წმიდა ნინო - ქართველთა განმანათლებელი და მოციქულთა სწორი
საქართველოში ქრისტიანობა პირველივე საუკუნეებიდან გავრცელდა, ხოლო IV საუკუნის პირველ მეოთხედში წმ. ნინოს მოღვაწეობის შედეგად სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. აღნიშნული ღვაწლის გამო წმ. ნინო ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად არის მიჩნეული.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:10)
წმინდა მოციქულთა მოღვაწეობა საქართველოში და მათ სახელთან დაკავშირებული სიწმინდეებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამოციქულო ეკლესიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენში, პირველ საუკუნეში ქრისტეს მოძღვრება იქადაგეს მაცხოვრის მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათამ. აღნიშნული საეკლესიო გადმოცემის უტყუარობას ადასტურებს როგორც ქართული, აგრეთვე უცხოური წერილობითი წყაროები, რომლებიც საინტერესო ცნობებს გვაწვდიან საქარ¬თველოში მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ. ამ დოკუმენტური მასალებიდან უცხოური წერილობითი წყაროები ადრინდელი პერიოდისაა, ხოლო ქართული შედარებით გვიანი ხანით თარიღდება. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:11) ედიშერ ჭელიძე - დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ"მცირე სჯულისკანონის", წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა და წმ. ფოტი მიტროპოლიტის რჯულდებანი დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებსახელგანთქმული რჯულდებითი ძეგლი, რასაც ბერძნულში "კანონარი" (Κανονάριον) ეწოდება, სლავურ-რუსულში "ნომოკანონი" (Номоканон), წმ. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანში კი "რჩულისკანონი", იმავე წმ. ექვთიმეს მიხედვით, შეუდგენია VI ს-ის ცნობილ მოღვაწეს, კონსტანტინოპოლის პარტრიარქ წმ. იოანე მმარხველს (582-595)1. ბერძნულ ხელნაწერში, ისევე როგორც ექვთიმესეულ თარგმანში, ავტორად წარმოდგენილია "ღირსი მამა ჩვენი იოანე მმარხველი, რომელიც იყო პატრიარქი კონსტანტინოპოლისა" (ამ ხელნაწერის ტექსტი ცნობილი გახადა პიტრამ. იხ. Pitra, Spicilegium Solesmense, t. IV, 1858, p. 436-438). აღნიშნული ძეგლი მეცნიერულად გამოიკვლია და ქართულ-სლავურ თარგმანებთან ერთად გამოსცა ნ. ზაოზერსკიმ (ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ა. ხახანაშვილმა. იხ. Н. А. Заозерский, А. С. Хаханов, Номоканон Иоанна Постника в его редакциях: Грузинской, Греческой И Славянской, М. 1902). ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:12) საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და აფხაზეთი(საქართველოს კათოლიკოსის თანამოსაყდრის ლეონიდის (ოქროპირიძის) მიმართვა აფხაზ თავადს ალექსანდრე შერვაშიძეს)უძველესი დროიდან აფხაზეთი პოლიტიკურად და ეკლესიურად საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღესრულებოდა. მართალია, XIV საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ფეოდალური დაქუცმაცებულობის შედეგად იმერეთის სამეფოს ხელისუფალთა ხელშეწყობით ერთიან მცხეთის საკათალიკოსო ტახტს გამოეყო და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ლიხთ-იმერეთის საკათალიკოსო, რომელიც შემდგომ აფხაზეთის საკათალიკოსოს სახელითაა ცნობილი, მაგრამ იგი მაინც საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:11) უცნობი მასალები სასულიერო განათლების შესახებ XX ს-ის 20-იანი წლების საქართველოშიქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარების შემდეგ (IV ს-ის პირველი ნახევარი) საქართველოში სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრები ეკლესია–მონასტრების ბაზაზე ჩამოყალიბდა. მართალია, თავდაპირველად გარკვეული პერიოდის განმავლობაში (IVს-დან VI ს-ის 20-30-იან წლებამდე) საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრებად ანტიოქიიდან მოვლინებული არაქართველი სასულიერო პირები ინიშნებოდნენ, მაგრამ მღვდელთმსახურთა მომზადება ადგილობრივად ხდებოდა. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:12) პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი – ევქარისტიათავი VII. ერთობის საიდუმლომოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით (I კორ. 16,20) თანამედროვე ლიტურგიაში ასამაღლებელს – ”ვიყვარებოდეთ ურთიერთარს” – ისე მცირე დრო უკავია, რომ თითქმის არა გვაქვს საშუალება, ის კარგად გავიგონოთ, გავიგონოთ არა მარტო გარეგანი სმენით, არამედ – შინაგანითაც. დღეს ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთი ასამაღლებელთაგანია, რომელიც სარწმუნოების სიმბოლოს უძღვის წინ. მაგრამ ადრე ასე არ იყო. ძველი ეკლესიის ლიტურგიკული ძეგლებიდან გავიგებთ, რომ ამ ასამაღლებლის მერე მართლაც სრულდებოდა მშვიდობის ამბორი, რომელშიც მთელი ეკლესია, მთელი საკრებულო მონაწილეობდა. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:32) ერმი - მწყემსიწიგნი Iხილვებიხილვა პირველი 1. 1. ჩემმა აღმზრდელმა მიმყიდა რომში ვინმე როდის. მრავალი წლის შემდეგ ვიცანი იგი, მივედი და შევიყვარე როგორც და1. 2. რაღაც დროის შემდეგ ტიბრზე ბანაობისას დავინახე, ხელი გავუწოდე და ამოვიყვანე მდინარიდან. მისი სილამაზის მხილველი ჩემს გულში განვსჯიდი და ვამბობდი: „ბედნიერი ვიქნებოდი, ამგვარი სილამაზისა და ზნის ცოლი მყოლოდა“. მხოლოდ ეს მოვისურვე, სხვა არაფერი. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 07 NOVEMBER 2012 11:24) |