Georgian (Georgia)English (United Kingdom)
289–290

წმიდა მაკარი ეგვიპტელის ეპისტოლეთა ირგვლივ შექმნილი არამართებული შეხედულების შესახებ

ჩვენ კვლავ მეუდაბნოე მოღვაწეებზე გვაქვს განხილვა. რამდენიმე მათგანი, ფუძემდებლები, წმინდა ანტონი დიდი, ამონა, პახუმი, მეტნაკლებად მიმოვიხილეთ, მათი ღვაწლი და კონკრეტულად ის ძეგლები, რაც ამ პიროვნებებს პატრისტიკას უკავშირებს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 06 მაისი 2016 18:39)

დაწვრილებით...

 
291

მაკარი ალექსანდრიელი

ჩვენს წინა შეხვედრაზე შევეხეთ ერთ-ერთ უდიდეს მეუდაბნოეს წმინდა მაკარი ეგვიპტელს, უდიდეს ღვთისმეტყველს, რომლის შრომათა ყველაზე რჩეული ნაწილი ქართულადაც, უბრწყინვალესი თარგმანის სახით, წმ. ექვთიმე ათონელისგან შემონახულია და რომელიც ამონას მიერ, ცნობილი ბერმონაზონის, დაფუძნებული სკიტის, ერთ-ერთი ყველაზე უფრ სახელგანთქმული უდაბნოს საძმოს ნამდვილ მნათობად იქცა (მაკარი ეგვიპტელზე გვაქვს მსჯელობა).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 06 მაისი 2016 13:48)

დაწვრილებით...

 
292–294

ევაგრე პონტოელი – ზოგადი მიმოხილვა

ჩვენ კვლავ ეგვიპტელ მეუდაბნოეებზე გვექნება განხილვა.  ამჯერად შევეხებით მსნელებისთვის სხვადასხვა კუთხიდან და სხვადასხვა ფაქტიდან გამომდინარე ალბათ უფრო ცნობილ პიროვნებას ევაგრე პონტოელს. სხვა რომ არაფერი ქართველ მკვლევართა აზრით ეს პიროვნება შესაძლოა კაბადოკიელი მამების მსგავსად საქართველოსთან დაკავშირებული ყოფილიყო გენტიკურად, თუმცა როგორც მაშინ აღვნიშნავდით, ამჯერადაც ხაზგასმით ვიტყვით, რომ საკუთრივ სამწერლობო თვალსაზრისით, სამოღვაწეო კუთხით, კულტურის ისტორიისთვის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად პატრისტიკის ისტორიისთვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, არაფერს არ ცვლის, ევაგრე პონტოელი, ისევე როგორც კაბადოკიელი მამები, გახლავთ საკუთრივ და მხოლოდ ბიზანტიელი მოღვაწე და ბიზანტიელი ავტორი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 30 APRIL 2016 17:06)

დაწვრილებით...

 
295

ზოგადი მიმოხილვა

ჩვენ ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ მცირე აზიის იმ ავტორებზე, რომლებიც IV ს-ის I ნახევარში და შუა წლებში გახდნენ ცნობილნი. ზოგი მათგანი გვიხსენებია კიდეც, განსაკუთრებით არიანელობასთან დაკავშირებით, უშუალოდ არიოზთან კონტაქტში, როდესაც ამ ერთ-ერთი საშინელი ერესის წარმოშობის და გავრცელების სხვადასხვა ასპექტებს მიმოვიხლავდით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 30 APRIL 2016 11:46)

დაწვრილებით...

 
296–297

თეოგონიოს ნიკიელი – ზოგადი მიმოხილვა

ჩვენს წინა შეხვედრაზე შევეხეთ მცირე აზიის ერთ-ერთ ავტორს, არიანული მწვალებლობის ყველაზე უფრო ცნობილ ლიდერს და ამ უბედურების, როგორც წინა საუბარში ავღნიშნავდით, ყველაზე უფრო უკიდურესი ფორმით გამავრცელებელს და რაც ნაწერები, ანდა ცნობები მისი ნაწერების შესახებ დღეისათვის ხელმისაწვდომი იყო, ამ ყოველივეს შესახებ მთლიანობაში უკვე ვიმსჯელეთ. მაგრამ მის გვერდით არაიშვიათად ვახსენებდით არიანელობის მხარდამჭერ მეორე პიროვნებასაც – თეოგონიოს ნიკიელსაც, რომელიც გაცილებით ნაკლები მაშტაბის პიროვნება იყო, სამწერლობო კუთხითაც თითქმის არაფერი კვალი მას არ დაუმჩნევია. თუმცა მაინც უმცირესის მიხედვითაც პატრისტიკაში და პატროლოგიაში შემოდის და ორიოდე სიტყვით ჩვენც ვახსენებთ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 29 APRIL 2016 21:34)

დაწვრილებით...

 
298

მარკელოზ ანკვირელი (IV ს.)

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ არიანული ცრუ მოძღვრების ერთ-ერთ წარმომადგენელს, ფაქტობრივად ერთადერთ გამოკვეთილ საეკლესიო ავტორს ასტერიოზ სოფისტს და როგორც დასასრულს აღვნიშნავდით (ისედაც ხშირად ვახსენებდით ამ პიროვნებას – მარკელოზ ანკვირელს) საფიქრებელია, რომ მარკელოზ ანკვირელის შესახებ არსებული ინფორმაციის წარმოდგენა არიანელებთან დაკავშირებული ეპოქის (IV ს-ის I ნახევრის) ნათლად გაცოცხლებისათვის, ალბათ საყურადღებო და მნიშვნელოვანი იქნება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 29 APRIL 2016 19:25)

დაწვრილებით...

 
299

ჩვენ წინა შეხვედრებზე მიმოვიხილეთ მოღვაწეთა და ავტორთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გარკვეულ ყურადღებას იმსახურებდნენ საეკლესიო ლიტერატურის ისტორიის თვალსაზრისით და ფაქტობრივად მივადექით იმ ზღურბლს, როდესაც აუცილებელი ხდება სპეციალური განხილვა IV ს-ის შუა წლებისა და II ნახევრის ალბათ ყველაზე უფრო გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეების შრომებისა, სამი ცნობილი კაბადოკიელი მამისა – ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 28 APRIL 2016 11:08)

დაწვრილებით...