Georgian (Georgia)English (United Kingdom)
311–318
ნაშრომის განხილვა

(ნაწილი პირველი)

ჩვენს ბოლო საუბარში შევეხეთ წმინდა გრიგოლ ნოსელს, ამ ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმეტყველს. გარკვეული შესავალი ნაწილის შემდეგ უკვე გადავდგით ნაბიჯები კონკრეტული ძეგლებისაკენ, კონკრეტული ნაშრომებისაკენ და ის მსმენელები, რომლებიც წინა საუბარს უსმენდნენ, ალბათ მოელიან, ყოველშემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ, მსჯელობის განგრძობას “მოსეს ცხოვრებასთან” დაკავშირებით, რაც ცალკე წიგნად დაგვიტოვა წმინდა გრიგოლ ნოსელმა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 APRIL 2016 11:39)

დაწვრილებით...

 
320–322,324–325
ნაშრომის განხილვა

სწავლება ღვთის მიერ ხილული სამყაროს მყისიერად შექმნის შესახებ

ჩვენ შევჩერდით წმინდა გრიგოლ ნოსელის ჰექსემერონული ანუ ბიბლიურ ექვს დღესთან დაკავშირებული სწავლების იმ მომენტზე, როდესაც დიდმა ღვთისმეტყველმა, როგორც ვნახეთ, უდიდესი და უაღრესად სკურპულოზური სულიერი გამოკვლევის გზით დაადგინა განსაკუთრებული მნიშვნელობის დებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მატერია თავისი ოთხი სტიქიონითურთ, ანუ თითოეული სტიქიონი ცალკე აღებული, საფუძველში არამატერიალურია, რომ მისი წარმომშობი მიზეზები თავისთავად არამატერიალურნი არიან.  სხვაგვარად რომ ვთქვათ წმინდა გრიგოლ ნოსელმა მატერია, ნივთი დაიყვანა არამატერიალურ პირველ საფუძვლებამდე, იმგვარ საფუძველბამდე, რასაც დღეს ენერგიები ეწოდება და რომლებიც ჯერ კიდევ გაურკვეველია [1]მკვლევართათვის მატერიალურნი არიან თუ არამატერიალურნი, რაღაც გარდამავალ მდგომარეობას წარმოადგენენ ისინი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 19 APRIL 2016 15:01)

დაწვრილებით...

 
326–329
ნაშრომის განხილვა

(ნაწილი პირველი)

ჩვენს წინა საუბრებში შევეხეთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს არა მხოლოდ წმინდა გრიგოლ ნოსელის მემკვიდრეობიდან, არამედ ზოგადად საეკლესიო ლიტერატურის ყველაზე უფრო რჩეულ ნაშრომთა შორის, სახელწოდებით “პასუხი ექვსთა დღეთათვის”. რა თქმა უნდა, განსახილველი ამ ძეგლთან დაკავშირებით კვლავ ბევრია. ჩვენ წინა საუბრის დასასრულს ავღნიშნეთ, რომ ზოგი საკითხი შემდეგში ალბათ კვლავაც გახდება ჩვენი ინტერესის საგანი. თუმცა ამჯერად იმ ძირითადით, იმ არსებითით, რაზეც უკვე მსჯელობა გვქონდა,  შემოვიფარგლებით და ამ საუბრის თემად და ჩვენი განხილვის ობიექტად ამჯერად შემოგთავაზებთ იმავე მოძღვრის არანაკლებ საყურადღებო, არანაკლებ მნიშვნელოვან თუმცა სხვა თემასთან დაკავშირებულ ნაშრომს, რასაც აქვს ძალიან საგულისხმო და [1]შთამბეჭდავი სათაური - “რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა”?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 18 APRIL 2016 20:21)

დაწვრილებით...

 
330
კაბადოკიელ მამათა ეროვნულობის შესახებ

ჩვენ მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ წმინდა გრიგოლ ნოსელის მოძღვრებას, მის ზოგიერთ შრომას. იმედი გვაქვს შემდეგ კიდევ დავუბრუნდებით, განსაკუთრებით ისეთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს საეკლესიო ღვთისმეტყველებისას, როგორიც არის “ქება-ქებათას განმარტება”, აგრეთვე “კაცისა შესაქმე” და სხვა. მაგრამ ამჯერად გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ერთ პრობლემაზე, რითაც მსმენელები დაინტერესებულნი არიან და რაც უკავშირდება არა მხოლოდ გრიგოლ ნოსელის, არამედ მთლიანობაში სამივე კაბადოკიელი მამის ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და ცხადია გრიგოლ ნოსელის წარმომავლობას, მათ ტომობრივ კუთვნილებას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 17 APRIL 2016 18:52)

დაწვრილებით...

 
331–333
ცხოვრება და მოღვაწეობა (ნაწილი პირველი)

ჩვენ დღეისათვის შევეხებით ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწეს, მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილ პიროვნებას, წმინდა იოანე ოქროპირის, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია ეკლესიის ისტორიას, დიდება შესძინა კონსტანტინოპოლის საყდარს, რომლის პატრიარქიც ის იყო და მარადიულ მოძღვრად გაუხდა ყველა შემდგომდროინდელ თაობას, ცხადია, დღევანდელის ჩათვლით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 28 APRIL 2016 11:05)

დაწვრილებით...

 
334–347
საღვთისმეტყველო ტერმინთა სამი ჯგუფი

როგორც ჩვენს წინა შეხვედრაზე აღვნიშნეთ წმინდა იოანე ოქროპირის მოძღვრებასთან და საზოგაოდ მის საღვთისმეტყველო მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რაც ხსენებული მოძღვრის შრომებში მკაფიოდაა წარმოჩენილი, გახლავთ საეკლესიო სწავლება ადამიანის ღვთისადმი ხატებისა და მსგავსების შესახებ. რაც ბიბლიური მუხლით არის ბეჭედ დადებული, როდესაც “შესაქმის” წიგნის I თავის XXVI მუხლში მკაფიოდ ყალიბდება შემდეგი სახით: “თქუა ღმერთმა: შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ”. მომდევნო მუხლი განაგრძობს ამ სწავლების ჩამოყალიბებას: “და შექმნა ღმერთმან ადამიანი, ღვთის ხატისებრ შექმნა იგი”.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 15 APRIL 2016 20:03)

დაწვრილებით...

 
348
ეკლესიის მამათა ანტიერეტიკული მოღვაწეობა

განვიხილავთ იმ ერთ-ერთ უაღრესად რთულად გადმოსაცემ თემას, რაც გულისხმობს ნესტორის მწვალებლობის მხილებას და დამხობას ეკლესიის მამათა მიერ. ის უკიდურესად შეფარული მზაკვრობა, რაც ნესტორიანიზმის ერესში იმალება, ჭეშმარიტად საჭიროებდა იმგვარად აღმატებულ და ესოდენ ღრმად განმჭვრეტ ღვთისმეტყველს სამხილებლად, როგორიც გახლდათ წმინდა კირილე ალექსანდრიელი. ღვთის განგებით მეორე დიდი ღვთისმეტყველის თეოდორიტეს მიერ საკუთარი პოზიციური ცთომილების გაცნობიერება დიდად სასიკეთო აღმოჩნდა ეკლესიისთვის. თვით ის პაექრობაც, რაც კირილესა და თეოდორიტე კვირელს შორის მიმდინარეობდა საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის უფრო მეტად დახვეწისა და ფორმირების ასპექტით, [1]ასევე ძალიან ფასეული აღმოჩნდა და შედეგად მივიღეთ უაღრესად ხელშესახები კეთილი ნაყოფი, საეკლესიო-საღვთისმეტყველო მოღვაწეობის მთელი ეპოქალური მიმართულების უპირობიდ განმსაზღვრელი, ქალკედონის IV მსოფლიო კრების დოგმატი განკაცებული ღვთის შესახებ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 15 APRIL 2016 10:36)

დაწვრილებით...