Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ფართო საზოგადოებაში დიდ დაინტერესებას იწვევს საკითხი იმის შესახებ, გადადის თუ არა გენეტიკურად წინაპართა პირადი სულიერი მდგომარეობა მათ შთამომავლობაზე და შესაძლებელია თუ არა, რომ წინაპრის მძიმე პირადი ცოდვის მიზეზით საუკუნოდ წარწყმდეს მისი სისხლისმიერი შთამომავალი, ე. ი. მამის ცოდვისათვის წარსაწყმედელს მიეცეს შვილი.

ნაწილი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობს და მიიჩნევს, რომ არ არის სამართლიანი შვილის წარწყმედა მშობლის ცოდვის გამო, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი დღეს თვლის, რომ ზემორე აზრი მხოლოდ "ადამიანის მართლმსაჯულების რაკურსია". მაგალითად, მიუთითებენ: "ადამიანური მართლმსაჯულების რაკურსით ბავშვების დასჯა მშობლების დანაშაულის გამო უსამართლობაა". რაც შეეხება ღვთიურ მართლმსაჯულებას, მათი მტკიცებით, საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თვლიან, რომ საღვთო მართლმსაჯულებით "შვილები დაიტანჯებიან და წარწყმდებიან თავიანთი მშობლების ცოდვათა გამო".

პირველი თვალსაზრისის მომხრენი იშველიებენ საღვთო წერილის სიტყვებს: "ძენი არა მოკუდენ მამათათჳს, თითოეული თჳსითა ცოდვითა მოკუდეს" (II სჯ. 24. 16).

მეორე თვალსაზრისის მომხრენიც საღვთო წერილს იმოწმებენ: "და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე" (გამოსლ. 34. 6-7; შდრ. გამოსლ. 20. 5).

მეორე თვალსაზრისის საფუძვლად მიჩნეულია ის დაშვება, რომ მშობლის სულიერი მდგომარეობა სპერმატულად, თესლობითად გადადის შთამომავალზე. ამ აზრის დასტურად მიიჩნევენ სახარების სიტყვებს:

"რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან, სისხლთაგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა" (ლკ. 11.50). ამბობენ შემდეგსაც: "იმ იუდეველთა შვილებიც, რომლებიც ქრისტეს სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ და ამბობდნენ: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" - ნამდვილად მშობელთა ცოდვებისათვის დაისაჯნენ".

ამრიგად, მეორე თვალსაზრისის მომხრენი ამტკიცებენ, რომ მშობლის სულის ცოდვილიანობა ჩანასახშივე გადაეცემა შვილს და შეიძლება გახდეს მისი საუკუნო წარწყმედის მიზეზი.

ერთი შეხედვით, თითქოს ორივე ზემოაღნიშნულ თვალსაზრისს მოეპოვება თავისი საყრდენი საღვთო წერილში, მაგრამ ნუთუ მართლა ასეა, ნუთუ შესაძლებელია, რომ წმინდა წერილი ოდნავ მაინც წინააღმდეგობრივი იყოს? რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, მნიშვნელობა ენიჭება არა ჩვენი შეხედულებისამებრ ბიბლიის გაგებას, არამედ მხოლოდ იმას, თუ როგორ განმარტავენ საღვთო წერილის ზემორე მუხლებს ღვთივგანბრძნობილი მამები, რა მოძღვრებას გვაწვდიან ისინი ზემორე საკითხზე.

საღვთო წერილში და წმინდა მამებთან მოცემულია სავსებით პირდაპირი სწავლებანი წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად მხედველობაში გვაქვს იოანეს სახარების ცნობილი ეპიზოდი ბრმადშობილის განკურნების შესახებ. სახარებაში, კერძოდ, მოთხრობილია, თუ როგორ ნახავს იესო დაბადებიდან ბრმა ადამიანს. მოწაფეები ეკითხებიან უფალს, თუ რა უნდა იყოს ამ ადამიანის სიბრმავის მიზეზი, მისი პირადი ცოდვა თუ მშობელთაგან ნამემკვიდრევი ცოდვა. უფალი უპასუხებს:

"არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა..." (ი. 9.3).

ეს პასუხი ეკლესიის მამათა მიერ შერაცხილია უფლის ზოგად განჩინებად იმასთან დაკავშირებით, რომ თანდაყოლილი სენის მიზეზი არც ამ სნეული ადამიანის პირადი ცოდვის შედეგია, რადგან დაბადებამდე ვერ შესცოდავდა იგი, არც - მისი მშობლებისა, რადგან მშობელთა ცოდვის გამო საღვთო მართლმსაჯულება არასოდეს არ განუკუთვნებს სასჯელს მათგან შობილთ. მოგვაქვს კონკრეტული განმარტებანი:

წმ. კირილე ალექსანდრიელი აღნიშნული მუხლის კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაცხოვარი ამ სიტყვებით ორ საცთურს უარყოფს: (I) ელინურს (ორიგენისტულს), რომლის მიხედვითაც ადამიანი ფიზიკურად ნაკლულევანი იბადება მისი სულის იმ შეცოდებათა გამო, რაც თითქოს ჩადენილ იქნა მის მიერ ხორციელ შობამდე (ე.ი. თითქოს სული ხორცის უწინარეს არსებობდა და, გახდა რა ცოდვილი, ფიზიკურ ნაკლულევანებაში განსხეულდა); (II) იუდაისტურს, რომლის თანახმადაც მშობელთა ცოდვების გამო ღმერთი თითქოს მათ შვილებს სჯის და წარწყმედს.

მეორე საცთურთან დაკავშირებით წმ. კირილე, კერძოდ, აღნიშნავს:

"უბადრუკი იუდეველნი, თითქოსთა წინამშობელთა უღვთოების გამო სასჯელდადებულნი, არამცირედ დრტვინავდნენ ღვთისადმი, რომელმაც თითქოსდა უმეტესი უგუნურებით მათზე მოაწია მამათა შეცოდებანი. ამიტომ, დასცინოდნენ კიდეც ამგვარ მსჯავრს, როგორც უმეტესად უსამართლოს, და იგავის სახით ამბობდნენ: "მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს" (იერ. 31.29)... მაგრამ ერთი და მოკლე სიტყვით დაარღვია ქრისტემ მათი (ელინებისა და იუდეველების, ე. ჭ.) უგულისხმოება, დაამტკიცა რა, რომ არც თვით ამ ბრმას შეუცოდია, არც მის მშობლებს. ამრიგად, უფალი ერთი მხრივ, დაამხობს (ἀνατρέπει) იუდეველთა დოგმას და ამბობს, რომ არავის შეცოდების გამო არ დაბადებულა ადამიანი ბრმა, არც - თავისი, არც - წინამშობლებისა, არცთუ - მამისა ან დედისა (οὐδὲ πατρὸς ἢ μητρός), მეორე მხრივ კი არღვევს იგი სხვათა ნაყბედობის მონაჩმახებს, რომლებიც ამბობენ, რომ სულები სხეულებამდეც სცოდავენ” (წმ. კირილე ალექსანდრიელი, იოანეს სახარების განმარტება, Patrologiae Cursus Completus, ed. J. Migne, Patrologiae Graecae t. 73, 941 B-C (აღნიშნული სერია ქვემოთ ყველგან მითითებულია მიღებული შემოკლები PG); აი, ორიგინალი: Ἰουδαῖοι μὲν γὰρ οἱ τάλανες ὡς προγονικῶν ἀσεβημάτων πραττόμενοι δίκας, ἢ καὶ ἀλογώτατα τὰς τῶν πατέρων ἁμαρτίας ἐπιῤῥιπτοῦντος αὐτοῖς τοῦ Θεοῦ, καὶ διεγόγγυζον οὐ μικρῶς,  καὶ κατεγέλων ὡς ἀδικωτάτου κρίματος, καὶ δὴ καὶ ἔφασκον ὡς ἐν εἴδει παραβολῆς "Οἱ πατέρες ἔφαγον "ὄμφακα, καὶ οἱ ὀδόντες τῶν τέκνων ἐγομφίασαν." οὗτοι δὲ πάλιν γείτονά τε καὶ συγγενῆ νοσοῦντες ἀπαιδευσίαν τοῖς ἀρτίως ἡμῖν κατωνομασμένοις πρὸ τῆς τῶν σωμάτων κατασκευῆς προϋπάρχειν μὲν καὶ προϋφεστάναι τὰς τῶν ἀνθρώπων ψυχὰς διατείνονται, καταφοιτώσας δὲ προθύ μως εἰς τὸ πλημμελεῖν καὶ πρὸ τῶν σωμάτων, τὸ τηνικάδε συνδεῖσθαι τούτοις αὐτὰς, ὡς ἐν τάξει κολάσεως τὸ ἐν σαρκὶ γενέσθαι δεχομένας. ἀλλ' ἑνὶ καὶ συντόμῳ λόγῳ τὰς παρ' ἀμφοῖν ἀσυνεσίας ἔλυσεν ὁ Χριστὸς, μήτε τὸν τυφλὸν ἡμαρτηκέναι,  μήτε μὴν τοὺς τεκόντας αὐτὸν διισ χυρισάμενος, ἀνατρέπει μὲν Ἰουδαίων τὸ δόγμα, οὐκ ἀπό τινος πλημμελείας τυφλὸν γεγεννῆσθαι τὸν ἄνθρωπον εἰπὼν, οὔτε ἐξ οἰκείας, οὔτε προγονικῆς, ἀλλ' οὐδὲ πατρὸς ἢ μητρός· καταστρέφει δὲ πάλιν τῆς τῶν ἑτέρων ἀβελ τηρίας τοὺς ὕθλους, οἳ καὶ πρὸ σώματος ἁμαρτεῖν λέγουσι τὰς ψυχάς, 2.137.1-21; შდრ. რუს. თარგმ.: Иудеи несчастные немало роптали на то, что они будто бы несут наказание за нечестия предков и Бог будто бы без причины налагает на них грехи отцов, — осмеивали это как несправедливейший суд и даже говорили в виде как бы пословицы: Отцы ели незрелый виноград, а зубы детей подверглись оскомине (Иез. 18, 2). Эти же (ორიგენისტები, ე.ჭ.), страдая близким и родственным с только что названными нами (иудеями) невежеством, утверждают, что души людей сотворены и существуют прежде создания тел, но, добровольно впав в грех и притом до своих тел, соединяются тогда с ними (телами) и как бы в качестве наказания получают бытие во плоти. Но одним и кратким словом Христос разрушил неразумие тех и других, утверждая, что ни слепец, ни родители его не согрешили. Учение иудеев Он низвергает словами, что человек родился слепым не вследствие какого-либо греха, ни собственного его, ни прародительского, ни даже отцовского или материнского. Сокрушает также и пустую болтовню других, которые говорят, что души согрешают до тела, Творения Святителя Кирилла Архиепископа Александриисского, Книга 3, Толкование на Евангелие от Иоанна. Части ИИ-ИВ, Москва, 2002, стр. 332).

შემდეგ ხსენებული წმინდანი იკვლევს იმის მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია იუდეველებში იმ ცთომილი სწავლების აღმოცენება, რომ თითქოს შვილები მამათა შეცოდებების გამო ისჯებოდნენ (“ხოლო აუცილებელია თქმა იმისა თუ საიდან შეემთხვათ იუდეველებს ამ მოძღვრებამდე და აზრამდე მისვლა. ცხადად უნდა წარმოჩნდეს ისიც, რომ იუდეველები, რომლებიც უძლურნი აღმოჩნდნენ საღვთო სიტყვის შემეცნებისა, მართებული აზრისგან გადაცდნენ”, იქვე).

ამრიგად, წმ. კირილე გვასწავლის, რომ უფალმა ზემორე სიტყვებით დაამხო იუდეველთა დოგმა იმის შესახებ, რომ შვილები ისჯებიან მამათა შეცოდებების გამო, ხოლო ამგვარი ცთომილების მიზეზად ხსენებულ წმინდანს მიაჩნია საღვთო სიტყვის დამახინჯებულად გაგება მათ მიერ.

რომელი საღვთო სიტყვა იგულისხმება აქ?

წმ. კირილეს მხედველობაში აქვს უფლის შემდეგი უწყება მოსესადმი:

"უფალი ღმერთი, მოწყალე და შემწყნარებელი, სულგრძელ და დიდად მოწყალე... და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე" (გამოსლ, 34. 6-7; შდრ. გამოსლ.20.5).

ესაა ის სიტყვები, რომლებსაც მეორე თვალსაზრისის მომხრენი იმოწმებენ ზემოხსენებული იუდეველური ცრუსწავლების დასამტკიცებლად, რომ თითქოს უფალი მამათა ცოდვებისათვის სჯიდეს მათ გენეტიკურ შთამომავლებს ანუ მათ ხორციელ შვილებსა და შვილიშვილებს მესამე-მეოთხე თაობებამდე და თითქოს ამით აიხსნება მშობელთა გამო შვილთა საუკუნო წარწყმედა.

მაგრამ ვნახოთ, თუ რა უნათლეს და უსაღვთოეს განმარტებას გვაწვდის წმ. კირილე, რომელიც სიტყვა-სიტყვით ბრძანებს:

"ამრიგად, წარმოჩნდა, რომ ყოველთა ზედა ღმერთი თვით სწამებს თავისი თავის შესახებ კაცთმოყვარეობას და უმწვერვალეს ძვირუხსენებლობას. ამიტომ, ამიერიდან მართებული უნდა იყოს თქმა იმ მიზეზისა, რის გამოც შეცდნენ იუდეველნი, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ავმეხსიერი და გამძვინვარებული ყოფილა ჩვენი კეთილი ღმერთი. ვფიქრობ, რომ მათ ვერანაირად ვერ მოახერხეს საღვთო სიტყვათა წვდომა, ვერცთუ ის შეძლეს, რომ გაეკიცხათ ეს სიტყვები, როგორც თითქოსდა არა ურჩეულესად თქმულნი, არამედ ფრიად გადაცდენილნი სამართლიანობის რჯულს, შეემთხვათ კი ეს მხოლოდ მათი განუსწავლელობის შედეგად, რის გამოც ჭეშმარიტად ჩათვალეს, რომ მშობელთა ცოდვები შვილებზე მოიწეოდა და ისე შორს ხდებოდა გადაწვდენა საღვთო რისხვისა, რომ ვიდრე მესამე და მეოთხე თაობამდე აღწევდა იგი. ამის გამო სხვები კიცხავდნენ კიდეც მას (უფალს, ე. ჭ.), როგორც უცოდველთა უსამართლოდ დამსჯელს. როგორღა არ იქნებოდა უფრო მართებული, თუკი იყვნენ ვინმე ბრძენნი, ჯეროვნად გაეაზრებინათ, რომ სამართლიანობის წყარო ვერ მოიმოქმედებდა ისეთ რამეს, რაც ჩვენს ჩვევებზე უფრო სამარცხვინოა! მართლაც, ადამიანები კანონთამიერ სასჯელს იმათ ადებენ, რომლებიც უკანონობას სჩადიან და არავითარ შემთხვევაში არ ადანაშაულებენ მათ, რომლებიც იმათგან არიან ნაშობნი, თუ, რა თქმა უნდა, არ არის ვინმე ისეთი, ვინც იმხილება როგორც თანადამნაშავე და ცთომილებათა მოზიარე. ამიტომ, იგი, რომელმაც ჩვენც ყოველგვარი სამართლიანობის კვალობაზე განგვისაზღვრა რჯულნი, როგორღა არ იქნება მხილებული იმგვარ დამსჯელობაში, რაც თვით ჩვენს შორისაც კი იგმობა? კიდევ, ამასთან ერთად ესეც განსაჭვრეტია: მან (უფალმა, ე. ჭ.) აურაცხელი რჯულდება გვამცნო მოსეს მიერ და მრავალგზის განაჩინა უწმინდური ჩვევებით მცხოვრებთა დასჯა, მაგრამ არსად ჩანს იგი რჯულმდებლად იმისა, რომ ცოდვილებთან ერთად საფრთხეში უნდა ჩავარდნენ ისინიც, რომლებიც მათგან არიან (ἀλλ' οὐδαμοῦ προστάττων ὁρᾶται συγ κινδυνεύειν τοῖς ἁμαρτάνουσι χρῆναι τοὺς ἐξ αὐτῶν), რამეთუ ცოდვილთა წინააღმდეგაა სასჯელი (κατὰ γὰρ τῶν ἁλόντων ἡ δίκη), (იქვე, col. 945-948; სრულად ბერძნული: δέδεικται τοίνυν ὡς αὐτὸς ἑαυτῷ τὸ φιλάνθρωπον ἐπιμαρτυρεῖ καὶ τὸ ἄκρως ἀνεξίκακον ὁ ἐπὶ πάντων Θεός. πρέπον δ' ἂν εἴη λοιπὸν τὴν αἰτίαν τοῦ πεπλανῆσθαι τοὺς Ἰουδαίους εἰπεῖν, καὶ μνησίκακόν τινα καὶ βαρύμηνιν ὑπάρχειν τὸν ἀγαθὸν ἡμῶν οἴεσθαι Θεόν. Ἀλλ'  οἶμαι γεμὴν τῶν θείων λογίων οὐδαμόθεν ἔχειν αὐτοὺς ἐπιδράξασθαι,  ἢ καὶ δύνασθαι κατηγορεῖν ὡς οὐκ ἄριστα γεγονότων, ἀλλ'  ἐκβεβηκότων πολὺ τὸν τοῦ δικαίου θεσμὸν, μόναις δὲ ταῖς σφῶν αὐτῶν καὶ τοῦτο παθεῖν ἀμαθίαις αὐτοὺς,  ὡς νομίσαι κατὰ ἀλήθειαν ἁμαρτίας ἐπά γεσθαι τῶν γεγεννηκότων ἐπὶ τέκνα, καὶ μακρὰν οὕτω τῆς θείας ὀργῆς γίνεσθαι τὴν παράτασιν, ὡς μέχρι τρίτης καὶ τετάρτης ἀφικνεῖσθαι γενεᾶς, ὑπὲρ ὧν ἕτεροι κατηγόρηνται τοὺς οὐδὲν ἡμαρτηκότας ἀδίκως κολάζουσαν. πῶς γὰρ οὐκ ἔδει μᾶλλον, εἴπερ τινὲς ἦσαν σοφοὶ, διενθυμεῖσθαι πρε πόντως, ὡς οὐκ ἂν ἡ τῆς δικαιοσύνης πηγὴ καὶ τῶν παρ' ἡμῖν ἠθῶν δράσεται τὰ αἰσχίονα; ἄνθρωποι μὲν γὰρ τοῖς παρανομεῖν εἰωθόσι τὰς ἐκ τῶν νόμων ἐπιῤῥίπτουσι ποινὰς,  οὐδὲν τὸ παράπαν τοῖς ἐξ αὐτῶν γεγονόσιν ἐπιφέροντες, εἰ μὴ ἄρα τι συνυπαίτιοι καὶ κοινωνοὶ τῶν πταισμάτων ἁλί σκοιντο· ὁ δὲ καὶ ἡμῖν τοὺς ἐφ' ἅπασι τοῖς δικαίοις διορισά μενος νόμους, πῶς ἂν ἁλοίη τιμῶν τῶν καὶ παρ'  ἡμῖν αὐτοῖς οὐ μετρίως κατεγνωσμένων; εἶτα κἀκεῖνο πρὸς τούτῳ δια σκεπτέον. μυρίους μὲν γὰρ διὰ Μωυσέως ἐχρησμῴδησε νόμους,  καὶ πολλαχῶς διατέταχε κολάζεσθαι τοὺς ἀνοσίοις συζῶντας τρόποις· ἀλλ' οὐδαμοῦ προστάττων ὁρᾶται συγ κινδυνεύειν τοῖς ἁμαρτάνουσι χρῆναι τοὺς ἐξ αὐτῶν. κατὰ γὰρ τῶν ἁλόντων ἡ δίκη, καὶ τοῖς ὑποπίπτουσι τῷ νόμῳ τὸ μόνοις κολάζεσθαι πρέπειν ὡρίσατο. δυσσεβὲς οὖν ἄρα τὸ νοεῖν Ἰουδαϊκῶς. შდრ. რუს. თარგმ.: Оказывается таким образом, что сущий над всеми Бог Сам свидетельствует о Своем человеколюбии и крайнем долготерпении. Но следует наконец уяснить причину того ложного мнения иудеев, что благой наш Бог как бы злопамятен и тяжелогневен. Отнюдь, конечно, не думаю, чтобы они имели какой-либо повод обвинять Божественные Писания в отсутствии в них полного совершенства, но единственно только невежеству своему они обязаны тою мыслию, что будто бы действительно Бог наводит грехи родителей на детей и что Божественный гнев по своей продолжительности простирается даже до третьего и четвертого рода и несправедливо наказывает ничем не согрешивших за то, в чем обвиняются другие. Напротив того, если бы кто был мудр у них, не следовало ли надлежащим образом рассуждать так, что Источник правды и нашей нравственности не может совершить неправды? Ведь люди налагают определяемые законом наказания на законопреступников, отнюдь не касаясь потомков их, если, конечно, эти последние не окажутся совиновниками и соучастниками преступлений. А Тот, Кто и нам определил законы всякой правды, каким образом мог бы оказаться почитателем даже и у нас самих решительно осуждаемых предметов? Далее, надо, кроме того, иметь в виду и вот что. Многочисленные установил Он чрез Моисея законы и разнообразные назначил наказания живущим нечестивою жизнью. Но нигде не является Он учреждающим подвергаться наказаниям вместе с согрешающими и их потомкам. На преступников только и виновных против закона определил Он наказания. Поэтому нечестиво думать по-иудейски, Творения Святителя Кирилла Архиепископа Александриисского, Книга 3... стр. 294-297);

ამ უსაღვთოესი სწავლების გადმოცემის შემდეგ წმ. კირილე უშუალოდ წმინდა წერილის ზემოციტირებულ სიტყვებს განგვიმარტავს:

"მართლაც, როგორღაა სულგრძელი და მრავალმოწყალე ანდა ურჯულოებისა და ცოდვის აღმხოცი ის, ვინც ვერ დაითმენს, რომ მცოდველის თავს მოუზომოს (ე.ი. განუკუთვნოს, ე. ჭ.) სასჯელი, პირიქით, მესამე თაობამდე განავრცობს მას და მეხივით ატყდება უდანაშაულოებს (ἀθῴοις)? მაშასადამე, მთლად დაუჯერებელი და უკიდურეს სისულელესთან თითქმის გატოლებული (სიტყვ. "უკიდურესი სისულელისგან დიდად არდაშორებული - τῆς ἐσχάτης εὐηθείας οὐ μακρὰν) უნდა იყოს იმის ფიქრი, რომ ღმერთი მოწმობს თავის თავში კაცთმოყვარეობასა და ლმობიერებასთან ერთად ამგვარად გახანგრძლივებული და უუგუნურესი რისხვის (ἀλογωτάτην ὀργὴν) თანამყოფობას. შემდეგ, ამას გარდა, სხვა რამესაც დასძენენ იუდეველურად მოაზროვნენი (οἱ νοοῦντες Ἰουδαϊκῶς), მიიჩნევენ რა, რომ ღმერთმა არც თითოეული საქმის შესაფერისი ჟამი უწყის, რადგან თუკი ითქმის, რომ სულგრძელია იგი და თუკი ვლინდება, რომ ძალიან ადვილად იცხრობს იგი რისხვას, რატომღა დასძენს: "მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე?" მართლაც, ამგვარი რამ სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ამის მოქმედი მოსურნე ყოფილა შიშის ზარი დაეცა მათთვის, რომლებიც მისგან (უფლისგან, ე. ჭ.) შეცოდებათა მიტევებას მოელოდნენ, რამეთუ მაშინ არსაიდანღა არსებულა მათთვის იმედის მომცემი რამ, თუკი ნამდვილად ავმეხსიერი და ხანგრძლივად მრისხანე ყოფილა იგი, ვინც სამართლიანად იყო გამწყრალი მათზე. მითხარით, რაღას უნდა წარმოადგენდეს ჩვენთვის თვით სიწმინდეთმჩენი მოსეც? განა უუგუნურესი საქმის მოქმედად არ წარმოჩნდება იგი, თუკი მიდის ღმერთთან მას შემდეგ, რაც ისრაელმა შეურაცხყო უფალი და დასჯა მოელის, მოსე კი, ევედრება რა ღმერთს და ითხოვს რა მისგან პატიებასა და კაცთმოყვარეობას, უდროო დროს ეუბნება მას: "ბუნებით იმგვარი ხარ, რომ მამათა შეცოდებებს შვილებზე ზღავ". ეს ხომ უფრო მრისხანებისკენ წაქეზება იქნებოდა, ვიდრე მოწყალებისკენ მოხმობა, და უფრო ავმეხსიერების მოთხოვნა, ვიდრე სულგრძელებისა?" (იქვე, დავიმოწმებთ ორიგინალს სრულად: πῶς γὰρ ἔτι μακρόθυμος καὶ πολυέλεος, ἢ πῶς ἀνομίας καὶ ἁμαρτίας ἀφαιρῶν, ὁ μηδὲ μεχρὶ τῆς τοῦ πταίοντος κεφαλῆς τὰ τῆς δίκης συμμετρεῖν ἀνεχόμενος,  ἀλλ'  ἐκτείνων ἐπέκεινα τρίτης γενεᾶς, καὶ σκηπτοῦ τινος δίκην καὶ τοῖς ἀθῴοις ἐπιπηδῶν; οὐκοῦν ἀπίθανον κομιδῇ, καὶ τῆς ἐσχάτης εὐηθείας οὐ μακρὰν, ἐν ταὐτῷ καὶ φιλανθρωπίαν καὶ ἡμερότητα καὶ μακρὰν οὕτω καὶ ἀλογωτάτην ὀργὴν ἑαυτῷ προσεῖναι μαρτυρεῖν οἴεσθαι τὸν Θεόν. Εἶτά τι πρὸς τούτοις ἕτερον οἱ νοοῦντες Ἰουδαϊκῶς, οὐδὲ εἰδέναι δώσουσι τὸν Θεὸν τὸν ἑκάστῳ τῶν πραγμάτων πρέ ποντα καιρόν. εἰ γὰρ ἐπαγγέλλεται τὸ μακροθυμεῖν,  καὶ τὸ κατατίθεσθαι λίαν εὐκόλως προσάπτων εὑρίσκεται, τοῦ δὴ καὶ χάριν ὁρᾶται προστεθεικώς "Ἐπάγων ἁμαρτίας πατέρων "ἐπὶ τέκνα ἕως τρίτης καὶ τετάρτης γενεᾶς;" τουτὶ γὰρ ἦν ἕτερον τοῦ δρῶντος οὐδὲν, ἢ καταπτοεῖν ἐθέλοντος τοὺς ἐκδε χομένους παρ'  αὐτοῦ τῶν διεπταισμένων τὴν ἄφεσιν, ὡς οὐδαμόθεν αὐτοῖς ὑπάρξει τὸ ἐν ἐλπίσιν,  εἴπερ οὕτως ἐστὶ μνησίκακος καὶ μακρὸς εἰς ὀργὴν ὁ ἐπ'  αὐτοῖς εἰκότως λελυπημένος.  τί δὲ εἰπέ μοι καὶ αὐτὸς ἡμῖν ὁ ἱεροφάντης Μωυσῆς; ἆρ'  οὐχὶ ποιήσας ὁρᾶται πρᾶγμα παραλογώτατον, εἰ προσκεκρουκότος τοῦ Ἰσραὴλ καὶ κολάζεσθαι μέλλοντος, πρόσεισι μὲν παρακαλῶν, ἀμνηστίαν δὲ τὴν παρὰ Θεοῦ καὶ φιλανθρωπίαν αἰτῶν οὐκ εὐκαίρως φησὶ πρὸς Θεόν Ὅτι πέφυκας εἶναι τοιοῦτος ὡς ἀποδιδόναι πατέρων ἁμαρτίας ἐπὶ τέκνα τέκνων. τοῦτο γὰρ ἦν παραθήγοντος μᾶλλον εἰς ὀργὴν,  ἢ καλοῦντος εἰς ἔλεον, καὶ μνησικακίαν ἐξαιτοῦντος μᾶλλον ἢ μακροθυμίαν; 2.142.17-143.13; შდრ. რუს. თარგმ.: Как же при этом Он будет долготерпелив и многомилостив или каким образом отъемлет грехи и беззакония, если не ограничивается соразмерным наказанием на голову преступника, но простирает далее третьего рода и, подобно какому вихрю, нападает на невинных? Итак, совсем невероятно и граничит с крайнею глупостию думать, что Бог свидетельствует об одновременном присутствии у Него не только человеколюбия и милосердия, но и столь продолжительного и неразумного гнева. Потом, кроме того, мыслящие по-иудейски должны предполагать и еще нечто другое, именно что Бог не знает подобающего для каждой вещи времени. Если обещает быть долготерпеливым и оказывается так легко отлагающим Свой гнев, то чего же ради еще и прибавляет: Наводя грехи отцов на детей до третьего и четвертого рода? Делать это значило бы не иное что, как желать устрашать принимающих от Него оставление преступлений, что у них не должно оставаться никакой надежды, если так злопамятен и так долго держит Он справедливый гнев Cвой за оскорбление Себя ими. Чем же, скажи мне, окажется тогда пред нами и сам священноучитель Моисей? Не явится ли он совершителем неразумнейшего дела, если, когда Израиль оскорбил Бога и должен был подвергнуться наказанию, приступает с молитвою и, прося прощения и человеколюбия у Бога, неблаговременно говорит к Богу: потому что Ты обыкновенно таков, что воздаешь за грехи отцов на детях детей. Это скорее значило бы поощрять к гневу, чем призывать к милости, и просить о злопамятстве, а не о долготерпении, Творения, кн. 3, стр. 294-295).

მაშ, როგორ გაიგება უფლის სიტყვები? წმ. კირილე განაგრძობს:

"ამ სიტყვებით უფალს სააშკარაოზე გამოაქვს, რომ არსობრივია მისთვის სულგრძელება და ძვირუხსენებლობა, და რომ მამათა შეცოდებებს დასდებს მესამე და მეოთხე თაობის შვილებზე, მაგრამ არც მამის გამო სჯის შვილს, - არ იფიქრო ეს, - და არც შორეულ შთამომავლებზე დადებს ტვირთივით წინაპართა შეცოდებებს, არამედ გულისხმობს შემდეგს: ვთქვათ, იყო ვინმე ურჯულო კაცი, რომელსაც ყოველგვარი უკეთურებით სავსე ჰქონდა გონება. მართებული იქნებოდა, რომ იგი, ამგვარი ცხოვრების მიმდევარი, დაუყოვნებლივ დასჯილიყო, მაგრამ მაინც თავი შეიკავა ღმერთმა ძვირუხსენებლად და არ მოაწია მასზე კუთვნილი რისხვა. შემდეგ ამ კაცს შეეძინა ძე, რომელიც შეეჯიბრა მამას უღვთოებაში და გაუსწრო კიდეც ბოროტებაში მის მშობელს, მაგრამ მასზეც სულგრძელება გამოიჩინა ღმერთმა. შემდეგ ამისგანაც იშვა მესამე ანდა მესამისგან მეოთხე, რომლებიც, - იმ მხრივ, რაც უკეთურების სახეს შეეხება, - არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მამებს და მამათა თანასწორად მოქმედებდნენ უღვთოებას. აი, მაშინ მოაწევს ღმერთი ზემოდან იმ რისხვას, რაც თავიდანვე ეკუთვნოდა მთელ მოდგმას, გამოიჩინა რა უკვე საკმარისი (უფრო კი, საკმარისზე მეტი) ძვირუხსენებლობა. ამიტომ, სასჯელის დაყოვნება ვიდრე თვით მეოთხე თაობამდეც კი როგორღა არ უნდა ჩაითვალოს როგორც ღვთისმშვენი უდრტვინველობის სადიდებელი? მართლაც ის, რომ არც შვილის დასჯა სჩვევია მას მამის გამო და არც მამისა - შვილის გამო, ამის სწავლა სიძნელის გარეშე შეიძლება იმ სიტყვებისგან, რაც წინასწარმეტყველი ეზეკიელის პირით გარკვევით უთხრა მან იუდეველებს, რომლებიც სწორედ ამის გამო დრტვინავდნენ და ამბობდნენ: "მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოჰლბეს". მოსე იტყვის: "და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ და თქუა: ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი: მამათა ჭამეს კაწახი და ძეთა კბილები მოჰლბეს? ცხოველ ვარ მე! - იტყჳს უფალი, ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაელსა შორის, რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან: ვითარცა სული მამისაჲ, ეგრეცა სული ძისაჲ ჩემი არს. სულმან, რომელმან ცოდოს, იგიცა მოკუდეს. და ძემან არა მიიღოს ცოდვაჲ მამისაჲ, არცა მამამან ცოდვაჲ ძისა თჳსისაჲ" (ეზეკ. 18.1-3;20). ყველა კვდება თავის იმ ბოროტებაში, რითაც მან სცოდა (ἕκαστος ἐν τῇ ἀδικίᾳ αὐτοῦ,  ᾗ ἥμαρτεν, ἀποθανεῖται ἐν αὐτῇ) (იქვე, 948-949; სრულად ორიგინალი: πρὸς δέ γε τοῦτο τῆς ἐνούσης πάλιν αὐτῷ μακροθυμίας τε καὶ ἀνεξικακίας εἰς ἀπόδειξιν ἀποφέρει,  καὶ ὅτι τὰς τῶν πατέρων ἁμαρτίας ἐπιθήσει τέκνοις ἕως τρίτης καὶ τετάρτης γενεᾶς, οὐχ ὑπὲρ πατρὸς κολάζων υἱόν· μὴ τοῦτο νομίσῃς· ἀλλ'  οὐδὲ ἐκγόνῳ τῷ μακρὰν, καθάπερ τι φορτίον ἐπιῤῥίπτων τῶν προγόνων τὰ πταίσματα, σημαίνων δέ τι τοιοῦτον.  γέγονέ τις τυχὸν ἀνὴρ παράνομος,  καὶ μοχθηρίας ἁπάσης ἀνάμεστον ἔχων τὴν διάνοιαν· καὶ κολάζεσθαι μὲν ὑπερθέσεως ἁπάσης δίχα τὸν οὕτω διαζῆν ᾑρημένον ἐχρῆν, διεκαρτέρησε δ' οὖν ὅμως ἀνεξικάκως ὁ Θεὸς, οὐκ ἐπενεγκὼν αὐτῷ τὴν αὐτῷ χρεω στουμένην ὀργήν. εἶτα τούτῳ γέγονεν υἱὸς ταῖς τοῦ πατρὸς δυσσεβείαις ἁμιλλώμενος, καὶ παρατρέχων ἐν κακίᾳ τὸν φύσαντα· καὶ ἐμακροθύμησε καὶ ἐπὶ τούτῳ Θεός· ἀλλὰ καὶ ἐκ τούτου γέγονε τρίτος,  ἢ καὶ ἐκ τοῦ τρίτου τέταρτος κατ' οὐδένα τρόπον ὅσον εἰς κακίας εἶδος τῶν πατέρων ἡττώμενος,  ἰσόῤῥοπον δὲ ταῖς ἐκείνων ἐπιτηδεύσας τὴν δυσσέβειαν. ἐπάγει λοιπὸν ὁ Θεὸς τὴν ἄνωθεν καὶ ἀπ'  ἀρχῆς ὅλῳ τῷ γένει χρεωστουμένην ὀργὴν,  ἀνεξικακήσας διαρκῶς,  μᾶλλον δὲ καὶ ἤπερ ἐχρῆν.  τὸ γὰρ ὑπερθέσθαι τὴν τιμωρίαν καὶ μέχρι τετάρτης γενεᾶς,  πῶς οὐκ ἂν γένοιτο θεοπρεποῦς ὄντως ἡμερότητος ἐγκώμιον; ὅτι γὰρ οὐχ υἱὸν ὑπὲρ πατρὸς, ἀλλ' οὐδὲ πατέρα κολάζειν οἶδεν ὑπὲρ υἱοῦ, χαλεπὸν οὐδὲν ἐκμαθεῖν καὶ ἐξ ὧν ἔφη σαφῶς διὰ φωνῆς Ἰεζεκιὴλ τοῦ προφήτου πρὸς αὐτοὺς Ἰουδαίους,  ἐπ' αὐτῷ δὴ τούτῳ διαγογγύζοντας καὶ λέγοντας Οἱ πατέρες ἔφαγον ὄμ φακα, καὶ οἱ ὀδόντες τῶν τέκνων ἐγομφίασαν. "Καὶ ἐγένετο," φησὶ, "λόγος Κυρίου πρὸς μὲ λέγων Υἱὲ ἀνθρώπου, τίς ὑμῖν "ἡ παραβολὴ αὕτη ἐν τῷ Ἰσραὴλ, λέγοντες Οἱ πατέρες "ἔφαγον ὄμφακα, καὶ οἱ ὀδόντες τῶν τέκνων ἐγομφίασαν; "ζῶ ἐγὼ, λέγει Κύριος, ἐὰν γένηται ἡ παραβολὴ αὕτη ἔτι  "λεγομένη ἐν τῷ Ἰσραήλ· ὅτι πᾶσαι αἱ ψυχαὶ ἐμαί εἰσιν, ὃν "τρόπον ἡ ψυχὴ τοῦ πατρὸς οὕτω καὶ ἡ ψυχὴ τοῦ υἱοῦ,  ἐμαί  "εἰσιν· ἡ ψυχὴ ἡ ἁμαρτάνουσα αὕτη ἀποθανεῖται. ὁ δὲ υἱὸς "οὐ λήψεται τὴν ἀδικίαν τοῦ πατρὸς, οὐδὲ ὁ πατὴρ λήψεται  "τὴν ἀδικίαν τοῦ υἱοῦ αὐτοῦ· ἕκαστος ἐν τῇ ἀδικίᾳ αὐτοῦ,  ᾗ "ἥμαρτεν, ἀποθανεῖται ἐν αὐτῇ, 2.144.5-145.12; შდრ. რუსული თარგმ. При этом для доказательства присущего Ему долготерпения и милосердия приводит и то, что грехи отцов Он возложит на детей до третьего и четвертого рода, — не наказывая сына за отца — не подумай этого! — и не налагая на отдаленного потомка, как бы бремя какое, грехи предков. Нет, Он указывает на нечто подобное следующему. Есть, например, какой-нибудь человек беззаконный, с душою, исполненною всякой порочности. Избравшему такой образ жизни надлежит без всякого промедления подвергаться наказанию, однако же Бог долготерпит милосердо и не подвергает его подобающему ему гневу. Потом у него является сын, не уступающий отцу в нечестии и превосходящий порочностию своего родителя. И к нему долготерпит Бог. И от него явился и третий или от третьего четвертый, нисколько не уступающий своим отцам во всякого рода пороках и упражняющийся в равном с ними нечестии. Тогда наконец Бог наводит Свой превышний и с самого начала всему роду долженствуемый гнев, долготерпев достаточно — даже более, чем подобало. В самом деле, отсрочка наказания до четвертого рода, разве это не служит к похвале истинно Божественного милосердия? Что ни сына за отца, как и ни отца за сына не свойственно Богу наказывать, без труда можно узнать это и из ясных слов Иезекииля пророка к самим иудеям, из-за этого самого именно и роптавших и говоривших: "Отцы ели кислый виноград, а зубы детей получили оскомину". "И было, — говорит, — слово Господа ко мне, говоря: сын человеческий, что у вас за притча эта в Израиле: отцы ели кислый виноград, а зубы детей получили оскомину? Живу я, говорит Господь, если будет притча эта еще говориться в Израиле, потому что все души Мои суть, каким образом душа отца, так и душа сына, Мои суть: душа согрешающая — она умрет, а сын не получит за беззаконие отца, ни отец не получит за беззаконие сына своего, — каждый в беззаконии своем, которым согрешил, умрет в нем" (Иез. 18, 1–4, 20–24, Творения, кн. 3, стр. 296-297).

სხვა ადგილასაც მოძღვარი კატეგორიულად მიუთითებს:

"ისიც, რომ მამათა შეცოდებებს არ მოაწევს ღმერთი შვილებზე, ვრცელი სიტყვით, არცთუ ურიგოდ, როგორც მე მეჩვენება, წარმოვაჩინეთ, როდესაც განსამარტავად წინ გვედო სიტყვები: "რაბი, ვინ სცოდა, ამან თუ ამის მშობლებმა, რადგან ბრმა დაიბადა?" (დასახ. ნაშრომი, 2.197.14; დავიმოწმებთ ორიგინალს: οὐδὲ ὅτι τὰς πατέρων ἁμαρτίας ἐπὶ τέκνα καταφέρει Θεὸς, οὐκ ἀκόμψως, ὥς γε μοι φαίνεται, διὰ μακροῦ δεδείχαμεν λόγου, προτε θέντος ἡμῖν εἰς ἐξήγησιν "Ῥαββὶ, τίς ἥμαρτεν, οὗτος ἢ οἱ "γονεῖς αὐτοῦ, ἵνα τυφλὸς γεννηθῇ;" შდრ. რუს. თარგმ. Бог не налагает грехи родителей на детей, это, как мне кажется, мы уже всестороние и в обширном рассуждении доказали, когда толковали изречение:"Учитель! Кто согрешил, сей или родители его, что слепым родилця?" (Творения, кн. 3, стр. 332).

აი, სიდიადე საღვთო მოძღვრებისა, აი, სადიდებელი ღვთის გულმოწყალებითი მართლმსაჯულებისა, ანთუ პირიქით, მართლმსაჯულებითი გულმოწყალებისა!

ამრიგად, როგორც ვნახეთ, წმინდა წერილის ის სიტყვები, რაც იუდეველური ერეტიკულობით გაიგებოდა და გაიგება ბევრის მიერ დღესაც, სინამდვილეში საღვთო გულმოწყალების სადიდებელი ყოფილა. დიახ, უფალი არასოდეს სჯის უმანკო შვილებს მამათა ცოდვების გამო. ყოველი ადამიანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ შეგნებულად, ნებაყოფლობითად, გააზრებულად და განზრახულებითად აღსრულებული პირადი ცოდვების გამო. შვილი მხოლოდ მაშინ ხდება უფლისგან მსჯავრდადებული, როდესაც იგი მთელი განზრახულებითი შეგნებით შეუერთდება მამისეულ ცოდვას და გააღრმავებს მას, შეგნებულად გაკერპდება მასში.

ახლა ვნახოთ, თუ როგორ განმარტავს ბრმადშობილის შესახებ უფლისგან თქმულ სიტყვებს წმ. იოანე ოქროპირი:

"ჰკითხეს, ვითარმედ: "მოძღუარ, ვინ ცოდა? ამან, ანუ მშობელთა ამისთა?"

ცთომილ არს კითხვაჲ მათი, რამეთუ ვითარმცა ცოდა უწინარეს შობისა, ანუ უკუეთუ მშობელნი ცოდვიდეს, იგიმცა ვითარ იტანჯა?.. ნუუკუე ამანცა ცოდაა? არამედ ესე შეუძლებელ არს, რამეთუ შობითგან ბრმაჲ არს; ანუ მშობელთა მისთა ცოდვისათჳს არსა? არამედ ესეცა შეუმსგავსებელ არს, რამეთუ შვილსა მშობელთათჳს სასჯელი არა მოეჴადების" (წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება იოანეს სახარებისა, II, თბ. 1993, გვ. 66).

შემდეგ დიდი მოძღვარი განმარტავს, რომ, ცხადია, ამ ბრმის მშობლებიც, საზოგადოდ, ცოდვილნი იყვნენ, როგორც ადამიანები და თვით ამ ბრმასაც ექნებოდა შეცოდებანი, როგორც ზრდასრულ კაცს, მაგრამ არც ერთი ეს მხარე არ იყო საკუთრივ მისი ბრმადშობილობის მიზეზი, რადგან, ერთი მხრივ, თვით ეს კაცი ასე დაიბადა და დაბადებამდე ცოდვილი ვერ იქნებოდა, მეორე მხრივ კი მშობლების ცოდვილობა არ განაპირობებს მათგან შობილის ნაკლულევანებას და ტანჯულობას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წმ. იოანე ოქროპირი უფლის სიტყვებს საზოგადო განჩინებად თვლის და არა კონკრეტულად ხსენებული კაცისადმი ნათქვამად. იგი უმკვეთრესი სიცხადით აღნიშნავს:

"ხოლო როდესაც უფალი ამას ამბობდა, ამბობდა არა იმის საჩვენებლად, რომ ამ შემთხვევაშია ეს ასეო, სხვები კი შეიძლება იყვნენ დაბრმავებულნი მშობელთა ცოდვების გამოო, რადგან შეუძლებელია, რომ სხვამ შეცოდოს და სხვა დაისაჯოს მისი ცოდვისთვის" ("ხოლო ამას იტყოდა, არა თუ რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ ესე ესრეთ არს, ხოლო სხუანი ვიეთნიმე დაბრმეს ცოდვისათჳს მშობელთაჲსა, რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა სხუამან ცოდა და სხუაჲმცა დაისაჯა ცოდვისა მისისათჳს", იქვე).

შემდეგ დიდი წმინდანი განაზოგადებს თავის ნათქვმს და წმ. კირილეს მსგავსად, მოუხმობს ძველი აღთქმის ზემოციტირებულ სიტყვებს:

"ეგრეთვე არს ყოველივე და ამისთჳს ეზეკიელ იჭუსა მას განაქარვებს და იტყჳს: "ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი. არღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: "მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოემუხნეს" და მოსე იტყჳს: "არა მოკუდეს მამაჲ შვილისათჳს" (იქვე, გვ. 67).

შემდეგ პირდაპირ ზემოხსენებული მეორე თვალსაზრისის მომხრეებს მიმართავს საღვთო მოძღვარი:

"ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარ თქუმულ არს თუ: "რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე", არამედ ჩუენ ვიტყჳთ ამისთჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა ყოველთა ზედა არს, არამედ რომელთათჳსმე თქუმულ არს, რომელნი-იგი ეგჳპტით გამოვიდეს, ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, რამეთუ ვინაჲთგან ეგჳპტით გამოსრულნი იგი ესეოდენთა მათ სასწაულთა შემდგომად, რომელნი იქმნნეს მათთა მათ მშობელთა ზედა, იქმნნეს იგინი უბოროტეს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული, ამისთჲს იტყჳს, ვითარმედ: "რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, იგივე მოიწიენ ამათ ზედაცა, რამეთუ იგივე საქმე ქმნეს! და რომელმან აღმოიკითხოს, ცნას ჭეშმარიტებით, ვითარმედ მათთჳს თქუმულ არს" (იქვე).

როგორც ვხედავთ, წმ. იოანე ოქროპირი მთლიანად უკუაგდებს მშობელთა ცოდვების შვილებზე გენეტიკურ გადასვლას და, წმ. კირილეს მსგავსად, რჯულმდებლობს, რომ შთამომავალთაგან მხოლოდ და მხოლოდ იმათ შეეხება სასჯელი, რომლებმაც იგივე შეცოდება აღასრულეს ("იგივე საქმე ქმნეს"), რაც მშობლებმა და თვით მათზე უბოროტესნიც გახდნენ ("იქმნეს იგინი უბოროტეს მათსა").

ზემოთქმული აშკარას ხდის, თუ რას გულისხმობდა წმ. ანასტასი სინელი, როდესაც ამბობდა, რომ ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება იმის შესახებ, რომ მამათა ცოდვებისათვის მესამე-მეოთხე თაობებამდე მიეგებათ შვილებსო: ღმერთმა გააუქმა არა თავისი განჩინების შინაარსი, არამედ განჩინება როგორც გამონათქვამი, როგორც ფორმა, რადგან იუდეველებმა ზედაპირული ბუკვალურობით, სულიერი წვდომის გარეშე გაიგეს იგი და ამიტომაც ანდაზურად დასცინეს კიდეც ღმერთს როგორც თითქოსდა უსამართლოს: "მამებმა კაწახი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო". ამ უღვთო სწავლების მოსასპობად და იუდეველთათვის თავის მართლების ყოველგვარი საბაბის გასაუქმებლად უფალმა უკვე პირდაპირ და აშკარად გააცხადა რჯულდება: შვილები არ დაისჯებიან მამათა ცოდვების გამო. დაისჯება მხოლოდ ის, ვინც პიროვნული ნებით, მთელი შეგნებით განზრახულებითად და საქმითად თანაეზიარება წინაპართა ცოდვებს და გადაამეტებს მათ ბოროტებაში. ამავე აზრს შეიცავდა მისი ადრინდელი განჩინებაც, თუკი სულიერად ჩაწვდებოდა მას ვინმე, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, უფალმა იუდეველებს გარეგნული საბაბიც მოუსპო და ის, რაც ადრე დაფარულად აუწყა მათ, შემდეგში აშკარად და გახსნილად რჯულდებულყო.

საგულისხმოა, რომ მეორე თვალსაზრისის მომხრენი უთითებენ თეოფილაქტე ბულგარელზე. მაშ, მოვუსმინოთ ამ მოძღვარს:

"მან (ბრმამ, ე. ჭ.) თვით სცოდა? არ შეიძლება ამის თქმა, რადგან დაბადებიდან იყო ბრმა. ნუთუ მისმა მშობლებმა? მაგრამ არც ეს შეიძლება, რადგან შვილი მამის გამო არ ისჯება (παῖς ὑπὲρ πατρὸς οὐ καλάζεται) ... რამეთუ თუმცა ცოდვილნი იყვნენ მისი მშობლები, მაგრამ ამის გამო როდი იყო სიბრმავე, რადგან არ არის სამართლიანი, რომ მამათა ცოდვები დაედოს ბავშვებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ (οὐ γὰρ ἁμαρτίας πατέρων δίκαιόν ἐστι παισὶ μηδὲν ἀδικοῦσιν ἐπιτίθεσθαι)” (თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება, PG. 124, col. 41).

შემდეგ, წმ. იოანე ოქროპირის კვალობაზე, თეოფილაქტე ასე განაჩინებს:

"მაგრამ როგორღა წერია: "რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე?" უნდა ითქვას, რომ, ჯერ ერთი, ეს განჩინება საყოველთაო არ არის, არცთუ ყოველთა წინააღმდეგ თქმული, არამედ მხოლოდ ეგვიპტიდან გამოსულთა მიმართ. მეორეც, მოდით განვჭვრიტოთ ამ განჩინების აზრი, არათუ ის თქვა, "შვილები დაისჯებიანო იმ ცოდვათა გამო, მშობლებმა რომ ჩაიდინეს", არამედ ის, რომ "მშობელთა შეცოდებები", ესე იგი ‘შეცოდებათა გამო სასჯელნი" მიეგებათ მათ შვილებსაც როგორც მსგავს ცოდვათა ჩამდენთ (ὡς τὰ ὅμοια πεπλημμεληκόσιν)". იმისათვის, რათა არ ეფიქრათ ეგვიპტიდან გამოსულებს, რომ თუნდაც მამებზე უარესი ცოდვა ჩაედინათ, იმგვარადვე არ დაისჯებოდნენ, ამიტომ თქვა უფალმა: ასე კი არ იქნება, არამედ მამათა შეცოდებანი ანუ სასჯელნი თქვენზედაც მოიწევა, რადგან არ გახდით უკეთესნი, არამედ იგივე და უფრო უარესიც კი შესცოდეთ" (იქვე).

ახლა ვნახოთ, თუ როგორ განმარტავს "ძველი აღთქმის" ზემორე სიტყვებს ნეტარი თეოდოროტე კვირელი:

"და თქვა: "და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე". ის, რომ უღვთოებაა შიშვლად გაგება წერილისა, თვით ღმერთი გვასწავლის ამას, როდესაც საწინააღმდეგოს რჯულმდებლობს: "არა მოკუდენ მამანი შვილთათჳს და ძენი არა მოკუდენ მამათათჳს, თითოეული თჳსითა ცოდვითა მოკუდეს” (II სჯ. 24.16). კიდევ, ეზეკიელის მიერ ამბობს: "რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაელისათა, რომელ თქჳან, ვითარმედ: მამათა ჭამეს კაწახი და ძეთა კბილები მოჰლბეს? ცხოველ ვარ მე! - იტჳს უფალი, ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაელსა შორის, რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან: ვითარცა სული მამისაჲ, ეგრეცა სული ძისაჲ ჩემი არს", და ასე შემდეგ. ესეც იმავე აზრს შეიცავს. მე კი ვფიქრობ, რომ მუქარა უფრო საღვთო კაცთმოყვარეობას წარმოაჩენს, რადგან დასძენს: "მოძულეთა ჩემთა (შდრ. "მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა". გამოსლ. 20.5, ე. ჭ.). ეს ნიშნავს: "სულგრძელი ვიქნები მამებისადმი, რომლებმაც შესცოდეს, სულგრძელი ვიქნები შვილებისადმიც, მაგრამ თუ ნაშიერნი და ნაშიერთა ნაშიერნი დაეშურებიან მამათა და წინაპართა უკეთურებას (πονηρίαν), მოვაწევ სასჯელს, მაშინ როცა წინაპართა კეთილმსახურება მრავალ თაობამდე იქნება ცხონების შემძენი (ἡ δὲ τῶν προγόνων εὐσέβεια μέχρι πολλοῦ τῷ γένει προξενήσει τὴν σωτηρίαν)" (გამოსლვათა განმარტება, PG. 80, 268 A-B).

ბოლოს დიდი მოძღვარი დასძენს:

"ისინი, რომლებიც ეგვიპტეში ეგვიპტელთა ღმერთებს დაემონენ, არც თვით დასჯილან, არც მათი მამები, არც მამათა მამები, მაგრამ ისინი კი, რომლებიც დაეშურნენ მათ უღვთოებას, დაისჯებიან, რადგან ესოდენი ქველმოქმედებისა და მრავალი საკვირველების შემდეგაც არ მოიძაგეს ეს უღვთოება" (იქვე).

ვფიქრობთ, უცხადესია ყოველივე: ისჯება მხოლოდ ცოდვის ჩამდენი, ხოლო მის შთამომავლობაში ისჯება მარტოდენ ის, ვინც განზრახულებითად დაეშურება წინაპრის ცოდვას და ყოვლითურთ გაკერპდება მასში. რაც შეეხება მადლს, იგი მიეფინება თაობებს ე. ი. თესლობითად კი არ გადადის, - ნუ იყოფინ, - არამედ საღვთო ნებით სულიერად მიეფინება თაობათა შორის სათნოების აღმსრულებლებს და აცხოვნებს მათ.

კვლავ დავუბრუნდებით ბრმადშობილის ეპიზოდს და მოვიტანთ ექვთიმე ზიღაბენის სწავლებას, რაც, მისივე მითითებით, ეფუძნება მხოლოდ წმინდა მოძღვართა განმარტებებს:

"აქედან უკვე ვსწავლობთ, რომ მამათა შეცოდებებისათვის არ ისჯებიან შვილები (πατέρων ἁμαρτανόντων οὐ κολάζονται παῖδες), რადგან თუმცა "გამოსლვათა" წიგნში უფლის შესახებ წერია, რომ "მოაწევს მამათა ცოდვებს მესამე და მეოთხე თაობის შვილებზე", მაგრამ ეს ითქვა ისრაელთაგან მხოლოდ მათთვის (δι' ἐκείνους μόνους... ἐκ τῶν 'Ισραελιτῶν), რომლებიც კერპთმსახურებას შეუდგებოდნენ. მართლაც, რადგანაც ისინი დაეშურნენ უღვთოებას მათი მამებისას, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობდნენ ეგვიპტეში, ჯეროვნად მიაგო მათ იმათი სასჯელი, რამეთუ რომელთა ცოდვებიც თანასწორია, მათი სასჯელნიც უთუოდ თანასწორია (ὧν γὰρ ἴσαι αἱ ἁμαρτίαι, τούτοις ἴσαι πάντως καὶ αἱ κολάσεις). დიახ, შემდეგში ასე რჯულმდებლობს იგი მოსეს მიერ, როდესაც ამბობს: "არ მოკვდებიან შვილები მამათა გამო", და კიდევ, ეზეკიელის მიერაც იტყვის: "რა არის თქვენთან ეს იგავი, ამბობთ რა: "მამებმა ჭამეს კაწახი და შვილებს მოეკვეთათ კბილები?" ცხოველ ვარ მე, ამბობს უფალი, უკეთუ იყოს ეს იგავი, არამედ ვინც კაწახს შეჭამს, მას მოეკვეთება კბილები (τῶν φαγόντων τὸν ὄμφακα ὠμοδιάσουσιν οἱ ὀδοντες)" (იოანეს სახარების განმარტება, PG. 129, 1308 A-B).

როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, მშობელთა ცოდვების გამო შვილთა წარწყმედის ამღიარებელნი უთითებენ სახარებისეულ სიტყვებზე იმის შესახებ, რომ ყოველი სისხლი, დათხეული აბელიდან ზაქარიამდე ‘მოიწიოს ნათესავსა ამას ზედა” (იხ. ლუკა 11.50-51; მათე 23.35-36). ვნახოთ, როგორ განმარტავს ხსენებულ მუხლებს წმ. იოანე ოქროპირი:

"თარგმანი (განმარტება, ე. ჭ.): ვინაჲთგან უძჳრეს ყოველთა სცოდეთ და არა შეიკდიმეთ პირველქმნულთა მათგან, ამისთჳს თქუენცა უძჳრესი შეგემთხჳოსო" (დასახ. გამოც., გვ. 290).

დიდი მოძღვარი სახარებისეულ სიტყვებს აკავშირებს "ძველი აღთქმის" ზემოციტირებულ მუხლებთან (გამოსლ. 20.5) და გვამცნებს:

"და ესე არს, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: "მივაგნეო ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა" (გამოსლ. 20.5). არათუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მიჰჴადა სასჯელი, ნუ იყოფინ! არამედ რომელთა იგი იხილნეს მრავალნი, ცოდვათათჳს ტანჯულნი, და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძჳრესისაცა მიღებად, ეგრეთ ამათ, ვინაჲთგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკვლელთა ზედა და თჳსითა პირითა წამებდეს, - "უკუეთუმცა ვიყვნეთო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვნეთო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა", - და მერმე იქმნეს იგინი მკლველ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა, და სხუათა მათ მოციქულთა და მართალთა მომწყუედელ, სამართლად სწორი სასჯელისა პირველითგანთა სისხლის დათხევათაჲთა მოიწიოს მათ ზედა" (იქვე).

როგორც უნათლესად და უსაღვთოესად არის სწავლებული, წინასწარმეტყველთა სისხლის დათხევის შესაბამისი სასჯელი მხოლოდ იმათზე მოიწია, რომლებმაც მათ წინაპრებზე მეტი შესცოდეს ("უძჳრეს ყოველთა სცოდეთ"), რომლებმაც უშუალოდ განიზრახეს და მოკლეს უფალი, მოციქულები, სხვა მართალნი. მოტანილი ციტატა კიდევ ერთხელ უარყოფს იუდეველურ აზრს მშობელთა ცოდვების თესლობითი გადაცემადობისა და მათი მიზეზით უდანაშუალო და პიროვნულად უმანკო შთამომავალთა საუკუნო წარწყმედის შესახებ, რადგან წმინდანის შეუვალი ბრძანებით "არათუ რომელი-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მოჰჴადა სასჯელი, ნუ იყოფინ!"

თეოფილაქტე ბულგარელიც სრულიად აშკარად ადასტურებს, რომ უფლის ზემორე სიტყვები მხოლოდ მაშინდელი ებრაელებისადმი ითქვა, რომლებიც თანაეზიარნენ თავიანთი წინაპრების უსჯულოებას. აი, მისი სიტყვები:

"მან თქვა, რომ მაშინ მყოფ ებრაელებზე (ἐπὶ τοὺς τότε ὄντας 'Ιουδαίους) მოიწეოდა ყველა უსამართლოდ დაღვრილი სისხლი, რადგან ისინი, რომლებიც ამდენი მაგალითის შემდეგაც არ გამოსწორდნენ, მათსავე მამებზე მეტად დაისჯებიან" (მათეს სახარების განმარტება, PG. 123, 405 A).

როგორც აღვნიშნავდით, მოაქვთ აგრეთვე მეორე ციტატა:

"და მიუგო ყოველმან ერმან და თქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა იყოს და შვილთა ჩუენთა ზედა" (მათე 27.25).

ცნობილია, რომ ეს სიტყვები წარმოთქვა მაცხოვრის ჯვარცმისათვის განცოფებულმა ბრბომ.

დიახ, გაგიჟებული ბრბო სწორედ ასე ფიქრობდა. იმდენად დიდი იყო უგუნურთა ჟინი მაცხოვრის ჯვარცმისა, რომ მათ საკუთარი განცოფებული ჭკუით მთელი შთამომავლობა გაწირეს, ოღონდაც კი საწადელს სწეოდნენ. მართლაც, მხოლოდ გონდაკარგული თუ იტყვის ზემორე სიტყვებს, რადგან მათში ნაგულისხმევი შინაარსი, კერძოდ ის, რომ თითქოს მშობლის შეცოდება მთელ მის შთამომავლობაზე სპერმატულად გადადიოდეს და უსაშინლესი სასჯელის (საუკუნო წარწყმედის) სახით მოიწეოდეს სისხლისმიერ მემკვიდრეებზე, ჭეშმარიტი გონდაკარგულობა და სიშლეგეა.

ნახეთ, რა უმძაფრესი სიტყვებით იწყებს წმ. იოანე ოქროპირი ზემორე ციტატის განმარტებას:

"აწ იხილეთ აქა განსაკჳრვებელი საქმე: ვითარ, ეუფლოს რაჲ ეშმაკი ვისმე, სრულიად დააბრმობს. თქუთ-ღა, უშჯულონო ჰურიანო, გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო დრკუო და გულარძნილო, ერო ცოფო და არაბრძენო, ნაშობნო ბილწებისანო, მზრახველნო წარწყმედისანო, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაჲ; იყავნ წყევაჲ ესე და ცოდვაჲ თქუენ ზედა, ვითარცა სთქუთ, შვილთა თქუენთა ზედა რაჲსათჳსღა მიიყვანებთ წყევასა მას?" (დასახ. გამოც., გვ. 416).

წმ. იოანე ოქროპირი განაგრძობს:

"ეჰა, ვითარ გარდამატებულ იყო უკეთურებაჲ მათი და ვითარ გამოუთქუმელ არს სახიერებაჲ უფლისაჲ, რამეთუ ესოდენსა მას სიბორგილესა (სიგიჟესა, ე. ჭ.) მათსა ზედა, რომელთა ესრეთ ლირბად მიიღეს ცოდვაჲ იგი და წყევაჲ მათ და შვილთა მათთა ზედა, არავე დაამტკიცა სიტყუაჲ იგი არცა თუ თჳთ მათ ზედა, არამედ რომელნიცა მოიქცეს მათგანნი და შეინანეს წყალობით, შეიწყნარნა და სასუფეველსა ღირს-ყვნა, რამეთუ პავლეცა მათგანი იყო და ბევრეული იგი, რომელთა ჰრწმენა იერუსალჱმს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "ჰრქუა იაკობ პავლეს: ხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი?" (საქმ. 21.20). იგი ყოველნი მათგანნი იყვნეს და შეიწყნარნა სახიერმან მან და აღჴოცნა ცოდვანი მათნი, ხოლო რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოვებასა შინა, მათ თავით თჳსით მოიღეს რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა" (გვ. 417).

აი, ხმამაღალი ქადაგება ჭეშმარიტებისა! დიახ, რაც არ უნდა მძიმე იყოს მშობლისა თუ წინაპრის პირადი ცოდვა, თუნდაც უმძიმესზე უუმძიმესი და წარმოსადგენადაც კი უშემზარავესი (სწორედ ასეთია მაცხოვრის მოკვლა და ამ მკვლელობასთან თანაზიარება), - თვით ეს ცოდვაც კი არ გადადის შთამომავლობაზე თესლობითად, თვით ამ ცოდვის გამოც არანაირად არ წარწყმდებიან საუკუნოდ აღნიშნულ ცოდვაში პიროვნულად უდანაშაულო მომდევნო თაობები, რადგან საუფლო ნებით მხოლოდ განზრახულებითად უკეთურნი, ესე იგი ცოდვებში უკიდურესად და ბოლომდე გაკერპებულნი ექვემდებარებიან სასჯელს ანუ "რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოვებასა შინა, მათ თავით თჳსით მოიღეს რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა".

დიახ, ეკლესია გვასწავლის, რომ "თავით თჳსით" ისჯება ყველა და არა წინაპართაგან თესლობითად გადმოცემული ცოდვების შედეგად.

სახარების აღნიშნულ მუხლებს წმ. იოანე ოქროპირი ეხება თავის სხვა შრომაშიც, რომელსაც ვრცელი სათაური აქვს და ასე იწყება: "იმის შესახებ, რომ არ არის უსაფრთხო მსმენელთათვის მიჩუმათება იმისა, რაც ეკლესიაში ითქმის". დიდი წმინდანი სიტყვა-სიტყვით შემდეგს რჯულმდებლობს:

"თუ იქნებოდა მისი სისხლი მათზე და მათ შვილებზე, აღარ იქნებოდნენ მათი შვილებიდან მოციქულები, არ იწამებდა ერთბაშად სამიათასი და ხუთიათასი. ხედავ, როგორ ველურები და სასტიკები იყვნენ ისინი მათ შვილებთან დაკავშირებით და არ იცოდნენ თვით ბუნება (καὶ τὴν φύσιν αὐτὴν ἠγνόησαν; შდრ. ლათ.: ipsam etiam naturam abnegarint), ხოლო უფალი ყველა მამაზე უფრო კაცთმოყვარე და დედებზე უფრო შვილთმოყვარე იყო. და იქმნა ‘სისხლი მისი მათზე და მათ შვილებზე", მაგრამ მათ შვილებზე ყველაზე არა (ἐπὶ τὰ τέκνα δὲ οὐχὶ πάντα), არამედ მხოლოდ მათზე, რომლებმაც მიჰბაძეს მამათა უღვთოებასა და ურჯულოებას (ἐπ'  ἐκεῖνα μόνον τὰ μιμησάμενα τὴν πατρικὴν ἀσέβειαν καὶ παρανομίαν) და რამდენიც ჰყავდათ მათ ძე, არა ბუნებისეული მემკვიდრეობით (οὐ κατὰ τὴν τῆς φύσεως διαδοχὴν, შდრ. ლათ. non secundum natura successionem), არამედ არჩევანისეული განცოფებით (ἀλλὰ κατὰ τὴν τῆς προαιρέσεως μανίαν), მხოლოდ ისინი გახდნენ პასუხისმგებელნი უკეთურებებზე" (PG. t. 51, col. 110-111).

მთელი ციტატა უძვირფასეს სწავლებას შეიცავს, მაგრამ საკუთრივ სასჯელისა და დაუსჯელობის შესახებ საეკლესიო მოძღვრების გასაღებს განსაკუთრებით ბოლო ნაწილი წარმოადგენს, რომელსაც კვლავ გავიმეორებთ:

"და რამდენიც ჰყავდათ მათ ძე, არა ბუნებისეული მემკვიდრეობით, არამედ არჩევანისეული განცოფებით, მხოლოდ ისინი გახდნენ პასუხისმგებელნი უკეთურებებზე".

დიახ, ასე აშკარად, შეუვალად და საფუძველითურთ დაამხო წმინდანმა იუდეველური სწავლება შვილებში მშობელთა პირადი ცოდვების ბუნებისეული ანუ გენეტიკური მემკვიდრეობის შესახებ და გახსნილად რჯულდებულყო, რომ მხოლოდ იმგვარი შთამომავლები აგებენ პასუხს წინაპართა ცოდვებზე, მხოლოდ ისინი წარწყმდებიან, რომლებიც თავიანთი არჩევანისეული განცოფებით თანაეზიარებიან მათ.

თეოფილაქტე ბულგარელიც, განმარტავს რა "მოციქულთა საქმეების" სიტყვებს: "რაოდენ ბევრნი არიან იუდეველთაგანნი" (საქ. 21.23), აღნიშნავს:

"ეს "ბევრნი" იმათგანნი არიან, რომლებმაც ღაღადყვეს: "სისხლი მისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა", მაგრამ მაინც კაცთმოყვარე უფალმა მათგანნიც და მათი შვილებისგანნიც მიიღო და ბევრი სიკეთის ღირსი გახადა" (PG. 125, 788 B).

 

***

ამრიგად, ეკლესიური სწავლების მიხედვით, მშობლის პირადი სულიერი მდგომარეობა არანაირად არ გადადის შვილზე სპერმატულად, თესლობითად, რადგან შვილი მემკვიდრეა თავისი მშობლის შეცოდებისა არა თესლობითად, გენეტიკურად, არამედ პასუხისმგებლობითად. ეს ნიშნავს: მშობლის ცოდვისთვის კი არ წარწყმდება საუკუნოდ შვილი, არამედ მშობლის (და სხვა წინაპრის) ცოდვებთან შეგნებული, გაცნობიერებული თანაზიარებისთვის და იმავე (ან უფრო მძიმე) ცოდვების აღსრულებისთვის.



ედიშერ ჭელიძე

ჟურნალი "გული გონიერი", №1, 2011 წ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 06 December 2012 19:07)

 

Warning: require_once(/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php) [function.require-once]: failed to open stream: No such file or directory in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96

Fatal error: require_once() [function.require]: Failed opening required '/home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_nodemaps.php' (include_path='.:/usr/local/lib/php') in /home/churchge/domains/church.ge/public_html/library/libraries/domit/xml_domit_shared.php on line 96