Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ადიშის ოთხთავის (897 წ.) მიხედვით

1

1.  პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთ იყო სიტყუაჲ იგი.

2. ესე იყო დასაბამითგან ღმრთისა თანა.

3.  ყოველივე მის მიერ იქმნა, და მისსა გარეშე არარაჲ იქმნა, რომელ-რაჲ იქმნა.

4.  მის მიერ ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.

5.  და ნათელი იგი ბნელსა შინა ნათობს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.

6.  და იყო კაც ერთ მოვლინებულ ღმრთისა მიე[რ], და სახელი მისი იოვანე.

7.  ესე მოვიდა წამებად, რაჲთა წამოს მის ნათლისათჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მის გამო.

8.  არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს მის ნათლისათჳს.

9.  ხ~ იყო ნათელი იგი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.

10. სოფელსა ამას იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა, და სოფელმან იგი არა იცნა.

11.  თჳსთა მათ მოვიდა, და თჳსთა მათ არა შეიწყნარეს.

12.  ხოლო რომელთა შეიწყნარეს იგი, მისცა მათ ჴელმწიფებაჲ ნაშობ ღმრთის ყოფად, რომელთა ჰრწმენეს სახელი მისი.

13.  რომელნი არა სისხლთაგან და არცა ნებითა ჴორცთაჲთა და არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისა მიერ იშვნეს.

14.  და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ თანა, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ, სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა.

15.  იოვანე წამებს მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე იყო, რომლისათჳს ვთქუ: რომელ-იგი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, წინა ჩემსა იყო, რამეთუ იყოვე წინა ჩემსა.

16.  რამეთუ სავსებისა მისისაგან მოვიღეთ ჩუენ ყოველთა მადლი მადლისა წილ

17. რამეთუ შჯული იგი ჴელითა მოსესითა მოეცა, მადლი და ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტეს მიერ იქმნა.

18.  ღმერთი ვერვინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელ არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.

19.  {დ}ა ესე არს წამებაჲ იოვანესი, რაჟამს მიავლინეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: ვინ ხარ?

20.  და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ქრისტჱ ვარ.

21.  და ჰკითხეს მას: უკუეთუ ვინ ხარ შენ? ელია ხარ? და ჰრქუა: არა. წინაწარმეტყუელი იგი ხარ შენ? მიუგო: არა.

22. უკუე მითხარ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა მიუთხრათ მომავლინებელთა მათ ჩუენთა, რაჲ ვჰრქუათ შენთჳს?

23.  მე ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: წრფელ-ყავთ გზაჲ უფლისაჲ, ვითარცა თქუა ესაჲა წინაჲსწარმეტყუელმან.

24.  და რომელნი-იგი მიევლინნეს, ფარისეველთა მათგანნი იყვნეს.

25.  ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსა ნათელ-სცემ, უკუეთუ შენ არა ხარ ქრისტჱ და არცა ელია და არცა წინაწარმეტყუელი იგი?

26.  მიუგო მათ იოანე და ჰრქუა: მე ნათელს-გცემ თქუენ წყლითა; შორის თქუენსა დგას, რომელი-იგი თქუენ არა იცით,

27.  რომელი-იგი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომლისა არა ღირს ვარ, ვითარმცა განუჴსნენ საბელნი ჴამლთა მისთანი.

28.  ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იოვანე ნათელს-სცემდა.

29.  ხვალისაგან ხედვიდა იესუს, რამეთუ მოვიდოდა მისა, და თქუა: აჰა, ესერა, კრავი იგი ღმრთისაჲ, რომელმან აღჴოცნეს ცოდვანი სოფლისანი.

30. ესე არს, რომლისათჳს-იგი მე გეტყოდე: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელ წინა ჩემსა იყო, რამეთუ იყო წინავე ჩემსა.

31. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად.

32.  წამა იოვანე და თქუა: ვხედევდ სულსა მას, რამეთუ გარდამოვიდოდა, ვითარცა ტრედი, ზეცით და დაადგრა მას ზედა.

33. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული იგი, გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელი ნათელ-სცემდეს სულითა წმიდითა.

34. და მე ვიხილე და ვწამე, ვითარმედ ესე არს ძჱ იგი ღმრთისაჲ.

35. ხვალისაგან დგა იოჰანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი.

36. და ხედვიდა იესუს, რამეთუ მოვიდოდა; თქუა: აჰა, ესერა, ქრისტე, კრავი ღმრთისაჲ.

37. ესმა მისგან ორთა მათ მოწაფეთა, რამეთუ იტყოდა, და შეუდგეს იესუს.

38. მიექცა იესუ და იხილნა იგინი, რამეთუ შეუდგეს მას; ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? - მათ ჰრქუეს მას: რაბი, რომელ გამოითარგმანების: მოძღუარ, სადა არს სავანე შენი?

39. ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. მოვიდეს და იხილეს, სადა იყო სავანე მისი, და მის თანა დაიყოვნეს მას დღესა, რამეთუ ჟამი იყო ვითარ მეათჱ.

40. იყო ანდრია, ძმაჲ პეტრესი, ერთი ორთა მათგანი, რომელთა ესმა იოჰანესგან, და შეუდგეს კუალსა მისსა.

41. პოვა მან პირველ ძმაჲ იგი თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელ გამოითარგმანების: ქრისტჱ.

42. ამან მოიყვანნა იგინი იესუსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარა სიმონ, ძე იონაჲსი? შენ გერქუას კეფა, რომელ ითარგმანების: კლდჱ.

43. ხვალისაგან, ვითარ უნდა გამოსლვად გალილეად, პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესუ: მომდევდ მე.

44. და იყო ფილიპე ბეთსადაჲთ, ქალაქით ანდრიაჲსით და პეტრესით.

45. პოვა ფილიპე ნათანაჱლი და ჰრქუა მას: რომლისათჳს დაწერა მოსე შჯულსა მას და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ იესუ, ძე იოსეფისი, ნაზარეთით.

46. ჰრქუა მას ნათანაელ: და ნაზარეთით ეგებისმე რაჲ კეთილი რაჲმე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.

47. ვითარცა იხილა იესუ ნათანაჱლი, რამეთუ მოვიდოდა მისა, თქუა მისთჳს: აჰა, ჭეშმარიტად ისრაჱლიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.

48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ვიდრე ფილიპეს მიწოდებადმდე შენდა, რამეთუ იყავ ლეღუსა მას ქუეშე, გიხილე შენ.

49. მიუგო ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარა ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ?

50. მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ამისთჳს, რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა მას ქუეშე, და გრწამს, უდიდესიღა ამისა იხილო.

51. და ჰრქუა მას: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, რამეთუ აღვიდოდიან და გარდამოვიდოდიან ძესა ზედა კაცისასა.

 

2

1.  და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი.

2.  მიხადეს იესუს და მოწაფეთაცა მისთა ქორწილსა მას.

3.  და მოკლებასა ღჳნისასა ჰრქუა დედამან იესუს: ღჳნოჲ არა აქუნს.

4. ჰრქუა მას იესუ: რაჲ ძეს შენი და ჩემი, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი.

5. ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ: რაჲ გრქუას თქუენ, ყავთ.

6.  მუნ დგეს ტაკუკნი მარმარილოჲსანი ექუსნი განსაწმედელად ჰურიათა მათ; შთაისხის თითოეულმან მათგანმან ორ, ანუ თუ სამ საწყაულ.

7.  ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით ტაკუკნი ეგე წყლითა! - და აღავსნეს იგინი.

8.   და ჰრქუა მათ: აღმოიღეთ და მოართუთ პურისა უფალსა და მთავარსა ამის ტაძრისასა! - და მათ მოართუეს.

9.  და ვითარცა გემოჲ იხილა მთავარმან მან -- წყალი იგი ღჳნოდ გარდაქცეული, -- და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ ხოლო უწყოდეს, მიუგო სიძესა მას მთავარმან მან მის ტაძრისამან

10.  და ჰქუა: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველ ამსახურის და, რაჟამს დაითრვნიან, მაშინ ჯერკუალიცა. შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი მოაქამდე.

11.  ესე ყო დასაბამ სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოაცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.

12.  ამისა შემდგომად შთავიდა იესუ კაფერნაომდ, იგი თავადი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი, და მუნ იყო არამრავალ დღე.

13.  და იყო დღესასწაული იგი ჰურიათაჲ მოახლებულ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ.

14.  და პოვა ტაძარსა მას, რამეთუ ფრდიდეს ზროხასა და ცხოვარსა და ტრედსა, და კერმისმცვალებელნი, რამეთუ სხდეს.

15.  და ქმნა შოლტი საბლისაჲ და გამოასხა ყოველი ტაძრისაგან: და ცხოვარი და ზროხაჲ; და პილენძი თესლისმოფარდულთა მათ განუბნია და ტაბლები იგი დაამჴუა.

16.  და რომელნი-იგი ტრედსა ფრდიდეს, ჰრქუა მათ: განიღეთ ეგე ამიერ და ნუ შეიქმთ სახლსა მამისა ჩემისასა სავაჭროდ.

17. მაშინ მოიჴსენეს მოწაფეთა მათ მისთა, ვითარმედ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამოს მე.

18.  მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: რაჲ სასწაულ გჳჩუენო ჩუენ, რამეთუ მაგას იქმ?

19  მიუგო იესუ და ჰრქუა: დაარღჳეთ ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვჰმართო ეგე.

20.  ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ორმეოცდაექუსსა წელსა აღიშენა ტაძარი ეგე. და შენ სამსა დღ{ესა} აჰმართო ესე?

21.  ხოლო იგი იტყოდა ტაძრად ჴორცთა მათ თჳსთა.

22.  და რაჟამს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისი, ვითარმედ ესე არს, რომელსა-იგი იტყოდა, და ჰრწმენა წერილისაჲ მის და სიტყჳსაჲ მის, რომელ თქუა იესუ.

23.  და ვითარ იყო იერუსალჱმს დღესასწაულსა მას, მრავალთა ჰრწმენა სახელი მისი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა.

24.   ხოლო თავადი იესუ არას არწმუნებდა თავსა თჳსსა მათ ამისთჳს, რამეთუ თჳთ უწყოდა, რამეთუ ყოველთა უწყოდეს იგი.

25.  და არცა უჴმდა რაჲ მას, ვითარმცა წამა ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ თჳთ უწყოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა.

 

3

 

1.  და იყო კაცი ერთი ფარისეველთა მათგანი, ნიკოდემოზ სახელი მისი, მთავარი ჰურიათაჲ.

2.  ესე მოვიდა მისა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოვლინებულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების ესევითართა სასწაულთა ყოფად, რომელთა შენ იქმ, არა თუ ღმერთი იყოს მის თანა.

3.  მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართლიად მართალსა გეტყჳ შენ: არა თუ ვინ იშვეს ზე გარდამო, ვერ შევიდეს სასუფველსა ღმრთისასა.

4.  ჰრქუა მას ნიკოდემოზ: ვითარ ეგების კაცისა მოხუცებულისა ზეგარდამო შობაჲ? ეგებისმე მუცელსა დედისა თჳს{ი}სასა მეორედ შესლვად და გამოშ{ო}ბად?

5.  მიუგო იესუ და ჰრქუა: მართლიად მართალსა გეტყჳ შენ: უკუეთუ არავინ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ შევიდეს სასუფეველსა ღმრთისასა.

6.  რამეთუ შობილი ჴორცთაგან ჴორც არს, და შობილი სულისაგან სულ არს.

7.  შენ ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ ჯერ-არს თქუენდა შობაჲ ზეგარდამო.

8.  რამეთუ ქარი, სადა უნებს, ქრის, და ჴმაჲ მისი გესმის, ხოლო არა უწყი, ვინაჲ მოვალნ, ანუ ვიდრე ვალნ. ეგრეცა ყოველი შობილი სულისაგან.

9.  მიუგო ნიკოდემოს და ჰრქუა მას: ვითარ ეგების ეგე ყოფად?

10.  მიუგო იესუ და ჰრქუა: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ეგე არა იცი?

11.  მართლიად მართალსა გეტყჳ შენ, რამეთუ რაჲ უწყით, მას ვიტყჳთ, და რაჲ ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა მას ჩუენსა არა შეიწყნარებთ.

12.  ხოლო აწ ქუეყანისაჲ ესე-ღა გარქუ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გრქუა, გრწმენეს?

13.  და არავინ აჴდა ცად, არა თუ რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით -- ძე კაცისაჲ --, რომელ არს ცათა შინა.

14.  და ვითარცა მოსე აღამაღლა გუელი იგი უდაბნოსა მას, ეგრე ამაღლებად ჯერ-არს ძისა კაცისაჲსა,

15.  რამეთუ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, მიიღოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

16. რამეთუ ესრე შეიყუარა ღმერთმან სოფელი, ვიდრემდე ძე თჳსი მხოლოდშობილი მას ზედა მისცა, რამეთუ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ მიიღოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.

17.  რამეთუ არა ეგრე მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი სოფლად,რაჲთამცა დასაჯა სოფელი, არამედ რაჲთა იჴსნეს სოფელი მის გამო.

18.  რომელსა ჰრწმენეს იგი, არა დაისაჯოს, და რომელსა არა ჰრწმენეს იგი, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელი მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲ.

19.  და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, რამეთუ შეიყუარეს კაცთა ბნელი უფროჲს ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტნი.

20.  რამეთუ ყოველი რომელი იქმნ ბოროტსა, სძულნ ნათელი და არა მოვიდის ნათლად, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი.

21.  ხოლო რომელი ჰყოფნ ჭეშმარიტებასა, მოვიდის ნათლად, რაჲთა განცხადნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.

22.  ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა და მუნ იქცეოდა მოწაფითურთ და ნათელს-სცემდა.

23. მუნ იყო იოჰანეცა ენჵნს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი მრავალნი იყვნეს მუნ, და მოვიდეს და ნათელს-იღებდეს.

24.  რამეთუ არღა შეეგდო იოჰანე საპყრობილესა.

25.  ხოლო იყო გამოძიება მოწაფეთა მათ იოვანესთა ჰურიათა მიმართ განწმედისათჳს.

26.  მოვიდეს იოჰანჱსა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა, იგი ნათელს-სცემს და ყოველნი მივლენან მისა.

27.  მიუგო იოვანე და ჰრქუა: ვერშემძლებელ არს კაცი მოღებად თავით თჳსით არარაჲ, არა თუ მოცემულ იყოს მისა ზეცით გარდამო.

28.  თქუენ თჳთ მოწამე ხართ ჩემდა, რამეთუ გარქუ თქუენ, ვითარმედ: არა ვარ მე ქრისტჱ, არამედ მოვლინებულ ვარ წინა მისა.

29.  რამეთუ რომლისაჲ არნ სძალი, იგი არნ სიძჱ; ხოლო მიყუარი სიძისაჲ მის, რომელი დგან და ისმენნ მისსა, სიხარულით იხარებნ ჴმასა მის სიძისასა. აწ ესე სიხარული, რომელ ჩემი არს, აღსრულებულ არს.

30.  მისა ჯერ-არს აღორძინებაჲ და ჩემდა დაკლებაჲ.

31.  ზეგარდამომავალი ყოველთა ჟეჟთა არს. რომელი ქუეყანისა ამისგანი არს, ქუეყანისაგან არს და ქუეყანისასა იტყჳს; რომელი ზეცით გარდამოვალს,

32. რაჲცა იხილა და ესმა, წამებს, და წამებასა მას მისსა არავინ შეიწყნარებს.

33.  რომელმან შეიწყნაროს წამებაჲ მისი, აღიბეჭდა, ვითარმედ ღმერთი ჭეშმარიტ არს.

34.  რამეთუ რომელი-იგი ღმერთმან მოავლინა, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მისცა ღმერთმან სული იგი.

35.  მამასა უყუარს ძე და ყოველი მისცა ჴელთა მისთა.

36. რომელსა ჰრწმენეს ძჱ, მიიღოს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და რომელსა არა ჰრწმენეს ძჱ, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დაადგრეს მას ზედა.

 

4

 

1.  ვითარცა გულისხმა-ყო უფალმან, ვითარმედ ესმა ფარისეველთა მათ, რამეთუ იესუ უმრავლესთა დაიმოწაფებს და ნათელ-სცემს უფროჲს იოვანესა,

2.  არა თუ თჳთ იესუ ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,

3.  დაუტევა ჰურიასტანი ქუეყანაჲ და მივიდა მერმე გალილეად.

4.  და იყო მისა თანაწარსლვად სამარიასა

5.  მივიდა იგი ქალაქსა ერთსა სამარიტელთასა, რომელსა სახელი ერქუა სჳქარ, მახლობელად დაბასა მას, რომელ მისცა იაკობ ძესა თჳსსა იოსეფს.

6.  და მუნ იყო წყაროჲ ერთი იაკობისი, და იესუ, დამაშურალი გზისა მისგან, ჯდა წყაროსა მას თანა. და იყო ჟამი მეექუსჱ.

7.  მოვალს დედაკაც ერთ სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე.

8.  რამეთუ მოწაფენი მისნი შესლულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ.

9.  ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: შენ ჰურია ხარ, ვითარ ჩემგან სუმად ითხოვ, დედაკაცისა ამისგან სამარიტელისა? რამეთუ არასადა მიეახლნიან ჰურიანი სამარიტელთა.

10.  მიუგო მას იესუ და ჰრქუა: უკუეთუმცა უწყოდე შენ ნიჭი იგი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ, ვითარმედ: მასუ მე, შენმცა ითხოე მისგან, ქცა ხოლო თუმცა შენ წყალი იგი ცხოელი.

11.  ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, შენ სარწყული არა გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. აწ ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოელი?

12.  ნუთუ უდიდეს ხარ შენ მამისა მის ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღუმული მოგუცა ჩუენ? და თავადი მაგისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი.

13.  მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ყოველი რომელი სუმიდეს მაგის წყლისაგან, მერმეცა სწყუროდისვე.

14.  ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი ვსცე მას, არა სწყუროდის უკუნისამდე. ხოლო წყალი იგი, რომელი ვსცე მას, ეყოს მას წყარო წყლისა აღმოდინებულისაჲ ცხორებასა მას საუკუნესა.

15.  ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ეგე, რაჲთა არა მწყუროდის და არცა მოვიდე აქა ვსებად წყლისა.

16.  ჰრქუა მას იესუ: მივედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა.

17.  მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის მე ქმარ. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ არა მივის მე ქმარ,

18.  რამეთუ ხუთ ქმარ ცვალებულ არს შენდა, და რომელი-იგი აწ გივის, არა არს იგი შენი ქმარი; ეგე მართალი სთქუ.

19.  ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვჰგონებ, ვითარმედ წინაწარმეტყუელ ხარ შენ.

20.  მამანი იგი ჩუენნი მთასა ამას ზედა თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს ხოლო არს ადგილი, სადა ღირს თაყუანის-ცემაჲ.

21.  ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, შენ გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვიდენ ჟამნი, რაჟამს არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმსა თაყუანის-სცემდენ მამა{სა}.

22.  თქუენ თაყუანის-სცემთ მას, რომელი არა იცით, ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი-იგი ვიცით, რამეთუ ჴსნა{ჲ} ჰურიათაჲ არს.

23.  ხოლო მოვლენან ჟამნი, და აწვე არს, რაჟამს ჭეშმარიტნი თაყუანისმცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა თაყუანისმცემელთა ეძიებს.

24.  სული ღმერთ არს, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა ღირს თაყუანის-ცემაჲ.

25.  ჰრქუა დედაკაცმან მან: უწყი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტჱ. რაჟამს მოვიდეს, მან გჳთხრას ჩუენ ყოველი. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი-ესე გეტყჳ შენ. და ამას სიტყუასა მოიწინეს მოწაფენი მისნი და დაუკჳრდა, რამეთუ დედაკაცსა მას ეტყოდა. ხოლო არა ვინ ჰრქუა მათგანმან, ვითარმედ: რასა ეძიებ, ანუ რასა ეტყჳ მაგას?

28.  დაუტევა სარწყული იგი თჳსი დედაკაცმან მან და შევიდა ქალაქად, ჰრქუა კაცებსა მას:

29.  მოედით და იხილეთ კაცი ერთი, რომელმან მრქუა მე ყოველივე, რაჲცა მექმნა, ნუუკუე იგი იყოს ქრისტჱ იგი?

30.  გამოვიდოდეს ქალაქისა მისგან და მოვიდოდეს მისა.

31.  და ვიდრე არღა მოსრულ იყვნეს მისა, ევედრებოდეს მას და ეტყოდეს მოწაფენი მისნი: მოძღუარ, პური ჭამე!

32.  მან ჰრქუა მათ: მე საჭმელი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით.

33.  იტყოდეს მოწაფენი იგი ურთიერთა{ს}: ნუთუ მოართუა ვინ მაგას ჭამად?

34.  ჰრქუა მათ იესუ: ჩემი სა{ჭ}მელი იგი არს, რაჲთა ვყ{ო} ნებაჲ მისი, რომელმან მო{მ}ავლინა მე, და აღვა{ს}რულნე საქმენი მის{ნი}.

35.  არა თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ოთხ თუეღა, და მკა{ჲ} მოიწიოს? აჰა, გეტყ{ჳ} თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანობირი ეგე, რამეთუ განთეთრებულ არიან და ახან მკად.

36.  და რომელმან მომკოს, სასყიდელი მიიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხოვრებასა მას საუკუნესა, რაჲთა მთესველი იგი და მომკალი იხარებდენ ერთად.

37.  ამით არს სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტ, რამეთუ სხუაჲ არს, რომელი სთესავს, და სხუაჲ არს, რომელმან მომკოს.

38.  მე წარგავლინებ თქუენ მომკად, რომელსა არა თქუენ შუერით, სხუანი დაშურეს, და თქუენ ნაშრომსა მათსა შეხუედით.

39.  და ქალაქისა მისგან სამარიტელთაჲსა მრავალთა ჰრწმენა იგი სიტყჳთა დედაკაცისა მის წამებითა, ვითარმედ: მრქუა მე ყოველივე, რაჲცა მექმნა.

40. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას ყოფად მათ თანა. და იყო მუნ ორ დღე.

41. და უფროჲს და უმეტეს მრავალთა ჰრწმენა მისი სიტყუათა მისთათჳს.

42. და ეტყოდეს დედაკაცსა მას: არა ამიერითგან სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმის მაგისგან და უწყით, რამეთუ ეგე არს ჭეშმარიტად მჴსნელი სოფლისაჲ.

43. და ორისა დღისა შემდგომად მოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად.

44.  რამეთუ თჳთ თავადმან წამა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი თჳსსა სოფელსა შეურაცხ არნ.

45.  ხოლო რაჟამს-იგი მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა მათ, რამეთუ ეხილვაცა მრავალი სასწაული, რომელ ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას, რამეთუ იგინიცა მისრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.

46.  მივიდა მერმე კანას გალილეაჲსასა, სადა-იგი გარდააქცია წყალი ღჳნოდ. და მუნ იყო სეფეწულ ერთ, რომლისა ძჱ თჳსი იდვა სნეული კაფერნაომს.

47.  მას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოსლულ არს ჰურიასტანით გალილეად, მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა გარდავიდეს და განკურნოს ძჱ იგი მისი, რამეთუ მიახდა სიკუდიდ.

48.  ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ნიშ და სასწაულ არა იხილოთ, არა გრწმენეს.

49.  ჰრქუა მას სეფეწულმან მან: უფალო, გარდამოვედ, ვიდრე არღა მომკუდარ არს ყრმაჲ იგი ჩემი.

50.  ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ძე იგი შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ მისი, რომელ ჰრქუა, და წარვიდა.

51.  და ვითარ გარდამოვიდოდა, მოეგებვოდეს მას მონანი მისნი სიხარულით და თქუეს, ვითარმედ: ყრმაჲ იგი შენი ცოცხალ არს. ჰკითხვიდა მათ ჟამისა მისთჳს: რომელსა მოჰქარდა? ჰქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა დაუტევა იგი სიცხემან.

53.  მოეგონა მამასა მისსა ჟამი იგი, რომელსა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას თავადსა და ყოველსა სახლსა მისსა.

54.  ესე მერმე მეორე სასწაული ყო იესუ, მოსრულ ჰურიასტანით გალილეად.

 

5

1.  ამისა შემდგომად დღესასწაული იყო ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ.

2.  და იყო იერუსალჱმს ცხოვართსაბანელსა მას, რომელსა ერქუმის ჰებრაელებრ ბეთესდა, ხუთ ეზოდ იყო,

3.  რომელსა დავრდომილი ისხა სიმრავლჱ ფრიად სნეულთაჲ, ბრმათაჲ, განჴმელთაჲ, მკელობელთაჲ, რომელნი მოელოდეს წყლისა მის აღმრღუევასა.

[[4.]]

5.  და მუნ იყო კაცი ერთი, რომელსა ათურამეტი წელი დაეყო სნეულებასა შინა.

6.  იგი ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ დავრდომილი იდვა, უწყოდა, რამეთუ მრავალი ჟამი დაეყო მუნმდე, ჰრქუა მას: გნებავს, ვითარმცა ცოცხალ იქმენ?

7.  ჰრქუა მას სნეულმან მან: უფალო, კაც არა ვინ მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, შთა-მცა-მაგდო საბანელსა მას. ვიდრე მე მივტონტმანებდი, სხუაჲ ჩემსა უადრეს შთაჴდის.

8.  ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ!

9.  და განიკურნა კაცი იგი და აღდგა, აღიღო ცხედარი თჳსი და იქცეოდა. და იყო შაფათი დღე იგი.

10. ჰრქუეს ჰურიათა მათ განკურნებულსა მას: შაფათი არს და არა წეს იყო შენდა აღკიდებად ცხედრისა მაგის.

11.  მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა, მან მრქუა მე: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე.

12.  ჰკითხვიდეს მას: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და იქცეოდე?

13.  ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ იყო, რამეთუ იესუ მიჰრიდა ამბოხისა მისგან მოადგილსა მას.

14.  ამისა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას და ჰრქუა მას: აჰა, ეგერა, განკურნებულ ხარ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი გეყოს.

15.  წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ იყო, რომელმან-იგი განმკურნა მე.

16.  და ამისთჳს სდევნიდეს იესუს ჰურიანი იგი, რამეთუ ამას იქმოდა შაფათსა შინა.

17. მიუგო მათ იესუ: მამაჲ ჩემი მოაქაჟამადმდე იქმნ და მეცა ვიქმ.

18. ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად, რამეთუ არა ხოლო შაფათთა დაჴსნისათჳს, არამედ რამეთუ მამად თჳსა იჩემებდა ღმერთსა და თავსა თჳსსა ასწორობდა ღმერთსა.

19.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: ვერ ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არა თუ იხილოს, რასა მამაჲ იქმნ, რამეთუ რასაც იგი იქმს, მისა მსგავსადცა ძჱ იქმს.

20.  რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რასაცა იგი იქმს, და უდიდეს-ღა ამისსა უჩუენნეს მას საქმენი, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს.

21. რამეთუ ვითარცა მამამან აღადგინნეს მკუდარნი და ცხოელ-ყვნეს, ეგრეცა ძემან, რომელთაჲ უნდეს, ცხოელ-ყვნეს.

22.  და არცა მამაჲ შჯიდეს ვის, არამედ სასჯელი ყოველი მისცა ძესა,

23.  რაჲთა ყოველნი პატივსა უყოფდენ ძესა, ვითარცა პატივსა უყოფენ მამასა. რომელმან ადიდოს ძე, ადიდოს მამაჲცა, მომავლინებელი მისი.

24. მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუაჲ ჩემი ისმინოს და ჰრწმენეს იგი, რომელმან მომავლინა მე, მიიღოს ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ, და სასჯელსა არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად.

25. მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ესმოდის ჴმაჲ ძისა მის ღმრთისაჲ; და რომელთა ესმოდის, ცხონდენ.

26.  რამეთუ ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრევე მისცა ძესა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.

27.  და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას, რაჲთა შჯიდეს, და რამეთუ ძე კაცისაჲ არს.

28.  ესე რაჲსა გიკჳრს? რამეთუ მოვიდეს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ სამარეებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ.

29.  და გამოვიდოდიან ღებ წამებასა, არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ განერნეთ.

30. არა ჴელ-მეწიფების მე თავით ჩემით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი. და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა.

31. უკუეთუ მე ვწამო ჩემთჳს, და წამებაჲ ჩემი არა ჭეშმარიტ არს.

32. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და თქუენ იცით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, რომელ წამა ჩემთჳს.

33. თქუენ მიუვლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტებისა მისთჳს.

34. ხოლო მე არა კაცისაგან მოვიღებ წამებასა, არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ განერეთ.

35.  იგი იყო სანთელი, რომელი აღნთებული ნათობდა, და თქუენ ინებეთ ჟამ ერთ მხიარულ-ყოფაჲ ნათელსა მისსა.

36.  ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესა, რაჲთა საქმენი იგი, რომელ მომცნა მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი. იგივე საქმენი, რომელთა ვიქმ, წამებენ ჩემთჳს, რამეთუ მამამან მომავლინა მე.

37. და რომელმან მომავლინა მე მამამან, იგი წამებს ჩემთჳს. თქუენ არასადა ჴმაჲ მისი გესმა და არცა ელვაჲ მისი გიხილავს.

38. და არცა სიტყუანი მისნი არიან თქუენ შორის დამკჳდრებულ, რამეთუ რომელი მან მოავლინა, თქუენ არა გრწამს.

39.  გამოიძიეთ წიგნები, რამეთუ თქუენ ჰგონებთ მათ გამო დაპყრობად ცხორებისა მის საუკუნოჲსა; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს, რომლითა ჰგონებთ ჩემთჳს დაპყრობად ცხორებისა.

40.  და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს.

41.  მე დიდებასა კაცთაგან არა მოვიღებ.

42.  არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს.

43. მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ მე. სხუაჲ თუ ვინმე მოვიდეს თჳსითა სახელითა, იგი შეიწყნაროთ.

44.  ვითარ შეუძლოთ სარწმუნოებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?

45.  ნუ ჰგონებთ, ვითარმცა მე ძჳრისმეტყუელ-რაჲმე-ვყავ თქუენთჳს წინაშე ღმრთისა; არს, რომელი ძჳრისმეტყუელ არს თქუენთჳს, მოსე, რომელსა-იგი თქუენ ესავთ.

46. უკუეთუმცა თქუენ გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა.

47.  უკუეთუ მისთაჲ მათ დაწერილთაჲ არა გრწამს, ვითარ ჩემთა ამათ სიტყუათაჲ გრწმენეს?

 

6

1.  ამისა შემდგომად წარვიდა იესუ წიაღ ზღუასა მას გალილეაჲთ კერძო ტიბერიაჲსასა.

2.  და შეუდგა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა ჰყოფდა სნეულთა ზედა.

3.  აჴდა მთასა იესუ და მუნ დაჯდა მოწაფითურთ.

4.  და იყო მოახლებულ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ.

5. აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა ერი მრავალი, რომელ მოვიდოდა მისა. რქუა ფილიპპეს: ვინაჲ უყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ?

6. ამას ეტყოდა გამოცდით, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ-იგი ეგულებოდა ყოფად.

7.  მიუგო მას ფილიპპე: ორასისა დრაჰკნისაჲ პური ვერ ეყოს მათ, და ღათუ თითოეულად მცირედ რაჲ მიიღონ.

8.  რქუა მას ერთმან მოწაფეთაგანმან, ანდრია, ძმამან სჳმონ-კლდისამან:

9.  არს აქა ყრმაჲ ერთი, რომელსა აქუს ხუთ ჴუეზა ქრთილის და ორ თევზ, ხოლო ესე რაჲ მყოფ არს ესდენსა ამას?

10. ჰრქუა იესუ: ინაჴ-უდგთ კაცებსა მაგას. და იყო დიდად თივლოვან ადგილი იგი, და ინაჴ-იდგა კაცებმა მან, რიცხჳთ ხუთ ათასმან.

11.  და მოიღო პური იგი იესუ, ჰმადლობდა და განუყო მეინაჴეთა მათ. ეგრეცა თევზთა მათგან, რავდენცა უნდა.

12. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა მათ თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ნამუსრევისაჲ მაგის, რაჲთა არაჲ წარწყმდეს.

13.  შეკრიბეს და აღავსეს ნამუსრევითა მით ათორმეტი კუელი ხუთთა მათ ქრთილისა პურთაგან, რომელ დაშთა მჭამელთა მათგან.

14.  ხოლო კაცებმან მან ვითარცა იხილა სასწაული იგი, რომელ ქმნა, იტყოდეს: ჭეშმარიტად ესე არს წინაჲსწარმეტყუელი, რომელი მოსლვად იყო სოფლად.

15.  იესუ ვითარცა გულისხმა-ყო, რამეთუ ეგულებოდა წარტა-ცებაჲ მისი, რაჲთამცა ყუეს მეუფე, მიჰრიდა მერმე მთად კერძო მარტომან.

16. და ვითარცა დამწუხრდა, გარდამოჴდეს მოწაფენი მისნი ზღჳსკიდესა მას

17. და შესხდეს ნავსა, წიაღვიდოდეს ზღუასა მას კაპარნაუმდ კერძო. და, აჰა, დაბნელდა, და ვიდრე არღა მოწევნულ იყო მათა იესუ,

18. და ზღუაჲ იგი ძლიერთა ქართაგან აღირღოდა.

19.  და შესლულ იყვნეს ვითარ ოცდახუთ ოდენ ასპარეზ, ანუ ოცდაათ, ხედვიდეს იესუს, რამეთუ ვიდოდა ზღუასა მას და მოეახლა ნავსა მას. შეძრწუნდეს დიდად.

20. და ჰრქუა მათ: მე ვარ, ნუ გეშინინ!

21.  და უნდა აღსლვაჲ მისი ნავსა მას. და მეყსეულად მიიწია ნავი იგი ქუეყანასა მას, რომელსა მივიდოდეს.

22. ხვალისაგან ერი იგი, როემელ დგა წიაღ ზღუასა მას, ხედვიდა, რამეთუ სხუა ნავ არა იყო მუნ, გარნა ერთი ხოლო, რომელსა შინა იყვნეს მოწაფენი იგი იესუსნი, რამეთუ არა შესრულ იყო იესუ მოწაფეთა მათ თჳსთა თანა ნავსა მას, გარნა მოწაფენი იგი ხოლო მისნი წარვიდეს.

23.  სხუანი ნავნი მოვიდოდეს ტიბერიაჲთ მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი პური ჭამეს.

24.  და ვითარ იხილა ერმან მან, რამეთუ იესუ არა მუნ შინა არს და არცა მოწაფენი მისნი, მიიქციეს ნავი იგი და მივიდეს კაპარნაუმდ მოძიებად იესუჲსა.

25.  და ვითარცა პოეს იგი წიაღ ზღუასა მას, ჰრქუეს მას: ჰრაბი, ოდეს მოხუედ აქა?

26.  მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: მეძიებდით მე არა თუ სასწაულისა ხილვისათჳს, არამედ რამეთუ ჰჭამეთ პურისა მისგან და განსძეღით.

27. წარვედით, იქმოდეთ ნუ წარსაწყმედელსა მას ჭამადსა, არამედ საჭმელსა მას, რომელი დაშთეს ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ესე მამამან დაჰბეჭდა ღმერთმან.

28.  ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა საქმეთა ღმრთისათა ვიქმოდით?

29.  მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ესე არიან საქმენი ღმრთისანი, რაჲთა გრწმენეს იგი, რომელმან მომავლინა მე.

30. ჰქუეს მას: რაჲ სასწაულ ჰყო, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს? რაჲ ჰქმნე?

31.  მამათა მათ ჭამეს მანანაჲ იგი უდაბნოსა მას, ვითარცა წერილ არს: პური ცათაჲ მოსცა მათ ჭამად.

32.  ჰრქუა მათ იესუ: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: არა თუ მოსე მოგცა თქუენ პური იგი ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცეს თქუენ პური ზეცით ჭეშმარიტი.

33.  რამეთუ პური ღმრთისა მიერ არს, რომელი გარდამოვალს ზეცით და ცხორებასა მისცემს სოფელსა.

34.   ჰრქუეს: უფალო, გუეც ჩუენ პური იგი ყოველსა ჟამსა.

35.  ხოლო ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ვჰრწმენე მე, არასადა სწყუროდის.

36. არამედ რამეთუ გარქუ თქუენ, რამეთუ: მიხილეთ მე და არა გრწამს.

37.  ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდენ; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე.

38.  რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა თუ ვითარმცა ნებაჲ ჩემი ვყავ, არამედ ნებაჲ მისი, რომელმან მომავლინა მე.

39.  ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მომცა მე მამამან, არა წარვწყმიდო მათგანი, არამედ აღვადგინო იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.

40.  ესე არს ნებაჲ მამისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველმან, რომელმან იხილოს ძჱ და ჰრწმენეს იგი, მიიღოს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.

41.  დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი გარდამოსრული ზეცით,

42.  და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსეფისი, რომლისაჲ ვიცით დედაჲ და მამაჲ? აწ ვითარ იტყჳს, ვითარმედ: მე ცით გარდამოვჴედ?

43. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა სდრტჳნავთ ურთიერთას?

44.  ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, არა თუ მამამან, რომელმან მომავლინა, მიიზიდოს იგი, და მე აღვადგინო იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.

45. წერილ არს წინაწარმეტყუელთა: და იყვნენ ყოველნი განსწავლულ ღმრთისა მიერ. ყოველსა რომელსა ესმეს მამისაგან და ისწაოს, მოვიდეს ჩემდა.

46.  არა თუ მამაჲ ვის უხილავს, გარნა რომელი-იგი არს ღმრთისაგან, მან იხილა მამაჲ.

47. მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს, მოიღოს ცხორებაჲ იგი საუკუნჱ.

48.  მე ვარ პური ცხორებისაჲ.

49. მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს.

50.  ესე არს პური იგი ზეცით გარდამოსრული, რამეთუ რომელმან ჭამოს ამისგან, არა მოკუდეს.

51.  მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. რომელმან ჭამოს პურისა ამისგან, ცხონდეს უკუნისამდე. და პური იგი, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელი მე მივსცე ცხორებისათჳს სოფლისაჲსა.

52.  ჰჴდებოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ შემძლებელ არს ესე მოცემად ჩუენდა ჴორცი იგი თჳსი ჭამად?

53.  ჰრქუა მათ იესუ: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: არა თუ ჰჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა თქუენთაჲ.

54.  რომელმან ჭამოს ჴორცი ჩემი და სუას სისხლი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, მე აღვადგინო იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.

55.  რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი არს საჭმელი, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი არს სასუმელი.

56. რომელმან ჭამოს ჴორცი ჩემი და სუას სისხლი ჩემი, ჩემ თანა დაიმკჳდროს, და მე -- მის თანა.

57.  ვითარცა მომავლინა მე მამამან ცხოველმან, და მე ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელმან ჭამოს ჴორცი ჩემი, იგი ცხონდეს ჩემ გამო.

58.  ესე არს პური ზეცით გარდამოსრული, არა ეგრე, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ იგი და მოწყდეს. რომელმან ჭამოს პური ესე, ცხონდეს უკუნისამდე.

59. ამას ეტყოდა ერსა მას სწავლასა მას შინა კაფარნაუმს.

60. და მრავალთა მოწაფეთა მისთაგანთა ვითარცა ესმა, იტყოდეს და თქუეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ეგე. ვინ უძლოს სმენად მაგის?

61.  ვითარცა გულისხმა-ყო იესუ თავით თჳსით, ვითარმედ დრტჳნვენ მისთჳს მოწაფენი იგი მისნი, ჰრქუა: ეგე დაგაბრკოლებს თქუენ?

62.  აწ უკუეთუ იხილოთ ძჱ კაცისაჲ, რამეთუ აღვიდოდის, სადა იყო პირველ?

63.  სული არს განმაცხოველებელი, ჴორცი არას არგებს. სიტყუასა, რომელსა გეტყოდე მე თქუენ, სული არს და ცხორება არს.

64.  რამეთუ უწყოდა იესუ დასაბამითგან ვინ არიან, რომელთა არა ჰრწმენეს, და ვინ არს, რომელმან მისცეს იგი.

65.  და თქუა: ამისთჳს გეტყოდე თქუენ, ვითარმედ: ვერვინ მოვიდეს ჩემდა, არა თუ მიცემულ იყოს მისა მამისა მიერ ჩემისა.

66.   ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნდგეს და არა იქცეოდეს მის თანა.

67. ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვად?

68.  მიუგო სჳმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვიდრე ვიდეთ? სიტყუაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ გაქუს.

69.  და ჩუენ გურწმენა და გიცანთ, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ.

70.  მიუგო მათ იესუ: არა თქუენ ათორმეტნი გამოგირჩიენ? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს.

71. და იტყოდა იუდა სჳმონის სკარიოტელისათჳს, რამეთუ მას ეგულებოდა მიცემაჲ მისი და იგი იყო ერთი ათორმეტთაგანი.

 

7

1. და ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას, რამეთუ არა უნდა, ვითარმცა ჰურიასტანს იქცეოდა, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად.

2.  და იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათა ტალავრობისაჲ.

3.  ჰრქუეს მას ძმათა მისთა: წარვედ ამიერ და მივედ ჰურიასტანდ, რაჲთა მოწაფეთა მათ იხილნენ საქმენი ეგე, რომელთა იქმ.

4.  რამეთუ არა არს, რომელი დაფარულად რას ვინ იქმნ და გამოაჩინებნ თავსა თჳსსა კადნიერ-ყოფად. უკუეთუ მაგას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა.

5.  რამეთუ ძმათა მისთაცა არა-ვე ჰრწმენა მისი.

6.  ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო თქუენი ჟამი ყოველსა ჟამსა განმზადებულ არს.

7.  ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა ამას მოძულებაჲ თქუენი, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვამხილებ მას, რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ არიან.

8.  თქუენ აღვედით, მე არა აღვიდე დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჩემი ჟამი არღა აღვსებულ არს.

9.  ესე ვითარცა თქუა, თავადი დადგა მუნვე გალილეას.

10. ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი, მაშინ თჳთცა აღვიდა დღესასწაულსა მას არა ცხადად, არამედ ფარულად.

11.  და ჰურიანი იგი ეძიებდეს დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადამე არს იგი?

12.  და დრტჳნვაჲ იყო შორის ერსა მას მისთჳს. რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: კეთილ არს; სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა ამას.

13. და ვერვინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.

14.  განზოგებასა ოდენ მის დღესასწაულისასა აღვიდოდა იესუ ტაძარსა მას და ასწავებდა.

15.  და დაუკჳრდებოდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარმე წიგნი იცის ამან, რამეთუ უსწავიეს მებრ არა?

16.  მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მისი არს, რომელმან მომავლინა მე.

17.  უკუეთუ უნდეს ვისმე ნებისა მისისა ყოფად, გულისხმა-ყავნ მოძღურებისაჲ ამის: ღმრთისაგან თუ არს, ანუ მე თავით ჩემით ვიტყჳ.

18. რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; რამეთუ რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და ზაკუვა არა არს მის თანა.

19.  არა მოსე მოქცა თქუენ შჯული, და არავინ თქუენგანი ჰყოფს შჯულსა მას. რაჲსა მეძიებთ მე მოკლვად?

20. მიუგეს ერმან მან და ჰრქუა: ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?

21.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ერთ საქმე ვქმენ, და გიკჳრს ამისთჳს.

22. მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ, რამეთუ არა მოსესგან იყო, არამედ მამათა მათგან, და დღესა შაფათსა წინადასცჳთით კაცსა.

23. უკუეთუ წინადაეცჳთის კაცსა დღესა შაფათსა, რაჲთა შჯული იგი მოსესი ნუმცა დაჰჴსნდების, ჩემდა გული გიწყრების, რამეთუ სრულიად კაცი განვაცხოველე შაფათსა შინა?

24.  ნუ თუალთ-ხუმით შჯით, არამედ მართალი საშჯელი შაჯეთ.

25. იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე იგი არს, რომელსა ეძიებდეს მოკლვად?

26.  აჰა, ესერა, განცხადებულად იტყჳს, და არას ეტყჳს მაგას. ნუთუ ჭეშმარიტად უცნობიეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ქრისტჱ იგი?

27.   არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტჱ იგი რაჟამს მოვიდეს, არავინ უწყის, ვინაჲ იყოს.

28.  ღაღატ-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და უწყით, ვინაჲ ვარი; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, არამედ ჭეშმარიტ არს, რომელმან მომავლინა მე, რომელი-იგი თქუენ არა იცით.

29.  მე ვიცი იგი, რამეთუ მისგან ვარ, და მან მომავლინა მე.

30.  და ეგულვა მისი შეპყრობაჲ, და გამოვიდა ჴელთა მათთაგან, და არავინ მიყო მისა ჴელი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.

31.  და მრავალთა მის ერისაგანთა ჰრწმენა მისი და იტყოდეს: ქრისტჱ იგი რაჟამს მოვიდეს, ნუთუ უმეტესსა სასწაულსა რას ჰყოფდეს, რომელ ესე იქმს?

32. და ესმა ფარისეველთა მათ დრტჳნვაჲ ერისაჲ მის მისთჳს. წარავლინეს მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთამცა შეიპყრეს იგი.

33.  ჰრქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარი და მივალ მომავლინებელისა ჩემისა.

34.  მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სადა-იგი ვარ მე, თქუენ ვერ მოხჳდეთ.

35.  იტყოდეს ჰურიანი იგი ურთიერთას: ვიდრემე ეგულების მისლვად, და ჩუენ ვერ ვპოოთ ეგე? ნუუკუე მიმოგანბნეულთა მათ წარმართთა მივიდეს და ასწავებდეს წარმართთა მათ?

36. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ თქუა: მეძიებდეთ მე და არა მპოოთ, და სადა-იგი ვარ მე, თქუენ ვერ მოხჳდეთ?

37.  დასასრულსა მას დღესა დიდისა მის დღესასწაულისასა დგა იესუ, ღაღადებდა და იტყოდა: ჰწყურის თუ ვისმე, მოვედინ ჩემდა, -- სუნ.

38.  რომელსა ჰრწმენეს ჩემდამო, ვითარცა იტყჳს წიგნი, მდინარენი მუცლისა მისისაგან გამოდიოდიან წყალთა ცხოველთანი.

39. ამას იტყოდა სულისა მისთჳს, რომელ მოღებად იყო, რომელთა ჰრწმენა იგი, რამეთუ არღა იყო სული, რამეთუ იესუ არღა დიდებულ იყო.

40.  რომელთამე ერისა მისგანთა ვითარცა ესმოდა სიტყუაჲ ესე, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტი წინაწარმეტყუელი;

41.  სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტჱ იგი; ხოლო ზოგნი იტყოდეს: ნუ გალილეაჲთ მოსლვად არს ქრისტჱ?

42. არა წიგნნი იტყჳან, ვითარმედ ნათესავისაგან დავითისი და ბეთლემით დაბით, სადა-იგი დავით იყო, მიერ მოსლვად არს ქრისტჱ?

43.  და იყო წვალება შორის ერსა მას მისთჳს.

44. და რომელთამე უნდა შეპყრობაჲ მისი, ხოლო ვერვინ მიყო მისა ჴელი.

45.  და მოვიდეს მუნვე მსახურნი იგი მღდელთანი და ფარისეველთანი და ჰრქუეს მათ ამათ: რად არა მოიყვანეთ იგი?

46.  მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ეგრე ვის უთქუამს კაცსა, ვითარ მას კაცსა.

47.  მიუგეს ფარისეველთა მათ და ჰრქუეს: ნუთუ თქუენცა შესცეთით?

48.  ნუთუ მთავართა მათგანსა ვის ჰრწმენა მისი ანუ თუ ფარისეველთაგანსა?

49. ხოლო იგი ამბოხებაჲ აღრეული, რომელთა არა იციან შჯული, შეჩუენებულ არიან.

50. ჰრქუა ნიკოდემოს მათ, რომელი-იგი მოსრულ იყო მისა ღამჱ წინაჲსწარ, და იგი იყო ერთი მათგანი:

51. ნუთუ შჯული ჩუენი დაშჯის კაცსა, არა თუ ესმეს პირველ მისგან, ანუ თუ გულისხმა-ყონ, რასა იქმს?

52.  მიუგეს მას და ჰრქუეს: ნუთუ შენცა გალილეველ ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ წინაწარმეტყუელი გალილეაჲთ არა აღდგეს.

 

8

 

[[7,53 – 8,1-11]]

12. მერმე ეტყოდა იესუ და ჰრქუა: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი მომდევდეს მე, ბნელსა არა ვიდოდის, არამედ მიიღოს ნათელი ცხორებისაჲ.

13.  ჰრქუეს ფარისეველთა მათ: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ.

14.  მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: და თუ ვწამებ თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ უწყი, ვინაჲ მოსულ, ანუ ვიდრე ვალ.

15. თქუენ ჴორცთაებრ შჯით, ხოლო მე არავის ვშჯი.

16.  და თუ ვშჯი, საშჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.

17.  და შჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორთა კაცთა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.

18. მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.

19.  ჰრქუეს მას: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მე მიცოდეთ, ვინ უწყის, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ.

20.  ამას სიტყუასა ეტყოდა სახლსა მას შინა საფასისასა რაჟამს ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი.

21.  ჰრქუა მათ: მე ვარ იესუ. მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ, და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ, რამეთუ მე ვიდრე-იგი მივალ, თქუენ ვერ მოხჳდეთ.

22.  იტყოდეს ჰურიანი იგი: ნუთუ მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ მოხჳდეთ?

23.  და ჰრქუა მათ: თქუენ ქუესკნელისა მისგანნი ხართ, და მე ზესკნელისა მისგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, მე არა ვარ ამის სოფლისაგანი.

24.  ხოლო გარქუ თქუენ, ვითარმედ: ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, ვითარმედ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა.

25.  ჰრქუეს მას: შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველ ესე, რამეთუ გეტყჳცა თქუენ.

26.  მრავალი მაქუს თქუენთჳს სიტყუაჲ და სასჯელი, ხოლო რომელმან მომავლინა მე მამამან, ჭეშმარიტ არს, და მე რაჲ მესმა მისგან, მას ვეტყჳ სოფელსა ამას.

27. და არა გულისხმა-ყვეს, რამეთუ მამისა თჳსისათჳს ეტყოდა მათ.

28.  ჰრქუა მათ იესუ: რაჟამს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავლა მე მამამან, მას ვიტყჳ.

29.  და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დაუტევებიე მე მარტოჲ, რამეთუ მე სათნოებათა მისთა ვჰყოფ მარადის.

30.  ამას ვითარცა იტყოდა, მრავალთა ჰრწმენა მისი.

31.  ჰრქუა იესუ ჰურიათა მათ მორწმუნეთა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტნი მოწაფენი ჩემნი იყვნეთ.

32.  და გულისხმა-ჰყოთ ჭეშმარიტებაჲ, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ.

33. მიუგეს მას და ჰრქუეს: ნათესავნი აბრაამისნი ვართ და არასადა ვის ვჰმონეთ; ვითარ შენ იტყჳ, ვითარმედ: თავისუფალ იქმნეთ?

34.  მიუგო იესუ: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: რამეთუ ყოველი, რომელი იქმს ცოდვასა, მონა არს ცოდვისა.

35.  და მონამან არა დაიმკჳდრის უკუნისამდე სახლსა შინა, ხოლო ძემან დაიმკჳდრის უკუნისამდე.

36.  უკუეთუ ძემან თქუენ განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ.

37. უწყი, რამეთუ ნათესავნი აბრაამისნი ხართ, ხოლო მეძიებთ მე მოკლვად, რამეთუ სიტყუაჲ ჩემი ვერ დაიტია თქუენ შორის.

38.  მე რაჲ ვიხილე მამისა ჩემისა თანა, ვიტყჳ; და თქუენ რაჲ გესმა მამისა თქუენისაგან, იქმთ.

39. მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა: უკუეთუმცა შვილნი აბრაამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაამისთა იქმოდეთ.

40.  ხოლო აწ მეძიებთ მე მოკლვად, კაცსა ერთსა, რომელი ჭეშმარიტსა გეტყჳ, რაჲ მესმა მამისაგან ჩემისა. ეგე აბრაამმან არა ქმნა.

41.  თქუენ იქმთ საქმეთა მამისა თქუენისათა. ჰრქუეს მას: ჩუენ სიძვისაგან არა შობილ ვართ, ერთი არს მამაჲ ჩუენი -- ღმერთი.

42.  ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ღმერთი იყო მამაჲ თქუენი, გიყუარდი სამემცა მე, რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ და არა თუ თავით თჳსით მოვედ, არამედ მან მომავლინა მე.

43. რად არა სიტყუანი ჩემნი გულისხმა-ჰყვენით? ამისთჳს, რამეთუ ვერშემძლებელ ხართ სმენად სიტყუათა ჩემთა.

44.  თქუენ მამისა ეშმაკისაგანნი ხართ და გულის-თქუმათა მამისა თქუენისათა გნებავს საქმედ; იგი კაცისმკლველი იყო დასაბამითგან და ჭეშმატებასა არა დაადგრა, რამეთუ რა არს ჭეშმარიტებაჲ მის თანა. რაჟამს იტყჳნ ცრუსა, თჳსთა მათ მიმართ იტყჳნ, რამეთუ ცრუ არს და მამაჲცა მისი.

45.  ხოლო მე რამეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ, არა გრწამს ჩემი.

46. ვინ თქუენგანი შემეტყუების მე ცოდვათათჳს? უკუეთუ ჭეშმარიტსა გეტყჳ, ვითარ არა გრწამს ჩემი?

47.  რომელი-იგი არს ღმრთისაგან, სიტყუათა ღმრთისათა ისმენს, და თქუენ ამისთჳს არა გესმის, რამეთუ არა ხართ ღმრთისაგანნი.

48.  მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთ, ვითარმედ: სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა?

49.  მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემ თანა ეშმაკი არა არს, არამედ პატივ-უყოფ მამასა ჩემსა, და თქუენ მაგინებთ მე.

50. მე არა ვეძიებ დიდებასა ჩემსა; არს, რომელმან იძიოს და საჯოს.

51.  მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე.

52.  ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: აწ უწყით, რამეთუ ეშმაკი არს შენ თანა: აბრაამი მოკუდა და წინაწარმეტყუელნიცა იგი, და შენ იტყჳ: სიტყუანი ჩემნი თუ ვინმე ისმინნეს, არა იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ უკუნისამდე.

53. ნუთუ შენ უდიდეს ხარ, მამისა ჩუენისა აბრაამისა, რომელი-იგი მოკუდა, და წინაჲსწარმეტყუელნიცა იგი მოწყდეს? აწ შენ ვინ გგონიეს თავი შენი?

54.  მიუგო იესუ და ჰრქუა: მე თუ ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაჲ ჩემი არარაჲ არს. არს მამაჲ, რომელმან მადიდოს მე, რომლისათჳს თქუენ იტყჳთ, ღმერთი ჩუენი არს.

55.  და არა გიცნობიეს იგი, ხოლო მე ვიცი იგი; და თუ ვთქუა, თუ: არა ვიცი იგი, თქუენებრ ცრუ ვიპოო, არამედ ვიცი იგი და სიტყუათა მისთა ვიმარხავ.

56. აბრაამს, მამასა თქუენსა, სწადოდა ხილვაჲ დღისა ჩემისაჲ, იხილა და განიხარა.

57.  ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ერგასის წელ არღა არს შენი, და აბრაამი იხილეა?

58.  ჰრქუა მათ იესუ: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: წინავე აბრაამისა ყოფამდე ვიყავ მე.

59.  ქვები აღიღეს, რაჲთამცა დაჰკრიბეს მის ზედა. იესუ მიჰრიდა და განვიდა ტაძრისა მისგან.

 

9

1.  და ვითარ წარვიდოდა, იხილა კაცი ერთი -- ბრმაჲ შობითგანი.

2.  ჰკითხეს მას მოწაფეთა მათ მისთა და ჰრქუეს: ჰრაბბი, ვისი ბრალი არს: ამისი, ანუ მშობელთა თჳსთაჲ, რამეთუ ბრმაჲ იშვა?

3.  მიუგო იესუ: არა მაგისი ბრალი არს და არცა მშობელთა მაგისთაჲ, არამედ რაჲთა განცხადნენ საქმენი ღმრთისანი მაგის ზედა.

4. და ჩუენდა ჯერ-არს საქმედ საქმისა, რომელმან მომავლინა მე, ვიდრე დღისი არს; მოვალს ღამჱ, რომელსა ვერვინ იქმოდის.

5. ვიდრე სოფელსა ამას ვარ, ნათელ ვარ სოფლისა.

6.  ესე ვითარცა თქუა, ნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ ნერწყჳსა მისგან და ჰგოზა თიჴაჲ იგი ზედა თუალთა ბრმისა მის

7.  და ჰრქუა მას: მივედ და მოიბანე ემბაზსა მას სილოამს, რომელ ითარგმანების: მოვლინებულ. მივიდა, დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა.

8. ხოლო მეზობელთა მათ და რომელთა ეხილვა იგი პირველ, რამეთუ მთხოველ იყო, იტყოდეს: არა ესე იგი არს, რომელი-იგი ჯდა და ითხოვდა?

9. ზოგნი იტყოდეს: იგი არს; სხუანი იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს. იგი იტყოდა: მე ვარ.

10. ჰრქუეს მას: და ვითარ აღგეხუნეს თუალნი შენნი?

11. მან მიუგო: რომელსა-იგი იესუ ჰრქჳან, თიჴაჲ ქმნა და მომგოზა თუალთა ჩემთა და მრქუა მე: მივედ სილოამდ და მოიბანე. მივედ და მოვიბანე და ვხედავ.

12. ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ჰრქუა მათ: არა უწყი.

13. მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა მათ, რომელი-იგი ოდესმე ბრმა იყო.

14.  და იყო შაფათი, რაჟამს ქმნა თიჴაჲ იგი იესუ და აღუხილნა თუალნი ბრმისანი მის.

15. მერმე ჰკითხვიდეს მას ფარისეველნი იგი და ეტყოდეს, ვითარმედ: ვითარ ხედავ? და მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და მოვიბანე და ვხედავ.

16. თქუეს ვიეთმე ფარისეველთა მათგანთა: არა არს კაცი იგი ღმრთისა მიერ, რამეთუ შაფათსა არა იმარხავს. ზოგნი იტყოდეს: ვითარმე შემძლებელ არს კაცი ცოდვილი ესევითარისა სასწაულისა ყოფად? და იყო წვალება შორის მათსა.

17.  მერმე ჰრქუეს ბრმასა მას: შენ ვითარ იტყჳ მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? და მან ჰრქუა: წინაწარმეტყუელი არს.

18.  და ჰურიათა მათ არა ჰრწმენა მისი, ვითარმედ ბრმა იყო და აღუხილნა, ვიდრემდე მოუწოდეს მშობელთა აღხილულისა მის.

19.  ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არს ძჱ იგი თქუენი, რომლისათჳს თქუენ სთქუთ, ვითარმედ ბრმაჲ იშვა? აწ ვითარ ხედავს?

20.  მიუგეს მშობელთა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე არს ძჱ იგი ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა.

21.  ხოლო აწ ვითარ ხედავს, არა უწყით; ანუ ვინ აღუხილნა თუალნი მაგისნი, ჩუენ არა უწყით, მაგას ჰკითხეთ, გასრულებულ არს, თჳთ თავისა თჳსისათჳს თქუნ.

22.  ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა ჰურიათა მათგან, რამეთუ აღთქუმა-ეყო ჰურიათა მათგან: უკუეთუ აღ-ვინმე-იაროს იგი ქრისტედ, განჴდეს კრებულისაგან.

23.  ამისთჳს თქუეს მშობელთა მისთა, ვითარმედ: გასრულებულ არს, მაგას ჰკითხეთ.

24.  მერმე მეორედ მოხადეს კაცსა მას, რომელი-იგი ოდესმე ბრმა იყო, და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი იგი ცოდვილ არს.

25.  და მან ჰრქუა: ცოდვილ თუ არს, არა უწყი; ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმა ვიყავ და აწ ვხედავ.

26.  მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ და რაჲთა აღგიხილნა თუალნი შენნი?

27.  მიუგო მათ: აწ, ესერა, გარქუ თქუენ, და არა გესმა; რაჲსა გნებავს მეორედ სმენად? ნუთუ თქუენცა გნებავს მისა მოწაფე-ყოფად?

28.  მათ განბასრეს იგი და თქუეს: შენმცა ხარ მისა მოწაფე, ჩუენ მოსეს მოწაფენი ვართ.

29.  ჩუენ უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს.

30.  მიუგო კაცმან მან და ჰრქუა: ეგევე საკჳრველ არს, რამეთუ არა უწყით თქუენ, ვინაჲ არს ეგე, და ჩემნი თუალნი აღმიხილნა.

31. უწყი, რამეთუ ღმერთმან ცოდვილთაჲ არა ისმინის, გარნა თუ ღმრთისმსახურ ვინმე იყოს და ნებასა მისსა ჰყოფდეს, მისი ისმინოს.

32. საუკუნითგან არავის ასმიეს, თუ აღ-ვინმე-უხილნა თუალნი ბრმისანი, შობითგან ბრმად შობილისანი.

33. თუმცა არა იყო ღმრთისა მიერ, ვერმცა შემძლებელ იყო ყოფად რაჲსმე.

34.  მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვასა შინა შობილ ხარ შენ ყოვლადვე და შენცა გუმოძღური ჩუენ? და განჴადეს იგი გარე.

35. ესმა იესუს, ვითარმედ განჴადეს იგი გარე. და ვითარცა პოვა იგი, ჰრქუა მას: შენ გრწამს ძე ღმრთისაჲ?

36.  მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, ვინ არს, რაჲთა მრწმენეს იგი?

37. ჰრქუა მას იესუ: და იხილე იგი, და რომელი გეტყჳს, იგი არს.

38.  და მან ჰრქუა: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას.

39.  და თქუა იესუ: სასჯელად მოვედ სოფლისა ამის, რამეთუ რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ, და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ.

40.  ესმა ვიეთმე ფარისეველთაგანთა, რომელნი მის თანა იყვნეს, და ჰრქუეს მას: ნუუკუე ჩუენცა ბრმა ვართ?

41.  ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმა იყვენით, არამცა ბრალ-გება; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვაჲ თქუენი თქუენ თანა დამტკიცებულ არს.

 

10

1.  მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევიდეს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ შთაჴდეს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.

2.  ხოლო რომელი შევიდეს კარით, მწყემსი არნ იგი ცხოვართაჲ.

3.  მას მეკარემან განუღის, და ცხოვართა მათ ჴმისა მისისაჲ ესმინ, და თჳსთა მათ ცხოვართა უწესნ სახელით, და გამოისხნის იგინი.

4.  და წინაწარუძღჳს მათ, და ცხოვარნი იგი მისდევედ მას, რამეთუ იცნიან ჴმაჲ მისი.

5. ხოლო უცხოსა არა მისდევედ, არამედ ივლტიედ მისგან, რამეთუ არა იცნიან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.

6. ესე იგავი ჰრქუა მათ იესუ, და მათ არა ცნეს, რაჲ არს, რასა ეტყოდა მათ.

7. მერმე ჰრქუა მათ იესუ: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე ვარ კარი ცხოვართაჲ.

8.  ყოველნი, რომელნი ჩემსა წინა მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, და არა ისმინეს მათი ცხოვართა მათ.

9.  მე ვარ კარი: ჩემ გამო თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოოს.

10.  მპარავი სხუად არა მოვიდეს, გარნა თუ იპაროს, დაკლას და წარწყმიდოს. მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტეს აქუნდეს.

11.  მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან თავი თჳსი დადვის საცხოვართა თჳსთა ზედა.

12.  ხოლო სასყიდლითი იგი არა არნ მწყემსი, რომლისაჲ არა არიედ თჳსნი ცხოვარნი. ვითარცა იხილის მგელი მომავალი, დაუტევნის საცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის და განაბნინის.

13. რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ და არარაჲ ჰჭირნ ცხოვართა მათთჳს.

14. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან მე ჩემთა მათ.

15.  ვითარცა მიცის მე მამამან ჩემმან, ვიცი მეცა მამაჲ და თავი ჩემი დავდვა ზედა საცხოვართა მათ.

16. და სხუაცა ცხოვარ არიან ჩემნი, რომელ არა არიან ამის ბაკისანი, და იგინიცა ჯერარიან ჩემდა მოყვანებად აქა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

17. ამისთჳს უყუარ მე მამასა ჩემსა, რამეთუ მე დავდვა თავი ჩემი, რაჲთა მერმე აღვიღო იგი.

18. ვერვინ მიიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავდვა იგი თავით ჩემით. ჴელმწიფება მაქუს დადებად იგი და ჴელმწიფება მაქუს აღღებად იგი. ესე მცნებაჲ მაქუს მამისა ჩემისაგან.

19.  მერმე წვალებაჲ იყო შორის ჰურიათა მათ სიტყუათა ამათთჳს.

20.  და იტყოდეს მრავალნი მათგანნი: ეშმაკი არს მის თანა და ბორგის. რაჲსა ისმენთ მისსა?

21. ზოგნი იტყოდეს: ესევითარნი სიტყუანი არა ეშმაკეულნი არიან. ნუთუ ეშმაკი შემძლებელ არს თუალთა ბრმისათა ახილვად?

22.  იყო სატფური იგი იერუსალჱმს, და ზამთარი იყო.

23. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას და სტოასა სოლომონისსა.

24.  გარემოადგეს ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის წარმჴდი სულთა ჩუენთა? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე იგი, მარქუ ჩუენ განცხადებულად.

25.  მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: გარქუ თქუენ, და არა გრწმენა ჩემი; საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, ესენი წამებენ ჩემთჳს.

26.  ხოლო თქუენ არა გრწამს, რამეთუ არა ხართ ცხოვართა ჩემთაგანნი.

27. ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ესმის, და მე ვიცნი იგინი, და მომდევენ.

28.  და მე მივსცე მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, და არა წარწყმდენ უკუნისამდე, და არავინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან ჩემთა.

29.  მამამან ჩემმან რომელმან მომცნა იგინი, უდიდეს ყოველთასა არს, და ვერვინ მიმტაცნეს იგინი ჴელთაგან მამისა ჩემისათა.

30. მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ.

31.  ქვები აღიღეს, რაჲთამცა დაქოლეს იგი.

32.  მიუგო მათ იესუ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა სახისათჳს ქვასა დამკრებთ მე?

33.  მიუგეს ჰურიათა მათ: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, რამეთუ შენ კაც ხარ და თავსა თჳსსა ღმერთად გამოაჩინებ.

34.  მიუგო მათ იესუ: არა შჯულსა თქუენსა წერილ არს: მე ვთქუ: ღმერთნი ხართ?

35.   უკუეთუ მათ ღმერთ ჰრქუა, რომელთა მიმართ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ იყო, და ვერ ეგების დაჴსნად წერილისა მის,

36.  ხოლო რომელი მამამან განწმიდა და მოავლინა სოფლად, თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: ჰგმობ, რამეთუ გარქუ, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ ვარ.

37.  თუ არა ვიქ საქმეთა მამისა ჩემისათა, ნუ გრწამს ჩემი.

38. უკუეთუ ვიქმ, და ღათუ ჩემი არა გრწამს, საქმეთა ამათ თუ გრწმენინ, რაჲთა უწყოდით და გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ მამაჲ -- ჩემდა, და მე -- მამისა.

39. მერმე ეძიებდეს მას შეპყრობად, და განვიდა ჴელთა მათთაგან და წარვიდა მერმე.

40. და წიაღჴდა იორდანესა, ადგილსა მას, სადა იყო პირველ იოვანე და ნათელსცემდა, და მუნ იყოფოდა.

41. და მოვიდეს მრავალნი მისა და ეტყოდეს, რამეთუ იოვანე სასწაულ არაჲ ყო, ხოლო ყოველი, რაჲ თქუა იოვანე ამისთჳს, ჭეშმარიტ იყო.

42.  და მრავალთა ჰრწმენა მისი მუნ.

 

11

1.  და იყო ვინმე სნეულ ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბით მარიამისით და მართაჲსით, დისა მისისა.

2.  ესე იგი მარიამი არს, რომელმან სცხო უფალსა ნელსაცხებელი და წარჰჴოცნა ფერჴნი თმითა მისითა, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო.

3. მიავლინეს მისა დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, ესერა, რომელი-ესე შენ გიყუარს, სნეულ არს.

4.  ვითარცა ესმა იესუს, თქუა: იგი სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისაჲსა, რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მის გამო.

5.  და უყუარდა იესუს მარიამი და მართა, დაჲ მისი, და ლაზარე.

6.  ვითარცა ესმა, ვითარმედ სნეულ არს, ადგილ-იპყრა მუნ, სადა იყო, ორ დღე.

7. მერმე, ამისა შემდგომად, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: მოვედით, მივიდეთ მერმე ჰურიასტანდ.

8.  ჰრქუეს მას მოწაფეთა მათ: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და მერმე მიხუალ მუნვე?

9. მიუგო იესუ: არა ათორმეტ ჟამ არს დღისაჲ? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა უბრკუმეს, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს.

10.  და თუ ვინმე ვიდოდის ღამე, უბრკუმეს, რამეთუ ნათელი არა არნ მას შინა.

11.  ესე ვითარცა თქუა, ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩუენმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი.

12.  ჰრქუეს მას მოწაფეთა მათ: უკუეთუ სძინავს, ცხონდეს.

13. ხოლო იესუ სიკუდილისა მისისათჳს თქუა, და მათ ეგრე ეგონა, მძინარებასა ძილისასა ნუ იტყოდა

14.  მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა.

15.  და მე მიხარის თქუენთჳს, რაჲთა თქუენ გრწმენეს, რამეთუ მე არა მუნ ვიყავ. ხოლო აწ მო და მივიდეთ მისა.

16.  ჰრქუა თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მოდგამთა თჳსთა: მივიდეთ ჩუენცა, რაჲთა მის თანა მოვკუდეთ.

17. მოვიდა იესუ და პოვა ოთხდღისაჲ სამარესა შინა.

18.  და იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა ვითარ ათხუთმეტ ასპარეზ ოდენ.

19.  მრავალნი ჰურიათა მათგანნი მოსრულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, რაჲთამცა ნუგეშინის-სცეს მათ ძმისა მის მათისათჳს.

20.  მართას ვითარცა ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამი ჯდა მუნვე სახლსა შინა.

21.  ჰრქუა მართა იესუს: უფალო, აქა თუ[მ]ცა იყავ, ძმაჲ იგი ჩემი არამცა მოკუდა.

22.  არამედ აწცა უწყი: რაოდენი-რაჲ სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან.

23. ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ იგი შენი.

24. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა.

25.  ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ, რომელსა ვრწმენე მე, და ღათუ მოკუდეს, ცხონდეს.

26.  და ყოველი, რომელი ცოცხალ იყოს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს უკუნისამდე. გრწამს ესე?

27.  ჰრქუა მას: ჰე, უფალო, მე მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რომელი მოსლვად ხარ სოფლად.

28.  და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოხადა მარიამს, დასა თჳსსა, ფარულად და ჰრქუა: მოძღუარი აქა არს და გიწესს შენ.

29.  მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდა მისა.

30.  არღა მოსრულ იყო იესუ დაბასა მას, არამედ იყო მუნვე ადგილსა მას, რომელსა მიეგებვოდა მართა.

31.  ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა სახლსა მას და ნუგეშინის-სცემდეს მას, და ვითარცა იხილეს მარიამი, რამეთუ აღდგა ადრეადრე და განვიდა, განვიდეს იგინიცა, და მისდევდეს, ჰგონებდეს, ვითარმედ სამარედ მივალს ტირიდ მუნ.

32.  ხოლო მარიამი ვითარცა მივიდა მუნ, სადა-იგი იყო იესუ, და იხილა იგი, შეურდა ფერჴთა მისთა და ჰრქუა: უფალო, თუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მოკუდა ძმაჲ იგი ჩემი.

33.  იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და რომელნი-იგი მის თანა ჰურიანი იყვნეს ტიროდეს, აღიძრა სულითა თჳსითა, ვითარცა განრისხებული

34.  და თქუა: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: უფალო, მოვედ და იხილე.

35.  და ცრემლოოდა იესუ.

36. და იტყოდეს ჰურიანი იგი: იხილეთ, ვითარ სამე უყუარდა იგი!

37.  რომელნიმე მათგანნი იტყოდეს: ვერმემცა შეუძლო ამან, რომელმან აღუხილნა თუალნი ბრმისანი მის, ყოფად, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?

38.  იესუ მერმე, განრისხებული გონებასა თჳსსა, მოვიდა სამარედ. იყო ქუაბი ერთი და ლოდი ერთი და იდვა მას ზედა.

39. და ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, აწ ყროდის, რამეთუ ოთხისა დღისაჲ არს.

40.  ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ: გრწმენეს თუ, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?

41.  და ვითარცა აღიღეს ლოდი იგი, და იესუ აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი.

42.  და მე უწყოდე, რამეთუ ყოველსა ჟამსა ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემო დგას, უყოფ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.

43.  ესე ვითარ თქუა, ჴმითა მაღლითა ღაღატ-ყო და თქუა: ლაზარე, აღდეგ და გამოგუალე!

44.  და გამოვიდა მკუდარი იგი, კრული ფერჴით, ჴელით რეზითა, და პირი მისი დახუეულ იყო სუდრითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და აცადეთ წარსლვად.

45.  და მრავალნი ჰურიათა მათგანნი რომელნი მოსრულ იყვნეს მარიამეთა, ვითარცა იხილეს, რაჲიგი ქმნა, ჰრწმენა მისი.

46.  და რომელნიმე მათგანნი მივიდეს ფარისეველთა მათ და უთხრეს მათ, რაჲ-იგი ქმნა იესუ.

47.  და შეკრბეს მღდელთმოძღუარნი და ფარისეველნი ჰურაკპარაკსა და თქუეს: რაჲ ვყოთ, რამეთუ კაცი იგი მრავალთა სასწაულთა ჰყოფს?

48.  უკუეთუ მიუშუათ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს იგი, და მოვიდენ ბერძენნი და აღჴოცონ ნათესავი ჩუენი და ადგილი ესე.

49.  ერთი ვინმე მათგანი, რომელსა სახელი ერქუა კაჲაფა, რომელი-იგი მღდელთმოძღუარ იყო წელიწადისა მის, ჰრქუა მათ: თქუენ არაჲ იცით,

50.  და არცა შე-რაჲ-გირაცხიეს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, კაცი თუ ერთი მოკუდეს ერისა ამის წილ, და ნუმცა ყოველი ესე ნათესავი წარწყმდების.

51.  ხოლო ესე არა თავით თჳსით თქუა, არამედ მღდელთმოძღუარ იყო წელიწადისა მის, წინაწარმეტყუელებით თქუა, რამეთუ მოსიკუდიდ იყო იესუ ზედა ნათესავსა მას.

52.  არა თუ ნათესავსა ამას ზედა, არამედ რაჲთა შვილნი იგიცა განბნეულნი შეკრიბნეს ერთად.

53.  და მიერ დღითგან ზრახვიდეს, ვითარმცა მოკლეს იგი.

54.  და იესუ მიერითგან არღარა ცხადად იქცეოდა შორის ჰურიათა მათ, არამედ წარვიდა მიერ ქუეყანასა ერთსა, რომელ მახლობელ იყო უდაბნოსა ქალაქსა ერთსა, რომელსა ერქუა ეფრაიმ, და მუნ იქცეოდა მოწაფითურთ.

55.  და მახლობელ იყო ზატიკი იგი ჰურიათაჲ, და მრავალნი აღვიდეს წინაჲსწარ ზატიკისა მის იერუსალჱმდ, რაჲთა განიწმიდონ თავი თჳსი.

56.  ეძიებდეს იესუს ხილვად და იტყოდეს ურთიერთას, რომელნი დგეს ტაძარსა მას შინა: ვითარ ჰგონებთ თქუენ, არამე მოვიდეს დღესასწაულსა ამას?

57.  ამცნეს მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა, თუ ვინმე უწყოდის, სადა არს, გჳთხარნ, -- რაჲთა შეიპყრან იგი.

 

12

1.  ხოლო იესუ წინა ექუსით დღით ზატიკისა მის მოვიდა ბეთანიად, სადა-იგი იყო ლაზარე მომკუდარი, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით.

2.  და დაუმზადეს მუნ სერი, და ჰმსახურებდა მას მართა და ლაზარე, ერთი მეინაჴეთაგანი, -- მის თანა.

3.  ხოლო მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ლარდიონი რჩეული მრავალსასყიდლისაჲ, სცხო ფერჴთა იესუსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცდა ფერჴთა მისთა, და სახლი იგი აღივსო სურნელებითა მით ნელსაცხებლისაჲთა.

4.  ჰრქუა ერთმან ვინმე მოწაფეთაგანმან, იუდა სკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი:

5.  რაჲსა არა ნელსაცხებელი ეგე განიყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა?

6. ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲ გულს-ედგა მას, არამედ რამეთუ მპარავი იყო, და გუადრუცი იგი მის თანა იყო, და რაჲ-იგი შთაიდებოდა, მას აქუნ.

7. ჰრქუა იესუ: მიუტევე მაგას, რაჲთა დღესა მას სამკუდროჲსა შემოსისა ჩემისათჳს დაჰმარხოს ეგე.

8.  გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე მარადის არა თქუენ თანა ვარ.

9.  აგრძნა ერმან მრავალმან ჰურიათაგანმან, რამეთუ მუნ არს, მივიდეს არა თუ იესუსთჳს ხოლო, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელიიგი აღადგინა მკუდრეთით.

10.  ზრახვა ყვეს მღდელთმოძღუართა მათ, რაჲთამცა ლაზარეცა მოკლეს.

11.  რამეთუ მის გამო მრავალნი ჰურიათა მათგანნი მივიდოდეს და ჰრწმენა.

12.  ხვალისაგან სიმრავლჱ ერისაჲ მის რომელ მოსრულ იყო დღესასწაულსა მას, ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს იერუსალჱმდ,

13. აღიღეს რტოები ფინიკისაჲ და განვიდეს წინამიგებებად მისა: ღაღადებდეს და იტყოდეს: ჵსანნა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა და მეუფჱ ისრაჱლისაჲ!

14. და პოვა იესუ ვირი ერთი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს:

15.  გიხაროდენ, ასულო სიონისაო! აჰა, მეუფე შენი მოვალს და ზეზის კიცუსა ვირსა.

16. და ესე არა ცნეს მოწაფეთა მისთა პირველ; ხოლო რაჟამს იდიდა იესუ, მაშინ მოიჴსენეს, რამეთუ ესრე წერილ იყო მის ზედა, და ესე უფლეს მას.

17. და ერი იგი ეწამებოდა, რომელ იყო მის თანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა სამარით და აღადგინა იგი მკუდრეთით.

18.  ამისთჳს მიეგებვოდა ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესევითარი სასწაული ექმნა მას.

19.  ხოლო ფარისეველნი იგი იტყოდეს ურთიერთას: ხედავთ, რამეთუ არარას ირგებთ? აჰა, სოფელი ყოველი შეუდგს მას.

20.  იყვნეს მუნ წარმართთაგანნიცა, რომელნი აღსრულ იყვნეს თაყუანის-ცემად დღესასწაულსა მას.

21. იგინი მიუჴდეს ფილიპეს, რომელ ბეთსაჲდაჲთ გალილეველთაჲთ იყო, ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უფალო, გუნებავს იესუს ხილვაჲ.

22. მოვიდა ფილიპე და უთხრა ანდრიას; ანდრია და ფილიპე ჰრქუეს იესუს.

23.  ხოლო იესუ მიუგო მათ და ჰრქუა: მოწევნულ არს ჟამი, რაჲთა იდიდოს ძე კაცისაჲ.

24.  მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: არა თუ მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს; უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს.

25.  რომელსა უყუარს თავი თჳსი, განუტეოს იგი. და რომელსა სძულდეს თავი თჳსი სოფელსა ამას, ცხორებასა მას საუკუნესა დაიმკჳდროს იგი.

26.  თუ ვინმე მე მსახურებს, მე მომდევდინ; და სადა-იგი მე ვარ, მუნ მსახური იგი ჩემი იყოს. მე თუ ვინმე მსახუროს, პატივ-უყოს მას მამამან ჩემმან.

27.  ხოლო აწ სული ჩემი აღძრულ არს, და რაჲ ვთქუა? მამაო, განმარინე მე ჟამისა ამისგან. არამედ ამისთჳს მოვედ ჟამსა ამას.

28.  მამაო, აღიდე სახელი შენი! მოვიდა ჴმაჲ ზეცით: გადიდე და მერმე გადიდო.

29.  და ერი იგი რომელ დგა, ესმოდა და იტყოდეს: ქუხილ არს; და სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყჳს მას.

30. მიუგო იესუ და თქუა: არა ჩემთჳს მოვიდა ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს.

31.  აწ არს სასჯელი სოფლისაჲ, აწ მთავარი ამის სოფლისაჲ დაეცეს.

32.  და მე მას ჟამსა აღვიმაღლო ქუეყანით, ყოველი მოვიზიდო ჩემდა.

33.  ამას ეტყოდა, მოასწავებდა, რომლითა სიკუდილითა მოსიკუდიდ იყო.

34.  მიუგო მას ერმან მან: ჩუენ გუესმა შჯულისაგან, ვითარმედ ქრისტჱ უკუნისამდე დგეს. და შენ ვითარ იტყჳ, ვითარმედ: აღმაღლებაჲ ჯერ-არს ძისა კაცისაჲ? ვინ არს იგი ძე კაცისაჲ?

35. ჰრქუა მათ იესუ: მცირედ ჟამღა ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრეღა ნათელი თქუენ თანა არს, რაჲთა არა გეწიოს თქუენ ბნელი, რამეთუ რომელი ვალნ ბნელსა, არა უწყინ, ვიდრე ვალნ.

36.  ვიდრე ნათელი თქუენ თანა არს, გრწმენინ ნათლისაჲ მის, რაჲთა ნაშობ ნათლის იყვნეთ. ამას ეტყოდა იესუ და წარვიდა და მიეფარა მათგან.

37.  და ესთენი სასწაული ექმნა მათ წინაშე, და მათ არა ჰრწმენა მისი,

38.  რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი ესაჲა წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: უფალო, ვისმე ჰრწმენა სასმენელთა ჩუენთაჲ? ანუ მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა?

39.  ამისთჳს არა ჰრწმენა, რამეთუ მერმეცა თქუა ესაია,

40.  ვითარმედ: დაუბრმნა თუალნი მათნი, და შეუსულიბნა გულნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ თუალითა და გულისხმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და განვკურნე იგინი.

41.  ესე თქუა ესაჲა, რამეთუ იხილა დიდებაჲ მისი და იტყოდა მისთჳს.

42.  ხოლო მთავართა მათგანცა მრავალთა ჰრწმენა მისი, და ფარისეველთა მათგან ვერ გამოაცხადიან, რაჲთა არა განვარდენ ერისა მისგან.

43. რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ.

44.  და იესუ ღაღადებდა და იტყოდა: რომელსა ვრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ იგი, რომელმან მომავლინა მე.

45.  და რომელმან მიხილოს მე, იხილოს მომავლინებელი იგი ჩემი.

46.  მე, ნათელი სოფლისაჲ, მოვედ, რაჲთა ყოველსა რომელსა ვჰრწმენე, ბნელსა შინა არა დაშთეს.

47.  უკუეთუ ვინმე მისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა დაიმარხნეს, მე არა ვსჯი მას, რამეთუ არა მოვედ, ვითარმცა დავსაჯე სოფელი, არამედ რაჲთა ვიჴსნე სოფელი.

48. რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, არს, რომელმან საჯოს იგი: სიტყუასა მას, რომელსა ჰუეტყოდე, მან დასაჯოს იგი დღესა მას უკუანაჲსკნელსა.

49.  რამეთუ მე თავით ჩემით არას ვიტყოდე, მან მამცნო მე, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი.

50.  და უწყი, რამეთუ მცნებაჲ მისი ცხორება არს საუკუნო. რომელსა უყუარ მე, ვითარცა მამცნო მე მამამა, ეგრე ვიტყჳ.

 

13

1.  წინაჲსწარ დღესასწაულსა მის ზატიკისასა უწყოდა იესუ, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი მისი, რაჲთა იცვალოს ამიერ სოფლით მამისა; შეიყუარნა თჳსნი იგი, რომელ სოფელსა ამას არიან, სრულიად შეიყუარნა იგინი.

2.  და ვითარცა სერისა ჟამი იყო, ეშმაკსა შთაეგდო გულსა თჳსსა, რაჲთა მისცეს იგი იუდა სიმონისმან, სკარიოტელმან.

3. უწყოდა იესუ, რამეთუ ყოველი მისცა მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.

4.  აღდგა სერისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და აღიღო მჩუარი ერთი, მოირტყა.

5.  და შემდგომად მოიღო წყალი, შთაასხა კონქსა და იწყო ბანად ფერჴთა მათ მოწაფეთასა და წარჰჴოცდა მჩურითა მით, რომელ მოერტყა.

6.  მოვალს სიმონ-პეტრესა; და მან ჰრქუა მას: უფალო, შენ დაჰბანა ფერჴთა ჩემთა?

7.  მიუგო მას იესუ და ჰრქუა: რასა-ესე მე ვიქმ, აწ არა უწყი, ხოლო მერმე უწყოდი.

8.  ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე: მიუგო იესუ: თუ არა დაგბანო, არა გაქუნდეს ჩემ თანა ნაწილი.

9.  ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნი და თავიცა.

10.  ჰრქუა მას იესუ: ბანილსა მას არა უჴმს ბანა, გარნა ფერჴთა ხოლო ბანაჲ, რამეთუ ყოვლად წმიდა არს, და თქუენ წმიდა ხართ, ხოლო არა ყოველნი.

11.  რამეთუ უწყოდა, რომელი-იგი მიცემად ვიდოდა მას. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ.

12.  და მას ჟამსა დაჰბანნა ფერჴნი მათნი, აღიღო სამოსელი თჳსი და მერმე ინაჴიდგა. და ჰრქუა მათ: უწყით რაჲ-ესე ვყავ თქუენდა მიმართ?

13.  თქუენ მხადით მე მოძღურით და უფლით, და კეთილად სთქჳთ, რამეთუ ვარვე ეგრე.

14. უკუეთუ მე დაგბანნე ფერჴნი თქუენნი, რომელ-ესე უფალ და მოძღუარ ვარ, და თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანაჲ ფერჴთაჲ.

15. რამეთუ სახე ერთ მიგეც თქუენ: ვითარცა-ესე თქუენდა მიმართ ვყავ, და თქუენცა ჰყოფდით.

16.  მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, და არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა.

17.  უკუეთუ სცნათ, უსანატრელეს იყვნეთ, თუ ჰყოფდეთ ამას.

18.  არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, რამეთუ მე გიცნი, რომელნი-ეგე გამოგირჩიენ, არამედ რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, ვითარმედ: რომელი ჭამდა პურსა ჩემ თანა, მან დაასრულა ჩემ თანა ტყუვილი.

19.  ამიერითგან გეტყჳ თქუენ, ვიდრე არღა ყოფილ არს, რაჲთა რაჟამს იყოს, გრწმენეს, ვითარმედ მე ვარ.

20.  მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: რომელმან შეიწყნაროს, რომელი მე წარვავლინო, მე შემიწყნაროს; რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.

21.  ესე ვითარცა თქუა იესუ, აღიძრა სულითა თჳსითა, წამა და თქუა: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ ერთი თქუენგანი მიმცემს მე.

22.  შეიხილნეს ურთიერთას მოწაფეთა მისთა და შეზრუნდეს: ვისთჳსმე იტყჳს?

23. და იყო ერთი მოწაფეთა მისთაგანი, რომელსა ინაჴ-ედგა იესუს თანა, რომელი-იგი უყუარდა იესუს.

24.  თუალ-უყვნა მას სიმონ-პეტრე, რაჲთა ჰკითხოს, ვინ არს, რომლისათჳს იტყჳს?

25.  და იგი მიეყრდნა მკერდსა იესუსსა და ჰრქუა: უფალო, ვინ არს?

26.  მიუგო იესუ და ჰრქუა: იგი არს, რომელსა მე დავაწო შესასუმელი და მივსცე. და დააწო შესასუმელი და მისცა იუდას სკარიოტელსა.

27.  და შემდგომად შესასუმელისა მის მაშინ შევიდა ეშმაკი. და ჰრქუა მას იესუ: აწ რაჲ გეგულების საქმედ, იქმოდე ადრე!

28.  და ესე არა ვინ გულისხმა-ყო მეინაჴეთა მისთაგანმან, რაჲსათჳს ჰრქუა მას.

29.  რომელნიმე ჰგონებდეს, რამეთუ გუადრუცი იგი აქუნდა იუდას, და ჰრქუა იესუ: გჳყიდე, ნუ რაჲ გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, ანუ თუ გლახაკთა რაჲ მიცემად.

30.  და ვითარცა მიიღო შესასუმელი იგი, განვიდა გარე. და იყო ღამე.

31.  და ვითარცა განვიდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძჱ კაცისაჲ, და ღმერთი იდიდა მის თანა.

32.  და რამეთუ იდიდა მის თანა, და ღმერთმან ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა და მყის ადიდოს იგი.

33.  შვილნო ჩემნო, წუთ ერთ ჟამ თქუენ თანა ვარ. მეძიებდეთ მე და, ვითარცა ვარქუ მე ჰურიათა მათ: ვიდრე-იგი მივალ, თქუენ ვერ მოხჳდეთ; და აწ თქუენ გეტყჳ.

34.  მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარობდეთ ურთიერთას, ვითარცა შეგიყუარენ მე თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარობდეთ ურთიერთას.

35.  ამით უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარობდეთ ურთიერთას.

36.  ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ვიდრე ხუალ? მიუგო იესუ: ვიდრე-იგი მე მივალ, შენ ვერ მომდევდე აწვე, ხოლო მერმე მომდევდე.

37.  ჰრქუა მას პეტრე: უფალო, რაჲსა ვერ მიგდევდე? აწვე თავი ჩემი დავდვა შენ ზედა.

38. მიუგო იესუ: თავი შენი სამე დასდვა ჩემ ზედა? მართლიად მართალსა გეტყჳ შენ: არღა ქათამსა ეყივნოს, უვარმყო მე სამგზის.


14

 

1.  ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი, არამედ გრწმენინ ღმერთი და ჩემი გრწმენინ.

2.  სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სადგურ არს. უკუეთუმცა არა გარქუ თქუენ, ვითარმედ: მივალ და განგიმზადო თქუენ ადგილი.

3.  და თუ მივიდე, განგიმზადო თქუენ ადგილი და მერმე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ ჩემ თანა, რაჲთა, სადა-იგი მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ.

4. და ვიდრე-იგი მივალ, უწყით და გზაჲცა იცით.

5.  ჰრქუა მას თომა: უფალო, არა უწყით, ვიდრე-იგი მიხუალ, და ვითარმე გზაჲ იგი უწყოდით?

6.  ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ. ვერვინ მივიდეს მამისა, არა თუ ჩემ გამო.

7.  და თუმცა მე მიცოდეთ, იცოდეთმცა მამაჲცა ჩემი. და ამიერითგან იცანთ და იხილეთ იგი.

8.  ჰრქუა ფილიპე: უფალო, გჳჩუენე ჩუენ მამაჲ, და კმა არს ჩუენდა.

9. ჰრქუა მას იესუ: ესთენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ, და შენ ვითარ იტყჳ: გჳჩუენე ჩუენ მამაჲ?

10.  არა გრწამს, რამეთუ მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა, რომელთა გეტყჳ, არა თავით ჩემით გეტყჳ, არამედ მამაჲ, რომელი ჩემ თანა დამკჳდრებულ არს, იგი იქმს საქმეთა.

11. გრწამს ჩემი, რამეთუ მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა? უკუეთუ არა, საქმეთა მათ გამო თუ გრწმენინ ჩემი.

12.  მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელსა ვჰრწმენე მე, საქმეთა მათ, რომელთა მე ვიქმ, იგიცა იქმოდის და უდიდესღა ამათსა იქმოდის, რამეთუ მე მამისა მივალ.

13.  და რასა ითხოვდეთ სახელითა ჩემითა, ვყო იგი, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.

[[14.]]

15   უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით.

16   და მე ულოცვიდე მამასა და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგცეს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაიმკჳდროს უკუნისამდე.

17.   სული ეგე ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელმან ვერ შეიწყნაროს იგი, რამეთუ არა იხილოს და არცა იცნას იგი, ხოლო თქუენ იცანთ იგი, რამეთუ თქუენ თანა დამკჳდრებულ არს და თქუენ თანაცა იყოს.

18.  არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვალ თქუენდა.

19.  მცირედღა ჟამ, და სოფელი ესე არღარა მხედვიდეს მე, ხოლო თქუენ მხედვიდეთ, რამეთუ მე ცხოელ ვარ, და თქუენცა ცხოელ ყოფად ხართ.

20.  მას დღესა უწყოდით თქუენ, რამეთუ მე მამისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა.

21.  რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე, და რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს იგი მამისა ჩემისა, და მე შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.

22.  ჰრქუა მას იუდა, არაისკარიოტელმან: უფალო, რაჲ არს, რამეთუ ჩუენდა გეგულების გამოცხადების და არა სოფელსა?

23.  მიუგო იესუ და ჰრქუა: უკუეთუ ვისმე უყუარ მე, სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი, და მისა მოვიდეთ და მისა დავადგრეთ.

24.  და რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს, და სიტყუაჲ ჩემი, რომელი გესმის, არა არს ჩემი, არამედ მამისაჲ, რომელმან მომავლინა მე.

25.  ამას გეტყოდე თქუენ, ვიდრე-ესე თქუენ თანა ვარ.

26.  ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელ მოგივლინოს მამამან სახელითა ჩემითა, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგაჴსენოს თქუენ ყოველი, რავდენი გარქუ თქუენ.

27.  მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ, არა ვითარმცა სოფელმან მიგცა, მიგცემ თქუენ. ნუ შეძრწუნდებიედ გულნი თქუენნი, და ნუცა დაჰმედგრდებით.

28.  გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მივალ და მოვალ თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, იხარეთ სამემცა, ვითარმედ მე მამისა მივალ, რამეთუ მამაჲ ჩემი უდიდეს არს ჩემსა.

29. და აწ გარქუ თქუენ, ვიდრე ყოფადმდე, რაჲთა, ოდეს იყოს, გრწმენეს.

30.  არღარა მრავალსა გეტყოდი თქუენ; მოვალს მთავარი ამის სოფლისაჲ და ჩემ თანა არაჲ პოოს.

31. არამედ რაჲთა ცნას სოფელმან, რამეთუ მიყუარს მამაჲ, და ვითარცა მამცნო მე მამამან, ეგრე ვიქმ. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ



15

1.  მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს.

2.  ყოველმან ვენაჴმან, რომელ ჩემ თანა დამკჳდრებულ არს, და არა გამოიღოს ნაყოფი, მოჰკუეთოს იგი; და ყოველმან რომელმან გამოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი და უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს.

3.  თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳსა მისთჳს, რომელსა გეტყოდე თქუენ.

4.  დაადგერით ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა ვენაჴმან ვერ გამოიღოს ნაყოფი თავით თჳსით, არა თუ დამტკიცებულ არნ ძირსა ზედა, ეგრეცა თქუენ, არა თუ ჩემ თანა დამტკიცებულ იყვნეთ.

5. მე ვარ ვენაჴი, და თქუენ რტონი. რომელი დამტკიცებულ იყოს ჩემ თანა, და მე მის თანა, მან გამოიღოს ნაყოფი ფრიად, რამეთუ თჳნიერ ჩემსა ვერ შეუძლოთ ყოფად.

6.  არა თუ ვინმე დაადგრა ჩემ თანა, განვარდა იგი გარე ვითარცა ვაზი, განჴმა, და შეკრიბონ იგი და ცეცხლთა დაასხან იგი, და დაიწუას.

7. უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა დაადგრენ, რაჲცა გინდეს, ითხოვდით, და გეყოს თქუენ.

8.  ამით იდიდა მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი დიდი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფჱ.

9.  ვითარცა შემიყუარა მე მამამან, და მე შეგიყუარენ თქუენ, მტკიცედ ეგენით სიყუარულსა მას ჩემსა.

10.  უკუეთუ დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი, ეგნეთ სიყუარულსა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა მისსა.

11.  ამას გეტყოდი თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი გაქუნდეს, და სიხარული თქუენი აღივსოს.

12.  ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენ იყუარობდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ.

13.  ხ~ უფროჲს ამისსა სიყუარული არა ვის აქუნ, ვითარმცა თავი თჳსი დადვა მეგობართა ზედა თჳსთა.

14.  თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ, რასა-ესე მე გამცნებ თქუენ.

15. არღარა გრქუა თქუენ მონა, რამეთუ მონამან არა უწყინ, რასა იქმნ უფალი თჳსი, ხოლო თქუენ გიწოდე მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაჲ მესმა მამისა ჩემისაგან, გარქუ თქუენ.

16.  არა თუ თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგსხენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფისგამომღებელ იყვნეთ, და ნაყოფი იგი თქუენი ეგენ; და რაჲ ითხოოთ მამისა ჩემისაგან სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.

17.  ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარობდეთ ურთიერთას.

18. უკუეთუ სოფელმან თქუენ მოგიძულოს, უწყოდეთ, რამეთუ პირველ მე მომიძულა.

19.  უკუეთუმცა სოფლისა ამისგანნი იყვენით, სოფელსა ამას თჳსნიმცა უყუარდეს; ხოლო რამეთუ არა ხართ სოფლისაგანნი, არამედ მე გამოგირჩიენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.

20.  მოიჴსენეთ სიტყჳსაჲ მის, რომელსა გეტყოდე თქუენ, რამეთუ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნენ; უკუეთუ სიტყუაჲ ჩემი დაიმარხეს, თქუენიცა დაიმარხონ.

21.  არამედ ესე ყოველი ყონ თქუენდა მიმართ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან იგი, რომელმან მომავლინა მე.

22.  უკუეთუმცა მე არა მოსრულ ვიყავ და ვეტყოდე მათ, ბრალმცა არა იყო მათდა; ხოლო აწ მიზეზ არა არს ცოდვათა მათთათჳს.

23.  რომელსა მე ვსძულდე, მამაჲცა ჩემი სძულს.

24. უკუეთუმცა საქმენი იგი არა მექმნეს მათ შორის, რომელ სხუამან არავინ ქმნა, ბრალმცა არა იყო მათდა, ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი.

25  არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელ შჯულსა მათსა წერილ არს, ვითარმედ: მომიძულეს მე ცუდად.

26.  ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელ მოგივლინო თქუენ მამისა მიერ, სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელ მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.

27.  და თქუენ მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.

 

16

1. ამას გეტყოდე, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.

2. კრებულით მათით განგჴადნენ თქუენ. არამედ მოვიდეს ჟამი, რამეთუ ყოველი, რომელი მოგკლვიდეს თქუენ, შეირაცხოს, ვითარცა სამსახურებელი წინაშე ღმრთისა.

3. და ამას გიყოფენ თქუენ, რამეთუ არა იცნეს მამაჲ, არცა მე.

4.  ხოლო ამასცა გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოვიდეს ჟამი, მოიჴსენოთ ესე, რამეთუ მე გარქუ თქუენ. ესე დასაბამითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.

5.  ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვითარმედ: ვიდრე ხუალ?

6.  ხოლო ამასღა გეტყოდე თქუენ: მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი.

7.  არამედ ჭეშმარიტებასა გეტყჳ თქუენ: უმჯობე არს თქუენდა, მე თუ მივიდე; უკუეთუ მე არა მივიდე, ნუგეშინისმცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მივიდე, მოგივლინო იგი თქუენდა.

8.  და იგი მოვიდეს და ამხილოს სოფელსა ცოდვათათჳს და სიმართლისათჳს და სასჯელისათჳს:

9.  ცოდვათათჳს, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემი;

10. სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე.

11.   სასჯელისათჳს, რამეთუ მთავარი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს.

12.  მერმეცა მრავალი მაქუს სიტყუაჲ თქუენდა, ხოლო ვერ შეუძლოთ დატევად აწვე.

13.  რაჟამს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ყოვლითა ჭეშმარიტებითა, რამეთუ არა თავით თჳსით რას იტყოდის, არამედ რავდენი ესმეს, იტყოდის და მოსლვათაჲ მათ გითხრას თქუენ.

14. მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემისაგან მიიღოს და გითხრას თქუენ.

15.  რამეთუ ყოველივე, რაჲ აქუს მამასა, ჩემი არს. ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ ჩემისაგან მიიღოს და გითხრას თქუენ.

16.  კნინ, და არღარა მიხილოთ მე; და მერმე მცირედღა, და მიხილოთ მე, და მე მივალ მამისა ჩემისა.

17.  იტყოდეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი ურთიერთას: რაჲ არს ესე, რომელსა გუეტყჳს ჩუენ, ვითარმედ: მცირედ, და არა მიხილოთ მე; კნინღა და მიხილოთ მე; და მე მამისა მივალ?

18.  და იტყოდეს: რაჲ არს ”მცირედღა” იგი? არა უწყით, რასა იტყჳს.

19. ცნა იესუ, რამეთუ უნდა მისა კითხვად, და ჰრქუა მათ: მაგისთჳს რასა გამოეძიებთ ურთიერთას, რამეთუ გარქუ თქუენ, ვითარმედ: კნინღა, და არღა მიხილოთ მე; და მერმე: მცირედღა, და მიხილოთ მე?

20. მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, და სოფელსა უხაროდის, თქუენ ჰწუხდეთ, ხოლო მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გექმნეს.

21.  დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარება არნ მისა, რამეთუ მოწევნულ არნ ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყმაჲ, არღარა მოიჴსენის მწუხარებაჲ იგი სიხარულისა მისთჳს, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა.

22.  და თქუენ აწ მწუხარე ხართ, ხოლო მერმე გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული იგი თქუენი ვერვინ მიგიღოს თქუენგან.

23. და მას დღესა მე არა მკითხვიდეთ. მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაჲცა ითხოოთ მამისა ჩემისაგან სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ.

24.  აქამომდე არაჲ ითხოეთ სახელითა ჩემითა. ითხოეთ და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსე იყოს.

25. ამას იგავით გეტყოდე თქუენ; მოვიდეს ჟამი, რაჟამს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისაჲ გითხრა თქუენ.

26.  მას დღესა ითხოვდეთ სახელითა ჩემითა, და არა გრქუა თქუენ, ვითარმედ: მე ვჰკითხო მამასა თქუენთჳს.

27.  რამეთუ თჳთ მამასა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ და გრწმენა, ვითარმედ მე ღმრთისაგან მოვედ.

28. გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად, მერმე დაუტევებ სოფელსა და მივალ მამისა.

29.  ჰრქუეს მას მოწაფეთა მათ: აჰა, აწ განცხადებულად იტყჳ და იგავსა არცა ერთსა რას იტყჳ.

30. აწ უწყით, რამეთუ იცი ყოველი და არა საჴმარ არს, ვითარმცა ვინმე გკითხა რაჲ შენ. ამისთჳს გურწამს, რამეთუ ღმრთისაგან მოხუედ.

31.  მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: აწ გრწამს?

32.  აჰა, მოვიდენ ჟამნი და მოსრულ არს, რამეთუ განიბნინეთ თითოეულად ადგილდ თჳსა, და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მე მარტოჲ, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს.

33. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობა გაქუნდეს. სოფელსა ამას იწროებით იყვნეთ, არამედ ნუგეშინისცემულ იყვნეთ, რამეთუ მე ვსძლე სოფელსა.

 

17

 

1.  ამას იტყოდა იესუ და აღიხილნა თუალნი თჳსნი ზეცად და თქუა: მამაო, მოწევნულ არს ჟამი, ადიდე ძჱ შენი, რაჲთა ძემანცა შენმან გადიდოს შენ.

2.  ვითარცა მიეც ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ჴორციელსა, რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნე.

3.  რაჲთა გიცნან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტე.

4.  მე შენ გადიდე ქუეყანასა ზედა, საქმჱ აღვასრულე, რომელი მომეც მე, რაჲთა ვყო.

5.  და აწ მადიდე მე, მამაო, შენ თანა დიდებითა მით, რომელ მაქუნდა წინაჲსწარ შესაქმედმდე სოფლისა შენგან.

6.  გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელნი მომცენ მე სოფლისაგან; შენნი იყვნეს, და მე მომცენ იგინი, და სიტყუაჲ შენი დაიმარხეს.

7.  აწ უწყიან, რამეთუ ყოველი, რაჲ მომეც, მე მივეც მათ,

8.  და მათ შეიწყნარეს ჭეშმარიტად, ვითარმედ შენგან მოვედ, და ჰრწმენა, ვითარმედ შენ მომავლინე მე.

9.  აწ მე მათთჳს გლოცავ, და არა თუ სოფლისათჳს გლოცავ, არამედ ამათთჳს, რომელნი მომცენ მე, რამეთუ შენნი არიან.

10.  და ჩემი ყოველი შენი არს, და შენი ჩემია, და დიდებულ ვარ მე მათ ზედა.

11.  და მე არღარა ვარ სოფელსა, და ესენი სოფელსა არიან, და მე შენდა მივალ, მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომლითა მომცენ მე, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.

12.  ვიდრე ვიყავ სოფელსა ამას, მე დავიცვენ იგინი სახელითა შენითა, რომლითა მომცენ მე, დავიცვენ იგინი, და არავინ მათგანი წარწყმდა, გარნა შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი.

13.  ხოლო აწ შენდა მივალ და ამას ვიტყჳ სოფელსა ამას, რაჲთა აქუნდეს სიხარული ჩემი სავსებით თავთა თჳსთა თანა.

14.  მე მივეც მათ სიტყუაჲ შენი, და სოფელმან მოიძულნა იგინი, რამეთუ არა სოფლისა ამისგანნი არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.

15.  ხოლო არა ესრე გევედრები, ვითარმცა აღიხუნეს სოფლისაგან, არამედ რაჲთა დაიცვნე ესენი ბოროტისაგან.

16.  სოფლისა ამისგანნი არა არიან, ვითარცა მე არა სოფლისაგანი ვარ.

17. წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ შენი სიტყუაჲ ჭეშმარიტება არს.

18.  ვითარცა მე მომავლინე სოფლად, და მეცა წარვავლინნე იგინი სოფლად.

19.  და მათ ზედა განვსწმედ თავსა ჩემსა, რაჲთა იყვნენ იგინიცა განწმედილ ჭეშმარიტებითა.

20.  და არა ამათთჳს ხოლო გლოცავ, არამედ ყოველთა მორწმუნეთათჳს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ,

21.  რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაჲ, ჩემ თანა, და მე შენ თანა, რაჲთა იგინიცა ჩუენ თანა იყვნენ, რაჲთა სოფელსაცა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე.

22.  და მე დიდებაჲ იგი, რომელი მომეც, მივსცე მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ.

23.  მე მათდა, და შენ ჩემდა, რაჲთა იყვნენ იგინი სრულ ერთად, და ცნას სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე, და მე შევიყუარნე იგინი, ვითარცა შენ მე შემიყუარე.

24.  მამაო, რომელ-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაჲთა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შევიყუარე მე წინავე სოფლისა შესაქმედმდე.

25.  მამაო მართალო, და სოფელმან შენ არა გიცნა, ხოლო მე გიცან შენ, და მათ მიცნეს მე, რამეთუ შენ მომავლინე მე.

26.  და ვაცნობე მათ სახელი შენი, და ვაცნობო, რამეთუ სიყუარულითა მით, რომლითა შემიყუარე მე, მათ თანა იყოს, და მეცა -- მათ თანა.

 

18

1.  ესე ვითარ თქუა იესუ, განვიდა მოწაფითურთ თჳსით წიაღ ჴევსა მას კედრონისასა, სადა-იგი იყო მტილი, რომელსა შევიდა თჳთ და მოწაფენიცა მისნი.

2.  იცოდა იუდაცა, მიმცემელმან მისმან, ადგილი იგი, რამეთუ მრავალგზის მისრულ იყო მუნ იესუ მოწაფითურთ თჳსით.

3.  და იუდა წარიყვანა მის თანა გუნდი ერთი, და მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთაგანნი მსახურნი, მოვალს მუნ ლამპრებითა და სანთლებითა და მახჳლებითა.

4.  ხოლო იესუ ვითარცა იხილა ყოველი იგი მომავალი მისა, გამოვიდა და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ?

5. მიუგეს მას: იესუს ნაზორეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა მათ თანა, რომელი მისცემდა მას.

6.  ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, უკუმართ ვიდოდეს და დაეცნეს ქუეყანასა.

7.  მერმე ჰკითხა მათ: ვის ეძიებთ? და მათ ჰრქუეს: იესუს ნაზორეველსა.

8.  მიუგო მათ იესუ: გარქუ თქუენ, ვითარმედ: მე ვარ. უკუეთუ მე მეძიებთ, აცადეთ მაგათ წარსლვად.

9.  რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: რომელნი მომცენ მე, არა ვინ წარვწყმიდო მათგანი.

10.  ხოლო სიმონ-პეტრეს რამეთუ აქუნდა მახჳლი, აღმოიჴადა იგი და სცა მღდელთმოძღურისა მონასა და წარჰკუეთა ყური მარჯუენაჲ. და იყო სახელი მონისაჲ მის მალქოს.

11.  ჰრქუა იესუ პეტრეს: მიაქციე მახჳლი ეგე მუნვე ქარქაშსა თჳსსა! სასუმელი იგი, რომელ მომეც, მამაო, არა ვსუა მე იგი?

12.  ხოლო გუნდმან მან და ათასისთავმან მან და მსახურთა მათ ჰურიათა შეიპყრეს იესუ და შეკრეს.

13.  და მიიყვანეს იგი პირველ ანნაჲსა, და იგი იყო სიმამრი კაჲაფაჲსა, რომელი-იგი იყო მღდელთმოძღუარ წელიწადისა მის.

14.  ესე იგი კაჲაფა იყო, რომელმან აზრახა ჰურიათა, ვითარმედ: უმჯობე არს ერთისა კაცისა სიკუდილი ერსა ამას ზედა.

15.  შეუდგეს სიმონ-პეტრე და სხუაჲ იგი მოწაფჱ. და მოწაფჱ იგი, რამეთუ მეცნიერ იყო მღდელთმოძღურისა მის, შევიდა იესუს თანა, შევიდა ეზოსა მას მღდელთმოძღურისასა.

16.  და პეტრე დგა გარეშე ბჭეთა მათ. გამოვიდა სხუაჲ იგი მოწაფჱ, რომელი-იგი იყო მეცნიერ მღდელთმოძღურისა მის, და ჰრქუა ქალსა მას მეკარესა და შეიყვანა პეტრე.

17.  ჰრქუა მეკარემან მან მჴევალმან პეტრეს: ნუთუ შენცა მის კაცისა მოწაფეთაგანი ხარ? და მან ჰრქუა: არა.

18.  დგეს მუნ მსახურნი იგი და მონანი, და ეგზნა, რამეთუ ყინელ იყო, და ჰიკუსოდეს. დგა მათ თანა პეტრეცა და ჰიკუსოდა.

19.  და მღდელთმოძღუარმან მან ჰკითხა იესუს მოწაფეთა მისთათჳს და მოძღურებისა მისისათჳს.

20.  მიუგო მას იესუ და ჰრქუა: მე განცხადებულად ვეტყოდე სოფელსა, მე მარადის ვასწავებდ ერსა მას ტაძარსა მას შინა, სადა ყოველნი იგი ჰურიანი შეკრბიან, და დაფარულად არას ვიტყოდე.

21.  რაჲსა მკითხავთ მე? ჰკითხეთ მათ, რომელთა ესმა, რასა ვეტყოდე მათ. აჰა, მათ უწყიან, რაჲ ვარქუ მათ.

22.  ვითარცა ესე რქუა მათ, ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ღაწუსა იესუს და ჰრქუა: ესრე სიტყუას-უგებ მღდელთმოძღუარსა მაგას?

23.  და იესუ ჰრქუა მას: ბოროტი თუ რაჲმე ვთქუ, წამე ბოროტისა მისთჳს; უკუეთუ კეთილი, რაჲსა მცემ მე?

24.  და მიუძღუანა იგი კრული ანა კაიაფას მღდელთმოძღუარსა.

25.  და სიმონ-პეტრე დგა მუნ და იკუსოდა. ჰრქუეს მას: ნუთუ შენცა მოწაფეთა მისთაგანი ხარ? მან უვარ-ყო და თქუა: არა.

26. და ჰრქუა ერთმან ვინმე მღდელთმოძღურისა მონამან, -- ნათესავი იყო მისი, რომელსა წარჰკუეთა პეტრე ყური, -- არა მე გიხილე მტილსა მას მის თანა?

27. მერმე უვარ-ყო პეტრე. და მუნქუესვე ქათამი ყივა ხოლო.

28.  და მოჰყვანდა იესუ სახლით კაჲაფაჲსით ტაძრად მსაჯულისა მის. და იყო განთიად ოდენ. და იგინი არა შევიდეს ტაძარსა მას, რაჲთა არა შეიგინნენ, არამედ რაჲთა შეჭამონ ზატიკი იგი.

29.  გამოვიდა მათდა პილატეცა და ჰრქუა: რას ძჳრისსაქმესა შესწამებთ კაცსა მაგას?

30.  მიუგეს და ჰრქუეს მას: არა თუმცა ძჳრისმოქმედ იყო კაცი იგი, არამცა მიგეცით იგი შენ.

31.  ჰრქუა მათ პილატე: თქუენ მიიყვანეთ ეგე და მსგავსად შჯულისა თქუენისა დასაჯეთ. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ჩუენდა არა წეს-არს მოკლვად არავისა.

32.  რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი იესუსი, რომელ თქუა მოსწავებით, რომლითა სიკუდილითა მოსიკუდიდ იყო.

33.  შევიდა მეორედ ტაძართა მათ პილატე, მიუწოდა იესუს და ჰრქუა: შენ ხარ მეუფე იგი ჰურიათაჲ?

34. მიუგო იესუ: შენით თავით იტყჳ მაგას, ანუ სხუათა ვიეთ გრქუეს შენ ჩემთჳს?

35.  ჰრქუა პილატე: ნუთუ მე ჰურია ვარ? ნათესავთა შენთა და მღდელთმოძღუართა მომცეს შენ ჴელთა ჩემთა. რაჲ საქმე გიქმნიეს შენ?

36. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემი მეუფებაჲ არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნი იგიმცა ჩემნი ჰბრძოდეს, რაჲთამცა არა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს.

37.  ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ ეგრე არს, მეუფჱ ხარ შენ? მიუგო იესუ: შენ სთქუ, ვითარმედ მეუფე ვარ. ხოლო მე ამისთჳს ვიშევ და ამისთჳსცა მოვედ სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტებისათჳს. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან არს, ესმის ჴმისა ჩემისაჲ.

38.  ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ? და ესე ვითარ თქუა, მერმე გამოვიდა გარე და ჰრქუა ჰურიათა მათ: მე არცა ერთსა რას ბრალსა ვჰპოებ მაგის თანა.

39.  ხოლო არს თქუენი ჩუეულებაჲ, რაჲთა ერთი მიგიტეო თქუენ დღესასწაულსა ამას. ინებეთ, რაჲთა მიგიტეო თქუენ მეუფჱ იგი ჰურიათაჲ.

40.  ღაღატ-ყვეს ყოველთავე და იტყოდეს: ნუ ეგე, არამედ ბარაბაჲ. და ბარაბაჲ იგი იყო ავაზაკ.

 

19

1. მას ჟამსა მიიყვანა იესუ პილატე. და გუემა იგი.

2. და ერისა კაცთა მათ ქმნეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და შეჰმოსეს მას ძოწეული.

3.  და მოვიდიან მის წინაშე და ეტყჳედ: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! და ღაწუსა სცემდეს მას.

4. გამოვიდა მერმე პილატე და ჰრქუა მათ: აჰა, გამოგგუარო იგი გარე, რაჲთა გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ მე ბრალსა მის თანა არას ვჰპოებ.

5. გამოვიდა იესუ, და ედგა გჳრგჳნი ეკლისაჲ და ემოსა სამოსელი ძოწეული. ჰრქუა პილატე: აჰა, კაცი იგი!

6. ვითარცა იხილეს იგი მღდელთმოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღატ-ყვეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუთ, ჯუარს-აცუთ ეგე! ჰრქუა პილატე: მიიყვანეთ ეგე და თქუენ ჯუარს-აცუთ, რამეთუ მაგას თანა ბრალსა არას ვჰპოებ.

7. მიუგეს მას ჰურიათა მათ: ჩუენ შჯული გუაქუს, და მსგავსად შჯულისა ჩუენისა თანააც მაგას სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძე ღმრთის ყო.

8.  ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე პილატეს, უფროჲს შეეშინა.

9.  შევიდა მუნვე ტაძართა მათ და ჰრქუა იესუს: ვინაჲ ხარ? ხოლო იესუ არაჲ მიუგო.

10. ჰრქუა პილატე: არას მომიგებ მე? არა უწყი, რამეთუ ფლობა მაქუს ჯუარს-ცუმაჲ შენი და ჴელ-მეწიფების განტევებაჲ შენი.

11.  მიუგო იესუ: არამცა გაქუნდა ჴელმწიფებაჲ ჩემ ზედა არცა ერთ, არა თუმცა მოცემულ იყო შენდა ზეგარდამო. ამისთჳს რომელმან მიმცა მე შენ, უფროჲსი ბრალი აქუს.

12.  ამისთჳს უნდა პილატეს განტევებაჲ მისი, და ჰურიანი იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: ეგე თუ განუტევო, არა მიყუარ ხარ კეისრისა: ყოველი, რომელი მეუფედ გამოაჩინებნ თავსა თჳსსა, მჴდომ არნ იგი კეისრისა.

13.  ხოლო პილატეს ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე, გამოჰგუარა იესუ გარე და დაჯდა საყდარსა მას ზედა, ადგილსა მას, რომელსა ერქუმის ქვაფენილ, რომელ არს ებრაელებრ კაპპათა.

14.  და იყო პარასკევი ზატიკისაჲ მის; და იყო ვითარ ექუს ჟამ ოდენ. და ჰრქუა ჰურიათა მათ: აჰა, მეუფჱ თქუენი თქუენდა!

15. და იგინი ღაღადებდეს: აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ! ჰრქუა მათ პილატე: მეუფჱ ეგე თქუენი მე ჯუარს-ვაცუა? მიუგეს მღდელთმოძღუართა მათ და ჰრქუეს: არა გჳვის ჩუენ მეუფჱ, გარნა კეისარი.

16.  მაშინ მისცა იგი ჴელთა მათთა, რაჲთა ჯუარს-ეცუას. და მათ წარიყვანეს იგი.

17.  და მიჰყვანდა, და ეკიდა მას თჳსი იგი ჯუარი, და აღვიდოდა ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან თხემ, რომელსა ერქუმის ებრაელებრ გოლგოლთა.

18.  სადა ჯუარს-აცუეს იგი, და მის თანა ორნი სხუანი, იმიერ და ამიერ და საშოვალ იესუ.

19.  დაწერა ფიცარსა პილატე და დადვა ზედა ჯუარსა მას. და წერილ იყო: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ.

20.  იგი ფიცარი წარიკითხეს ჰურიათა მრავალთა, რამეთუ მახლობელ იყო ქალაქსა მას ადგილი იგი, სადა ჯუარს-ეცუა იესუ. და წერილ იყო ებრაელებრ, ფრომინებრ და ბერძლ.

21.  ჰრქუეს პილატეს მღდელთმოძღუართა მათ ჰურიათა: ნუ დასწერ, ვითარმედ: მეუფე ჰურიათაჲ, არამედ რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: მე ვარ მეუფჱ ჰურიათაჲ.

22.  მიუგო პილატე: რაჲ დავწერე, დავწერე.

23.  და ერისა კაცთა მათ, ვითარცა ჯუარს-აცუეს იესუ, წარმოიღეს სამოსელი მისი და განიყვეს ოთხად ნაწილად, თითოეულად ერისა კაცთა მათ ნაწილად. ხოლო კუართი იგი, რამეთუ იყო უკერველ, მიერვე გამოქსოილ ყოვლადვე,

24.  თქუეს ურთიერთას: არა განვაპოთ ეგე, არამედ წილ-ვიგდოთ მაგას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი მათად და ზედა კუართსა ჩემსა წილ-იგდეს. და ერისა კაცთა მათ ესე ყვეს.

25. და დგეს ჯუარსა მას თანა იესუსსა დედაჲ მისი, და დედისდაჲ მისი, მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდალჱნელი.

26.  იესუ ვითარცა იხილა დედაჲ იგი და მოწაფჱ, რომელი უყუარდა, რამეთუ დგა მახლობელად, ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა, ძჱ შენი!

27.  და მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა, დედაჲ შენი! მიერ ჟამითგან წარიყვანა იგი სახედ თჳს{ა}.

28.  ამისა შემდგომად იხილა იესუ, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს, თქუა: მწყურის.

29.  და მუნ დგა ჭურჭერი ერთი სავსე ძმრითა. დ{ა} მათ აღავსეს ღ{რ}უბელი ერთი ძ{მ}რითა და ნავღლითა და ყუ{ა}ვილი დადვეს დ{ა} მიუპყრეს პ{ირ}სა მისსა.

30.  ვითარცა მიიღო იესუ ძმარი იგი ნავღლითურთ, თქუა: ყოველივე აღსრულებულ არს. და მიიდრიკა თავი და აღმოუტევა სული.

31.  ხოლო ჰურიათა მათ, რამეთუ პარასკევი იყო, რაჲთა არა მუნვე დაადგრენ ჴორცნი იგი, შაფათისა მისთჳს, რამეთუ იყო დიდ დღე იგი მის შაფათისაჲ, ჰევედრებოდეს პილატეს, რაჲთა დამუსრნენ წჳვნი მათნი და აღიხუნენ.

32. მოვიდეს ერისა კაცნი იგი და პირველსა მას დაუმუსრნეს წჳვნი; ეგრეცა ერთსა მას, რომელ მის თანა ჯუარცუმულ იყვნეს.

33.  ხოლო ვითარცა მოვიდეს იესუსა და იხილეს, რამეთუ მუნქუეს ოდენ მომკუდარ იყო, არა დაუმუსრნეს წჳვნი მისნი.

34.  ხოლო ერთმან ვინმე ერისაგანმან ლახურითა უგმირა გუერდსა მისსა, და გამოჴდა ადრე-ადრე სისხლი და წყალი.

35.  და რომელმან იხილა, წამა, და ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, და მან უწყის, რამეთუ ჭეშმარიტს{ა} იტყჳს, რაჲთა თქუენცა გრწმენეს.

36.  ესე იყო, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, ვითარმედ: ძუალი მისი არა შეიმუ{ს}როს.

37.  და მერმე სხუაჲ წიგნი ი{ტ}ყჳს: ჰხედვიდენ {მ}ას, რომელსა-იგი უ{გუ}მირეს.

38. ამისა შემდგომ{ა}დ ევედრებოდ{ა} პილატეს იოსე{ფ} არიმათიელი, რომელი მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა, რაჲთა გარდამოიხუნეს ჴორცნი იგი იესუჲსნი, და ბრძანა პილატე.

39. მოვიდა ნიკოდემოსცა, რომელი მოსრულ იყო ღამე იესუჲსა პირველ, და მოიღო მური, შეზავებული ჰალოჲთურთ, ვითარ ას ლიტრა.

40. გარდამოიხუნეს ჴორცნი იგი იესუჲსნი და შეგრაგნეს იგი მჩუართა საკუმეველითურთ, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა ჰურიათა და ღუწოლაჲ სამკუდროჲთა.

41.  და იყო ადგილსა მას, რომელსა ჯუარს-აცუეს, მტილი, და მტილსა მას შინა სამარე ახალი, რომელ არავინ დადებულ იყო მუნ.

42.  და პარასკევისა მისთჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ ახლოს იყო სამარე იგი, სადა დადვეს იესუ.


20

1. და ერთშაფათსა მას მარიამ მაგდანელი მოვალს განთიად რიჟურაჟუ ოდენ სამარესა მას და იხილა ლოდი იგი აღღებული კარისა მისგან საფლავისაჲსა.

2.  მაშინღა სრბით მივიდა სიმონ-პეტრესა და ერთისა მის მოწფისა, რომელი უყუარდა იესუს, და ჰრქუა მათ: აიღეს უფალი სამარისა მისგან და არა უწყი, სადა დადვეს იგი.

3.  გამოვიდა პეტრე და ერთი იგი მოწაფჱ და მივიდოდეს სამარესა მას.

4.  რბიოდეს ორნივე ერთად. და ერთი იგი მოწაფჱ წინაწაჰთქრა უადრეს პეტრესა და მიიწია პირველ სამარესა მას.

5.  შთახედა და იხილნა მჩუარნი იგი, ხოლო შინა არა შევიდა.

6.  მივიდა სიმონ-პეტრეცა შემდგომად მისა და შევიდა სამარესა მას და იხილნა მჩუარნი იგი, რამეთუ ისხნეს.

7. და ვარშამაგი იგი, რომელ იყო თავსა მისსა, არა სხუათა მათ მჩუართა თანა იდვა, არამედ თჳსა შეკეცილი ერთსა ადგილსა.

8.  მაშინ მოვიდა ერთი იგიცა მოწაფჱ, რომელ მოსრულ იყო წინაჲსწარ სამარესა მას, იხილა და ჰრწმენა.

9.  რამეთუ არღა მეცნიერ იყო წიგნთა, ვითარმედ ჯერ-არს მისა მკუდრეთით ადგომად.

10.  შეკრბეს ერთად მერმე მოწაფენი იგი.

11.  ხოლო მარიამ დგა გარეშე სამარესა მას თანა და ტიროდა. და ვიდრე-იგი ტიროდა, შთახედნა სამარესა მას

12.  და იხილნა ორნი ანგელოზნი, მოსილნი სპეტაკითა, რამეთუ სხდეს ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა ისხნეს ჴორცნი იგი იესუჲსნი.

13.  და მათ ჰრქუეს მას: დედაკაცო, რად სტირ? ჰრქუა მათ: რამეთუ აჲღეს უფალი ჩემი სამარისაგან, და არა უწყი, სადა დადვეს იგი.

14.  და ესე ვითარცა თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ ა{რს}.

15. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რად სტირ? ვის ეძიებ? იგი ესრე ჰგონებდა, ვითარმედ მემტილე იგი არს. ჰრქუა მას: უფალო, შენ თუ აღიღე იგი, მითხარ, სადა დასდევ, და მე აღვიღო იგი.

16. ჰრქუა მას იესუ: მარიამ! და იგი მოექცა და ჰრქუა მას ებრაელებრ: ჰრაბბუნი, რომელ ითარგმანების: მოძღუარ.

17.  ჰრქუა მას იესუ: ნუ მომეხები, რამეთუ არღა ასრულ ვარ მამისა ჩემისა; არამედ მივედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა.

18.  მოვალს მარიამ მაგდალჱნელი და ახარებს მოწაფეთა მათ, ვითარმედ იხილა მან უფალი, და ესე ჰრქუა მას.

19.  და მწუხრი დღესა მას ერთშაფათისასა შევიდა იესუ ბჭეთა ჴშულთა, სადა-იგი შეკრებულ იყვნეს მოწაფენი შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ, დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!

20.  ვითარცა ესე თქუა, უჩუენნა ჴელნი და გუერდნი, და განიხარეს მოწაფეთა მათ, ვითარცა იხილეს უფალი.

21.  ჰრქუა მათ მერმე: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, და მეცა წარგავლინებ თქუენ.

22.  და ესე ვითარცა თქუა, შთაჰბერა და თქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ!

23.  მი-თუ ვისმე-უტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ ცოდვანი მათნი; და რომელთანი პყრობილ-ჰყვნეთ, პყრობილ იყვნედ.

24.  ხოლო თომა, ერთი ათორმეტთა მათგანი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა მათ თანა იყო, რაჟამს მოვიდა იესუ.

25.  უთხრობდეს სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ უფალი. და მან ჰრქუა მათ: არა თუ ვიხილო ჴელთა მისთა სასწაული სამსჭუალთაჲ მათ და შთავჴადო თითი ჩემი ადგილსა მას სამსჭუალთასა და შევახო ჴელი ჩემი გუერდთა მისთა, არა მრწმენეს.

26. და შემდგომად (რ)ვისა დღისა შეკრბეს კუალად მოწაფენი მისნი, და თომაცა მათ თანა. შევიდა იესუ მათ თანა ბჭეთა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა: მშჳდობაჲ თქუენ თანა!

27. მაშინ ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და შემახე აქა და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოყავ ჴელი შენი და შთაჴადე გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.

28.  მიუგო და ჰრქუა თომა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

29.  ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწმენა; ნეტარ, რომელთა არა უხილავ და ჰრწმენეს.

30.  მრავალ სხუაცა სასწაულ ყო იესუ წინაშე მოწაფეთა მათ თჳსთა, რომელ არა წერილ არს წიგნსა ამას.

31.  ხოლო რავდენი დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ ქრისტე არს ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ საუკუნოჲ მოიღოთ სახელითა მისითა.


21

1. ამისა შემდგომად მერმე განუცხადა იესუ თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიაჲსასა, და განეცხადა ესრე:

2. იყვნეს ერთად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელ იყო კანა გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთა მათგანნი ორნი.

3.  ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: მივიდე თევზობად. ჰრქუეს მას: მივიდეთ ჩუენცა შენ თანა. და გამოვიდეს და აღჴდეს ნავსა. მას ღამესა არცა ერთ იპყრეს.

4.  ვითარცა განთენა, დგა იესუ ზღჳსკიდესა მას, ხოლო არა იცნეს იესუ მოწაფეთა მათ, ვითარმედ იესუ არს.

5. ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, გაქუს რაჲ ჭამადი? მიუგეს და ჰრქუეს: არა.

6. ჰრქუა მათ: სდევითღა მარჯულ კერძო ნავისა მაგის სათრომელი ეგე და ჰპოოთ. სდვეს და ვერ უძლებდეს გამოზიდვად სიმრავლითა მით თევზთაჲთა.

7. ჰრქუა მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, პეტრეს: უფალი არს. სიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა საბრადნელი, რამეთუ შიშუელ იყო, და შთავარდა ზღუასა.

8.  და სხუანი იგი მოწაფენი მოვიდოდეს ნავითა, რამეთუ არა შორს იყვნეს ჴმელად, არამედ ვითარ ორას წყრთა ოდენ, მოეთრია ბადე იგი თევზებითურთ.

9. ვითარცა გამოვიდეს ჴმელად, ჰხედვენ: ნაკუერცხალი იდვა და თევზი ერთი მის ზედა და პური.

10.  ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ თევზთა მაგათგან, რომელ თქუენ იპყართ აწ.

11.  შევიდა სიმონ-პეტრე და გამოზიდვიდა სათრომელსა მას ჴმელად სავსესა დიდ-დიდითა თევზებითა, ასერგასისდასამითა. ესთენითა სავსე იყო და არა განსთქდა ბადე იგი.

12. ჰრქუა იესუ: მოედით, ვისადილნეთ. და ვერვინ მოწაფეთაგანი იკადრებდა კითხვად მისა, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? უწყოდეს, რამეთუ უფალი არს.

13. მოიღო პური იგი იესუ და მისცემდა მათ, ეგრეცა თევზსა მას.

14. ესე სამგზის განეცხადა იესუ მოწაფეთა მათ, ვინაჲთგან აღდგა მკუდრეთით.

15. და ვითარ ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მე უმეტეს ამათსა? ჰრქუა მან: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას: დამწყსენ კრავნი ჩემნი.

16. მერმე ჰრქუა მას: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მე? ჰრქუა მას: ჰე, უფალო, რამეთუ მიყუარ შენ, ჰრქუა მას: დამწყსენ საცხოვარნი ჩემნი.

17.  ჰრქუა მას სამგზის: სიმონ ჲონაჲსო, გიყუარ მე? დაწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას სამგზის: გიყუარ მე? -- და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და შენ ყოველი სცნი და რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.

18.  მართლიად მართალსა გეტყჳ შენ, რამეთუ ვიდრე ყრმა იყავ, თავით შეირტყი სარტყელი და მიხჳდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, აღგიპყრნენ ჴელნი და სხუანი შეგარტყმიდენ და მიგიყვანებდენ, სადაჲთ შენ არა გინდეს.

19.  ესე თქუა, რამეთუ მოასწავებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ესე ვითარცა თქუა, ჰრქუა მას: მომდევდი მე!

20. მიექცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელ უყუარდა იესუს, რამეთუ მისდევდა, რომელცა მიეყრდნა მკერდსა და ჰკითხა: უფალო, ვინ არს მიმცემელი შენი?

21. ესე ვითარ იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ამისა რაჲ?

22. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს, რაჲთა დგეს ეგე ჩემდა მოსლვადმდე. შენდა რაჲ? შენ მომდევდ მე.

23.  და განჴდა სიტყუაჲ იგი ძმათა მიმართ, ვითარმედ მოწაფჱ იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ: არა მოკუდეს, არამედ: თუ მინდეს, ვითარმედ თუ დგეს ჩემდა მოსლვადმდე.

24.  ესე არს მოწაფჱ იგი, რომელი წამებს მისთჳს, რომელმანცა აღწერა ესე, და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.

25. ხოლო არს სხუაცა მრავალ, რავდენი ქმნა იესუ, რომელი თუმცა აღწერილ იყო თითოეულად, ვერმცა სოფელმან ამან დაიტია დაწერილი იგი წიგნები.

------------------------------------------------------------------------------------

პირობითი ნიშნები

[ ] – ხელნაწერის დაზიანების გამო აღდგენილი ტექსტი

{ } – ნაწილობრივ დაზიანებული ტექსტი

[[ ]] – ნერძნული დედნიდან მომდინარე მუხლის კლება

 

ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ http://titus.uni-frankfurt.de/indexe.htm?/texte/texte2.htm - დან

შედარებულია ზურაბ სარჯველაძის საერთო რედაქციით გამოცემულ წიგნთან "ადიშის ოთხთავი"

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 15:36)