Georgian (Georgia)English (United Kingdom)
წიგნიდან "ადამიანი ღვთის წინაშე"

ტექსტი ქვეყნდება გამომცემლობა "სიესტას" ნებართვით

siestabooks.blogspot.com

www.facebook.com/SiestaBooks

 

მე მთხოვეს, რაღაც მეთქვა სიკვდილის შესახებ, სიკვდილისთვის მზადების შესახებ - როგორც ჩემი, ისე სხვა ადამიანებისა; და მე გეტყვით იმას, რისი ლაპარაკიც ყოველ წელიწადს მიხდება ამ თემაზე ლონდონის სამედიცინო ფაკულტეტზე ექიმების, სტუდენტების, მოწყალების დებისთვის.

დასაწყისისათვის ამ თემას გავაფართოვებ ორი მოგონებით, რათა თქვენ გაიგოთ, რით ვიწყებდი, რა შემემთხვა, რატომ არის ჩემი დამოკიდებულება სიკვდილისადმი ისეთი, როგორიც არის. პირველი ჩემი შთაბეჭდილება სიკვდილზე ასეთი გახლავთ. მაშინ ექვსიოდე წლის ბიჭი ვიყავი, ჩვენ ვცხოვრობდით სპარსეთში, დღევანდელ ირანში, და თეირანში იყო ერთი ძალიან ცნობილი ბაღი, განთქმული ვარდნარი, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებს ეკუთვნოდა. მაშინდელი წეს-ჩვეულებების მიხედვით, შეიძლებოდა მისულიყავი კაცთან და გეთქვა: ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენ გასაოცარი ბაღი გქონიათ; შეიძლება, დავათვალიეროთ? ასეც ვქენით, ჩვენ დავათვალიერეთ ეს ბაღი, შემდეგ წამოვედით, და მხოლოდ მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ სანამ მასპინძელი თავისი ვარდებით გვატკბობდა და შარბათით გვიმასპინძლდებოდა, სახლის ერთ-ერთ ოთახში, თურმე, ეწვა ვაჟი, რომლისთვისაც იქამდე ცოტა ხნით ადრე დანით გამოეჭრათ ყელი გზაზე. მაგრამ მამამ მიიჩნია, რომ სტუმართმოყვარეობა მის საკუთარ გრძნობებზე უფრო მაღლა დგას, და ისე მიგვიღო, ვითომ არაფერი არ შემთხვევია. ეს იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება იმაზე, თუ როგორ შეიძლება კაცი აღმოჩნდეს სიკვდილთან პირისპირ და დაამარცხოს თავისი თავზარდაცემა, თავისი ტკივილი სიყვარულის გულისთვის ან, როგორც თავად იტყოდა, ჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობის გულისათვის: "სხვაგვარად ხალხი არ იქცევაო".

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 07 SEPTEMBER 2017 18:06)

დაწვრილებით...

 
წიგნიდან "ადამიანი ღვთის წინაშე"

ტექსტი ქვეყნდება გამომცემლობა "სიესტას" ნებართვით

siestabooks.blogspot.com

www.facebook.com/SiestaBooks

 

დღეს სასაუბროდ რამდენიმე საკითხი შემომთავაზეს, და, სხვათა შორის, მთხოვეს, მესაუბრა ეკლესიაზე, გარდა ამისა, ქროწინებასა და მონაზვნობაზე. და მე მინდა, რაღაც თვალსაზრისით ეს ორი თემა გავაერთიანო. ჩემი გაგებით, ისინი შემდეგნაირად ერთიანდებიან. ეკლესიაში არაფერია არსებითი, მისი არსის გამომხატველი, რომ ამავე დროს მთელი საეკლესიო ცხოვრების ასახვა არ იყოს, ანუ არა მხოლოდ გონებაჭვრეტის, არამედ ყოველდღიური ცხოვრების, კეთების და ადამიანური შემოქმედებისა. და აი, ქორწინება და მონაზვნობა, საეკლესიო ბუნების, საეკლესიო არსის ორი ასპექტია; ქორწინება და მონაზვნობა საეკლესიო გამოცდილებაში უბრალოდ ცხოვრების წესი როდია, რომელსაც ერთნი ან მეორენი ირჩევენ. ქორწინება და მონაზვნობა არის ორი მხარე, ორი გამოვლენა, რომლებიც რაღაც თვალსაზრისით, თავისი თავით ამოწურავენ ეკლესიის ბუნებას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 05 SEPTEMBER 2017 18:39)

დაწვრილებით...

 
წიგნიდან "ადამიანი ღვთის წინაშე"

ტექსტი ქვეყნდება გამომცემლობა "სიესტას" ნებართვით

siestabooks.blogspot.com

www.facebook.com/SiestaBooks


მე ვფიქრობ, ათეიზმი, როგორც „გამოცდილებითი ცოდნა“ - გაუგებრობაა. იდეოლოგიური ათეიზმი, ვთქვათ, ათეიზმის ფილოსოფია შეიძლება უბრალოდ შეესაბამებოდეს იმ აღზრდას, რომელიც თქვენ მიიღეთ. მაგრამ როცა ადამიანი ამბობს: მე ღმერთის შესახებ არაფერი ვიცი, და ამიტომ ის არ შეიძლება არსებობდესო, ეს ძალიან პრიმიტიული მიდგომაა. მე შეიძლება ბრმა ან ყრუ ვიყო, არაფერი ვიცოდე მუსიკის ან ხილული სამყაროს შესახებ, მაგრამ ეს როდი ამტკიცებს, რომ ის არ არის. ეს შეიძლება იმით იყოს გართულებული, რომ ბოროტი ადამიანები ან თვითონ დაბრმავებულები (სხვა მიზეზებიც არსებობს: მე გიჩვენებთ ერთ ძალიან საინტერესო მაგალითს) სხვებსაც უკეტავენ გზას რწმენისკენ, უბრალოდ ცდილობენ ყველას ჩაუკლან რწმენის უნარი, რწმენის რაღაც რელიგიურ მდგომარეობამდე დაყვანით, მაშინ, როცა რწმენა გაცილებით მეტ სივრცეს უნდა მოიცავდეს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 04 SEPTEMBER 2017 12:55)

დაწვრილებით...

 
წიგნიდან "ადამიანი ღვთის წინაშე"

ტექსტი ქვეყნდება გამომცემლობა "სიესტას" ნებართვით

siestabooks.blogspot.com

www.facebook.com/SiestaBooks

როდესაც რწმენაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის ღვთის რწმენას ვგულისხმობთ. სინამდვილეში ასევე არსებობს ადამიანის რწმენა, და იგი ისევე მუდმივად და ღრმად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, როგორც ღვთის რწმენა. ამას გარდა, ღვთის რწმენა ყველას არა აქვს, ხოლო ადამიანებთან ერთად ვერ იცხოვრებ, თუ ადამიანისა არ გწამს. სწორედ ადამიანის რწმენაზეა დამყარებული ყოველგვარი გარდაქმნის მცდელობა - საზოგადოებრივის, პოლიტიკურის, ოჯახურისა, რადგან, რასაც არ უნდა ვქადაგებდეთ - იქნება ეს რელიგია, თუ ახალი ცხოვრების წესი, - თუ ადამიანი შრომას არ შეუდგება, თუ ჩანაფიქრის ხორცშესხმას არ დაიწყებს, ის ვერასდროს, ვერანაირი სახით ვერ განხორციელდება. ამიტომ ყველა გარდამქმნელი, ყველა ადამიანი, რომელიც ხალხს სიახლისკენ მოუწოდებს, თავის მოწოდებას ადამიანის რწმენაზე ამყარებს; ხოლო წვრილმან საქმეებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველაფერი იმ რწმენას ემყარება, რომ ადამიანში არის რაღაც კეთილი, კარგი საწყისი, რომელიც გამოეხმაურება გაჭირვებას, მწუხარებას, სიხარულს, ეს კი შეიძლება ახალი ცხოვრების შენების საფუძველი გახდეს. აი, სწორედ ამ რწმენაზე მინდა გესაუბროთ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 04 SEPTEMBER 2017 12:55)

დაწვრილებით...

 

აღნიშნულ კითვაზე დოგმატური პასუხი მართლმადიდებელმა ეკლესიამ გასცა თავისი ამქვეყნიური დაფუძნებისთანავე. მეტიც, თვით წმინდა ოთხთავში უცხადესადაა ნაუწყები, რომ მაცხოვრის ყოვლადპატიოსანი და ყოვლადუცოდველი ხორცი უკლებლივ ყველა თავისი ბუნებითი თვისებით იყო აბსოლუტურად იმგვარი, როგორიც გახდა ადამის ხორცი ცოდვითდაცემის შემდეგ. მართლაც, წმინდა მოძღვართა მიერ შეუძრავ და ცხონების ქვაკუთხედ დებულებად არის დადებული სწავლება იმის შესახებ, რომ პირველცოდვამ ადამის სხეული, რაც მანამდე ღვთის მადლით იყო უხრწნადი, უკვდავი და უვნებო (ანუ ცოდვამდელი სხეული არ ექვემდებარებოდა სიკვდილს და არ განიცდიდა არანაირ ვნებულებას - არც შიმშილს, არც წყურვილს, არც დაღლას, არც ძილს და არაფერს ამგვარს სხვას, რაც კი უყვედრელ ვნებულებად იწოდება), ცოდვისა და დაცემის შემდეგ გახდა ბიოლოგიურად ხრწნადი, მოკვდავი და ვნებული (ანუ დაექვემდებარა უყვედრელ ვნებულებებს: შიმშილს, საზრდოს მსაჭიროებლობას, წყურვილს, მოწყლვადობას, ხორციელ ტკივილს, ძილს, გამონადენს, დაღლადობას და ა.შ.). შესაბამისად, უნათლესია, რომ მაცხოვარი, რომელსაც კაცობრივად ჭეშმარიტად მოშივდა, ჭეშმარიტად მოსწყურდა, ჭეშმარიტად დაიღალა, ჭეშმარიტად ეძინა, ჭეშმარიტად ჰქონდა ოფლი, ცრემლი, სისხლი, ჭეშმარიტად იტანჯა (ივნო) ჯვარზე და ა.შ., თავისი კაცობრივი სხეულით ბუნებითად უიგივდებოდა ადამის ცოდვითდაცემულ ხორცს, იმ განსხვავებით, რომ მაცხოვარმა ამგვარი (ცოდვითდაცემული და დასნეულებული) სხეული მიიღო ყოვლად უცოდველად ანუ სრული უცოდველობით, მაშინ როცა ადამმა (და ადამში მთელმა კაცობრიობამ) სწორედ საკუთარი ცოდვით და დანაშაულით (გარდასვლით) თვით დაისნეულა თავისი თავი და სამართლიანად მიიღო სასჯელი, ერთ მხრივ, ხორციელი მოკვდავობა, ხრწნადობა და ვნებადობა, მეორე მხრივ კი, ხორციელი სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში შთაკვეთებულობა ანუ სულიერი სიკვდილი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 AUGUST 2017 16:38)

დაწვრილებით...

 

ბიბლიოთეკა, კოდექსი 230

"ხოლო [ევლოგი] წერს სხვა შრომას: "აგნოიტების წინააღმდეგ", ამბობს კი, რომ ვინმე მონაზონებმა იერუსალიმის უდაბნოდან აღძრეს ეს მოძღვრება1, რომლებიც იქამდე მივიდნენ, რომ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს უმეცრება განუკუთვნეს გამომდინარე იმისგან, რაც მან თქვა: "სად დასდეთ ლაზარე?2", და "არავინ უწყის ის ჟამი და დღე - არც ძემ"3, და სხვა ამგვარ ნათქვამთაგან. ხოლო თვით წმინდა ევლოგი იმას განაჩინებს, რომ არც კაცობრივად, ბევრად უფრო კი არც ღმრთეებითად არ იყო უმეცარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე არც ლაზარეს საფლავისა და არც უკანასკნელი დღისა, ვინაიდან არც კაცება, ერთ ჰიპოსტასში შეერთებული მიუახლებელ და არსობრივ სიბრძნესთან, არ იყო უმეცარი არაფრისა, აც როგორც ამჟამინდელთა, ასევე არც, ცხადია, სამომავლოთა, არცთუ ისაა შესაძლებელი, რომ სიცრუე იყოს მისგან ნათქვამი: "ყოველივე, რაც აქვს მამას, ჩემი არის4", თუ, რა თქმა უნდა, ესენი - ყოვლის მკადრებელნი, - თვით მამასაც არ მიზიდავენ უმეცრებისკენ. ასე რომ, როდესაც მაცხოვარმა თქვა: "სად დასდეთ ლაზარე?"5, ამის თქმით ყურადღებიანობისა და დამახსოვრებისკენ მიმართა იქ მყოფი იუდეველები;

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 26 AUGUST 2018 17:37)

დაწვრილებით...

 

მონაკვეთი წიგნიდან "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"

ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით, წყაროზე მითითებით და დამატებითი სქოლიოებით) მოთავსებულია ხსენებული წიგნის 830-868 გვერდებზე

 

მოვუსმინოთ წმ. იოანე დამასკელის საუკუნოვან განჩინებას

 

"წარმატების შესახებ

ამასთან, ითქმის, რომ იგი "წარემატებოდა სიბრძნით, ასაკითა და მადლით" (ლუკა 2,52), რადგან, ერთი მხრივ, იზრდებოდა ასაკით, და ასაკის ზრდის შედეგად სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის თავში არსებული სიბრძნე, მეორე მხრივ კი - ყოვლითურთ განიკუთვნებდა რა ჩვენეულს, საკუთარ წარმატებად აქცევდა იგი ადამიანთა წარმატებას სიბრძნეში და მადლში, აგრეთვე მამისეული სათნოჩენის სრულყოფას, რაც არის ადამიანთა ღვთისმცოდნეობა და ხსნა. მაგრამ ვინც ამბობს, რომ წარემატებოდა იგი სიბრძნით და მადლით როგორც მიმღები ამათი შემატებისა, ამგვარი ვინმე არც იმას ამბობს, რომ ხორცის პირველწარმოქმნიდანვე1 მოხდა შეერთება2, არცთუ ჰიპოსტასურ შეერთებას თვლის იგი რადმე, არამედ ერწმუნება ამაოდ-მბრძნობ ნესტორს და შეფარდებითი შეერთებისა3 და ლიტონი შთამკვიდრებულობის4 მეზღაპრე ხდება, "არ უწყის რა არც ის, რას ამბობს, და არც ის, რის შესახებ ამტკიცებს" (1 ტიმ. 1,7). მართლაც, თუ ჭეშმარიტად შეუერთდა ღმერთ-სიტყვას ხორცი5 თავისი პირველწარმოქმნიდანვე ანდა, უკეთ, თუ ღმერთ-სიტყვაში მყოფობდა იგი და ჰიპოსტასისეული იგივეობა ჰქონდა მასთან, როგორღა არ გამდიდრდებოდა იგი სრულყოფილად ყველა სიბრძნითა და მადლით, თუმცა არა როგორც წილმიმღები მადლისა, არცთუ მომადლებით წილმქონე სიტყვისეულთა, არამედ, უმალ შედეგად ჰიპოსტასური ერთობისა და, აგრეთვე, ადამიანურთა და საღმრთოთა ერთი ქრისტესად მყოფობის გამო, რადგან თვითვე იყო ერთდროულად ღმერთიც და ადამიანიც, ქვეყნიერებისათვის მადლის, სიბრძნისა და ყოველგვარ სიკეთეთა სისავსის აღმომაცნებელი" (გარდამოცემა, თ. 66; დასახ. გამოც. გვ. 415-416).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 JULY 2017 09:51)

დაწვრილებით...