Georgian (Georgia)English (United Kingdom)
331–333
ცხოვრება და მოღვაწეობა (ნაწილი პირველი)

ჩვენ დღეისათვის შევეხებით ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწეს, მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილ პიროვნებას, წმინდა იოანე ოქროპირის, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია ეკლესიის ისტორიას, დიდება შესძინა კონსტანტინოპოლის საყდარს, რომლის პატრიარქიც ის იყო და მარადიულ მოძღვრად გაუხდა ყველა შემდგომდროინდელ თაობას, ცხადია, დღევანდელის ჩათვლით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 28 APRIL 2016 11:05)

დაწვრილებით...

 
334–347
საღვთისმეტყველო ტერმინთა სამი ჯგუფი

როგორც ჩვენს წინა შეხვედრაზე აღვნიშნეთ წმინდა იოანე ოქროპირის მოძღვრებასთან და საზოგაოდ მის საღვთისმეტყველო მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რაც ხსენებული მოძღვრის შრომებში მკაფიოდაა წარმოჩენილი, გახლავთ საეკლესიო სწავლება ადამიანის ღვთისადმი ხატებისა და მსგავსების შესახებ. რაც ბიბლიური მუხლით არის ბეჭედ დადებული, როდესაც “შესაქმის” წიგნის I თავის XXVI მუხლში მკაფიოდ ყალიბდება შემდეგი სახით: “თქუა ღმერთმა: შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ”. მომდევნო მუხლი განაგრძობს ამ სწავლების ჩამოყალიბებას: “და შექმნა ღმერთმან ადამიანი, ღვთის ხატისებრ შექმნა იგი”.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 15 APRIL 2016 20:03)

დაწვრილებით...

 
348
ეკლესიის მამათა ანტიერეტიკული მოღვაწეობა

განვიხილავთ იმ ერთ-ერთ უაღრესად რთულად გადმოსაცემ თემას, რაც გულისხმობს ნესტორის მწვალებლობის მხილებას და დამხობას ეკლესიის მამათა მიერ. ის უკიდურესად შეფარული მზაკვრობა, რაც ნესტორიანიზმის ერესში იმალება, ჭეშმარიტად საჭიროებდა იმგვარად აღმატებულ და ესოდენ ღრმად განმჭვრეტ ღვთისმეტყველს სამხილებლად, როგორიც გახლდათ წმინდა კირილე ალექსანდრიელი. ღვთის განგებით მეორე დიდი ღვთისმეტყველის თეოდორიტეს მიერ საკუთარი პოზიციური ცთომილების გაცნობიერება დიდად სასიკეთო აღმოჩნდა ეკლესიისთვის. თვით ის პაექრობაც, რაც კირილესა და თეოდორიტე კვირელს შორის მიმდინარეობდა საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის უფრო მეტად დახვეწისა და ფორმირების ასპექტით, [1]ასევე ძალიან ფასეული აღმოჩნდა და შედეგად მივიღეთ უაღრესად ხელშესახები კეთილი ნაყოფი, საეკლესიო-საღვთისმეტყველო მოღვაწეობის მთელი ეპოქალური მიმართულების უპირობიდ განმსაზღვრელი, ქალკედონის IV მსოფლიო კრების დოგმატი განკაცებული ღვთის შესახებ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 15 APRIL 2016 10:36)

დაწვრილებით...

 
349-350
განკაცების შესახებ ნესტორიანული, მონოფიზიტური და მართლმადიდებლური სწავლება (ნაწილი პირველი)

ნესტორიანიზმის შესახებ გახლავთ ჩვენი მსჯელობა. ჩვენ შესავალ ნაწილში სირთულე პრობლემისა წარმოვაჩინეთ. რამდენიმე საკითხს შევეხეთ და კვლავ გვინდა იმავე კითხვაზე პასუხი უკვე სხვა თვისებათა მხრივ, სხვა განშტობების მხრივ წინამდებარე საუბარში შეძლებისდაგვარად ასევე წარმოვაჩინოთ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 13 APRIL 2016 14:16)

დაწვრილებით...

 
351-354
მაცხოვრის კაცობრივი ბუნების განღმრთობის შესახებ (ნაწილი პირველი)

ჩვენი წინა შეხვედრის ბოლოს აღვნიშნეთ, რომ მომდევნო შეხვედრაზე ვისაუბრებდით იმ სახელწოდებათა, იმ სახელდებათა შესახებ, რითაც ეკლესიის მამები განსაზღვრავენ საღვთო ბუნებისგან კაცობრივი ბუნებისადმი გამდიდრებითად მინიჭებულ ღირსებებს, თუ რას უწოდებენ ამ ღირსებებს ეკლესიის მამები კაცობრივი ბუნება რომ საღვთო ბუნებისგან იძენს განკაცებისას მაცხოვრის ერთ პიროვნებაში.

ეს პრობლემა თუ ეს საკითხი შეიძლებოდა არ განხილულიყო, რომ არა ერთი გარემოება, რომ თითქოსდა აი ეს ღირსებანი სრულიად უსახელოდ უნდა დავტოვოთ, მათ რაღაც სახელი არ უნდა განვუკუთვნოთ, რადგანაც მიიჩნევა, რომ რაღაცის წოდება მათდამი თითქოსდა ცთომილების შემცველია. კონკრეტულად თუ რისი წოდებაა ცთომილების შემცველი ამას მოგვიანებით დავაკონკრეტებთ, ამჯერად კი შევეცდებით წარმოვადგინოთ ეკლესიის მამათა სწავლებანი ხსენებულ საკითხთან დაკავშრებით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 12 APRIL 2016 20:10)

დაწვრილებით...

 
355-356
ზოგადი მიმოხილვა

ჩვენი წინა საუბრის დასასრულს აღვნიშნეთ, რომ ჩვენ უფრო დეტალურად შევეხებოდით საკითხს საღვთო ბუნებისგან კაცობრივი ბუნების გამდიდრების შესახებ, როგორც ეს წმინდა იოანე დამასკელისგან არის წარმოდგენილი მის ფუნდამენტურ ნაშრომში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 11 APRIL 2016 16:46)

დაწვრილებით...

 
357
მართლმადიდებლობა – ქართლის სულიერი არჩევანი

ჩვენ შევეხეთ საეკლესიო ისტორიისა და საეკლესიო ღვთისმეტყველების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს V ს-ის I ნახევარს, ნაწილობრივ შუა წლებსაც, როდესაც უმძიმეს ერეტიკულ გადახრებთან პაექრობაში, შემაძრწუნებელ ცთომილებებთან პაექრობაში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა გამოცხადებითი სწავლების, ჭეშმარიტი მოძღვრების შეურიგებლობა ყოველგვარი დოგმატური დარღვევისადმი, როგორც ადამიანისთვის ყველაზე უფრო მთავარის - გამომხსნელობითი, მაცხოვნებლობითი მოძღვრების გაუფასურების მცდელობისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 15:27)

დაწვრილებით...