Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წიგ­ნი V

 

სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­ის მე­ხუ­თე წიგ­ნი შე­ი­ცავს შემ­დეგს:

 

I.       ვინ რო­გორ გან­ვლო ას­პა­რე­ზი ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო გა­ლი­ა­ში ვე­რუ­სის დროს.

II.      რო­გორ უწ­ვდიდ­ნენ ხელს ღვთის­სათ­ნო მო­წა­მე­ე­ბი დევ­ნუ­ლე­ბის ჟამს და­ცე­მულთ.

III.     რო­გორ მი­ი­ღო გა­მოც­ხა­დე­ბა ძილ­ში მო­წა­მე ატა­ლუს­მა.

IV.     რო­გორ წა­რად­გი­ნეს მო­წა­მე­ებ­მა ირი­ნე­ო­სი ეპის­ტო­ლის მეშ­ვე­ო­ბით.

V.      რო­გორ ჩა­მო­უშ­ვა წვი­მა კე­ი­სარ მარ­კუს ავ­რე­ლი­უსს ღმერ­თმა, რო­მელ­მაც შე­ის­მი­ნა ჩვე­ნი­ა­ნე­ბის ლოც­ვე­ბი.

VI.     რო­მის ეპის­კო­პო­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

VII.     ჯერ კი­დევ იმ დროს რო­გორ მოქ­მე­დებ­და სას­წა­უ­ლე­ბი მორ­წმუ­ნე­თა მეშ­ვე­ბით.

VIII.    რო­გორ მო­იხ­სე­ნი­ებს საღ­ვთო წე­რი­ლებს ირი­ნე­ოსი.

IX.      კო­მო­დუ­სის დრო­ინ­დე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბი.

X.       ფი­ლო­სო­ფოს პან­ტე­ნო­სის შე­სა­ხებ.

XI.       კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლის შე­სა­ხებ.

XII.      იე­რუ­სა­ლიმ­ში მყო­ფი ეპის­კო­პო­სე­ბის შე­სა­ხებ.

XIII.     რო­დო­ნის შე­სა­ხებ და მარ­კი­ო­ნი­ტებს შო­რის მომ­ხდა­რი გან­ხეთ­ქი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც იგი მო­იხ­სე­ნი­ებს.

XIV.     ფრი­გი­ე­ლი ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის შე­სა­ხებ.

XV.      ბლას­ტო­ნის დროს რომ­ში წარ­მოქ­მნი­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

XVI.     რა მო­იხ­სე­ნი­ე­ბა მონ­ტა­ნი­სა და მას­თან ერ­თად მყოფ ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა შე­სა­ხებ.

XVII.     მილ­ტი­ა­დი­სა და მის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი თხზუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

XVIII.    რო­გორ ამ­ხი­ლა აპო­ლო­ნი­ოს­მა ფრი­გი­ე­ლე­ბი და რას მო­იხ­სე­ნი­ებს იგი.

XIX.      სე­რა­პი­ო­ნი ფრი­გი­ელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

XX.       რო­გორ ეკა­მა­თე­ბო­და წე­რი­ლო­ბით ირი­ნე­ო­სი რომ­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში მყოფთ.

XXI.      რო­გორ ეწა­მა აპო­ლო­ნი­ო­სი რომ­ში.

XXII.      ამ დროს ცნო­ბი­ლი ეპის­კო­პო­სე­ბი.

XXIII.     იმ დროს პა­სე­ქის შე­სა­ხებ აღ­ძრუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

XXIV.     ასი­ა­ში [წარ­მოქ­მნი­ლი] უთან­ხმო­ე­ბის შე­სა­ხებ.

XXV.      რო­გორ მი­ი­ღო ყვე­ლამ პა­სე­ქის შე­სა­ხებ ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა.

XXVI.     ირი­ნე­ო­სის მშვე­ნი­ე­რე­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა­გან რამ­დენ­მა რა­მემ მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე.

XXVII.    ასე­ვე რამ­დენ­მა რა­მემ მო­აღ­წია სხვე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ამ დროს მას­თან ერ­თად იყ­ვნენ აღ­ზე­ვე­ბუ­ლი.

XXVIII.   მათ შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც არ­ტე­მო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბას და­სა­ბა­მი და­უ­დეს; თუ რო­გო­რი იყ­ვნენ ისი­ნი, და რო­გორ გა­ბე­დეს წმინ­და წე­რი­ლის შერყვნა.

 

რო­მა­ელ­თა ეპის­კო­პო­სი სო­ტე­რი აღეს­რუ­ლა მი­სი წი­ნამძღვრო­ბის მერ­ვე წელს. იგი მო­ცი­ქულ­თა­გან რი­გით მე­თორ­მე­ტემ, ელევ­თერ­მა შეც­ვა­ლა. იმ­პე­რა­ტორ ან­ტო­ნი­ნუს ვე­რუ­სის ზე­ო­ბის მეთ­ხუთ­მე­ტე წე­ლი იყო, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერთ მხა­რე­ში ქა­ლა­ქებ­ში ხალ­ხის თავ­დას­ხმე­ბით კვლავ უფ­რო ძლი­ერ აღეგ­ზნო ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ დევ­ნუ­ლე­ბა[1]. თუ ვიმ­სჯე­ლებთ ერთ ერ­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბით, ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მო­წა­მე­ო­ბით გა­მოიჩი­ნა თა­ვი, რაც და­უ­ვიწ­ყა­რი ხსოვ­ნის ღირ­სი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი­ყო. ამ მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ სრუ­ლი თხრო­ბის ყვე­ლა ჩა­ნა­წე­რი მე გან­ვა­წე­სე "მო­წა­მე­თა კრე­ბულ­ში", და ეს თხრო­ბა არა მხო­ლოდ ის­ტო­რი­ას, არა­მედ მოძღვრე­ბა­საც შე­ი­ცავს; რაც წა­მოჭ­რილ სა­კით­ხებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ მას გად­მოვ­ცემ. სხვე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი თხრო­ბის შემ­დგე­ნე­ბი, წე­რი­ლო­ბით სულ გად­მოს­ცე­მენ ომებ­ში გა­მარ­ჯვე­ბებ­სა და მტრებ­ზე მოწ­ყო­ბილ ტრი­უმ­ფებს, მხე­დართმთავ­რე­ბის საგ­მი­რო საქ­მე­ებ­სა და ჯა­რის­კაც­თა სი­მა­მა­ცეს, შვი­ლე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს, და სხვა სა­კუთ­რე­ბის გუ­ლის­თვის სის­ხლი­თა და ათა­სო­ბით მკვლე­ლო­ბე­ბით გას­ვრილ­თა; საღ­ვთო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ თხრო­ბის ჩვე­ნე­უ­ლი სიტ­ყვა კი თვით სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის გა­მო ყვე­ლა­ზე მში­დო­ბი­ან ომებ­სა და მათ­ში უფ­რო ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გა­მო, ვიდ­რე სამ­შობ­ლოს გა­მო და უფ­რო ღვთის­მო­სა­ო­ბის გა­მო, ვიდ­რე მოყ­ვას­თა გა­მო მებ­რძო­ლებს სა­უ­კუ­ნო სვე­ტებ­ზე აღ­ბეჭ­დავს; ღვთის­მო­სა­ო­ბის მებ­რძოლ­თა წი­ნა­აღ­დგო­მა­სა და მრავ­ლის დამ­თმენ ახო­ვა­ნე­ბას, დე­მო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ნა­დავლს, უხი­ლავ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას და ყო­ვე­ლი­ვე ამის­თვის [მო­პო­ვე­ბულ] გვირ­გვი­ნებს სა­უ­კუ­ნო ხსე­ნე­ბი­სათ­ვის იქა­და­გებს.

 

I

გა­ლია იყო ქვე­ყა­ნა, სა­დაც მომ­ზად­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ას­პა­რე­ზი. მის მთა­ვარ ქა­ლა­ქებს, იქ სა­ხელ­განთქმუ­ლებ­სა და ყვე­ლა­სა­გან გა­მორჩე­უ­ლებს, ეწო­დე­ბო­და ლუგ­დუ­ნი* და ვი­ენა; ორი­ვე მათ­გა­ნის გას­წრივ მთელ მხა­რეს უხ­ვად რწყავ­და მდი­ნა­რე რო­და­ნი[2]. მო­წა­მე­თა შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რე­ბი ამ ქვეყ­ნის გა­მორჩე­ულ­მა ეკ­ლე­სი­ებ­მა ასი­ი­სა და ფრი­გი­ის ეკ­ლე­სი­ებს გა­უგ­ზავ­ნეს, და მათ­თან მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბის თხრო­ბას გად­მოგ­ცემთ მა­თი­ვე სიტ­ყვე­ბით: "ვი­ე­ნა­სა და ლუგ­დუ­ნა­ში გა­ლი­ის მკვიდ­რი ქრის­ტეს მო­ნე­ბი ასი­ა­სა და ფრი­გი­ა­ში ჩვე­ნი გა­მოს­ყიდ­ვის რწმე­ნი­სა და სა­სო­ე­ბის მქო­ნე ძმებს, მშვი­დო­ბა, მად­ლი და დი­დე­ბა მა­მა ღმერ­თი­სა და ჩვე­ნი უფ­ლის იე­სო ქრის­ტეს­გან".

სხვა შე­სა­ვა­ლი სიტ­ყვე­ბის შემ­დეგ, იწ­ყე­ბენ თხრო­ბას ამ სიტ­ყვე­ბით: "ამ­რი­გად, ზედ­მი­წევ­ნით არც თქმა ძალ­გვიძს, არც წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მაა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ მომ­ხდა­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის სი­დი­დის, წარ­მარ­თე­ბი­სა­გან წმინ­და­ნებ­ზე მო­წევ­ნილ ესო­დენ დი­დი რის­ხვი­სა და იმი­საც, თუ რამ­დე­ნი რამ და­ით­მი­ნეს ნე­ტარ­მა მო­წა­მე­ებ­მა. რად­გან მთე­ლი ძა­ლით დაგ­ვატ­ყდა თავს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე თა­ვი­სი გარ­და­უ­ვა­ლი მოს­ვლის წი­ნა­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­ცა­და ჩვენ­ზე. თა­ვი­სი­ა­ნე­ბი დააჩვია და გაწვრთნა ღვთის მო­ნა­თა წი­ნა­აღ­მდეგ, ისე რომ, არა მხო­ლოდ სახ­ლე­ბი­დან, აბა­ნო­ე­ბი­დან და ბაზ­რე­ბი­დან გვდევ­ნი­და, არა­მედ სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლუ­ლი იყო ჩვე­ნი ხილ­ვა რო­მე­ლი­მე ად­გი­ლას. მის წი­ნა­აღ­მდეგ მხე­დართმთა­ვა­რი იყო ღვთის მად­ლი და უძ­ლუ­რებს აძ­ლი­ე­რებ­და, მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნაწ­ყობ­და მტკი­ცე საყ­რდე­ნებს**, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ მოთ­მი­ნე­ბით უკე­თუ­რის ყვე­ლა სა­ხის გა­მოვ­ლი­ნე­ბის თა­ვის თავ­ზე აღე­ბა. ისი­ნი ერ­თად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, და გა­კიც­ხვი­სა და სას­ჯე­ლის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბას და­ით­მედ­ნენ. ქრის­ტეს­თვის მო­შურ­ნე­ნი მრა­ვალს მცი­რედ მიიჩნევ­დნენ, ნამ­დვი­ლად აჩვე­ნებ­დნენ, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვნე­ბე­ბი არ არის ღირ­სი შე­ვა­და­როთ მო­მა­ვალ­ში ჩვენ­თვის გაც­ხა­დე­ბულ დი­დე­ბას (შდრ. რომ. 8, 18).

"პირ­ვე­ლად ვაჟ­კა­ცუ­რად იტან­დნენ ყვე­ლა­ფერს, რაც კი ბრბო­სა­გან თავს ატ­ყდე­ბო­დათ; ყვი­რილს, ცე­მას, კვე­თე­ბას, ძარ­ცვას, ქვე­ბის სრო­ლას, საპ­ყრო­ბი­ლე­ში ჩამწყვდე­ვა­სა და ყვე­ლა­ფერს, რი­სი გა­კე­თე­ბაც უყ­ვარს გამ­ხე­ცე­ბულ ბრბოს მტრე­ბი­სა და მე­ომ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ათა­სის­თავს და ქა­ლა­ქის თავ­კა­ცებს ისი­ნი გა­მოჰ­ყავ­დათ ბა­ზარ­ში მთე­ლი ბრბოს წი­ნა­შე, და­კით­ხავ­დნენ, ღე­ბუ­ლობ­დნენ აღი­ა­რე­ბას და ამწყვდევ­დნენ საპ­ყრო­ბი­ლე­ში, ვიდ­რე არ მო­ვი­დო­და ლე­გა­ტი[3]. შემ­დეგ კი, რო­დე­საც მმარ­თველ­თან მი­იყ­ვა­ნეს ისი­ნი და მან ჩვენს მი­მართ მთე­ლი თა­ვი­სი სი­სა­ტი­კე გა­მო­ი­ყე­ნა, [შე­მო­იყ­ვა­ნეს] ვე­ტი­უს ეპა­გა­თო­სი, ერთ-ერ­თი ძმა­თა­გა­ნი, ღვთი­სა და მოყ­ვა­სი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქო­ბა იმ­დე­ნად უმ­წიკ­ვლო იყო, რომ მი­უ­ხე­და­ვად ახალ­გაზ­რდა ასა­კი­სა, ზა­ქა­რია ხუ­ცე­სის მო­წა­მე­ო­ბას გა­უ­თა­ნაბ­რდა. მან უზა­დოდ გან­ვლო უფ­ლის ყვე­ლა მცნე­ბი­სა და მი­თი­თე­ბის გზა და მოყ­ვა­სის მი­მართ ყვე­ლა მსა­ხუ­რე­ბა და­უ­ღა­ლა­ვად აღას­რუ­ლა, ღვთის მი­მართ დი­დი მო­შურ­ნე­ო­ბა ჰქონ­და და სუ­ლით მდუ­ღა­რე იყო. და ასეთ­მა პი­როვ­ნე­ბამ ვერ აი­ტა­ნა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ ასე უგუ­ნუ­რად წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო, ძა­ლი­ან შე­წუხ­და და მო­ით­ხო­ვა მი­სიც მო­ეს­მი­ნათ. რო­დე­საც სიტ­ყვას უგებ­და ძმე­ბის გა­მო, რომ ჩვენ­ში არა­ფე­რი იყო უღ­მერ­თო, არც უზ­ნეო, მსა­ჯუ­ლის სა­ვარ­ძლის გვერ­დით მდგო­მე­ბი უყ­ვი­როდ­ნენ მას, რად­გან იგი გა­მოჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, ხო­ლო მმარ­თველ­მა ვერ აი­ტა­ნა მის მი­ერ ასე­თი სა­მარ­თლი­ა­ნი მოთ­ხოვ­ნის წა­ყე­ნე­ბა და მხო­ლოდ ეს ჰკით­ხა, იყო თუ არა ისიც ქრის­ტი­ანი, მან კი, რო­დე­საც ბრწყინ­ვა­ლე ხმით აღი­არა, თვი­თო­ნაც გა­ი­ზი­ა­რა მო­წა­მე­თა ხვედ­რი. ქრის­ტი­ან­თა­გან "ნუ­გე­შის­მცემ­ლად" წო­დე­ბუ­ლი თა­ვის თავ­ში ატა­რებ­და ნუ­გე­შის­მცე­მელს, ზა­ქა­რი­ას სულს, რაც სიყ­ვა­რუ­ლის სი­სავ­სის გზით მი­იღო, რო­დე­საც სათ­ნო იჩი­ნა ძმე­ბის და­სა­ცა­ვად სა­კუ­თა­რი სუ­ლის და­დე­ბა (შდრ. 1 თეს. 2,8). რად­გან იყო და არის უფ­ლის ჭეშ­მა­რი­ტი მო­წა­ფე, მიმ­დე­ვა­რი კრა­ვი­სა, სა­დაც კი ის წა­ვი­დო­და (შდრ. გა­მოცხ. 14,4).

"აქ და­ნარჩე­ნე­ბი გა­იყ­ვნენ. აშ­კა­რად მზად აღ­მოჩნდნენ პირ­ველ­მო­წა­მე­ნი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი სუ­ლით აღას­რუ­ლებ­დნენ მო­წა­მე­ო­ბის აღ­სა­რე­ბას, გა­მოჩნდნენ ასე­ვე მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი, გა­უწვრთნე­ლე­ბი და ჯერ ისევ უძ­ლუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც არ შე­ეძ­ლოთ დი­დი ბრძო­ლის წნე­ხის გაძ­ლე­ბა, მათ­გან და­ახ­ლო­ე­ბით ათი კა­ცი და­ეცა. მათ გა­მო გვქონ­და დი­დი მწუ­ხა­რე­ბა და უზო­მო გლო­ვა, და სხვე­ბის სუ­ლი გა­ტე­ხეს, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ შეპ­ყრო­ბი­ლი და რომ­ლე­ბიც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა სა­ში­ნე­ლი გან­საც­დე­ლი ჰქონ­დათ გა­და­ტა­ნი­ლი, მა­ინც რჩე­ბოდ­ნენ მო­წა­მე­ებ­თან და არ ტო­ვებ­დნენ მათ. მა­შინ კი ყვე­ლა ძა­ლი­ან შევ­შინ­დით აღ­სა­რე­ბის ბუნ­დო­ვა­ნე­ბის გა­მო, არა თუ მო­წევ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის გვე­ში­ნო­და, არა­მედ [მოვ­ლე­ნე­ბის] და­სას­რუ­ლი­სა­კენ ვიმ­ზი­რე­ბო­დით და გვე­ში­ნო­და ზო­გი­ერ­თე­ბის და­ცე­მის. ყო­ველ­დღე იჭერ­დნენ ღირ­სე­უ­ლებს და მათ რიცხვს ისე ავ­სებ­დნენ, რომ ორი ეკ­ლე­სი­ი­დან თავს უყ­რიდ­ნენ ყვე­ლა მო­შურ­ნეს და მათ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ერ­თად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ იქ მყოფ­ნი. მას შემ­დეგ, რაც მმარ­თველ­მა ბრძა­ნა სა­ხალ­ხოდ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის მო­ძებ­ნა, ზო­გი­ერ­თი წარ­მარ­თი იჭერ­და ჩვე­ნი­ა­ნე­ბის მო­ნებს. ისი­ნი სა­ტა­ნის მზაკ­ვრო­ბით, იმ სა­ტან­ჯვე­ლე­ბი­სა­გან იყ­ვნენ და­ში­ნე­ბუ­ლი, რა­საც ხე­დავ­დნენ წმინ­და­ნე­ბის ვნე­ბი­სას და, რო­დე­საც ჯა­რის­კა­ცე­ბი შე­ა­გო­ნებ­დნენ, ჩვენ­ზე ცილს სწა­მებ­დნენ - თი­ეს­ტეს ნა­დიმს, ოი­დი­პო­სის აღ­რე­ვას[4] და იმას, რი­სი თქმის, ან გა­ფიქ­რე­ბის უფ­ლე­ბაც არა გვაქვს, არა­მედ არც იმის და­ჯე­რე­ბის, თუ რა­ი­მე მსგავ­სი მომ­ხდა­რა ადა­მი­ა­ნებ­თან. რო­დე­საც ამას ამ­ბობ­დნენ, ყვე­ლა მხეც­დე­ბო­და ჩვენ­ზე, ისე რომ, თუ აქამ­დე ზო­გი­ერ­თი მე­გობ­რო­ბის გა­მო თავს იკა­ვებ­და, მა­შინ ძა­ლი­ან სას­ტი­კი ხდე­ბო­და და კბი­ლებს აღ­რჭენ­და ჩვენ­ზე. სრულ­დე­ბო­და ჩვე­ნი უფ­ლის მი­ერ ნათ­ქვა­მი, რომ "მო­ვა ჟა­მი, რო­დე­საც ყვე­ლა თქვენს მკვლელს ეგო­ნე­ბა, რომ ღმერთს ემ­სა­ხუ­რე­ბა" (იოან. 16,2). და­სას­რულ, წმინ­და მო­წა­მე­ებ­მა ენი­თა­უ­წე­რე­ლი მოთ­მი­ნე­ბით აი­ტა­ნეს სას­ჯე­ლე­ბი, რო­დე­საც სა­ტა­ნა ცდი­ლობ­და მა­თი მეშ­ვე­ო­ბი­თაც წარ­მოთ­ქმუ­ლი­ყო რა­ი­მე გმო­ბა. ბრბოს, მმარ­თვე­ლი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბის მთე­ლი რის­ხვა ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი სიძ­ლი­ე­რით თავს და­ატ­ყდათ სან­კტუსს, დი­ა­კონს ვი­ე­ნი­დან და მა­ტუ­რუსს, ახ­ლად მო­ნათ­ლულს, მაგ­რამ ნამ­დვილ მებ­რძოლს, და ატა­ლუსს, წარ­მო­შო­ბით პერ­გა­მო­ნელს, ყო­ველ­თვის სვეტ­სა და სიმ­ტკი­ცეს იქ მყოფ­თათ­ვის, და ბლან­დი­ნას, ვის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ქრის­ტემ აჩვე­ნა, რომ, რაც ადა­მი­ა­ნებ­თან უმ­ნიშ­ვნე­ლო, უსა­ხუ­რი და შე­სა­ზიზ­ღი ჩანს, ღმერ­თთან დი­დე­ბის ღირ­სი ხდე­ბა მის მი­მართ ძა­ლა­ში წარ­მოჩე­ნი­ლი და არა გა­რეგ­ნო­ბით მო­ქა­დუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო. რო­დე­საც ჩვენ ყვე­ლას გვე­ში­ნო­და და ასე­ვე მის ხორ­ცი­ელ ქალ­ბა­ტონ­საც, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე იყო ერთ-ერ­თი მებ­რძო­ლი მო­წა­მე­თა შო­რის, რომ გამ­ბე­და­ო­ბა არ ეყო­ფო­და აღ­სა­რე­ბის წარ­მო­სათ­ქმე­ლად სხე­უ­ლის უძ­ლუ­რე­ბის გა­მო; ბლან­დი­ნა აღივ­სო ისე­თი ძა­ლით, რომ მტარ­ვა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მო­რი­გე­ო­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ტან­ჯვე­ლე­ბით აწა­მებ­დნენ, გა­უშ­ვეს და მი­ა­ტო­ვეს, და მათ თვი­თონ აღი­ა­რეს, რომ და­მარცხდნენ და მე­ტი აღა­რა­ფე­რი შე­ეძ­ლოთ მის­თვის გა­ე­კე­თე­ბი­ათ. მათ უკ­ვირ­დათ, რომ იგი ცოც­ხა­ლი დარჩა, რო­დე­საც მთე­ლი სხე­უ­ლი შე­მუს­ვრი­ლი და ღია ჰქონ­და, და და­ა­მოწ­მებ­დნენ, რომ წა­მე­ბის ერ­თი სა­ხე­ო­ბაც კი საკ­მა­რი­სი იყო მის­თვის სუ­ლის ამო­სახ­დე­ლად, არა თუ ასე­თი და ესო­დე­ნი ტან­ჯვა. მაგ­რამ ნე­ტა­რი, რო­გორც ნამ­დვი­ლი მებ­რძო­ლი, აღ­სა­რე­ბის წარ­მოთ­ქმი­სას გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და და მოხ­და მი­სი ამაღ­ლე­ბა, გან­სვე­ნე­ბა და იმ ტკი­ვი­ლე­ბის და­ა­მე­ბა, რა­საც მას აყე­ნებ­დნენ, რო­დე­საც წარ­მოთ­ქვამ­და: "ქრის­ტი­ა­ნი ქა­ლი ვარ და ჩვენ­თან არა­ვი­თა­რი ბო­რო­ტე­ბა არ ხდე­ბა".

"სან­კტუს­მა კი თვი­თონ ადა­მი­ან­თა­გან ყვე­ლა სა­ტან­ჯვე­ლი ახოვ­ნად და ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლად ნამ­დვი­ლად და­ით­მი­ნა, და რო­დე­საც ურ­ჯუ­ლო­ებს იმე­დი ჰქონ­დათ, ტან­ჯვის ხანგრძლი­ვო­ბი­სა და სიმ­ძლავ­რის გა­მო მის­გან მო­ის­მენ­დნენ რა­ი­მე უკ­რძალ­ველს, მა­თი მო­ლო­დი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ისე­თი სიმ­ტკი­ცე გა­მოიჩინა, რომ არც სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი თქვა, არც ეროვ­ნე­ბა, არც ქა­ლა­ქი, სა­ი­და­ნაც იყო, არც ის, მო­ნა იყო, თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი; არა­მედ ყვე­ლა შე­კით­ხვა­ზე პა­სუ­ხობ­და ლა­თი­ნურ ენა­ზე: "ქრის­ტი­ა­ნი ვარ"; ამას აღი­ა­რებ­და სა­ხე­ლის, ქა­ლა­ქის, გვა­რის და სხვა ყვე­ლაფ­რის ნაც­ვლად, ხო­ლო სხვა სიტ­ყვას წარ­მარ­თე­ბი მის­გან ვერ ის­მენ­დნენ. ამი­ტომ მმარ­თვე­ლი­ცა და მტარ­ვა­ლე­ბიც ძა­ლი­ან ცდი­ლობ­დნენ მის და­მორჩი­ლე­ბას, ისე რომ მის­თვის გა­სა­კე­თე­ბე­ლი მე­ტი აღა­რა­ფე­რი დარჩათ. ბო­ლოს გა­ხუ­რე­ბუ­ლი სპი­ლენ­ძის ფირ­ფი­ტებს აწე­ბებ­დნენ მი­სი სხე­უ­ლის ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე ად­გი­ლებ­ზე. ისი­ნი იწ­ვო­და, ხო­ლო თვი­თონ და­უწ­ვე­ლი და და­უ­მორჩი­ლე­ბე­ლი რჩე­ბო­და, მტკი­ცედ იდ­გა აღ­სა­რე­ბა­ში, ქრის­ტეს წი­ა­ღი­დან გად­მო­სუ­ლი სი­ცოც­ხლის წყლის ცი­უ­რი წყა­რო­თი მორ­წყუ­ლი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი. სხე­უ­ლი მას­ზე შემთხვე­უ­ლის მო­წა­მე იყო, ერ­თი­ა­ნად ჭრი­ლო­ბა და წყლუ­ლი იყო, კან­კა­ლებ­და და სა­ხე ადა­მი­ა­ნი­სას აღარ მი­უ­გავ­და, მას­ში ვნე­ბუ­ლი ქრის­ტე მე­ტად გან­დიდ­და, გა­ა­ნად­გუ­რა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და სხვე­ბი­სათ­ვის სა­ნი­მუ­შოდ აჩვე­ნა, რომ არა­ფე­რია სა­ში­ში, სა­დაც არის მა­მის სიყ­ვა­რუ­ლი, არც ტკი­ვი­ლია, სა­დაც არის ქრის­ტეს დი­დე­ბა. ურ­ჯუ­ლო­ნი რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კვლავ ტან­ჯავ­დნენ მო­წა­მეს და ფიქ­რობ­დნენ, რომ რო­ცა სხე­უ­ლი და­სი­ე­ბუ­ლი და დაწ­ყლუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და, თუ იმა­ვე სა­ტან­ჯვე­ლებს გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ, და­ა­მარ­ცხებ­დნენ (რად­გან ხე­ლის შე­ხე­ბა­საც ვერ იტან­და), ან­და მტარ­ვალ­თა­გან მოკ­ლუ­ლი და­ნარჩე­ნებს შიშს ჩა­უ­ნერ­გავ­და. მაგ­რამ არა­თუ მსგავ­სი რამ არ მოხ­და, არა­მედ ყო­ველ­გვა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი მო­ლო­დი­ნის სა­პი­რის­პი­როდ ტან­ჯვის დროს ზე აწია თა­ვი, წა­მო­ი­მარ­თა სხე­უ­ლით და მი­ი­ღო პირ­ვან­დე­ლი სა­ხე და აღიდ­გი­ნა [სხე­უ­ლის] ასო­ე­ბის ქმე­დი­თო­ბა ისე, რომ არა­თუ ევ­ნო, არა­მედ ქრის­ტეს მად­ლით მე­ო­რე წა­მე­ბა მის­თვის კურ­ნე­ბა შე­იქ­მნა.

"ბიბ­ლი­სი კი, ერ­თი უარ­მყო­ფელ­თა­გა­ნი, ეშ­მაკ­მა წა­იყ­ვა­ნა სა­ტან­ჯვე­ლად (მას ეგო­ნა, რომ უკ­ვე შთანთქმუ­ლი ყავ­და და სურ­და, რომ მკრე­ხე­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნე­სა­ჯა), თით­ქოს უკ­ვე გა­ტე­ხილს და შე­ში­ნე­ბულს აი­ძუ­ლებ­და, რომ ეთ­ქვა ჩვენს შე­სა­ხებ უღ­მერ­თო სიტ­ყვე­ბი. წა­მე­ბის დროს იგი გონს მო­ე­გო და, რო­გორც იტ­ყვი­ან, ღრმა ძი­ლი­დან გა­მოფ­ხიზ­ლდა, ჟა­მი­ე­რი სას­ჯე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­იხ­სე­ნა გე­ე­ნი­ის სა­უ­კუ­ნო სა­ტან­ჯვე­ლი, და აქეთ შე­ე­პა­სუ­ხა მგმო­ბე­ლებს: "ბავ­შვებს რო­გორ შე­ჭა­მენ ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც უგუ­ნურ ცხო­ველ­თა სის­ხლის შეჭ­მაც კი აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ?" ამის შემ­დეგ აღი­არა, რომ ქრის­ტი­ა­ნი იყო და მო­წა­მე­თა დასს შე­ე­მა­ტა.

"რო­დე­საც ქრის­ტეს მი­ერ ნე­ტარ­თა სიმ­ტკი­ცის მეშ­ვე­ო­ბით ტი­რან­თა სა­ტან­ჯვე­ლე­ბი გა­უქ­მდა, ეშ­მაკ­მა სხვა მზაკ­ვრო­ბა მო­ი­ფიქ­რა: საპ­ყრო­ბი­ლე­ში წყვდი­ად­სა და უმ­ძი­მეს ად­გი­ლას ჩამწყვდე­ვა, ფი­ცარ­ზე ფე­ხე­ბის გა­და­ჭიმ­ვა მე­ხუ­თე ნახ­ვრე­ტამ­დე და სხვა ტან­ჯვა-წა­მე­ბა­ნი, რაც სჩვე­ო­დათ გან­რის­ხე­ბულ მსა­ხუ­რებს, და ამას ეშ­მა­კი­სა­გან აღ­ვსე­ბულ­ნი პა­ტიმ­რებ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ასე იხუ­თე­ბო­და საპ­ყრო­ბი­ლე­ში მრა­ვა­ლი, რო­მელ­თა ამ სა­ხით წაყ­ვა­ნა ენე­ბა უფალს და აჩვე­ნებ­და თა­ვის დი­დე­ბას. მწა­რედ გვე­მულ­ნი, რო­დე­საც ჩან­და, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც რომ ემ­კურ­ნა­ლათ, მა­ინც ვერ გა­დარჩე­ბოდ­ნენ, საპ­ყრო­ბი­ლე­ში აგ­რძე­ლებ­დნენ ცხოვ­რე­ბას. ადა­მი­ან­თა მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა­გან მი­ტო­ვე­ბულ­ნი, მაგ­რამ უფ­ლი­სა­გან სხე­უ­ლი­თა და სუ­ლით განმტკი­ცე­ბულ­ნი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლე­ბი, სხვებ­საც ამ­ხნე­ვებ­დნენ და ნუ­გეშს სცემ­დნენ. უფ­რო ახალ­ბე­დე­ბი კი ახ­ლა­ხან შეპ­ყრო­ბილ­ნი, რო­მელ­თა სხე­უ­ლებს ჯერ არ მოპ­ყრო­ბოდ­ნენ მსგავ­სად, პა­ტიმ­რო­ბის სიმ­ძი­მეს ვერ უძ­ლებ­დნენ, და შიგ­ნით იღუ­პე­ბოდ­ნენ.

ნე­ტარ პო­თი­ნოსს ქა­ლაქ ლუგ­დი­ნა­ში ეპის­კო­პო­სო­ბის მსა­ხუ­რე­ბა მი­ან­დეს, ოთ­ხმოც­და­ა­თი წლის ასა­კი­სას და სხე­უ­ლით მთლი­ა­ნად და­უძ­ლუ­რე­ბულს. მას ძლივს ედ­გა სუ­ლი სხე­უ­ლის უძ­ლუ­რე­ბის გა­მო, მაგ­რამ მო­შურ­ნე სუ­ლის მი­ერ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იყო მო­წა­მე­ო­ბის წა­დი­ლით. იგი მსა­ჯუ­ლის სა­ვარ­ძელ­თან მი­ათ­რი­ეს, თუმ­ცა სხე­უ­ლი მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბი­სა­გან და სნე­უ­ლე­ბი­სა­გან და­სუს­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და, სუ­ლი მას­ში მტკი­ცე იყო, რა­თა მი­სი მეშ­ვე­ო­ბით ქრის­ტეს შე­ეს­რუ­ლე­ბია ტრი­უმ­ფა­ლუ­რი სვლა. იგი ჯა­რის­კა­ცებ­მა მი­იყ­ვა­ნეს მსა­ჯუ­ლის სა­ვარ­ძელ­თან. მას თან ახლდნენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მთე­ლი ბრბო, რო­მე­ლიც მთე­ლი ხმით გაჰ­ყვი­რო­და, რომ იგი იყო ქრის­ტე. და მან მის­ცა მშვე­ნი­ე­რი მოწ­მო­ბა. რო­დე­საც მმარ­თველ­მა ჰკით­ხა, თუ ვინ არის ქრის­ტი­ან­თა ღმერ­თი, უპა­სუ­ხა: "თუ ხარ ღირ­სი, გა­ი­გებ". შემ­დეგ კი მას უმოწ­ყა­ლოდ და­ათ­რევ­დნენ და მრა­ვალ­გზი­სი დარტყმე­ბით ტან­ჯავ­დნენ, მას­თან ახ­ლოს მყოფ­ნი ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით მრა­ვალ­გვარ შე­უ­რაც­ხყო­ფას აყე­ნებ­დნენ, არც მის ასაკს სცემ­დნენ პა­ტივს; ხო­ლო მო­შო­რე­ბით მდგომ­ნი, რაც ხელ­ში მოხ­ვდე­ბო­დათ, მას ეს­როდ­ნენ; ყვე­ლა თვლი­და, რომ დი­დი ცთო­მი­ლე­ბა და უზ­ნე­ო­ბა იქ­ნე­ბო­და, თუ ვინ­მეს გა­მორჩე­ბო­და მის­თვის შე­უ­რაც­ხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა. რად­გან ფიქ­რობ­დნენ, რომ ამ­გვა­რად შურს იძი­ებ­დნენ მა­თი ღმერ­თე­ბი­სათ­ვის. ძლივს ედ­გა პირ­ში სუ­ლი, რო­დე­საც ჩა­აგ­დეს საპ­ყრო­ბი­ლე­ში, და ორი დღის შემ­დეგ სუ­ლი ამოხ­და.

"შემ­დეგ იქ­მნა ღვთის დი­დი გან­გე­ბუ­ლე­ბა და გა­მოჩნდა იე­სოს უზო­მო წყა­ლო­ბა, რაც ძმებს შო­რის იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და, მაგ­რამ ქრის­ტეს ხე­ლოვ­ნე­ბი­სა­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლან. რად­გან პირ­ვე­ლი შეპ­ყრო­ბის დროს უარ­მყო­ფე­ლე­ბიც და­ა­ტუ­სა­ღეს და გა­ი­ზი­ა­რეს იქა­უ­რი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი. იმ დროს უარ­ყო­ფამ მათ ვერ უშ­ვე­ლა: ვინც იყო აღ­მსა­რე­ბე­ლი, ჩამწყვდე­ულ იქ­ნა რო­გორც ქრის­ტი­ანი, რო­მელ­საც სხვა ვე­რა­ნა­ი­რი ბრა­ლი ვერ წა­უ­ყე­ნეს, და­ნარჩე­ნე­ბი კი რო­გორც კა­ცისმკვლე­ლე­ბი და უწ­მინ­დუ­რე­ბი შე­ეპ­ყრათ, და სხვებ­ზე ორ­მა­გად ძლი­ერ სტან­ჯავ­დნენ. მათ (აღ­მსა­რებ­ლებს - მთარგ.) ამ­ხნე­ვებ­დათ მო­წა­მე­ო­ბის სი­ხა­რუ­ლი და აღთქმა­თა სა­სო­ება, ქრის­ტე­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და მა­მი­სე­უ­ლი სუ­ლი, ამათ (უარ­მყო­ფე­ლებს - მთარგ.) კი სინ­დი­სი დი­დად ტან­ჯავ­დათ, ისე რომ ყვე­ლა და­ნარჩე­ნებ­თან გა­მოს­ვლი­სას სა­ხე­ზე ემჩნე­ო­დათ. რად­გან ისი­ნი მხი­ა­რუ­ლი მი­დი­ოდ­ნენ წინ, მა­თი სა­ხე მრა­ვა­ლი დი­დე­ბი­თა და მად­ლით იყო შე­ფე­რი­ლი, ისე რომ ბორ­კი­ლე­ბი ედოთ რო­გორც რამ მშვე­ნი­ე­რი სამ­კა­ული, და რო­გორც სი­ზეს, მრა­ვალ­სა­ხო­ვა­ნი ოქ­როს ფოჩე­ბით შემ­კო­ბილს, ქრის­ტეს კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბა ას­დი­ო­დათ, ზო­გი იმა­საც ფიქ­რობ­და, თით­ქოს მათ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ნელ­საც­ხე­ბე­ლი. ხო­ლო ესე­ნი იყ­ვნენ დამ­წუხ­რე­ბუ­ლი, დამ­დაბ­ლე­ბუ­ლი, უსა­ხუ­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი სირცხვი­ლით აღ­სავ­სე, ამას გარ­და წარ­მარ­თე­ბის­გა­ნაც გა­კიც­ხუ­ლი, რო­გორც უღირ­სი და მხდა­ლი, კა­ცისმკვლელ­თა ბრალ­დე­ბის მქო­ნე, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს ყოვ­ლად სა­პა­ტიო, დი­დე­ბუ­ლი და ცხო­ველ­მყო­ფე­ლი სა­ხე­ლი. რო­დე­საც ამას სხვე­ბი ხე­დავ­დნენ, განმტკიც­დე­ბოდ­ნენ და მათ­თან ერ­თად შეპ­ყრო­ბი­ლე­ბი ეჭ­ვის გა­რე­შე აღი­ა­რებ­დნენ, და ეშ­მა­კის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არც კი უფიქ­რდე­ბოდ­ნენ".

შემ­დეგ ზო­გი რამ დას­ძი­ნეს და კვლავ გა­ნაგ­რძეს: "ამის შემ­დეგ მა­თი [ამ­ქვეყ­ნი­დან] გას­ვლის მოწ­მო­ბა ყვე­ლა სა­ხით გა­მოვ­ლინ­დე­ბო­და. რად­გან სხვა­დას­ხვა ფე­რის ყვე­ლა­ნა­ი­რი ყვა­ვი­ლი­სა­გან ერ­თი მოწ­ნუ­ლი გვირ­გვი­ნი მი­უძღვნეს მა­მას. კე­თილ­შო­ბილ­მა მებ­რძო­ლებ­მა და­ით­მი­ნეს მრა­ვა­ლი სა­ხის ბრძო­ლა, ძლი­ერ გა­ი­მარ­ჯვეს და მი­ი­ღეს უხრწნე­ლე­ბის დი­დი გვირ­გვი­ნი. მა­ტუ­რუ­სი, სან­ქტუ­სი და ატა­ლუ­სი მი­იყ­ვა­ნეს სამ­ხე­ცე­ში, წარ­მარ­თე­ბის სა­ხალ­ხო და სა­ზო­გა­დო არა­ა­და­მი­ა­ნურ სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე, რო­დე­საც ჩვე­ნი­ა­ნე­ბის გა­მო გა­მარ­თეს მხეც­თა ბრძო­ლე­ბის სა­თა­ნა­დო დღე­ები. მა­ტუ­რუს­მა და სან­ქტუს­მა კვლავ გაი­ა­რეს ამ­ფი­თე­ატ­რში ყვე­ლა სა­ტან­ჯვე­ლი, თით­ქოს აქამ­დე სრუ­ლი­ად არ ეტან­ჯათ, უფ­რო კი რო­გორც მო­წი­ნა­აღ­მდე­გის უკ­ვე მრა­ვა­ლი წი­ლის გავ­ლით მძლე­ვე­ლებ­მა და თვით მი­სი გვირ­გვი­ნი­სათ­ვის ბრძო­ლის გამ­მარ­თვე­ლებ­მა კვლავ და­ით­მი­ნეს იქ ჩვე­უ­ლი მათ­რა­ხე­ბი, და მხე­ცებ­თან ძა­ლის და­ტა­ნე­ბით მიგ­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც გაშ­ლე­გე­ბუ­ლი ხალ­ხი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი­დან გაჰ­ყვი­რო­და და ბრძა­ნე­ბებს იძ­ლე­ოდა. ყო­ვე­ლი­ვეს და­სას­რულს კი - რკი­ნის სკა­მი, რო­მელ­ზეც დამ­დნა­რი სხე­უ­ლის წვის კვამ­ლმა შე­მო­სა ისი­ნი. მაგ­რამ არც ამან და­აც­ხრო ისი­ნი, არა­მედ უფ­რო და უფ­რო გაშ­ლეგ­დნენ, სურ­დათ და­ე­მარ­ცხე­ბი­ათ მა­თი გამ­ძლე­ობა, და სან­ქტუ­სის­გან სხვა არა­ფე­რი ეს­მო­დათ გარ­და იმი­სა, რი­სი თქმაც თა­ვი­დან­ვე ჩვე­ოდა, - აღ­სა­რე­ბის სიტ­ყვა.

"რო­დე­საც დი­დი ბრძო­ლის გავ­ლით მრა­ვა­ლი რამ და­ით­მი­ნა მათ­მა სულ­მა, სა­ბო­ლო­ოდ ისი­ნი მსხვერ­პლად შე­წი­რეს, იმ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მთე­ლი მრა­ვალ­სა­ხო­ვა­ნი ბრძო­ლე­ბის ნაც­ვლად ისი­ნი იქ­ცნენ სა­ნა­ხა­ო­ბად ქვეყ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის; ბლან­დი­ნა კი ძელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი მას­ზე მი­სე­უ­ლი მხე­ცე­ბის საჭ­მე­ლად იყო გან­კუთ­ვნი­ლი. იგი, ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჯვრის სა­ხედ იხილ­ვე­ბო­და და ძლი­ე­რი ლოც­ვის მეშ­ვე­ო­ბით დი­დად აგუ­ლი­ა­ნებ­და მებ­რძო­ლებს (ქრის­ტი­ა­ნებს - მთარგ.), რომ­ლე­ბიც ბრძო­ლის დროს თა­ვი­ან­თი დის მეშ­ვე­ო­ბით გა­რე­გა­ნი თვა­ლე­ბი­თაც ხე­დავ­დნენ მათ გა­მო ჯვარ­ცმულს, რა­თა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ მი­სი მორ­წმუ­ნე­ნი, რომ ყვე­ლას, ქრის­ტეს დი­დე­ბის გა­მო ვნე­ბულს მა­რად­ჟამს აქვს ზი­ა­რე­ბა ცოც­ხალ ღმერ­თთან. და რო­დე­საც არ­ცერ­თი მხე­ცი არ შე­ე­ხო მას, ძე­ლი­დან ახ­სნეს და კვლავ საპ­ყრო­ბი­ლე­ში და­აბ­რუ­ნეს, სხვა ბრძო­ლი­სათ­ვის შე­ი­ნა­ხეს, რა­თა მრა­ვა­ლი შერ­კი­ნე­ბე­ბის გავ­ლით გა­მარ­ჯვე­ბულს დაგ­რე­ხი­ლი გვე­ლის დას­ჯა შე­უქ­ცე­ვა­დი გა­ე­ხა­და და ძმე­ბი გა­ემ­ხნე­ვე­ბია. პა­ტა­რას, უძ­ლურ­სა და უსა­ხურს დი­დი და უძ­ლე­ვე­ლი მებ­რძო­ლი, ქრის­ტე ემო­სა, მრა­ვალ შე­ტა­კე­ბებ­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ბრძო­ლის უხრწნე­ლე­ბის გვირ­გვი­ნი და­იდ­გა.

"ატა­ლუსს კი, მა­საც ძა­ლი­ან ით­ხოვ­და ბრბო, რად­გან იყო სა­ხე­ლო­ვა­ნი კა­ცი. იგი შე­ვი­და მზად­მყო­ფი მებ­რძო­ლი, რად­გან სინ­დი­სი უმ­წიკ­ვლო ჰქონ­და და გაწვრთნი­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნულ წე­სებ­ში, ყო­ველ­თვის იყო ჩვენ­თან ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მოწ­მე. იგი შე­მო­ა­ტა­რეს ამ­ფი­თე­ატ­რის წრე­ზე, მის წინ მიჰ­ქონ­დათ და­ფა, რო­მელ­ზეც ეწე­რა ლა­თი­ნუ­რად: "ეს არის ატა­ლუ­სი, ქრის­ტი­ანი"; რო­დე­საც ხალ­ხი ძლი­ერ გა­ღი­ზი­ან­და მას­ზე, მმარ­თველ­მა გა­ი­გო რა, რომ რო­მა­ე­ლი იყო, ბრძა­ნა და­ნარჩე­ნებ­თან ერ­თად საპ­ყრო­ბი­ლე­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მის შე­სა­ხებ მი­წე­რა კე­ი­სარს და მის­გან პა­სუხს ელო­დე­ბო­და.

"დრო­ის ეს შუ­ა­ლე­დი არ ყო­ფი­ლა მათ­თვის უქ­მი და უნა­ყო­ფო: მა­თი მოთ­მი­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მოჩნდა ქრის­ტეს უზო­მო წყა­ლო­ბა, რად­გან ცოც­ხალ­თა მეშ­ვე­ო­ბით გა­ა­ცოც­ხლა მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი, მო­წა­მე­ებ­მა მად­ლი გა­დას­ცეს მათ, რომ­ლებ­მაც არ და­ა­მოწ­მეს, და მრა­ვა­ლი სი­ხა­რუ­ლი ჰქონ­და ქალ­წულ დე­დას***, რო­მელ­მაც ისი­ნი მკვდა­რი შვა და მათ­ვე [ახ­ლა] ცოც­ხალს ღე­ბუ­ლობ­და. რად­გან მა­თი მეშ­ვე­ო­ბით მრა­ვა­ლი უარ­მყო­ფე­ლი ხე­ლახ­ლა და­ი­ბა­და და კვლავ მიდ­გო­მილ იქ­ნა და კვლავ აღეგ­ზნო, და ის­წავ­ლა აღი­ა­რე­ბა. რო­დე­საც და­ატ­კბო ისი­ნი ღმერ­თმა, რო­მელ­საც არ სურს ცოდ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი, სი­ნა­ნუ­ლი­სად­მი კი გულ­კე­თი­ლია, ცოც­ხლე­ბი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლე­ბი მიყ­ვა­ნილ იქ­ნენ მსა­ჯუ­ლის სა­ვარ­ძელ­თან, რა­თა კვლავ და­ე­კით­ხა. კე­ი­სარ­მა პა­სუ­ხად მი­წე­რა, რომ ისი­ნი ცე­მით უნ­და მო­ეკ­ლათ, მაგ­რამ თუ ვინ­მე უარ­ყოფ­და, უნ­და გა­ეშ­ვათ. ად­გი­ლობ­რი­ვი დღე­სას­წა­უ­ლის (იგი არის ხალხმრა­ვა­ლი, რად­გან ყვე­ლა ერი­დან ამის­თვის იკ­რი­ბე­ბი­ან)[5] დაწ­ყე­ბი­სას, მიგ­ვა­რეს მსა­ჯულს, ნე­ტარ­ნი ბრბოს­თვის თე­ატ­რა­ლურ სა­ნა­ხა­ო­ბად აქ­ცი­ეს. ამი­ტომ კვლავ და­კით­ხეს და მათ, რომ­ლე­ბიც, ჩან­და, რომ ატა­რებ­და რო­მის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, თავს კვეთ­დნენ, და­ნარჩე­ნებს კი სამ­ხე­ცე­ში აგ­ზავ­ნიდ­ნენ. ძლი­ერ გან­დიდ­და ქრის­ტე მათ­გან, რომ­ლებ­მაც პირ­ვე­ლად უარ­ყვეს და ახ­ლა წარ­მარ­თე­ბის მო­ლო­დი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ აღი­ა­რებ­დნენ. რად­გან იმ მო­საზ­რე­ბით და­კით­ხავ­დნენ მათ, რომ გა­ეშ­ვათ, და რო­დე­საც აღი­ა­რებ­დნენ, მო­წა­მე­თა რიცხვს შე­ე­მა­ტე­ბოდ­ნენ. გა­რეთ კი რჩე­ბოდ­ნენ ისი­ნი, რომ­ლებ­საც არც რწმე­ნის კვა­ლი, არც სა­ქორ­წი­ნო სა­მო­სე­ლი, არც ღვთის ში­შის გა­აზ­რე­ბა არ გააჩნდათ, არა­მედ მა­თი გან­დგო­მით გმობ­დნენ გზას, ისი­ნი არი­ან და­ღუპ­ვის ძე­ნი, ყვე­ლა და­ნარჩე­ნი კი ეკ­ლე­სი­ას შე­ე­ძი­ნა. მათ­გან და­ი­კით­ხა ვინ­მე ალექ­სან­დრე, წარ­მო­მავ­ლო­ბით ფრი­გი­ელი, გა­ნათ­ლე­ბით მკურ­ნა­ლი. იგი მრა­ვა­ლი წლის გან­მა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და გა­ლი­ა­ში და ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი იყო ღვთი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სიტ­ყვის კად­ნი­ე­რე­ბით (რად­გან სა­მო­ცი­ქუ­ლო მად­ლთან იყო ნა­ზი­ა­რე­ბი). იგი იდ­გა მსა­ჯულ­თან და ნიშ­ნე­ბით ამ­ხნე­ვებ­და მათ აღ­სა­რე­ბი­სათ­ვის, მსა­ჯუ­ლის გვერ­დით მდგო­მებს ეჩვე­ნე­ბო­დათ, რომ იგი მშო­ბი­ა­რო­ბით იტან­ჯე­ბო­და. უკ­მა­ყო­ფი­ლო ბრბომ იმით, რომ ად­რე უარ­მყო­ფე­ლებ­მა ახ­ლა კვლავ აღი­ა­რეს, და­უყ­ვი­რა ალექ­სან­დრეს, ამის გამ­კე­თე­ბელს. რო­დე­საც მსა­ჯულ­მა მო­უხ­მო მას და ჰკით­ხა, თუ ვინ იყო იგი, და მან უპა­სუ­ხა - "ქრის­ტი­ანი", გან­რის­ხე­ბულ­მა გა­ნაჩი­ნა მი­სი მხე­ცებ­თან მიგ­დე­ბა. მე­ო­რე დღეს ამ­ფი­თე­ატ­რში შე­ვი­და ატა­ლუს­თან ერ­თად და მმარ­თველ­მა ბრბოს სა­ა­მებ­ლად ატა­ლუ­სი კვლავ მი­უგ­დო მხე­ცებს. ამ­ფი­თე­ატ­რში მათ გაი­ა­რეს სა­წა­მებ­ლად გა­მო­გო­ნი­ლი ყვე­ლა ია­რა­ღი და და­ით­მი­ნეს დი­დი ბრძო­ლა, ბო­ლოს, ისი­ნიც შე­წი­რეს მსხვერ­პლად. რო­დე­საც ალექ­სან­დრე არც მოთ­ქვამ­და, არც ხმას იღებ­და სა­ერ­თოდ, არა­მედ გულ­ში ღმერთს ესა­უბ­რე­ბო­და, ატა­ლუ­სი რკი­ნის სკამ­ზე იჯ­და და იწ­ვო­და, და რო­დე­საც სხე­ულ­მა სუ­ნი გა­უშ­ვა, ბრბოს მი­მარ­თა ლა­თი­ნუ­რად: "აჰა, ეს არის ადა­მი­ა­ნის ჭა­მა, რა­საც თქვენ იქმთ; ჩვენ კი არც ადა­მი­ა­ნებს ვჭამთ, არც სხვა რამ უკე­თუ­რე­ბას ჩავ­დი­ვართ". რო­დე­საც ჰკით­ხეს რა იყო ღვთის სა­ხე­ლი, უპა­სუ­ხა: "ღმერთს სა­ხე­ლი არა აქვს, რო­გორც ადა­მი­ანს".

ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან ერ­თად ბრძო­ლე­ბის უკა­ნას­კნელ დღეს ბლან­დი­ნა კვლავ შე­იყ­ვა­ნეს თხუთ­მე­ტი წლის ჭა­ბუკ­თან, პონ­ტი­კუს­თან ერ­თად; ისი­ნი ყო­ველ­დღე შე­ყავ­დათ და­ნარჩე­ნებ­თან ერ­თად დას­ჯის სა­ყუ­რებ­ლად. აი­ძუ­ლებ­დნენ და­ე­ფი­ცათ მა­თი კერ­პე­ბი და რად­გან ისი­ნი მშვი­დი რჩე­ბოდ­ნენ და არ უს­მენ­დნენ მათ შე­გო­ნე­ბებს, ბრბო გამ­ძვინ­ვარ­და მათ მი­მართ ისე, რომ არც ბი­ჭის ასა­კი შე­ე­ცო­დათ, არც ქალს სცეს პა­ტი­ვი, ყვე­ლა სა­ში­ნე­ლე­ბა და­ა­ტე­ხეს მათ თავ­ზე და წრი­უ­ლად ყვე­ლა სა­ტან­ჯვე­ლი შე­მო­ა­ტა­რეს; გა­ნუწ­ყვეტ­ლივ აი­ძუ­ლებ­დნენ და­ე­ფი­ცათ, მაგ­რამ ვერ შეძ­ლეს ამის გა­კე­თე­ბა. პონ­ტი­კუს­მა დის მი­ერ გამ­ხნე­ვე­ბულ­მა, რაც წარ­მარ­თებ­მაც და­ი­ნა­ხეს, რომ ის იყო მი­სი შე­მა­გო­ნე­ბე­ლი და გან­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი, ყვე­ლა ტან­ჯვა და­ით­მი­ნა კე­თილ­შო­ბი­ლუ­რად და სუ­ლი გა­ნუ­ტე­ვა. ნე­ტარ­მა ბლან­დი­ნამ კი ყვე­ლა­ზე ბო­ლოს, რო­გორც შვი­ლე­ბის გა­მამ­ხნე­ვე­ბელ­მა კე­თილ­შო­ბილ­მა დე­დამ და გა­მარ­ჯვე­ბით მო­სილ­თა მე­ფეს­თან წარმგზავ­ნელ­მა, მა­ნაც თა­ვი­დან გაი­ა­რა შვი­ლე­ბის სა­ტან­ჯვე­ლე­ბი და გა­ე­შუ­რა მათ­კენ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო გა­ხა­რე­ბუ­ლი და მხი­ა­რუ­ლი, რო­გორც სა­ქორ­წი­ნო ნა­დიმ­ზე მიწ­ვე­ული, არა­თუ მხე­ცე­ბი­სად­მი მიგ­დე­ბუ­ლი. მათ­რა­ხე­ბის, მხე­ცე­ბი­სა და ტა­ფის შემ­დეგ, ბო­ლოს, კა­ლა­თით იქ­ნა ჩაგ­დე­ბუ­ლი ხარ­თან.

პი­რუტ­ყვი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს აგ­დებ­და [რქებ­ზე], მაგ­რამ მას არ გააჩნდა გრძნო­ბა მას­ზე მო­წევ­ნუ­ლი სა­სო­ე­ბის, მის­გან ნარ­წმუ­ნე­ბის პყრო­ბი­სა და ქრის­ტეს­თან სა­უბ­რის გა­მო. იგიც მსხვერ­პლად შე­წი­რეს, თვი­თონ წარ­მარ­თებ­მაც აღი­ა­რეს, რომ მათ­თან ქა­ლი არა­სო­დეს ვნე­ბუ­ლა ასე და ესო­დენ ხანს.

"მაგ­რამ ამ სა­ხი­თაც ვერ ყირ­ჭდე­ბო­და მა­თი სიშ­ლე­გე და წმინ­და­ნე­ბის მი­მართ სი­სას­ტი­კე. რად­გან ვე­ლუ­რი მხე­ცის (ეშ­მა­კის - მთარგ.) მი­ერ ვე­ლუ­რი და ბარ­ბა­რო­სუ­ლი ტო­მე­ბი მუ­დამ აღგზნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, და მა­თი სი­თავ­ხე­დე ახ­ლა სხვაგ­ვა­რად მი­ად­გა სხე­უ­ლებს; მათ, და­მარ­ცხე­ბუ­ლებს**** არ რცხვე­ნო­დათ, რად­გან არ გააჩნდათ ადა­მი­ა­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, არა­მედ უფ­რო მე­ტად აღეგ­ზნო მა­თი რის­ხვა მხე­ცის მსგავ­სად, და მმარ­თვე­ლი და ხალ­ხი ერ­თნა­ირ უსა­მარ­თლო­ბას იჩენ­დნენ ჩვენს მი­მართ, რა­თა აღ­სრულ­დეს წე­რი­ლი: "ურ­ჯუ­ლო კვლავ ურ­ჯუ­ლო­ებ­დეს, და მარ­თა­ლი კვლავ იყოს მარ­თა­ლი" (გა­მოცხ. 22, 11). რად­გან საპ­ყრო­ბი­ლე­ში გა­გუ­დუ­ლე­ბი მი­უგ­დეს ძაღ­ლებს და მზრუნ­ვე­ლად იცავ­დნენ ღა­მით და დღი­სით, რა­თა არ დაგ­ვე­მარ­ხა ვინ­მე. შემ­დეგ მხეც­თა­გან და ცეც­ხლი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს ნარჩე­ნე­ბი, დაგ­ლე­ჯი­ლე­ბი და და­ნახ­ში­რე­ბუ­ლე­ბი, და და­ნარჩენ­თა თა­ვე­ბი ტა­ნებ­თან ერ­თად, და ამ­დენ სხე­ულს მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­მარ­ხველს იცავ­დნენ ჯა­რის­კა­ცე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბით. სა­შინ­ლად იყ­ვნენ გან­რის­ხე­ბუ­ლი და კბი­ლებს აღ­რჭი­ა­ლებ­დნენ მათ­ზე, ეძებ­დნენ მათ­ზე უფ­რო მეტ შუ­რის­გე­ბას, დას­ცი­ნოდ­ნენ და ამას­ხა­რა­ვებ­დნენ, გა­ნა­დი­დებ­დნენ თა­ვი­ანთ კერ­პებ­სა და მათ მი­ა­წერ­დნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბის დას­ჯას, უფ­რო კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი, რო­მელ­თაც, ჩან­და, რომ მცი­რე თა­ნალ­მო­ბა ჰქონ­დათ ჩვენ­და­მი, ძა­ლი­ან გვკიც­ხავ­დნენ და ამ­ბობ­დნენ: "სად არის მა­თი ღმერ­თი და რა სარ­გე­ბელს აძ­ლევს მათ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა, რაც მათ აირჩი­ეს მა­თი სი­ცოც­ხლის უწი­ნა­რეს?" ასე­თი ჭრე­ლი აზ­რე­ბი ჰქონ­დათ მათ, ჩვენ­თან კი დი­დი მწუ­ხა­რე­ბა იყო, რად­გან არ შეგ­ვეძ­ლო მა­თი სხე­უ­ლე­ბის მი­წა­ში დაფ­ლვა. რად­გან არც ღა­მე შეგ­ვე­წე­ო­და ჩვენ, არც ვერცხლი არ­წმუ­ნებ­და, არც მუ­და­რა არცხვენ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი გზით იცავ­დნენ, თით­ქოს დიდ რა­ი­მე სარ­გე­ბელს მი­ი­ღებ­დნენ, თუ არ და­უშ­ვებ­დნენ მათ და­მარ­ხვას".

ამის შემ­დეგ ამ­ბო­ბენ: "ამ­რი­გად, მო­წა­მე­თა სხე­უ­ლე­ბი ერთ ად­გი­ლას საჩვე­ნებ­ლად და ღი­ად იდო ექ­ვსი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დეგ დაწ­ვეს და და­ა­ნაც­რეს, და ურ­ჯუ­ლო­ებ­მა იქ­ვე მდი­ნა­რე რო­დან­ში ჩახ­ვე­ტეს, ისე რომ მა­თი ნეშ­ტი მე­ტად აღარ ჩან­და მი­წა­ზე. ეს გა­ა­კე­თეს თით­ქოს ღვთის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლეს და მათ კვლავ­შო­ბა (აღ­დგო­მა - მთარგ.) წა­არ­თვეს, რა­თა, რო­გორც ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, "აღარ ჰქო­ნო­დათ აღ­დგო­მის სა­სო­ება, რი­სი მორ­წმუ­ნე­ებ­საც უც­ხო და ახა­ლი მსა­ხუ­რე­ბა შეჰ­მო­ქონ­დათ ჩვენ­თან და უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დნენ სა­ში­ნე­ლე­ბებს, მზად იყ­ვნენ სი­ხა­რუ­ლით წა­სუ­ლიყ­ვნენ სიკ­ვდილ­ზე; ახ­ლა ვნა­ხავთ, თუ აღად­გენს და თუ შეძ­ლებს მათ შვე­ლას მა­თი ღმერ­თი და გა­მო­ი­ტა­ცებს ჩვენს ხელ­თა­გან"[6].

-----------------------------------------------------------------------------

* ახლანდელი ლიონი - მთარგ.

** იგულისხმება ადამიანები - მთარგ.

*** ეკლესიას - მთარგ.

****იგულისხმება წარმართების ბრბო - მთარგ.

II

ეს შე­ემთხვა ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ებს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რის დროს. აქე­დან გო­ნივ­რუ­ლი ან­გა­რი­შით შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ნარჩენ პრო­ვინ­ცი­ებ­ში ნა­მოქ­მე­დარ­ზე დასკვნის გა­კე­თე­ბა. ღირ­სია, ნათ­ქვამს იმა­ვე წე­რი­ლი­დან სხვა სიტ­ყვე­ბიც და­ვურ­თოთ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მო­წა­მე­ე­ბის სი­კე­თე და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა ამ სიტ­ყვე­ბით აღი­წე­რა: "ისი­ნი, ესო­დენ დი­დი მო­შურ­ნე­ე­ბი და მიმ­ბაძ­ვე­ლე­ბი გახ­დნენ ქრის­ტე­სი, რო­მელ­მაც ღვთის ხა­ტად მყოფ­მა მი­ტა­ცე­ბად არ მიიჩნია ღვთის სწო­რად ყოფ­ნა (შდრ. ფილ. 2,6), რომ, ასეთ დი­დე­ბა­ში მყო­ფებ­მა და არა ერთგზის, არც ორ­გზის, არა­მედ ხში­რად და­ა­მოწ­მეს და მხეც­თა­გან კვლავ გა­მო­სუ­ლე­ბი, დამწვრო­ბე­ბის, წყლუ­ლე­ბი­სა და ია­რე­ბის მქო­ნე­ნი, თა­ვი­ანთ თავს არ აც­ხა­დებ­დნენ მო­წა­მე­ე­ბად, არც ჩვენ გვრთავ­დნენ ნე­ბას ამ სა­ხე­ლით მიგ­ვე­მარ­თა მათ­თვის; არა­მედ, თუ ოდეს­მე რო­მე­ლი­მე ჩვენ­გა­ნი ეპის­ტო­ლის მეშ­ვე­ო­ბით მათ მო­წა­მე­ებს უწო­დებ­და, მკაც­რად კიც­ხავ­დნენ. რად­გან სი­ა­მოვ­ნე­ბით უთ­მობ­დნენ მო­წა­მე­ო­ბის სა­ხელს ქრის­ტეს, სარ­წმუ­ნო და ჭეშ­მა­რიტ მო­წა­მეს და მკვდარ­თა­გან პირ­მშოს, ღვთის სი­ცოც­ხლის მე­თა­ურს. იხ­სე­ნი­ებ­დნენ უკ­ვე [ამ­ქვეყ­ნი­დან] გა­სულ მო­წა­მე­ებს და ამ­ბობ­დნენ: "ისი­ნი უკ­ვე არი­ან მო­წა­მე­ები, რომ­ლე­ბიც ღირს ყო ქრის­ტემ აღ­სა­რე­ბის დროს აეყ­ვა­ნა, გას­ვლის გზით და­ბეჭ­და მა­თი მო­წა­მე­ობა, ჩვენ კი უბ­რა­ლო და გლა­ხა­კი აღ­მსა­რებ­ლე­ბი ვართ", და ცრემ­ლე­ბით სთხოვ­დნენ ძმებს, რა­თა გულ­მოდ­გი­ნედ ელო­ცათ მა­თი აღ­სა­რე­ბი­სათ­ვის. მო­წა­მე­ო­ბის ძა­ლას საქ­მით აჩვე­ნებ­დნენ, დი­დი კად­ნი­ე­რე­ბით მი­დი­ოდ­ნენ წარ­მარ­თებ­თან და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას დათ­მე­ნის, უში­შო­ბი­სა და უშ­ფოთ­ვე­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მოაჩენ­დნენ, ძმე­ბის­გან არ ღე­ბუ­ლობ­დნენ მო­წა­მის სა­ხელს, ღვთის ში­შით აღ­სავ­სე­ნი".

მცი­რე ხნის შემ­დეგ კვლავ აგ­რძე­ლე­ბენ: "ამ­დაბ­ლებ­დნენ თა­ვი­ანთ თავს ძლი­ე­რი ხე­ლის ქვეშ, რომ­ლის მი­ე­რაც ახ­ლა საკ­მა­ოდ ამაღ­ლე­ბუ­ლი არი­ან. იმ დროს ყვე­ლას იცავ­დნენ და არა­ვის ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ; ყვე­ლას ან­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ და არა­ვის კრავ­დნენ, სა­ტან­ჯველ­თა მომ­წყობ­თა გა­მო ლო­ცუ­ლობ­დნენ, რო­გორც სტე­ფა­ნე, სრუ­ლი მო­წა­მე, ამ­ბობ­და: "უფა­ლო, ნუ შე­ე­რაც­ხე­ბა მათ ეს ცოდ­ვა" (საქ­მე 7, 60). თუ­კი მქო­ლავ­თა გა­მო ლო­ცუ­ლობ­და, რამ­დე­ნად მე­ტად ძმე­ბი­სათ­ვის".

და კვლავ ამ­ბო­ბენ სხვა სიტ­ყვის შემ­დეგ: "რად­გან მათ ეს ყვე­ლა­ზე დი­დი ომი სიყ­ვა­რუ­ლის სიწ­რფე­ლის გა­მო ჰქონ­დათ გა­მარ­თუ­ლი, რა­თა და­ეხრჩოთ მხე­ცი (ეშ­მა­კი - მთარგ.) და ისი­ნი ამო­ენ­თხია. რად­გან არ იქა­დო­დენ და­ცე­მუ­ლებ­ზე, არა­მედ რა­შიც მდი­და­რი იყ­ვნენ, უფ­რო გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს იმით ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ დე­დობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლის მქო­ნე­ნი, და მათ გა­მო მრა­ვალ ცრემლს ღვრიდ­ნენ მა­მის წი­ნა­შე, ით­ხოვ­დნენ სი­ცოც­ხლეს მათ­თვის, და იგი აძ­ლევ­და მათ, რა­საც უწი­ლა­დებ­დნენ მახ­ლობ­ლებს, და ყვე­ლა­ფერ­ში გა­მარ­ჯვე­ბით მო­სილ­ნი ღმერ­თთან მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ. ყო­ველ­თვის უყ­ვარ­დათ მშვი­დო­ბა და მშვი­დო­ბას შეგ­ვა­გო­ნებ­დნენ ჩვენ, მშვი­დო­ბით მი­დი­ოდ­ნენ ღმერ­თთან, არ უტო­ვებ­დნენ დე­დას (ეკ­ლე­სი­ას - ზ.ჯ.) შრო­მას, არც ძმებს შფოთ­სა და ომს, არა­მედ სი­ხა­რულს, მშვი­დო­ბას, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­სა და სიყ­ვა­რულს~. ეს სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი [ამო­ნა­რი­დი] ამ ნე­ტარ­თა და­ცე­მუ­ლი ძმე­ბის მი­მართ გა­მოჩე­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ წინ და­ი­დო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და უმოწ­ყა­ლო გან­წყო­ბის მქო­ნე­თა გუ­ლის­თვის, რომ­ლე­ბიც ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ ქრის­ტეს ასო­ებს სას­ტი­კად ეპ­ყრო­ბოდ­ნენ.

 

III

ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მო­წა­მე­თა ეს წე­რი­ლი სხვა რამ მოხ­სე­ნი­ე­ბის ღირს ის­ტო­რი­ა­საც შე­ი­ცავს, რომ­ლის გად­მო­ცე­მა მკით­ხველ­თა სა­ცოდ­ნე­ლად არა­ვის­თვის იქ­ნე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი. იგი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: რო­დე­საც მათ შო­რის იყო ვინ­მე ალ­კი­ბი­ადე, რო­მე­ლიც მე­ტად მკაცრ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და და სრუ­ლი­ად არა­ფერს იხ­მევ­და, არა­მედ მხო­ლოდ პურ­სა და წყალს, და ცდი­ლობ­და ასე ეც­ხოვ­რა საპ­ყრო­ბი­ლე­ში. ატა­ლუსს ამ­ფი­თე­ატ­რში პირ­ვე­ლი ბრძო­ლის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ გა­ნუც­ხა­დე­ბია, რომ ალ­კი­ბი­ა­დე კარ­გად არ იქ­ცე­ვა, რო­დე­საც არ იხ­მევს ღვთის ქმნი­ლე­ბებს და სხვე­ბის­თვის ცთუ­ნე­ბის მა­გა­ლი­თად რჩება. ალ­კი­ბი­ა­დემ და­უ­ჯე­რა და ყვე­ლა­ფერს და­უბ­რკო­ლებ­ლად ღე­ბუ­ლობ­და და ღმერთს მად­ლობ­და. რად­გან არ იყ­ვნენ ღვთის მად­ლი­სა­გან უყუ­რად­ღე­ბოდ მი­ტო­ვე­ბულ­ნი, არა­მედ სუ­ლიწ­მინ­და იყო მა­თი მრჩე­ვე­ლი. ვიკ­მა­როთ ეს ამ­ბე­ბი.

რო­დე­საც მონ­ტან­თან, ალ­კი­ბი­ა­დეს­თან და თე­ო­დო­ტეს­თან[7] და­კავ­ში­რე­ბით მრა­ვალ­მა პირ­ვე­ლად მა­შინ გა­მო­ამ­ჟღავ­ნა თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის შე­სა­ხებ (რად­გან ღვთის მად­ლით მრა­ვა­ლი სხვა სას­წა­ულ­მოქ­მე­დე­ბა სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სი­ებ­ში იმ დროს ჯერ კი­დევ სრულ­დე­ბო­და, და მრა­ვალს უჩნდე­ბო­და რწმე­ნა, რომ ისი­ნიც წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი იყ­ვნენ) და ასე­ვე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ უთან­ხმო­ე­ბე­ბი იწ­ყე­ბო­და, გა­ლი­ა­ში მყოფ­მა ძმებ­მა წინ­და­ხე­დუ­ლი და ყვე­ლა­ზე მართლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­კუ­თა­რი მსჯავ­რი გა­მო­ი­ტა­ნეს მათ შე­სა­ხებ. გად­მოს­ცეს მათ­თან აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი მო­წა­მე­ე­ბის სხვა­დას­ხვა ეპის­ტო­ლე­ები, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ბორ­კი­ლებ­ში მყო­ფებ­მა ასი­ა­სა და ფრი­გი­ა­ში მყოფ ძმებს მის­წე­რეს, არა მხო­ლოდ მათ, არა­მედ ელევ­თერ­საც, იმ დროს რო­მის ეპის­კო­პოსს. ისი­ნი ეკ­ლე­სი­ა­თა მშვი­დო­ბის გუ­ლის­თვის შუ­ა­მავ­ლობ­დნენ[8].

 

IV

იმა­ვე მო­წა­მე­ებ­მა ირი­ნე­ო­სიც, იმ დროს უკ­ვე პრეს­ვი­ტე­რი ლუგ­დი­ნის დი­ო­ცეზ­ში, წა­რუდ­გი­ნეს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ რო­მის ეპის­კო­პოსს, მრა­ვალს მოწ­მობ­დნენ ამ კაც­ზე, რო­გორც ამას ცხად­ყოფს შემ­დე­გი სიტ­ვყე­ბი: "კვლავ და მა­რად გვსურს ღმერ­თში შე­ნი სი­ხა­რუ­ლი, მა­მაო ელევ­თერ. ამ ნა­წე­რე­ბის მო­ტა­ნა ვთხო­ვეთ ჩვენს ძმა­სა და თა­ნა­ზი­არს, ირი­ნე­ოსს და გთხოვთ გყავ­დეს იგი შენს სი­ახ­ლო­ვეს, რად­გან არის ქრის­ტეს აღთქმის მო­შურ­ნე. რად­გან რომ ვი­ცო­დეთ, თით­ქოს ხა­რის­ხი რა­ი­მე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას იქმს, რო­გორც ეკ­ლე­სი­ის პრეს­ვი­ტერს (რაც არის მი­სი ხა­რის­ხი) პირ­ველ­თა შო­რის წარ­მო­გიდ­გენ­დით".

რა სა­ჭი­როა, გად­მოვ­ცეთ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლი­დან იმ მო­წა­მე­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­თა­გან ზო­გი თა­ვის მოკ­ვე­თით აღეს­რუ­ლა, ზო­გი მხე­ცებს მი­უგ­დეს საჭ­მე­ლად, ზო­გიც საპ­ყრო­ბი­ლე­ში და­ი­ღუ­პა, და ჯერ კი­დევ ცოც­ხალ აღ­მსა­რე­ბელ­თა რიც­ხვი? ვი­საც სურს, შე­უძ­ლია ამის ად­ვი­ლად და ყვე­ლა­ზე სრუ­ლად წა­კით­ხვა მი­ღე­ბუ­ლი ნა­წე­რე­ბის ხელ­ში აღე­ბით, რაც ჩვენს მი­ერ მო­წა­მე­თა კრე­ბულ­ში იქ­ნა ჩარ­თუ­ლი, რო­გორც უკ­ვე ვთქვი. ასე­თი ამ­ბე­ბი მოხ­და ან­ტო­ნი­ნუ­სე­ბის დროს.

 

V

გად­მო­ცე­მით მი­სი ძმა მარ­კუს ავ­რე­ლი­უს[9] კე­ი­სა­რი გერ­მა­ნე­ლე­ბი­სა და სარ­მა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სათ­ვის იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­დე­საც მის ჯარს წყურ­ვი­ლი ტან­ჯავ­და, და გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მე­ლი­ტე­ნედ წო­დე­ბუ­ლი ლე­გი­ო­ნის ჯა­რის­კა­ცე­ბი იმ რწმე­ნის მეშ­ვე­ო­ბით, რაც იმ დრო­ი­დან აქამ­დეც გა­ნამ­ტკი­ცებ­და მტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, მი­წა­ზე მუხ­ლებ­ზე დად­გნენ ჩვე­ნი ლოც­ვის ჩვე­უ­ლე­ბის მი­ხედ­ვით და ღვთი­სად­მი მი­მარ­თეს ვედ­რე­ბე­ბი. ასე­თი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი სა­ნა­ხო­ბა წარ­მო­უდ­გათ, გად­მო­ცე­მით სხვა - უფ­რო სას­წა­უ­ლებ­რი­ვი მი­ი­ღეს მა­ში­ნათ­ვე, მტერს მო­ევ­ლი­ნა ელ­ვა გან­სა­დევ­ნე­ლად და და­სა­ღუ­პა­ვად, თავსხმა წვი­მა კი ღვთი­სად­მი მლოც­ველ­თა ჯარს და გა­მო­ა­ცოც­ხლა ყვე­ლა წყუ­რი­ვი­ლი­სა­გან და­ღუპ­ვის მომ­ლო­დი­ნე.

ამ ამ­ბავს გად­მოს­ცემს ჩვე­ნი მოძღვრე­ბი­სა­გან შორს მდგო­მი მწერ­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც თავს იდ­ვეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბის ზე­ო­ბის აღ­წე­რა, და გად­მო­ი­ცა ჩვენს მი­ე­რაც. მაგ­რამ გა­რე­შე ის­ტო­რი­კო­სე­ბიც, რწმე­ნი­სა­გან უც­ხო­ნი, გად­მო­ცე­მენ ამ სას­წა­ულს, თუმ­ცა არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, რომ ჩვე­ნი­ან­თა ლოც­ვე­ბით მოხ­და; ჩვე­ნი­ა­ნებ­მა კი, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა, უბ­რა­ლო და უმ­ზაკ­ვრო ჩვე­უ­ლე­ბით გად­მოს­ცეს მომ­ხდა­რი. მათ შო­რის არის აპო­ლი­ნა­რი­ოსი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ იქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ლოც­ვის გზით სას­წა­უ­ლის მოქ­მედ­მა ლე­გი­ონ­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ლი მი­ი­ღო იმ­პე­რა­ტო­რი­სა­გან, და ლა­თი­ნურ ენა­ზე ეწო­და "მეხ­თამ­ტე­ხე­ლი". ამ ამ­ბე­ბის ღირ­სე­უ­ლი მოწ­მე იყო ტერ­ტუ­ლი­ანე, რო­მელ­მაც რო­მის სე­ნატს მი­მარ­თა სარ­წმუ­ნო­ე­ბის გა­მო აპო­ლი­გი­ით, რო­მე­ლიც ზე­მოთ ვახ­სე­ნეთ. იგი ამ ამ­ბავს გა­ნამ­ტკი­ცებს უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ცხა­დი სა­ბუ­თე­ბით. თა­ვის ნა­წერ­ში ისიც ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე გო­ნი­ე­რი იმ­პე­რა­ტო­რის მარ­კუ­სის ეპის­ტო­ლე­ე­ბი ახ­ლან­დელ დრომ­დე არის მოღ­წე­ული, რომ­ლებ­შიც იგი მოწ­მობს, რომ გერ­მა­ნი­ა­ში მი­სი ჯა­რი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ღუპ­ვი­სა­გან ქრის­ტი­ან­თა ლოც­ვებ­მა იხ­სნა. ამ­ბობს, რომ იგი სიკ­ვდი­ლით და­ე­მუქ­რა მას, ვინც შე­ეც­დე­ბო­და ჩვენ­ზე ბრა­ლის და­დე­ბას. "ეს რა კა­ნო­ნე­ბია, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მის­დე­ვენ უღ­მერ­თო, უსა­მარ­თლო და სას­ტი­კი ადა­მი­ა­ნე­ბი? რომ­ლებ­საც არც ვეს­პა­სი­ა­ნე იცავ­და, თუმ­ცა იუ­დე­ვე­ლე­ბი და­ა­მარ­ცხა, ნა­წი­ლობ­რივ უგუ­ლე­ბელ­ყო ტრაი­ა­ნემ, ვინც აკ­რძა­ლა ქრის­ტი­ა­ნე­ბის ძებ­ნა, არც ჰად­რი­ანე, თუმ­ცა იგი ყვე­ლა უმ­ნიშ­ვნე­ლო საქ­მით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, და არც ღვთის­მო­სა­ვად წო­დე­ბუ­ლი ამ­ტკი­ცებ­და მათ". მაგ­რამ ეს ამ­ბე­ბი ვი­საც რო­გორ სურს, ისე იყოს. ჩვენ კი გა­და­ვალთ მომ­დევ­ნო ამ­ბავ­ზე[10].

რო­დე­საც პო­თი­ნუ­სი სრუ­ლი ოთ­ხმოც­და­ა­თი წლის ასაკ­ში მო­წა­მე­ებ­თან ერ­თად აღეს­რუ­ლა გა­ლი­აში, ეპის­კო­პო­სო­ბა ირი­ნე­ოს­მა მი­ი­ღო ლუგ­დი­ნის დი­ო­ცეზ­ში, რო­მელ­საც წი­ნამძღვრობ­და პო­თი­ნუ­სი. ვი­ცით, რომ იგი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში პო­ლი­კარ­პეს მსმე­ნე­ლი იყო. მან "მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" თხზუ­ლე­ბის მე­სა­მე წიგ­ნში გად­მოს­ცა რო­მის ეპის­კო­პოს­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბა ელევ­თე­რამ­დე, რომ­ლის [მოღ­ვა­წე­ო­ბის] პე­რი­ო­დი ჩვენ გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ, ალ­ბათ მის დროს ამ ნაშ­რო­მის შექ­მნი­სას შე­ად­გი­ნა მა­თი ნუს­ხა, რო­დე­საც წერს:

 

VI

"ეკ­ლე­სი­ის სა­ძირ­კველჩამ­ყრელ­მა და აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა ნე­ტარ­მა მო­ცი­ქუ­ლებ­მა ეპის­კო­პო­სო­ბის მსა­ხუ­რე­ბა ლი­ნუსს ჩა­ა­ბა­რეს. ამ ლი­ნუსს პავ­ლე მო­იხ­სე­ნი­ებს ტი­მო­თეს მი­მართ ეპის­ტო­ლე­ში. იგი შეც­ვა­ლა ანენ­კლე­ტუს­მა, მის შემ­დეგ, მო­ცი­ქულ­თა­გან რი­გით მე­სა­მე ად­გილ­ზე ეპის­კო­პო­სო­ბა წი­ლად ხვდა კლი­მენ­ტის, რო­მე­ლიც იყო ნე­ტარ მო­ცი­ქულ­თა მხილ­ვე­ლი და მათ­თან მო­სა­უბ­რე, და უფ­რო კი თვალ­წინ ედო მო­ცი­ქულ­თა­გან მომ­დი­ნა­რე ქა­და­გე­ბა და გად­მო­ცე­მა. და არა მხო­ლოდ ის, რად­გან ჯერ კი­დევ იმ დროს მრა­ვა­ლი იყო შე­მორჩე­ნი­ლი მო­ცი­ქულ­თა მი­ერ გან­სწავ­ლუ­ლი. ამ კლი­მენ­ტის დროს, რო­დე­საც კო­რინ­თო­ში არა მცი­რე­დი ამ­ბო­ხი შე­იქ­ნა ძმებ­თან, რომ­ში მყოფ­მა ეკ­ლე­სი­ამ ძლი­ე­რი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა კო­რინ­თე­ლებს, სამ­შვი­დო­ბოდ შე­ა­გო­ნებ­და მათ და გა­ნუ­ახ­ლებ­და მათ რწმე­ნა­სა და გად­მო­ცე­მას, რაც ახ­ლა­ხან მო­ცი­ქულ­თა­გან ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი".

მცი­რე ხნის შემ­დეგ ამ­ბობს: "ეს კლი­მენ­ტი შეც­ვა­ლა ევა­რეს­ტოს­მა, ევა­რეს­ტო­სი კი - ალექ­სან­დრემ, შემ­დეგ მო­ცი­ქულ­თა­გან მე­ექ­ვსე და­ად­გი­ნეს ქსის­ტუ­სი, მის შემ­დეგ ტე­ლეს­ფო­რი, რო­მე­ლიც სა­ხე­ლოვ­ნად ეწა­მა, შემ­დეგ ჰი­გი­ნი­უსი, შემ­დეგ პი­უსი, მის შემ­დეგ ანი­კე­ტი. ანი­კე­ტი შეც­ვა­ლა სო­ტერ­მა, ახ­ლა კი მო­ცი­ქულ­თა­გან მე­თორ­მე­ტე ად­გილ­ზე ეპის­კო­პო­სო­ბის ხა­რის­ხი ელევ­თერს უპ­ყრია. ამ წე­სით და ამ მოძღვრე­ბით მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ცი­ქულ­თა გად­მო­ცე­მამ და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ქა­და­გე­ბამ"[11].

 

VII

ამ ამ­ბებ­ზე ჩვენს მი­ერ ზე­მოთ მი­მო­ხი­ლუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის თა­ნახ­მად მი­სი იმ ნაშ­რო­მის მე­ო­რე წიგ­ნში, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა "ცრუ ცოდ­ნის მხი­ლე­ბა და დამ­ხო­ბა" და შედ­გე­ბა ხუ­თი წიგ­ნი­სა­გან, ირი­ნე­ო­სი წერს, რომ მის დრომ­დე ეკ­ლე­სი­ებ­ში შე­მორჩე­ნი­ლი იყო საღ­ვთო და სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლის გა­მოც­ხა­დე­ბე­ბი, შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით აღ­ნიშ­ნავს და ამ­ბობს: "მაგ­რამ იმ­დე­ნად დაკ­ნინ­და მკვდრე­თით აღ­დგო­მის ძა­ლა, რო­გორც უფა­ლი აღად­გენ­და და მო­ცი­ქუ­ლე­ბიც ლოც­ვის მეშ­ვე­ო­ბით და რო­გორც საძ­მო­ში ხში­რად მომ­ხდა­რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გა­მო, რო­დე­საც მთე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სია ით­ხოვ­და, მარ­ხვი­თა და ლოც­ვით მრა­ვა­ლი გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლი მო­აბ­რუ­ნეს და ადა­მი­ა­ნი მი­ე­მად­ლა წმინ­დან­თა ლოც­ვებს"[12]. კვლავ ამ­ბობს სხვა­გან: "თუ ამ­ბო­ბენ, რომ უფა­ლი ზმა­ნე­ბი­თად იქ­მო­და ამას, წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა წიგ­ნე­ბის­კენ წა­ვუძ­ღვე­ბით მათ, მათ­გან ვაჩვე­ნებთ, რომ მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ასე იქ­ნა ნა­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი და ნამ­დვი­ლად მოხ­და, და, რომ მხო­ლოდ იგი არის ძე ღვთი­სა. მის გა­მო და მი­სი სა­ხე­ლით მის­მა ჭეშ­მა­რიტ­მა მო­ცი­ქუ­ლებ­მა მის­გან მი­ი­ღეს მად­ლი და მას იყე­ნებ­დნენ და­ნარჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ქველ­მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის ისე, რო­გორც თი­თოე­ულ მათ­განს მის­გან ჰქონ­და ნი­ჭი მი­ღე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი დე­მო­ნებს დევ­ნი­და თავ­და­ჯე­რე­ბით და ჭეშ­მა­რი­ტად ისე, რომ ხში­რად თვით უკე­თურ სულ­თა­გან გან­წმენ­დი­ლებს უჩნდე­ბო­დათ რწმე­ნა და ახ­ლაც არი­ან ეკ­ლე­სი­აში; ზოგს კი ჰქონ­და მო­მავ­ლის წი­ნას­წარ­მცოდ­ნე­ობა, ხილ­ვე­ბი და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლუ­რი სიტ­ყვე­ბი; სხვე­ბი კი ხე­ლის და­დე­ბით კურ­ნავ­დნენ სნე­უ­ლებს და ჯანმრთე­ლო­ბას უბ­რუ­ნებ­დნენ, უფ­რო მე­ტიც, რო­გორც ვთქვით, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი დგე­ბოდ­ნენ და ჩვენ­თან ერ­თად რჩე­ბოდ­ნენ საკ­მა­ოდ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. და სხვა რა­ღა უნ­და ით­ქვას? ენა ვერ იტ­ყვის იმ ნი­ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მელ­საც იღებს მთელს ქვე­ყა­ნა­ზე [გავ­რცე­ლე­ბუ­ლი] ეკ­ლე­სია ღვთის­გან პონ­ტო­ე­ლი პი­ლა­ტეს დროს ჯვარ­ცმუ­ლი იე­სო ქრის­ტეს სა­ხე­ლით და ყო­ველ დღე წარ­მარ­თთა ქველ­მოქ­მე­დე­ბას აღას­რუ­ლებს, არც არა­ვის ატ­ყუ­ებს, არც ვერცხლს ით­ხოვს; რად­გან უსას­ყიდ­ლოდ მი­ი­ღო ღვთის­გან და უსას­ყიდ­ლოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა"[13]. სხვა ად­გი­ლას იგი­ვე მწე­რა­ლი წერს: "რო­გორც გვსმე­ნია მრა­ვალ ძმა­ზე, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის მად­ლი ეკ­ლე­სი­ა­ში და სუ­ლის მი­ერ სხვა­დას­ხვა ენებ­ზე მეტ­ყვე­ლებ­დნენ, და ადა­მი­ან­თა და­ფა­რუ­ლი [საქ­მე­ები] სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მოჰ­ქონ­დათ სარ­გებ­ლო­ბის მო­სა­ტა­ნად; და გან­მარ­ტავ­დნენ ღვთის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს"[14]. ეს ით­ქვა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პე­რი­ოდ­ში ღირ­სე­ულ პი­როვ­ნე­ბებ­თან შე­მორჩე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ.

 

VIII

ამ შრო­მის დაწ­ყე­ბი­სას შეგ­პირ­დით, რომ თა­ვის დრო­ზე გა­გაც­ნობ­დით ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ხუ­ცე­სე­ბი­სა და მწერ­ლე­ბის სიტ­ყვებს, რომ­ლებ­შიც კა­ნო­ნი­კურ წე­რილ­თა შე­სა­ხებ მათ დრომ­დე მოღ­წე­უ­ლი გად­მო­ცე­მა წე­რი­ლო­ბით არის და­ცუ­ლი; მათ შო­რის იყო ირი­ნე­ო­სიც. მო­დით, მი­სი სიტ­ყვე­ბიც გად­მოვ­ცეთ, პირ­ვე­ლად წმინ­და სა­ხა­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ იგი ასე ამ­ბობს: "მა­თემ ებ­რა­ელ­თა შო­რის მათ სა­კუ­თარ ენა­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ხა­რე­ბის წე­რი­ლიც, რო­დე­საც პეტ­რე და პავ­ლე რომ­ში სა­ხა­რე­ბას ქა­და­გებ­დნენ და ეკ­ლე­სი­ას სა­ძირ­კველს უყ­რიდ­ნენ. მა­თი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მარ­კოზ­მა, პეტ­რეს მო­წა­ფემ და გან­მმარ­ტე­ბელ­მა, პეტ­რეს მი­ერ ნა­ქა­და­გე­ბი თვი­თონ გად­მოგ­ვცა წე­რი­ლო­ბით. ლუ­კამ კი, პავ­ლეს მიმ­დე­ვარ­მა, მის (პავ­ლეს - მთარგ.) მი­ერ ნა­ქა­და­გე­ბი სა­ხა­რე­ბა თა­ვის წიგ­ნში მო­ა­თავ­სა. შემ­დეგ იო­ა­ნემ, უფ­ლის მო­წა­ფემ, და მის მკერ­დზე მიყრდნო­ბილ­მა, მა­ნაც გად­მოს­ცა სა­ხა­რე­ბა, რო­დე­საც ცხოვ­რობ­და ასი­ის ეფე­სო­ში"[15].

მწე­რალ­მა ეს თქვა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ნაშ­რო­მის მე­სა­მე წიგ­ნში, მე­ხუ­თე წიგ­ნში კი იო­ა­ნეს "გა­მოც­ხა­დე­ბი­სა" და ან­ტიქ­რის­ტეს სა­ხე­ლის რიც­ხვის შე­სა­ხებ ასე მსჯე­ლობს: "რო­დე­საც ეს ასე არის და ყვე­ლა ძვე­ლი ნაშ­რო­მის ას­ლშიც მოყ­ვა­ნი­ლია ეს რიც­ხვი, თვით იო­ა­ნეს პი­რის­პირ მხილ­ველ­ნიც მოწ­მო­ბენ და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბაც გვას­წავ­ლის ჩვენ, რომ მხე­ცის სა­ხე­ლის რიც­ხვი ბერ­ძნუ­ლი რიც­ხვე­ბის მი­ხედ­ვით ამა­ვე ასო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით წარ­მოჩნდე­ბა"[16]. შემ­დეგ აგ­რძე­ლებს და მის შე­სა­ხებ ამ­ბობს: "ამ­რი­გად ჩვენ არ ჩა­ვიგ­დებთ თავს საფრთხე­ში, რომ გა­ვა­კე­თოთ უეჭ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა ან­ტიქ­რის­ტეს სა­ხე­ლის შე­სა­ხებ. რად­გან თუ მი­სი სა­ხე­ლი გაც­ხა­დე­ბუ­ლად უნ­და იქა­და­გოს ჩვენს დრო­ში, მა­შინ ის გა­მოც­ხა­დე­ბის მხილ­ვე­ლის მი­ერ ით­ქმე­ბო­და; რად­გან არ­ცთუ დი­დი ხნის წინ უხი­ლავს, არა­მედ და­ახ­ლო­ე­ბით ჩვენს თა­ო­ბა­ში, დო­მი­ცი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის და­სას­რულს"[17].

ამას "გა­მოც­ხა­დე­ბის" შე­სა­ხებ მოგ­ვით­ხრობს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწე­რა­ლი, ახ­სე­ნებს იო­ა­ნეს პირ­ველ ეპის­ტო­ლეს და იქი­დან მო­ყავს მრა­ვა­ლი მოწ­მო­ბა, მსგავ­სად­ვე პეტ­რეს პირ­ვე­ლი ეპის­ტო­ლი­და­ნაც. მან არა მხო­ლოდ იცის, არა­მედ კი­დე­ვაც ღე­ბუ­ლობს (რო­გორც წმ. წე­რილს - მთარგ.) "მწყემ­სის" თხზუ­ლე­ბას, და ამ­ბობს: "ამ­რი­გად, მშვე­ნივ­რად ამ­ბობს წე­რი­ლი, "უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ირ­წმუ­ნე, რომ ერ­თი არის ღმერ­თი ყო­ვე­ლი­ვეს შე­მოქ­მე­დი და წარ­მარ­თვე­ლი"[18] და ა. შ. იგი აგ­რეთ­ვე იყე­ნებს `სო­ლო­მო­ნის სიბრძნი­დან~ ზო­გი­ერთ გა­მო­ნათ­ქვამს, თით­ქმის ყვე­ლას სიტ­ყვა-სიტ­ყვით: "ღვთის ხილ­ვა არის უხრწნე­ლე­ბის შემქმნე­ლი, უხრწნე­ლე­ბა კი ღმერ­თთან გვა­ახ­ლო­ვებს" (სიბრძნე 6,20). და რო­მე­ლი­ღაც მო­ცი­ქუ­ლებ­რი­ვი პრეს­ვი­ტე­რის (რომ­ლის სა­ხელ­საც დუ­მი­ლით გად­მო­ცემს) ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, მო­იხ­სე­ნი­ებს და საღ­ვთო წე­რი­ლის მი­სე­ულ გან­მარ­ტე­ბებს გვამ­ცნობს. უფ­რო მე­ტიც, ასე­ვე მო­იხ­სე­ნი­ებს იუს­ტი­ნე მო­წა­მე­სა და ეგ­ნა­ტეს, კვლავ მათ მი­ერ და­წე­რილ­თა­გან მო­იხ­მობს მოწ­მო­ბებს და სა­კუ­თარ ნაშ­რომ­ში გვპირ­დე­ბა მარ­კი­ო­ნის თხზუ­ლე­ბა­თა გან­ქი­ქე­ბას[19].

მო­ის­მი­ნე "სა­მოც­და­ათ­თა" მი­ხედ­ვით ღვთივ­შთა­გო­ნე­ბულ წე­რილ­თა გან­მარ­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რას წერს სიტ­ყვა­სიტ­ყვით: "ღმერ­თი გახ­და ადა­მი­ა­ნი და თვით უფალ­მა გვიხ­სნა ჩვენ, მოგ­ვცა ქალ­წუ­ლის ნი­შა­ნი, მაგ­რამ არა რო­გორც ზო­გი­ერ­თე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ახ­ლა ბე­და­ვენ წე­რი­ლის გან­მარ­ტე­ბას, "აჰა, ახალ­გაზ­რდა ქა­ლი მუც­ლად იღებს და შობს ძეს~ (ეს. 7,14). რო­გორც გან­მარ­ტა­ვენ თე­ო­დო­ტე ეფე­სე­ლი და აკ­ვი­ლა პონ­ტო­ელი, ორი­ვე იუ­დე­ვე­ლი პრო­ზე­ლი­ტი, რო­მელ­თა მიმ­დე­ვა­რი ები­ო­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იგი იო­სე­ბის­გან იშ­ვა"[20].

მცი­რე ხნის შემ­დეგ დას­ძენს: "რო­მა­ე­ლე­ბის მი­ერ თა­ვი­ან­თი მმარ­თვე­ლო­ბის დამ­ყა­რე­ბამ­დე, რო­დე­საც ასია ჯერ კი­დევ მა­კე­დო­ნე­ლებს ეპ­ყრათ, პტო­ლო­მე­ოს­მა, ლა­გუ­სის ძემ[21], მო­წა­დი­ნე­ბულ­მა შე­ემ­კო მის მი­ერ ალექ­სან­დრი­ა­ში შემ­ზა­დე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის თხზუ­ლე­ბით, რაც კი სა­უ­კე­თე­სო მო­ი­პო­ვე­ბო­და, იე­რუ­სა­ლი­მელ­თა­გან მო­ით­ხო­ვა, ბერ­ძნულ ენა­ზე ეთარგმნათ მა­თი წე­რი­ლე­ბი. მათ კი, რად­გან იმ დროს ჯერ კი­დევ მა­კე­დო­ნე­ლებს ემორჩი­ლე­ბოდ­ნენ, მათ­თან მყოფს ორი­ვე ენა­ზე მწე­რალ­თა­გან ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი, სა­მოც­და­ა­თი უხუ­ცე­სი, გა­უგ­ზავ­ნეს პტი­ლე­მე­ოსს, და ღმერ­თმა ქმნა ის, რაც ენე­ბა. მას (პტო­ლე­მე­ოსს - მთარგ.) სურ­და თვი­თონ გა­მო­ე­ცა­და ისი­ნი, ფრთხი­ლობ­და არ შე­თან­ხმე­ბუ­ლიყ­ვნენ და წე­რილ­ში არ­სე­ბუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა გან­მარ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით არ და­ე­ფა­რათ, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­ნა­შო­რა და უბ­რძა­ნა ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი თარ­გმა­ნი და­ე­წე­რა; და ეს ყო­ვე­ლი­ვე წიგ­ნი­სათ­ვის გა­ა­კე­თა. რო­დე­საც ისი­ნი ერ­თად შე­იკ­რიბ­ნენ პტო­ლე­მე­ოს­თან და თი­თოე­ულ­მა თა­ვი­სი თარ­გმა­ნი შე­ა­და­რა, გან­დიდ­და ღმერ­თი, ხო­ლო წე­რი­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ღვთი­უ­რად იქ­ნა შე­რაც­ხი­ლი, ყვე­ლას ერ­თი და იგი­ვე ად­გი­ლი ერ­თი და იმა­ვე სიტ­ყვე­ბი­თა და სა­ხე­ლე­ბით ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­საწ­ყი­სი­დან და­სას­რუ­ლამ­დე, ისე რომ იქ მყოფ­მა წარ­მარ­თებ­მა შე­იც­ნეს, რომ წე­რი­ლე­ბი ღვთის­გან მო­ბერ­ვით იყო ნა­თარგმნი. არა­ფე­რია საკ­ვირ­ვე­ლი, რომ ეს მო­ი­მოქ­მე­და ღმერ­თმა, რად­გან ნა­ბუ­ქოდ­ნო­სო­რის დროს ერის დატ­ყვე­ვე­ბი­სას, რო­დე­საც გა­ნად­გურ­და წე­რი­ლე­ბი და სა­მოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ იუ­დე­ვე­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ მათ ქვე­ყა­ნა­ში, შემ­დეგ სპარ­სთა მე­ფის არ­ტაქ­სერ­ქსეს დროს შთა­ბე­რა ეზ­დრას, მღვდელს ლე­ვის ტო­მის­გან, რომ აღედ­გი­ნა წი­ნათ მცხოვ­რებ წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა სიტ­ყვე­ბი და ერის­თვის აღედ­გი­ნა მო­სეს მეშ­ვე­ო­ბით [გად­მო­ცე­მუ­ლი] რჯუ­ლი"[22]. ესო­დენს ამ­ბობს ირი­ნე­ოსი.

 

IX

რო­დე­საც ან­ტო­ნი­უსს კმა ეყო იმ­პე­რა­ტო­რო­ბის ცხრა­მე­ტი წე­ლი, კო­მო­დუს­მა[23] მი­ი­ღო ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რომ­ლის პირ­ველ წელს ალექ­სან­დრი­ა­ში ეკ­ლე­სი­ე­ბის ეპის­კო­პო­სად იუ­ლი­ა­ნე[24] და­ად­გი­ნეს, მას შემ­დეგ, რაც აგ­რი­პი­ნემ აღას­რუ­ლა მსა­ხუ­რე­ბის თორ­მე­ტი წე­ლი.

 

X

ამ დროს ად­გი­ლობ­რივ მორ­წმუ­ნე­თა ცხოვ­რე­ბას წი­ნამძღვრობ­და გა­ნათ­ლე­ბით ყვე­ლა­ზე სა­ხე­ლო­ვა­ნი კა­ცი, სა­ხე­ლად პან­ტე­ნო­სი[25]. ძვე­ლი ჩვე­უ­ლე­ბით მათ­თან არ­სე­ბობ­და წმინ­და მოძღვრე­ბის სას­წავ­ლე­ბე­ლი[26], რო­მელ­მაც ჩვე­ნამ­დეც მო­აღ­წია და გვსმე­ნია, რომ ას­წავ­ლი­ან სიტ­ყვა­სა და საღ­ვთო სა­კით­ხე­ბის მი­მართ მო­შურ­ნე­ო­ბა­ში ძლი­ე­რი [კა­ცე­ბი], მათ შო­რის კი, გად­მო­ცე­მით, იმ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ბრწყი­ნავ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი [კა­ცი], რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო სტო­ი­კო­სე­ბად წო­დე­ბულ­თა ფი­ლო­სო­ფი­ის სკო­ლით. ამ­ბო­ბენ, რომ მან მგზნე­ბა­რე სუ­ლის­კვე­თე­ბით ესო­დე­ნი გულ­მოდ­გი­ნე­ბა გა­მოიჩი­ნა საღ­ვთო მოძღვრე­ბის გარ­შე­მო, რომ ქრის­ტეს სა­ხა­რე­ბის მქა­და­გებ­ლად წარ­მოჩნდა აღ­მო­სავ­ლე­თის წარ­მარ­თებ­თან და ინ­დო­ელ­თა ქვეყ­ნამ­დე იქ­ნა წარ­გზავ­ნი­ლი. რად­გან მა­შინ ჯერ კი­დევ იყო [ღვთის] სიტ­ყვის მრა­ვა­ლი მა­ხა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც საღ­ვთო მო­შურ­ნე­ო­ბით მო­ცი­ქულ­თა მბა­ძა­ვი წინ­და­წინ ზრუ­ნავ­და ღვთის სიტ­ყვის ზრდი­სა და აღ­შე­ნე­ბი­სათ­ვის. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი იყო პან­ტე­ნო­სი, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ინ­დო­ე­ლებ­თან წა­ვი­და, გად­მო­ცე­მით იქ ზო­გი­ერთ ქრის­ტეს მცოდ­ნეს­თან მან აღ­მოაჩი­ნა მა­თეს სა­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც წინ უს­წრებ­და მის იქ მის­ვლას, მათ­თვის ექა­და­გა ერთ-ერთ მო­ცი­ქულს, ბარ­თლო­მეს, და და­ე­ტო­ვე­ბია ებ­რა­უ­ლი ან­ბა­ნით მა­თეს ნა­წე­რი, რო­მე­ლიც შე­მორჩა იმ დრომ­დე. პან­ტე­ნო­სი დი­დი წარ­მა­ტე­ბით წი­ნამძღვრობ­და ალექ­სან­დრი­ის სას­წავ­ლე­ბელს აღ­სას­რუ­ლამ­დე, ცოც­ხა­ლი სიტ­ყვი­თა და ნა­წე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გან­მარ­ტავ­და საღ­ვთო დოგ­მა­ტე­ბის სა­უნ­ჯეთ.

 

XI

მის დროს მას­თან ერ­თად საღ­ვთო წე­რილ­ში იწვრთნე­ბო­და და ალექ­სან­დრი­ა­ში ცნო­ბი­ლი იყო კლი­მენ­ტი, მო­ცი­ქულ­თა მო­წა­ფის, ძვე­ლად რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამძღვრის თა­ნა­მო­სა­ხე­ლე. იგი მის მი­ერ შედ­გე­ნილ "ჰი­პო­ტი­პო­სებ­ში" პან­ტე­ნოსს რო­გორც მის მას­წავ­ლე­ბელს სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს. ვფიქ­რობ, მას­ზე მი­ა­ნიშ­ნებს "სტრო­მა­ტე­ბის" პირ­ველ წიგ­ნში, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნავს იმ სა­მო­ცი­ქუ­ლო მი­ნაც­ვლე­ო­ბა­ში გა­მოჩე­ნილ პი­როვ­ნე­ბებს, რო­მე­ლიც მან მი­იღო; იგი ამ­ბობს: "ეს ნაშ­რო­მი არ არის საჩვე­ნებ­ლად შეთ­ხზუ­ლი ნა­წე­რი, არა­მედ მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბი­სას და­ვა­უნ­ჯე ჩა­ნა­წე­რე­ბი, გულ­მა­ვიწ­ყო­ბის წა­მა­ლი, და­უხ­ვე­წა­ვი ქან­და­კე­ბა და აჩრდილთმწერ­ლო­ბა იმ რე­ა­ლუ­რი და ნა­თე­ლი სიტ­ყვე­ბი­სა, რო­მელ­თა სმე­ნის ღირ­სი გავ­ხდი, და ასე­ვე იმ ნე­ტა­რი და ნამ­დვი­ლად ღირ­სე­ულ კაც­თა. მათ­გან ერ­თი იო­ნი­ე­ლი იყო სა­ბერ­ძნეთ­ში, მე­რე კი დიდ სა­ბერ­ძნეთ­ში, ერ­თი მათ­გა­ნი კი კო­ე­ლე­სი­რი­ა­ში იყო, ერ­თი კი - ეგ­ვიპ­ტე­ში; სხვე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ერ­თი მათ­გა­ნი იყო ასი­რი­ელი, ერ­თი კი იყო პა­ლეს­ტი­ნა­ში წარ­მო­შო­ბით ებ­რა­ელი. შევხვდი უკა­ნას­კნელს, რო­მე­ლიც სიძ­ლი­ე­რით პირ­ვე­ლი იყო, და გან­ვის­ვე­ნე, რო­დე­საც მო­ვი­ნა­დი­რე იგი ეგ­ვიპ­ტე­ში და­მა­ლუ­ლი. მაგ­რამ ნე­ტა­რი მოძღვრე­ბის ის ჭეშ­მა­რი­ტი გად­მო­ცე­მა შე­ი­ნა­ხეს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ პეტ­რეს­გან და ია­კო­ბის­გან, იო­ა­ნეს­გან და პავ­ლეს­გან, წმინ­და მო­ცი­ქუ­ლე­ბი­სა­გან მო­დის, შვი­ლის მი­ერ მა­მი­სა­გან მი­ღე­ბით (მცი­რედ­ნი არი­ან მა­მის მსგავ­სნი) ღმერ­თთან ერ­თად ჩვე­ნამ­დეც მო­აღ­წი­ეს და წი­ნა­პარ­თა და მო­ცი­ქულ­თა თეს­ლე­ბი ჩა­ნერ­გეს"[27].

 

XII

მათ დროს იე­რუ­სა­ლიმ­ში ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სად ცნო­ბი­ლი იყო მრა­ვალ­თან დღემ­დე სა­ხელ­განთქმუ­ლი ნარ­კი­სო­სი[28]. იგი ჰად­რი­ა­ნეს დროს იუ­დე­ველ­თა ალ­ყის შე­მორტყმი­დან რი­გით მეთ­ხუთ­მე­ტე მო­ნაც­ვლე იყო, და გან­ვმარ­ტეთ, რომ აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ ად­გი­ლას ეკ­ლე­სია წი­ნა­დაც­ვე­თილ­თა­გან მოქ­ცე­ულ ქრის­ტი­ან­თა შემ­დეგ პირ­ვე­ლად წარ­მარ­თთა­გან შე­იკ­რი­ბა, და რომ წარ­მარ­თთა­გან მა­თი პირ­ვე­ლი ეპის­კო­პო­სი იყო მარ­კო­ზი. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ნაც­ვლე­ო­ბის ნუს­ხა გვა­უწ­ყებს, რომ შემ­დეგ ეპის­კო­პო­სობ­და კა­სი­ანე, მის შემ­დეგ პუბ­ლი­უსი, შემ­დეგ მაქ­სი­მე, მათ შემ­დეგ ივ­ლი­ანე, შემ­დეგ გაი­უსი, მის შემ­დეგ სვი­მა­ხო­სი, და სხვა გა­უსი, და კვლავ სხვა იუ­ლი­ანე, და მათ შემ­დეგ კა­პი­ტო, ვა­ლენ­ტი და დო­ლი­ხი­ა­ნო­სი, და ყვე­ლა­ზე ბო­ლოს, ნარ­კი­სო­სი, მო­ცი­ქულ­თა­გან თან­მიმ­დევ­რუ­ლი მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით მე­ცა­მე­ტე[29].

 

XIII

ამ დროს რო­დო­ნი, წარ­მო­შო­ბით ასი­ი­დან, რო­გორც თვი­თონ მოგ­ვით­ხრობს, რომ­ში იყო მო­წა­ფე ტა­ტი­ა­ნე­სი, რო­მე­ლიც ზე­მოთ გა­ვი­ცა­ნით. მან შე­ად­გი­ნა სხვა­დას­ხვა წიგ­ნე­ბი და მათ შო­რის მარ­კი­ო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბის[30] სა­წი­ნა­აღ­მდე­გოც. ეს მწვა­ლებ­ლო­ბა, რო­გორც მოგ­ვით­ხრობს, მის დროს გა­ყო­ფი­ლი იყო სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბად; მან ზედ­მი­წევ­ნით აღ­წე­რა ამ გან­ყო­ფა­თა შემქმნე­ლე­ბი და მათ­გან თი­თოე­უ­ლის მი­ერ მო­გო­ნი­ლი ცრუ მოძღვრე­ბა ამ­ხი­ლა. მო­უს­მი­ნე, თვი­თონ რას წერს: "ამი­ტომ თა­ვის­თავ­თან შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი გახ­დნენ და ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბელ აზ­რებს იცავ­დნენ. მა­თი ჯო­გი­დან იყო აპე­ლე­სი[31], ცხოვ­რე­ბის წე­სი­თა და მხცო­ვა­ნი ასა­კით გა­მოჩე­ნი­ლი. იგი აღი­ა­რებ­და ერთ საწ­ყისს, მაგ­რამ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა­ზე ამ­ბობ­და, რომ ისი­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სუ­ლის­გან იყო, იგი უჯე­რებ­და ეშ­მა­კე­უ­ლი ქალ­წუ­ლის, სა­ხე­ლად ფი­ლო­მე­ნეს გა­მო­ნათ­ქვა­მებს. სხვებს კი, რო­გორც თვი­თონ მე­სა­ჭეს (მარ­კი­ონს - მთარგ.), შე­მო­ყავ­დათ ორი საწ­ყი­სი. მათ შო­რის იყ­ვნენ პო­ტი­ტო­სი და ბა­სი­ლი­კო­სი. ისი­ნი იყ­ვნენ პონ­ტო­ე­ლი მგლის მიმ­დევ­რე­ბი და მის მსგავ­სად ისი­ნიც ვერ ამჩნევ­დნენ სა­კით­ხთა გან­ყო­ფას, და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­დაწ­ყვი­ტეს და გა­მო­აც­ხა­დეს ორი საწ­ყი­სის არ­სე­ბო­ბა მარ­ტი­ვად და და­უმ­ტკი­ცებ­ლად. სხვე­ბი კი მათ­ზე უფ­რო უა­რეს ცთო­მი­ლე­ბა­ში გა­და­ვარ­დნენ, და არამ­ხო­ლოდ ორი, არა­მედ სა­მი ბუ­ნე­ბა ივა­რა­უ­დეს. მა­თი ბე­ლა­დი და წი­ნამ­ძღო­ლი არის სი­ნე­რო­სი, რო­გორც ამ­ბო­ბენ მი­სი სას­წავ­ლებ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი"[32].

იგი­ვე მწე­რა­ლი ამ­ბობს, რომ აპე­ლეს­თან ისა­უბ­რა, და მოგ­ვით­ხრობს შემ­დეგს: "რო­დე­საც მო­ხუ­ცი აპე­ლე­სი გვე­სა­უბ­რე­ბო­და ჩვენ, მხი­ლე­ბულ იქ­ნა მრა­ვალ მცდარ გა­მო­ნათ­ქვამ­ში. ამი­ტომ ამ­ბობ­და, რომ სა­ერ­თოდ არ უნ­და გა­მო­იკ­ვლიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, არა­მედ თი­თოე­უ­ლი იმ აზ­რზე უნ­და დარჩეს, რაც იწა­მა; რად­გან ჯვარ­ცმულ­ზე და­ი­მე­დე­ბუ­ლე­ბი ცხონ­დე­ბი­ან, მხო­ლოდ მა­შინ, თუ კე­თილ საქ­მე­ებს გა­ა­კე­თე­ბენ. მაგ­რამ, რო­გორც ვთქვით, ღმერ­თის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე ბუნ­დო­ვან მოძღვრე­ბას აყა­ლი­ბებ­და. რად­გან აღი­ა­რებ­და ერთ საწ­ყისს, რო­გორც ჩვე­ნი მოძღვრე­ბა". შემ­დეგ გად­მო­ცემს მთელ მის მოძღვრე­ბას და დას­ძენს: "რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბო­დი მას, "სად გაქვს ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, ან რო­გორ შე­გიძ­ლია ერ­თი საწ­ყი­სის თქმა? გვით­ხა­რი ჩვენ", ამ­ბობ­და, რომ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა თა­ვის თავს ამ­ხელს, რად­გან სრუ­ლად არ გა­მოთ­ქვამს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, შე­უ­თან­ხმებ­ლე­ბი არი­ან და ცრუ, და თა­ვი­ანთ თავს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. ხო­ლო თუ რო­გორ არ­სე­ბობს ერ­თი საწ­ყი­სი, ამ­ბობ­და, რომ არ იცო­და, უბ­რა­ლოდ და­ჟი­ნე­ბით იმე­ო­რებ­და ამას. შემ­დეგ რო­დე­საც ვა­ფი­ცებ­დი, რომ ეთ­ქვა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, იფი­ცებ­და, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ამ­ბობ­და, არ იცო­და, თუ რო­გორ არის ერ­თი შე­უქ­მნე­ლი ღმერ­თი, მაგ­რამ ეს სწამ­და. მე კი გა­მე­ცი­ნა და გავ­კიც­ხე იგი, რად­გან ამ­ბობ­და, რომ მოძ­ღვა­რი იყო, და არ იცო­და იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რა­საც ას­წავ­ლი­და".

ამა­ვე ნაშ­რომ­ში კა­ლის­ტი­ონ­თან[33] სა­უბ­რი­სას აღი­ა­რებს, რომ თვი­თონ იყო ტა­ტი­ა­ნეს მოს­წავ­ლე რომ­ში და ამ­ბობს იმა­საც, რომ ტა­ტი­ა­ნემ შე­ად­გი­ნა "პრობ­ლე­მე­ბის" წიგ­ნი. მას­ში ტა­ტი­ა­ნე გვპირ­დე­ბა, რომ წარ­მოაჩენს საღ­ვთო წე­რილ­ში რაც ბუნ­დო­ვა­ნი და და­ფა­რუ­ლი არის, თვი­თონ რო­დო­ნი კი სა­კუ­თარ თხზუ­ლე­ბა­ში გვპირ­დე­ბა, რომ ტა­ტი­ა­ნეს "პრობ­ლე­მე­ბის" ახ­სნას გად­მო­ცემს. მოღ­წე­უ­ლია ასე­ვე მი­სი შრო­მა ექვსთა დღე­თა­ზე. ის აპე­ლე­სი კი მო­სეს რჯულ­ზე ათას­გვარ უღ­მერ­თო­ბას ამ­ბობ­და, მრა­ვალ ნაშ­რომ­ში გმობ­და ღვთის სიტ­ყვებს, ვგო­ნებ მათ სამ­ხი­ლებ­ლად და და­სამ­ხო­ბად არ­ცთუ მცი­რე­დი შრო­მა გას­წია. ეს ით­ქვა მათ შე­სა­ხებ.

 

XIV

მშვე­ნი­ე­რე­ბის მო­ძუ­ლე­სა და უკე­თუ­რე­ბის გან­საკ­თრე­ბუ­ლად მოყ­ვა­რეს, და ღვთის ეკ­ლე­სი­ას­თან მებ­რძოლს ადა­მი­ან­თა წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბის არ­ცერ­თი სა­ხე­ო­ბა არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია, ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ კვლავ უც­ხო მწვა­ლებ­ლო­ბებს აღ­მო­ა­ცე­ნებ­და. ამ შხა­მი­ან ქვე­წარ­მა­ვალ­თა­გან ასი­ა­ში და­ხო­ხავ­დნენ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც იქა­დოდ­ნენ, რომ მონ­ტა­ნი იყო ნუ­გე­შის­მცე­მე­ლი*, მი­სი მიმ­დე­ვა­რი ქა­ლე­ბი კი - პრის­კი­ლა და მაქ­სი­მი­ლა - მონ­ტა­ნის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი იყ­ვნენ.

-----------------------------------------------------------------------------------

* ე.ი. სულიწმინდა - მთარგ.

XV

ისი­ნი აღ­ზე­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ რომ­ში. მათ წი­ნამ­ძღო­ლობ­და ფლო­რი­ნუ­სი[34], ეკ­ლე­სი­ი­დან განვრდო­მი­ლი პრეს­ვი­ტე­რი. მას­თან ერ­თად კი იყო ბლას­ტუ­სი[35], მის მსგავ­სად და­ცე­მუ­ლი. მათ მრა­ვა­ლი გა­და­ი­ბი­რეს ეკ­ლე­სი­ი­დან და თა­ვი­ანთ აზ­რზე გა­და­იყ­ვა­ნეს; თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნი ცდი­ლობ­და, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გარ­შე­მო სა­კუ­თა­რი სი­ახ­ლე შე­მო­ე­ტა­ნა.

XVI

ჰი­ე­რო­პოლ­ში ე. წ. კა­ტაფ­რი­გი­ელ­თა* მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გა­მო მებ­რძოლ­მა ძა­ლამ ამ დროს აღად­გი­ნა ძლი­ე­რი და უძ­ლე­ვე­ლი სა­ჭურ­ვე­ლი აპო­ლი­ნა­რი, რო­მე­ლიც ზე­მოთ მო­ვიხ­სე­ნი­ეთ, და მას­თან ერ­თად სხვა მრა­ვა­ლი გან­სწავ­ლუ­ლი კა­ცი. მათ­გან ჩვენ ის­ტო­რი­ი­სათ­ვის უამ­რა­ვი თე­მა შე­მოგვრჩა. მათ წი­ნა­აღ­მდეგ ნაშ­რო­მის დაწ­ყე­ბი­სას ერთ-ერ­თი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ მხი­ლე­ბე­ბით ზე­პი­რად გა­მო­დი­ოდა. წი­ნა­სიტ­ყვა­ო­ბა არის შემ­დე­გი სა­ხის: "ესო­დენ ხანგრძლი­ვი და საკ­მა­ოდ დი­დი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, საყ­ვა­რე­ლო აბერ­კი­უს მარ­კე­ლუს, შენს მი­ერ მოთ­ხოვ­ნი­ლი სიტ­ყვა დავ­წე­რე მილ­ტი­ა­დეს[36] მიმ­დევ­რე­ბად წო­დე­ბულ­თა მწვა­ლებ­ლო­ბა­ზე. ამ დრომ­დე თავს ვი­კა­ვებ­დი, არა იმი­ტომ, რომ არ ძალ­მიძ­და სიც­რუ­ის მხი­ლე­ბა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­მოწ­მე­ბა, არა­მედ ვში­შობ­დი და ვფრთხი­ლობ­დი, ვინ­მეს არ ეფიქ­რა, რომ ვა­მა­ტებ­დი ან ვას­წო­რებ­დი ახა­ლი აღთქმის სა­ხა­რე­ბის სიტ­ყვას, რი­სი არც შე­მა­ტე­ბა, არც დაკ­ლე­ბა ძა­ლუძს სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ამრჩევს. მაგ­რამ რო­დე­საც ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი გა­ლა­ტი­ის ან­კი­რი­ა­ში და გა­ვი­გე, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სია ამ ახა­ლი, არა, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის, უფ­რო კი, რო­გორც ნაჩვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა, ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის მი­ერ ორად იყო გახ­ლეჩილი; რამ­დე­ნა­დაც შე­მეძ­ლო, რაც უფალ­მა მო­მა­ნი­ჭა, მათ შე­სა­ხებ და მათ მი­ერ წა­მოჭ­რი­ლი სა­კით­ხე­ბის შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეუჩე­რებ­ლად ვსა­უბ­რობ­დი ეკ­ლე­სი­აში; ისე რომ, ეკ­ლე­სი­ამ გა­ი­ხა­რა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში გაძ­ლი­ერ­და, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე კი შე­ი­მუს­რა და და­პი­რის­პი­რე­ბულ­ნი დამ­წუხრდნენ. რო­დე­საც ად­გი­ლობ­რივ­მა ხუ­ცე­სებ­მა მთხო­ვეს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სიტ­ყვა, რა­საც ვამ­ბობ­დი წი­ნა­აღმდგომ­თა მი­მართ, რა­ი­მე ჩა­ნა­წე­რით და­მე­ტო­ვე­ბია, იქ ეს­წრე­ბო­და ჩვე­ნი თა­ნა­ხუ­ცე­სი ძო­ტი­კუ­სი ოტ­რე­ნი­დან[37]. მაგ­რამ ეს არ გა­ვა­კე­თეთ, შევ­პირ­დით, შინ დავ­წერ­დით და რო­დე­საც უფა­ლი ინე­ბებ­და, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მათ გა­ვუგ­ზავ­ნი­დით".

წიგ­ნის და­საწ­ყის­ში სხვა მსგავ­სი შე­ნიშ­ვნე­ბის შემ­დეგ, გა­და­დის ხსე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის მი­ზე­ზის შე­სა­ხებ თხრო­ბა­ზე: "მათ ახალ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­სა და ეკ­ლე­სი­ა­ში ახ­ლან­დე­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მწვა­ლებ­ლო­ბის წარ­მო­შო­ბას შემ­დე­გი მი­ზე­ზი ჰქონ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ფრი­გი­ის მი­სი­ა­ში არის რა­ღაც სო­ფე­ლი, სა­ხე­ლად არ­და­ბა­ვი. იქ ვინ­მე ახალ­მოქ­ცე­ულ­მა, სა­ხე­ლად მონ­ტან­მა, ასი­ა­ში გრა­ტუ­სის პრო­კონ­სუ­ლო­ბის[38] დროს პირ­ვე­ლო­ბის უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლით, სუ­ლის წა­დილ­ში თა­ვი­სი თა­ვის­კენ შე­სას­ვლე­ლი გზა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს (ე. ი. სა­ტა­ნას - მთარგ.) და­უთ­მო და ამ სუ­ლის­გან შეპ­ყრო­ბილ იქ­ნა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გო­ნე­ბა და­კარ­გა და გან­კვირ­ვე­ბა და­ეცა. აღ­ტა­ცე­ბა­ში მყოფ­მა და­იწ­ყო ლა­პა­რა­კი და უც­ნა­უ­რად მეტ­ყვე­ლე­ბა, და და­სა­ბა­მი­დან ეკ­ლე­სი­ის გად­მო­ცე­მი­სა და მო­ნაც­ვლე­ო­ბის მი­ხედ­ვით ჩვე­უ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­და. ამა­ვე დროს მათ­გან, რომ­ლე­ბიც უს­მენ­დნენ ამ ცთო­მილ გა­მო­ნათ­ქვა­მებს, ზო­გი­ერ­თი მიიჩნევ­და, რომ იგი აღ­ძრუ­ლი იყო ეშ­მა­კის­გან სიც­რუ­ის სუ­ლით და აშ­ფო­თებ­და ხალხს; ისი­ნი კიც­ხავ­დნენ მას და უკ­რძა­ლავ­დნენ სა­უ­ბარს, შე­ახ­სე­ნებ­დნენ უფ­ლის მი­ერ გა­კე­თე­ბულ გარჩე­ვას და მის გაფრთხი­ლე­ბას, რომ ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა მოს­ვლი­სა­გან ფხიზ­ლად დაგ­ვეც­ვა თა­ვი. მაგ­რამ ისი­ნი თით­ქოს სუ­ლიწ­მინ­დით და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის მად­ლით აღ­ძრულ­ნი და არა­ნაკ­ლებ თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი ივიწ­ყებ­დნენ უფ­ლის­მი­ერ გარჩე­ვას [სუ­ლე­ბი­სას] (იხ. მათ. 7,15), მო­უ­წო­დებ­დნენ გო­ნე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბელ და და­მაკ­ნი­ნე­ბელ, და ხალ­ხის მაც­თუ­ნე­ბელ სულს მის მი­ერ მო­ჯა­დო­ე­ბულ­ნი და მოტ­ყუ­ე­ბულ­ნი, ისე რომ და­დუ­მე­ბა აღარ შე­ეძ­ლოთ. ეშ­მაკ­მა რა­ღაც ხე­ლოვ­ნე­ბით, უფ­რო კი ბო­რო­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის ასე­თი ხრი­კით გა­ნიზ­რა­ხა ურჩთა და­ღუპ­ვა და მათ მი­ერ და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად პა­ტივ­დე­ბუ­ლი აქე­ზებ­და და აღაგ­ზნებ­და ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მათ და­ძი­ნე­ბულ აზ­როვ­ნე­ბას. ასე აღ­ძრა ვი­ღაც ორი ქა­ლი და აღავ­სო ცრუ სუ­ლით, რა­თა ემეტ­ყვე­-ლათ უგუ­ნუ­რად, უჯე­როდ და უც­ნა­უ­რად, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის მსგავ­სად. მათ, რომ­ლე­ბიც მას შე­ხა­როდ­ნენ და თავ­და­ჯე­რე­ბით იყ­ვნენ აღ­ვსილ­ნი, სუ­ლი აკურ­თხებ­და და ბე­რავ­და დი­დი აღთქმე­ბით. ზოგ­ჯერ კი რო­დე­საც ვა­რა­უ­დით გან­სჯი­და, და­მა­ჯე­რებ­ლად უპი­რის­პირ­დე­ბო­და მათ, რა­თა ეფიქ­რათ, რომ მამ­ხი­ლე­ბე­ლი იყო (მცი­რედ­ნი იყ­ვნენ ფრი­გი­ელ­თა­გან მოტ­ყუ­ე­ბულ­ნი). რო­დე­საც კა­თო­ლი­კე და ცის ქვეშ [მყო­ფი] მთელ ეკ­ლე­სი­ის გმო­ბას ას­წავ­ლი­და მზვა­ო­ბა­რი სუ­ლი, რა­მე­თუ ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის სუ­ლი მას­ში ვერ პო­უ­ლობ­და ვერც პა­ტივს და ვერც შე­სას­ვლელს; რად­გან მას შემ­დეგ, რაც ასი­ის მორ­წმუ­ნე­ე­ბი მრა­ვალ­გზის ასი­ის მრა­ვალ ად­გი­ლას შე­იკ­რიბ­ნენ ამ მიზ­ნით და გა­მო­იკ­ვლი­ეს ახა­ლი მოძღვრე­ბა, იგი გა­მო­აც­ხა­დეს უწ­მინ­დუ­რად და უარ­ყვეს მწვა­ლებ­ლო­ბა, ამ­გვა­რად გან­დევ­ნეს ეკ­ლე­სი­ი­დან და აუკ­რძა­ლეს თა­ნა­ზი­ა­რე­ბა"[39].

მას შემ­დეგ, რაც და­საწ­ყის­ში ეს მოგ­ვით­ხრო და მთელ თხზუ­ლე­ბა­ში მა­თი სიც­რუ­ის მხი­ლე­ბა გად­მოს­ცა, მე­ო­რე წიგ­ნში ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პირ­თა აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ ამ­ბობს: "მას შემ­დეგ ჩვენ გვი­წო­დებ­დნენ წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა მკვლე­ლებს, რად­გან არ ვღე­ბუ­ლობ­დით მათ ყბედ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებს (რად­გან ამ­ბობ­დნენ, რომ ისი­ნი არი­ან, ვი­სი ხალ­ხთან გა­მოგ­ზავ­ნაც აღ­გვით­ქვა უფალ­მა), დე, პა­სუ­ხი გაგ­ვცენ უფ­ლის წი­ნა­შე. ო, კე­თი­ლო ხალ­ხო, არის ვინ­მე მათ­გან, ვინც მეტ­ყვე­ლე­ბა და­იწ­ყო მონ­ტა­ნი­სა და ქა­ლე­ბი­სა­გან, იუ­დე­ველ­თა­გან დევ­ნი­ლი, ან ურ­ჯუ­ლო­თა ხე­ლით მოკ­ლუ­ლი? არ­ცერ­თი. ან რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი სა­ხე­ლის გა­მო თუ შე­უპ­ყრი­ათ და ჯვარს უც­ვი­ათ? არა, ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა. ან იუ­დე­ველ­თა სი­ნა­გო­გებ­ში რო­მე­ლი­მე ქა­ლი გა­უ­მათ­რა­ხე­ბი­ათ და ჩა­უ­ქო­ლავთ? არა­სო­დეს, არ­სად. ამ­ბო­ბენ, რომ სხვა სიკ­ვდი­ლით აღეს­რუ­ლა მონ­ტა­ნი­ცა და მაქ­სი­მი­ლაც. გო­ნე­ბის შემ­შლე­ლი სუ­ლის მი­ერ აღ­ძრუ­ლებ­მა თა­ვი ჩა­მო­იხრჩვეს, თუმ­ცა არა ერ­თად, და თი­თოე­უ­ლის აღ­სას­რუ­ლის ჟამს მრა­ვა­ლი ჭო­რი და­დი­ოდა. ასე აღეს­რულ­ნენ და და­ღუ­პეს თა­ვი­ან­თი სი­ცოც­ხლე მო­ღა­ლა­ტე იუ­დას მსგავ­სად. მრა­ვა­ლი გად­მო­ცე­მა გვი­ამ­ბობს, რომ ვინ­მე თე­ო­დო­ტი­ონი, ეს გა­მოჩე­ნილ კა­ცი, მა­თი ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის პირ­ვე­ლი გან­მგე­ბე­ლი, ზოგ­ჯერ ზე აი­წე­ო­და და ცა­ში მაღ­ლდე­ბო­და; და ერ­თხელ, რო­დე­საც ექ­სტაზ­ში ჩა­ვარ­და და თა­ვი­სი თა­ვი მი­ან­დო სიც­რუ­ის სულს, ჩა­მო­ვარ­და და სა­ცო­და­ვად აღეს­რუ­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ ასე მოხ­და, მაგ­რამ ჩვე­ნი თვა­ლით ხილ­ვის გა­რე­შე არ მიგ­ვაჩნია, რომ რა­ი­მე ვი­ცით, მე­გო­ბა­რო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ამ­გვა­რად, ან შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რად აღეს­რულ­ნენ მონ­ტა­ნი, თე­ო­დო­ტე და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ქა­ლი".

კვლავ იმა­ვე წიგ­ნში სა­უბ­რობს იმ დრო­ინ­დელ ეპის­კო­პო­სებ­ზე, რომ­ლებ­მაც სცა­დეს მაქ­სი­მი­ლა­ში მყო­ფი სუ­ლის მხი­ლე­ბა, მაგ­რამ ხე­ლი შე­უ­შა­ლეს სხვებ­მა, რომ­ლე­ბიც, ცხა­დია, სუ­ლის თა­ნა­შემ­წე­ნი იყ­ვნენ. იგი წერს ამ­გვა­რად: "ნუ იტ­ყვის მაქ­სი­მი­ლეს მეშ­ვე­ო­ბით სუ­ლი, ას­ტე­რი­უს ურ­ბა­ნუ­სის მი­ხედ­ვით იმა­ვე წიგ­ნში: "ვი­დევ­ნე­ბი რო­გორც მგე­ლი ცხვრე­ბის­გან. მე არ ვარ მგე­ლი, მე ვარ სიტ­ყვა, სუ­ლი და ძა­ლა". მაგ­რამ დე, სულ­ში ძა­ლა ცხა­დად წარ­მოჩნდეს და დამ­ტკი­ცე­ბულ იქ­ნას და სუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით აი­ძუ­ლოს, მა­შინ აღი­ა­რონ მო­ლა­პა­რა­კე სულ­თან სა­უბ­რი­სა და გა­მოც­დი­სათ­ვის იქ დამსწრე­ებ­მა, გა­მოც­დილ­მა კა­ცებ­მა და ეპის­კო­პო­სებ­მა, ძო­ტი­კოს­მა კუ­მა­ნის და­ბი­დან და იუ­ლი­ა­ნემ აპა­მე­ა­დან[40], რომ­ლებ­საც პი­რი და­უხ­შეს თე­მი­სო­ნის გარ­შე­მო მყო­ფებ­მა და არ და­უშ­ვეს, რომ ცრუ და ხალ­ხის მაც­დუ­ნე­ბე­ლი სუ­ლი მათ მი­ერ მხი­ლე­ბუ­ლი­ყო".

იმა­ვე წიგ­ნში მაქ­სი­მი­ლე ცრუ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა­თა სხვა მხი­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნავს იმ დროს, რო­დე­საც ამას წერ­და და მის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბებს ახ­სე­ნებს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით მო­მა­ვალ ომებ­სა და ამ­ბო­ხე­ბებს წი­ნა­მო­ას­წა­ვებ­და, რო­მელ­თა სიც­რუ­ეს გა­მარ­თავს და ასე ამ­ბობს: "ჯერ კი­დევ რო­გორ არ გახ­და ცხა­დი, რომ ესეც სიც­რუეა? რად­გან ამ ქა­ლის აღ­სრუ­ლე­ბი­დან დღემ­დე ცა­მეტ წელ­ზე მე­ტია გა­სუ­ლი და ქვეყ­ნი­ე­რე­ბის არც რო­მე­ლი­მე ნა­წილ­ზე და არც სა­ერ­თოდ არ მომ­ხდა­რა ომი, არა­მედ პი­რი­ქით, ღვთის წყა­ლო­ბით ქრის­ტი­ა­ნებს აქვთ ხანგრძლი­ვი მშვი­დო­ბა".

ესეც მე­ო­რე წიგ­ნი­დან არის. მე­სა­მე­დან კი მცი­რე ამო­ნა­რიდს გად­მოვ­ცემთ, რო­მელ­შიც ამას ამ­ბობს მათ წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც იქა­დი­ან, რომ თით­ქოს მათ უფ­რო მე­ტი მო­წა­მე ჰყავთ: "რო­დე­საც ყვე­ლა გა­მო­ნათ­ქვამ­ში მხი­ლე­ბულ იქ­ნენ და ვერ გას­ცეს პა­სუ­ხი, ცდი­ლო­ბენ მო­წა­მე­ე­ბის­კენ გა­იქ­ცნენ; ამ­ბო­ბენ, რომ მრა­ვა­ლი მო­წა­მე ყავთ და ეს არის მა­თი ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის სუ­ლის ძა­ლის სარ­წმუ­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. მაგ­რამ სწო­რედ ეს არის, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ზე მე­ტად არა­ჭეშ­მა­რი­ტი. რად­გან ზო­გი­ერთ სხვა მწვა­ლებ­ლო­ბას მრა­ვა­ლი მო­წა­მე ჰყავს, მაგ­რამ ამის გა­მო არ შე­ვუ­ერ­თდე­ბით მათ, არც იმას ვა­ღი­ა­რებთ, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ფლო­ბენ ისი­ნი. უპირ­ვე­ლე­სად მარ­კი­ო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბის­გან მომ­დი­ნა­რე ე. წ. მარ­კი­ო­ნის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქრის­ტეს უამ­რა­ვი მო­წა­მე ჰყავთ, მაგ­რამ თვით ქრის­ტეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მი­ხედ­ვით არ აღი­ა­რე­ბენ".

მცი­რე ხნის შემ­დეგ დას­ძენს: "ამი­ტომ, რო­დე­საც ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მო­წა­მე­ო­ბის­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი შეხ­ვდე­ბო­დე­ნენ ფრი­გი­ელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბი­დან რო­მე­ლი­მე ეგ­რეთ წო­დე­ბულ მო­წა­მეს, გა­ნე­შო­რე­ბოდ­ნენ მას და აღეს­რუ­ლე­ბოდ­ნენ მას­თან თა­ნა­ზი­ა­რე­ბის გა­რე­შე, რად­გან არ სურ­დათ შე­ერ­თე­ბოდ­ნენ მონ­ტან­ში და ქა­ლებ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ სულს. და რომ ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, ცხა­დია იქი­დან, რაც მოხ­და ჩვენს დრო­ში მე­ან­დერ­ზე აპა­მე­ა­ში ევ­მე­ნე­ე­ლი გაი­ო­ზი­სა და ალექ­სან­დრეს გარ­შე­მო მყოფ­თა მო­წა­მე­ო­ბი­სას".

--------------------------------------------------------

* ე.ი. მონტანისტთა - მთარგ.

XVII

ამა­ვე წიგ­ნში მწე­რალ მილ­ტი­ა­დე­საც მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­მელ­მაც რა­ღაც თხზუ­ლე­ბა და­წე­რა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. გად­მოს­ცემს მის რამ­დე­ნი­მე ნაწ­ყვეტს და დას­ძენს: "ეს ამო­ნა­რი­დი აღ­მო­ვაჩი­ნე მათ ნაშ­რომ­ში, რო­დე­საც ისი­ნი უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ ძმა ალ­კი­ბი­ა­დეს ნაშ­რომს, რო­მელ­შიც იგი აჩვე­ნებ­და, რომ წი­ნას­წარ­მეტ­ყველს არ სჭირ­დე­ბა ექ­სტაზ­ში სა­უ­ბა­რი". ამა­ვე ნაშ­რომ­ში გა­და­დის ახა­ლი აღთქმის წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ზე, რო­მელ­თა შო­რის აღ­რიც­ხავს ვინ­მე ამი­ა­ნე­სა და კოდ­რა­ტოსს, და ასე ამ­ბობს: "მაგ­რამ ცრუ­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა ექ­სტაზ­ში, რა­საც მოყ­ვე­ბა უკ­რძალ­ვე­ლო­ბა და უში­შო­ბა, რო­დე­საც იწ­ყებს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი უმეც­რე­ბით, მაგ­რამ გა­და­იქ­ცე­ვა სუ­ლის უნე­ბურ სიშ­ლე­გედ, რო­გორც ით­ქვა. ამ­გვა­რი საქ­ცი­ე­ლის ჩვე­ნე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ, ვერც ძველ და ვერც ახალ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა­ში, ვერ და­ი­ქა­დე­ბენ ვერც აგა­ბო­სით, ვერც იუ­და­თი, ვერც სი­ლა­თი, ვერც ფი­ლი­პეს ასუ­ლე­ბით, ვერც ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში მყო­ფი კოდ­რა­ტო­სით და ამი­ა­ნე­თი, ვერც სხვე­ბით, რომ­ლე­ბიც არ მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ მათ"[41]. კვლავ მცი­რე ხნის შემ­დეგ ამ­ბობს: "რად­გან თუ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში კოდ­რა­ტე­სა და ამი­ა­ნეს შემ­დეგ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მონ­ტან­თან მყოფ­მა ქა­ლებ­მა იმემ­კვიდ­რეს წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის ნი­ჭი, დე, აჩვე­ნონ მონ­ტა­ნი­სა და ქა­ლე­ბის მიმ­დე­ვარ­თა­გან მათ­თან მყოფ­მა, ვინ იმემ­კვიდ­რა; რად­გან მო­ცი­ქუ­ლი თვლის, რომ მთელ ეკ­ლე­სი­ა­ში უნ­და იყოს წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის ნი­ჭი უკა­ნას­კნელ მოს­ვლამ­დე (ე. ი. მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე - მთარგ.). მაგ­რამ მათ ამის ჩვე­ნე­ბა არ ძა­ლუძთ, მას შემ­დეგ, რაც მაქ­სი­მი­ლას აღ­სას­რუ­ლი­დან უკ­ვე თოთ­ხმე­ტი წე­ლი არის გა­სუ­ლი".

იგი წერს ამ­გვა­რად. მის მი­ერ ნახ­სე­ნებ­მა მილ­ტი­ა­დემ კი საღ­ვთო წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბებ­ზე სა­კუ­თა­რი მო­შურ­ნე­ო­ბის სხვა ძეგ­ლი დაგ­ვი­ტო­ვა იმ თხზუ­ლე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც შე­ად­გი­ნა ბერ­ძნე­ბი­სა და იუ­დე­ვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თი­თოე­ულ სა­კითხს ცალ-ცალ­კე ორ თხზუ­ლე­ბა­ში პა­სუ­ხობს, გარ­და ამი­სა ამ­ქვეყ­ნი­უ­რი მმარ­თვე­ლე­ბის მი­მარ­თაც ქმნის აპო­ლო­გი­ას იმ ფი­ლო­სო­ფი­ისა, რო­მელ­საც მის­დევ­და[42].

 

XVIII

აგ­რეთ­ვე აპო­ლო­ნი­ოს­მა[43], სა­ეკ­ლე­სიო მწე­რალ­მა, რო­დე­საც ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ფრი­გი­ელ­თა მწვა­ლებ­ლო­ბა აღ­ზე­ვე­ბუ­ლი იყო ფრი­გი­აში, შე­ად­გი­ნა მა­თი მხი­ლე­ბა, მათ წი­ნა­აღ­მდეგ ცალ­კე თხზუ­ლე­ბა და­წე­რა, მათ ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბებს სიტ­ყვა-სიტ­ყვით ას­წო­რებს რო­გორც სიც­რუ­ეს და სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­აქვს ერე­სის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა, ვი­საც რო­გო­რი ჰქონ­და. მო­ის­მი­ნე, რას ამ­ბობს მონ­ტა­ნის შე­სა­ხებ: "მაგ­რამ იმას, თუ რას წარ­მო­ად­გენს ეს ახა­ლი მოძ­ღვა­რი, მი­სი საქ­მე­ე­ბი და მოძღვრე­ბა აჩვე­ნებს. იგი არის ის, ვინც ას­წავ­ლი­და ქორ­წი­ნე­ბის დარ­ღვე­ვას, ად­გენ­და მარ­ხვის კა­ნო­ნებს, პე­პუ­ზას და ტი­მი­ონს იე­რუ­სა­ლიმს უწო­დებ­და (ესე­ნი არის ფრი­გი­ის მცი­რე ქა­ლა­ქე­ბი), სურ­და, ყვე­ლა მხრი­დან იქ გა­ე­მარ­თა კრე­ბა, ნიშ­ნავ­და ფუ­ლის ამ­კრე­ფებს, ძღვე­ნის მი­ღე­ბას შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხე­ლით აწ­ყობ­და, ხელ­ფასს უხ­დი­და მი­სი მოძღვრე­ბის მქა­და­გებ­ლებს, რა­თა მოძღვრე­ბის სწავ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ნაყ­რო­ვა­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით".

ეს თქვა მონ­ტა­ნის შე­სა­ხებ. შემ­დეგ გა­და­დის მის წი­ნას­წარ­მეტ­ყველ ქა­ლებ­ზე და ასე წერს: "ვამ­ტკი­ცებთ, რომ თვით იმ პირ­ველ­მა წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­მა ქა­ლებ­მა მას შემ­დეგ, რაც სუ­ლით აღივ­სნენ, მი­ა­ტო­ვეს ქმრე­ბი. რო­გორ ცრუ­ობ­დნენ, რომ­ლე­ბიც პრის­კი­ლას ქალ­წულს უწო­დებ­დნენ". შემ­დეგ ამ­ბობს: "არ ფიქ­რობ, რომ მთე­ლი წე­რი­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყველს უკ­რძა­ლავს ძღვე­ნი­სა და ფუ­ლის მი­ღე­ბას? ამი­ტომ რო­დე­საც კი ვხე­დავ, რომ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი ქა­ლი იღებს ოქ­როს, ვერცხლს და ძვირ­ფას სა­მო­სელს, რო­გორ არ უარ­ვყო იგი?"

კვლავ გა­და­დის მა­თი მოძღვრე­ბის ერთ-ერთ აღ­მსა­რე­ბელ­ზე და ამას ამ­ბობს: "უფ­რო მე­ტიც, თე­მი­სონ­მა, ნამ­დვი­ლად მომ­ხვე­ჭე­ლო­ბით შე­მო­სილ­მა არ და­ით­მი­ნა აღ­მსა­რებ­ლო­ბის ნი­შა­ნი, არა­მედ დი­დი ფუ­ლით თა­ვი და­აღ­წია ბორ­კი­ლებს. ამი­ტომ მას თა­ვი უნ­და და­ემ­დაბ­ლე­ბია, მაგ­რამ, იგი იქა­დო­და თით­ქოს მო­წა­მე ყო­ფი­ლი­ყო და მო­ცი­ქუ­ლის მი­ბაძ­ვით რა­ღაც კა­თო­ლი­კე ეპის­ტო­ლის შედ­გე­ნა გა­ბე­და და მას­ზე უმ­ჯო­ბე­სი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მქო­ნეთ ას­წავ­ლი­და, ეჯიბ­რე­ბო­და ფუ­ჭი სიტ­ყვე­ბით, გმობ­და უფალს, მო­ცი­ქუ­ლებ­სა და წმინ­და ეკ­ლე­სი­ას". კვლავ სხვა მათ მი­ერ მო­წა­მედ შე­რაც­ხი­ლის შე­სა­ხებ ამას წერს: "რა­თა მათ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე არ ვი­სა­უბ­როთ, წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­მა ქალ­მა მოგ­ვით­ხროს ჩვენ ალექ­სან­დრე­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის თავს მო­წა­მეს უწო­დებ­და, ვის­თან ერ­თა­დაც იგი ცხოვ­რობ­და, ვი­საც მრა­ვა­ლი თაყ­ვანს სცემს. სა­ჭი­რო არ არის სა­უ­ბა­რი მის ავა­ზა­კო­ბა­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რის­თვი­საც და­ი­სა­ჯა, არ­ქივ­ში მო­ი­პო­ვე­ბა ეს ცნო­ბე­ბე­ბი. ვინ ვის შე­უნ­დობს ცოდ­ვებს? წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი მო­წა­მეს შე­უნ­დობს ქურ­დო­ბას, თუ მო­წა­მე წი­ნას­წარ­მეტ­ყველს - მომ­ხვე­ჭე­ლო­ბას? რად­გან რო­დე­საც უფალ­მა თქვა, "ნუ მო­ი­მა­რა­გებთ ნურც ოქ­როს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ მო­სას­ხამს" (მათ. 10,9‑10), მათ ყვე­ლა­ფე­რი სა­პი­რის­პი­როდ გა­ა­კე­თეს, შეს­ცო­დეს ამ აკ­რძა­ლუ­ლი საგ­ნე­ბის მოხ­ვე­ჭით. რად­გან ვაჩვე­ნებთ, რომ მა­თი ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი და მო­წა­მე­ე­ბი ით­ხოვ­დნენ არა მხო­ლოდ მდიდ­რე­ბის­გან, არა­მედ ღა­რი­ბე­ბის­გან, ობ­ლე­ბის­გან და ქვრი­ვე­ბის­გა­ნაც. და თუ შე­უძ­ლი­ათ, ამა­ზე შეჩერ­დნენ და შე­თანხმდნენ იმა­ზე, რომ თუ მხი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, და­ნარჩე­ნი ცოდ­ვე­ბის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვონ. რად­გან წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის ნა­ყო­ფი უნ­და გა­მო­ი­ცა­დოს, რად­გან ნა­ყო­ფის­გან შე­იც­ნო­ბა ხე (იხ. მათ. 12, 33). მაგ­რამ, მათ­თვის, ვი­საც სურს ამის შეტ­ყო­ბა, ცნო­ბი­ლი რომ იყოს ალექ­სან­დრეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, იგი ეფე­სო­ში პრო­კონ­სულ ემი­ლი­უს ფრონ­ტი­ნუს­მა გან­სა­ჯა, არა სა­ხე­ლის გა­მო, არა­მედ ძარ­ცვის და­ნა­შა­უ­ლის გა­მო, იგი მა­ნამ­დეც კა­ნონ­დამრღვე­ვი იყო. მან უფ­ლის სა­ხე­ლით მოტ­ყუ­ე­ბით ისარ­გებ­ლა და გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს, რად­გან მო­ატ­ყუა იქა­უ­რი მორ­წმუ­ნე­ები; და სა­კუ­თარ­მა დი­ო­ცეზ­მა, სა­ი­და­ნაც იყო, არ მი­ი­ღო იგი, რად­გან ქურ­დი იყო. ვი­საც სურს მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის შეს­წავ­ლა, ხელთ აქვთ ასი­ის სა­ჯა­რო არ­ქი­ვი. ეს არ იცო­და წი­ნას­წარ­მეტ­ყველ­მა, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მას ვამ­ხელთ ჩვენ და მი­სი მეშ­ვე­ო­ბით ვამ­ხელთ წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის ბუ­ნე­ბას. მსგავ­სი ამ­ბე­ბის წარ­მოჩე­ნა შეგ­ვიძ­ლია მრა­ვა­ლი მათ­გა­ნის შე­სა­ხებ, და თუ გა­ბე­და­ვენ, დე, აი­ტა­ნონ მხი­ლე­ბა".

კვლავ წიგ­ნის სხვა ად­გი­ლას წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბით მო­ქა­დუ­ლებ­ზე ამას დას­ძენს: "თუ უარ­ყო­ფენ, რომ მა­თი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი საჩუქ­რებს ღე­ბუ­ლო­ბენ, მა­შინ თუ­კი მხი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, აღი­რონ, რომ ისი­ნი არ არი­ან წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბი, და მათ შე­სა­ხებ ათა­სო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას გა­დავ­ცემთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლის ყო­ვე­ლი ნა­ყო­ფის გა­მოც­და. მით­ხა­რი, წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი იღე­ბავს თმებს? წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი იხა­ტავს თვა­ლებს? წი­ნას­წარ­მეტ­ყველს უყ­ვარს სამ­კა­უ­ლე­ბი? წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი თა­მა­შობს კა­მა­თელს? წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლი მე­ვახ­შე­ობს? აღი­ა­რონ, არის თუ არა ეს ნე­ბა­დარ­თუ­ლი, მე კი იმას ვაჩვე­ნებ, რომ მათ­თან ეს ხდე­ბო­და".

თვით ეს აპო­ლო­ნი­ო­სი თა­ვის ნაშ­რომ­ში მოგ­ვით­ხრობს, რომ მონ­ტა­ნის მი­ერ მი­სი ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის დაწ­ყე­ბი­დან მი­სი (აპო­ლი­ნა­რი­ო­სის - მთარგ.) წიგ­ნის და­წე­რამ­დე ორ­მო­ცი წე­ლი იყო გა­სუ­ლი; და კვლავ გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ და­აბ­რკო­ლეს ძო­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც პირ­ველ­მა მწე­რალ­მა მო­იხ­სე­ნია, მი­სი (მაქ­სი­მი­ლეს - მთარგ.) სიტ­ყვე­ბის მიმ­ღე­ბებ­მა, რო­დე­საც და­უ­პი­რის­პირ­და მაქ­სი­მი­ლეს ე. წ. წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბას და ცდი­ლობ­და მას­ში მოქ­მე­დი სუ­ლის მხი­ლე­ბას. იგი იმ დრო­ინ­დელ მო­წა­მე­თა­გან მო­იხ­სე­ნი­ებს ვინ­მე თრა­სე­ას. გარ­და ამი­სა ამ­ბობს, რომ გად­მო­ცე­მით მაც­ხო­ვარ­მა მო­ცი­ქუ­ლებს უბ­რძა­ნა თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გან­შო­რე­ბოდ­ნენ იე­რუ­სა­ლიმს, ხო­ლო მოწ­მო­ბებს იყე­ნებს იო­ა­ნეს `გა­მოც­ხა­დე­ბი­დან~ და მოგ­ვით­ხრობს იმა­ვე იო­ა­ნეს მი­ერ ეფე­სო­ში ღვთის ძა­ლით მიც­ვა­ლე­ბუ­ლის აღ­დგი­ნე­ბას, და გვიყ­ვე­ბა სხვა ამ­ბებ­საც, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის სიც­რუ­ეს საკ­მა­ოდ ღრმად და მთე­ლი სი­სავ­სით გა­ნი­ხი­ლავს. ამას გვი­ამ­ბობს აპო­ლო­ნი­ოსი.

 

XIX

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აპო­ლი­ნა­რის შრო­მებს მო­იხ­სე­ნი­ებს სე­რა­პი­ონი, რო­მე­ლიც გან­სა­ხილ­ველ პე­რი­ოდ­ში, რო­გორც გად­მო­ცე­მა გვამ­ცნობს, მაქ­სი­მი­ნეს[44] შემ­დეგ ეპის­კო­პო­სი გახ­და ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­აში. მას ახ­სე­ნებს სა­კუ­თარ ეპის­ტო­ლე­ში კა­რი­კო­ნი­სა და პონ­ტი­ო­ნის მი­მართ, რო­მელ­შიც თვი­თო­ნაც ამ­ხი­ლებს ამ მწვა­ლებ­ლო­ბას, და ამ­ბობს: "რა­თა ესეც უწ­ყო­დეთ, რომ ამ ცრუ წე­სის ე. წ. ახა­ლი წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა იგ­მო­ბა მთელს ქვე­ყა­ნა­ზე მცხოვ­რებ ძმებ­თან, გიგ­ზავ­ნით კლავ­დი­უს აპო­ლი­ნა­რის, ასი­ის ჰი­ე­რო­პოლ­ში უნე­ტა­რე­სი ეპის­კო­პო­სის, წიგ­ნებს". სე­რა­პი­ო­ნის ამ ეპის­ტო­ლე­ში შე­მო­ნა­ხუ­ლია სხვა­დას­ხვა ეპის­კო­პო­სე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი ასე აწერს ხელს: "მე, ავ­რე­ლი­უს კი­რი­ნი­უსი, მო­წა­მე, ვლო­ცუ­ლობ თქვე­ნი გაძ­ლი­ე­რე­ბი­სათ­ვის", ეს კი ასე: "მე, ელი­უს პუბ­ლი­უს იუ­ლი­უსი, ეპის­კო­პო­სი დე­ბელ­ტო­დან თრა­კი­ის კო­ლო­ნი­ი­დან. ცხო­ველ არს ღმერ­თი ცა­ში, ნე­ტარ სო­ტას ენ­ხი­ელ­ში სურ­და პრის­კი­ლას­გან დე­მო­ნის გან­დევ­ნა, და თვალ­თმაქ­ცმა [ადა­მი­ა­ნებ­მა] არ და­უშ­ვეს". და სხვა მრა­ვა­ლი მათ­თან თან­ხმო­ბა­ში მყო­ფი ეპის­კო­პო­სის ხელ­მო­წე­რა და­ცუ­ლია ხსე­ნე­ბულ წიგ­ნებ­ში. მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით სულ ეს იყო.

 

XX

რომ­ში ეკ­ლე­სი­ის სა­ღი წე­სის ამ­შლე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ირი­ნე­ოს­მა შე­ად­გი­ნა სხვა­დას­ხვა ეპის­ტო­ლე­ები, ერ­თი და­ა­სა­თა­უ­რა "ბლას­ტო­ნის მი­მართ გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­სა­ხებ", მე­ო­რე კი "ფლო­რი­ნუ­სის მი­მართ ერ­თი საწ­ყი­სის შე­სა­ხებ ანუ იმის შე­სა­ხებ, რომ ღმერ­თი არ არის ბო­რო­ტე­ბის შე­მოქ­მე­დი", რად­გან ჩან­და, რომ ამ აზრს იცავ­და ფლო­რი­ნუ­სი; ვის გა­მოც კვლავ შე­ად­გი­ნა ირი­ნე­ოს­მა შრო­მა "ოგ­დო­ა­დის შე­სა­ხებ", რო­დე­საც იგი ვა­ლენ­ტი­ნეს საც­თურ­მა მი­ი­ზი­და. ამ ნაშ­რომ­ში იგი აღ­ნი­შანვს, რომ მან მი­ი­ღო მო­ცი­ქულ­თა რი­გით პირ­ვე­ლი მო­ნაც­ვლე­ობა. აქ­ვე, წიგ­ნის ბო­ლო­ში აღ­მო­ვაჩენთ მის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღებ შე­ნიშ­ვნას, და მას აუ­ცი­ლებ­ლად გად­მოვ­ცემთ ამ თხზუ­ლე­ბა­ში, იგი არის შემ­დე­გი სა­ხის: "გა­ფი­ცებ, შენ, ამ წიგ­ნის გა­დამ­წერს ჩვენს უფალ იე­სო ქრის­ტეს და მის დი­დე­ბით მოს­ვლას, რო­მე­ლიც მო­დის ცოც­ხალ­თა და მიც­ვა­ლე­ბულ­თა გან­სას­ჯე­ლად, რომ რა­საც გა­და­წერ, შე­ა­და­რე და ყუ­რად­ღე­ბით გა­ას­წო­რე იგი ამ ნუს­ხის მი­ხედ­ვით, სა­ი­და­ნაც გა­და­წერ. მსგავ­სად­ვე გა­და­წე­რე ეს ფი­ცი და ჩარ­თე ას­ლში". ეს მის მი­ერ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ იყოს ნათ­ქვა­მი, ჩვენ­გან კი გად­მო­იცა, რა­თა გვქო­ნო­და ამ ძვე­ლი და ნამ­დვი­ლად წმინ­და კა­ცე­ბის ყვე­ლა­ზე მო­შურ­ნე მზრუნ­ვე­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში.

ფლო­რი­ნუ­სის მი­მართ ეპის­ტო­ლე­ში, რო­მე­ლიც ზე­მოთ ვახ­სე­ნეთ, ირი­ნე­ო­სი კვლავ იხ­სე­ნებს პო­ლი­კარ­პეს­თან ერ­თად ყოფ­ნას, და ამ­ბობს: "ეს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ფლო­რი­ნუს, რბი­ლად რომ ვთქვა, არ არის სა­ღი აზ­რის მქო­ნე. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ ეთან­ხმე­ბა ეკ­ლე­სი­ას და უდი­დეს უღ­მერ­თო­ბა­ში აგ­დებს მის მიმ­დევ­რებს. ამ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მოთ­ქმა­საც კი ვე­რა­სო­დეს ბე­დავ­დნენ ეკ­ლე­სი­ის გა­რეთ მდგო­მი მწვა­ლებ­ლე­ბი. ეს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჩვენს უწი­ნა­რეს მყოფ პრეს­ვი­ტე­რებს, მო­ცი­ქუ­ლებ­თან ერ­თად მა­ვალ­თაც არ გად­მო­უ­ცი­ათ შენ­თვის. რად­გან რო­დე­საც ჯერ კი­დევ ყრმა ვი­ყა­ვი გხე­დავ­დი შენ, ქვე­მო ასი­ა­ში პო­ლი­კარ­პეს­თან ერ­თად, სა­მე­ფო კარ­ზე ბრწყი­ნავ­დი და ცდი­ლობ­დი მი­სი კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბას. ახ­ლა­ხანს მომ­ხდარ­ზე კარ­გად მახ­სოვს მა­შინ­დე­ლი ამ­ბე­ბი (რად­გან ბავ­შვო­ბი­დან ნას­წავ­ლი სულ­თან ერ­თად იზ­რდე­ბა და უერ­თდე­ბა მას), ისე რომ შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო ად­გი­ლი, სა­დაც იჯ­და ნე­ტა­რი პო­ლი­კარ­პე და სა­უბ­რობ­და, მი­სი გას­ვლა და შე­მოს­ვლა, ცხოვ­რე­ბის წე­სი, სხე­უ­ლის შე­სა­ხე­და­ობა, სა­უბ­რე­ბი, რა­საც მარ­თავ­და ხალ­ხთან, რო­გორ გვამ­ცნობ­და თა­ვის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე იო­ა­ნეს­თან და უფ­ლის სხვა თვით­მხილ­ვე­ლებ­თან, რო­გორ იხ­სე­ნებ­და მათ სიტ­ყვებს, და უფ­ლის შე­სა­ხებ რას ის­მენ­და მათ­გან, მი­სი სას­წა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, მოძღვრე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც სი­ცოც­ხლის სიტ­ყვის თვით­მხილ­ველ­თა­გან მიმ­ღე­ბი პო­ლი­კარ­პე ყვე­ლა­ფერს წმინ­და წე­რილ­თან თან­ხმო­ბა­ში გვა­უწ­ყებ­და. ამას მა­შინ ღვთის­გან ჩემ­და­მი გა­მოჩე­ნი­ლი წყა­ლო­ბით გულ­მოდ­გი­ნედ ვის­მენ­დი, და ჩა­ვი­ნიშ­ნავ­დი არა ქარ­ტა­ზე, არა­მედ ჩემს გულ­ში. და ღვთის მად­ლით ამ სიტ­ყვებს მუ­დამ მარ­თლაც რომ ვცოხ­ნი, და შე­მიძ­ლია ღვთის წი­ნა­შე და­ვა­მოწ­მო, რა­ი­მე ასე­თი რომ მო­ეს­მი­ნა ნე­ტარ და მო­ცი­ქუ­ლებ­რივ ხუ­ცესს, ალ­ბათ და­იყ­ვი­რებ­და და ყუ­რებს და­ი­ცობ­და, და მის­თვის ჩვე­ულ სიტ­ყვებს წარ­მოთ­ქვამ­და: "ოჰ, კე­თი­ლო ღმერ­თო, რა დროს მო­მას­წა­რი, ეს რომ ამე­ტა­ნა?" რო­დე­საც ამ სიტ­ყვებს მო­ის­მენ­და ალ­ბათ გა­იქ­ცე­ო­და იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც იჯ­და ან იდ­გა. ამის ჩვე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­სი ეპის­ტო­ლე­ე­ბი­დან, რომ­ლებ­საც უგ­ზავ­ნი­და მე­ზო­ბელ ეკ­ლე­სი­ებს, გა­ნამ­ტკი­ცებ­და მათ, ან რო­მე­ლი­მე ძმას, შე­ა­გო­ნებ­და მათ და მო­აქ­ცევ­და". ამას ამ­ბობს ირი­ნე­ოსი.

 

XXI

კო­მო­დუ­სის მე­ფო­ბის ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა სიმ­შვი­დით შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ღვთის მად­ლთან ერ­თად მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ეკ­ლე­სი­ამ მი­ი­ღო მშვი­დო­ბა. მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი სიტ­ყვა ადა­მი­ან­თა მთე­ლი მოდ­გმი­დან ყო­ველ სულს მი­უძ­ღო­და ყოვ­ლი­ე­რე­ბის ღმერ­თის მსა­ხუ­რე­ბი­სა­კენ, ისე რომ უკ­ვე რომ­ში სიმ­დიდ­რი­თა და გვა­რიშ­ვი­ლო­ბით გა­მოჩე­ნი­ლი მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი ერ­თბა­შად მთე­ლი სახ­ლი­თა და სა­ნა­თე­სა­ვო­თი მა­თი ცხო­ნე­ბი­სა­კენ მი­ყავ­და. მაგ­რამ ეს სი­კე­თის მო­ძუ­ლე და ბუ­ნე­ბით შუ­რი­ა­ნი დე­მო­ნი­სათ­ვის აუ­ტა­ნე­ლი იყო, და კვლავ შე­უდ­გა ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ სხვა­დას­ხვა მზაკ­ვრო­ბე­ბის გა­მო­გო­ნე­ბას. რო­მა­ელ­თა ქა­ლაქ­ში გან­სწავ­ლუ­ლო­ბი­თა და ფი­ლო­სო­ფი­ით სა­ხელ­განთქმუ­ლი მორ­წმუ­ნე კა­ცი, აპო­ლო­ნი­ო­ნი სამ­სჯავ­რო­ში მი­იყ­ვა­ნა, ამ საქ­მი­სათ­ვის გა­მო­სა­დე­გი ერ­თი მი­სი მსა­ხუ­რი ბრალ­დე­ბი­სათ­ვის აღ­ძრა. მაგ­რამ მხდა­ლი კარგ დროს არ შე­ვი­და [სამ­სჯავ­რო­ში], რად­გან სა­იმ­პე­რიო დად­გე­ნი­ლე­ბით ასეთ საქ­მე­ზე ცნო­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი ცოც­ხა­ლი არ უნ­და დარჩე­ნი­ლი­ყო. მას (მსა­ხურს - მთარგ.) მყის­ვე გა­და­უმტვრი­ეს წვი­ვე­ბი, რად­გან მსა­ჯულ­მა პე­რე­ნი­უს­მა[45] ასე­თი გა­ნაჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ღვთის­სათ­ნო მო­წა­მემ რო­დე­საც მსა­ჯუ­ლი დიდ­ხანს და­ჟი­ნე­ბით ევედ­რე­ბო­და და სთხოვ­და თა­ვი და­ეც­ვა სე­ნა­ტის წი­ნა­შე, ყვე­ლას წი­ნა­შე გად­მოს­ცა იმ რწმე­ნის ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი აპო­ლო­გია, რომ­ლის გა­მოც მო­წა­მე­ობ­და, და თა­ვის მოკ­ვე­თით და­ი­სა­ჯა სე­ნა­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად. რად­გან სამ­სჯავ­როს წი­ნა­შე ერ­თხელ წარმდგა­რი და ად­რინ­დე­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის არ­შემცვლე­ლი სხვაგ­ვა­რად ვერ გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და მათ­თან არ­სე­ბუ­ლი ძვე­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით. ამ მსა­ჯუ­ლის წი­ნა­შე წარ­მოთ­ქმულ სიტ­ყვებს და პე­რე­ნი­უ­სის დას­მულ კით­ხვებ­ზე პა­სუ­ხებს, და სე­ნა­ტის მი­მართ მთელ აპო­ლო­გი­ას[46], ვი­საც სურს მი­სი წა­კით­ხვა, გა­ეც­ნო­ბა ჩვენს მი­ერ აღ­წე­რილ ძვე­ლი მო­წა­მე­ე­ბის კრე­ბულ­ში.

 

XXII

კო­მო­დუ­სის იმ­პე­რა­ტო­რო­ბის მე­ა­თე წელს ელევ­თე­რის სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეპის­კო­პო­სად მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ იგი შეც­ვა­ლა ვიქ­ტორ­მა[47]. მის დროს, რო­დე­საც იუ­ლი­ა­ნემ მე­ა­თე წე­ლი აღას­რუ­ლა, ალექ­სან­დრი­ის დი­ო­ცეზ­ში მსა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის და­ი­ნიშ­ნა დე­მეტ­რი­ო­სი[48], რომ­ლის დროს, ზე­მოთ უკ­ვე ხსე­ნე­ბუ­ლი სე­რა­პი­ო­ნი ჯერ კი­დევ მა­შინ ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ის მო­ცი­ქულ­თა­გან რი­გით მერ­ვე ეპის­კო­პო­სი იყო. პა­ლეს­ტი­ნის კე­სა­რი­ას მარ­თავ­და თე­ო­ფი­ლე[49], მსგავ­სად­ვე ნარ­კი­სოს­საც, რო­მე­ლიც ნაშ­რომ­ში ზე­მოთ მო­ვიხ­სე­ნი­ეთ, მა­შინ ჯერ კი­დევ ეპ­ყრა მსა­ხუ­რე­ბა იე­რუ­სა­ლიმ­ში მყოფ ეკ­ლე­სი­აში. მა­თი [მოღ­ვა­წე­ო­ბის] დროს სა­ბერ­ძნეთ­ში კო­რინ­თოს ეპის­კო­პო­სი იყო ბაკ­ხი­ლო­სი[50], ეფე­სოს დი­ო­ცე­ზის კი - პო­ლიკ­რა­ტე. რა თქმა უნ­და, მათ დროს ათა­სო­ბით სხვა გა­მორჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, რო­მელ­თა­გან, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხე­ლო­ბით ისი­ნი ჩა­მოვ­თვა­ლეთ, რო­მელ­თა რწმე­ნის მართლმა­დი­დებ­ლო­ბამ ჩვე­ნამ­დე წე­რი­ლო­ბით მო­აღ­წია.

XXIII

ამ დროს არამ­ცი­რე­დი გა­მო­ძი­ე­ბა და­იწ­ყო, რად­გან ასი­ის ყვე­ლა დი­ო­ცე­ზი თვლი­და, რომ მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი პა­სე­ქის დღე­სას­წა­უ­ლი უფ­რო ძვე­ლი გად­მო­ცე­მით მთვა­რის მე­თოთ­ხმე­ტე დღეს უნ­და აღე­ნიშ­ნათ, რა დღე­საც იუ­დე­ვე­ლე­ბის­თვის ნაბ­რძა­ნე­ბი იყო ცხვრის შე­წირ­ვა. ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლი იყო ამ დღეს, კვი­რის რო­მელ დღე­საც არ მო­უ­წევ­და, მარ­ხვა გა­ეხ­სნი­ლათ. ამ სა­ხით [დღე­სას­წა­უ­ლის] აღ­ნიშ­ვნა ჩვე­უ­ლე­ბად არ ჰქონ­და ეკ­ლე­სი­ებს მთელ და­ნარჩენ მსოფ­ლი­ოში, რომ­ლებ­საც მო­ცი­ქუ­ლე­ბის გად­მო­ცე­მით ახ­ლან­დელ დრომ­დე და­ცუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბა ისე ეპ­ყრათ, რომ ჩვე­ნი მაც­ხოვ­რის აღ­დგო­მის დღის გარ­და სხვა დღეს არ ესა­და­გე­ბო­და მარ­ხვის გახ­სნი­ლე­ბა. ამის­თვის იმარ­თე­ბო­და ეპის­კო­პოს­თა კრე­ბე­ბი, და ყვე­ლა ეპის­ტო­ლე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ეკ­ლე­სიო დოგ­მა­ტი ყველ­გან მყოფ [ეკ­ლე­სი­ებს] ერ­თსუ­ლოვ­ნად წერ­და, რომ უფ­ლის მკვდრე­თით აღ­დგო­მის სა­ი­დუმ­ლო არ აღ­სრულ­დე­ბო­და უფ­ლის დღის გარ­და სხვა დღეს, და რომ მხო­ლოდ ამ დღეს და­ვი­ცავ­დით პა­სე­ქის მარ­ხვის გახ­სნი­ლე­ბას. ახ­ლან­დელ დრომ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პა­ლეს­ტი­ნა­ში შეკ­რე­ბილ­თა წე­რი­ლი, რო­მელ­თაც თავმჯდო­მა­რე­ობ­და კე­სა­რი­ის დი­ო­ცე­ზის ეპის­კო­პო­სი თე­ო­ფი­ლე და იე­რუ­სა­ლი­მის - ნარ­კი­სო­სი. მსგავ­სად­ვე არის ამა­ვე სა­კით­ხის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ რომ­ში მყოფ­თა სხვა ეპის­ტო­ლე, რო­მე­ლიც ცხად­ყოფს, რომ ეპის­კო­პო­სი იყო ვიქ­ტო­რი; და ასე­ვე [ეპის­ტო­ლე] პონ­ტოს ეპის­კო­პო­სე­ბი­სა, რო­მელ­თაც, რო­გორც უხუ­ცე­სი, თავმჯდო­მა­რე­ობ­და პალ­მა­სი; და ასე­ვე გა­ლი­ის დი­ო­ცე­ზე­ბი­სა, რომ­ლის ეპის­კო­პო­სი იყო ირი­ნე­ოსი; გარ­და ამი­სა ოს­რო­ე­ნი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლა­ქე­ბის; სა­კუთ­რივ ბაკ­ხი­ლუ­სის კო­რინ­თოს ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სის, და სხვა მრა­ვალ­თა ეპის­ტო­ლე­ები, - მა­თი, ვინც ერ­თი და იგი­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბა და გა­ნაჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს, და ერ­თი და იგი­ვე ხმა მის­ცეს[51].

 

XXIV

მა­თი განჩი­ნე­ბა იყო ერ­თი, რო­მე­ლიც ზე­მოთ გად­მო­ვე­ცით. ასი­ა­ში კი პო­ლიკ­რა­ტე წი­ნამ­ძღო­ლობ­და ეპის­კო­პო­სებს, რომ­ლე­ბიც და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ძველ­თა­გან მათ­თვის გად­მო­ცე­მუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბის დაც­ვა. თვი­თონ პო­ლიკ­რა­ტემ ვიქ­ტორ­სა და რო­მა­ელ­თა ეკ­ლე­სი­ას მი­წე­რა წე­რი­ლი, რო­მელ­შიც მის დრომ­დე მოღ­წე­უ­ლი გად­მო­ცე­მა აღ­წე­რა შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "ამ­გვა­რად, ჩვენ უზ­რუნ­ვე­ლად არ ვა­ტა­რებთ ამ დღეს, არც ვუ­მა­ტებთ, არც ვაკ­ლებთ. რად­გან ასი­ა­ში დიდ მნა­თო­ბებს სძი­ნავთ, რომ­ლე­ბიც აღ­დგე­ბი­ან უფ­ლის მოს­ვლის დღეს, რო­დე­საც მო­ვა ცი­დან დი­დე­ბით და მო­ი­ძი­ებს ყვე­ლა წმინ­დანს. თორ­მეტ მო­ცი­ქულ­თა­გან ერთ-ერ­თი, ფი­ლი­პე, რო­მელ­მაც და­ი­ძი­ნა ჰი­ე­რო­პოლ­ში და მი­სი ორი ასუ­ლი, რომ­ლე­ბიც ქალ­წუ­ლე­ბად და­ბერ­დნენ, და მი­სი სხვა ასუ­ლი სუ­ლიწ­მინ­დით მცხოვ­რე­ბი ეფე­სო­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ. უფ­რო მე­ტიც, ასე­ვე იო­ანე, რო­მე­ლიც უფ­ლის მკერდს იყო მიყრდნო­ბი­ლი, და გახ­და პე­ტა­ლო­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი მღვდე­ლი, მო­წა­მე და მოძ­ღვა­რი; იგიც ეფე­სო­ში გა­ნის­ვე­ნებს. ასე­ვე ეპის­კო­პო­სი და მო­წა­მე პო­ლი­კარ­პე - სმირ­ნა­ში; აგ­რეთ­ვე თრა­სე­ა­სი ეპის­კო­პო­სი და მო­წა­მე ევ­მე­ნე­ა­დან, რო­მელ­საც სძი­ნავს სმირ­ნა­ში. რა უნ­და ით­ქვას სა­გა­რის­ზე, ეპის­კო­პოს­ზე და მო­წა­მე­ზე, რო­მელ­მაც ლა­ო­დი­კი­ა­ში და­ი­ძი­ნა, გარ­და ამი­სა ნე­ტარ პა­პი­რი­ონ­ზე და მე­ლი­ტონ სა­ჭუ­რის­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად სუ­ლიწ­მინ­და­ში მო­ქა­ლა­ქე­ობ­და, რო­მე­ლიც სარ­დე­ში წევს და ელო­დე­ბა ცა­თა­გან მო­ხედ­ვას, რო­დე­საც მკვდრე­თით აღ­დგე­ბა? ისი­ნი ყვე­ლა იცავ­და პა­სე­ქის მე­თოთ­ხმე­ტე დღეს სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, არა­სო­დეს გა­და­უხ­ვე­ვი­ათ, არა­მედ მის­დევ­დნენ სარ­წმუ­ნო­ე­ბის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით. აგერ­თვე მეც ყვე­ლა თქვენ­ზე უმ­ცი­რე­სი პო­ლიკ­რა­ტე, ჩე­მი ნა­თე­სა­ვე­ბის გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით [ვცხოვ­რობ], და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის მიმ­დე­ვა­რი ვი­ყა­ვი. შვი­დი ეპის­კო­პო­სი იყო ჩე­მი ნა­თე­სა­ვი, მე კი ვარ მერ­ვე; და ყო­ველ­თვის ჩე­მი ნა­თე­სა­ვე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დნენ იმ დღეს, რო­დე­საც ხალ­ხი უარს ამ­ბობ­და სა­ფუ­არ­ზე. ასე რომ, მე, ძმე­ბო, სა­მოც­და­ხუ­თი წე­ლი ვიმ­ყო­ფე­ბი უფალ­ში*, მი­სა­უბ­რია ძმებ­თან მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბი­დან და მთე­ლი წმინ­და წე­რი­ლი შე­მის­წავ­ლია, არ მე­ში­ნია მუ­ქა­რე­ბის, რად­გან ჩემ­ზე უფ­რო დიდ ადა­მი­ა­ნებს უთ­ქვამთ: "უფ­რო ღმერთს უნ­და და­ე­მორჩილო, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნებს" (საქ­მე. 5,29).

შემ­დეგ ეპის­კო­პო­სე­ბის შე­სა­ხებ დას­ძენს, რომ­ლე­ბიც წე­რის დროს მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და მი­სი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი იყ­ვნენ, და ამ­ბობს შემ­დეგს: "შეგ­ვეძ­ლო აქ დამსწრე­თა მოხ­სე­ნი­ება, რო­მელ­თა მოხ­მო­ბა ჩემ­გან მო­ით­ხო­ვეთ თქვენ და მო­ვუხ­მე კი­დე­ვაც. მა­თი სა­ხე­ლე­ბი რომ და­მე­წე­რა, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მო­მი­ვი­დო­და. მათ კი იცი­ან ჩე­მი კნი­ნი ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა, ეთან­ხმე­ბი­ან ეპის­ტო­ლეს, და იცი­ან, რომ ამა­ოდ არ ვა­ტა­რებ ჭა­ღა­რას, არა­მედ ყო­ველ­თვის ქრის­ტე იე­სო­ში ვმო­ქა­ლა­ქობ­დი".

ამ ვი­თა­რე­ბა­ში რო­მა­ელ­თა [ეკ­ლე­სი­ის] წი­ნამ­დგო­მელ­მა ვიქ­ტორ­მა სცა­და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ეკ­ვე­თა ზი­ა­რი ერ­თო­ბის­გან მთე­ლი ასი­ის დი­ო­ცე­ზე­ბი მო­საზღვრე ეკ­ლე­სი­ებ­თან ერ­თად რო­გორც სხვაგ­ვა­რად მა­დი­დებ­ლე­ბი. წე­რი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აღ­ნიშ­ნავ­და და აც­ხა­დებ­და, რომ ყვე­ლა იქა­უ­რი ქრის­ტი­ა­ნი სრუ­ლი­ად გან­კვე­თი­ლი იყო თა­ნა­ზი­ა­რე­ბი­სა­გან. მაგ­რამ ეს ყვე­ლა ეპის­კო­პოსს არ სი­ა­მოვ­ნებ­და, და მას მო­უ­წო­დებ­და, ეფიქ­რა მახ­ლო­ბელ­თა მი­მართ მშვი­დო­ბა­ზე, ერ­თო­ბა­სა და სიყ­ვა­რულ­ზე, მოღ­წე­უ­ლია მა­თი სიტ­ყვე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც მკაც­რად კიც­ხავ­დნენ ვიქ­ტორს. მათ შო­რის იყო ირი­ნე­ო­სიც, რო­მე­ლიც წი­ნამძღვრობ­და გა­ლი­ა­ში მყოფ ძმებს, რო­მელ­თა სა­ხე­ლით წერ­და ეპის­ტო­ლე­ებს, აც­ხა­დებ­და, რომ მხო­ლოდ უფ­ლის დღეს უნ­და აღეს­რუ­ლე­ბი­ათ უფ­ლის აღ­დგო­მის სა­ი­დუმ­ლო, ვიქ­ტორს კი სა­თა­ნა­დოდ და მრა­ვა­ლი სიტ­ყვე­ბით შე­ა­გო­ნებ­და, რომ არ გა­ნეკ­ვე­თა უფ­ლის მთე­ლი ეკ­ლე­სი­ები, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ჩვე­უ­ლე­ბის გად­მო­ცე­მას იცავ­დნენ, და დას­ძენს შემ­დეგ სიტ­ყვებს: "რად­გან არა მხო­ლოდ დღე­ე­ბის შე­სა­ხებ არის უთან­ხმო­ება, არა­მედ თვით მარ­ხვის წე­სის შე­სა­ხებ. რად­გან ზო­გი­ერ­თე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მათ ერ­თი დღე უნ­და იმარ­ხუ­ლონ, ზო­გი­ერ­თე­ბი კი - ორი, ზო­გი კი - მრა­ვა­ლი, ზო­გი­ერ­თე­ბი კი მათ დღეს დღი­სა და ღა­მის ორ­მო­ცი სა­ა­თით ან­გა­რი­შო­ბენ. მარ­ხვის დამ­ცველ­თა ასე­თი სიჭ­რე­ლე ახ­ლა არ წარ­მოქ­მნი­ლა, არა­მედ ჩვე­ნამ­დე დი­დი ხნის წი­ნათ, რო­დე­საც, რო­გორც ჩანს, სი­ზუს­ტის და­უც­ვე­ლო­ბით მარ­ტი­ვი და ლი­ტო­ნი ჩვე­უ­ლე­ბა ეპ­ყრათ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მად. და ყვე­ლა ისი­ნი არა ნაკ­ლებ მშვი­დო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ და ახ­ლაც მშვი­დო­ბით ვცხოვ­რობთ ერ­თმა­ნეთ­თან, და მარ­ხვა­ში უთან­ხმო­ე­ბა სარ­წმუ­ნო­ე­ბის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას შე­ამ­ტკი­ცებს".

ამას და­ურ­თავს ის­ტო­რი­ას, რა­საც ჯე­როვ­ნად გად­მოვ­ცემ. იგი შემ­დე­გი სა­ხი­საა: `მათ შო­რის აგ­რეთ­ვე იყ­ვნენ სო­ტე­რამ­დე მცხოვ­რე­ბი პრეს­ვი­ტე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წი­ნამძღვრობ­დნენ ეკ­ლე­სი­ას, რო­მელ­საც ახ­ლა შენ წი­ნამძღვრობ, ვგუ­ლის­ხმობ ანი­კეტს და პი­უსს, ჰი­გი­ნი­უსს და ტე­ლეს­ფო­როსს, და ქსის­ტუსს. არც ისი­ნი იცავ­დნენ, არც მათ­თან მყო­ფებს შე­ა­გო­ნებ­დნენ, და მა­ინც მათ, რომ­ლე­ბიც არ იცავ­დნენ, არა ნაკ­ლე­ბი მშვი­დო­ბა ჰქონ­დათ დი­ო­ცე­ზე­ბი­დან მათ­თან ჩა­მო­სუ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც იცავ­დნენ**; თუმ­ცა მი­სი დაც­ვა უფ­რო მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მათ­თვის, რომ­ლე­ბიც არ იცავ­დნენ. და არა­სო­დეს არა­ვინ არ ყო­ფი­ლა უარ­ყო­ფი­ლი ამ მი­ზე­ზით, არა­მედ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც არ იცავ­დნენ, შე­ნამ­დე მცხოვ­რე­ბი პრეს­ვი­ტე­რე­ბი, დი­ო­ცე­ზე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლებს, რომ­ლე­ბიც იცავ­დნენ, უგ­ზავ­ნიდ­ნენ ევ­ქა­რის­ტი­ას, და რო­დე­საც ანი­კე­ტის დროს ნე­ტა­რი პო­ლი­კარ­პე ცხოვ­რობ­და რომ­ში, რა­ღაც სა­კით­ხე­ბის გარ­შე­მო ერ­თმა­ნეთ­თან მცი­რე უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ, მაგ­რამ მყის­ვე შე­რიგ­დნენ, არ სურ­დათ რა ამ სა­კით­ხის გარ­შე­მო ერ­თმა­ნეთ­თან კა­მა­თი. რად­გან არც ანი­კეტს შე­ეძ­ლო და­ერ­წმუ­ნე­ბია პო­ლი­კარ­პე, რომ არ და­ეც­ვა, რამ­დე­ნა­დაც ჩვე­ნი უფ­ლის მო­წა­ფეს­თან, იო­ა­ნეს­თან და სხვა მო­ცი­ქუ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და ყო­ველ­თვის იცავ­და; ვერც პო­ლი­კარ­პე არ­წმუ­ნებ­და ანი­კეტს, რომ და­ეც­ვა, რად­გან იგი ამ­ბობ­და, რომ უნ­და და­ეც­ვა მის წი­ნა­რე პრეს­ვი­ტე­რე­ბის ჩვე­უ­ლე­ბა. და მა­შინ რო­ცა ასე­თი ვი­თა­რე­ბა იყო, ერ­თმა­ნეთ­თან ჰქონ­დათ ზი­ა­რე­ბა, და ანი­კე­ტი ეკ­ლე­სი­ა­ში ევ­ქა­რის­ტი­ის აღ­სრუ­ლე­ბის ნე­ბას რთავ­და პო­ლი­კარ­პეს, ცხა­დია, პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო. და ერ­თმა­ნეთს მშვი­დო­ბით და­შორ­დნენ, რად­გან მთე­ლი ეკ­ლე­სი­ის მშვი­დო­ბას იცავ­დნენ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც იცავ­დნენ [მარ­ხვის ამ წესს], და ისი­ნიც, რომ­ლე­ბიც არ იცავ­დნენ".

და ირი­ნე­ო­სი მი­სი სა­ხე­ლი­თაც და ქცე­ვი­თაც მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლი, ეკ­ლე­სი­ა­თა მშვი­დო­ბის გა­მო ასე მო­უ­წო­დებ­და და შუ­ამ­დგომ­ლობ­და[52]. იგი არა მხო­ლოდ ვიქ­ტორს, არა­მედ ეკ­ლე­სი­ა­თა მრა­ვალ სხვა მე­თა­ურ­საც აღ­ძრუ­ლი ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ეპის­ტო­ლე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ესა­უბ­რე­ბო­და.

-------------------------------------------------------------------

* ე.ი. მონათლული ვარ - მთარგ.

**იგულისხმება "კვარტოდეციმანური" პრაქტიკა - მთარგ.

XXV

პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა კი, რომ­ლე­ბიც ახ­ლა­ხან ვახ­სე­ნეთ, ნარ­კი­სოს­მა და თე­ო­ფი­ლემ, მათ­თან ერ­თად კა­სი­უს­მა, ტვი­რო­სის ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პოს­მა და კლა­რუს­მა, პტო­ლე­მა­ი­და­ში ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პოს­მა, და მათ­თან ერ­თად შეკ­რე­ბი­ლებ­მა მო­ცი­ქულ­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბით მათ დრომ­დე მოღ­წე­უ­ლი პა­სე­ქის გად­მო­ცე­მის შე­სა­ხებ ბევ­რი იმ­სჯე­ლეს, და წე­რი­ლის ბო­ლო­ში ეს სიტ­ყვე­ბი და­ურ­თეს: "ეცა­დეთ, ჩვე­ნი ეპის­ტო­ლის ას­ლე­ბი ყვე­ლა დი­ო­ცეზ­ში დაგ­ზავ­ნოთ, რომ არ ვა­გოთ პა­სუ­ხი მათ­თვის, რო­მელ­თა სუ­ლი შეც­დო­მა­ში ად­ვი­ლად შე­დის. თქვენ კი გან­გი­მარ­ტავთ, რომ ამ დღეს ალექ­სან­დრი­ა­შიც ზე­ი­მო­ბენ, რო­გორც ჩვენ. რად­გან ჩვენ­გან მი­დის მათ­თან წე­რი­ლე­ბი და მათ­გან ჩვენ­თან, ისე რომ ამ წმინ­და დღეს ჩვენ თან­ხმო­ბა­სა და ერ­თო­ბა­ში აღ­ვნიშ­ნავთ"[53].

 

XXVI

ირი­ნე­ო­სის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თხზუ­ლე­ბე­ბი­სა და ეპის­ტო­ლე­ე­ბის გარ­და გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ბერ­ძნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­სი ყვე­ლა­ზე მოკ­ლე და გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თხზუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­თა­უ­რია "მეც­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ", და სხვაც, რო­მე­ლიც მი­უძღვნა ძმას სა­ხე­ლად მარ­კი­ა­ნოსს, "სა­მო­ცი­ქუ­ლო ქა­და­გე­ბის წარ­მოჩენა", და სხვა­დას­ხვა მსჯე­ლო­ბე­ბის შემ­ცვე­ლი მცი­რე წიგ­ნი, რო­მელ­შიც ებ­რა­ელ­თა მი­მართ ეპის­ტო­ლეს და ე. წ. "სიბრძნე სო­ლო­მო­ნი­სას" მო­იხ­სე­ნი­ებს, მათ­გან მო­ყავს ზო­გი­ერ­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი. ეს ვი­ცით ირი­ნე­ო­სის მოღ­წე­უ­ლი შრო­მე­ბის შე­სა­ხებ.

რო­დე­საც კო­მო­დუს­მა ცა­მეტ­წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა და­ას­რუ­ლა, მი­სი აღ­სას­რუ­ლის შემ­დეგ სრუ­ლი ექ­ვსი თვე პერ­ტი­ნაქსს ეპ­ყრა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, შემ­დეგ იმ­პე­რა­ტო­რი გახ­და სე­ვე­რუ­სი[54].

XXVII

მრა­ვალ [ძმას­თან] ახ­ლან­დელ დრომ­დე არის შე­მო­ნა­ხუ­ლი ძვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო კა­ცე­ბის სათ­ნო­ე­ბი­თი მო­შურ­ნე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მრა­ვა­ლი ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლე­ბიც თვი­თონ წა­ვი­კით­ხეთ. ასე­თე­ბი არის ჰე­რაკ­ლი­ტეს ნა­წე­რე­ბი მო­ცი­ქულ­ზე და მაქ­სი­მუ­სის - ბო­რო­ტე­ბის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ, რაც მწვა­ლებ­ლებ­თან მრა­ვა­ლი გან­სჯის სა­გა­ნი იყო და იმის შე­სა­ხებ, რომ ნივ­თი შექ­მნი­ლი არის; კან­დი­დუ­სის შრო­მე­ბი ექვსთა დღე­თა­ზე, და აპი­ო­ნო­სი­საც ამა­ვე თე­მა­ზე, მსგავ­სად­ვე სექ­სტუ­სის "აღ­დგო­მის შე­სა­ხებ", და სხვა თხზუ­ლე­ბა არა­ბი­ა­ნუ­სის, და ათა­სი სხვა­თა, რო­მელ­თა შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას არა­ვი­თა­რი საყ­რდე­ნი არ გაგ­ვაჩნია, არც თხზუ­ლე­ბის და­წე­რის დრო­ის გან­სა­საზღვრა­ვად, არც ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. და სხვა მრა­ვალ­თა თხზუ­ლე­ბებ­მა მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე, მაგ­რამ მა­თი სა­ხე­ლე­ბის ჩა­მოთ­ვლაც კი არ ძალ­გვიძს; ისი­ნი არი­ან მართლმა­დი­დე­ბე­ლი და სა­ეკ­ლე­სიო [მწერ­ლე­ბი], რო­გორც ეს ჩანს საღ­ვთო წე­რი­ლის თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნის მი­ერ [შეს­რუ­ლე­ბუ­ლი] გან­მარ­ტე­ბი­დან, მაგ­რამ ისი­ნი ჩვენ­თვის არ არი­ან ცნო­ბი­ლი, რად­გან შრო­მა­თა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი არ არის მო­ცე­მუ­ლი.

 

XXVIII

მათ­გან ერთ-ერ­თი თა­ვის ნაშ­რომ­ში არ­ტე­მო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლის გა­ნახ­ლე­ბა ჩვენს დრო­ში კვლავ სცა­და პავ­ლე სა­მო­სა­ტელ­მა[55], შე­მო­ნა­ხუ­ლია ჩვენს მი­ერ საკ­ვლევ ის­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი. ზე­მოხ­სე­ნე­ბულ მწვა­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ მაც­ხო­ვა­რი იყო ლი­ტო­ნი ადა­მი­ანი, გა­ნა­ქი­ქებ­და რო­გორც ახ­ლად შექ­მნილ­სა და არ­ცთუ დი­დი ხნის წი­ნან­დელს, რად­გან სურ­დათ, რომ იგი პა­ტივ­სა­ცე­მი ყო­ფი­ლი­ყო და მას აც­ხა­დებ­დნენ რო­გორც ძველს. მა­თი მკრე­ხე­ლუ­რი სიც­რუ­ის მრა­ვალ სხვა რა­მე­საც გად­მო­ცემს სამ­ხი­ლებ­ლად თხზუ­ლე­ბა და სიტ­ყვა­სიტ­ყვით ამას მოგ­ვით­ხრობს: "რად­გან ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა, ვინც უწინ ცხოვ­რობ­და, და თვით მო­ცი­ქუ­ლე­ბიც, ღე­ბუ­ლობ­დნენ და ას­წავ­ლიდ­ნენ იმას, რა­საც ახ­ლა ესე­ნი ამ­ბო­ბენ, და ქა­და­გე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას იცავ­დნენ ვიქ­ტო­რის დრომ­დე, რო­მე­ლიც იყო პეტ­რეს­გან მე­ცა­მე­ტე ეპის­კო­პო­სი რომ­ში; ხო­ლო მი­სი მო­ნაც­ვლის ზე­ფი­რი­ნუ­სის[56] მი­ერ და­მა­ხინ­ჯდა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. შე­საძ­ლოა, ნათ­ქვა­მი სარ­წმუ­ნო ყო­ფი­ლი­ყო, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მათ საღ­ვთო წე­რი­ლი რომ არ გა­ნაგ­დებ­დეს, და მო­ი­პო­ვე­ბა ზო­გი­ერ­თი ძმის ნაშ­რო­მე­ბი, ვიქ­ტო­რის დრო­ზე უხუ­ცე­სი, რომ­ლე­ბიც მათ და­წე­რეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გა­მო წარ­მარ­თე­ბი­სა და იმ­დრო­ინ­დე­ლი მწვა­ლებ­ლებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვგუ­ლის­ხმობ იუს­ტი­ნეს, მილ­ტი­ა­დეს, ტა­ტი­ა­ნეს, კლი­მენ­ტის და სხვა მრა­ვალ­თა ნაშ­რო­მებს, რომ­ლებ­შიც ყვე­ლა­ში ქრის­ტე ღმერ­თად ით­ვლე­ბო­და. რად­გან ვინ არ იც­ნობს ირი­ნე­ო­სის, მე­ლი­ტო­ნი­სა და სხვა­თა წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც ღმერ­თად და ადა­მი­ა­ნად აც­ხა­დე­ბენ ქრის­ტეს, ხო­ლო სა­თა­ვე­ში მყო­ფი მორ­წმუ­ნე ძმე­ბის მი­ერ რამ­დე­ნი ფსალ­მუ­ნი და სა­გა­ლო­ბე­ლი და­ი­წე­რა, რომ­ლებ­შიც ღვთის სიტ­ყვას, ქრის­ტეს რო­გორც ღმერთს უგა­ლობ­დნენ? რო­დე­საც ამ­დე­ნი წე­ლი გაც­ხა­დე­ბუ­ლი იყო ეკ­ლე­სი­ის აზ­რი, რო­გორ ღე­ბუ­ლობ­და ვიქ­ტო­რამ­დე ასე ნა­ქა­და­გებს, რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ? რო­გორ არ რცხვე­ნი­ათ, ვიქ­ტორს რომ ასე სწა­მე­ბენ ცილს, რომ­ლებ­მაც ზედ­მი­წევ­ნით იცი­ან, რომ ვიქ­ტორ­მა ზი­ა­რე­ბი­სა­გან გან­კვე­თა ეს ღვთის უარ­მყო­ფე­ლი გან­დგო­მი­ლე­ბის მა­მა და და­მა­არ­სე­ბე­ლი თე­ო­დო­ტე მე­წა­ღე, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა თქვა, რომ ქრის­ტე ლი­ტო­ნი ადა­მი­ა­ნი იყო? რად­გან თუ ვიქ­ტო­რი მათ შე­სა­ხებ ასე ფიქ­რობ­და, რო­გორ გა­ნაგ­დებ­და თე­ო­დო­ტეს, ამ მწვა­ლებ­ლო­ბის გა­მომ­გო­ნე­ბელს?"

ასე­თი ამ­ბე­ბი მოხ­და ვიქ­ტო­რის დროს. იგი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უძ­ღო­და მსა­ხუ­რე­ბას, მო­ნაც­ვლედ დად­გი­ნე­ბულ იქ­ნა ზე­ფი­რი­ნუ­სი სე­ვე­რუ­სის მე­ფო­ბის მეც­ხრე წელს. ხსე­ნე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის და­მა­არ­სებ­ლის შე­სა­ხებ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი წიგ­ნის შემ­დგე­ნე­ლი და­ურ­თავს ზე­ფი­რი­ნუ­სის დროს მომ­ხდარ სხვა ამ­ბავ­საც, და წერს შემ­დე­გი სიტ­ყვე­ბით: "მრა­ვალ ძმას შე­ვახ­სე­ნებ ჩვენს დრო­ში მომ­ხდარ ამ­ბავს, რაც ვფიქ­რობ, სო­დო­მელ­თა შო­რის რომ მომ­ხდა­რი­ყო, მათ, ალ­ბათ, შე­ა­გო­ნებ­და. იყო ვინ­მე ნა­ტა­ლი­ოსი, აღ­მსა­რე­ბე­ლი, არა ძვე­ლი, არა­მედ ჩვენს დრო­ში გა­მოჩე­ნი­ლი. იგი მოტ­ყუ­ე­ბულ იქ­ნა ას­კლე­პი­ო­დო­ტო­სი­სა და სხვა თე­ო­დო­ტეს, ვინ­მე მე­კერ­მეს მი­ერ. ისი­ნი იყ­ვნენ თე­ო­დო­ტე მე­წა­ღის მო­წა­ფე­ები, რო­მე­ლიც ასე­თი აზ­როვ­ნე­ბი­სათ­ვის, უფ­რო კი უაზ­რო­ბი­სათ­ვის, რო­გორც ვთქვი, მა­შინ­დე­ლი ეპის­კო­პო­სის ვიქ­ტო­რის მი­ერ პირ­ვე­ლად იქ­ნა გან­კვე­თი­ლი ზი­ა­რე­ბი­სა­გან. ნა­ტა­ლი­უ­სი და­ე­თან­ხმა მათ, რომ თან­ხის სა­ფა­სუ­რად წო­დე­ბუ­ლი­ყო მა­თი მწვა­ლებ­ლო­ბის ეპის­კო­პო­სად, ისე რომ ყო­ველ თვე მათ­გან მი­ი­ღებ­და ასორ­მოც­და­ათ დი­ნარს. რო­დე­საც მათ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, უფა­ლი ხში­რად შე­ა­გო­ნებ­და ხილ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რად­გან გულ­მოწ­ყა­ლე ღმერთს და ჩვენს უფალს, იე­სო ქრის­ტეს არ სურ­და, რომ მი­სი ვნე­ბე­ბის და­მა­მოწ­მე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­რეთ მყო­ფი და­ღუ­პუ­ლი­ყო. მას შემ­დეგ, რაც ის ამ ხილ­ვებს გულ­გრი­ლად ეპ­ყრო­ბო­და მათ­თან თავმჯდო­მა­რე­ო­ბი­თა და მრა­ვალ­თა დამ­ღუპ­ვე­ლი სი­ხარ­ბით ცთუ­ნე­ბუ­ლი, ბო­ლოს, წმინ­და ან­გე­ლოზ­თა მი­ერ იქ­ნა გა­მათ­რა­ხე­ბუ­ლი და მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ცთუ მცი­რედ იტან­ჯა, ისე რომ დი­ლით ად­გა, ძა­ძა შე­ი­მო­სა და ნა­ცარ­დაყ­რი­ლი დი­დი მოს­წრა­ფე­ბი­თა და ცრემ­ლე­ბით და­ემ­ხო ეპის­კო­პოს ზე­ფი­რი­ნუ­სის წი­ნა­შე, ეხ­ვე­ო­და ფე­ხებ­ზე არა მხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, არა­მედ სა­ე­რო­თაც, მი­სი ცრემ­ლე­ბით შეძ­რუ­ლი იყო მოწ­ყა­ლე ქრის­ტეს თა­ნამგრძნო­ბი ეკ­ლე­სია. და თუმ­ცა მრა­ვალს ევედ­რე­ბო­და და უჩვე­ნებ­და წყლუ­ლებს, რაც ცე­მის­გან მი­ეღო, ძლივს მი­ი­ღეს ზი­ა­რე­ბა­ში".

ამ ამ­ბავს და­ვურ­თავთ მათ შე­სა­ხებ იმა­ვე მწერ­ლის მი­ერ და­წე­რილ სხვა სიტ­ყვებ­საც, რაც შემ­დე­გი სა­ხი­საა: "საღ­ვთო წე­რი­ლის უშიშ­რად ყალ­ბისმქმნე­ლე­ბი, სარ­წმუ­ნო­ე­ბის ძვე­ლი კა­ნო­ნე­ბის უარ­მყო­ფე­ლე­ბი, ხო­ლო ქრის­ტეს უმე­ცარ­ნი არა­თუ იმას იკ­ვლე­ვენ, თუ რას ამ­ბობს საღ­ვთო წე­რი­ლი, არა­მედ ბე­ჯი­თად ამუ­შა­ვებ­დნენ, თუ სი­ლო­გიზ­მის რო­გო­რი სქე­მა გა­მოდ­გე­ბო­და უღ­მერ­თო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. თუ­კი ვინ­მე წინ და­უ­დებ­და საღ­ვთო წე­რი­ლის გა­მო­ნათ­ქვამს, იკ­ვლევ­დნენ შე­მა­ერ­თე­ბე­ლი, თუ გამ­ყო­ფი სი­ლო­გიზ­მის სქე­მის შექ­მნა შე­ეძ­ლო. მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ღვთის წმინ­და წე­რი­ლი, და სწავ­ლობ­დნენ გე­ო­მეტ­რი­ას*, რო­გორც მი­წი­ერ­ნი და მი­წი­ერ­ზე მო­სა­უბ­რე­ნი და ზე­მო­დან მო­მა­ვა­ლის უმე­ცარ­ნი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გულ­მოდ­გი­ნედ სწავ­ლობ­და ევ­კლი­დეს გე­ო­მეტ­რი­ას, უკ­ვირ­დათ არის­ტო­ტე­ლე­სი და თე­ოფ­რას­ტე­სი. ზო­გი­ერ­თი, ალ­ბათ, გა­ლენ­საც სცემ­და თაყ­ვანს. ისი­ნი თა­ვი­ან­თი მწვა­ლებ­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის ბო­რო­ტად სარ­გებ­ლობ­დნენ ურ­წმუ­ნო­თა ხე­ლოვ­ნე­ბე­ბით და უღ­მერ­თო­თა მზაკ­ვრო­ბით რყვნიდ­ნენ საღ­ვთო წე­რი­ლის მარ­ტივ რწმე­ნას. რა სა­ჭი­როა იმის თქმა, რომ რწმე­ნის სი­ახ­ლო­ვე­საც არ დგა­ნან? ამი­ტომ, საღ­ვთო წე­რილს უშიშ­რად ჰკი­დებ­დნენ ხელს, ამ­ბობ­დნენ, რომ მას ას­წო­რებ­დნენ. და ის, რომ მე ამას მათ­ზე ცი­ლის­წა­მე­ბით არ ვამ­ბობ, ვი­საც სურს, შე­უძ­ლია შე­ის­წავ­ლოს. რად­გან თუ ვინ­მე მო­ი­სურ­ვებს, შე­აგ­რო­ვოს თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნის ას­ლი და შე­ა­და­როს ერ­თმა­ნეთს, აღ­მოაჩენს მრა­ვალ შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბას. ას­კლე­პი­ო­დო­სის ას­ლი არ ეთან­ხმე­ბა თე­ო­დო­ტი­სას; შე­საძ­ლე­ბე­ლია მრა­ვა­ლი [ას­ლის] აღ­მოჩენა, რად­გან მა­თი მო­წა­ფე­ე­ბი მონ­დო­მე­ბით გა­და­წერ­დნენ თი­თოე­უ­ლი მათ­გა­ნის მი­ერ, რო­გორც ისი­ნი უწო­დე­ბენ, გას­წო­რე­ბულს, რაც ნიშ­ნავს გა­ნად­გუ­რე­ბულს; მაგ­რამ ამათ ჰერ­მო­ფი­ლეს [ას­ლი] არ ეთან­ხმე­ბა. აპო­ლო­ნი­ა­დო­სის ას­ლე­ბიც არ ეთან­ხმე­ბა ერ­თმა­ნეთს. რად­გან მათ მი­ერ პირ­ვე­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ას­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­და­რე­ბულ იქ­ნას მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლებ­თან და აღ­მოჩნდე­ბა მრა­ვა­ლი უთან­ხმო­ება. ეს ცოდ­ვა ესო­დე­ნი კად­ნი­ე­რე­ბის შემ­ცვე­ლია თა­ვისთავ­ში, რომ უნ­და ვი­ფიქ­როთ, მა­თაც არ უწ­ყი­ან. რად­გან ან არ სწამთ, რომ საღ­ვთო წე­რი­ლი სუ­ლიწ­მინ­დით არის გა­მოთ­ქმუ­ლი, და არი­ან ურ­წმუ­ნო; ან თა­ვი­ანთ თავს სუ­ლიწ­მინ­და­ზე უფ­რო ბრძე­ნად მიიჩნე­ვენ, და სხვა რა იქ­ნე­ბი­ან თუ არა დე­მო­ნის­გან შეპ­ყრო­ბილ­ნი? რად­გან არ ძა­ლუძთ უარ­ყონ, რომ ეს მა­თი და­ნა­შა­უ­ლია, მა­შინ რო­ცა მა­თი ხე­ლით არის და­წე­რი­ლი, და ვის­გა­ნაც გან­სწავ­ლულ იქ­ნენ, ასე­თი წე­რი­ლე­ბი არ მი­უ­ღი­ათ; და არც იმის ჩვე­ნე­ბა ძა­ლუძთ, თუ სა­ი­დან გა­და­ი­წე­რეს ეს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი არც მო­ით­ხოვ­და მათ და­მა­ხინ­ჯე­ბას, არა­მედ მარ­ტი­ვად უარ­ყოფ­და რჯულ­სა და წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებს, და ურ­ჯუ­ლო და უღ­მერ­თო მოძღვრე­ბის სა­ბა­ბით და­ღუპ­ვის უკი­დუ­რეს გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე და­ეც­ნენ".

და ეს ამ სა­ხით იქ­ნას ნამ­ბო­ბი.

--------------------------------------------------------------------

* აქ არის სიტყვათა თამაში, გეომეტრია ბერძნულად "მიწისმზომელობას" ნიშნავს - მთარგ.

 

-------------------------------------------------------------------------------------------------

კომენტარები


[1] - მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის (ან­ტო­ნი­უს ვე­რუ­სი) მმარ­თვე­ლო­ბის მეჩვიდ­მე­ტე წე­ლი მო­დის 177 წელ­ზე. მი­სი მე­ფო­ბის და­საწ­ყი­სი არ გა­მო­ირჩე­ვა ქრის­ტი­ან­თა მა­სობ­რი­ვი დევ­ნით. ხო­ლო მმარ­თვე­ლო­ბის ბო­ლო წლებ­ში მარ­კუს ავ­რე­ლი­უს­მა გა­მოს­ცა მთე­ლი რი­გი ბრძა­ნე­ბე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც მკვეთ­რად შეც­ვა­ლა ქრის­ტი­ან­თა მდგო­მა­რე­ო­ბა (ტექ­სტე­ბი არ შე­მორჩე­ნი­ლა).

[2] - ლუგ­დუ­ნი - ახ­ლან­დე­ლი ლი­ონი; რო­და­ნი - ახ­ლან­დე­ლი რო­ნა.

[3] - ლე­გა­ტი (ლე­გა­ტუს) - (ლათ.) პრო­ვინ­ცი­ის მმარ­თვე­ლი.

[4] - მე­ფე თი­ეს­ტემ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი სუფ­რა­ზე მი­ი­ტა­ნა საჭ­მე­ლად. მე­ფე ოი­დი­პოს­მა სა­კუ­თარ დე­და­ზე იქორ­წი­ნა.

[5] - ყო­ველ­წლი­უ­რი დღე­სას­წა­ული, რო­მელ­ზეც იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ მთე­ლი გა­ლი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. იგი იწ­ყე­ბო­და 1 აგ­ვის­ტოს და რამ­დე­ნი­მე კვი­რას გრძელ­დე­ბო­და.

[6] - მო­წა­მე­თა: სან­ქტუ­სის, მა­ტუ­რუ­სის, ატა­ლუ­სის, ბლან­დი­ნას, ბიბ­ლი­დას, ეპა­გა­თო­სის, ალექ­სან­დრეს, წმ. მო­წა­მე პო­თი­ნო­სის და სხვა ორ­მოც­და­სა­მი მო­წა­მის, რომ­ლე­ბიც ეწამ­ნენ 177 წ. ლი­ონ­ში, ხსე­ნე­ბის დღეა 25 ივ­ლი­სი.

[7] - ალ­კი­ბი­ა­დე და თე­ო­დო­ტი - მო­წა­მე­ები, მონ­ტა­ნის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი თა­ნა­მოღ­ვა­წე­ე­ბი (იხ. შნშ. 73. წ. 4).

[8] - ლუგ­დუ­ნის ეპის­კო­პო­სის ეპის­ტო­ლე რო­მის ეპის­კო­პოსს მი­უ­ტა­ნეს ელჩებ­მა პრეს­ვი­ტერ ირი­ნე­ო­სის, ლი­ო­ნის მო­მა­ვა­ლი ეპის­კო­პო­სის მე­თა­უ­რო­ბით.

[9] - ზე­მო აღ­წე­რი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მი­ე­კუთ­ვნე­ბა თვით მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის მმარ­თვე­ლო­ბას. მი­სი ძმა და თა­ნამ­მარ­თვე­ლი ლუ­ცი­უს ვე­რუ­სი აღეს­რუ­ლა 169 წ.

[10] - სა­უ­ბა­რია მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის რეს­კრიპ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც და­მოწ­მე­ბუ­ლია წმ. იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სის პირ­ვე­ლი აპო­ლო­გი­ის და­ნარ­თში. მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის, "ღვთის­მო­სა­ვად" წო­დე­ბუ­ლის, სწო­რედ ეს რეს­კრიპ­ტი აქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში ტერ­ტუ­ლი­ა­ნეს (აპო­ლო­გია, V, 7). სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მას ნა­ყალ­ბე­ვად თვლის. ვ. ბო­ლო­ტო­ვი წერს: "სა­კითხს, რო­მე­ლიც წა­მოჭ­რა მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ედიქ­ტმა ქრის­ტი­ან­თა სა­სარ­გებ­ლოდ, ორი მხა­რე აქვს. სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლოა ეხე­ბო­დეს: 1) ფაქტს, რო­მელ­მაც თით­ქოს­და ეს ედიქ­ტი გა­მო­იწ­ვია, და 2) თვით ედიქ­ტის ში­ნა­არსს. რაც შე­ე­ხე­ბა ფაქტს, მის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მხო­ლოდ ის, რომ კვა­დებ­თან ბრძო­ლის დროს 174 წ. მარ­კუს ავ­რე­ლი­უსს ჯარ­თან ერ­თად ნამ­დვი­ლად შე­ექ­მნა წყურ­ვი­ლის სიფრთხი­ლე, მაგ­რამ დრო­უ­ლად წა­მო­სულ­მა წვი­მამ რო­მა­ე­ლე­ბი და­იხ­სნა გა­სა­ჭი­რი­სა­გან. მაგ­რამ ფი­ლო­სო­ფო­სი იმ­პე­რა­ტო­რი არ იყო იმ­გვა­რად გან­წყო­ბი­ლი, რომ საქ­მის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის მი­ე­წე­რა. ამის სა­პი­რის­პი­როდ, არ­სე­ბობს ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ წარ­მარ­თუ­ლი გად­მო­ცე­მის ორი ვა­რი­ან­ტი, ერთ-ერ­თი მათ­გა­ნის მი­ხედ­ვით, წვი­მა წა­მო­ვი­და ეგ­ვიპ­ტე­ლი მა­გის არ­ნუ­ფი­სის ჯა­დოქ­რო­ბით, მან ილო­ცა ჰა­ე­რის ღმერ­თის ჰერ­მე­სის წი­ნა­შე, მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი კი ამ წვი­მას მი­ა­წერს თვით იმ­პე­რა­ტორ მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ლოც­ვის ძა­ლას. სა­ეჭ­ვოა ის, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი იმ­დე­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ჯარ­ში, რომ მათ არა მხო­ლოდ შე­ეძ­ლოთ შე­ედ­გი­ნათ მთე­ლი ლე­გი­ონი, არა­მედ მარ­თლა შე­ად­გენ­დნენ ერთ ლე­გი­ონს. ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი მოწ­მე, აპო­ლი­ნა­რი ჰი­ე­რო­პო­ლე­ლი, ამ­ბობს, რომ ამ მოვ­ლე­ნის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ ლე­გი­ონ­მა მი­ი­ღო სა­ხელ­წო­დე­ბა "ელ­ვი­სე­ბუ­რი". რო­მის სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში მე­თორ­მე­ტე ლე­გი­ო­ნი ატა­რებ­და ამ სა­ხელ­წო­დე­ბას (ლე­გიო დი­ო­დე­ცი­მა ფულ­მი­ნა­ტა); მაგ­რამ ეს იყო ჯერ კი­დევ ავ­გუს­ტუ­სის დროს არ­სე­ბუ­ლი ცხრა ლე­გი­ო­ნი­დან ერთ-ერ­თი. ის ასეთ სა­ხელ­წო­დე­ბას ატა­რებ­და უკ­ვე დი­დი ხნის წი­ნათ, უდა­ვოდ ნერ­ვა­სა და ტრაი­ა­ნეს პე­რი­ოდ­ში. ალექ­სან­დრე სე­ვე­რუ­სის დროს Legio XII fulminata იდ­გა ჯერ კი­დევ ასი­აში. ის რომ, 174 წ. ის დუ­ნა­ი­ზე იქ­ნა გაწ­ვე­ული, - ამის სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

ამ­გვა­რად, მარ­კუს ავ­რე­ლი­უსს არ ჰქონ­და სა­ბა­ბი, გა­მო­ე­ცა ედიქ­ტი ქრის­ტი­ან­თა სა­სარ­გებ­ლოდ და კი­დევ, ედიქ­ტის ში­ნა­არ­სი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის საზღვრებს სცდე­ბა: ნაბ­რძა­ნე­ბი იყო ქრის­ტი­ან­თა დამ­სმე­ნე­ბის ცოც­ხლად დაწ­ვა, პრო­ვინ­ცი­ის მმარ­თვე­ლებს აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რწმე­ნის­გან პირ­ვან­დელ (წარ­მარ­თულ) სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე მოქ­ცე­ვა - ეს იყო ედიქ­ტში, რო­მე­ლიც წარ­დგე­ნილ იქ­ნა რომ­ში ფო­რუმ­ზე.

ასე­თი დო­კუ­მენ­ტი შე­უძ­ლე­ბე­ლია უკ­ვა­ლოდ გამ­ქრა­ლი­ყო, და არ ასა­ხუ­ლი­ყო ქრის­ტი­ან­თა მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ყო­ველ შემთხვე­ვა­ში გა­ლი­ა­ში 177 წ. შე­უძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი­ყო დევ­ნუ­ლე­ბა" (ლექ­ცი­ე­ბი ძველ ეკ­ლე­სი­აზე. ტ. 2. გვ. 81‑82).

[11] - მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, III, 3, 3.

[12] - იქ­ვე, II, 31, 3.

[13] - იქ­ვე, II, 32, 4.

[14] - იქ­ვე, II, 32, 4.

[15] - იქ­ვე, III, 1, 1.

[16] - იქ­ვე, V, 30, 1.

[17] - იქ­ვე, V, 30, 3.

[18] - იქ­ვე, II, 28, 2.

[19] - იქ­ვე, I, 28, 4.

[20] - იქ­ვე, III, 21, 1.

[21] - პტო­ლე­მე­ოს ლა­გო­სი (ქ. შ.‑მდე 367/66‑285 წწ.) - ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლის ჯა­რის ბერ­ძე­ნი მხე­დართმთა­ვა­რი, ეგ­ვიპ­ტის მე­ფე, პტო­ლე­მე­ოს­თა დი­ნას­ტი­ის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი.

[22] - წმ. ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლი (მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, III, 21, 2) თვლის, რომ 72 ებ­რა­ე­ლი მთარგმნე­ლის მოწ­ვე­ვა ძვე­ლი აღთქმის ბერ­ძნუ­ლი ტექ­სტის შე­საქ­მნე­ლად მოხ­და პტო­ლე­მე­ოს ლა­გოს I სო­ტე­რის დროს. მაგ­რამ სხვა ძვე­ლი ავ­ტო­რე­ბი: იო­სებ ფლა­ვი­უ­სი (იუ­და­უ­რი სიძ­ვე­ლე­ნი, XII, 2) ტერ­ტუ­ლი­ა­ნე (აპო­ლო­გია, XVIII, 5‑7), წმ. იუს­ტი­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი (აპო­ლო­გია, I 31) და ფი­ლონ ალექ­სან­დრი­ე­ლი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მთარგმნელ­თა მოწ­ვე­ვა მოხ­და პტოლე­მე­ოს I‑ის შვი­ლი­სა და მემ­კვიდ­რის - პტო­ლე­მე­ოს II ფი­ლა­დელ­ფო­სის (285‑246 წწ. ქ. შ.‑მდე) მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში.

[23] - კო­მო­დუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (180‑192 წწ.).

[24] - იუ­ლი­ა­ნე - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (179‑189 წწ.).

[25] - პან­ტე­ნო­სი - ალექ­სან­დრი­ის კა­ტე­ხი­ზა­ტო­რუ­ლი სას­წავ­ლებ­ლის ხელმძღვა­ნე­ლი. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ე­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი. ქრის­ტი­ა­ნო­ბა იქა­და­გა ინ­დო­ეთ­ში.

[26] - ალექ­სან­დრი­ის კა­ტე­ხი­ზა­ტო­რუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი - აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ერთ-ერ­თი უმსხვი­ლე­სი ცენ­ტრი. თავ­და­პირ­ვე­ლად რჩევა-და­რი­გე­ბას აძ­ლევ­დნენ მათ, ვი­საც მო­ნათ­ვლა სურ­და (კა­თაკ­მევ­ლე­ბი), შემ­დეგ და­იწ­ყეს კა­თაკ­მე­ველ­თა დამ­მოძღვრე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სას­წავ­ლებ­ლის ხელმძღვა­ნელ­თა შო­რის იყ­ვნენ: წმ. ათე­ნა­გო­რა ფი­ლო­სო­ფო­სი, მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სი­სად­მი მიძღვნი­ლი აპო­ლო­გი­ის ავ­ტო­რი, წმ. პან­ტე­ნო­სი, ინ­დო­ე­თის გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, წმ. კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ელი, ორი­გე­ნე, წმ. დი­ო­ნი­სე ალექ­სან­დრი­ელი, პი­ე­რი­უსო, თე­ოგ­ნოს­ტე, სე­რა­პი­ონი, წმ. მო­წა­მე პეტ­რე.

[27] - კლი­მენ­ტი ალექ­სან­დრი­ელი. სტრო­მა­ტე­ბი, I, 1.

[28] - წმ. ნარ­კი­სო­სი - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პო­სი (და­ახ. 196 წ.)

[29] - იე­რუ­სა­ლი­მის ეპის­კო­პოს­თა ნუს­ხა მარ­კო­ზამ­დე იხ.: შნშ. 9, წ. 4. მოგ­ვყავს სია მარ­კო­ზი­დან ნარ­კი­სო­სამ­დე (იხ.: Пол­ный месяцеслов Востока. т. 2): მარ­კოზ I (135‑143 წწ. ან 156 წ.); კა­სი­ა­ნე (5 წე­ლი); პუბ­ლი­ო­სი (5 წე­ლი); მაქ­სი­მე (18 წე­ლი); იუ­ლი­ა­ნე (4 წე­ლი); გაი­ოზ I (3 წე­ლი); სვი­მა­ქო­სი (2 წე­ლი); გაი­ოზ II (1 წე­ლი); იუ­ლი­ა­ნე II (4 წე­ლი); კა­პი­ტო­ნი (3,5 წე­ლი); ილია I (და­ახ. 3,5 წე­ლი); მაქ­სი­მე II (4 წე­ლი); ან­ტო­ნი­ნუ­სი (5 წე­ლი): ვა­ლენ­ტი (3 წე­ლი); დო­ლი­ქი­ა­ნე (4 წე­ლი); წმ. ნარ­კი­სო­სი (და­ახ. 196 წ.). კურ­სი­ვით გა­მო­ყო­ფა არ არ­სე­ბობს ევ­სე­ბის ნუს­ხა­ში.

[30] - რო­დო­ნი - ტა­ტი­ა­ნეს მო­წა­ფე, სა­ეკ­ლე­სიო მწე­რა­ლი. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი შე­მორჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ევ­სე­ბის "ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­აში". მი­სი შრო­მე­ბი ჩვე­ნამ­დე არ არის მოღ­წე­ული.

[31] - აპე­ლე­სი - მარ­კი­ო­ნის ერე­სის მიმ­დე­ვა­რი. რომ­ში სწავ­ლობ­და II ს‑ის 80‑იან წლებ­ში. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი შე­მო­ნა­ხუ­ლია მხო­ლოდ ევ­სე­ბის "ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­აში".

[32] - პო­ტი­ტი, ბა­სი­ლის­კო, სი­ნე­რო­სი - მათ შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ არის აღ­მოჩე­ნი­ლი.

[33] - კა­ლის­ტო­ნი - მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ შე­მო­ნა­ხუ­ლა.

[34] - ფლო­რი­ნო­სი (II ს‑ის მე‑2 ნახ.) - გნოს­ტი­კოს ვა­ნელ­ტი­ნეს მიმ­დე­ვა­რი, სქიზ­მა­ში მყო­ფი, რო­მელ­საც ჩა­მო­არ­თვეს პრეს­ვი­ტე­რის ხა­რის­ხი. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ­სე­ბობს მხო­ლოდ ევ­სე­ბის "ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­აში". იგი არის ად­რე­სა­ტი ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლის ორი შრო­მი­სა: "ფლო­რი­ნოსს ერ­თი საწ­ყი­სის შე­სა­ხებ, ანუ იმის შე­სა­ხებ, რომ ღმერთს არ შე­უქ­მნია ბო­რო­ტე­ბა" და "ოგ­დო­ა­დის შე­სა­ხებ" (V, 20, 1).

[35] - ბლას­ტო­სი (II ს‑ის და­სას.) - რო­მა­ე­ლი პრეს­ვი­ტე­რი. მას მი­ე­მარ­თე­ბა წმ. ირი­ნე­ოს ლი­ო­ნე­ლის ეპის­ტო­ლე "გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­სა­ხებ". ბლას­ტო­სის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შემ­ტა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც ჩანს, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო რო­მი­სა და მცი­რე აზი­ის ეკ­ლე­სი­ებს შო­რის აღ­დგო­მის შე­სა­ხებ წარ­მო­შო­ბილ და­ვას­თან (იხ.: Болотов В. В. Лекции по истории древ­ней Церкви. т. 2. с. 429).

[36] - ავერ­კი მარ­კე­ლი­ო­სი - მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. მონ­ტა­ნის ერესს შე­საზ­ლოა ეწო­დოს "მილ­ტი­ა­დეს ერე­სი" მი­სი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის, აპო­ლო­გეტ მილ­ტი­ა­დეს სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი გა­მო­ვი­და მონ­ტა­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ.

[37] - ძო­ტი­კო­სი ოტ­რი­ი­დან - მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ არის აღ­მოჩე­ნი­ლი.

[38] - გრა­ტუ­სის (II ს‑ის 50‑ე წე­ლი) პრო­კონ­სუ­ლო­ბა­ზე მი­თი­თე­ბა არ გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ვად­გი­ნოთ ზუს­ტი თა­რი­ღე­ბი.

[39] - შე­მორჩე­ნი­ლია ცნო­ბე­ბი ფრი­გი­ის ჰი­ე­რა­პოლ­ში ეპის­კო­პოს აპო­ლი­ნა­რის თავმჯდო­მა­რე­ო­ბით გა­მარ­თულ 26 ეპის­კო­პო­სის კრე­ბა­ზე (70‑ია­ნი წლე­ბი). ეპის­კო­პოს­თა ამ კრე­ბამ მოგ­ვცა მკვეთ­რი შე­ფა­სე­ბა ფრი­გი­ელ­თა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

[40] - ძო­ტი­კოს კო­მა­ნე­ლი და იუ­ლი­ა­ნე აპა­მი­ე­ლი - პამ­ფი­ლი­ის ოლ­ქის ეპის­კო­პო­სე­ბი.

[41] - მო­ცი­ქუ­ლი იუ­და - 12 მო­ცი­ქულ­თა­გან, რომ­ლე­ბიც იე­რუ­სა­ლი­მის ეკ­ლე­სი­ა­ში "პირ­ვე­ლობ­დნენ ძმებს შო­რის" (საქ­მე 15:22). წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბის ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი (იხ.: საქ­მე 15:32).

მო­ცი­ქუ­ლი სი­ლა - 70 მო­ცი­ქულ­თა­გა­ნი. ან­ტი­ო­ქი­ის მკვიდ­რი, სი­ლა თან ახ­ლდა პავ­ლე მო­ცი­ქულს მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს და მას­თან ერ­თად იყო ჩამწყვდე­უ­ლი ფი­ლი­პი­ის დე­ლეგ­ში. მო­ცი­ქულ­თა "საქ­მე­ში" (15:32) იგი იწო­დე­ბა წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლად. გად­მო­ცე­მით მი­ხედ­ვით, იგი გახ­და კო­რინ­თოს ეპის­კო­პო­სი.

ფი­ლი­პე მო­ცი­ქუ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი მო­ცი­ქულ­თა "საქ­მე­ში" (21:9) იწო­დე­ბი­ან "წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბად". მათ იხ­სე­ნი­ებს ასე­ვე ეფე­სოს ეპის­კო­პო­სი პო­ლიკ­რა­ტე რო­მის ეპის­კო­პოს ვიქ­ტო­რი­სად­მი მი­წე­რილ ეპის­ტო­ლე­ში (და­ახ. 190 წ.). ევ­სე­ბის ცნო­ბით, ისი­ნი აღეს­რულ­ნენ იე­რო­პოლ­ში იმ­პე­რა­ტორ ტრაი­ა­ნეს მმარ­თვე­ლო­ბის დროს (ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რია, III, 39).

კოდ­რა­ტე­სა და ამი­ო­სის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

[42] - მილ­ტი­ა­დეს აპო­ლო­გია ეძღვნე­ბო­და მარ­კუს ავ­რე­ლი­უსს.

[43] - აპო­ლო­ნი (II ს.) - სა­ეკ­ლე­სიო მწე­რა­ლი, ცხოვ­რობ­და მცი­რე აზი­აში.

[44] - სე­რა­პი­ო­ნი - ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (192‑212 წწ.). მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი მაქ­სი­მე მე­თა­უ­რობ­და ან­ტი­ო­ქი­ის კა­თედ­რას 179‑192 წწ.

[45] - მო­წა­მე აპო­ლო­ნი ევ­ნო რომ­ში კო­მო­დის მმარ­თვე­ლო­ბი­სა და პე­რე­ნი­უ­სის პრე­ფექ­ტო­ბის დროს (183‑186 წწ.). რო­მის სე­ნა­ტო­რი აპო­ლო­ნი შეპ­ყრო­ბილ იქ­ნა თა­ვი­სი მსა­ხუ­რის დას­მე­ნით. დამ­სმე­ნის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა, რო­მელ­საც აღ­წერს ევ­სე­ბი, ეჭვს იწ­ვევს: იმ­პე­რა­ტორ ნერ­ვას კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც უკ­რძა­ლავ­და მო­ნას ბა­ტო­ნის დას­მე­ნას, გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და იმ შემთხვე­ვა­ში, თუ ბრალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და გა­მარ­თლე­ბუ­ლი. მაგ­რამ მო­ცე­მულ შემთხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ დამ­სმე­ნი იყო მო­ნა. ევ­სე­ბი, ალ­ბათ, შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ყალ­ბმა რეს­კრიპ­ტმა (იხ.: შნშ. 10. წ. 5).

[46] - სა­უ­ბა­რია იმ­პე­რა­ტორ ტრაი­ა­ნეს რეს­კრიპ­ტზე.

[47] - ვიქ­ტო­რი - რო­მის ეპის­კო­ო­სი (190‑202 წწ.).

[48] - დი­მიტ­რი - ალექ­სან­დრი­ის ეპის­კო­პო­სი (189‑231 წწ.).

[49] - თე­ო­ფი­ლე - კე­სა­რი­ის ეპის­კო­პო­სი, თავმჯდო­მა­რე­ობ­და პა­ლეს­ტი­ნელ ეპის­კო­პოს­თა კრე­ბას, რო­მე­ლიც გა­ი­მარ­თა აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლო­ბის სა­კით­ხის შე­სა­ხებ (და­ახ. 196 წ.).

[50] - ბაკ­ხი­ლო­სი - კო­რინ­თოს ეპის­კო­პო­სი, თავმჯდო­მა­რე­ობ­და ბერ­ძენ ეპის­კო­პოს­თა კრე­ბას აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით (და­ახ. 186 წ.).

[51] - აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნის თა­რი­ღის შე­სა­ხებ და­ვა წარ­მო­იშ­ვა 190‑192 წწ. ერთ მხა­რეს წარ­მო­ად­გენ­და რო­მის, ალექ­სან­დრი­ის, კო­რინ­თო­სა და პა­ლეს­ტი­ნის ეკ­ლე­სი­ები, მე­ო­რეს - მცი­რე აზი­ის რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სია ეფე­სოს ეპის­კო­პო­სის, პო­ლიკ­რა­ტეს მე­თა­უ­რო­ბით. მცი­რე აზი­ის ეკ­ლე­სი­ები, ეყრდნო­ბოდ­ნენ რა პირ­ველ მო­ცი­ქულ­თა ავ­ტო­რი­ტეტს, იცავ­დნენ მათ­თან დამ­კვიდ­რე­ბულ ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­იც ემთხვე­ვა იუ­დე­ველ­თა ტრა­დი­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით აღ­დგო­მა აღი­ნიშ­ნე­ბა 14 ნი­სანს. რო­მი­სა და მი­სი მომ­ხრე ეკ­ლე­სი­ე­ბი მო­ით­ხოვ­დნენ თა­ვი­სი პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნას (14 ნი­სა­ნის შემ­დეგ პირ­ველ კვი­რას). ეს კა­მა­თი უშუ­ა­ლოდ ეხე­ბა ქრის­ტი­ა­ნულ ის­ტო­რი­ო­სო­ფი­ას. ვ. ბო­ლო­ტო­ვის შე­ნიშ­ვნით, "მცი­რე აზი­ის ეკ­ლე­სი­ე­ბის­თვის აღ­დგო­მა არ იყო ახალ აღ­თქმი­სე­უ­ლი დღე­სას­წა­ული. ამ სიტ­ყვის ვიწ­რო გა­გე­ბით ეს იყო გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბუ­ლი ძველ აღ­თქმი­სე­უ­ლი პა­სე­ქი. აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრძო­ლა­ში ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ორი მიმ­დი­ნა­რე­ობა: იუ­და­უ­რი და ან­ტიი­უ­და­უ­რი (ამ სიტ­ყვე­ბის ყვე­ლა­ზე ზო­მი­ე­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით). მცი­რე აზი­უ­რი წე­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას იუ­და­უ­რი გად­მო­ნაშ­თე­ბი­სა­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­სი­ა­თი ჰქონ­და" (Лекции по истории древней церкви. ტ. 2. გვ. 433‑434). III ს‑ის და­სას­რულს მცი­რე აზი­ის ელე­სი­ე­ბი შე­ურთდნენ სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბულ პრაქ­ტი­კას.

[52] - ირი­ნე­ო­სი - მშვი­დი (ბერძ.).

[53] - ალექ­სან­დრი­ის ეკ­ლე­სი­ის რო­ლი ამ სა­კით­ხში გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ თვი­თონ კა­მა­თი გაჩაღ­და, ალ­ბათ, 189 წ.‑ის აღ­დგო­მის გა­მო, რო­მე­ლიც ალექ­სან­დრი­ა­ში აღი­ნიშ­ნე­ბო­და 20 აპ­რილს, ხო­ლო მცი­რე აზი­ის ეკ­ლე­სი­ებ­ში _ 20 მარტს (იხ.: Болотов В. В. Из эпохи о Пасхе в конце II в. // Христианское Чтение. 1900. №1. с. 450‑454).

[54] - პერ­ტი­ნაქ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (193 წ.).

სე­ვე­რუს სეპ­ტი­მუ­სი - რო­მის იმ­პე­რა­ტო­რი (193‑211 წწ.).

[55] - სა­უ­ბა­რია ან­ტიტ­რი­ნი­ტა­რუ­ლი, ანუ მო­ნარ­ქის­ტთა ერე­სის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა მცი­რე აზი­ა­ში რო­გორც რე­აქ­ცია მონ­ტა­ნის მოძღვრება­ზე. გა­დაწ­ყვი­ტა რა გა­მო­ე­ცა­ლა დოგ­მა­ტუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი ამ მოძღვრე­ბის­თვის, მონ­ტა­ნიზ­მის ზო­გი­ერ­თმა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ იო­ა­ნეს სა­ხა­რე­ბა და აპო­კა­ლიფ­სი ნა­ყალ­ბე­ვად გა­მო­აც­ხა­და და უარ­ყო თვით ლო­გო­სის ცნე­ბა. უარ­ყვეს რა ლო­გო­სი, მო­ნარ­ქის­ტებ­მა ერ­თარ­სე­ბის ცნე­ბაც უარ­ყვეს. შემ­დგომ­ში ეს მოძღვრე­ბა გა­ი­ყო ორ მი­მარ­თუ­ლე­ბად: 1) იე­სო ქრის­ტეს ღმერ­თად აღი­ა­რე­ბის უარ­ყო­ფა და ღმერ­თად მხო­ლოდ მა­მა ღმერ­თის ცნო­ბა, იმის მტკი­ცე­ბა, რომ ქრის­ტე "ბუ­ნე­ბით ღმერ­თი არ არის, არა­მედ არის მხო­ლოდ ღმერ­თის ძა­ლით აღ­ვსე­ბუ­ლი ადა­მი­ანი" (Болотов В. В. Лекции по истории древней церкви. ტ. 2. გვ. 308); 2) მა­მა ღმერ­თი­სა და ძე ღმერ­თის შერწყმა და იმის მტკი­ცე­ბა, რომ "მა­მა და ძე ერ­თმა­ნე­თის­გან განსხვავ­დე­ბი­ან მხო­ლოდ სა­ხე­ლით, ცნე­ბით, იმ სა­ხით, მო­დუს, რომ­ლი­თაც ჩვენ გა­მოგ­ვეც­ხა­და... ხო­ლო არ­სე­ბით, თა­ვი­სი ყო­ფით მა­მა და ძე - ერ­თია" (იქ­ვე).

სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მო­ნარ­ქის­ტე­ბი იყო­ფოდ­ნენ დი­ნა­მის­ტე­ბად და მო­და­ლის­ტე­ბად. "არ­ტე­მო­ნის მწვა­ლებ­ლო­ბას" ევ­სე­ბი უწო­დებს დი­ნა­მის­ტე­ბის მოძღვრე­ბას. მი­სი წარ­მო­შო­ბის პე­როდ­ში (და­ახ. 190 წ.) რომ­ში იგი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო თე­ო­დო­ტე მეტ­ყა­ვის სა­ხელ­თან, რომ­ლის მოძღვრე­ბა­საც მხარს უჭერ­და თე­ო­დო­ტე ბან­კი­რი (და­ახ. 200 წ.) და არ­ტე­მო­ნი (და­ახ. 220 წ.). ყვე­ლა­ზე გა­მოჩე­ნი­ლი დი­ნა­მის­ტი იყო პავ­ლე სა­მო­სა­ტე­ლი, ან­ტი­ო­ქი­ის ეპის­კო­პო­სი (და­ახ. 260‑269 წწ.). იგი გან­კვე­თილ იქ­ნა რო­გორც მწვა­ლე­ბე­ლი რომ­ში ეპის­კო­პოს­თა კრე­ბის მი­ერ 268 წ.

[56] - ზე­ფი­რი­ნუ­სი - რო­მის ეპის­კო­პო­სი (202‑218 წწ.).

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა

საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 16 October 2011 18:42)