Georgian (Georgia)English (United Kingdom)

წმიდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს, IX ს-ის მოღვაწეს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლის გამო მართლმადიდებელმა ეკლესიამ “აღმსარებელი” უწოდა (წმ. მაქსიმეს მსგავსად), შედგენილი აქვს “საეკლესიო კანონები”, რაც მთელ სჯულისკანონთან ერთად გამოაქვეყნა საბერძნეთის ეკლესიამ 1894 წ. ეს გამოცემა სახელგანთქმული “ათენის სინტაგმა” ანუ “ათენის კრებული”, მართლმადიდებლური რჯულდებითი ტექსტების ყველაზე უფრო სრულყოფილი ექვსტომიანი პუბლიკაციაა (1852-1855 წ.).

წმიდა ნიკიფორეს კანონებში, მრავალ უაღრესად მნიშვნელოვან რჯულდებასთან ერთად, მოცემულია პირდაპირი განაწესი იმის შესახებ, რომ ხუთშაბათს ან წითელ პარასკევს შეიძლება მისი აღნიშვნა თევზითა და ღვინით. მოგვაქვს კანონის სრული ტექსტი:


“წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელისა, აღმსარებელისა” კანონები

(საეკლესიო განწესებებისაგან და, ამასთანავე, წმიდა მამებისაგან)

.......................

5. თუ ხარება დაემთხვევა დიდ ხუთშაბათს ან დიდ პარასკევს, არ შევცოდავთ, თუ მივიღებთ მაშინ ღვინოსა და თევზეულს” (იხ. დასახ. “ათენის სინტაგმა”, 1854, ტ. 4, გვ. 427).

 

მოვიტანთ ორიგინალსაც:

Εαν φθαση ο Ευαγγελισμος τη μεγαλη πεμπτη, η τη μεγαλη παρασκευη ουχ αμαρτανομεν οινου τηνικαυτα μεταλαμβανοντες καὶ ιχθυων.


თარგმნა ედიშერ ჭელიძემ
გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", N11 (270), 2004 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 21 October 2011 21:55)