­რის სა­პი­რის­პი­როდ ღვთის სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლით წყლის ბუ­ნე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა ზე­თად, და აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩვენს დრომ­დე ბევრ იქა­ურ ძმას­თან შე­მო­ნა­ხუ­ლია მა­შინ­დე­ლი საკ­ვირ­ვე­ლე­ბის მცი­რე რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

მაგ­რამ ამ კა­ცის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მრა­ვალ რა­მეს მოხ­სე­ნი­ე­ბის ღირსს აღ­ნუს­ხა­ვენ, რო­მელ­თა შო­რის არის შემ­დე­გი. მის ძა­ლა­სა და ცხოვ­რე­ბის სიმ­ტკი­ცეს ვერ იტან­დნენ ზო­გი­ერ­თი უკე­თუ­რი კა­ცუ­ნე­ბი, ეში­ნო­დათ, არ შე­ეპ­ყრათ და წა­ეყ­ვა­ნათ სამ­სჯავ­რო­ზე (აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ, რომ მრა­ვა­ლი ბო­რო­ტი საქ­მე ჰქონ­დათ ჩა­დე­ნი­ლი), მოვ­ლე­ნებს და­ას­წრეს და მის წი­ნა­აღ­მდეგ მო­აწ­ყვეს შეთ­ქმუ­ლე­ბა და სა­ში­ნე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბა გა­ავ­რცე­ლეს. შემ­დეგ მსმე­ნე­ლე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად ფი­ცით გა­ნამ­ტკი­ცეს ბრალ­დე­ბე­ბი. ერ­თმა და­ი­ფი­ცა, რომ "[თუ ეს სიც­რუეა], ცეც­ხლით და­ვიწ­ვა", მე­ო­რემ კი, - "სა­ში­ნე­ლი სნე­უ­ლე­ბით და­ი­ტან­ჯოს სხე­ული", მე­სა­მემ კი, - "თვა­ლე­ბი და­მიბ­რმავ­დეს". მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იფი­ცე­ბოდ­ნენ, მორ­წმუ­ნე­ებ­მა არ მი­აქ­ცი­ეს მათ ყუ­რად­ღე­ბა, რად­გან ყვე­ლას წი­ნა­შე ბრწყი­ნავ­და ნარ­კი­სო­სის ბრძნუ­ლი და ზნე­ობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის წე­სი. მან კი ვერ აი­ტა­ნა ის უზ­ნე­ობა, რა­საც ამ­ბობ­დნენ, და თუმ­ცა დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­დევ­და ფი­ლო­სო­ფი­ურ ცხოვ­რე­ბის წესს, გა­ექ­ცა ეკ­ლე­სი­ის მთელ კრე­ბულს, უდაბ­ნო­ებ­სა და უც­ნობ ად­გი­ლებ­ში იმა­ლე­ბო­და და იქ მრა­ვა­ლი წე­ლი გა­ა­ტა­რა. მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დი­დი თვა­ლი მშვი­დად არ უყუ­რებ­და ამ საქ­მე­ებს, მა­ლე მო­ევ­ლი­ნა უღ­მერ­თო­ებს იმ უბე­დუ­რე­ბე­ბით, რი­თაც თა­ვი­ან­თი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ფი­ცით შეკ­რულ იქ­ნენ. პირ­ვე­ლის შემთხვე­ვა­ში, ყო­ველ მი­ზეზ გა­რე­შე პირ­და­პირ ასე, პა­ტა­რა ნა­პერ­წკა­ლი და­ვარ­და სახ­ლში, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და, ღა­მე მთლი­ა­ნად წა­ე­კი­და მას ცეც­ხლი და ყვე­ლა ნა­თე­სავ­თან ერ­თად და­იწ­ვა. მე­ო­რე კი მთე­ლი სხე­უ­ლით ფე­ხის წვე­რე­ბი­დან თა­ვამ­დე და­ი­ფა­რა იმ სნე­უ­ლე­ბით, რაც თვი­თონ მი­უ­სა­ჯა თა­ვის თავს. მე­სა­მემ, რო­დე­საც მიხ­ვდა, რა შე­ემთხვათ პირ­ველ ორს, ყოვ­ლის­მხედ­ვე­ლი ღმერ­თის გარ­და­უ­ვა­ლი სა­მარ­თლი­სა­გან შე­ში­ნე­ბულ­მა აღი­ა­რა მათ მი­ერ ერ­თობ­ლი­ვად მოწ­ყო­ბი­ლი მზაკ­ვრო­ბა. ესო­დენ იტან­ჯე­ბო­და მო­ნა­ნუ­ლი და მოთ­ქმა-გო­დე­ბით ცრემ­ლე­ბის ღვრას არ წყვეტ­და, ვიდ­რე ორი­ვე თვა­ლი არ და­უ­ზი­ან­და.

და მათ ასე­თი სას­ჯე­ლი მი­ეზ­ღოთ სიც­რუ­ი­სათ­ვის.

X

რო­დე­საც ნარ­კი­სო­სი წა­ვი­და და არა­ვინ იცო­და, სად შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ფი­ლი­ყო, მო­საზღვრე ეკ­ლე­სი­ე­ბის წი­ნამძღვრებ­მა სა­ჭი­როდ ჩათ­ვა­ლეს სხვა ეპის­კო­პო­სის ხელ­დას­ხმა. მი­სი სა­ხე­ლი იყო დი­ოსი, რო­მე­ლიც არა მრა­ვა­ლი ხნის შემ­დეგ შეც­ვა­ლა გერ­მა­ნი­ონ­მა, ხო­ლო იგი - გორ­დი­ოს­მა[9], რომ­ლის დრო­საც რო­გორც გა­ცოც­ხლე­ბუ­ლი სა­ი­დან­ღაც გა­მოჩნდა ნარ­კი­სო­სი და კვლავ მო­უხ­მეს მას ძმებ­მა წი­ნამ­დგო­მე­ლო­ბი­სათ­ვის. ყვე­ლა უფ­რო მე­ტად იყო აღფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მი­სი წას­ვლი­სა და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­მო და, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, იმით, რომ ღვთის­გან სა­მა­გი­ე­როს მიზ­ღვის ღირ­სი გახ­და.

 

XI

და რო­დე­საც მე­ტად აღარ შე­ეძ­ლო მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის გა­მო, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ალექ­სან­დრეს[10], სხვა დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პოსს, ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბამ მო­უხ­მო ნარ­კი­სოს­თან ერ­თად მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის და მას ღა­მით ხილ­ვა­ში გა­მო­ეც­ხა­და. ამ­გვა­რად, იგი ღვთის ნე­ბით კა­ბა­დო­კი­ელ­თა ქვეყ­ნი­დან, სა­დაც პირ­ველ ეპის­კო­პო­სად იყო ღირსქმნი­ლი, იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მო­ლოც­ვი­სა და [წმინ­და] ად­გილ­თა გაც­ნო­ბის მიზ­ნით აღას­რუ­ლა მოგ­ზა­უ­რო­ბა. იქა­უ­რებ­მა ყვე­ლა­ზე გუ­ლი­თა­დად მი­ი­ღეს და არ­წმუ­ნებ­დნენ, შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სხვა გა­მოც­ხა­დე­ბის თა­ნახ­მად, რაც მა­თაც ეჩვე­ნა ღა­მით და ერ­თი­და­ი­გი­ვე ხმა ყვე­ლა­ზე ცხა­დად მათ­გან გან­სა­კუთ­რე­ბით მო­შურ­ნე­ებს ეუწ­ყა. მან გა­ნუც­ხა­და, რომ უნ­და გა­სუ­ლიყ­ვნენ კა­რიბ­ჭის გა­რეთ და მათ­თვის ღვთის­გან წი­ნა­გან­საზღვრულ ეპის­კო­პოსს უჩვე­ნებ­და. რო­დე­საც ეს გა­ა­კე­თეს, ეპის­კო­პოს­თა სა­ერ­თო აზ­რთან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მარ­თავ­დნენ მახ­ლობ­ლად მყოფ ეკ­ლე­სი­ებს, აუ­ცი­ლებ­ლო­ბით აი­ძუ­ლეს იგი, რომ დარჩე­ნი­ლი­ყო. თვი­თონ ალექ­სან­დრეც იხ­სე­ნებს მას­თან ერ­თად ნარ­კი­სო­სის თავმჯდო­მა­რე­ო­ბას სა­კუ­თარ ეპის­ტო­ლე­ებ­ში ან­ტი­ნო­ი­ტე­ლე­ბის მი­მართ, რაც ახ­ლაც არის ჩვენ­თან შე­მო­ნა­ხუ­ლი, ამას სიტ­ყვა­სიტ­ყვით ეპის­ტო­ლეს ბო­ლო­ში წერს: "მო­გე­სალ­მე­ბათ თქვენ ნარ­კი­სო­სი, ჩემს უწი­ნა­რეს აქ ეპის­კო­პო­სო­ბის ხა­რის­ხის მქო­ნე და ახ­ლაც ჩემ­თან ერ­თად მყო­ფი ლოც­ვებ­ში, ას­თექვსმეტ წელს მი­წევ­ნუ­ლი, მო­გი­წო­დებს თქვენ, მსგავ­სად­ვე მეც, რომ ვი­ყოთ ერ­თსუ­ლო­ვა­ნი"[11].

ასე­თი ამ­ბე­ბი იყო. რო­დე­საც ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ნის­ვე­ნა სე­რა­პი­ონ­მა, ეპის­კო­პო­სო­ბა მი­ი­ღო ას­კლე­პი­ა­დემ[12], მა­ნაც დევ­ნუ­ლე­ბი­სას აღ­სა­რე­ბე­ბით გა­მოიჩი­ნა თა­ვი. ალექ­სან­დრე ასე­ვე იხ­სე­ნებს მის დად­გი­ნე­ბას და ასე წერს ან­ტი­ო­ქი­ე­ლებს: "ალექ­სან­დრე, მო­ნა და ტყვე იე­სო ქრის­ტე­სი, ან­ტი­ო­ქი­ელ­თა ნე­ტარ ეკ­ლე­სი­ას გი­ხა­რო­დეთ უფალ­ში. ჩემ­თვის მსუ­ბუ­ქი და ად­ვი­ლი გა­ხა­და ბორ­კი­ლე­ბი უფალ­მა, რო­დე­სად საპ­ყრო­ბი­ლე­ში თა­ვის დრო­ზე გა­ვი­გე, რომ თქვე­ნი, ან­ტი­ო­ქი­ელ­თა წმინ­და ეკ­ლე­სი­ა­ში საღ­ვთო წი­ნა­გან­გე­ბით ეპის­კო­პო­სო­ბა გა­და­ე­ცა ას­კლე­პი­ა­დეს, რწმე­ნის ღირ­სე­ბით ყვე­ლა­ზე გა­მო­სა­დეგ კაცს".

აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ეპის­ტო­ლე კლი­მენ­ტის ხე­ლით გაგ­ზავ­ნა, ბო­ლო­ში კი ამას წერს: "ჩემო, ძმე­ბო, ეს წე­რი­ლი გა­მოვ­გზავ­ნე ნე­ტა­რი პრეს­ვი­ტე­რის კლი­მენ­ტის, სათ­ნო და გა­მოც­დი­ლი კა­ცის, მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­ზეც გსმე­ნი­ათ და მას გა­იც­ნობთ კი­დე­ვაც. მან აქ მყოფ­მა მე­უ­ფის წი­ნა­გან­გე­ბი­თა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით გა­ნამ­ტკი­ცა და გა­ნამ­რავ­ლა უფ­ლის ეკ­ლე­სია".

 

XII

სე­რა­პი­ო­ნის მწერ­ლო­ბა­ში წვრთნის სხვა ჩა­ნა­წე­რე­ბიც ნამ­დვი­ლად არის შე­მორჩე­ნი­ლი სხვებ­თან, ჩვე­ნამ­დე კი მხო­ლოდ "დომ­ნო­სის მი­მართ" თხზუ­ლე­ბებ­მა მო­აღ­წია, ეს დომ­ნო­სი დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს ქრის­ტე­სად­მი რწმე­ნი­დან გა­და­ვარ­და იუ­და­ურ ცრუ მსა­ხუ­რე­ბა­ში; და აგ­რეთ­ვე "პონ­ტი­უ­სი­სა და კა­რი­კუ­სის მი­მართ", რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი; და სხვა­თა მი­მართ მი­წე­რი­ლი სხვა ეპის­ტო­ლე­ე­ბიც. მან შე­ად­გი­ნა სხვა თხზუ­ლე­ბა "პეტ­რეს სა­ხა­რე­ბად წო­დე­ბუ­ლის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც ამ­ხი­ლა მას­ში გა­მოთ­ქმუ­ლი სიც­რუე იმ პი­როვ­ნე­ბე­ბის გა­მო, ვინც რო­სო­ნის დი­ო­ცეზ­ში ხსე­ნე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბის მი­ზე­ზით სხვაგ­ვა­რად­მა­დი­დე­ბე­ლი მოძღვრე­ბი­სა­კენ გა­და­ი­ხა­რა[13]. გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა აქე­დან მო­ვიყ­ვა­ნოთ მცი­რე ამო­ნა­რი­დი, მი­სი მეშ­ვე­ო­ბით წარ­მო­ვაჩენთ იმ აზრს, რაც მას აქვს ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ, და წერს შემ­დეგს: "რად­გან ჩვენ, ძმე­ბო, ვღე­ბუ­ლობთ პეტ­რე­საც და სხვა მო­ცი­ქუ­ლებ­საც რო­გორც ქრის­ტეს, მაგ­რამ მა­თი სა­ხე­ლით გა­ყალ­ბე­ბულ თხზუ­ლე­ბებს, რო­გორც გა­მოც­დილ­ნი, უარ­ვყოფთ; ვი­ცით, რომ ასე­თე­ბი არ მიგ­ვი­ღია. რად­გან მე, რო­დე­საც თქვენ­თან ვი­ყა­ვი, ვფიქ­რობ­დი, რომ ყვე­ლა მარ­თალ სარ­წმუ­ნო­ე­ბას ატა­რებ­დით და არ გა­ვე­ცა­ნი მათ მი­ერ პეტ­რეს სა­ხე­ლით მო­ტა­ნილ სა­ხა­რე­ბას; ვთქვი: თუ გგო­ნი­ათ, რომ მხო­ლოდ ეს იწ­ვევს თქვენ­ში სულ­მოკ­ლე­ო­ბას, მა­შინ იკით­ხეთ. მაგ­რამ ახ­ლა, რო­დე­საც ჩემს მი­მართ ნათ­ქვა­მი­დან შე­ვიტ­ყვე, რომ მა­თი გო­ნე­ბა რა­ღაც მწვა­ლებ­ლო­ბა­ში ჩაძ­ვრა, ვიჩქა­რებ, კვლავ თქვენ­თან გავჩნდე. ასე რომ, ძმე­ბო, ცო­ტა ხან­ში მე­ლო­დეთ. ჩვენ კი, ძმე­ბო, რომ­ლებ­მაც გა­ვი­გეთ, თუ რო­გო­რი იყო მარ­კი­ა­ნუ­სის მწვა­ლებ­ლო­ბა (რო­მე­ლიც თა­ვის­თავს უპი­რის­პირ­დე­ბა, და არ იცის რა თქვას, რა­საც შე­ის­წავ­ლით იქი­დან, რაც თქვენ მოგ­წე­რეთ), ეს შევ­ძე­ლით სხვე­ბის, თვით ამ სა­ხა­რე­ბის შემ­სწავ­ლელ­თა მეშ­ვე­ო­ბით, ანუ ამ [მწვა­ლებ­ლო­ბის] წა­მომ­წყებ­თა მო­ნაც­ვლე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლებ­საც ვუ­წო­დებთ დო­კე­ტებს[14] (რად­გან მა­თი მოძღვრე­ბი­დან მო­დის მრა­ვა­ლი აზ­რი); და მა­თი დახ­მა­რე­ბით გა­და­ვი­კით­ხეთ და აღ­მო­ვაჩი­ნეთ მრა­ვა­ლი რამ მაც­ხოვ­რის მარ­თა­ლი სწავ­ლე­ბი­დან, ზო­გი რამ კი და­მა­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და, რაც ქვე­მოთ გად­მო­ვე­ცით თქვენ­თვის".

 

XIII

ეს არის სე­რა­პი­ო­ნის ნა­წე­რე­ბი.

კლი­მენ­ტის "სტრო­მა­ტე­ბი" კი, ყვე­ლა რვა­ვე, შე­მო­ნა­ხუ­ლია ჩვენ­თან, რო­მელ­საც ასე­თი სა­თა­უ­რი გა­ნუ­კუთ­ვნა: "ტი­ტუს ფლა­ვი­უს კლი­მენ­ტის ჭეშ­მა­რი­ტი ფი­ლო­სო­ფი­ის მი­ხედ­ვით გნოს­ტი­კო­სე­ბის მო­სახ­სნებ­ლე­ბის სტრო­მა­ტე­ბი", ამა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის წიგ­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა მი­სი თხზუ­ლე­ბა სა­თა­უ­რით "ჰი­პო­ტი­პო­სე­ბი", რო­მელ­შიც სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს მის მას­წავ­ლე­ბელს, პან­ტე­ნოსს და გად­მო­ცემს წმინ­და წე­რი­ლი­სა და გად­მო­ცე­მის მი­სე­ულ გან­მარ­ტე­ბებს. მას ეკუთ­ვნის ასე­ვე "ელი­ნე­ბის მი­მართ სიტ­ყვა მო­მაქ­ცე­ვე­ლი", სა­მი წიგ­ნი სა­თა­უ­რით "პე­და­გო­გი" და "ვინ არის მდი­და­რი, რო­მე­ლიც ცხონ­დე­ბა?" (ასე­თი არის მი­სი მე­ო­რე თხზუ­ლე­ბის სა­თა­ური), ასე­ვე თხზუ­ლე­ბა "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", სა­უბ­რე­ბი "მარ­ხვის შე­სა­ხებ" და "ცი­ლის­წა­მე­ბის შე­სა­ხებ", აგ­რეთ­ვე "შე­გო­ნე­ბა დათ­მე­ნი­სათ­ვის", ანუ "ახ­ლად მო­ნათ­ლულ­თა მი­მართ", და წიგ­ნი სა­თა­უ­რით "სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნი", ანუ "იუ­და­უ­რად მო­აზ­როვ­ნე­თა წი­ნა­აღ­მდეგ"*, რო­მელ­საც ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ეპის­კო­პოს ალექ­სან­დრეს უძღვნის.

"სტრო­მა­ტებ­ში" იგი არამ­ხო­ლოდ საღ­ვთო წე­რი­ლის ნა­ირ­გვა­რო­ბას წარ­მოაჩენს, არა­მედ აგ­რეთ­ვე ბერ­ძენ­თა თხზუ­ლე­ბე­ბი­სა­საც; რა­საც კი მიიჩნევ­და, რომ მა­თაც თქვეს რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლო; და მო­იხ­სე­ნი­ებს მრა­ვალ­თა რო­გორც ელი­ნე­ბის, ასე­ვე ბარ­ბა­რო­სე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებს, გან­მარ­ტავს მათ, და მე­ტიც, მწვა­ლე­ბელ­თა მე­თა­უ­რე­ბის ცრუ მო­საზ­რე­ბებს გა­მარ­თავს, მოგ­ვით­ხრობს მრა­ვალ ამ­ბავს და ჩვენ გვაძ­ლევს მრა­ვალმხრი­ვი გა­ნათ­ლე­ბის შემ­ცველ შრო­მას. ამ ყო­ვე­ლი­ვეს­თან შე­ა­ზა­ვებს ფი­ლო­სო­ფოს­თა შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ამ­გვა­რად, შრო­მის შე­სატ­ყვისს ხდის "სტრო­მა­ტე­ბის" სა­თა­ურს. მათ­ში იგი იყე­ნებს მოწ­მო­ბებს სა­ეჭ­ვო წე­რი­ლე­ბი­დან, რო­გო­რე­ბი­ცაა: ე. წ. "სიბრძნე სო­ლო­მო­ნი­სა" და "სიბრძნე იე­სო ზი­რა­ქის ძი­სა", "ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლე", ასე­ვე ბარ­ნა­ბას, კლი­მენ­ტი­სა და იუ­დას ეპის­ტო­ლე­ებს; იხ­სე­ნი­ებს ტა­ტი­ა­ნეს თხზუ­ლე­ბას "ელი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" და კა­სი­ა­ნეს - მა­ნაც შე­ად­გი­ნა ჟამ­თა­აღ­წე­რა; გარ­და ამი­სა ფი­ლო­ნის, არის­ტო­ბუ­ლეს, იო­სე­ბის, დე­მეტ­რი­ო­სი­სა და ევ­პო­ლე­მო­სის, - იუ­დე­ვე­ლი მწერ­ლე­ბის, რომ­ლებ­მაც, ყვე­ლა მათ­გან­მა წე­რი­ლო­ბით და­ამ­ტკი­ცეს, რომ ელინ­თა მოდ­გმის წარ­მო­შო­ბა­ზე უფ­რო უხუ­ცე­სია მო­სე და იუ­დე­ველ­თა მოდ­გმა[15]. და სხვა მრა­ვა­ლი გან­სწავ­ლუ­ლო­ბით არის სავ­სე ამ კა­ცის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი. მათ­გან პირ­ველ­ში თა­ვი­სი თა­ვის შე­სა­ხებ აჩვე­ნებს, რომ მო­ცი­ქულ­თა მო­ნაც­ვლე­ებ­თან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ­ში გვპირ­დე­ბა, რომ "შე­საქ­მის­თვი­საც" და­წერ­და გან­მარ­ტე­ბებს.
მის თხზუ­ლე­ბა­ში "პა­სე­ქის შე­სა­ხებ" აღი­ა­რებს, რომ მე­გობ­რებ­მა აი­ძუ­ლეს ძვე­ლი პრეს­ვი­ტე­რე­ბი­სა­გან მოს­მე­ნი­ლი გად­მო­ცე­მა წე­რი­ლობ­თი გა­და­ე­ცა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი­სათ­ვის; მას­ში კი იხ­სე­ნი­ებს მე­ლი­ტონს და ირი­ნე­ოსს და ზო­გი­ერთ სხვა­საც, რო­მელ­თა ამ­ბებს მოგ­ვით­ხრობს.

-----------------------------------------------

* ან "მიმართ" - მთარგ.

 

XIV

"ჰი­პო­ტი­პო­სებ­ში", მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მთე­ლი კა­ნო­ნი­კუ­რი წმინ­და წე­რი­ლის შე­მოკ­ლე­ბულ თხრო­ბას გად­მო­ცემს, არც სა­ეჭ­ვო წიგ­ნებს უვ­ლის გვერდს, ვგუ­ლის­ხმობ იუ­დას და და­ნარჩენ კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლე­ებს, ბარ­ნა­ბას ეპის­ტო­ლე­სა და პეტ­რეს ე. წ. "გა­მოც­ხა­დე­ბას". ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლე­ზე ამ­ბობს, რომ ეკუთ­ვნის პავ­ლეს და ებ­რა­ე­ლე­ბი­სათ­ვის ებ­რა­ულ ენა­ზეა და­წე­რი­ლი, ხო­ლო ლუ­კამ გულ­მოდ­გი­ნედ გა­და­თარგმნა იგი და გა­დას­ცა ბერ­ძნებს, რის გა­მოც ერ­თსა და იმა­ვე სტილს აღ­მო­ვაჩენთ თარ­გმა­ნის მი­ხედ­ვით ამ ეპის­ტო­ლე­შიც და "საქ­მე­ებ­შიც"; ბუ­ნებ­რი­ვია ის, რომ და­საწ­ყის­ში არ წე­რია "პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი". იგი ამ­ბობს: "რად­გან რო­დე­საც მი­წე­რა ებ­რა­ე­ლებს, რომ­ლებ­საც მის წი­ნა­აღ­მდეგ ჰქონ­დათ წი­ნას­წარ აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აზ­რი და ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დნენ მას, სავ­სე­ბით გო­ნივ­რუ­ლად მო­იქ­ცა, რომ თა­ვი­დან­ვე არ გა­ნი­შო­რა ისი­ნი თა­ვი­სი სა­ხე­ლის წარ­წე­რით".

შემ­დეგ ქვე­მოთ დას­ძენს: "ახ­ლა კი, რო­გორც ნე­ტა­რი პრეს­ვი­ტე­რი ამ­ბობ­და, მას შემ­დეგ, რაც უფა­ლი, ყოვ­ლისმპყრო­ბე­ლის მო­ცი­ქუ­ლად მყო­ფი, ებ­რა­ე­ლებ­თან წა­რიგ­ზავ­ნა, პავ­ლე თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბის გა­მო, რო­გორც წარ­მარ­თებ­თან წარ­გზავ­ნი­ლი, არ წერ­და თა­ვის თავ­ზე რო­გორც ებ­რა­ელ­თა მო­ცი­ქუ­ლი, უფ­ლი­სად­მი პა­ტი­ვის მი­გე­ბის გა­მო და იმის გა­მოც, რომ ებ­რა­ე­ლებს მი­წე­რა მი­სი სი­სავ­სის­გან, მა­შინ რო­ცა თვი­თონ წარ­მარ­თე­ბის მქა­და­გე­ბე­ლი და მო­ცი­ქუ­ლი იყო" (შდრ. ებრ. 3,1; საქ­მე 22, 21; 1 ტიმ. 2,7; 2 ტიმ. 1,11; რომ. 11, 13).

კვლავ იმა­ვე წიგ­ნში კლი­მენ­ტი სა­ხა­რე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის შე­სა­ხებ გვა­უწ­ყებს პირ­ვე­ლი ხუ­ცე­სე­ბის გად­მო­ცე­მას შემ­დე­გი სა­ხით. ამ­ბობს, რომ სა­ხა­რე­ბე­ბი­დან პირ­ვე­ლად და­ი­წე­რა ისი­ნი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს გვარ­ტო­მო­ბას; მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბას კი ასე­თი გან­გე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და: რო­დე­საც პეტ­რე რომ­ში სა­ხალ­ხოდ ქა­და­გებ­და სიტ­ყვას და სუ­ლიწ­მინ­დით სა­ხა­რე­ბას წარ­მოთ­ქვამ­და, იქ მყო­ფი მრა­ვა­ლი მო­უ­წო­დებ­და მარ­კოზს, რო­გორც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის მიმ­დე­ვარ­სა და მი­სი ნათ­ქვა­მის მეხ­სი­ე­რე­ბით შემ­ნახ­ველს, აღე­წე­რა წარ­მოთ­ქმუ­ლი [სიტ­ყვა]. მან შექ­მნა სა­ხა­რე­ბა მი­სი მთხოვ­ნელ­თათ­ვის გა­და­სა­ცე­მად. რო­დე­საც ეს პეტ­რემ გა­იგო, არც ბრძა­ნე­ბით აუკ­რძა­ლა, არც წა­ა­ქე­ზა. ბო­ლოს კი იო­ა­ნემ, რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ერა, რომ სა­ხა­რე­ბებ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია სხე­უ­ლებ­რი­ვი* ამ­ბე­ბი, მო­წა­ფე­ე­ბის დარ­წმუ­ნე­ბით სუ­ლიწ­მინ­დით ღმერ­თშე­მო­სილ­მა შექ­მნა სუ­ლი­ე­რი სა­ხა­რე­ბა. ამას გვა­უწ­ყებს კლი­მენ­ტი.

კვლავ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ორი­გე­ნეს მი­მართ რო­მე­ლი­ღაც ეპის­ტო­ლე­ში იხ­სე­ნი­ებს კლი­მენ­ტის და მას­თან პან­ტე­ნოს­საც, რო­გორც მის­თვის ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებს, და წერს ამ­გვა­რად: "რო­გორც იცი, ესეც ღვთის ნე­ბა იყო, რა­თა წი­ნა­პარ­თა­გან მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უბ­ღა­ლა­ვი დარჩე­ნი­ლი­ყო, უფ­რო მე­ტად თბი­ლი ყო­ფი­ლი­ყო და მტკი­ცე, რად­გან ვიც­ნობთ, რო­გორც ნე­ტარ მა­მებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს უწი­ნა­რეს გა­ემ­გზავ­რნენ, და რომ­ლებ­თა­ნაც ცო­ტა ხნის შემ­დეგ ჩვენც ვიქ­ნე­ბით: პან­ტე­ნოსს, ჭეშ­მა­რი­ტად ნე­ტარ­სა და ჩემს უფალს, და წმინ­და კლი­მენტს, ვინც იყო ჩე­მი უფა­ლი და შემ­წე, და სხვა მსგავსთ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით შენ გა­გი­ცა­ნი, ყვე­ლა­ფერ­ში სა­უ­კე­თე­სოვ, ჩე­მო უფა­ლო და ძმაო". ასეთ არის ეს ამ­ბე­ბი.

ადა­მან­ტი­ო­სი (რად­გან ესეც იყო ორი­გე­ნეს სა­ხე­ლი), რო­დე­საც ზე­ფი­რი­ნუ­სი იმ დროს წი­ნამძღვრობ­და რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ას, მის რომ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე ერ­თგან თვი­თონ­ვე წერს, და ამ­ბობს: "მსურ­და მე­ნა­ხა რო­მა­ელ­თა უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სია". იქ დიდ­ხანს არ დარჩე­ნი­ლა და წა­ვი­და ალექ­სან­დრი­აში, და იქა­უ­რო­ბა და­მოძღვრის ჩვე­უ­ლი საქ­მის მთე­ლი მო­შურ­ნე­ო­ბით აღავ­სო, რო­დე­საც დე­მეტ­რი­ოსი, ად­გი­ლობ­რი­ვი ეპის­კო­პო­სი, ჯერ კი­დევ აღ­ძრავ­და მას და თით­ქმის ევედ­რე­ბო­და, და­უ­ღა­ლა­ვად ეღ­ვა­წა ძმე­ბის შე­წევ­ნი­სათ­ვის.

-----------------------------------------------------------

* გარეშე საქმეთა ამსახველი, ე.ი. ისტორიული - მთარგ.

XV

მან კი, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ მას აღარ შე­ეძ­ლო საღ­ვთო საგ­ნე­ბის უფ­რო ღრმად შეს­წავ­ლა, წმინ­და წე­რი­ლის გა­მოკ­ვლე­ვა და გან­მარ­ტე­ბა, გარ­და ამი­სა მას­თან მო­მა­ვალ­თა და­მოძღვრა არ აძ­ლევ­და სუ­ლის მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას (მო­წა­ფე­ე­ბი ერ­თი მე­ო­რის მო­ნაც­ვლე­ო­ბით დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­წავ­ლე­ბელ­ში), მან ჯგუ­ფე­ბად და­ყო მა­თი სიმ­რავ­ლე. მო­წა­ფე­თა­გან გა­მო­არჩია ჰე­რაკ­ლა­სი, რო­მე­ლიც საღ­ვთო საგ­ნებ­ში მო­შურ­ნე იყო, გარ­და ამი­სა - ყვე­ლა­ზე გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი კა­ცი და არც ფი­ლო­სო­ფი­ის უმე­ცა­რი, და მას გა­უ­ნა­წი­ლა და­მოძღვრის საქ­მე: მას გა­ნუ­კუთ­ვნა მოძღვრე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის შემ­სწავ­ლელ­თა პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის შე­სა­ვა­ლი, თა­ვის­თვის კი შე­მო­ი­ნა­ხა და­მოძღვრის მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი მსმე­ნე­ლე­ბი.

 

XVI

საღ­ვთო სიტ­ყვე­ბის ი­სე­თი ზედ­მი­წევ­ნით კვლე­ვა შე­მო­ი­ტა­ნა ო­რი­გე­ნემ, რომ ებ­რა­უ­ლი ე­ნა შე­ის­წავ­ლა და იუ­დევ­ლებ­თან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წმინ­და წე­რი­ლის თვით ებ­რა­უ­ლი ა­სო­ე­ბით და­წე­რი­ლი დედ­ნე­ბი შე­ი­ძი­ნა. მი­აგ­ნო "სა­მოც­და­ათ­თა" გარ­და წმინ­და წე­რი­ლის სხვა მთარგმნელ­თა გა­მო­ცე­მე­ბის კვალს, და აკ­ვი­ლას, სვი­მა­ქო­სის და თე­ო­დო­ტი­ო­ნის[16] ცნო­ბი­ლი თარ­გმა­ნე­ბის გარ­და სხვე­ბიც აღ­მოაჩი­ნა, რო­მელ­თა, ძველ დრო­ში და­მა­ლულ­თა, კვალს მი­აგ­ნო და, არ ვი­ცი რა სიღ­რმე­ე­ბი­დან, დღის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ი­ტა­ნა. მათ შე­სა­ხებ მა­თი და­ფა­რუ­ლო­ბის გა­მო (არც ი­ცო­და, ვი­სი ი­ყო) მხო­ლოდ ეს აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­მოაჩი­ნა აქ­ტი­უ­მის მახ­ლობ­ლად, ნი­კო­პოლ­ში, სხვა კი სხვა ა­სეთ­სა­ვე ად­გი­ლას. ფსალ­მუ­ნე­ბის ჰეგ­ზაპ­ლებს შო­რის ოთ­ხი ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მის შემ­დეგ ა­რა მხო­ლოდ მე­ხუ­თე, ა­რა­მედ მე­ექ­ვსე და მეშ­ვი­დე თარ­გმა­ნიც გა­მოს­ცა; ერ­თი მათ­გა­ნის შე­სა­ხებ კვლავ აღ­ნიშ­ნა, რომ იე­რი­ქონ­ში ქვევ­რში ი­პო­ვა სე­ვე­რუ­სის ძმის ან­ტო­ნი­ნუ­სის დროს. მათ ყვე­ლას ერ­თად მო­უ­ყა­რა თა­ვი, და­ყო სვე­ტე­ბად და ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით მო­ა­თავ­სა თვით ებ­რა­ულ ტექსტთან ერ­თად და ჩვენ ე. წ. "ჰეგ­ზაპ­ლე­ბის" ას­ლე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა, ცალ­კე მო­ამ­ზა­და აკ­ვი­ლას, სვი­მა­ქო­სი­სა და თე­ო­დო­ტი­ო­ნის გა­მო­ცე­მე­ბი "სა­მოც­და­ათ­თან" ერ­თად "ტეტ­რაპ­ლა­ში"[17].

 

XVII

თვი­თონ ამ მთარგმნელ­თა­გან ცნო­ბი­ლია, რომ სვი­მა­ქო­სი ები­ო­ნე­ლი იყო. ეგ­რეთ წო­დე­ბულ ები­ო­ნელ­თა სა­ხე­ლის მქო­ნე მწვა­ლებ­ლო­ბის მიმ­დევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქრის­ტე იშ­ვა იო­სე­ბის­გან და მა­რი­ა­მის­გან და მას ლი­ტონ ადა­მი­ა­ნად ღე­ბუ­ლობ­დნენ, და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ რჯუ­ლის დაც­ვა სა­ჭი­რო იყო მკაც­რი იუ­და­უ­რი წე­სით, რო­გორც ეს ვნა­ხეთ წი­ნა­რე ის­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლი­ღაც ად­გი­ლას. სვი­მა­ქო­სის ჩა­ნა­წე­რე­ბი კი ახ­ლან­დელ დრომ­დე არის მოღ­წე­ული, რო­მელ­შიც, რო­გორც ვფიქ­რობ, მა­თეს სა­ხა­რე­ბას და­პი­რის­პი­რე­ბულ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მწვა­ლებ­ლო­ბას უჭერს მხარს. ამას ორი­გე­ნე სვი­მა­ქო­სის მი­ერ წმინ­და წე­რი­ლის სხვა გან­მარ­ტე­ბებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს, რომ ვინ­მე იუ­ლი­ა­ნეს­გან მი­იღო, და ამ­ბობს, რომ მან თვით სვი­მა­ქო­სის­გან[18] იმემ­კვიდ­რა ეს წიგ­ნე­ბი.

 

XVIII

ამა­ვე დროს ამ­ბრო­სიც ვა­ლენ­ტი­ნეს მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი, ორი­გე­ნეს მი­ერ წარ­მოჩე­ნი­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან მხი­ლე­ბუ­ლი და რო­გორც სი­ნათ­ლით გო­ნე­ბა­გაბრწყი­ნე­ბუ­ლი შეუ­ერ­თდა სა­ეკ­ლე­სიო მართლმა­დი­დებ­ლო­ბის მოძღვრე­ბას. რო­დე­საც ორი­გე­ნეს სა­ხე­ლი ყველ­გან გა­ნით­ქვა, მრა­ვა­ლი სხვა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაც მი­ვი­და მას­თან და გა­მოს­ცა­და ამ კა­ცის სიძ­ლი­ე­რე წმინ­და წიგ­ნებ­ში. ათა­სო­ბით მწვა­ლე­ბე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოჩე­ნილ ფი­ლო­სო­ფოს­თა­გან არა მცი­რე­დი მო­შურ­ნედ მი­აპ­ყრობ­დნენ მას ყუ­რად­ღე­ბას და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ საღ­ვთო საგ­ნებ­შიც და გა­რე­შე ფი­ლო­სო­ფი­ა­შიც მის­გან ღე­ბუ­ლობ­დნენ გა­ნათ­ლე­ბას. რადგან ხედავდა, რომ მრავალი იყო ბუნებით ნიჭიერი, ფილოსოფიის სწავლაში შეჰქონდა გეომეტ­რია და ა­რით­მე­ტი­კა და სხვა დაწ­ყე­ბი­თი საგ­ნე­ბი, წინ მი­უძ­ღო­და ფი­ლო­სო­ფო­სებ­თან არ­სე­ბულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებ­ში და გად­მოს­ცემ­და მათ ნაშ­რო­მებს, თი­თოე­ულ მათ­განს შე­ნიშ­ვნებს უ­კე­თებ­და და გა­ნი­ხი­ლავ­და. ა­სე რომ, თვით ე­ლი­ნებ­თა­ნაც დიდ ფი­ლო­სო­ფო­სად იყო სა­ხელ­განთქმუ­ლი. მრა­ვა­ლი უფ­რო გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლიც შე­ყავ­და ჩვე­უ­ლებ­რივ დაწ­ყე­ბით საგ­ნებ­ში, ამ­ბობ­და, რომ ა­მათ­გან ა­რა­ნაკ­ლე­ბი სარ­გე­ბე­ლი ექ­ნე­ბო­დათ მა­თაც საღ­ვთო წე­რი­ლის გან­ხილ­ვი­სა და შეს­წავ­ლი­სათ­ვის. ა­მი­ტომ თა­ვის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბით ა­უ­ცი­ლებ­ლად მიიჩნევ­და სა­ე­რო ფი­ლო­სო­ფი­ურ სწავ­ლე­ბებ­ში წვრთნას.

 

XIX

ამ საქ­მე­ში მის წარ­მა­ტე­ბას და­ა­მოწ­მე­ბენ თვით ელინ­თა­გან მის დროს აღ­ზე­ვე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, რო­მელ­თა ტრაქ­ტა­ტებ­ში ამ კა­ცის შე­სა­ხებ მრა­ვალ მო­სახ­სე­ნე­ბელს აღ­მო­ვაჩენთ. ზოგ­ჯერ მას უძღვნიდ­ნენ თა­ვი­ანთ წიგ­ნებს, ზოგ­ჯერ კი, რო­გორც მოძ­ღვარ­თან, სა­კუ­თა­რი შრო­მე­ბი მი­ქონ­დათ გან­სას­ჯე­ლად. მაგ­რამ რა უნ­და ით­ქვას, რო­დე­საც ჩვენს დრო­ში სი­ცი­ლი­ა­ში მცხოვ­რებ­მა პორ­ფი­რიმ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ად­გი­ნა წიგ­ნე­ბი[19] და მა­თი მეშ­ვე­ო­ბით სცა­და საღ­ვთო წე­რილ­ზე ცი­ლის­წა­მე­ბა და მო­იხ­სე­ნია მი­სი გან­მმარ­ტებ­ლე­ბი? ვერ შეძ­ლო რა ვე­რა­ნა­ი­რი უკე­თუ­რი ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბა მოძღვრე­ბებ­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბით შე­უდ­გა მათ გმო­ბა­სა და გან­მმარ­ტე­ბელ­თა, - მათ­გან კი გან­სა­კუთ­რე­ბით ორი­გე­ნეს,- ცი­ლის­წა­მე­ბას. ამ­ბობს, რომ მას იც­ნობ­და სიყ­მაწ­ვი­ლე­ში, ცდი­ლობს ცი­ლი დას­წა­მოს, მაგ­რამ ვერ ამჩნევს, რომ აქებს, ზოგ­ჯერ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ამ­ბობს, რო­დე­საც სხვაგ­ვა­რად არ ძა­ლუძს თქმა. ზოგ­ჯერ ცრუ­ობს, რო­დე­საც ფიქ­რობს, რომ შე­უმჩნე­ვე­ლი დარჩება; ერ­თხელ ბრალს დებს რო­გორც ქრის­ტი­ანს, სხვა დროს კი აღ­წერს ფი­ლო­სო­ფი­ურ სწავ­ლე­ბებ­ში მის წარ­მა­ტე­ბებს.

ის­მი­ნე სიტ­ყვა­სიტ­ყვით, რას ამ­ბობს: "ზო­გი ადა­მი­ა­ნი იუ­და­ურ წე­რილ­თა მან­კი­ე­რე­ბას არა­თუ გა­ნაგ­დებს, არა­მედ გულ­მოდ­გი­ნედ პო­უ­ლობს მის ახ­სნას, და გან­სა­მარ­ტა­ვად იყე­ნებს ნა­წერ­თან შე­უ­თავ­სე­ბელ და შე­უ­სა­ბა­მო ად­გი­ლებს, მო­ყავთ უფ­რო არა გა­მარ­თლე­ბა იმის, რაც უც­ხო­უ­რია, არა­მედ მო­წო­ნე­ბა და ქე­ბა თა­ვი­ან­თი შრო­მე­ბის. იქა­დი­ან, რომ მო­სეს­თან ცხა­დად ნათ­ქვა­მი გა­მო­ცა­ნე­ბია და იფი­ცე­ბენ, რომ ისი­ნი და­ფა­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით აღ­სავ­სე წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბე­ბია და ბუნ­დო­ვა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხიბ­ლა­ვენ სუ­ლი­ერ გან­სჯას; და ასე შე­მო­აქვთ გან­მარ­ტე­ბე­ბი".

შემ­დეგ სხვა­გან ამ­ბობს: "მაგ­რამ ამ უმ­სგავ­სო­ბის სა­ხე სა­თა­ვეს იღებს იმ კა­ცის­გან, ვი­საც ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ყმაწ­ვი­ლი შევხვდი, რო­დე­საც ძა­ლი­ან სა­ხელ­განთქმუ­ლი იყო და ახ­ლაც არის იმ შრო­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რაც და­ტო­ვა, ვგუ­ლის­ხმობ ორი­გე­ნეს, ვი­სი დი­დე­ბაც ამ­გვარ სწავ­ლე­ბა­თა მოძღვრე­ბა­ში ძა­ლი­ან განთქმუ­ლი იყო. იგი იყო ამო­ნი­ო­სის[20] მსმე­ნე­ლი. ამო­ნი­ოს­მა ჩვენს დრო­ში დი­დად მი­უძღვნა თა­ვი ფი­ლო­სო­ფი­ას. ორი­გე­ნემ სიტ­ყვებ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მრა­ვა­ლი შემ­წე­ო­ბა მო­ი­პო­ვა მას­წავ­ლებ­ლი­სა­გან, ცხოვ­რე­ბის სწო­რი არჩე­ვა­ნის­თვის კი მი­სი სა­პი­რის­პი­რო გზა გან­ვლო. რად­გან ამო­ნი­ო­სი ქრის­ტი­ა­ნი იყო, ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში მშობ­ლე­ბის მი­ერ მოქ­ცე­ული; და რო­დე­საც ფი­ლო­სო­ფი­ურ აზ­როვ­ნე­ბას შე­უდ­გა, კვლავ კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით მო­ქა­ლა­ქო­ბა­ზე გა­და­ვი­და. ორი­გე­ნე კი ელი­ნი და ელი­ნუ­რი სწავ­ლე­ბე­ბით აღზრდი­ლი, ბარ­ბა­რო­სულ უგუ­ნუ­რე­ბა­ში გა­და­ვარ­და. ამა­ზე გაც­ვა­ლა თა­ვი­სი თა­ვი­ცა და სამ­წერ­ლო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბაც, ცხოვ­რობ­და ქრის­ტი­ა­ნუ­ლად და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ღმერ­თი­სა და საგ­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით ელი­ნობ­და და ელინ­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შეჰ­ქონ­და უც­ხო­ურ მი­თებ­ში. რად­გან მუ­დამ იმ­ყო­ფე­ბო­და პლა­ტონ­თან ერ­თად, და ესა­უბ­რე­ბო­და ნუ­მე­ნი­უ­სის და კრო­ნი­უ­სის, აპო­ლი­ფა­ნის და ლონ­გი­ნო­ზის, მო­დე­რა­ტო­სის და ნი­კო­მა­ქეს, და პი­თა­გო­რელ­თა შო­რის სა­ხე­ლო­ვან კაც­თა თხზუ­ლე­ბებს, სარ­გებ­ლობ­და სტო­ი­კოს ხე­რე­მო­ნო­სი­სა და კორ­ნუ­ტუ­სის[21] წიგ­ნე­ბით, მა­თი მეშ­ვე­ო­ბით ეც­ნო­ბო­და ელინ­თა მის­ტე­რი­ე­ბის სა­ხის­მეტ­ყვე­ლე­ბას და [მათ] იუ­დურ წიგ­ნებს უსა­და­გებ­და".

ეს თქვა პორ­ფი­რიმ ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­რილ თა­ვის მე­სა­მე თხზუ­ლე­ბა­ში. მან ჭეშ­მა­რი­ტე­ბა თქვა ამ კა­ცის წვრთნი­სა და მრა­ვალ­სწავ­ლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ აშ­კა­რად ცრუ­ობს (რას უნ­და მო­ე­ლო­დე ქრის­ტი­ა­ნო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გი­სა­გან?) მას­ში, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ იგი ელინ­თა­გან გად­მო­ვი­და, ხო­ლო ამო­ნი­ო­სი ღვთის­მო­სა­ვუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან წარ­მარ­თულ­ში გა­და­ვარ­და. რად­გან ორი­გე­ნემ ქრის­ტეს მოძღვრე­ბა მშობ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი შე­ი­ნარჩუნა, რაც ცხა­დი გახ­და ზე­მოთ გად­მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­ი­დან, ამო­ნი­ო­სი კი ღვთი­ურ ფი­ლო­სო­ფი­ას წმინ­დად და უშეც­დო­მოდ ინარჩუ­ნებ­და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე*, რო­გორც ერ­თგან მოწ­მობს ახ­ლან­დელ დრომ­დე შე­მო­ნა­ხუ­ლი ამ კა­ცის შრო­მე­ბი, და დი­დად არის სა­ხელ­განთქმუ­ლი იმ ნაშ­რო­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც დაგ­ვი­ტო­ვა; მა­გა­ლი­თად, თხზუ­ლე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით "მო­სე­სა და იე­სოს თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ" და მრა­ვა­ლი სხვაც მო­ი­პო­ვე­ბა.

ეს გად­მო­ი­ცა ცი­ლის­წა­მე­ბის, სიც­რუ­ი­სა და ელი­ნურ სწავ­ლე­ბებ­ში ორი­გე­ნეს იმ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბის საჩვე­ნებ­ლად, რის შე­სა­ხე­ბაც ამის მი­მართ მო­შურ­ნე­ო­ბის გა­მო მო­კიც­ხარ­თა­გან თავს იცავს და რო­მე­ლი­ღაც ეპის­ტო­ლე­ში ასე წერს: "მას შემ­დეგ, რაც ჩე­მი თა­ვი სიტ­ყვას მი­ვუძ­ღვე­ნი, და ჩვე­ნი უნა­რის შე­სა­ხებ ხმა გავ­რცელ­და, ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ მწვა­ლებ­ლე­ბი, ზოგ­ჯერ კი ელი­ნუ­რი გან­სწავ­ლუ­ლო­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით ფი­ლო­სო­ფი­ის მიმ­დევ­რე­ბი. მე ვფიქ­რობ­დი, გა­მო­მეკ­ვლია მწვა­ლე­ბელ­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც და ის გან­ცხა­დე­ბაც, რომ ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შე­სა­ხებ. ეს გა­ვა­კე­თეთ ჩვენს უწი­ნა­რეს მრა­ვალ­თა შემ­წე პან­ტე­ნო­სის მი­ბაძ­ვით, ვინც ამ სა­კით­ხებ­ში არა ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, და ახ­ლაც ალექ­სან­დრი­ელ­თა პრეს­ვი­ტე­რებს შო­რის მჯდო­მი იმ ჰე­რაკ­ლა­სის მი­ბაძ­ვი­თაც, რო­მე­ლიც ვი­პო­ვე ფი­ლო­სო­ფოს­თა სწავ­ლე­ბა­თა მოძ­ღვარ­თან, მას­თან უკ­ვე ხუ­თი წე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და გა­ნუყ­რე­ლად, ვიდ­რე მე და­ვიწ­ყებ­დი ამ სწავ­ლე­ბე­ბის მოს­მე­ნას. ამი­ტომ მა­შინ, რო­ცა ად­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ტა­ნი­სა­მოსს ატა­რებ­და, ახ­ლა გა­ი­ხა­და და ფი­ლო­სო­ფო­სის ტა­ნი­სა­მო­სი[22] მო­სავს, რა­საც დღემ­დე ატა­რებს, და ელინ­თა წიგ­ნე­ბის შეს­წავ­ლას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად არ წყვეტს".

და ამას ამ­ბობს ელი­ნუ­რი წვრთნის გა­მო თა­ვის დაც­ვი­სას. ამა­ვე დროს, რო­ცა იგი ცხოვ­რობ­და ალექ­სან­დრი­აში, გა­მოჩნდა ერ­თი ჯა­რის­კა­ცი და გა­დას­ცა დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პოს დე­მეტ­რი­ოსს და ეგ­ვიპ­ტის მა­შინ­დელ პრე­ფექტს წე­რი­ლე­ბი არა­ბე­თის მმარ­თვე­ლი­სა­გან, რა­თა სწრა­ფად გა­მო­ეგ­ზავ­ნა ორი­გე­ნე მას­თან სა­სა­უბ­როდ. და წა­ვი­და არა­ბეთ­ში, მოგ­ზა­უ­რო­ბის მი­ზანს მცი­რე ხან­ში მი­აღ­წია და კვლავ ალექ­სან­დრი­ა­ში დაბ­რუნ­და[23]. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ქა­ლაქ­ში არა მცი­რე ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა[24], მან მა­ლუ­ლად და­ტო­ვა ალექ­სან­დრია და გა­ე­მარ­თა პა­ლეს­ტი­ნის­კენ, და და­სახ­ლდა კე­სა­რი­აში. იქ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრეს­ვი­ტე­რად ჯერ არ იყო ხელ­დას­ხმუ­ლი, ად­გი­ლობ­რივ­მა ეპის­კო­პო­სებ­მა სთხო­ვეს ეკ­ლე­სი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ესა­უბ­რა და საღ­ვთო წე­რი­ლი გა­ნე­მარ­ტა. ეს რომ ასე იყო, ცხა­დია იქი­დან, რომ რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი ალექ­სან­დრე და კე­სა­რი­ის ეპ­სი­კო­პო­სი თე­ოკ­ტის­ტე დე­მეტ­რი­ო­სის შე­სა­ხებ წე­რენ, ასე იცა­ვენ თავს: "წე­რილს და­ურ­თო, რომ ეს არც არა­სო­დეს გა­გო­ნი­ლა, არც ახ­ლა ხდე­ბა, რომ ეპის­კო­პო­სე­ბის თან­დას­წრე­ბით ერის­კა­ცებ­მა იქა­და­გონ. არ ვი­ცი, რო­გორ ამ­ბობს იმას, რაც აშ­კა­რად არ არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. სა­დაც კი მო­ი­ძებ­ნე­ბო­და ძმე­ბის შე­წევ­ნი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო პი­როვ­ნე­ბე­ბი, წმინ­და ეპის­კო­პო­სე­ბი მათ მო­უხ­მობ­დნენ ერ­თან სა­სა­უბ­როდ. მა­გა­ლი­თად, ლა­რან­დო­ში ეველ­პისს მო­უხ­მო ნე­ონ­მა, იკო­ნი­ა­ში პავ­ლი­ნუსს - კელ­სუს­მა, და სი­ნა­და­ში თე­ო­დო­რეს - ატი­კუს­მა, ჩვენ­მა ნე­ტარ­მა ძმებ­მა. მსგავ­სად­ვე ხდე­ბო­და ეს სხვა ად­გი­ლებ­შიც, თუმ­ცა, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი არ არის"[25].

ამ სა­ხით მი­ა­გებ­დნენ პა­ტივს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პირს, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა იყო, არა მხო­ლოდ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი, არა­მედ უც­ხო­ე­ლე­ბიც. მაგ­რამ რად­გან დე­მეტ­რი­უს­მა კვლავ მო­უხ­მო წე­რი­ლით და კა­ცებ­მა, ეკ­ლე­სი­ის დი­აკ­ვნებ­მა, და­არ­წმუ­ნეს, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ალექ­სან­დრი­აში, იგი დაბ­რუნ­და და შე­უდ­გა საქ­მეს ჩვე­უ­ლი მო­შურ­ნე­ო­ბით.

 

XX

ამ დროს აღ­ზე­ვე­ბუ­ლი იყო მრა­ვა­ლი გან­სწავ­ლუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო კა­ცი. მა­თი ეპის­ტო­ლე­ები, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნეთს სწერ­დნენ, ჯერ კი­დევ არის შე­მორჩე­ნი­ლი და იო­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი არის. ისი­ნი ჩვენს დრომ­დე ინა­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სის ალექ­სან­დრეს მი­ერ მოწ­ყო­ბი­ლი აე­ლი­ას (იე­რუ­სა­ლი­მის - მთარგ.) ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში; სა­ი­და­ნაც ჩვენც შეგ­ვეძ­ლო ამ თე­მი­სათ­ვის მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბა.

მათ­გან ბე­რი­ლოს­მა[26] ეპის­ტო­ლე­ებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა მშვე­ნი­ე­რი თხზუ­ლე­ბე­ბიც დაგ­ვი­ტო­ვა. იგი იყო არაბ­თა ეპის­კო­პო­სი ბოს­ტრა­ში. ასე­ვე ჰი­პო­ლი­ტე­მაც, იგიც სად­ღაც სხვა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­დგო­მე­ლი იყო.

ჩვე­ნამ­დე აგ­რეთ­ვე მო­აღ­წია გაი­ო­ზის, ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კა­ცის, დი­ა­ლოგ­მა, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა რომ­ში ზე­ფი­რი­ნუ­სის დროს ფრი­გი­ელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბის გა­მო მო­კა­მა­თე პროკ­ლეს­თან. მას­ში იგი ლა­გამს ამო­დებს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სწრაფ­ვას და კად­ნი­ე­რე­ბას, შექ­მნას ახა­ლი წმინ­და წე­რი­ლი და წმინ­და მო­ცი­ქუ­ლის (ე. ი. პავ­ლეს _ მთარგ.) მხო­ლოდ ცა­მეტ ეპის­ტო­ლეს ახ­სე­ნებს, ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლეს არ აღ­რიც­ხავს და­ნარჩე­ნებ­თან ერ­თად, მას შემ­დეგ, რაც რო­მა­ელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი ახ­ლან­დელ დრომ­დე არ მი­ა­კუთ­ვნებს მას მო­ცი­ქულს.

 

XXI

მაგ­რამ ან­ტო­ნი­ნუ­სი შვი­დი წლი­სა და ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ფო­ბის შემ­დეგ შეც­ვა­ლა მაკ­რი­ნუს­მა. რო­დე­საც მან ერ­თი წე­ლი იმე­ფა, კვლავ სხვა ან­ტო­ნი­ნუს­მა[27] მი­ი­ღო რო­მა­ელ­თა მმარ­თვე­ლო­ბა. მის პირ­ველ წელს გარ­და­იც­ვა­ლა რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სი ზე­ფი­რი­ნუ­სი, რო­მელ­საც მთე­ლი თვრა­მე­ტი წე­ლი ეპ­ყრა მსა­ხუ­რე­ბა. მის შემ­დეგ ეპის­კო­პო­სო­ბა ჩა­ა­ბა­რეს კა­ლის­ტუს, რო­მელ­მაც იც­ხოვ­რა ხუ­თი წე­ლი და ურ­ბა­ნუსს[28] და­უ­ტო­ვა მსა­ხუ­რე­ბა.

ამ დროს იმ­პე­რა­ტორ­მა ალექ­სან­დრემ[29] იმემ­კვიდ­რა რო­მა­ელ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ან­ტო­ნი­ნუს­მა მხო­ლოდ ოთ­ხი წე­ლი იმე­ფა. ამ დროს ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში ას­კლე­პი­ა­დე შეც­ვა­ლა ფი­ლე­ტოს­მა[30].

ორი­გე­ნეს სა­ყო­ველ­თა­ოდ განთქმულ­მა სა­ხელ­მა მი­აღ­წია იმ­პე­რა­ტო­რის დე­დის, სა­ხე­ლად მა­მე­ას (ნე­ტავ, თუ იყო ვინ­მე სხვა ასე­თი ღვთის­მო­სა­ვი ქა­ლი) ყუ­რამ­დეც. მან მრა­ვა­ლი რამ მო­ი­მოქ­მე­და, რომ ამ კა­ცის ხილ­ვის ღირ­სი გამ­ხდა­რი­ყო და ყვე­ლა­სათ­ვის საკ­ვირ­ვე­ლი საღ­ვთო საგ­ნე­ბის შე­მეც­ნე­ბის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ეღო. იმ დროს იგი ან­ტი­ო­ქი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, და შუ­ბო­სა­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის თან­ხლე­ბით მი­იყ­ვა­ნა თა­ვის­თან, სა­დაც გარ­კვე­უ­ლი დრო დაჰ­ყო და მრა­ვა­ლი რამ უფ­ლი­სა და საღ­ვთო მოძღვრე­ბის სათ­ნო­ე­ბის სა­დი­დებ­ლად აჩვე­ნა. შემ­დეგ კი და­ე­შუ­რა ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

 

XXII

ამა­ვე დროს ჰი­პო­ლი­ტემ სხვა მრა­ვალ თხზუ­ლე­ბას­თან ერ­თად შე­ად­გი­ნა ტრაქ­ტა­ტი "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც იძ­ლე­ვა თა­რი­ღე­ბის აღ­წე­რას და ასე­ვე გად­მო­ცემს პა­სე­ქის შე­სა­ხებ თექვსმეტ­წლი­ა­ნი ციკ­ლის კა­ნონს, თა­რი­ღებს იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრეს პირ­ვე­ლი წლით გარ­შე­მო­წერს. მის და­ნარჩენ თხზუ­ლე­ბა­თა­გან ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია შემ­დეგ­მა: "ექვსთა დღე­თათ­ვის", "იმის­თვის, რაც იყო ექ­ვსი დღის შემ­დეგ", "მარ­კი­ო­ნის მი­მართ", "ქე­ბი­სათ­ვის"*, "ეზი­კი­ე­ლის ნა­წი­ლე­ბი­სათ­ვის", "პა­სე­ქის შე­სა­ხებ", "ყვე­ლა მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", და მრა­ვა­ლი სხვაც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩნდეს მრა­ვალ ადა­მი­ან­თან შე­მორჩე­ნი­ლი.

----------------------------------------------------------

* ძვ. ქართ. თარგმანი იხ. "შატბერდის კრებული" - მთარგ.

 

XXIII

ამ ჟა­მი­დან საღ­ვთო წე­რი­ლის ორი­გე­ნე­სე­ულ­მა გან­მარ­ტე­ბებ­საც და­ე­დო სა­თა­ვე, რო­დე­საც ამ­ბრო­სიმ აღ­ძრა იგი არამ­ხო­ლოდ ათა­სო­ბით სიტ­ყვი­ე­რი შე­გო­ნე­ბე­ბით და მო­წო­დე­ბე­ბით, არა­მედ სა­თა­ნა­დო საგ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე უშურ­ვე­ლად მო­მა­რა­გე­ბი­თაც. რად­გან მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და მი­სი კარ­ნა­ხით მო­მუ­შა­ვე შვიდ­ზე მე­ტი სწრაფჩამ­წე­რი, რომ­ლე­ბიც და­წე­სე­ბულ დროს ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ; არა­ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის გა­დამ­წე­რი და ასე­ვე კა­ლიგ­რა­ფი­ა­ში გაწვრთნი­ლი გო­გო­ნე­ბი. ყვე­ლა მათ­განს ამ­ბრო­სი ამა­რა­გებ­და უხ­ვად, რაც სა­ჭი­რო იყო. და ჭეშ­მა­რი­ტად, საღ­ვთო წე­რი­ლის შეს­წავ­ლა­სა და მო­შურ­ნე­ო­ბა­ში ენი­თა­უ­წე­რე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბას უნერ­გავ­და მას, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით აქე­ზებ­და გან­მარ­ტე­ბე­ბის შე­სად­გე­ნად.

ასე­თი იყო საქ­მის ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ურ­ბა­ნუ­სი რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის რვაწ­ლი­ა­ნი ეპის­კო­პო­სო­ბის შემ­დეგ შეც­ვა­ლა პონ­ტი­ა­ნუს­მა, ან­ტი­ო­ქი­ელ­თა [ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სის] ფი­ლე­ტო­სის შემ­დეგ მო­ვი­და ძე­ბე­ნო­სი[31]. მა­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის დროს სა­ეკ­ლე­სიო საქ­მე­ე­ბი­სათ­ვის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­მო ელა­და­ში პა­ლეს­ტი­ნის გავ­ლით წარგზნავ­ნი­სას ორი­გე­ნემ კე­სა­რი­ა­ში ად­გი­ლობ­რივ ეპის­კო­პოს­თა­გან პრეს­ვი­ტე­რის ხელ­დას­ხმა მი­იღო. ამ საქ­ცი­ე­ლის გა­მო მის გარ­შე­მო წარ­მოქ­მნი­ლი მღელ­ვა­რე­ბა და ამ აღ­ძრუ­ლი სა­კით­ხე­ბის გა­მო ეკ­ლე­სი­ა­თა წი­ნამ­დგო­მე­ლე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი, და ის, თუ რამ­დე­ნი სხვა რამ საღ­ვთო სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მო­ი­ტა­ნა მან, რო­დე­საც აღ­ზე­ვე­ბუ­ლი იყო; - ყო­ვე­ლი­ვე ამას ცალ­კე თხზუ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა და ჩვენ მის გა­მო შექ­მნი­ლი "აპო­ლო­გი­ის" მე­ო­რე წიგ­ნში საკ­მა­რი­სად აღ­ვწე­რეთ.

 

XXIV

მაგ­რამ ამ ამ­ბებს უნ­და და­ვურ­თოთ, რა­საც "იო­ა­ნეს [სა­ხა­რე­ბის] გან­მარ­ტე­ბა­თა" მე­ექ­ვსე წიგ­ნში აღ­ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლი ხუ­თი ჯერ კი­დევ ალექ­სან­დრი­ა­ში ყოფ­ნი­სას შე­ად­გი­ნა. მაგ­რამ მთე­ლი სა­ხა­რე­ბი­სათ­ვის ამ შრო­მი­დან ჩვე­ნამ­დე მხო­ლოდ ოც­და­ორ­მა ტომ­მა მო­აღ­წია. "შე­საქ­მი­სათ­ვის" (სულ არის ოცი) მეც­ხრე წიგ­ნში აღ­ნიშ­ნავს, რომ არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი რვა წიგ­ნი და­წე­რა ალექ­სან­დრი­აში, არა­მედ ასე­ვე პირ­ვე­ლი ოც­და­ხუ­თი ფსალ­მუ­ნი­სათ­ვის და "გო­დე­ბა­თათ­ვის"* [გან­მარ­ტე­ბე­ბი], რო­მელ­თა­გან ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია ხუთ­მა ტომ­მა; მათ­ში მო­იხ­სე­ნი­ებს თხზუ­ლე­ბას "აღ­დგო­მის შე­სა­ხებ", ეს არის ორი [ტო­მი]. არა მხო­ლოდ ესე­ნი, არა­მედ "საწ­ყი­სე­ბის შე­სა­ხე­ბაც" ალექ­სან­დრი­ი­დან გა­დას­ვლამ­დე და­წე­რა. და ასე­ვე "სტრო­მა­ტე­ბად" და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბა, რიც­ხვით ათი, ამა­ვე ქა­ლაქ­ში ალექ­სან­დრეს ზე­ო­ბის დროს შე­ად­გი­ნა, რო­გორც ამას ცხად­ყოფს ტო­მე­ბის თავ­ში თა­ვი­სი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი.

------------------------------------------------------

* "იერემიას გოდებანი" - მთარგ.

 

XXV

რო­დე­საც გან­მარ­ტავს პირ­ველ ფსალ­მუნს, გად­მო­ცემს ძვე­ლი აღთქმის წმინ­და წე­რილ­თა ჩა­მო­ნათ­ვალს, და სიტ­ყვა-სიტ­ყვით წერს შემ­დეგს: "უც­ნო­ბი არ უნ­და იყოს, რომ არ­სე­ბობს ოც­და­ო­რი კა­ნო­ნი­კუ­რი წიგ­ნი, რო­გორც ებ­რა­ე­ლე­ბი გად­მოგ­ვცე­მენ, რამ­დე­ნი ასოც არის მათ­თან".

შემ­დეგ დას­ძენს: "ებ­რა­უ­ლის მი­ხედ­ვით არის ოც­და­ო­რი წიგ­ნი: ჩვენ­თან "შე­საქ­მედ" ზე­და­წარ­წე­რი­ლი, ებ­რა­ე­ლებ­თან კი, წიგ­ნის და­საწ­ყი­სი­დან, "ბრე­სით", რაც ნიშ­ნავს "და­სა­ბამ­ში"; "გა­მოს­ვლა" - "უე­ლე სმოთ", რაც ნიშ­ნავს "ეს არის სა­ხე­ლე­ბი"; "ლე­ვი­ან­ნი", - "უეკ­რა", "და მო­უ­წო­და"; "რიცხვნი", - "ამეს ფე­კო­დე­იმ". "მე­ო­რე რჯუ­ლი", - "ელ­ლე ად­დე­ბა­რე­იმ", "ეს სიტ­ყვე­ბია"; "იე­სო ძე ნა­ვე­სი", - "იო­სუე ბენ ნუნ"; "მსა­ჯულ­ნი", "რუ­თი", - მათ­თან არის ერთ წიგ­ნად, "სოფ­ტე­იმ"; "მე­ფე­თა" I, II, მათ­თან არის ერთ წიგ­ნში "სა­მუ­ელი, - "ღვთივრჩე­ული"; "მე­ფე­თა" III, IV, ერთ წიგ­ნშია, "უა­მელქ და­ვიდ", რაც ნიშ­ნავს, "და­ვი­თის სა­მე­ფო"; "ნეშ­ტთა" I, II, ერთ წიგ­ნშია, "დაბ­რე ია­მე­ინ", რაც ნიშ­ნავს, "დღე­თა სიტ­ყვე­ბი", "ეზ­რა" I, II, ერთ წიგ­ნშია, "ეზ­რა", რაც ნიშ­ნავს "შემ­წე"; ფსალ­მუნ­თა წიგ­ნი, - "სფარ თელ­ლე­იმ". "სო­ლო­მო­ნის იგავ­ნი", - "მე­ლოთ"; "ეკ­ლე­სი­ას­ტე" - "კო­ელთ"; "ქე­ბა ქე­ბა­თა" (არა რო­გორც ზო­გი­ერთს მიაჩნია "ქე­ბა­ნი ქე­ბა­თა") - "სირ ას­სი­რე­იმ"; "ესაია" - "იეს­სია"; "იე­რე­მია" "გო­დე­ბას­თან" და "ეპის­ტო­ლეს­თან" ერ­თად არის ერთ წიგ­ნში, - "იე­რე­მია"; "და­ნი­ელი" - "და­ნი­ელი"; "ეზე­კი­ელი" - "ეზე­კი­ელი"; "იობი" - "იობი"; "ეს­თე­რი" - "ეს­თე­რი". ამათ შო­რის არ არის "მა­კა­ბე­ლე­ბი", რო­მე­ლიც და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლია "სარ ბეთ სა­ბა­ნაი ელ".

ამას გად­მო­ცემს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ნაშ­რომ­ში. "მა­თეს სა­ხა­რე­ბის [გან­მარ­ტე­ბე­ბის]" პირ­ველ წიგ­ნში, სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნის დაც­ვით, და­ა­მოწ­მებს, რომ იც­ნობს მხო­ლოდ ოთხ სა­ხა­რე­ბას, და ასე წერს: "რო­გორც გად­მო­ცე­მით ვის­წავ­ლეთ ოთ­ხი სა­ხა­რე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც არის ერ­თა­დერ­თი უეჭ­ვე­ლი ცის ქვეშ არ­სე­ბულ ღვთის ეკ­ლე­სი­აში, რომ პირ­ვე­ლი და­ი­წე­რა ოდეს­ღაც მე­ბა­ჟის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იე­სო ქრის­ტეს მო­ცი­ქუ­ლის მა­თეს მი­ხედ­ვით, ვინც ეს ებ­რა­ულ ენა­ზე შედ­გე­ნი­ლი გა­მოს­ცა იუ­და­იზ­მი­დან გად­მო­სუ­ლი მორ­წმუ­ნე­ე­ბი­სათ­ვის. მე­ო­რე კი არის მარ­კო­ზის. რო­გორც პეტ­რემ უამ­ბო მას, მა­ნაც ისე და­წე­რა, ვი­საც [თა­ვის] ძედ აღი­ა­რებს კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლე­ში, რო­დე­საც ამ­ბობს: "მო­კით­ხვას გით­ვლი­ან ბა­ბი­ლონ­ში თა­ნარჩე­უ­ლი და მარ­კო­ზი, ძე ჩემი" (1 პეტ. 5, 13). მე­სა­მე კი არის ლუ­კას მი­ხედ­ვით, პავ­ლეს მი­ერ ნა­ქე­ბი სა­ხა­რე­ბა წარ­მარ­თთა­გან გად­მო­სულ­თათ­ვის შექ­მნი­ლი. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს კი [სა­ხა­რე­ბა] იო­ა­ნეს მი­ხედ­ვით".

"იო­ა­ნეს [სა­ხა­რე­ბა­ზე] გან­მარ­ტე­ბე­ბის" მე­ხუ­თე წიგ­ნში იგი­ვე პი­რი მო­ცი­ქულ­თა ეპის­ტო­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ამას ამ­ბობს: "ის, ვის­თვი­საც საკ­მა­რი­სი იყო გახ­დო­მა მსა­ხუ­რად ახა­ლი აღთქმის არა ასოს, არა­მედ სუ­ლის, - პავ­ლე, ვინც სა­ხა­რე­ბით აღავ­სო იე­რუ­სა­ლი­მი­დან მრგვლივ­შე­მოვ­ლით ილი­რი­კი­ამ­დე, ყვე­ლა იმ ეკ­ლე­სი­ებს რო­დი წერ­და, რომ­ლებ­საც ას­წავ­ლი­და, მაგ­რამ რომ­ლებ­საც წერ­და, მუხ­ლე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას უგ­ზავ­ნი­და. პეტ­რემ კი, რო­მელ­ზეც ქრის­ტემ ეკ­ლე­სია და­ა­ფუძ­ნა, რო­მელ­საც ჰა­დე­სის ბჭე­ნი ვერ დაძ­ლე­ვენ, დაგ­ვი­ტო­ვა ერ­თი აღი­ა­რე­ბუ­ლი ეპის­ტო­ლე, შე­საძ­ლოა მე­ო­რეც; რად­გან ის სა­ეჭ­ვოა. რა უნ­და ვთქვა იე­სოს მკერ­დზე მიყრდნო­ბი­ლის, იო­ა­ნეს შე­სა­ხებ, ვინც დაგ­ვი­ტო­ვა ერ­თი სა­ხა­რე­ბა, ვინც აღი­ა­რებ­და, რომ შე­ეძ­ლო იმ­დე­ნის შექ­მნა, რი­სი და­ტევ­ნა­საც ქვეყ­ნი­ე­რე­ბა ვერ შეძ­ლებ­და; მან და­წე­რა "გა­მოც­ხა­დე­ბაც", ვი­საც ნაბ­რძა­ნე­ბი ჰქონ­და და­დუ­მე­ბუ­ლი­ყო და არ და­ე­წე­რა შვი­დი ქუ­ხი­ლის ხმე­ბი? მან აგ­რეთ­ვე დაგ­ვი­ტო­ვა ძა­ლი­ან მცი­რე­რიც­ხო­ვა­ნი მუხ­ლე­ბი­სა­გან შემ­დგა­რი ეპის­ტო­ლე, შე­საძ­ლოა მე­ო­რეც და მე­სა­მეც; რად­გან ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა ესე­ნი არ არის ნამ­დვი­ლი. გარ­და იმი­სა, რომ ორი­ვე ერ­თად არ შე­ი­ცავს ას მუხ­ლსაც".

მათ გარ­და "ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლეს" შე­სა­ხებ მას­ზე და­წე­რილ "ქა­და­გე­ბებ­ში" ასე მსჯე­ლობს: "ის, რომ "ებ­რა­ელ­თა მი­მართ" ზე­და­წარ­წე­რი­ლი ეპის­ტო­ლის სიტ­ყვა­თა წყო­ბის ხა­სი­ა­თი არ აქვს მო­ცი­ქუ­ლის უბ­რა­ლო­ე­ბას სიტ­ყვა­ში, რაც ნიშ­ნავს სტილ­ში, არა­მედ ეპის­ტო­ლე სიტ­ყვა­თა წყო­ბით უფ­რო ელი­ნუ­რია; ამას ალ­ბათ ყვე­ლა აღი­ა­რებს, ვი­საც შეს­წე­ვა უნა­რი გან­სა­ჯოს სიტ­ყვათ­წყო­ბის განსხვა­ვე­ბა. მაგ­რამ კვლავ, რად­გან ეპის­ტო­ლის აზ­რე­ბი საკ­ვირ­ვე­ლი არის და არ ჩა­მორჩე­ბა მო­ცი­ქუ­ლის აღი­ა­რე­ბულ ნა­წე­რებს; იმას, რომ ესეც არის ჭეშ­მა­რი­ტი ალ­ბათ და­ე­თან­ხმე­ბა ყვე­ლა, ვინც ყუ­რად­ღე­ბით წა­ი­კით­ხავს მო­ცი­ქუ­ლის ნა­წე­რებს".

შემ­დეგ დას­ძენს: "მე კი, თუ გა­ვაც­ხა­დებ ჩემს მო­საზ­რე­ბას, ვიტ­ყვი, რომ აზ­რე­ბი მო­ცი­ქუ­ლის არის, სტი­ლი და სიტ­ყვათ­წყო­ბა კი ვინ­მე მო­ცი­ქუ­ლის [სწავ­ლე­ბე­ბის] მეხ­სი­ე­რე­ბით აღმდგე­ნე­ლის და რო­გორც მოძღვრის მი­ერ ნათ­ქვა­მის ჩამ­წე­რის. ამ­გვა­რად, თუ რო­მე­ლი­მე ეკ­ლე­სი­ას ეს ეპის­ტო­ლე უპ­ყრია რო­გორც პავ­ლე­სი, იგი შე­ქე­ბულ უნ­და იქ­ნას ამის გა­მოც; რად­გან და­უ­ფიქ­რებ­ლად არ გად­მო­უ­ცი­ათ იგი ძველ კა­ცებს რო­გორც პავ­ლეს კუთ­ვნი­ლე­ბა. მაგ­რამ ის, თუ ვინ და­წე­რა ეს ეპის­ტო­ლე, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ღმერ­თმა იცის. ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ის­ტო­რი­ის მი­ხედ­ვით, ზო­გი ამ­ბობს, რომ ეპის­ტო­ლე და­წე­რა კლი­მენ­ტიმ, ვინც იყო რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სი, ზო­გი კი, - რომ ლუ­კამ, ვინც და­წე­რა სა­ხა­რე­ბა და "საქ­მე­ები".

 

XXVI

მაგ­რამ ეს ვიკ­მა­როთ. ეს იყო ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის მე­ა­თე წელს, რო­დე­საც ორი­გე­ნე ალექ­სან­დრი­ი­დან კე­სა­რი­ა­ში გა­და­ვი­და, ად­გი­ლობ­რივ მაც­ხოვ­რე­ბელ­თა კა­თაკ­მე­ველ­თა და­მოძღვრის სას­წავ­ლე­ბე­ლი და­უ­ტო­ვა ჰე­რაკ­ლასს. მცი­რე ხნის შემ­დეგ კი აღეს­რუ­ლა ალექ­სან­დრი­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი დე­მეტ­რი­ო­სიც, რო­მე­ლიც სრუ­ლი ორ­მოც­და­სა­მი წე­ლი ეწე­ო­და მსა­ხუ­რე­ბას. იგი შეც­ვა­ლა ჰე­რაკ­ლას­მა[32].

 

XXVII

ამ დროს გა­მოჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო ფირ­მი­ლი­ა­ნე[33], კა­პა­დო­კი­ელ­თა კე­სა­რი­ის ეპის­კო­პო­სი. მას ორი­გე­ნე­სად­მი ისე­თი მო­შურ­ნე­ო­ბა ჰქონ­და, რომ ზოგ­ჯერ მას მო­უხ­მობ­და თა­ვის მხა­რე­ში ეკ­ლე­სი­ე­ბის შე­წევ­ნი­სათ­ვის, ზოგ­ჯერ კი თვი­თონ მი­ემ­გზავ­რე­ბო­და იუ­დე­ა­ში და გარ­კვე­ულ დროს მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და საღ­ვთო საგ­ნებ­ში სრულ­ყო­ფის მიზ­ნით. არა მხო­ლოდ იგი, არა­მედ იე­რუ­სა­ლი­მელ­თა წი­ნამ­დგო­მე­ლი ალექ­სან­დრეც და თე­ოკ­ტის­ტეც, კე­სა­რი­ა­ში [ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­დგო­მე­ლი], მთე­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან რჩე­ბოდ­ნენ, რო­გორც ერ­თა­დერთ მოძ­ღვარ­თან, და საღ­ვთო წე­რი­ლი­სა და სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბის სხვა სა­კით­ხე­ბის გან­მარ­ტე­ბას მას უთ­მობ­დნენ.

 

XXVIII

რო­მა­ელ­თა იმ­პე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე ცა­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის პყრო­ბის შემ­დეგ შეც­ვა­ლა კე­ი­სარ­მა მაქ­სი­მინ­მა[34]. მან დევ­ნუ­ლე­ბა აღ­ძრა ალექ­სან­დრეს სახ­ლი­სად­მი სი­ძულ­ვი­ლის გა­მო, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი მორ­წმუ­ნი­სა­გან შედ­გე­ბო­და. ბრძა­ნა, და­ე­ხო­ცათ მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ე­ბის მე­თა­უ­რე­ბი რო­გორც სა­ხა­რე­ბის სწავ­ლე­ბის მო­თა­ვე­ნი. მა­შინ ორი­გე­ნე­მაც შექ­მნა "მო­წა­მე­ო­ბის შე­სა­ხებ" თხზუ­ლე­ბა და მი­უძღვნა ამ­ბროსს და პრო­ტოქ­ტე­ტუსს, კე­სა­რი­ა­ში სამ­რევ­ლოს ხუ­ცესს; რად­გან ორი­ვეს არაჩვე­უ­ლებ­რი­ვად მძი­მე ვი­თა­რე­ბა შე­ექ­მნათ დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს. გად­მო­ცე­მით ამ დროს არა უმე­ტეს სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც მაქ­სი­მი­ნი მე­ფობ­და, ამ კა­ცებ­მა აღ­მსა­რებ­ლო­ბით გა­ნით­ქვეს სა­ხე­ლი. დევ­ნუ­ლე­ბის ამ ჟამს ორი­გე­ნე აღ­ნიშ­ნავს "იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბის" ოც­და­მე­ო­რე წიგ­ნში და სხვა­დას­ხვა ეპის­ტო­ლე­ებ­შიც.

 

XXIX

რო­დე­საც მაქ­სი­მი­ნის შემ­დეგ რო­მა­ელ­თა მმარ­თვე­ლო­ბა მი­ი­ღო გორ­დი­ა­ნემ[35], რომ­ში ეკ­ლე­სი­ის ექვსწლი­ა­ნი ეპის­კო­პო­სო­ბის შემ­დეგ პონ­ტი­ა­ნუ­სი შეც­ვა­ლა ან­ტე­როს­მა, ეს კი ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ - ფა­ბი­ა­ნემ[36]. ამ­ბო­ბენ, რომ ან­ტე­რო­სის აღ­სრუ­ლე­ბის შემ­დეგ ფა­ბი­ა­ნე სხვებ­თან ერ­თად სოფ­ლი­დან რომ­ში ჩა­მო­ვი­და და და­სახ­ლდა, სა­დაც ყვე­ლა­ზე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად საღ­ვთო და ცი­უ­რი მად­ლის მი­ერ ამ ხა­რის­ხზე ავი­და. რად­გან რო­დე­საც ყვე­ლა ძმა ეპის­კო­პო­სი მო­მა­ვა­ლი შემცვლე­ლის ხელ­დას­ხმის გა­მო იყო შეკ­რე­ბი­ლი, და მრა­ვა­ლი გა­მოჩე­ნი­ლი და სა­ხე­ლო­ვა­ნი კა­ცი მრა­ვალს ედო გულ­ში, ფა­ბი­ა­ნე არც ერთ იქ დამსწრეს არ მოს­დი­ო­და აზ­რად. მაგ­რამ იხ­სე­ნე­ბენ, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზე­მო­დან ჩა­მოფ­რინ­და მტრე­დი და დაჯ­და მის თავ­ზე, მტრე­დის სა­ხით მაც­ხო­ვარ­ზე სუ­ლიწ­მინ­დის გად­მოს­ვლის აშ­კა­რა მი­ბაძ­ვით; რის­თვი­საც მთელ­მა ხალ­ხმა, რო­გორც ერ­თი ღვთის სუ­ლის მი­ერ აღ­ძრულ­მა, მთე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბით ერ­თსუ­ლოვ­ნად შეს­ძა­ხა "ღირს არს", და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აიყ­ვა­ნეს და დას­ვეს სა­ე­პის­კო­პო­სო საყ­დარ­ზე.

რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი ძე­ბე­ნო­სი, მმარ­თვე­ლო­ბა ბა­ბი­ლამ[37] მი­იღო. ალე­სან­დრი­ა­ში კი, რო­ცა დე­მეტ­რი­ო­სის შემ­დეგ ჰე­რაკ­ლას­მა მი­ი­ღო მსა­ხუ­რე­ბა, კა­თაკ­მე­ველ­თა და­მოძღვრის ად­გი­ლობ­რი­ვი სას­წავ­ლებ­ლის მმარ­თვე­ლო­ბა გა­და­ვი­და დი­ო­ნი­სე­ზე, ისიც ორი­გე­ნეს ერთ-ერ­თი მო­წა­ფე იყო[38].

 

XXX

რო­დე­საც ორი­გე­ნე კე­სა­რი­ა­ში მის­თვის ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ოდა, მრა­ვა­ლი მი­ვი­და მას­თან, არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ობა, არა­მედ ათა­სო­ბით უც­ხო­ე­ლი მო­წა­ფე, რომ­ლებ­მაც და­ტო­ვეს თა­ვი­ან­თი სამ­შობ­ლო. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოჩე­ნილს ვიც­ნობთ თე­ო­დო­რეს, რო­მე­ლიც არის იგი­ვე ეს, ჩვენს დრო­ში ეპის­კო­პოს­თა შო­რის სა­ხელ­განთქმუ­ლი გრი­გო­ლი, და მი­სი ძმა ათე­ნო­დო­რი[39]. ისი­ნი, ორი­ვე ძლი­ერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყ­ვნენ ელი­ნუ­რი და რო­მა­უ­ლი სწავ­ლე­ბე­ბით, მან (ორი­გე­ნემ - მთარგ.) კი მათ­ში ფი­ლო­სო­ფი­ის ტრფი­ა­ლი შე­ი­ტა­ნა და და­არ­წმუ­ნა, რომ მა­თი პირ­ვე­ლი მო­შურ­ნე­ო­ბა საღ­ვთო საგ­ნებ­ში წვრთნა­ზე გა­და­ეც­ვა­ლათ. სრუ­ლი ხუ­თი წე­ლი დაჰ­ყვეს მას­თან ერ­თად, ასე მი­ვიდ­ნენ საღ­ვთო საგ­ნებ­ში სრულქმნამ­დე, ისე რომ ორი­ვე პონ­ტოს ეკ­ლე­სი­ე­ბის ეპის­კო­პო­სო­ბის ღირ­სი შე­იქ­ნა.

 

XXXI

ამ დროს ცნო­ბი­ლი იყო "კეს­ტე­ბით" და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის მწე­რა­ლი აფ­რი­კა­ნუ­სიც. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მის მი­ერ ორი­გე­ნე­სად­მი მი­წე­რი­ლი ეპის­ტო­ლე; იგი გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იყო თუ არა ყალ­ბი და ნათ­ხზი და­ნი­ე­ლის წიგ­ნში სუ­სა­ნას ამ­ბა­ვი[40]. ორი­გე­ნე მას ყვე­ლა­ზე სრულ პა­სუხს სწერს. ჩვე­ნამ­დე ასე­ვე მო­აღ­წია ამა­ვე აფ­რი­კა­ნუ­სის სხვა ზედ­მი­წევ­ნით ნაღ­ვაწ­მა შრო­მამ "ჟამ­თა­აღ­წე­რე­ბის" რიც­ხვით ხუთ­მა წიგ­ნმა. მას­ში ამ­ბობს, რომ იგი გა­ემ­გზავ­რა ალექ­სან­დრი­ა­ში ჰე­რაკ­ლა­სის დი­დი სა­ხე­ლის გა­მო, ვინც ფი­ლო­სო­ფი­ურ სწავ­ლე­ბებ­სა და ელინ­თა სხვა მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში საკ­მა­ოდ გა­მოჩე­ნი­ლი იყო და მინ­დო­ბი­ლი ჰქონ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სო­ბა, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია იმა­ვე აფ­რი­კა­ნუ­სის სხვა ეპის­ტო­ლეც არის­ტი­დეს მი­მართ, მა­თეს­თან და ლუ­კას­თან ქრის­ტეს გვარ­ტო­მო­ბის სა­ვა­რა­უ­დო უთან­ხმო­ე­ბის შე­სა­ხებ; მას­ში ყვე­ლა­ზე ნათ­ლად ად­გენს მა­ხა­რე­ბელ­თა თან­ხმო­ბას მას­თან მოღ­წე­უ­ლი ის­ტო­რი­ი­დან, რაც წი­ნამ­დე­ბა­რე შრო­მის პირ­ველ წიგ­ნში ჯე­როვ­ნად გად­მო­ვე­ცით.

 

XXXII

ამა­ვე დროს ორი­გე­ნე­მაც შე­ად­გი­ნა "გან­მარ­ტე­ბე­ბი ესაი­აზე" და ეზე­კი­ელ­ზეც. მათ­გან ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია გან­მარ­ტე­ბე­ბის ოც­და­ათ­მა ტომ­მა ესაი­ას მე­სა­მე ნა­წილ­ზე, უდაბ­ნო­ში მხეც­თა ხილ­ვამ­დე, ეზე­კი­ელ­ზე კი - ოც­და­ხუთ­მა; მხო­ლოდ ეს თხზუ­ლე­ბე­ბი შექ­მნა ყვე­ლა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის [გან­მარ­ტე­ბე­ბი­სათ­ვის]. რო­დე­საც იმ­ყო­ფე­ბო­და ათენ­ში, და­ას­რუ­ლა ეზე­კი­ე­ლის, და და­იწ­ყო "ქე­ბა ქე­ბა­თას", და იქ მი­ვი­და მე­ხუ­თე წიგ­ნამ­დე. რო­დე­საც დაბ­რუნ­და კე­სა­რი­აში, ესეც ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნა, - რიც­ხვით ათი. რა სა­ჭი­როა, წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რომ­ში ჩა­მოვ­თვა­ლოთ ამ კა­ცის თხზუ­ლე­ბე­ბი, რაც სა­გან­გე­ბო შეს­წავ­ლას ით­ხოვს? ეს ჩვენ ჩავ­წე­რეთ პამ­ფი­ლის, ჩვე­ნი დრო­ის წმინ­და მო­წა­მის, ცხოვ­რე­ბის აღ­წე­რა­ში, რო­მელ­შიც წარ­მო­ვად­გი­ნეთ პამ­ფი­ლის საღ­ვთო მო­შურ­ნე­ო­ბის საქ­მე­ები; გად­მო­ვე­ცით მის მი­ერ შე­მოკ­რე­ბი­ლი ორი­გე­ნეს და სხვა სა­ეკ­ლე­სიო მწერ­ლე­ბის შრო­მა­თა ბიბ­ლი­ო­თე­კის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ვი­საც სურს, აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორი­გე­ნეს ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი შრო­მე­ბის უს­რუ­ლე­სი ცოდ­ნა[41]. ახ­ლა კი გა­და­ვი­დეთ მომ­დევ­ნო ამ­ბავ­ზე.

 

XXXIII

ბე­რი­ლი­ოს­მა, ახ­ლა­ხან ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ­მა არა­ბე­თის ბოს­ტრას ეპის­კო­პოს­მა, გა­და­უხ­ვია სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნებს და სცა­და სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სათ­ვის უც­ხო რამ [სწავ­ლე­ბის] შე­მო­ტა­ნა. კად­ნი­ე­რად ამ­ბობ­და, რომ ჩვე­ნი უფა­ლი და მაც­ხო­ვა­რი უწი­ნა­რეს ადა­მი­ა­ნებ­თან დამ­კვიდ­რე­ბი­სა სა­კუ­თა­რი არ­სის გარ­შე­მო­წე­რის მი­ხედ­ვით არ არ­სე­ბობ­და, არც სა­კუ­თა­რი ღმრთე­ე­ბა გააჩნდა, არა­მედ მხო­ლოდ მა­მა მკვიდ­რობ­და მას­ში. ამის გა­მო ამ კაც­თან მრა­ვა­ლი ეპის­კო­პო­სი აწარ­მო­ებ­და ძი­ე­ბებ­სა და დი­ა­ლო­გებს. მათ­თან ერ­თად მოწ­ვე­უ­ლი ორი­გე­ნე მი­ვი­და მას­თან სა­სა­უბ­როდ პირ­ველ რიგ­ში იმი­სათ­ვის, რომ გა­ერ­კვია, თუ რა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და; რო­დე­საც შე­იტ­ყო, თუ რას ამ­ბობ­და, მან შე­უს­წო­რა, რაც არ იყო მართლმა­დი­დებ­ლუ­რი, მსჯე­ლო­ბით და­არ­წმუ­ნა, დოგ­მა­ტის შე­სა­ხებ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ად­გი­ნა და თავ­და­პირ­ველ საღ შე­ხე­დუ­ლე­ბა­ზე და­აბ­რუ­ნა. ახ­ლან­დელ დრომ­დე არის მოღ­წე­უ­ლი ჩა­ნა­წე­რი ბე­რი­ლი­უ­სის და მის გა­მო შემ­დგა­რი სი­ნო­დის, მას­თან ერ­თად მის მი­მართ თა­ვის დი­ო­ცეზ­ში ორი­გე­ნეს კით­ხვე­ბი­სა და სა­უბ­რე­ბის, და ყო­ვე­ლი­ვე იმი­სა, რაც იმ დროს მოხ­და. სხვა მრა­ვალ­საც გად­მოგ­ვცე­მენ ზე­პი­რად ორი­გე­ნეს შე­სა­ხებ ჩვე­ნი დრო­ის მო­ხუ­ცე­ბი, რა­საც ვფიქ­რობ, რომ გვერ­დი უნ­და ავუ­არო, რად­გან წარ­მოდ­გე­ნილ ნაშ­რომს არ ეხე­ბა. რაც კი მის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ვი­ცო­დეთ, ესე­ნი მის გა­მო ჩვე­ნი დრო­ის წმინ­და მო­წა­მის პამ­ფი­ლის და ჩვენს მი­ერ ნაღ­ვა­წი აპო­ლო­გი­ი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იკ­რი­ბოს. იგი სა­ბა­ბის მა­ძი­ე­ბელ­თა გა­მო ერ­თად მო­შურ­ნე­ო­ბით შევ­კრი­ბეთ.

 

XXXIV

რო­დე­საც სრუ­ლი ექ­ვსი წლის შემ­დეგ გორ­დი­ა­ნემ და­ას­რუ­ლა რო­მა­ელ­თა მმარ­თვე­ლო­ბა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­და­ვი­და ფი­ლი­პე­ზე, მის ვაჟ­თან ფი­ლი­პეს­თან[42] ერ­თად. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, იგი იყო ქრის­ტი­ა­ნი და პა­სე­ქის უკა­ნას­კნე­ლი ღა­მის­თე­ვის დღეს ისურ­ვა, ეკ­ლე­სი­ა­ში ხალხს ზი­ა­რე­ბო­და ლოც­ვებ­ში, მაგ­რამ იმ­დრო­ინ­დელ­მა წი­ნამ­დგო­მელ­მა არ შე­უშ­ვა, ვიდ­რე არ აღი­ა­რა და აღ­რაც­ხა თა­ვი­სი თა­ვი ცოდ­ვა­ში მყო­ფებს შო­რის, და და­ა­ყე­ნა იგი სი­ნა­ნუ­ლი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლას; რად­გან სხვაგ­ვა­რად, თუ ამას არ გა­ა­კე­თებ­და, არა­სო­დეს არ იქ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი [ეკ­ლე­სი­აში] მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ბრალ­დე­ბის გა­მო. ამ­ბო­ბენ, რომ წა­დი­ე­რად და­ე­მორჩილა, და ღვთის ში­ში­სად­მი ნამ­დვი­ლი და კე­თი­ლი გან­წყო­ბა საქ­მე­ე­ბით აჩვე­ნა.

 

XXXV

მე­სა­მე წე­ლი იყო, რო­დე­საც ალექ­სან­დრი­ის ეკ­ლე­სი­ე­ბის თექვსმეტ­წლი­ა­ნი თავმჯდო­მა­რე­ო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა ჰე­რაკ­ლა­სი და ეპის­კო­პო­სო­ბა დი­ო­ნი­სემ მი­იღო.

 

XXXVI

მა­შინ, რაც ბუ­ნებ­რი­ვი იყო, რო­დე­საც გამ­რავლდნენ მორ­წმუ­ნე­ები, ჩვე­ნი მოძღვრე­ბაც ყვე­ლას­თან კად­ნი­ე­რად იქა­და­გე­ბო­და, ამ­ბო­ბენ, რომ ორი­გე­ნე სა­მოც წელ­ზე მე­ტი ხნის იყო, და რამ­დე­ნა­დაც ხანგრძლი­ვი მზა­დე­ბი­სა­გან უკ­ვე უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და დაგ­რო­ვი­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მი­სი სა­უბ­რე­ბის ჩა­წე­რის ნე­ბა მის­ცა სწრაფჩამ­წე­რებს, აქამ­დე ამის გა­კე­თე­ბის ნე­ბას არ იძ­ლე­ოდა.

ამა­ვე დროს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ [შედ­გე­ნი­ლი] თხზუ­ლე­ბის, - სა­თა­უ­რით "ეპი­კუ­რი­ე­ლი კელ­სუ­სის ჭეშ­მა­რი­ტი სიტ­ყვა"[43], - სა­პა­სუ­ხოდ რვა წიგ­ნი შე­ად­გი­ნა, [გან­მარ­ტე­ბე­ბი] მა­თეს სა­ხა­რე­ბი­სათ­ვის ოც­და­ხუ­თი ტო­მი, ასე­ვე თორ­მეტ წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­ზე, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ ოც­და­ხუ­თი ვი­პო­ვეთ. ასე­ვე მო­ი­პო­ვე­ბა მი­სი ეპის­ტო­ლე თვით იმ­პე­რა­ტორ ფი­ლი­პეს მი­მართ და სხვა ეპის­ტო­ლე მი­სი მე­უღ­ლის სე­ვე­რას მი­მართ; და სხვა­დას­ხვა ეპის­ტო­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა პი­რე­ბის მი­მართ. მათ­გან სხვა­დას­ხვა პი­რებ­თან გაბ­ნე­უ­ლად შე­მორჩე­ნი­ლე­ბი რამ­დე­ნიც შეგ­ვეძ­ლო შევ­კრი­ბეთ და ცალ­კე­ულ ტო­მე­ბად და­ვა­ლა­გეთ, რა­თა მე­ტად არ გაბ­ნე­უ­ლი­ყო. ეპის­ტო­ლე­ე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით ასს აღე­მა­ტე­ბო­და. იგი წერს ფა­ბი­ა­ნეს, რო­მის ეპის­კო­პოსს და ეკ­ლე­სი­ა­თა სხვა მრა­ვალ წი­ნამ­ძღოლს მართლმა­დი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ[44]. შე­გიძ­ლია, ნა­ხო მა­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩემს მი­ერ ამ კა­ცის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი "აპო­ლო­გი­ის" მერ­ვე წიგ­ნში.

 

XXXVII

შემ­დეგ კვლავ არა­ბეთ­ში ზე­მოხ­სნე­ნე­ბულ დროს გა­მოჩნდნენ სხვე­ბი, რომ­ლებ­მაც ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­გან განსხვა­ვე­ბუ­ლი დოგ­მა­ტე­ბი შე­მო­ი­ტა­ნეს. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი სუ­ლი, ვიდ­რე ეს ჟა­მი დგას, კვდე­ბა სხე­ულ­თან ერ­თად და მას­თან ერ­თად იხრწნე­ბა; მაგ­რამ აღ­დგო­მის ჟამს მას­თან ერ­თად გა­ცოცხლდე­ბა. მა­ში­ნაც არ­ცთუ მცი­რე სი­ნო­დი შე­იკ­რი­ბა, კვლავ ორი­გე­ნე მო­იწ­ვი­ეს. მან სა­ძი­ე­ბე­ლი სა­კით­ხის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­მოთ­ქვა სიტ­ყვე­ბი, და იქამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რომ შეც­ვა­ლა ის აზ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი პირ­ვე­ლად შეც­დო­მა­ში შე­ყავ­და[45].

 

XXXVIII

მა­შინ სხვა მან­კი­ე­რე­ბა­საც და­ე­დო სა­თა­ვე, ე. წ. ჰელ­კე­სა­ი­ტე­ბის მწვა­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც დაწ­ყე­ბის­თა­ნა­ვე გან­ქარ­და[46]. ორი­გე­ნე მას იხ­სე­ნი­ებს ორ­მოც­და­მე­ო­რე ფსალ­მუნ­ზე სა­ჯა­რო სა­უბ­რი­სას, და ამ­ბობს შემ­დეგს: "აქ ახ­ლა­ხან მო­ვი­და ერ­თი კა­ცი, რო­მე­ლიც მზვა­ობ­რობ­და, რომ შე­ეძ­ლო პირ­ვე­ლი გა­ე­ხა­და უღ­მერ­თო და ყვე­ლა­ზე უზ­ნეო შე­ხე­დუ­ლე­ბა, ე. წ. ჰელ­კე­სა­ი­ტე­ბის, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან წინ აღუდ­გა ეკ­ლე­სი­ებს. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა რა ბო­რო­ტე­ბა­საც გა­მო­ხა­ტავს, გა­უწ­ყებთ, რა­თა არ წარ­გი­ტა­ცოთ. მთე­ლი წმინ­და წე­რი­ლი­დან უგუ­ლე­ბელ­ყოფს ზო­გი­ერთ სა­კითხს; კვლავ, იყე­ნებს გა­მო­ნათ­ქვა­მებს მთე­ლი ძვე­ლი აღთქმი­დან და სა­ხა­რე­ბე­ბი­დან; მო­ცი­ქულს* სრუ­ლი­ად უგუ­ლე­ბელ­ყოფს. ამ­ბობს, რომ [რწმე­ნის] უარ­ყო­ფი­სად­მი გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და გქონ­დეს და მიიჩნევს, რომ იძუ­ლე­ბის შემთხვე­ვა­ში პი­რით ხდე­ბა უარ­ყო­ფა, და არა გუ­ლით. ატა­რე­ბენ რა­ღაც წიგნს, რო­მელ­ზეც ამ­ბო­ბენ, რომ ცი­დან ჩა­მო­ვარ­და და მი­სი მსმე­ნე­ლე­ბი და მორ­წმუ­ნე­ე­ბი ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბას ღე­ბუ­ლო­ბენ, იმ მი­ტე­ვე­ბის­გან განსხვა­ვე­ბულს, რაც იე­სო ქრის­ტემ მი­უ­ტე­ვა".

-----------------------------------------------------

* იგულისხმება პავლე - მთარგ.

XXXIX

ხუთ­წლი­ა­ნი მე­ფო­ბის შემ­დეგ ფი­ლი­პე შეც­ვა­ლა დე­კი­უს­მა[47]. მან ფი­ლი­პე­სად­მი მტრო­ბის გა­მო ეკ­ლე­სი­ებ­ზე დევ­ნუ­ლე­ბა აღ­ძრა[48], რომ­ლის დრო­საც ფა­ბი­ა­ნე რომ­ში მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა და ეპის­კო­პო­სო­ბა კორ­ნე­ლი­ოს­ზე[49] გა­და­ვი­და.

პა­ლეს­ტი­ნა­ში კი იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი ალექ­სან­დრე ქრის­ტეს გა­მო კვლავ წარსდგა კე­სა­რი­ა­ში მმარ­თველ­თა სამ­სჯავ­რო­ში და მე­ო­რე­ჯერ თა­ვი გა­მოიჩი­ნა აღ­სა­რე­ბით[50], გა­მოს­ცა­და საპ­ყრო­ბი­ლე ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბი­თა და მო­წი­წე­ბის აღმძვრე­ლი ჭა­ღა­რით მო­სილ­მა. რო­დე­საც მან მმარ­თველ­თა სამ­სჯავ­რო­ში ბრწყინ­ვა­ლე და ცხა­დი და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ საპ­ყრო­ბი­ლე­ში მი­ი­ძი­ნა, იე­რუ­სა­ლიმ­ში ეპის­კო­პო­სის მო­ნაც­ვლედ მა­ძა­ბა­ნე­სი[51] წარ­მოჩნდა.

რო­დე­საც ალექ­სან­დრეს მსგავ­სად ან­ტი­ო­ქი­ა­ში აღ­სა­რე­ბის შემ­დეგ საპ­ყრო­ბი­ლე­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბა­ბი­ლა, ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის თავმჯდო­მა­რე გახ­და ფა­ბი­უ­სი[52].

ამ­გვა­რად, ის, თუ რა და რამ­დე­ნი რამ შე­ემთხვა ორი­გე­ნეს დევ­ნუ­ლე­ბი­სას და რო­გო­რი იყო მი­სი აღ­სას­რუ­ლი, რო­დე­საც უკე­თურ­მა დე­მონ­მა ამ კა­ცის ჯიბ­რით მთე­ლი ჯა­რე­ბი და­რაზ­მა, და ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბი­თა და ძა­ლით მის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­დლობ­და, და ვი­საც კი მა­შინ ეო­მე­ბო­და, ყვე­ლას­გან გა­მორჩე­უ­ლად მას ეს­ხმო­და თავს; თუ რა და რამ­დე­ნი რამ და­ით­მი­ნა ამ კაც­მა ქრის­ტეს სიტ­ყვის გა­მო, ბორ­კი­ლე­ბი და ტან­ჯვა-წა­მე­ბა იწ­ვნია სხე­ულ­ზე, რკი­ნა­ზე წო­ლა და საპ­ყრო­ბი­ლის ში­და ჯურ­ღმუ­ლებ­ში ტან­ჯვა, და მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წა­მე­ბე­ლი ხის მე­ოთ­ხე და­ნა­ყოფ­ზე გა­ჭი­მუ­ლი ფე­ხე­ბი, დაწ­ვის მუ­ქა­რა, და რამ­დენ სხვა რა­მე­საც მტრის­გან მოვ­ლე­ნილს ახოვ­ნად იტან­და; თუ რო­გო­რი იყო ამის და­სას­რუ­ლი, რო­ცა მსა­ჯუ­ლი მთე­ლი ძა­ლით შე­უ­პოვ­რად წინ აღუდ­გა მის მოკ­ვლას; და ამის შემ­დეგ, თუ რა თხზუ­ლე­ბე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა, ხე­ლის აპ­ყრო­ბის მსა­ჭი­რო­ე­ბელ­თათ­ვის სარ­გე­ბე­ლით სავ­სე, - [ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­სა­ხებ] ჭეშ­მა­რიტ და ზედ­მი­წევ­ნით [ცნო­ბებს] შე­ი­ცავს ამ კა­ცის მრა­ვა­ლი ეპის­ტო­ლე.

 

XL

რაც დი­ო­ნი­სეს შე­ემთხვა, გამ­ცნობთ გერ­მა­ნეს[53] წი­ნა­აღ­მდეგ მი­სი ეპის­ტო­ლე, სა­დაც იგი თა­ვი­სი თა­ვის შე­სა­ხებ მოგ­ვით­ხრობს შემ­დეგს: "მე კი ღვთის წი­ნა­შე ვსა­უბ­რობ და მან იცის, თუ ვცრუ­ობ. ჩე­მით არა­ფე­რი გან­მიზ­რა­ხავს, არც უღ­მერ­თოდ გავ­ქცე­ულ­ვარ, არა­მედ პირ­ვე­ლა­დაც, დე­კი­უ­სის დროს გა­მოც­ხა­დე­ბუ­ლი დევ­ნუ­ლე­ბი­სას, იმა­ვე სა­ათს სა­ბი­ნუს­მა გაგ­ზავ­ნა ფრუ­მენ­ტა­რი­უ­სი[54] ჩემს სა­ძებ­რად, მე კი ორ­მო­ცი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლში ვი­ყა­ვი ფრუ­მენ­ტა­რი­უ­სის მოს­ვლის მო­ლო­დინ­ში. მან ყვე­ლა­ფე­რი მოი­არა, იკ­ვლევ­და გზებს, მდი­ნა­რე­ებს, ველ-მინდვრებს, სა­დაც კი ფიქ­რობ­დნენ, რომ და­მა­ლუ­ლი ვი­ყა­ვი ან გზად გა­მევ­ლო; სიბ­რმა­ვე და­მარ­თნო­და, და სახლს ვერ პო­უ­ლობ­და, რად­გან არ სჯე­რო­და, რომ მე, დევ­ნუ­ლი, სახ­ლში დავრჩი. და ოთ­ხი დღის შემ­დეგ, რო­დე­საც ღმერ­თმა მიბ­რძა­ნა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­მარ­თა გზა, მეც და ჩე­მი შვი­ლე­ბიც, და მრა­ვა­ლი ძმა ძლივს შე­ვიკ­რი­ბეთ ერ­თად. და რომ ეს საქ­მე ღვთის წი­ნა­გა­გე­ბით მოხ­და, ამას მომ­დევ­ნო [მოვ­ლე­ნე­ბი] ცხად­ყოფს, რომ­ლის დრო­საც მა­ლე გავ­ხდით ზო­გი­ერ­თე­ბი­სათ­ვის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი".

შუ­ა­ლედ­ში გარ­კვე­ულ სა­კით­ხებ­ზე სა­უ­ბარს მო­ა­ყო­ლებს და გაქ­ცე­ვის შემ­დეგ მის თავ­ზე შემთხვე­ულ ამ­ბებს წარ­მოაჩენს, და ამას დას­ძენს: "რად­გან მე და­ახ­ლო­ე­ბით მზის ჩას­ვლი­სას ჩემს თანმხლებ პი­რებ­თან ერ­თად ჯა­რის­კა­ცე­ბის ხე­ლით წაყ­ვა­ნილ ვი­ქე­ნით ტა­პო­სი­რინ­ში. ტი­მო­თე კი, ღვთის წი­ნა­გა­გე­ბით მოხ­და, რომ არც იქ იმ­ყო­ფე­ბო­და, არც შეპ­ყრო­ბილ იქ­ნა; მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ვი­და და ნა­ხა ცა­რი­ე­ლი სახ­ლი და მსა­ხუ­რე­ბი იცავ­დნენ მას, ჩვენ კი შეპ­ყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვით".

შემ­დეგ ამ­ბობს: "და რა არის მი­სი საკ­ვირ­ვე­ლი გან­გე­ბუ­ლე­ბის სა­ხე? რად­გან ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ით­ქმე­ბა. სოფ­ლე­ლი ვინ­მე შეხ­ვდა გაქ­ცე­ულ და შეშ­ფო­თე­ბულ ტი­მო­თეს, და აჩქა­რე­ბის მი­ზე­ზი გა­მო­კით­ხა. მან კი სი­მარ­თლე უთ­ხრა, მან მო­უს­მი­ნა (იგი მი­დი­ო­და ქორ­წილ­ში სა­ნა­დი­მოდ, რად­გან მა­თი ჩვე­უ­ლე­ბა იყო ასე­თი, თავ­ყრი­ლო­ბებ­ზე ღა­მის თე­ვა), შე­ვი­და და შე­ატ­ყო­ბი­ნა მე­ი­ნა­ხეთ. ისი­ნი კი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი აღძვრით, რო­გორც რამ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ნი­შან­ზე, ყვე­ლა წა­მოდ­გა და მთე­ლი სის­წრა­ფით გა­ე­შურ­ნენ; და რო­დე­საც ჩვენ­თან შე­მო­ვარ­დნენ, და­იყ­ვი­რეს. მცვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი მყის­ვე გა­იქ­ცნენ, ხო­ლო ისი­ნი მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან, რომ­ლე­ბიც უქ­ვე­შა­გე­ბო სა­წოლ­ზე ვი­წე­ქით. ღმერ­თმა იცის, რომ პირ­ვე­ლად ავა­ზა­კე­ბი მე­გო­ნა, გა­სა­ქურ­დად და სა­ძარ­ცვა­ვად მო­სულ­ნი. ვი­წე­ქი სა­რე­ცელ­ზე, შიშ­ვე­ლი - სე­ლის სა­მო­სელ­ზე, და­ნარჩე­ნი სა­მო­სე­ლი, გვერ­დით და­დე­ბუ­ლი, გა­ვუ­წო­დე მათ. მათ კი მიბ­რძა­ნეს ავმდგა­რი­ყა­ვი და სწრა­ფად გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. და მა­შინ მივხვდი, თუ რის­თვის იყ­ვნენ აქ მო­სუ­ლე­ბი, და­ვიყ­ვი­რე, ვთხოვ­დი მათ და ვე­ვედ­რე­ბო­დი, წა­სუ­ლიყ­ვნენ და ჩვენ და­ვე­ტო­ვე­ბი­ნეთ; თუ სურ­დათ ჩემ­თვის რა­ი­მე სი­კე­თე, და­ეს­წროთ ჩე­მი წამ­ყვა­ნე­ბის­თვის და მათ გა­ვე­ხა­დეთ ჩვენ თა­ვის მოკ­ვე­თის ღირ­სი. და რო­დე­საც ამას გავ­ყვი­რო­დი, რო­გორც იცი­ან ჩემ­მა თა­ნა­მო­ზი­ა­რე­ებ­მა და ყვე­ლა­ფერ­ში წილ­მქო­ნე­ებ­მა, ძა­ლით ამა­ყე­ნეს. მე კი გა­და­ვარ­დი და ძირს და­ვე­ცი, მათ ამ­წი­ეს ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით და გა­მათ­რი­ეს. მე გა­მომყვნენ ყვე­ლა ეს მო­წა­მე­ები, გაი­უსი, ფა­უს­ტუ­სი, პეტ­რე და პავ­ლე. მა­თაც ამიყ­ვა­ნეს სას­წრა­ფოდ და გა­მიყ­ვა­ნეს და­ბი­დან, შიშ­ვე­ლი დამ­სვეს ვირ­ზე და გა­მიშ­ვეს". ეს მოგ­ვით­ხრო დი­ო­ნი­სემ თა­ვი­სი თა­ვის შე­სა­ხებ.

 

XLI

იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა ან­ტი­ო­ქი­ელ­თა ეპის­კო­პო­სის ფა­ბი­უ­სის მი­მართ ეპის­ტო­ლე­ში მოგ­ვით­ხრობს მო­წა­მე­თა ბრძო­ლებს დე­კი­უ­სის დროს შემ­დე­გი სა­ხით: "არა­თუ იმ­პე­რა­ტო­რის ედიქ­ტით და­იწ­ყო ჩვენ­თან დევ­ნუ­ლე­ბა, არა­მედ მთე­ლი ერ­თი წლით ად­რე უს­წრებ­და მას. და ამ ქა­ლა­ქის­თვის ბო­რო­ტე­ბა­თა მჩხი­ბავ­მა და შე­მოქ­მედ­მა, რა­საც წარ­მო­ად­გენ­და იგი, და­ას­წრო (ედიქტს - მთარგ.), აღ­ძრა და აღაშ­ფო­თა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მარ­თთა ბრბო, აღაგ­ზნო მა­თი მშობ­ლი­უ­რი ცრუ­მორ­წმუ­ნე­ობა. ისი­ნი კი მის მი­ერ გა­წით­ლე­ბუ­ლე­ბი და უწ­მინ­დუ­რი საქ­მე­ე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა უფ­ლე­ბის მიმ­ღებ­ნი, თვლიდ­ნენ, რომ ერ­თა­დერ­თი ღვთის­მო­სა­ობა, დე­მონ­თა ეს მსა­ხუ­რე­ბა, იყო ჩვე­ნი მოკ­ვლა.

"ამ­რი­გად, პირ­ვე­ლად შე­იპ­ყრეს მო­ხუ­ცი კა­ცი სა­ხე­ლად მეტ­რა­სი და უბ­რძა­ნეს უღ­ვთო სიტ­ყვე­ბის წარ­მოთ­ქმა, რო­დე­საც იგი არ და­ე­მორჩილა, ჯო­ხით სცე­მეს მი­სი სხე­ული, წვე­ტი­ა­ნი ლერ­წმის ღე­რო­ე­ბით დაუჩხვლი­ტეს სა­ხე და თვა­ლე­ბი, გა­იყ­ვა­ნეს ქა­ლა­ქის გა­რეთ და ჩა­ქო­ლეს.

"შემ­დეგ მორ­წმუ­ნე ქა­ლი, სა­ხე­ლად კვინ­ტა, მი­იყ­ვა­ნეს კერ­პთან, და აი­ძუ­ლებ­დნენ, თაყ­ვა­ნი ეცა; ხო­ლო რო­დე­საც ზურ­გი შე­აქ­ცია და დაგ­მო, შე­უკ­რეს ფე­ხე­ბი და მთელ ქა­ლაქ­ში უხეშ ქვა­ფე­ნილ­ზე და­ათ­რევ­დნენ, იგი ეხეთ­ქე­ბო­და დიდ ქვებ­ზე, და ამას­თან ერ­თად მათ­რა­ხით სცემ­დნენ; შემ­დეგ მი­იყ­ვა­ნეს იმა­ვე ად­გი­ლას და ქვე­ბით ჩა­ქო­ლეს. შემ­დეგ ყვე­ლა ერ­თსუ­ლოვ­ნად ეცა ღვთის­მო­სავ­თა სახ­ლებს, და, რო­მელ­საც თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნი მე­ზობ­ლის კუთ­ვნი­ლე­ბად იც­ნობ­და, შე­ვარ­დე­ბო­და, იტა­ცებ­და და ძარ­ცვავ­და; ძვირ­ფას ქო­ნე­ბას ით­ვი­სებ­დნენ, იაფ­ფა­სი­ანს კი, რაც ხის­გან იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, ამტვრევ­დნენ და ქუჩებ­ში წვავ­დნენ, ვიდ­რე მტრე­ბის მი­ერ ქა­ლა­ქის დაპ­ყრო­ბის სა­ნა­ხა­ო­ბა არ წარ­მო­ად­გი­ნეს*. ძმე­ბი (ქრის­ტი­ა­ნე­ბი - მთარგ.) გზას უთ­მობ­დნენ და ტო­ვებ­დნენ, სი­ხა­რუ­ლით ღე­ბუ­ლობ­დნენ ქო­ნე­ბის და­ტა­ცე­ბას, მათ მსგავ­სად, ვი­საც პავ­ლე და­ე­მოწ­მე­ბა (ებრ. 10, 34). და არ ვი­ცი, თუ იყო ვინ­მე, შე­საძ­ლოა ერ­თი ვინ­მე და­ცე­მულ­თა­გა­ნი, რო­მელ­მაც ამ დრომ­დე უარ­ყო უფა­ლი.

"გარ­და ამი­სა, შე­იპ­ყრეს მა­შინ ყვე­ლა­ზე საკ­ვირ­ვე­ლი ქალ­წუ­ლი, მო­ხუ­ცი აპო­ლო­ნია. მას ჩა­უმტვრი­ეს ყვე­ლა კბი­ლი, სცე­მეს ყვრი­მა­ლებ­ზე, ქა­ლა­ქის წინ აა­გიზ­გი­ზეს კო­ცო­ნი და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ ცოც­ხლად დაწ­ვავ­დნენ, თუ მათ­თან ერ­თად არ წარ­მოთ­ქვამ­და უღ­ვთო სიტ­ყვებს. მან ით­ხო­ვა, მცი­რე ხნით გა­ეშ­ვათ და რო­დე­საც გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს, მთე­ლი ძა­ლით გა­დახ­ტა ცეცხლში და და­იწ­ვა.

"სე­რა­პი­ო­ნი შე­იპ­ყრეს სა­კუ­თარ სახ­ლში, სას­ტი­კი სა­ტან­ჯვე­ლე­ბით აწა­მეს და სხე­უ­ლის ყვე­ლა ასო შე­უ­მუს­რეს, და ზე­და სარ­თუ­ლი­დან თავ­ქვე გად­მო­აგ­დეს.

"არ­ცერ­თი გზა, არც გა­სას­ვლე­ლი, არც სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კი არ იყო ჩვენ­თვის ხსნი­ლი, არც ღა­მით და არც დღი­სით: მუ­დამ ყველ­გან გაჰ­ყვი­როდ­ნენ, რომ ვინც არ იგა­ლო­ბებ­და [ღვთის] მგმო­ბე­ლი სიტ­ყვე­ბით, იგი მყის­ვე უნ­და გა­მო­ეთ­რი­ათ და და­ეწ­ვათ. საქ­მის ასე­თი ვი­თა­რე­ბა დიდ ხანს გაგ­რძელ­და. შემ­დეგ კი ამ საბ­რა­ლოთ თავს და­ატ­ყდათ ამ­ბო­ხე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, და ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ სი­სას­ტი­კე მათ მი­მართ შეტ­რი­ალ­და. მცი­რე ხნით სუ­ლი მო­ვით­ქვით, რო­დე­საც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მრის­ხა­ნე­ბის­გან ვერ იც­ლიდ­ნენ. მაგ­რამ მა­ლე­ვე ხმა გა­ვარ­და, რომ ჩვენ­და­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მმარ­თვე­ლო­ბა** შე­იც­ვა­ლა და ჩვენ მუ­ქა­რის დი­დი ში­ში დაგ­ვაწ­ვა. გარ­და ამი­სა გა­მო­ვი­და ედიქ­ტი, თით­ქმის ისე­თი, რო­გო­რიც იწი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლა ჩვენ­მა უფალ­მა, თით­ქმის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი, ისე­თი, - თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რჩე­ულ­თა ცთუ­ნე­ბაც (მათ. 24, 24)*** და მა­ინც, ყვე­ლა შე­შინ­და. მრა­ვალ გა­მოჩე­ნილ პი­როვ­ნე­ბა­თა­გან ზო­გი მა­შინ­ვე გა­მოჩნდა შე­ში­ნე­ბუ­ლი, ზო­გი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი აქეთ­კენ მი­იყ­ვა­ნა მათ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ; სხვე­ბი კი მათ გარ­შე­მო მყო­ფებ­მა გა­მო­ათ­რი­ეს. მათ სა­ხე­ლე­ბით იძა­ხებ­დნენ და უღ­ვთო და უწ­მინ­დუ­რი მსხვერპლს მი­ეხ­ლე­ბოდ­ნენ, ზო­გი გა­ფით­რე­ბუ­ლი და ძრწო­ლით, არა­თუ რო­გორც შემ­წირ­ვე­ლი, არა­მედ რო­გორც თვი­თონ შე­სა­წი­რი და მსხვერ­პლი კერ­პე­ბი­სათ­ვის, ისე­თი სა­ხის, რომ მრა­ვა­ლი გარ­შე­მომ­ყო­ფი დას­ცი­ნო­და მათ. ცხა­დი იყო, ყვე­ლაფ­რის ში­ში ჰქონ­დათ, სიკ­ვდი­ლი­საც და მსხვერპლშე­წირ­ვი­საც. ზო­გი­ერ­თი კი ბო­მო­ნე­ბის­კენ უფ­რო მომ­ზა­დე­ბუ­ლი მირ­ბო­და, მხნედ ამ­ტკი­ცებ­და, რომ მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა ქრის­ტი­ანი, მათ შე­სა­ხებ უფალ­მა უჭეშ­მა­რი­ტე­სად იწი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლა, რომ ძნე­ლად ცხონ­დე­ბოდ­ნენ. და­ნარჩენ­თა­გან კი, ზო­გი მათ მის­დევ­და ერ­თი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით, ზო­გი კი გარ­ბო­და; ზო­გი შე­იპ­ყრეს, მათ­გან ზო­გი ბორ­კი­ლე­ბამ­დე და და­ტუ­სა­ღე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, და მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ დამწყვდე­ული, შემ­დეგ, ვიდ­რე სამ­სჯავ­რო­ში წა­იყ­ვან­დნენ, ფი­ცით უარ­ყოფ­დნენ; ზო­გი გარ­კვე­ულ ხანს ით­მენ­და, შემ­დეგ კი უარ­ყოფ­და.

"უფ­ლის მტკი­ცე და ნე­ტა­რი სვე­ტე­ბი, მის მი­ერ განმტკი­ცე­ბულ­ნი მათ­ში არ­სე­ბუ­ლი ძლი­ე­რი რწმე­ნის ღირ­სსა და შე­სატ­ყვის ძა­ლა­სა და გამ­ძლე­ო­ბას ღე­ბუ­ლობ­დნენ, და მი­სი სა­სუ­ფევ­ლის საკ­ვირ­ვე­ლი მო­წა­მე­ე­ბი ხდე­ბოდ­ნენ. მათ­გან პირ­ვე­ლი იყო იუ­ლი­ანე, პო­დაგ­რით დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი კა­ცი, ვი­საც არც დგო­მა, არც სი­ა­რუ­ლი შე­ეძ­ლო. იგი სხვა ორ მის მომ­ვლელ­თან ერ­თად წა­იყ­ვა­ნეს, მათ­გან ერ­თმა მა­შინ­ვე უარ­ყო, მე­ო­რემ კი, სა­ხე­ლად კრო­ნი­ონ­მა, ზედ­წო­დე­ბით კი ევ­ნუს­მა, და თვი­თონ მო­ხუ­ცე­ბულ­მა იუ­ლი­ა­ნემ აღი­ა­რეს უფა­ლი. მათ აქ­ლე­მე­ბით და­ა­ტა­რებ­დნენ მთელ ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც, რო­გორც იცით, უდი­დე­სია, და ამ­ხედ­რე­ბუ­ლებს ამათ­რა­ხებ­დნენ, ბო­ლოს მთე­ლი ხალ­ხის გა­რე­მოც­ვა­ში ჩა­უმ­ქრა­ლი კი­რით დაწ­ვეს. ჯა­რის­კა­ცი, რო­მელ­საც ისი­ნი მი­ყავ­და, გვერ­დით იდ­გა და არ ანე­ბებ­და მათ, რომ­ლე­ბიც ამათ შე­უ­რაც­ხყოფ­დნენ. რო­დე­საც ისი­ნი უყ­ვი­როდ­ნენ, მიყ­ვა­ნილ იქ­ნა ღვთის ყვე­ლა­ზე მა­მა­ცი მებ­რძო­ლი, ბე­სა­სი და ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო დიდ ომ­ში სა­უ­კე­თე­სო ბრძო­ლის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ თა­ვი მოკ­ვე­თეს. და ერ­თი სხვაც, წარ­მო­შო­ბით ლი­ბი­ელი, სა­ხე­ლი­თაც და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბი­თაც ჭეშ­მა­რი­ტად მა­კა­რი[55], რო­დე­საც მას დიდ­ხანს შე­ა­გო­ნებ­და მსა­ჯუ­ლი უარ­ყო­ფი­სათ­ვის, ვერ და­ი­ყო­ლია და ცოც­ხლად დაწ­ვეს. მათ­თან ერ­თად დიდ­ხანს იყ­ვნენ ბორ­კი­ლებ­ში ეპი­მა­ქე და ალექ­სან­დრე; მათ მრა­ვა­ლი მტკივ­ნე­უ­ლი საფ­ხე­კე­ბი და მათ­რა­ხე­ბი გა­და­ი­ტა­ნეს, და ისი­ნიც ჩა­უმ­ქრა­ლი კი­რით და­იწ­ვნენ.

"და მათ­თან ერ­თად იყო ოთ­ხი ქა­ლი. ამო­ნა­რი­ონ­მა, წმინ­და ქალ­წულ­მა, მას შემ­დეგ, რაც მსა­ჯულ­მა დიდ­ხანს გულ­მოდ­გი­ნედ ტან­ჯა, რად­გა­ნაც წი­ნას­წარ ჩან­და, რომ არა­ფერს იტ­ყო­და ისეთს, რა­საც იგი უბ­რძა­ნებ­და; მან ჭეშ­მა­რი­ტი გა­ხა­და და­ნა­პი­რე­ბი და გაყ­ვა­ნილ იქ­ნა; დანრჩე­ნე­ბი კი, პა­ტივ­ცე­მუ­ლი მხცო­ვა­ნი ქა­ლი მერ­კუ­რია და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დი­ო­ნი­სია, ვი­საც შვი­ლე­ბი უფალ­ზე მე­ტად არ უყ­ვარ­და, რო­დე­საც და­უს­რუ­ლებ­ლად ტან­ჯვის გაგ­რძე­ლე­ბით ქა­ლე­ბის მი­ერ შერცხვე­ნილ და და­მარ­ცხე­ბულ იქ­ნა მმარ­თვე­ლი, მახ­ვი­ლით და­ხო­ცეს, მე­ტად აღარ გა­ნუც­დი­ათ ტან­ჯვა; რად­გან წი­ნამბრძოლ­მა ამო­ნა­რი­ონ­მა ყვე­ლას გა­მო აი­ღო თა­ვის თავ­ზე.

"ჰე­რი­ონი, ატე­რი და ისი­დო­რე, ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი, და მათ­თან ერ­თად ახალ­გაზ­რდა ბი­ჭი, და­ახ­ლო­ე­ბით თხუთ­მე­ტი წლის დი­ოს­კო­რე, გა­ცე­მულ იქ­ნენ. პირ­ვე­ლად [მმარ­თვე­ლი] ცდი­ლობ­და ყმაწ­ვი­ლის, რო­გორც შეც­დო­მა­ში ად­ვი­ლად შე­საყ­ვა­ნის მოტ­ყუ­ე­ბას და რო­გორც ად­ვი­ლად და­სა­ყო­ლი­ე­ბე­ლის ტან­ჯვით იძუ­ლე­ბას. მაგ­რამ დი­ოს­კო­რე არ და­ე­მორჩილა, არც და­ნებ­და. და­ნარჩე­ნე­ბი მხე­ცუ­რად დაგ­ლი­ჯა, და რო­დე­საც და­ით­მი­ნეს, ისი­ნიც ცეცხლს მის­ცა. დი­ოს­კო­რე კი ხალ­ხის წი­ნა­შე გაბრწყი­ნე­ბუ­ლი და პი­რად სა­უ­ბარ­შიც კით­ხვებ­ზე ყვე­ლა­ზე ბრძნუ­ლად მო­პა­სუ­ხე [მსა­ჯულს] აკ­ვირ­ვებ­და; მან იგი გა­უშ­ვა, უთ­ხრა, რომ აძ­ლევ­და სი­ნა­ნუ­ლის­თვის გან­საზღვრულ დროს მი­სი ასა­კის გა­მო. და ახ­ლა ყვე­ლა­ზე ღვთივმშვე­ნი­ე­რი დი­ოს­კო­რე ჩვენ­თან არის, უფ­რო ხანგრძლი­ვი ბრძო­ლი­სა და და­სათ­მე­ნი შერ­კი­ნე­ბი­სათ­ვის დარჩე­ნი­ლი.

"ვინ­მე ნე­მე­სი­ოსს, მა­საც ეგ­ვიპ­ტელს, ცი­ლი დას­წა­მეს, რომ ავა­ზა­კებ­თან ურ­თი­ერ­თობ­და. რო­დე­საც იგი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქ­ნა ასის­თა­ვის წი­ნა­შე ამ მის­თვის უც­ხო ცი­ლის­წა­მე­ბის­გან, იგი რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი და­ას­მი­ნეს და ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს მმარ­თვე­ლის წი­ნა­შე. მან ყვე­ლა­ზე უს­მარ­თლოდ ავა­ზა­კებ­ზე ორ­ჯერ უფ­რო ძლი­ერ აწა­მა და მათ­რა­ხე­ბით სცე­მა და ნე­ტარს ქრის­ტეს მსგავ­სად ავა­ზა­კებს შო­რის დაწ­ვით პა­ტი­ვი სცა (იხ. მათ. 27, 38; მარკ. 15, 27; ლუკ. 23, 33; იოან. 19, 18).

"ჯა­რის­კაც­თა მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ამო­ნი, ზე­ნო­ნი, პტო­ლე­მე­ო­სი და ინ­გე­ნი­უსი, და მათ­თან ერ­თად მო­ხუ­ცი თე­ო­ფი­ლე, და­ა­ყე­ნეს სამ­სჯავ­რო­ში. რო­დე­საც იმ დროს ერ­თი კა­ცი გა­ნის­ჯე­ბო­და რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი და უკ­ვე უარ­ყო­ფის­კენ იხ­რე­ბო­და, ხო­ლო ისი­ნი ამ დროს იქ ეს­წრე­ბოდ­ნენ, და­იწ­ყეს კბი­ლე­ბის ღრჭი­ალი; ისი­ნი თავს აქ­ნევ­დნენ, ხე­ლებს აღაპ­ყრობ­დნენ და სხე­უ­ლის მოძ­რა­ო­ბით ნიშ­ნებს გა­მო­სა­ხავ­დნენ. რო­დე­საც ყვე­ლამ მათ­კენ იქ­ცია პი­რი, ვიდ­რე ვინ­მე მათ მი­უხ­ვდე­ბო­და, [სამ­სჯავ­როს] ზღურ­ბლი­სა­კენ გა­იქ­ცნენ და გა­ნაც­ხა­დეს, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ისე რომ მმარ­თველს და იქ მსხდომთ შე­ე­შინ­დათ, და ნა­თე­ლი გახ­და, რომ გან­სას­ჯე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ახოვ­ნად შეხ­ვდე­ბოდ­ნენ სა­ტან­ჯვე­ლებს, მსა­ჯუ­ლე­ბი კი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნიც სა­ზე­ი­მოდ გა­ე­მარ­თნენ სამ­სჯავ­რო­დან და გა­ხა­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ მა­თი მოწ­მო­ბით, ღმერ­თი მათ დი­დე­ბით ამარ­ჯვე­ბი­ნებ­და.

----------------------------------------------------------

* იგულისხმება, რომ ქალაქში მცხოვრები ქრისტიანები ისე დაარბიეს, რომ გეგონებოდა, მტერი შემოიჭრა და ქალაქი დაიპყრო - მთარგ.

** იმპერატორ ფილიპეს მმართველობა - მთარგ.

*** ევსებიმ მათეს "პლანასთაი" შეცვალა "სკანდალისაი" - მთარგ.

 

XLII

"და სხვა მრა­ვალს ქა­ლა­ქებ­სა და და­ბებ­ში წარ­მარ­თე­ბი ნა­წი­ლე­ბად გლეჯ­დნენ, მათ­გან ერთს გა­ვიხ­სე­ნებთ მა­გა­ლი­თი­სათ­ვის. ის­ქი­რი­ო­ნი მო­უ­რა­ვად ჰყავ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთ მმარ­თველს. დამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა მას მსხვერ­პლის შე­წირ­ვა უბ­რძა­ნა; რო­დე­საც არ და­ე­მორჩილა, გა­მო­ლან­ძღა; იგი კვლავ თა­ვის აზ­რზე დარჩა, მან შე­უ­რაც­ხყო­ფა მი­ა­ყე­ნა; იგი მტკი­ცედ იდ­გა; მა­შინ მან აი­ღო დი­დი ჯო­ხი და გა­უ­ყა­რა შიგ­ნე­უ­ლო­ბა­ში და ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­ში. ასე მოკ­ლა იგი.

"რა უნ­და ით­ქვას უდაბ­ნო­ებ­სა და მთებ­ში მო­ხე­ტი­ა­ლე­თა სიმ­რავ­ლე­ზე, რომ­ლე­ბიც შიმ­ში­ლით, წყურ­ვი­ლით, სი­ცი­ვით, სნე­უ­ლე­ბე­ბით, ავა­ზა­კე­ბის­გან და მხე­ცე­ბის­გან იღუ­პე­ბოდ­ნენ? მათ­გან გა­დარჩე­ნი­ლე­ბი არი­ან მა­თი რჩე­უ­ლო­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის მოწ­მე­ები. მათ­გან ერთ საქ­მე­საც წარ­მო­გიდ­გენთ საჩვე­ნებ­ლად. ხე­რე­მო­ნი იყო ნი­ლო­პო­ლი­სად წო­დე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის ღრმად მო­ხუ­ცი ეპის­კო­პო­სი. იგი არა­ბე­თის მთა­ზე გა­იქ­ცა თა­ვის თა­ნა­მეც­ხედ­რეს­თან ერ­თად, უკან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ამის შემ­დეგ ძმებ­მა, რომ­ლებ­მაც დიდ­ხანს ეძე­ბეს, ვერ შეძ­ლეს თვა­ლი მო­ეკ­რათ მათ­თვის ან მა­თი სხე­უ­ლე­ბი­სათ­ვის. ამა­ვე არა­ბე­თის მთა­ზე მრა­ვა­ლი და­ატ­ყვე­ვეს ბარ­ბა­როს­მა სარ­კი­ნო­ზებ­მა. მათ­გან ზო­გი­ერ­თი ძლივს გა­მო­ის­ყი­დეს დი­დი თან­ხის სა­ფა­სუ­რად, ზო­გი კი დღემ­დე არ არის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

"ეს, ძმაო, ამა­ოდ არ მო­მი­ყო­ლია, არა­მედ რა­თა იცო­დე რამ­დე­ნი სა­ში­ნე­ლე­ბა გარ­დაგვხდა თავს. მათ­გან, რომ­ლებ­მაც მე­ტი გა­მოს­ცა­დეს, მეტ­საც შე­იტ­ყობთ".

ცო­ტა ქვე­მოთ დას­ძენს: "ამი­ტომ ჩვენს შო­რის თვი­თონ საღ­ვთო მო­წა­მე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ახ­ლა ქრის­ტეს­თან სხე­დან მი­სი სა­სუ­ფევ­ლის ზი­არ­ნი, მი­სი გან­სჯის წილ­მქო­ნე­ნი და მას­თან ერ­თად მსა­ჯულ­ნი, მათ თა­ვის თავ­ზე აი­ღეს ზო­გი­ერ­თი და­ცე­მუ­ლი ძმის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მსხვერპლშე­წირ­ვის ბრალ­დე­ბა­ზე; რო­დე­საც ხე­დავ­დნენ მათ მოქ­ცე­ვა­სა და სი­ნა­ნულს, გან­სა­ჯეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მი­სა­ღე­ბი გამ­ხდა­რიყ­ვნენ მის­თვის, რო­მელ­საც სრუ­ლე­ბით არ სურს ცოდ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი, არა­მედ სი­ნა­ნუ­ლი (შდრ. ეზეკ. 33, 11; 2 პეტ. 3, 9), მი­ი­ღეს, და­უშ­ვეს კრე­ბულ­ში რო­გორც თა­ნამ­დგო­მელ­ნი*, ლოც­ვებ­ში და ნა­დი­მებ­ზე თა­ვი­ანთ თა­ნა­ზი­არს ხდიდ­ნენ. ამ­რი­გად, ძმე­ბო, მათ შე­სა­ხებ რას გვირჩევთ ჩვენ? ჩვენ რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ? [ჩვენ] მათ მსგავს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა­ზე და აზ­რზე დავ­დგე­ბით, მათ მსჯავ­რსა და მადლს და­ვი­ცავთ, და მათ მი­ერ შეწ­ყა­ლე­ბუ­ლებს ტკბი­ლად მო­ვეპ­ყრო­ბით, თუ მათ მსჯავრს უსა­მარ­თლოდ მი­ვიჩნევთ და მა­თი აზ­რის გან­მკით­ხვე­ლე­ბი გავ­ხდე­ბით, სიტ­კბო­ე­ბას და­ვა­ნაღ­ვლი­ა­ნებთ და მათ წესს ავ­შლით?"[56]

ეს დი­ო­ნი­სემ ჯე­როვ­ნად დას­ძი­ნა, რო­ცა სა­კით­ხი წა­მოჭ­რა დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს მო­უძ­ლუ­რე­ბულ­თა შე­სა­ხებ.

-----------------------------------------------------

* ლათ. consistentes - ესენი იყვნენ ყველაზე მაღალი ხარისხის მონანულნი. მათ უშვებდნენ ევქარისტიულ ლოცვებზე, მაგრამ არ აზიარებდნენ - მთარგ.

 

XLIII

რად­გან იმ დროს რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის ხუ­ცე­სი, ნო­ვა­ტუ­სი მათ წი­ნა­აღ­მდეგ მზვა­ობ­რი­ო­ბით აღ­დგა, თით­ქოს მათ მე­ტად აღარ გააჩნდათ ცხო­ნე­ბის სა­სო­ება, არც მა­შინ, თუ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­დნენ ნამ­დვი­ლი მოქ­ცე­ვი­სათ­ვის და უმ­წიკ­ვლო აღ­სა­რე­ბას აღას­რუ­ლებ­დნენ. ისი­ნი გო­ნე­ბით მო­ქა­დულ­ნი თა­ვი­ანთ თავს კა­თა­რებს[57] უწო­დებ­დნენ, რო­მელ­თა ცალ­კე მწვა­ლებ­ლო­ბის და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­და ნო­ვა­ტუ­სი, რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის პრეს­ვი­ტე­რი. ამის გა­მო რომ­ში უდი­დე­სი სი­ნო­დი შე­იკ­რი­ბა, სა­მო­ცი ეპის­კო­პო­სის, უფ­რო მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი პრეს­ვი­ტე­რე­ბი­სა და დი­აკ­ვნე­ბი­სა­გან შემ­დგა­რი, და­ნარჩენ პრო­ვინ­ცი­ებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მწყემ­სე­ბი ამ საქ­მეს ცალ-ცალ­კე იკ­ვლევ­დნენ. ყვე­ლამ გა­ნაჩინა, რომ ნო­ვა­ტუ­სი, და მას­თან ერ­თად მზვა­ო­ბარ­ნი და ამ კა­ცის ძმათ­მო­ძუ­ლე და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი აზ­რი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის უც­ხო­თა შო­რის ყო­ფი­ლიყ­ვნენ მიჩნე­ული, გან­საც­დელ­ში და­ცე­მუ­ლი ძმე­ბი კი გან­კურ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ და გა­მო­ჯანმრთე­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ სი­ნა­ნუ­ლის წამ­ლე­ბით.

ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პოს კორ­ნე­ლი­უ­სის ეპის­ტო­ლე­ებ­მა ან­ტი­ო­ქელ­თა ეკ­ლე­სი­ის [ეპის­კო­პო­სის] ფა­ბი­ა­ნეს მი­მართ, რომ­ლე­ბიც წარ­მოაჩენს რო­მა­ელ­თა სი­ნო­დის ირგვლივ მომ­ხდარ ამ­ბებს და მათ მი­ერ იტა­ლი­აში, აფ­რი­კა­სა და მახ­ლო­ბელ ქვეყ­ნებ­ში მი­ღე­ბულ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბებს. აგ­რეთ­ვე მო­აღ­წია სხვა ეპის­ტო­ლე­ებ­მაც, კვიპ­რი­ა­ნე­სა და მას­თან ერ­თად აფ­რი­კა­ში მყოფ­თა, ლა­თი­ნურ ენა­ზე შედ­გე­ნი­ლებ­მა, რომ­ლებ­შიც ისი­ნი თანხმდე­ბი­ან, რომ გან­ცდი­ლებს უნ­და აღ­მოუჩი­ნონ დახ­მა­რე­ბა და, რომ სა­ჭი­როა კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლად კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ი­სა­გან გან­კვე­თი­ლად გა­მოც­ხად­დეს მწვა­ლებ­ლო­ბის და­მა­არ­სე­ბე­ლი და მსგავ­სად­ვე ყვე­ლა მას­თან ერ­თად წა­სუ­ლი. ამათ და­ერ­თვის კორ­ნე­ლი­უ­სის ერ­თი სხვა ეპის­ტო­ლე სი­ნო­დის ნე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე სხვა [ეპის­ტო­ლე] ნო­ვა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, სა­ი­და­ნაც ნა­წი­ლის გად­მო­ცე­მას არა­ფე­რი და­აბ­რკო­ლებს, რა­თა მის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ ამ წე­რი­ლის წამ­კით­ხვე­ლებ­მა. კორ­ნე­ლი­უ­სი ფა­ბი­უსს აც­ნო­ბებს, თუ რო­გო­რი ხა­სი­ა­თის იყო ნო­ვა­ტუ­სი, და წერს: "ამის თქმა მსურს, რა­თა იცო­დე, რომ დი­დი ხნის წინ ეს საკ­ვირ­ვე­ლი კა­ცი ეს­წრა­ფო­და ეპის­კო­პო­სო­ბას და თა­ვის თავ­ში მა­ლავ­და მის ამ აუ­ლაგ­მავ გუ­ლისთქმას და თა­ვი­სი უგუ­ნუ­რე­ბის სა­ფარ­ვე­ლად თა­ვი­დან­ვე მას­თან მყოფ აღ­მსა­რებ­ლებს იყე­ნებ­და. ჩვენ­თან მყოფ­თა­გან პრეს­ვი­ტერ­მა მაქ­სი­მუს­მა და ურ­ბან­მა, ორი­ვემ აღ­სა­რე­ბით სა­უ­კე­თე­სო დი­დე­ბის მომ­ნა­ყო­ფე­ბელ­მა, სი­დო­ნი­უს­მა და კე­ლე­რი­ნუს­მა, კაც­მა, რო­მელ­მაც ღვთის წყა­ლო­ბით ყვე­ლა სა­ტან­ჯვე­ლი ყვე­ლა­ზე დი­დი მოთ­მი­ნე­ბით აი­ტა­ნა და და­ძა­ბუ­ნე­ბუ­ლი ხორ­ცი თა­ვი­სი რწმე­ნის ძა­ლით გა­აძ­ლი­ერა, და მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მარ­ცხი აგე­მა, - ამ კა­ცებ­მა შე­იც­ნეს იგი და მას­ში აღ­მოაჩი­ნეს მზაკ­ვრო­ბა და მერ­ყე­ობა, ცრუ­ფი­ცე­ბი და ცრუ­მეტ­ყვე­ლე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბი­სად­მი თა­ვის არი­დე­ბა და მგლუ­რი მე­გობ­რო­ბა, და და­უბ­რუნ­დნენ წმინ­და ეკ­ლე­სი­ას. მი­სი ყვე­ლა მზაკ­ვრო­ბა და უკე­თუ­რე­ბა, რა­საც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის თავ­ში მა­ლავ­და, აუწ­ყეს იქ მყოფ საკ­მა­ოდ მრა­ვალ ეპის­კო­პოსს, პრეს­ვი­ტერ­სა და ერის­კაცს, მწა­რედ მოთ­ქვამ­დნენ და ნა­ნობ­დნენ იმის გა­მო, რომ და­უ­ჯე­რეს ამ ცბი­ერ და ავ მხეცს და მა­ლე­ვე და­ტო­ვეს ეკ­ლე­სია".

ცო­ტა ქვე­მოთ ამ­ბობს: "საყ­ვა­რე­ლი ძმე­ბო, რა­ო­დენ სა­ო­ცა­რი შეტ­რი­ა­ლე­ბა და ცვლი­ლე­ბა და­ვი­ნა­ხეთ, რაც მოკ­ლე ხან­ში მას­ში მოხ­და! რად­გან ეს უბრწყინ­ვა­ლე­სი კა­ცი[58], სა­ში­ნე­ლი ფი­ცე­ბით და­მარ­წმუ­ნე­ბე­ლი, რომ სრუ­ლი­ად არ ეს­წრა­ფო­და ეპის­კო­პო­სო­ბას, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თით­ქოს რა­ღაც გრძნე­ბით ჩვენს შუ­ა­ში ამოტ­ყორ­ცნი­ლი, ეპის­კო­პო­სად წარ­მოჩნდა. რად­გან ამ დოგ­მა­ტე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა, სა­ეკ­ლე­სიო წე­სის დამ­ცველ­მა, რო­დე­საც სცა­და მის­თვის ზე­მო­დან არ­მო­ცე­მუ­ლი ეპის­კო­პო­სო­ბის დაპ­ყრო­ბა და მი­ტა­ცე­ბა, ამო­ირჩია მას­თან ორი თა­ნა­ზი­ა­რი კა­ცი, რომ­ლებ­მაც უარ­ყვეს თა­ვი­ან­თი ცხო­ნე­ბა, რა­თა იტა­ლი­ის ერთ მცი­რე და ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო კუთ­ხე­ში წა­რეგ­ზავ­ნა და რა­ი­მე მზაკ­ვრო­ბით ეცა­დათ, შე­ეც­დი­ნათ იქა­უ­რი სა­მი ეპის­კო­პო­სი, - უს­წავ­ლე­ლი და ლი­ტო­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. იგი არ­წმუ­ნებ­და და უმ­ტკი­ცებ­და მათ, რომ სწრა­ფად უნ­და ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ რომ­ში, რა­თა ნე­ბის­მი­ე­რი უთან­ხმო­ება, ოდეს­მე წარ­მოქ­მნი­ლი, სხვებ­თან ერ­თად მა­თი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო. რო­დე­საც ჩა­მო­ვიდ­ნენ, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ვთქვით, ძა­ლი­ან ლი­ტო­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ უკე­თუ­რი ხერ­ხე­ბი­სა და მზაკ­ვრო­ბე­ბის მი­მართ, მის (ნო­ვა­ტუ­სის - მთარგ.) მსგავ­სმა უწე­სო ადა­მი­ა­ნებ­მა ისი­ნი ჩა­კე­ტეს, და ათ სა­ათ­ზე მთვრა­ლე­ბი და შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლე­ბი ძალ­და­ტა­ნე­ბით აი­ძუ­ლა, რომ ყალ­ბი და ფუ­ჭი ხელ­დას­ხმით მი­ე­ცათ მის­თვის ეპის­კო­პო­სო­ბა, და ცბი­ე­რე­ბი­თა და მზაკ­ვრო­ბით მი­ით­ვი­სა ის, რაც არ ეკუთ­ვნო­და. ერ­თი მათ­გა­ნი ცო­ტა ხნის შემ­დეგ დაბ­რუნ­და ეკ­ლე­სი­აში, მწა­რედ მოთ­ქვამ­და და აღი­ა­რებ­და თა­ვის ცოდ­ვას. იგი მი­ვი­ღეთ ზი­ა­რე­ბა­ში რო­გორც ერის­კა­ცი, მის გა­მო ლო­ცუ­ლობ­და მთე­ლი იქ მყო­ფი ერი. და­ნარჩე­ნი ეპის­კო­პო­სე­ბის მო­ნაც­ვლე­ე­ბი ხელ­დას­ხმუ­ლე­ბი წარვგზავ­ნეთ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც იყ­ვნენ ისი­ნი.

"სა­ხა­რე­ბის ამ მცველ­მა არ იცის, რომ კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ა­ში ერ­თი ეპის­კო­პო­სი უნ­და იყოს, რი­სი უმე­ცა­რიც არ ყო­ფი­ლა (რად­გან რო­გორ არ იცო­და?), რომ არის ორ­მოც­და­ექ­ვსი პრეს­ვი­ტე­რი, შვი­დი დი­ა­კო­ნი, შვი­დი იპო­დი­ა­კო­ნი, ორ­მოც­და­ო­რი აკო­ლუ­თი, ორ­მოც­და­თორ­მე­ტი შემ­ფუ­ცე­ბე­ლი, წიგ­ნის­მკით­ხვე­ლი კა­რის მცვე­ლებ­თან ერ­თად, ქვრი­ვე­ბი დავ­რდო­მი­ლებ­თან ერ­თად ათას ხუ­თას­ზე მე­ტი, რომ­ლებ­საც ყვე­ლას მე­უ­ფის მად­ლი და კაც­თმოყ­ვა­რე­ბა ასაზ­რდო­ებს. მაგ­რამ ვერც ესო­დენ­მა სიმ­რავ­ლემ, ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის ასე აუ­ცი­ლე­ბელ­მა, ღვთის წი­ნა­გან­გე­ბით გამ­დიდ­რე­ბულ­მა და გამ­რავ­ლე­ბულ­მა უამ­რავ და ურიცხვ ხალ­ხთან ერ­თად, მო­აქ­ცია იგი ასე­თი უსა­სო მან­კი­ე­რე­ბი­სა­გან და უკუ მო­უხ­მო ეკ­ლე­სი­ი­სა­კენ".

და შემ­დეგ კვლავ დას­ძენს: "მო­დი, გეტ­ყვით შემ­დეგ რა საქ­მე­ე­ბით ან რა მო­ქა­ლა­ქო­ბით იხ­ვეჭ­და ეპის­კო­პო­სო­ბას. გა­ნა იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან­ვე ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის გა­მო ბევ­რი იბ­რძო­ლა და ღვთის­მო­სა­ო­ბის გუ­ლის­თვის მრა­ვალ­სა და დიდ საფრთხე­ებ­ში იგ­დებ­და თავს? მაგ­რამ ეს ასე არ არის. მის­თვის რწმე­ნის აღმძვრე­ლი იყო სა­ტა­ნა, რო­მე­ლიც მას­ში შე­ვი­და და საკ­მაო ხანს სახ­ლობ­და მას­ში. რო­დე­საც მას შემ­ფუ­ცებ­ლე­ბი შე­ე­წე­ოდ­ნენ, მძი­მე სნე­უ­ლე­ბამ დას­ცა და რო­დე­საც ფიქ­რობ­დნენ, რომ მოკ­ვდე­ბო­და, თვით იმ სა­რე­ცელ­ზე, რო­მელ­ზეც იწ­ვა, ნათ­ლო­ბა მი­ი­ღო დას­ხმით, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ასეთ­ზე ით­ქვას, რომ მი­იღო. მან თა­ვი და­აღ­წია სენს, მაგ­რამ არ მი­ი­ღო და­ნარჩენი, რი­სი მი­ღე­ბაც სა­ჭი­როა სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, - ეპის­კო­პო­სის მი­ერ აღ­ბეჭ­დვა. რო­დე­საც ეს არ მი­იღო, რო­გორ მი­ი­ღებ­და სუ­ლიწ­მინ­დას?"

და კვლავ ცო­ტა ხნის შემ­დეგ ამ­ბობს: "სიმ­ხდა­ლი­სა და სი­ცოც­ხლის სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო მან დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს უარ­ყო, რომ პრეს­ვი­ტე­რი იყო. რად­გან რო­დე­საც დი­აკ­ვნე­ბი მას ით­ხოვ­დნენ და მო­უხ­მობ­დნენ, რა­თა გა­მო­სუ­ლი­ყო ოთა­ხი­დან, სა­დაც ჩა­ი­კე­ტა, და შე­წე­ო­და ძმებს, რამ­დე­ნა­დაც მო­ვა­ლეა და რამ­დე­ნა­დაც ძა­ლუძს ხუ­ცესს, საფრთხე­ში მყო­ფი და შვე­ლის მთხოვ­ნე­ლი ძმე­ბის შე­წევ­ნა, მან ისე შორს და­ი­ჭი­რა დი­აკ­ვნე­ბის მო­წო­დე­ბი­სად­მი და­მორჩი­ლე­ბა, რომ გან­რის­ხე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და და [იქა­უ­რო­ბას] გა­ე­ცა­ლა; რად­გან თქვა, რომ მე­ტად აღარ სურ­და პრეს­ვი­ტე­რად ყოფ­ნა, და რომ სხვა ფი­ლო­სო­ფი­ით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი"[59].

ცო­ტა ქვე­მოთ დას­ძენს: "რად­გან რო­დე­საც ამ გა­მოჩე­ნილ­მა კაც­მა და­ტო­ვა ღვთის ეკ­ლე­სია, რო­მელ­შიც მორ­წმუ­ნედ გამ­ხდა­რი პრეს­ვი­ტე­რო­ბის ღირ­სი გახ­და ეპის­კო­პო­სის კე­თილ­გან­წყო­ბით, რო­მელ­მაც ხე­ლი და­ას­ხა პრეს­ვი­ტე­რის ხა­რის­ხზე, და რო­მელ­საც ხელს უშ­ლი­და ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი, ასე­ვე მრა­ვა­ლი ერის­კა­ცი, რად­გან არ იყო ნე­ბა­დარ­თუ­ლი სა­რე­ცელ­ზე სნე­უ­ლე­ბის გა­მო დას­ხმით მო­ნათ­ლუ­ლი, რო­გო­რიც იყო იგი, [სა­სუ­ლი­ერო] ხა­რის­ხში აეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ იგი (ეპის­კო­პო­სი - მთარგ.) ით­ხოვ­და, რომ მხო­ლოდ მი­სი ხელ­დას­ხმა და­ეშ­ვათ".

შემ­დეგ ამ ამ­ბებს ამ კა­ცის სხვა ყვე­ლა­ზე უა­რეს უმ­სგავ­სო­ბას და­ურ­თავს და გვი­ამ­ბობს შემ­დეგს: "რო­დე­საც აღას­რუ­ლებ­და წირ­ვას და თი­თოე­ულს უნა­წი­ლებ­და და აძ­ლევ­და წილს, სა­ცო­დავ ადა­მი­ა­ნებს კურ­თხე­ვის ნაც­ვლად აი­ძუ­ლებ­და, და­ე­ფი­ცათ, ორი­ვე ხელს ჩას­ჭი­დებ­და [ზი­ა­რე­ბის] მიმ­ღებს და არ უშ­ვებ­და, ვიდ­რე არ და­ი­ფი­ცებ­და და იტ­ყო­და (მის სიტ­ყვებს გა­ვი­მე­ო­რებ): "შე­მომ­ფი­ცე მე ჩვე­ნი უფ­ლის სის­ხლი­თა და ხორ­ცით, რომ მე არა­სო­დეს მი­მა­ტო­ვებ და არ მი­იქ­ცე­ვი კორ­ნე­ლი­უ­სის­კენ". და საბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი მა­ნამ­დე ვერ იგე­მებ­და, სა­ნამ თავს არ და­იწ­ყევ­ლი­და, და პუ­რის მი­ღე­ბი­სას "ამინ"-ის თქმის ნაც­ვლად ამ­ბობ­და: "არ დავ­ბრუნ­დე­ბი კორ­ნე­ლი­უს­თან".

ზო­გი რა­მის თქმის შემ­დეგ კვლავ ამ­ბობს: "იცო­დე, რომ შიშ­ვე­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი გახ­და, რო­დე­საც ძმე­ბი ყო­ველ­დღე ტო­ვებ­დნენ მას და ეკ­ლე­სი­ა­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მო­სემ, ნე­ტარ­მა მო­წა­მემ, ახ­ლა­ხანს ჩვენ­თან მშვე­ნი­ე­რი და საკ­ვირ­ვე­ლი რამ მო­წა­მე­ო­ბის და­მა­მოწ­მე­ბელ­მა, ჯერ კი­დევ ამ­ქვეყ­ნად მყოფ­მა, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა მი­სი თავ­ხე­დო­ბა და სიშ­ლე­გე, თა­ნა­ზი­ა­რე­ბა გაწ­ყვი­ტა მას­თან და მას­თან ერ­თად ხუთ პრეს­ვი­ტერ­თან, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი თა­ვი ეკ­ლე­სი­ი­დან გან­კვე­თეს".

ეპის­ტო­ლის ბო­ლოს კი რომ­ში მყო­ფი და ნო­ვა­ტუ­სის სი­სუ­ლე­ლის გამ­კიც­ხვე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს აკე­თებს, ამას­თან აღ­ნიშ­ნავს მა­თი და იმ სამ­რევ­ლო­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბებ­საც, რომ­ლებ­შიც თავმჯდო­მა­რე­ობ­დნენ, და მო­იხ­სე­ნი­ებს მა­თაც, რომ­ლე­ბიც რომ­ში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ წე­რი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ე­თანხმნენ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას; მათ სა­ხე­ლებ­საც და ქა­ლა­ქებ­საც, სა­ი­და­ნაც მო­წე­რა თი­თოე­ულ­მა[60]. ეს მი­წე­რა და გა­ნუ­მარ­ტა კორ­ნე­ლი­უს­მა ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პოს ფა­ბი­უსს.

 

XLIV

მაგ­რამ ამა­ვე ფა­ბი­უსს, რო­გორ­ღაც გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში მიდ­რე­კილს, აგ­რეთ­ვე დი­ო­ნი­სე ალექ­სან­დრი­ელ­მა მი­წე­რა მრა­ვა­ლი სხვა [ეპის­ტო­ლე] სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ. მის მი­მართ წე­რი­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც მო­უთ­ხრობს ახ­ლა­ხანს ალექ­სან­დრი­ა­ში მათ ბრძო­ლებს, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეწა­მენ. სხვა ამ­ბავ­თან ერ­თად საკ­ვირ­ვე­ლე­ბით სავ­სე რამ ამ­ბავს ამ­ცნობს, რი­სი ამ შრო­მა­ში გად­მო­ცე­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. იგი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: "შენ კი ჩვენ­თან მომ­ხდარ ამ ერთ მა­გა­ლითს გად­მოგ­ცემ. ჩვენ­თან იყო ვინ­მე სე­რა­პი­ონი, მხცო­ვა­ნი მორ­წმუ­ნე, მრა­ვა­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უმ­წიკ­ვლოდ მცხოვ­რე­ბი, მაგ­რამ გან­საც­დელ­ში და­ეცა. იგი ხში­რად ით­ხოვ­და [შენ­დო­ბას], და არა­ვინ აქ­ცევ­და ყუ­რად­ღე­ბას, რად­გან მსხვერ­პლი შე­წი­რა. ერ­თხელ დას­ნე­ულ­და, და სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა­ა­მო­უ­ღებ­ლად და უგრძნობ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ოთ­ხე დღეს ცო­ტა­თი გა­მომ­ჯო­ბინ­და და მო­უხ­მო შვი­ლიშ­ვილს, და უთ­ხრა: "შვი­ლო, ვიდ­რემ­დე შე­მა­კა­ვებთ? გთხოვთ, იჩქა­რეთ, და მო­მე­ცით სიკ­ვდი­ლის ნე­ბა, რო­მე­ლი­მე პრეს­ვი­ტერს უხ­მე". რო­დე­საც ეს თქვა, კვლავ და­დუმ­და. ყმაწ­ვი­ლი გა­იქ­ცა ხუ­ცეს­თან. ღა­მე იყო, პრეს­ვი­ტე­რი და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი იყო, და ვერ შეძ­ლო მოს­ვლა. მე ბრძა­ნე­ბა მქონ­და გა­ცე­მუ­ლი, რომ ამ ცხოვ­რე­ბი­დან წამსვლე­ლებს, თუ ით­ხოვ­დნენ, და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ად­რეც ევედ­რე­ბოდ­ნენ, შენ­დო­ბა მი­ე­ღოთ, რა­თა და­ი­მე­დე­ბულ­ნი გა­რა­დაც­ვლი­ლიყ­ვნენ; ამი­ტომ მან ყმაწ­ვილს მის­ცა ევ­ქა­რის­ტი­ის მცი­რე ნა­წი­ლი, უბ­რძა­ნა და­ეს­ვე­ლე­ბია და მო­ხუ­ცის პირ­ში ჩა­ედო. ყმაწ­ვილ­მა წა­მო­ი­ღო და უკან დაბ­რუნ­და, მო­ახ­ლო­ე­ბი­სას, ვიდ­რე შე­ვი­დო­და, სე­რა­პი­ო­ნი კვლავ გა­მო­ცოცხლდა და თქვა: "მოხ­ვე­დი, შვი­ლო? ხუ­ცეს­მა ვერ შეძ­ლო მოს­ვლა, მაგ­რამ შენ გა­ა­კე­თე სწრა­ფად, რაც და­გი­წე­სა და გან­მი­ტე­ვე". ბიჭ­მა და­ალ­ბო და ჩა­ას­ხა პირ­ში, და რო­დე­საც მან მცი­რე­დი გა­დაყ­ლა­პა, მყის­ვე აღ­მოხ­და სუ­ლი. გა­ნა აშ­კა­რა არ არის, რომ და­ცუ­ლი და შე­ნა­ხულ იქ­ნა, ვიდ­რე არ გან­თა­ვი­სუფ­ლდა და შე­საძ­ლე­ბე­ლი არ გახ­და მრა­ვა­ლი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბით ცოდ­ვის წარ­ხოც­ვის აღი­ა­რე­ბა?".

 

XLV

ეს მოგ­ვით­ხრო დი­ო­ნი­სემ. მაგ­რამ ვნა­ხოთ, ამა­ვე პი­როვ­ელ­თა საძ­მო. მას შემ­დეგ, რაც გან­დგო­მი­სა და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზად (ნო­ვა­ტუს­მა - მთარგ.) გა­ხა­და ზო­გი­ერ­თი ძმა, თით­ქოს მათ და­ა­ძა­ლეს აქამ­დე მი­სუ­ლი­ყო, ნა­ხე რას სწერს: "დი­ო­ნი­სე ძმა ნო­ვა­ტუსს, მო­კით­ხვა. რო­გორც ამ­ბობ, თუ შენ­და უნე­ბუ­რად წა­გიყ­ვა­ნეს, და­ამ­ტკი­ცე ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი დაბ­რუ­ნე­ბით. რად­გან ყვე­ლა­ნა­ი­რად უნ­და ევ­ნო, რომ არ გა­თი­შო ღვთის ეკ­ლე­სია, და კერ­პთაყ­ვა­ნის­ცე­მა­ზე უა­რის თქმის გა­მო მო­წა­მე­ო­ბა­ზე არა­ნაკ­ლე­ბი დი­დე­ბა იქ­ნე­ბო­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის გა­მო მო­წა­მე­ობა, ჩე­მი აზ­რით უფ­რო მე­ტიც. რად­გან ერთ შემთხვე­ვა­ში ერ­თი კა­ცი სა­კუ­თა­რი სუ­ლის გა­მო მო­წა­მე­ობს, მე­ო­რე შემთხვე­ვა­ში კი - მთე­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­მო. ახ­ლა კი, თუ ძმებს ნდო­ბით ან ძალ­და­ტა­ნე­ბით ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი­სა­კენ წა­რუძ­ღვე­ბი, და­ცე­მა­ზე უფ­რო დი­დი წა­მოდ­გო­მა გექ­ნე­ბა, ერ­თი ნე­ბა არ ჩა­გეთ­ვლე­ბა, მე­ო­რე კი შე­ქე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ თუ არ და­გე­მორჩი­ლე­ბი­ან და ვერ შეძ­ლებ, აც­ხო­ნე შე­ნი სუ­ლი. ვლო­ცუ­ლობ, რომ გაძ­ლი­ერ­დე და მშვი­დო­ბით იყო უფალ­ში".

 

XLVI

ესეც ნო­ვა­ტუსს მი­წე­რა. და აგ­რეთ­ვე ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფ­თაც მი­წე­რა ეპის­ტო­ლე "სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც და­ცე­მულ­თა შე­სა­ხებ თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბებს გად­მო­ცემს, და აღ­წერს და­ცე­მულ­თა ხა­რის­ხებს. აგ­რეთ­ვე კო­ლო­ნის მი­მართ (იგი იყო ჰერ­მო­პო­ლი­სელ­თა სამ­რევ­ლოს ეპის­კო­პო­სი) სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ მი­სი პი­რა­დი ეპის­ტო­ლეა მოღ­წე­უ­ლი და სხვაც ალექ­სან­დრი­ა­ში თა­ვი­სი სამწყსოს მი­მართ მი­წე­რი­ლი შე­მა­გო­ნე­ბე­ლი [ეპის­ტო­ლე]. მათ შო­რის არის ასე­ვე ორი­გე­ნეს მი­მართ "მო­წა­მე­ო­ბის შე­სა­ხებ" და­წე­რი­ლი; და ლა­ო­დი­კი­ის ძმე­ბი­სად­მი, რო­მელ­თაც წი­ნამ­დგომ­ლობ­და ეპის­კო­პო­სი თე­ლი­მიდ­რე; აგ­რეთ­ვე სომ­ხეთ­ში მყოფ­თაც, მსგავ­სად­ვე "სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ" მის­წე­რა, რო­მელ­თა ეპის­კო­პო­სი იყო მე­რუ­ძა­ნი. ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან და­მა­ტე­ბით კორ­ნე­ლი­უს რო­მა­ელ­საც მი­წე­რა, რო­დე­საც მი­ი­ღო ნო­ვა­ტუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ მი­სი ეპის­ტო­ლე, რო­მელ­შიც ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს ცხა­დად, რომ იგი მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნა ჰე­ლე­ნუ­სის მი­ერ, კი­ლი­კი­ის ტარ­სუს­ში [ეკ­ლე­სი­ის] ეპის­კო­პო­სის, და მას­თან ერ­თად და­ნარჩე­ნე­ბის მი­ერ (კა­ბა­დო­კი­ა­ში ფირ­მი­ლი­ა­ნეს, პა­ლეს­ტი­ნა­ში თე­ოკ­ტის­ტეს), რა­თა სი­ნო­დი­სათ­ვის შეხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ ან­ტი­ო­ქი­აში, სა­დაც ზო­გი­ერ­თე­ბი ცდი­ლობ­დნენ ნო­ვა­ტუ­სის[61] სქიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას. გარ­და ამი­სა წერს, რომ მას შე­ატ­ყო­ბი­ნეს ფა­ბი­უ­სის მი­ძი­ნე­ბა და მის მო­ნაც­ვლედ ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სო­ბა­ზე დე­მეტ­რი­ა­ნეს[62] დად­გი­ნე­ბა. იგი აგ­რეთ­ვე წერს იე­რუ­სა­ლიმ­ში [ეკ­ლე­სი­ის] ეპის­კო­პო­სის შე­სა­ხებ შემ­დეგ სიტ­ყვებს: "რად­გან საკ­ვირ­ველ­მა ალექ­სან­დრემ, საპ­ყრო­ბი­ლე­ში მყოფ­მა, ნე­ტა­რე­ბით გა­ნის­ვე­ნა".

ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია დი­ო­ნი­სეს სხვა ამის მომ­დევ­ნო "დი­ა­კო­ნი­კე" ეპის­ტო­ლე რომ­ში მყოფ­თათ­ვის ჰი­პო­ლი­ტეს ხე­ლით [გაგ­ზავ­ნი­ლი]. მათ მი­მართ სხვაც მი­წე­რა "მშვი­დო­ბის შე­სა­ხებ", და მსგავ­სად­ვე "სი­ნა­ნუ­ლის შე­სა­ხებ", და კვლავ სხვა იქა­ურ აღ­მსა­რებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ იზი­ა­რებ­დნენ ნო­ვა­ტუ­სის აზრს. ასე­ვე ეკ­ლე­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მათ მი­წე­რა სხვა ორიც. მსგავ­სად­ვე მრა­ვალ სხვა­საც ესა­უბ­რე­ბო­და წე­რი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და ახ­ლაც მი­სი თხზუ­ლე­ბე­ბი­სად­მი მო­შურ­ნე­ო­ბის გა­მომჩენთ მრა­ვალ­გვა­რი სარ­გე­ბე­ლი და­უ­ტო­ვა.

------------------------------------------------------------------------------------------------

კომენტარები


[1] - იმ­პე­რა­ტო­რი სეპ­ტი­მუს სე­ვე­რო­სი თა­ვი­სი მე­ფო­ბის და­საწ­ყის­ში ფრი­ად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სად­მი. ტერ­ტუ­ლი­ა­ნეს თა­ნახ­მად, იგი უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნის­გან გან­კურ­ნა ქრის­ტი­ან­მა პროკ­ლემ. მაგ­რამ თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის მე­ა­თე წელს, ე. ი. 203 წ., აღ­მო­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს იმ­პე­რა­ტორ­მა გა­მოს­ცა დეკ­რე­ტი (სრუ­ლი ტექ­სტი ჩვე­ნამ­დე არ არის მოღ­წე­ული), რო­მე­ლიც უკ­რძა­ლავ­და ვინ­მეს სას­ჯე­ლის სიმ­ძი­მის ში­შით იუ­და­იზ­მში ან ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში გა­დას­ვლას. იუ­და­იზ­მი­სა და ქრის­ტი­ა­ნო­ბის აღ­რე­ვა მოწ­მობს ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა და იუ­და­იზ­მის რე­ლი­გი­ურ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის სი­ახ­ლო­ვე­თა შე­სა­ხებ რო­მის მმარ­თვე­ლო­ბის ცრუ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რად ევ­ნო ალექ­სან­დრი­ის ეკ­ლე­სია. ეს დევ­ნუ­ლე­ბა ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­შიც გავ­რცელ­და. კარ­თა­გენ­ში 203 წ. 7 მარტს სკა­პუ­ლის პრო­კონ­სუ­ლო­ბის დროს და­სა­ჯეს რამ­დე­ნი­მე ქრის­ტი­ანი.

[2] - 203 წლის­თვის დი­მიტ­რი­ო­სი ალექ­სან­დრი­ის კა­თედ­რას მარ­თავ­და უკ­ვე 14 წე­ლი.

[3] - 204 წ., დევ­ნუ­ლე­ბის დროს, კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ალექ­სან­დრი­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი. კა­ტე­ხი­ზა­ტო­რი, ანუ სას­წავ­ლებ­ლის ხელმძღვა­ნე­ლი გახ­და ორი­გე­ნე. ორი­გე­ნეს მო­წა­ფე­თა შო­რის ევ­სე­ბი ასა­ხე­ლებს ჰე­რაკ­ლეს, ალექ­სან­დრი­ის მო­მა­ვალ ეპის­კო­პოსს (231‑246 წწ.), და მის ძმა პლუ­ტარ­ქეს, რო­მელ­საც იხ­სე­ნი­ებს რო­გორც მო­წა­მეს.

[4] - ამ მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ ცნო­ბებს გვაწ­ვდის მხო­ლოდ ევ­სე­ბი. მო­წა­მე პო­ტა­მი­ე­ნის ხსე­ნე­ბის დღეა 28 ივ­ნი­სი.

[5] - კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ელი. სტრო­მა­ტე­ბი, I, 21.

[6] - იგუ­ლის­ხმე­ბა იუ­და - ქრო­ნოგ­რა­ფი, რომ­ლის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რი არ ვი­ცით. მას იხ­სე­ნი­ებს ნეტ. იე­რო­ნი­მე (ალ­ბათ, ევ­სე­ბის კვალ­დაკ­ვალ). იხ.: Harnack A. Geschichte der altchristlischen Literatur. Leipzig, 1893. Bd. I. S. 327; 1897. Bd. II (1). S. 223 ff.; 1904. Bd. II (2). S. 23.

[7] - ევ­სე­ბიმ და პამ­ფი­ლიმ ერ­თობ­ლი­ვად და­წე­რეს ორი­გე­ნეს და­სა­ცა­ვად გან­სკუთ­რე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი - "აპო­ლო­გია". იგი არ არის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ული. IX ს‑ში ის წა­ი­კით­ხა კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის პატ­რი­არ­ქმა ფო­ტი­ოს­მა და მის­გან ვრცე­ლი ამო­ნა­წე­რე­ბი გა­ა­კე­თა თა­ვის ნაშ­რომ "ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში" (PG, C III). აი, რას წერს ფო­ტი­ო­სი ორი­გე­ნეს დევ­ნის შე­სა­ხებ: "ამ დრო­ი­დან დი­მიტ­რის სიყ­ვა­რუ­ლი სი­ძულ­ვი­ლად გარ­და­იქ­მნა, ქე­ბა კი შე­იც­ვა­ლა გა­კიც­ხვით. ორი­გე­ნეს წი­ნა­აღ­მდეგ მოწ­ვე­ულ იქ­ნა ეპის­კო­პოს­თა და ზო­გი­ერთ პრეს­ვი­ტერ­თა კრე­ბა, რო­მელ­მაც, რო­გორც პამ­ფი­ლი ამ­ბობს, მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ ორი­გე­ნე უნ­და გა­ე­ძე­ვე­ბი­ნათ ალექ­სან­დრი­ი­დან, ნე­ბა არ უნ­და და­ერ­თოთ მის­თვის იქ ცხოვ­რე­ბი­სა ან სწავ­ლი­სა; მაგ­რამ სამღვდე­ლო ხა­რის­ხი მას არ ჩა­მო­ერ­თმე­ო­და კრე­ბის მი­ერ, რო­მე­ლიც ჩა­ტარ­და 230 წლის და­სას­რულს ან 231 წლის და­საწ­ყის­ში, მი­ღე­ბულ­მა დად­გე­ნი­ლე­ბამ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ალექ­სან­დრი­ის ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი პა­პი (ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი­ო­სი - რედ.), და მან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ახა­ლი კრე­ბა მო­იწ­ვია, მაგ­რამ უკ­ვე პრეს­ვი­ტერ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე".

[8] - სეპ­ტი­მუს სე­ვე­რუ­სის (გარდ. 211 წ.) მემ­კვიდ­რე­ე­ბი იყ­ვნენ მი­სი შვი­ლე­ბი: ჰე­ტუ­სი და კა­რა­კა­ლა. 212 წ. კა­რა­კა­ლამ მოკ­ლა ძმა და ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი გახ­და. კა­რა­კა­ლას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხე­ლი იყო ან­ტო­ნი­ნე. კა­რა­კა­ლა იყო შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი.

[9] - დი­უ­სი - იე­რუს­ლა­ი­მის ეპის­კო­პო­სი იყო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გერ­მა­ნე - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი იყო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

გორ­დი­ო­სი - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი იყო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

[10] - ალექ­სან­დრე - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი (212‑250 წწ.).

[11] - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სის ალექ­სან­დრეს წე­რი­ლი ეგ­ვიპ­ტის ქა­ლაქ ან­ტი­ნო­ეს ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სად­მი, პრო­ტეს­ტან­ტი მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რის მი­უ­ხე­და­ვად, არა­პირ­და­პი­რად მოწ­მობს ეგ­ვიპ­ტე­ში სა­ე­პის­კო­პო­სო კა­თედ­რის არ­სე­ბო­ბას ჯერ კი­დევ III ს‑ის 30‑იან წლებ­ში.

[12] - ას­კლე­პი­ა­დე - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (213‑221 წწ.).

[13] - და­ახ. 200 წ. ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პოს­მა სე­რა­პი­ონ­მა მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ რო­სის სამ­რევ­ლოს (კე­ლე­სი­რია) მი­მარ­თა შე­გო­ნე­ბით, რომ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ე. წ. "პეტ­რეს სა­ხა­რე­ბა". აპოკ­რი­ფე­ბის შე­სა­ხებ იხ.: შნშ. 46. წ. 3.

[14] - დო­კე­ტის­ტე­ბი - დო­კე­ტიზ­მის მიმ­დევ­რე­ბი, ანუ მოძღვრე­ბა ქრის­ტეს მოჩვე­ნე­ბი­თი სხე­უ­ლის შე­სა­ხებ. დო­კე­ტიზ­მი შე­ად­გენ­და გნოს­ტი­კუ­რი მოძღვრე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს. რო­გორც ცალ­კე სექ­ტა დო­კე­ტის­ტე­ბი მოიხ­სე­ნი­ე­ბი­ან მხო­ლოდ იპო­ლი­ტე რო­მა­ე­ლის `ფი­ლო­სო­ფუ­მე­ნებ­ში~.

[15] - კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ელი. სტრო­მა­ტე­ბი, I, 21.

კა­სი­ა­ნე იუ­ლი­უ­სი (II ს.) - დო­კე­ტის­ტი და მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია "სტრო­მა­ტებ­ში" და ევ­სე­ბის­თან.

არის­ტო­ბუ­ლე - ალექ­სან­დრი­ე­ლი მწე­რა­ლი, წარ­მო­შო­ბით იუ­დე­ვე­ლი, პტო­ლე­მე­ოს IX მას­წავ­ლე­ბე­ლი. ხუთ­წიგ­ნე­უ­ლის მი­სე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბა, და­წე­რი­ლი ბერ­ძნულ ენა­ზე, მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლი­სა და ევ­სე­ვის მი­ერ.

დი­მიტ­რი­ო­სი (III ს. ქ. შ.‑მდე) - იუ­დე­ვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, ავ­ტო­რი თხზუ­ლე­ბი­სა "იუ­დე­ველ მე­ფე­თა ის­ტო­რია", რო­მე­ლიც ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლია ფრაგ­მენ­ტუ­ლად, სხვა ავ­ტო­რე­ბის მი­ერ და­მოწ­მე­ბუ­ლი.

ევ­პო­ლე­მი­ო­სი (II ს. ქ. შ.‑მდე) - იუ­დე­ვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, ავ­ტო­რი ტრაქ­ტა­ტი­სა "იუ­დე­ველ მე­ფე­თა შე­სა­ხებ".

[16] - აკ­ვი­ლა - იუ­და­იზ­მის პრო­ზე­ლი­ტი, წარ­მო­შო­ბით იყო ეფე­სო­ში მცხოვ­რე­ბი წარ­მარ­თუ­ლი ოჯა­ხი­დან. იგი ცხოვ­რობ­და ად­რი­ა­ნეს მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში. და­ახ. 129 წ. თარგმნა წმ. წე­რი­ლი იმ იუ­დე­ვე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რობ­დნენ ბერ­ძნულ ენო­ვან გა­რე­მო­ში. თარ­გმან­მა იუ­დე­ვე­ლე­ბის დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ამ თარ­გმა­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბებს გვაწ­ვდის ბევ­რი უძ­ვე­ლე­სი ავ­ტო­რი: წმ. ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლი, ნეტ. იე­რო­ნი­მე, ორი­გე­ნე, ნეტ. ავ­გუს­ტი­ნე, ეპი­ფა­ნე კვიპ­რე­ლი და სხვ. ეპი­ფა­ნეს მტკი­ცე­ბით, აკ­ვი­ლამ წმ. წე­რი­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლით თარგმნა. ამ მო­საზ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბო­და ნეტ. იე­რო­ნი­მე, თვლი­და რა, რომ `აკ­ვი­ლა არა პა­ექ­რო­ბის სუ­ლით, რო­გორც ზო­გი­ერ­თე­ბი ფიქ­რო­ბენ, არა­მედ ზედ­მი­წევ­ნით სიტ­ყვა-სიტ­ყვით თარგმნის~ (იხ.: Филарет, архиеипскоп Черниговский. Ис­то­ри­чес­кое учение об отцах Церкви. т. 1. ც. 188).

სვი­მა­ქო­სი _ სწავ­ლუ­ლი სა­მა­რი­ტე­ლი, ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ი­ღო და მა­ლე ები­ო­ნელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბა­ში ჩა­ვარ­და. მთარგმნე­ლო­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი იყო 201‑203 წწ‑ებ­ში. სვი­მა­ქო­სის თარ­გმანს იყე­ნებ­დნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბიც.

თე­ო­დო­ტი­ო­ნი - ები­ო­ნელ­თა ერე­სის მიმ­დე­ვა­რი. და­ი­ბა­და ეფე­სო­ში. შემ­დეგ გა­და­ვი­და იუ­და­იზ­მში. წმ. წე­რი­ლი თარგმნა იმ­პე­რა­ტორ კო­მო­დის მმარ­თვე­ლო­ბის მე­ო­რე წელს, ე. ი. 181 წ.

[17] - ჰეგ­ზაპ­ლე­ბი, შედ­გე­ნი­ლი ორი­გე­ნეს მი­ერ 230‑240 წწ‑ებ­ში, თა­ვის­თა­ვად წარ­მო­ად­გენს ექვს სვეტს: 1) ებ­რა­უ­ლი ტექ­სტი ებ­რა­უ­ლი შრიფ­ტით; 2) ებ­რა­უ­ლი ტექ­სტი ბერ­ძნუ­ლი შრიფ­ტით; 3) სა­მოც­და­ათ მთარგმნელ­თა თარ­გმა­ნი; 4) აკ­ვი­ლას თარ­გმა­ნი; 5) სვი­მა­ქო­სის თარ­გმა­ნი; 6) თე­ო­დო­ტი­ო­ნის თარ­გმა­ნი. ჰეგ­ზაპ­ლე­ბი არის წმ. წე­რი­ლის ტექ­სტე­ბის ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი პირ­ვე­ლი კრი­ტი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა. 280 წ. წმ. წე­რი­ლის ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის კი­დევ ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა შეს­რულ­და - ლუ­კი­ა­ნე ან­ტი­ო­ქი­ე­ლის "რე­ცენ­ზია". ცნო­ბი­ლია წმ. წე­რი­ლის ტექ­სტის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბერ­ძნუ­ლი თარ­გმა­ნი, რომ­ლე­ბიც მი­ე­კუთ­ვნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ორი­გე­ნეს პე­რი­ოდს ან წინ უძ­ღვის მას: (ქ. შ.‑მდე III ს.‑ქ. შ. III ს.).

[18] - ამის შე­სა­ხებ მოთ­ხრო­ბი­ლია პა­ლა­დინ ჰე­ლე­ნო­პო­ლე­ლის "ლავ­სა­ი­კონ­ში".

[19] - პორ­ფი­რი (232/233‑301/305 წწ.) - ფი­ლო­სო­ფო­სი, ად­რე­უ­ლი რო­მა­უ­ლი ნე­ოპ­ლა­ტო­ნიზ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ავ­ტო­რი მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი შრო­მე­ბი­სა ფი­ლო­სო­ფი­აში, რე­ლი­გი­აში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, ის­ტო­რი­აში, რი­ტო­რი­კა­ში, ას­ტრო­ლო­გი­ა­ში და ა. შ. და­წე­რა თხზუ­ლე­ბა "ქრის­ტი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", რო­მე­ლიც ფრაგ­მენ­ტე­ბის სა­ხით არის შე­მორჩე­ნი­ლი ავ­ტო­რებ­თან (იხ.: Лосев А. Ф. Ис­то­рия ан­тич­ной эс­те­ти­ки. Пос­лед­ние ве­ка. М., 1988. წ. 1). ამ თხზუ­ლე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი იხ.: Harnack A. Porphyrius "Gegen die Chrisen"//Abhandlungen der Akademie der Wissenschaften in Gottingen. 1916. რუს. თარგ. იხ.: Ранович А. Б. Первоисточники по истории раннего христианства. Античные критики христианства. М., 1990. გვ. 346‑391.

[20] - ამო­ნი­ოს სა­კა­სი (175‑242 წწ.) - ნე­ოპ­ლა­ტო­ნიზ­მის სკო­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი, პლო­ტი­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი. მას თხზუ­ლე­ბე­ბი არ და­უ­ტო­ვე­ბია (იხ.: Лосев А. Ф. Ис­то­рия ан­тич­ной эстетики. Поздный эллианизм. М., 1980. გვ. 134‑140).

[21] - ნუ­მე­ნო­ის აპა­მი­ე­ლი (II ს.) - სი­რი­ე­ლი ნე­ო­პი­თა­გო­რე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი, იხ­რე­ბო­და პლა­ტო­ნის ფი­ლო­სო­ფი­ის­კენ (იხ.: იქ­ვე, გვ. 132‑134).

კრო­ნი­ო­სი (II ს.) - ჰო­მე­რო­სის კო­მენ­ტა­ტო­რი, ნუ­მე­ნი­ო­სის მე­გო­ბა­რი.

აპო­ლო­ფა­ნი (III ს.) - სტო­ი­კო­სი, ცხოვ­რობ­და ან­ტი­ო­ქი­აში. ლონ­გი­ნოს კა­სი­ო­სი (213‑273 წწ.) - ათე­ნე­ლი რი­ტო­რი და ფი­ლო­სო­ფოს-ნე­ოპ­ლა­ტო­ნი­კო­სი, ამო­ნი­ოს სა­კა­სის მო­წა­ფე. სიკ­ვდი­ლით დას­ჯილ იქ­ნა იმ­პე­რა­ტორ ავ­რე­ლი­უ­სის ბრძა­ნე­ბით. ლო­გი­ნოსს მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­წე­რე­ბო­და ავ­ტო­რო­ბა ცნო­ბი­ლი ტრაქ­ტა­ტი­სა "ამაღ­ლე­ბუ­ლის შე­სა­ხებ" (იხ.: ფსევ­დო-ლონ­გი­ნე, ამაღ­ლე­ბუ­ლი­ათ­ვის, მთარგ. ბაჩა­ნა ბრეგ­ვა­ძე, თბი­ლი­სი, 1975 წ., აგ­რეთ­ვე იხ. Лосев А. Ф. История античной эстетики. Ранний эллинизм. М., 1979. გვ. 452).

მო­დე­რა­ტოს ჰა­დე­სე­ლი (I ს. ქ. შ.‑მდე.‑I ს. ქ. შ.) - ფი­ლო­სო­ფოს-ნე­ო­პი­თა­გო­რე­ლი. ცნო­ბი­ლია პორ­ფი­რის თხზუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით "პი­თა­გო­რას ცხოვ­რე­ბა", რო­მელ­შიც მოყ­ვა­ნი­ლია ფრაგ­მენ­ტე­ბი მო­დე­რა­ტო­სის შე­სა­ხებ. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი მო­ი­პო­ვე­ბა სიმ­პლი­ცი­უს­თან და სტო­ბე­ოს­თან (იხ.: Лосев А. Ф. История античной эстетики. Поздний эллинизм. გვ. 33‑34).

ნი­კო­მა­ქე გე­რა­სე­ლი (II ს.) - ნე­ო­პი­თა­გო­რე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი. მა­თე­მა­ტი­კო­სი, ავ­ტო­რი თხზუ­ლე­ბი­სა "არით­მე­ტი­კის შე­სა­ვა­ლი" და "არით­მე­ტი­კუ­ლი ღვთის­მეტ­ყვე­ლე­ბა".

ხე­რი­მო­ნი _ ეგ­ვიპ­ტე­ლი ის­ტო­რი­კო­სი და ფი­ლო­სო­ფოს-სტო­ი­კო­სი, ალექ­სან­დრი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კის ბიბ­ლი­ო­თე­კა­რი. ავ­ტო­რი თხზუ­ლე­ბი­სა "ეგ­ვიპ­ტის ის­ტო­რია". იმ­პე­რა­ტორ ნე­რო­ნის მოძ­ღვა­რი.

კორ­ნუ­ტუ­სი (I ს.) - ფი­ლო­სო­ფოს-სტო­ი­კო­სი.

[22] - სა­უ­ბა­რია "ფი­ლო­სო­ფო­სის მან­ტი­ის" შე­სა­ხებ - ტან­საც­მლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ობა, რო­მელ­საც ატა­რებ­დნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რი­ტო­რე­ბი, სო­ფის­ტე­ბი, სწავ­ლუ­ლე­ბი (იხ.: იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი. `დი­ა­ლო­გი ტრი­ფონ იუ­დე­ველ­თან, I, 1‑2).

[23] - არა­ბე­თი იყო რო­მის პრო­ვინ­ცია, მას­ში შე­დი­ო­და მთე­ლი იორ­და­ნი­ის გაღ­მა მხა­რე და პეტ­რია. მათ მარ­თავ­და ლე­გა­ტი-სე­ნა­ტო­რი. ლე­გა­ტის მი­მარ­თვა ატა­რებ­და ოფი­ცი­ა­ლურ ხა­სი­ათს. ეპის­კო­პო­სი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი ეპის­ტო­ლე მოწ­მობს იმის შე­სა­ხებ, რომ იმ დროს რო­მის მო­ხე­ლე­ე­ბი იც­ნობ­დნენ სა­ეკ­ლე­სიო იე­რარ­ქი­ას. ორი­გე­ნე მოგ­ზა­უ­რობ­და 215‑216 წწ.

[24] - 215 წ. ალექ­სან­დრი­ე­ლე­ბი აჯანყდნენ იმ­პე­რა­ტორ კა­რა­კა­ლას წი­ნა­აღ­მდეგ. კა­რა­კა­ლამ მათ­ზე მკაც­რად იძია შუ­რი: ქა­ლა­ქი მე­ომ­რებს გა­დას­ცა და­სარ­ბე­ვად, გა­ა­ძე­ვა ყვე­ლა უც­ხო­ელი, და­ხუ­რა სკო­ლე­ბი.

[25] - ამ წე­რი­ლის შე­სა­ხებ იხ.: Лоллий (Юрьевский), ар­хи­еп. Алек­сан­дрия и Египет. გვ. 210‑211.

[26] - ბე­რი­ლი­ო­სი - არა­ბე­თის ბოს­ტრი­ის ეპის­კო­პო­სი. მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და მო­ნარ­ქის­ტთა ერესს.

[27] - ან­ტო­ნი­ნუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი კა­რა­კა­ლა (211‑217 წწ.); მაკ­რი­ნუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (217‑218 წწ.); "ან­ტო­ნი­ნუ­სის მე­გო­ბარს" ევ­სე­ბი უწო­დებს იმ­პე­რა­ტორ ჰე­ლა­გა­ბალს (218‑222 წწ.).

[28] - კა­ლის­ტუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (218‑223 წწ.).

ურ­ბა­ნუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (223‑230 წწ.).

[29] - ალექ­სან­დრე სე­ვე­რუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (222‑235 წწ.).

[30] - ფი­ლე­ტო­სი - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (223‑230 წწ.).

[31] - პონ­ტი­ა­ნუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (230‑235 წწ.).

ძე­ბე­ნო­სი - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (230‑238 წწ.).

[32] - ჰე­რაკ­ლა­სი - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (231‑246 წწ.).

[33] - ფირ­მი­ლი­ა­ნე (გარდ. 260 წ.) - კე­სა­რია-კა­ბა­დო­კი­ის ეპის­კო­პო­სი. თავმჯდო­მა­რე­ობ­და ერე­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ რამ­დე­ნი­მე კრე­ბას. შე­მორჩე­ნი­ლია მი­სი ეპის­ტო­ლე კვიპ­რი­ა­ნე კარ­თგე­ნე­ლის მი­მართ.

[34] - მაქ­სი­მი­ნი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (235‑238 წწ.).

[35] - გორ­დი­ა­ნე - რო­მის ეპის­კო­პო­სი (235‑244 წწ.).

[36] - ან­ტე­რო­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (235‑236 წწ.).

ფა­ბი­ა­ნე - რო­მის ეპის­კო­პო­სი (236‑250 წწ.).

[37] - ბა­ბი­ლა - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (238‑250 წწ.).

[38] - დი­ო­ნი­სე - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (246‑265 წწ.); კა­ტე­ხი­ზა­ტო­რულ სას­წავ­ლე­ბელს ხელმძღვა­ნე­ლობ­და 223 წლი­დან.

[39] - წმ. გრი­გო­ლი (გარდ. და­ახ. 270 წ.) - ნე­ო­კე­სა­რი­ის ეპის­კო­პო­სი, საკ­ვირ­ველ­თმოქ­მე­დი. 231 წ. წარ­მარ­თი თე­ო­დო­რე ორი­გე­ნეს და­ე­მო­წა­ფა. რვაწ­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ი­ნათ­ლა გრი­გო­ლის სა­ხე­ლით. მა­ლე ნე­ო­კე­სა­რის ეპის­კო­პო­სი გახ­და. მრა­ვა­ლი სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა და უკ­ვე ბა­სი­ლი დიდ­მა და გრი­გოლ ნო­სელ­მა უწო­დეს მას საკ­ვირ­ველ­თმოქ­მე­დი. მან შე­ად­გი­ნა: სარ­წმუ­ნო­ე­ბის სიმ­ბო­ლო (240 წ.), რო­მე­ლიც მო­წო­ნე­ბულ იქ­ნა პირ­ველ მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა­ზე (325 წ.); კა­ნო­ნი­კუ­რი ეპის­ტო­ლე პონ­ტოს ეპის­კო­პოს ათე­ნო­დო­რეს მი­მართ, 12 კა­ნო­ნის ჩათ­ვლით (262 წ.); ორი­გე­ნეს შეს­ხმა. მი­სი ცხოვ­რე­ბის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნე­ბი იხ. ნა­ნა მრევ­ლიშ­ვი­ლი, გრი­გოლ ნო­სე­ლის "გრი­გოლ საკ­ვირ­ველ­თმოქ­მე­დის ცხოვ­რე­ბის" ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცი­ები, თბი­ლი­სი, 2001 წ.

ათე­ნო­დო­რე - პონ­ტოს ეპის­კო­პო­სი, წმ. გრი­გოლ საკ­ვირ­ველ­მოქ­მე­დის ძმა. წმ. გრი­გოლ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ კრე­ბას ან­ტი­ო­ქი­ა­ში (264 წ.).

[40] - სუ­სა­ნას შე­სა­ხებ (დან. 13:1‑64) ამ­ბა­ვი გად­მო­ცე­მუ­ლი არ არის ძვე­ლი აღთქმის ებ­რა­ულ ტექსტში. იგი არის მხო­ლოდ 70 მთარგმნელ­თა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ ბერ­ძნულ თარ­გმან­ში.

[41] - წმ. პამ­ფი­ლის ცხოვ­რე­ბა და­ცუ­ლია ევ­სე­ბის ნაშ­რო­მის, "პა­ლეს­ტი­ნელ მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ", ფრაგ­მენ­ტში. ევ­სე­ბის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი კა­ტა­ლო­გი და­კარ­გუ­ლია. მი­სი ნა­წი­ლი და­მოწ­მე­ბუ­ლია ნეტ. იე­რო­ნი­მეს მი­ერ პავ­ლე­სად­მი მი­წე­რილ ეპის­ტო­ლე­ში (ეპის­ტო­ლე 23), სა­დაც და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ორი­გე­ნეს და­ახ. 800 ნაშ­რო­მი. ევ­სე­ბის კა­ტა­ლოგ­ში ისი­ნი შე­ად­გენ­და 2000.

[42] - ფი­ლი­პე არა­ბი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (244‑249 წწ.). არ იყო ქრის­ტი­ანი, მაგ­რამ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სად­მი.

[43] - კელ­სუ­სი - ბერ­ძე­ნი რი­ტო­რი. და­ახ. 170 წ. და­წე­რა ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი თხზუ­ლე­ბა "ჭეშ­მა­რი­ტი სიტ­ყვა", რომ­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბი აცუ­ლია ორი­გე­ნეს ტრაქ­ტატ­ში "კელ­სუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ". კელ­სუ­სი არ იყო ეპი­კუ­რე­ლი. კელ­სუ­სის წიგ­ნის ფრაგ­მენ­ტე­ბი იხ.: Ранович А. Б. Пер­во­ис­точ­ни­ки по истории раннего христианства. გვ. 270‑331.

[44] - ფა­ბი­ა­ნე­სად­მი მიძღვნილ ეპის­ტო­ლე­ში (და­ახ. 241 წ.) ორი­გე­ნე ასე ხსნის თა­ვის თხზუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბულ ბო­ლომ­დე არა­მარ­თე­ბუ­ლი გან­საზღვრე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას: მის­მა მე­გო­ბარ­მა მე­ცე­ნატ­მა ამ­ბრო­სიმ აღ­მოაჩი­ნა მი­სი პი­რა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბელ აზ­რებს.

[45] - ამ კრე­ბი­სა და მას­ზე დაგ­მო­ბი­ლი ერე­სე­ბის შე­სა­ხებ ჩვენ ვი­ცით მხო­ლოდ ევ­სე­ბის­გან.

[46] - ელ­კე­სა­ი­ტე­ბი - სექ­ტა, "ფი­ლო­სო­ფუ­მე­ნე­ბის" (VIII, 8‑11) თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე უც­ნა­ური, გა­მო­ნა­გო­ნი ამ­ბე­ბის აღ­მსა­რე­ბე­ლი. ელ­კე­სა­ი­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ძე ღმერ­თი გა­მო­ეც­ხა­და მა­თი სექ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბელს ელ­კსას (I ს‑ის და­სას.-II ს‑ის და­საწ.) ან­გე­ლო­ზის სა­ხით, რო­მე­ლიც სი­მაღ­ლით იყო 96 რო­მა­უ­ლი მი­ლი (რო­მა­უ­ლი მი­ლი უდ­რის 1 480 მ.). ეს მოძღვრე­ბა არ­სე­ბობ­და საკ­მა­ოდ დიდ­ხანს: IV ს‑ში ელ­კსას გვა­რი­დან ჩა­მო­მა­ვალ ორ სექ­ტანტს, მარ­ფუს­სა და მარ­თა­ნას კი­დევ ჰყავ­დათ თა­ვი­ან­თი მიმ­დევ­რე­ბი.

[47] - დე­კი­უ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (249‑251 წწ.).

[48] - დე­კი­უ­სის დევ­ნუ­ლე­ბა, რომ­ლის დაწ­ყე­ბა და­უ­კავ­შირ­და ქრის­ტი­ან­თა წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ცე­მულ ედიქტს (249 წლის დე­კემ­ბე­რი, ან 250 წლის იან­ვა­რი), იყო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მკაც­რი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­აში. ეს ედიქ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად ბრძა­ნებ­და სა­ყო­ველ­თაო დევ­ნუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მათ­ზე, ვინც თაყ­ვანს არ სცემ­და რო­მა­ელ­თა ღმერ­თებს. იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა მაც­ხოვ­რე­ბელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ და­ნიშ­ნუ­ლი ხუ­თი პი­რის­გან შემ­დგა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის თვალ­წინ უნ­და აღეს­რუ­ლე­ბი­ნა მსხვერპლშე­წირ­ვა. მათ, ვინც ამას შე­ას­რუ­ლებ­და, ეძ­ლე­ო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი "მოწ­მო­ბე­ბი" (ლი­ბელ­ლი). შე­მო­ნა­ხუ­ლია ზო­გი­ერ­თი მსგავ­სი მოწ­მო­ბის ტექ­სტი, აი, ერ­თი მათ­გა­ნი: "ალექ­სან­დრეს კუნ­ძუ­ლის სოფ­ლის მსხვერპლშე­წირ­ვი­სათ­ვის, სა­ტა­უ­ტის ძის, აფ­რე­ლი­უს ლო­გე­ნეს­გან, რო­მე­ლიც არჩე­ულ იქ­ნა ალექ­სან­დრეს კუნ­ძუ­ლის სოფ­ლი­დან, შო­ბი­დან 72 წლი­სა, მარ­ჯვე­ნა წარ­ბზე ნაი­ა­რე­ვით. მე ყო­ველ­თვის ვწი­რავ­დი მსხვერპლს ღმერთს და ახ­ლაც თქვე­ნი თან­დას­წრე­ბით, ედიქ­ტის თა­ნახ­მად, შევ­წი­რე მსხვერ­პლი და შე­ვას­რუ­ლე ზე­დე­შეს შე­წირ­ვა და ვი­გე­მე სამსხვერ­პლო ხორ­ცი. იმ­პე­რა­ტორ კე­ი­სარ გაი­უს მე­სი­უს ტრაი­ა­ნე დე­კი­უს ღვთის­მო­სა­ვი სვი­ა­ნი ავ­გუს­ტუ­სის პირ­ველ წელს. 2 ეპიფსს (ანუ 25 ივ­ნისს -რედ.)".

[49] - წმ. ფა­ბი­ა­ნე მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა 250 წლის 20 იან­ვარს.

კორ­ნე­ლი­უ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (251‑252 წწ.). ფა­ბი­ა­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რო­მის კა­თედ­რა დაქ­ვრი­ვე­ბუ­ლი იყო ერთ წელ­ზე მეტ ხანს.

[50] - პირ­ვე­ლად ეპ. ალექ­სან­დრე ევ­ნო იმ­პე­რა­ტორ სეპ­ტი­მუს სე­ვე­რუ­სის დროს.

[51] - მა­ძა­ბე­ნუ­სი - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი (250‑266 წწ.).

[52] - ფა­ბი­უ­სი - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (251‑256 წწ.).

[53] - ეპ. გერ­მა­ნემ ბრა­ლი დას­დო იმა­ში, რომ მან მი­ა­ტო­ვა თა­ვი­სი სამწყსო ვა­ლე­რი­ა­ნეს დევ­ნუ­ლე­ბის დროს.

[54] - სა­ბი­ნი­უ­სი იყო იმ დროს ეგ­ვიპ­ტის პრე­ფექ­ტი.

ფრუ­მენ­ტა­რი­უ­სი (ფრუ­მენ­ტა­რი­უს) - ად­რი­ა­ნეს დრო­ი­დან სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ის მო­ხე­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა (ლათ.).

[55] - მა­კა­რი - ნე­ტა­რი (ბერძ.).

[56] - ალექ­სან­დრი­ელ მო­წა­მე­თა ხსე­ნე­ბის დღე, რომ­ლე­ბიც დე­კი­უ­სის დევ­ნუ­ლე­ბის დროს ეწამ­ნენ - 6 სექ­ტემ­ბე­რი.

[57] - რო­მის ეკ­ლე­სი­ის პრეს­ვი­ტერს, რო­მე­ლიც რწმე­ნის მო­ღა­ლა­ტე­თა შეწ­ყა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ო­და და გან­ხეთ­ქი­ლე­ბას იწ­ვევ­და, ერ­ქვა ნო­ვა­ტი­ანე. თუმ­ცა ევ­სე­ბის შეც­დო­მა აიხ­სნე­ბა არა მხო­ლოდ სა­ხელ­თა მსგავ­სე­ბით. ნო­ვა­ტი ასე­ვე ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. კარ­თა­გე­ნის პრეს­ვი­ტე­რად მყო­ფი, იგი 248 წ. შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა კარ­თა­გე­ნის ეპის­კო­პო­სად კვიპ­რი­ა­ნეს და­ნი­შვნას. დე­კი­უ­სის დევ­ნუ­ლე­ბის დროს და მას შემ­დე­გაც, იგი, ისე­ვე რო­გორც ნო­ვა­ტი­ანე, სპე­კუ­ლი­რებ­და რწმე­ნის მო­ღა­ლა­ტე­თა სამწყსო­ში მი­ღე­ბის შე­სა­ხებ სა­კით­ხით. ნო­ვა­ტის მომ­ხრე­თა თვალ­საზ­რი­სი სრუ­ლი­ად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ნო­ვა­ტი­ა­ნეს მომ­ხრე­თა აზრს: თუ პირ­ველ­ნი თვლიდ­ნენ, რომ ყვე­ლა გან­დგო­მი­ლი, რო­მე­ლიც მი­ი­ღებ­და წე­რი­ლო­ბით შენ­დო­ბას რო­მე­ლი­მე მო­წა­მის­გან ან აღ­მსა­რებ­ლის­გან, ხე­ლახ­ლა უნ­და მი­ე­ღოთ სამწყსო­ში, მე­ო­რე­ნი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ არა­ვინ გან­დგო­მილ­თა­გან არ შე­იძ­ლე­ბო­და შენ­დო­ბი­ლი და მი­ღე­ბუ­ლი სამ­რევ­ლო­ში ყო­ფი­ლი­ყო. ეკ­ლე­სი­ი­სა და იე­რარ­ქი­ის პო­ზი­ცია, რო­მელ­საც გა­მო­ხა­ტავ­და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა წმ. კვიპ­რი­ა­ნე კარ­თა­გე­ნე­ლი და რო­მის ეპის­კო­პო­სი კორ­ნე­ლი­უსი, შორს იყო უკი­დუ­რე­სო­ბის­გან და ცდი­ლობ­და თი­თოე­უ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი შემთხვე­ვის ყუ­რად­ღე­ბით გან­ხილ­ვას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, უკი­დუ­რე­სო­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სია: ნო­ვა­ტი და ნო­ვა­ტი­ა­ნე კარ­გად იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, უფ­რო მე­ტიც, ნო­ვა­ტი­ა­ნე კორ­ნე­ლი­უ­სის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და ნო­ვა­ტის წა­ქე­ზე­ბით. ორი­ვე გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში მყო­ფი პრე­ტენ­ზი­ას აც­ხა­დებ­და სა­ე­პი­კო­პო­სო კა­თედ­რა­ზე, ერ­თიც და მე­ო­რეც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად სარ­გებ­ლობ­დნენ ან­გა­რე­ბის მიზ­ნით ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­სი­ცოც­ხლო სა­კით­ხე­ბით.

[58] - ნო­ვა­ტი­ა­ნე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იყო რო­გორც სა­ეკ­ლე­სიო მწე­რა­ლი, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ლა­თი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი თე­ო­ლო­გი. მი­სი ეპის­ტო­ლე­ე­ბის გარ­და, ჩვე­ნამ­დე მო­აღ­წია წმ. კვიპ­რი­ა­ნეს წე­რი­ლებ­ში და­ცულ­მა მის­მა ნაშ­რო­მებ­მა: "სა­მე­ბის შე­სა­ხებ" და "იუ­დე­ველ­თა საზ­რდოს შე­სა­ხებ".

[59] - ამ ბრალ­დე­ბებს, შე­საძ­ლოა გაზ­ვი­ა­დე­ბულს, უყე­ნებს მხო­ლოდ ეპის­კო­პო­სი კორ­ნე­ლი­უსი. არც წმ. კვიპ­რი­ა­ნეს, არც ტრაქ­ტა­ტის "De novatianum" -ის ავ­ტორს (სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­პი ქსის­ტუ­სი II), - ორი­ვე იყო ნო­ვა­ტი­ა­ნეს შე­უ­პო­ვა­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, - არ მო­ყავთ კორ­ნე­ლი­უ­სის არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბა.

[60] - ეს სია არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.

[61] - ნო­ვა­ტი­ა­ნეს გან­ხეთ­ქი­ლე­ბას თავ­და­პირ­ვე­ლად მხარს უჭერ­და ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ეპის­კო­პო­სი, "ნო­ვა­ტი­ა­ნელ­თა პარ­ტი­ის მკაც­რი წე­სე­ბი­სა და, შე­საძ­ლოა, ნო­ვა­ტი­ა­ნეს პი­რა­დი ხა­სი­ა­თის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ" (Болотов В. В. Лек­ции по ис­то­рии древ­ней Цер­кви. ტ. 2. გვ. 382). შე­საძ­ლოა, სწო­რედ ნო­ვა­ტი­ა­ნეს რი­გო­რიზ­მა უზ­რუნ­ველ­ყო მა­თი საკ­მა­ოდ ხანგრძლი­ვი ის­ტო­რი­უ­ლი არ­სე­ბო­ბა. VI ს‑ში მათ წი­ნა­აღ­მდეგ იწე­რე­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრაქ­ტა­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, ალექ­სან­დრი­ის პატ­რი­არქ ევ­ლო­გის (597‑607 წწ.) ნაშ­რო­მი. ნო­ვა­ტი­ა­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს VIII ს‑ის ცნო­ბე­ბი.

[62] - დე­მეტ­რი­ა­ნე - ანტიოქიის ეპისკოპოსი (256-260 წ.წ.).

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:42)