Georgian (Georgia)English (United Kingdom)

"ა. განა არ ვამბობ, რომ ამქვეყნად ადამიანი შეიქმნა ხატად ღვთისა?

ბ. როგორ არა!

ა. ჩვენში საღვთო ხატის შთამხატველი და ბეჭდის გვარად შთამტვიფრველი ზექვეყნიური მშვენიერბისა განა სულიწმინდა არ არის?

ბ. მაგრამ, ამბობენ, არა როგორც ღმერთიო, არამედ როგორც საღვთო მადლის მსახურიო.

ა. მაშ, თვით ის კი არ უნდა შთაინიშნებოდეს ჩვენში, არამედ მისმიერი მადლი.

ბ. როგორც ჩანს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 05 DECEMBER 2011 12:25)

დაწვრილებით...

 

ხატმეტყველება და დოგმატიკა

საეკლესიო ხატმეტყველების საფუძველია, ერთი მხრივ, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირის, ძე ღმერთის შესახებ პავლე მოციქულისგან სამგზის ნამცნები: "რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ" (კოლას. 1.15); "რომელი-იგი არს ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ" (ებრ. 1.3); "რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო" (ფილიპ. 2.6), ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის, ყოვლადწმინდა სამების მადლისმიერი ძის ანუ ძეობილის შესახებ მოსე წინასწარმეტყველისგან ნაუწყებნი: "და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ"... და შექმნა ღმერთმა კაცი, ხატებად ღმრთისა შექმნა იგი" (შესაქ. 1. 26-27); "...რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი" (შესაქ. 9.6).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 26 JANUARY 2012 23:54)

დაწვრილებით...

 

ადამიანი - ძეობილი ღვთისა, ხატი ძეღმერთისა

ახლა შევეხოთ ხატოვნებასთან დაკავშირებულ მეორე საკითხს: ადამიანის შექმნას ღვთის ხატად (შეს. 1. 26-27).

როგორც ჩვენს ბროშურაში აღვნიშნავდით, ტერმინ ხატის ორმნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, ადამიანის ღვთისადმი ხატოვნება ორი ასპექტით წარმოჩნდება: (I) ადამიანი, კაცობრივი ბუნება შექმნილია ერთარსება ღვთის ხატად; (II) ამავე დროს, ადამიანი, როგორც მადლით ქმნილი ძე ღვთისა, ხატოვნებითად აღბეჭდავს თავის თავში მეორე ჰიპოსტასის ბუნებით ძეობას მამისადმი და, ამ თვისების (ძეობილობის) მხრივ, ადამიანის ჰიპოსტასურ არქეტიპად ანუ პირმშოხატად საეკლესიო მოძღვრების მიერ ითქმის საკუთრივ ძე ღმერთი, რომლის ბუნებითი ძეობის ხატად მადლით შეიქმნა იგი. ძე ღმერთის, როგორც არქეტიპის ანუ პირმშოხატის გზით ადამიანი მამის შეცნობამდე მაღლდება. ადამიანის ძეობა და ხატოვნება ერთარსება ღვთისადმი და მისი ძეობითი ხატოვნება პიროვნულად ძე ღმერთისადმი აღდგენილ იქნა ქრისტიანებში მაცხოვრის მოსვლის გზით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 26 JANUARY 2012 23:54)

დაწვრილებით...

 

ადამიანი - ღვთის ხატი და მსგავსება

"შესაქმის" წიგნის მიხედვით, ადამიანის შექმნისას ღმერთი ამბობს: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ" (1.27).

ზემოთ არაერთგზის შევხებივართ ღვთისადმი ადამიანის ხატებას და მსგავსებას. ამჯერად ყურადღებას მივაქცევთ ამ ორი ცნების ურთიერთმიმართებაზე.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს ჩვენი ოპონენტიც, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ჯერ კითხვას სხვამს:

"ახლა გავარკვიოთ, არის თუ არა ადამიანში ღმრთის ხატებასა და მსგავსებას შორის განსხვავება?"

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 26 JANUARY 2012 23:54)

დაწვრილებით...

 

ამაღლების შემდგომ საღვთო მზრუნველობა კაცობრიობაზე ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასის – სულიწმინდის გარდამოსვლით გაცხადდა. ამ დღეს დაედო დასაბამი იმ საღვთო კრებულის არსებობას, რომელიც ქრისტემ თავისად განიკუთვნა. ამ კრებულს ეკლესია ეწოდა. ამ დღეს დაარსდა ის კრებული, რომლის წიაღში არსებობაც აუცილებელია საიმისოდ, რომ ქრისტეს გამომსყიდველი ვნებანი თითოეულ ადამიანს პიროვნულად შეეხოს. დიახ, მაცხოვარმა თავისი სიკვდილითა და აღდგომით გამოისყიდა ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნება და ამის შემდგომ უკვე პიროვნული გამოხსნისათვის უნდა იღვწოდეს თითოეული. ცხადია, ამ პიროვნული ხსნისათვის ცოდვის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გამარჯვების ერთადერთი საშუალება ღვთის შეწევნაა, მაგრამ, ამასთან ერთად, აუცილებელია თავად ადამიანის პირადი მოღვაწეობაც. თავად ადამიანმა, პიროვნებამ უნდა დაიწყოს და აწარმოოს ბრძოლა ცოდვასთან. მას უკვე ამის საშუალება მიცემული აქვს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაცხოვარმა თავისი ყოვლადწმინდა, უბიწო სისხლით გამოისყიდა ადამიანის ბუნება. ეკლესია, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს დაარსდა, ამ პიროვნული გამოხსნისათვის აუცილებელ ძალებს იძლევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ არა ეკლესია, ადამიანი პირადულ ხსნას ვერ განახორციელებს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 23 NOVEMBER 2011 17:48)

დაწვრილებით...

 

ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი დრო და ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი, სულის მხსნელი ცხოვრების დასაწყისად. სწორედ ამას გულისხმობდა წმინდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობდა: “აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.  და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.” (რომ. 13. 11-14).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 16 NOVEMBER 2011 18:34)

დაწვრილებით...

 

ხშირად შეგვინიშნავს ღვთისმსახურებისას, ზოგიერთ დღეებში, როგორ იკითხება მწუხრის ლოცვაზე გარკვეული ადგილები ძველი აღთქმიდან. ახალაღთქმისეულ ეკლესიაში ძველი აღთქმის საღვთისმსახურო წიგნების გამოყენება (მაგ.: ფსალმუნის), კაცობრიობის ისტორიაში ორ სხვადასხვა ეპოქაში არსებული ერთი საყოველთაო და განყოფელი ეკლესიის არსებობის კიდევ ერთი დამადასტურებელია.

როგორც ვიცით, ცოდვით დაცემული კაცობრიობის სამოთხისმიღმიერი ისტორია ორ, ძველ და ახალაღთქმისეულ ნაწილად იყოფა. ორივე ეპოქაში ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ცოცხალი ურთიერთობა ჰქონოდა ღმერთთან, აუცილებლად ღვთისაგან დაფუძნებული ეკლესიის ერთობაში უნდა ყოფილიყო შესული და ის სადმე ცალკე, მოწყვეტილად არასოდეს მოიაზრებოდა. ასეა ეს მაცხოვრის მიერ კაცობრიობის ცოდვისაგან გამოსყიდვის შემდეგ და ასე იყო მაშინაც, სანამ ძე ღვთისა განხორციელდებოდა; ანუ იმ ეპოქაში, რომელიც ძველი აღთქმის სახელით არის ცნობილი და რომლის განმავლობაშიც საღვთო განგებულება ერთი ღვთივრჩეული ერის შემონახვითა და ამ ერში მესიის მოსვლის მოლოდინით გაცხადდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 19:47)

დაწვრილებით...