Georgian (Georgia)English (United Kingdom)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2011 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმიდან: "წმინდა სინოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა.

ფილიმონ ქორიძეს ეწოდა ერისათვის დავდადებული

----------------------------------

ქართული გალობის დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე 1835 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გამოჩინებულში, მღვდლის, იესეს ოჯახში დაიბადა. მამაპაპისეული სახლი, რომელშიც ფილიმონი იზრდებოდა, წმიდა გიორგის სახელობის უძველეს მონასტერთან ახლოს მდებარეობდა. სიმღერა-გალობისადმი დიდი სიყვარული, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი და ხმის განსაცვიფრებელი სიძლიერე ფილიმონმა ყრმობის ასაკიდან გამოამჟღავნა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 16 FEBRUARY 2012 19:13)

დაწვრილებით...

 

მიქაელ მოდრეკილის იადგარი ტაო-კლარჯეთისა და პალესტინის ქართული სამგალობლო სკოლების შემოქმედებით მიღწევათა შემაჯამებელ და დამაგვირგვინებელ ეტაპს ასახავს. კრებული შედგენილია X საუკუნის მეორე ნახევარში (977-988 წლებში). ამ დროისთვის ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები ეროვნული შემოქმედებითი ნაკადის ზრდის ტენდენციებს ავლენენ. ბიზანტიური წარმომავლობის ნათარგმნი იადგარები უფრო ინტენსიურად ივსება ქართველ ჰიმნოგრაფთა თხზულებებით. ამას ხელი შეუწყო ეროვნული ეორტოლოგიის შემუშავებამ, წმინდა ქართული დღესასწაულების დაწესებამ, რომლებიც ეროვნული  წმინდანების ხსენებასა და სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენების აღნიშვნას დაუკავშირდა. შეიქმნა ორიგინალური ჰიმნები, მიძღვნილი წმიდა ნინოსა (sin.59) და წმინდა აბოსადმი (ამ უკანასკნელს საგალობლები მიუძღვნეს იოანე ქონქოზისძემ და სტეფანე სანანოისძემ, ჰიმნები შესულია ხელნაწერში S-425), აგრეთვე, საბა განწმენდილის სახელზე, რომლის ხსენება განსაკუთრებულად აღინიშნებოდა საქართველოში (ჰიმნების ავტორია ბასილ საბაწმინდელი), მარხვანის თითქმის მთელი სტიქარონული ნაწილი (იოანე მინჩხისა, შესული ხელნაწერებში sin. 5 და sin. 75) და სხვა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 16 FEBRUARY 2012 11:33)

დაწვრილებით...

 

დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე ერთ-ერთი იმ გამორჩეულ მოღვაწეთაგანია, ვინც შემოგვინახა გადაგვარებისა და დავიწყების პირას მისული ძველი ქართული მუსიკალური კულტურა.

რაჟდენ თომას ძე ხუნდაძე 1845 წელს დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ კალაგონში, რომელიც გურია-იმერეთის საზღვარზე მდებარეობდა. ხუნდაძეთა გვარი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა. რაჟდენის უფროსი ძმა ერმალო ხუნდაძე ქართული საეკლესიო გალობისა და საერო სიმღერების სახელგანთქმული შემსრულებელი ყოფილა. ასევე მუსიკალური ნიჭით ყოფილან დაჯილდოებულნი რაჟდენის უმცროსი ვაჟი ელიზბარი (ჭულა) და ქალიშვილი ბაბო.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 15 FEBRUARY 2012 18:14)

დაწვრილებით...

 

მიქაელ მოდრეკილის უაღრესი თავმდაბლობით აღბეჭდილ ამ მინაწერში მთელი სისრულით ვლინდება დიდი მამის ღვაწლი ქართულ გალობაში: "შეწევნითა დიდად სახიერისა ღმრთისაითა მე გლახაკმან და უღირსად ცხოვრებულმან ღელვათა სოფლისათა დანთქმულმან და სიმძიმითა ბრალთა სიმრავლისაითა დაღონებულმან მიქაელ მოდრეკილმან ვიღუაწე და უზეშთაეს უძლურისა ძალისა ჩემისა შრომაი ვაჩუენე და შევკრიბენ საგალობელნი ესე წმიდისა აღდგომისანი რომელნი ვპოენ ენითა ქართველთაითა მეხურნი ბერძნულნი და ქართულნი სრულნი ყოვლითა განგებითა წესისაებრ საეკლესიოისა უფალო ღაღატყავითა და სიმართლით სისწორითა კილოისაითა და უცთომელობითა ნიშნისაითა". ესაა არამარტო ქართულ ენაზე იმ დროს არსებული ყველა საგალობლის თავმოყრა, არამედ მათი გადარჩევა და განწმენდა "არაკეთილთაგან" ("საყუარელნო სხვანიცა გალობანი ნათლისღებისანი მრავალნი მქონდეს: სიტყუად არაკეთილ იყვნეს და ამისთვის არა დავწერენ") და რაც მთავარია, მათი ნევმირება - კილოზე გაწყობა "უცთომელობითა ნიშნისაითა". სწორედ ეს უკანასკნელი განაპირობებს მიქაელ მოდრეკილის "საწელიწდო იადგარის" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართული გალობის ისტორიაში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 14 FEBRUARY 2012 19:00)

დაწვრილებით...

 
1) ორი "მონოთეიზმი"

ღმერთი არაა მეცნიერების საგანი და ღვთისმეტყველებაც რადიკალურად განსხვავდება ფილოსოფიური აზროვნებისაგან; ღვთისმეტყველი არ ეძებს ღმერთს, მსგავსად რაიმე საგნისა, არამედ თვით ღმერთი ეუფლება ღვთისმეტყველს ისევე, როგორც ჩვენ გვეუფლება ვისიმე პიროვნება. და სწორედ იმის გამო, რომ ღმერთმა პირველმა იპოვა და იმის გამოც, რომ ღმერთი ევლინება გამოცხადებით, ღვთისმეტყველისათვის შესაძლებელი ხდება ღმერთის ძებნა, იმგვარად, როგორც ჩვენ ვეძებთ ვინმეს ყოფნას მთელი ჩვენი არსებითა და შესაბამისად მთელი გონებით. ღვთისმეტყველების ღმერთი ესაა "შენ", ესაა ბიბლიის ცოცხალი ღმერთი. რასაკვირველია, იგი აბსოლუტია, მაგრამ პიროვნული აბსოლუტი, რომელსაც ლოცვისას "შენ"-ობით მივმართავთ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 14 FEBRUARY 2012 13:13)

დაწვრილებით...

 

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმინდანად შერაცხა ("ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენისათვის გაწეული ღვაწლის გამო") იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, რომელსაც სახელად წმიდა ექვთიმე აღმსარებელი ეწოდა და მისი ხსენების დღედ დაადგინა ახ. სტ. 2 თებერვალი/ძვ. სტ. 20 იანვარი.

ცხოვრება და მოღვაწეობა

“დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე, და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამისა მხიარულებით... და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”.

იღუმენ ექვთიმე კერესელიძის მინაწერი სანოტო ხელნაწერზე

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 13 FEBRUARY 2012 18:06)

დაწვრილებით...

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2011 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმიდან: "წმინდა სინოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა.

ეპისკოპოს სტეფანეს, დეკანოზ პოლიევქტოსსა და მღვდელ ფიფილიმონ კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება - აღმსარებელი.

 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვანმა მატიანემ მრავალი გამორჩეული სახელი შემოგვინახა, რომელთა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა არა მარტო ეროვნული ეკლესიის, არამედ, მთლიანად ქართველი ერის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაზე. წინამდებარე წერილში გვინდა გიამბოთ საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო მოღვაწის, ეპისკოპოს სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილზე. ამ პიროვნების შესახებ ცოტა რამ თუ იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ისიც მხოლოდ ქართლ-კახური გალობის გადარჩენასთან კავშირში. იგი ხომ მგალობელი კარბელაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 16 FEBRUARY 2012 18:18)

დაწვრილებით...