Georgian (Georgia)English (United Kingdom)

პროფესიული სასულიერო სამუსიკო ხელოვნება საქართველოში ძველთაგანვე დაწინაურებული იყო. სამუსიკო განათლება წარმოადგენდა ორგანიზებულ სისტემას, რომლის განვითარება-სრულყოფა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მიმდინარეობდა. IX-X საუკუნეებში სამგალობო ხელოვნების სწავლებას “ხმითა სასწავლელი სწავლაჲ” ან “სულიერი შესხმის მოძღვრება” ეწოდებოდა. გიორგი მერჩულე წერს, რომ წმ. გრიგოლ ხანძთელმა ყმაწვილობაშივე “მსწრაფლ... დაისწავლა დავითნი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ”, გიორგი საბაწმიდელ-სინელი (X ს.) კი “საგალობელნი იადგარნის” ანდერძში შემდეგი სიტყვებით მიმართავს გალობის შემსწავლელთ: “იხარებდით მოძღურებითა სულიერად შესხმისაჲთა, ჵ კრებულო მსწავლელთაო.”

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 20 FEBRUARY 2012 20:10)

დაწვრილებით...

 

წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) მღვდლის ოჯახში აღიზარდა. მან სემინარიის დამთავრებისთანავე დაიწყო სასულიერო მოღვაწეობა. ყაზანის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მღვდელ-მონაზონი ალექსანდრე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალმხრივად მოღვაწეობდა, ჯერ არქიმანდრიტის, მოგვიანებით კი ეპისკოპოსის ხარისხში.

XIX საუკუნე – წმინდა მღვდელთმთვარის მსახურების ხანა – საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის ისტორიაში უმძიმესი გარემოებებით იყო აღსავსე, რამაც მძიმე ვითარებაში ჩააყენა ქართული საეკლესიო გალობაც. წირვა-ლოცვაში გამოუყენებლობის გამო მისი ფუნქცია და სწავლების აუცილებლობა თანდათან იკარგებოდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 20 FEBRUARY 2012 17:59)

დაწვრილებით...

 

[178]იერუსალიმში, მოუმზადებლად, ათი დოგმატის შესახებ, და საკითხავი კოლასელთა მიმართ ეპისტოლიდან: “გაფრთხილდით, ვინმე თქვენგანი არ იქნას გატაცებული სიბრძნისმოყვარებისა და ფუჭი საცდურის მიერ, ადამიანთა გადმოცემის შესაბამისად, სამყაროს სტიქიონთა შესაბამისად” (კოლ. 2.8) და შემდგომი.

1. ბაძავს სათნოებას ბოროტება და ღვარძლი იფქლად წარმოჩენას მეცადინეობს, რომელიც ფორმით იფქლის მსგავსია, მაგრამ გემოსხილვით შეიცნობა1 განმრჩეველთაგან. ეშმაკიც გარდაისახება სინათლის ანგელოზად (2 კორ. 11.14), არა იმისთვის, რომ იქ დაბრუნდეს, სადაც იყო (რადგან მოიგო განუჭედელი გული, როგორც გრდემლი (იობ. 41.15), და აქვს შეუნანებელი არჩევანი), არამედ იმისთვის, რომ ანგელოზთასწორი ცხოვრებით მოქალაქეებს სიბრმავის წყვდიადი და ურწმუნოების წყლულებითი მდგომარეობა გარეშეარტყას.2 მრავალი მგელი დაძრწის ირგვლივ ცხვართა სამოსით (მათ. 7.15),  რომელთაც ცხვართა სამოსი კი შეუძენიათ, მაგრამ არა ჩლიქები და კბილები, არამედ მოსავთ რა შინაური ცხოველის ტყავი და გარეგნობით აცდუნებენ რა უბოროტოებს, კბილებიდან უღმერთობის გამხრწნელ შხამს გადმოადენენ. მაშ, გვესაჭიროება საღვთო მადლი, ფხიზელი გონება და მხედველი თვალები, რომ არ დავზარალდეთ არცოდნის გამო ღვარძლის როგორც იფქლის მჭამელნი, არც მგლის ცხვრად მიღებით წარვიტაცოთ,  არც მომსვრელი ეშმაკის კეთილისმყოფელ ანგელოზად მიჩნევით შთავინთქათ, “რადგან დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და დაეძებს, თუ ვინ შთანთქოს” (1 პეტ. 5.8), თანახმად წერილისა. ამიტომაც შეგვაგონებს ეკლესია, ამიტომაც არის ახლანდელი სწავლებანი, ამიტომაცაა საკითხავები.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 15:07)

დაწვრილებით...

 
როდესაც არ არის ღმერთი

ვიდრე საუბარს დავიწყებდე მათთან, ვინც ახლა იწყებს ლოცვით გზას, მსურს ერთ საკითხზე ძალიან გარკვევით შევთანხმდეთ: რომ მიზნად სულაც არ ვისახავთ იმას, რომ აკადემიურად ავხსნათ ან განვმარტოთ, თუ რისთვის არის საჭირო ლოცვის სწავლა. ამ საუბრებში მსურს, ვაჩვენო, თუ რა უნდა იცოდეს, ან რა უნდა გააკეთოს მან, ვისაც ლოცვა სურს. რამდენადაც თვითონ მე დამწყები ვარ, ჩავთვლი, რომ თქვენც დამწყებები ბრძანდებით. ამიტომ შევეცადოთ, რომ ერთად დავიწყოთ. მე მათთვის არ ვსაუბრობ, ვინც მისტიკურ ლოცვას ან სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს ესწრაფის. მათკენ „ლოცვა თვითონ გაიკვლევს გზას“ (წმ. თეოფანე დაყუდებული).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 18 FEBRUARY 2012 18:30)

დაწვრილებით...

 

ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში, საეკლესიო კალენდრის შევსებასთან ერთად, მოზღვავდა დიდი რაოდენობა საგალობლებისა; შეიქმნა ჰიმნის ახალი სახეობები. სამგალობლო რეპერტუარის მნიშვნელოვანმა ზრდამ ხელი შეუწყო ერთ-ერთი უძველესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის, იადგარის ჩამოყალიბებას.

იადგარი ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეულ ეტაპს ასახავს (ტერმინი "იადგარი" სპარსული წამომავლობისაა, ნიშნავს "ხსოვნას", "მოგონებას", "გახსენებას", "სახსოვარს"). იგი წმინდანთა მოსახსენებელ საგალობელთა კრებულს უნდა აღნიშნავდეს. საგალობელთა ამ ტიპის ბერძნული ხელნაწერები "ტროპოლოგიონის" (ტროპარების კრებული) ან "მენაიონის" (იგივეა, რაც თვენი) სახელითაა ცნობილი. ჩვენამდე მოღწეულია ძველი იადგარის რამდენიმე ნუსხა. მათგან ყველაზე ვრცელია ე.წ. ჭილ-ეტრატის იადგარი. მისი უნივერსალობის შესახებ კ. კეკელიძე აღნიშნავდა: "ამ ხელნაწერში ჩვენ გვაქვს ერთადერთი ნიმუში იმ წიგნისა, რომელიც სრულებით აკმაყოფილებდა ლიტურგიკულ მოთხოვნილებას VIII-IX საუკუნეებამდე, ვინაიდან იმაში მოთავსებულია ყველა ის დიდი წიგნი, რომლებიც აუცილებელია ეკლესიაში სახმარებლად". აქ თავმოყრილია თვენი, მარხვანი, ზატიკნი და პარაკლიტონის ადრეული, თავისებური სახე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 17 FEBRUARY 2012 18:21)

დაწვრილებით...

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სამღვდელო და სამღვდელმთავრო მოღვაწეობის ხანა იმ წლებს ემთხვევა, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანი იყო ქართული გალობის, როგორც ეროვნული ფენომენის შენარჩუნების საქმეში.

მომავალი მოღვაწე იზრდებოდა მღვდლის ოჯახში, სადაც სხვებთან ერთად სწავლობდა წერა-კითხვას, ხუცურს, გალობას და სხვადასხვა საეკლესიო წესს. მღვდელი მაქსიმე ქიქოძე იყო მოძღვარი გურიის უკანასკნელი მთავრის მამია გურიელისა, რომელიც განთქმული ყოფილა როგორც გალობის დიდი მოამაგე და დამფასებელი. ამიტომ ბუნებრივია, მისი კარის მოძღვარი საეკლესიო გალობის კილოების ზედმიწევნით მცოდნე იყო. პატარა გერასიმე მოუკლებლად ესწრებოდა ღვთისმსახურებას ოზურგეთში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 17 FEBRUARY 2012 17:56)

დაწვრილებით...

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2011 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმიდან: "წმინდა სინოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა.

ფილიმონ ქორიძეს ეწოდა ერისათვის დავდადებული

----------------------------------

ქართული გალობის დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე 1835 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გამოჩინებულში, მღვდლის, იესეს ოჯახში დაიბადა. მამაპაპისეული სახლი, რომელშიც ფილიმონი იზრდებოდა, წმიდა გიორგის სახელობის უძველეს მონასტერთან ახლოს მდებარეობდა. სიმღერა-გალობისადმი დიდი სიყვარული, განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი და ხმის განსაცვიფრებელი სიძლიერე ფილიმონმა ყრმობის ასაკიდან გამოამჟღავნა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 16 FEBRUARY 2012 19:13)

დაწვრილებით...