Georgian (Georgia)English (United Kingdom)

დავიმოწმებთ მეექვსე მსოფლიო კრების სინოდალურ განჩინებას:

"ამრიგად, სამარადჟამო ანათემასა და შეჩვენებაში იყოს წმინდა და თანაარსი და თაყვანსაცემი სამების, - მამის, და ძის, და სულიწმინდის, - მიერ: პირველად სიმონ მოგვი, ... მის შემდეგ, აგრეთვე, კლეობიოსი, მენანდრე, ... ევტიქი, დიოსკორე - ევტიქის დამცველი და თანამოსაჯული, ბარსუმა, ზოორა, ტიმოთე, "კატად" წოდებული, პეტრე მონგოსი და აკაკი, რომლებმაც ზენონის "კენოტიკონი"1 იხელოვნეს, ... პეტრე მკაწვრელი, რომელმაც სამწმიდაობის ლოცვისადმი ჯვრის დართვა გაბედა, სხვა პეტრე, იბერიელი და გონება-ველური წყლული (Πέτρος ἕτερος τὸ Ἰβηρικὸν καὶ φρενοβάρβαρον2 μίασμα3)".

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 07 September 2018 13:32)

Read more...

 

კოდექსი 162

მართლმადიდებელ ევსები თესალონიკელსა (585-603) და აფთარტოდოკეტის ანდრიას პაექრობის შესახებ

წაკითხულ იქნა ვინმე "ევსების" - ხარისხით ეპისკოპოსის და სარწმუნოებით მართლმადიდებლის, - ათი სიტყვა, დაწერილი მის მიერ ვინმე (ტავტოლოგიები აქაც და ქვემოთაც დედნისეულია, ე.ჭ.) ანდრია შეყენებულის მიმართ, რისი წინაპირობაც შექმნა თვით ამ შეყენებულმა, ვინაიდან მან დაწერა ეპისტოლე ევსებისადმი, რასაც უწოდა "პარანაგნოსტიკონი" ანუ "საჯაროდ წასაკითხი", და ფიცით აიძულა იგი, რომ წაეკითხა, ევსებიმ კი, წაიკითხა რა, თავდაპირველად გაკიცხა ეს კაცი, დაადანაშაულა რა ერთდროულად უვიცობასა და თავხედობაში, ვინაიდან უჩვენა, ერთი მხრივ, ის, თუ რა შეცდომებს უშვებდა იგი ასოების წერაშიც კი და რომ ერთი სტრიქონის დაწერაც არ შეეძლო უხარვეზოდ, მეორე მხრივ კი ის, რომ, მიუხედავად ამისა, მაინც შესდგომია იგი წერას და დაუვიწყებია აღთქმაც და მოღვაწეობითი მდუმარებაც.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 26 August 2018 23:11)

Read more...

 

"საღვთო მიწერილობათა ასლი, გაგზავნილი მის მიერ (მარკიანე იმპერატორისგან 453 წ-ს) მაკარი ეპისკოპოსისა და არქიმანდრიტის და დანარჩენ კეთილმოშიშ მონაზონთა მიმართ, რომლებიც სინაის წმინდა მთაზე იმყოფებიან

რაოდენი სიახლენიც კადნიერად იმოქმედა თეოდოსიმ (პეტრე იბერის ეპისკოპოსად ხელდამსხმელი) შეურყვნელი რჯულ-წესისა და რომაული მოქალაქეობის წინააღმდეგ (რომლის საქმეთა შესაფერის სასჯელს, ალბათ ვერავინ იპოვის), გამოააშკარავებულია და არც ყოფილა დაფარული არავისთვის, მოაღწევდა რა უთუოდ თქვენს კეთილმოშიშებამდეც სიდიდე მისეული ცთომილებებისა, ვინაიდან წინ უსწრო რა მან, როგორც წმინდა წერილები გვაუწყებენ, ანტიქრისტეს მოსალოდნელ მოსვლას, ხოლო თუ უფრო ჭეშმარიტად ვიტყვით, მოვლინებულ იქნა რა მისგან [ანტიქრისტესგან, ე.ჭ.] წმინდა და მართლმადიდებელი სარწმუნოების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასე ისაზრა, რომ არაფერს ცუდს არ იმოქმედებდა, თუ მიჰბაძავდა ბოროტმსახურებას ევტიქისას, ვინც აუმხედრდა მართლმადიდებელთა კეთილმსახურ რჯულ წესს და აღიშურვა რა ჭეშმარიტებისგან გაუცხოებული ფოტინოსისადმი1, მბაძველი გაუხდა აპოლინარის, ვალენტინოსისა და ნესტორის ღვთისმბრძოლ განზრახულებას, აშკარად გამომჟღავნებულ იქნა რა როგორც ცილისმწამებელი ქალკედონის ქალაქში გამართული იმ უწმინდესი კრებისა, სარწმუნოებრივი მგზნებარების გამო რომ გაიმართა სულ ახლახანს ჩვენეული ნიშანცემით, რომელმაც, ერთი მხრივ, დაამტკიცა 318 წმინდა მამის მრწამსი, შემამყარებელი სარწმუნოებისა, არაფერი შეუცვლია რა ამ წმინდა მამათა მოძღვრებაში არც შემატებითად, არცთუ შემცირებითად, მეორე მხრივ კი, მართლგანაჩინა, რომ ევტიქი როგორც ჭეშმარიტების წინააღმდეგ ამხედრებული და სარწმუნოების შერყევის მოწადინე, უცხოქმნილია მართლმადიდებელთა სახელისაგან. სწორედ მის (ევტიქის) უკეთურ და უგუნურ კადნიერებას შეუდგა თეოდოსი, რომელმაც პალესტინის მხარემდე მიაღწია, შეიყვანა კი შეცდომაში უმეცარნი, შეთხზა რა, რომ წმინდა კრების მიერ თითქოს სხვათა ნაცვლად სხვანი იყო ნარჯულმდებლები, ვინაიდან თქვა, რომ ამავე უწმინდეს კრებას თითქოსდა ორი ძის, ორი ქრისტესა და ორი პირის თაყვანისცემა დაედგინოს და რომ თითქოსდა წმინდა მამათა მრწამსის საწინააღმდეგოდ განემარტოს მას სარწმუნოება.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 25 August 2018 19:25)

Read more...

 

წერილი პირველი

[113]წინამდებარე გამოკვლევა თეზისურია. იგი ნაწილობრივ ასახავს ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტექსტების ტერმინოლოგიური შესწავლის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული აკრიბიის წესი მოითხოვს ტერმინთძიებათა თეოლოგიური და ფილოლოგიურ-ისტორიული ასპექტების უთუოდ მთლიანობაში წარმოჩენას ამგვარ ძიებათა შინაგანი ერთიანობისა და განუყოფლობის გამო, მაინც მიზანშეწონილი გვეჩვენა, თავად საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, ცალკე გამოგვეყო და ძირითადი დასკვნების სახით გადმოგვეცა კონკრეტულად იოანე პეტრიწთან დაკავშირებული ის სავარაუდო სიახლენი, რომლებიც თან ახლდნენ ზემოხსნებულ კვლევას.

1. ნ. მარის ცნობილი გამოკვლევიდან მოკიდებული დღემდე მტკიცედ არის დამკვიდრებული აზრი, რომ პირი, რომელსაც საეკლესიო-სამეცნიერო ტრადიცია იოანე პეტრიწად სახელდებს ანდა, მეტი სიზუსტისათვის, პირი, რომელმაც ქართულად თარგმნა ნემესიოს ემესელის "ბუნებისათჳს კაცისა" და პროკლე დიადოხოსის "კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი", მოღვაწეობდა XI ს-ის II ნახევარსა და XII ს-ის პირველ მეოთხედში (დავით აღმაშენებლის მეფობის დროს).

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 13 July 2018 13:15)

Read more...

 

იოანე პეტრიწის განსწავლულობა და მისი ნააზრევის საღვთისმეტყველო სიღრმე კარგად არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სრულიად არაფერია ცნობილი, თუ სწავლების რა გზა განვლო მან, მაინც ეჭვგარეშეა, რომ ხსენებულ მოღვაწეს ხანგრძლივი და ზედმიწევნით საფუძვლიანი სკოლარული აღზრდა მიუღია. შესაბამისად, პეტრიწის მოსაზრებანი პიროვნების განსწავლითი სრულყოფის შესახებ, ვფიქრობთ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ძველად სწავლების პროცესი და პიროვნული სრულყოფა ერთ მთლიანობად აღიქმებოდა.

აღნიშნული საკითხის შესახებ იოანე პეტრიწის  ცნობილ კომენტარებში ხშირი მინიშნებანი გვაქვს, მაგრამ შედარებით სისტემური ანალიზი თავს იჩენს „ფსალმუნთა“ მისეული თარგმანისადმი წამძღვარებულ წინასიტყვაობაში. ხსენებულ შრომაში ერთგან პეტრიწი არაორაზროვნად მიანიშნებს თავის მოწინააღმდეგეებზე და, ბოლომდე სჯერა რა საკუთარი მოსაზრებებისა, აყალიბებს სწავლებას იმის შესახებ, თუ რა განსწავლულობის და რა სულიერი მომზადების პირებთან არის შესაძლებელი პაექრობა ჭეშმარიტების შესახებ. ქვემოთ ანალიტიკურად შევეხებით აღნიშნულ სწავლებას.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 05 July 2018 19:03)

Read more...

 

ვლასიოს ფიდასის წიგნიდან "კანონიკური სამართალი" (ფრანგული ვერსია)

მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა (გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", №21, 2007 წ.)

 

ეკლესიის ადმინისტრაციული წყობა

მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციულ სამართალში ძალიან რთულია სრულად და ობიექტურად განიმარტოს ტერმინები - "ავტოკეფალია" და "ავტონომია", იმ მიზეზით, რომ ერთი მხრივ, საკითხი მოიცავს მრავალ ასპექტს და მეორე მხრივ, დღესდღეობით შეინიშნება ამ ტერმინის ცალმხრივი ტენდენციაც. ამავე დროს, არსებობს ავტოკეფალიის გამოცხადების კერძო ინიციატივებიც, ერთი შეხედვით კანონიკურ საფუძველზე დამყარებული, რაც ქმნის არა მხოლოდ მრავალმხრივ კანონიკურ პრობლემას, არამედ ასუსტებს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას, დაკავშირებულს უფლისმიერ სიყვარულთან.

მას შემდეგ, რაც I მსოფლიო საეკლესიო კრების მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კანონებით ჩამოყალიბდა საეკლესიო ადმინისტრაციის სტრუქტურული სისტემა, ეკლესიის პრაქტიკაში ტერმინები - "ავტოკეფალია" და "ავტონომია" კანონიკური გახდა და მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული შინაარსით მოიხსენიება. IV-V საუკუნეებში ვრცელდებოდა საეკლესიო ადმინისტრაციის სამიტროპოლიტო, საეგზარქოსო და საპატრიარქო სისტემები, რაც აფიქსირებდა ადგილობრივი ეკლესიების ერთობის კანონიკურ ჩარჩოებს, სამოქალაქო ადმინისტრაციის გარე სქემის გათავისებით თუ ანალოგიით. თუმცა საეკლესიო ადმინისტრაციის თანმიმდევრული სქემები - სამოქალაქო ადმინისტრაციის შესაბამისი ფორმების ადაპტაციით - არ ირღვეოდა და არ ბღალავდა ეკლესიის ადმინისტრაციული ძალმოსილების მთავარ არსს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 05 April 2019 18:43)

Read more...

 

მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I-ის სიტყვა საპატრიარქო რეზიდენციაში

12 ოქტომბერი, 2007 წ.

უნეტარესო და საყვარელო ძმაო და თანამწირველო, მთავარეპისკოპოსო თბილისისა და კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა, ბატონო ილია.

მართლმადიდებელი ეკლესიების უნეტარესნო და პატიოსანნო საჭეთმპყრობელნო და წარმომადგენლებო,

წმიდანო მღვდელმთავარნო,

მაღალღირსნო ხელისუფლების წარმომადგენლებო,

უფლის მიერ საყვარელნო შვილნო.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 08 June 2018 21:24)

Read more...