Georgian (Georgia)English (United Kingdom)
257–258

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ მეოთხე საუკუნის დამდეგის რამდენიმე ავტორსა და ცნობილ მოღვაწეს გავეცანით, მათ შორის გახლდათ წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი, აგრეთვე იაკობ ნისიბინელი (ზოგჯერ ის ნასიბინელადაც იწოდება), ისევე როგორც შევეხეთ ამ ეპოქის ყველაზე უფრო მასშტაბური, ყველაზე უფრო მძიმე შედეგების მომტანი ერესის -  არიანელობის აღმოცენების პირველ ეტაპებს, პირველ საფუძვლებს, საკუთრივ არიოზის, ევსები ნიკომიდიელის საქმინობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქრონოლოგიურ და მოძღვრებითი ხასიათის მომენტებს. ამ კუთხით კვლავ განვაგრძობთ განხილვას ყველაზე უფრო არსებითი მომენტებისას, ყველაზე უფრო არსებითი მახასიათებლებისას და კონკრეტული ავტორებისას, რა თქმა უნდა, მათ შორის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეების ცხოვრებისა და ლიტერატურული მემკვიდრეობისა.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Thursday, 26 May 2016 13:04)

Read more...

 
259–261


ანტონი დიდის ცხოვრების ძველი ქართული თარგმანები

IV საუკუნის პირველი ნახევრის სახელგანთქმული მოღვაწეებიდან ჩვენ, რა თქმა უნდა, ცალკე უნდა გამოვყოთ ჩვენს მიერ არაერთგზის ხსენებული და ალბათ ყველასთვის ცნობილი სახელოვანი მოღვაწე წმ. ანტონი დიდი. ამ პიროვნებასთან დაკავშირებით არ ვართ, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. წყაორბის არსებობა განაპირობებს ჩვენს ცოდნასაც და ჩვენი ცოდნის სიფართოვესაც ანტონი დიდის ჯერ ცხოვრების, შემდეგ ცხოვრებაშივე გამოჩენილი განსაკუთრებული ახოვანების ანუ პრაქტიკული მოღვწეობის და შემდგომ მისი თეოლოგიურ-საღვთისმეტყველო ნააზრევის შესახებ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Wednesday, 25 May 2016 13:11)

Read more...

 
262–264

მოღვაწეობის ზოგადი მიმოხილვა

ჩვენს წინა საუბარში მიმოვიხილეთ წმ. ანტონი დიდის მოღვაწეობა. უფრო ადრე ვეხბოდით არიანელობის აღმოცენებას, რასთანაც და რომლის უარყოფასთანაც თვით ანტონი დიდსაც ქონდა შეხება, რა თქმა უნდა, როგორც თუნდაც წმ. ათანასე ალექსანდრიელის მოძღვარს და ეს თემა არიანელობასთან ბრძოლისა ხშირად წარმოდგება ჩვენს წინაშე ამ ეპოქის მოღვაწეთა შესახებ საუბრისას. ამიტომ ვფიქრობთ გასაკვირი არ უნდა იყოს ის გარკვეული, შეიძლება ასე ითქვას თხოვნა რაც ჩვენდამი იყო მომართული საკუთრივ არიოზთან დაკავშირებით, რომ როგორც ადრე რამდენიმე შემთხვევაში მსმენელთა ერთი ჯგუფისგან გამოითქვა სურვილი იმისა, რომ არიოზის ლიტერატურული საქმიანობის შესახებ, ე.ი. რამეს თუ წერდა იგი, მხოლოდ ზეპირი იყო მისი საქმიანობა თუ წერილობითაც ავრცელებდა თავის ერესს, ანუ ზოგადად რომ ვთქვათ არიოზის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია რომ წარმოგვედგინა მსენელისათვის.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 24 May 2016 10:42)

Read more...

 
266

ერი საზეპურო

ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები ქრისტიანული ლიტერატურის და ზოგადად ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის, IV საუკუნის დამდეგის ანალიზისკენ, შეფასებისკენ. თვისებები, ნიშანდებულებანი ამ ეპოქისა ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ და გეზი რითაც შემდგომდროინდელი, შემდგომ ეპოქათა საეკლესიო ლიტერატურის პროფილი განისაზღვრა სწორედ ამ მონაკვეთიდან, აი ეს გეზი უმთავრესი შტრიხებით ვფიქრობთ მსმენელის წინაშე უკვე წარმოდგენილი იყო.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 23 May 2016 13:38)

Read more...

 
267

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ იმ წმინდა და სულიერ ღირსებებს რითაც ქართლი აღჭურვილი იყო ვიდრე IV საუკუნემდე და შესაბამისად შემზადებული იყო იმ უაღმატებულესი სინამდვილის მისაღებად და სრულყოფილად აღსაქმელად, რასაც საქართველოს გაქრისტიანება ეწოდება ყველა თავისი გამოვლინებით. ჩვენ მივუთითეთ აღნიშნულ სიწმინდეებზე, რომ პირველ რიგში ესაა უფლისმიერი კვართის მცხეთაში დაფლულობა, შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობა, ბაგრატიონ მეფეთა გენეტიკური მომდინარეობა და წარმომავლობა ბიბლიური დავით მეფისგან და ძველი აღთქმის უდიდესი სიწმინდის ელიას ხალენის ანუ მოსასხამის ასევე ქართლში დაფლულობა.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Monday, 23 May 2016 13:34)

Read more...

 
270–284

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენს წინა საუბრებში ვფიქრობთ საკმაოდ წარმოჩნდა არიანულ ერესთან დაკავშირებით მართლმადიდებელ მოძღვართა განსაკუთრებული ვალდებულება ჭეშმარიტების დაცვისა და არაიშვიათად ვახსენებდით ამ დამცველობითი მოღვაწეობის ჟამს ისეთ დიდ სახელს, როგორიც გახლავთ წმ. ათანასე ალექსანდრიელი. მას შევეხებით ჩვენ ამჯერად და ალბათ რამდენიმე შეხვედრა მიეძღვნება ხსენებულ მოღვაწეს. მეტ-ნაკლებად აქცენტი გვექნება მისი ცხოვრების იმ ნაწილზე, რაც კონკრეტულად არიანელობასთან პაექრობას უკავშირდება და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა საუბარში შევეხებით მის იმ უდიდესი მნიშვნელობის მქონე საღვთისმეტყველო მემკვიდრეობას რაც დღესაც ჩვენთვის ერთ-ერთი გზამკვლევია ჭეშმარიტი მოძღვრების შესწავლის გზაზე.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Sunday, 22 May 2016 20:51)

Read more...

 
286–288

წმიდა ანტონი დიდი

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ასკეტიზმის გვიანდელი და უმნიშვნელოვანესი სახეობის, ასკეტიზმის მწევერვალის, განდეგილობის აღმოცენებას. ძირითადი მიზეზები განდეგილური მოღვაწეობის დაფუძნებისა და მისი ჭეშმარიტად სულიერ მოძრაობად ქცევისა უკვე მიმოვიხილეთ. ვახსენეთ ორი სახეობა განდეგილობისა, რომელთაგან ერთია ანაქორეტიზმი ანუ იგივე ერემიტიზმი, ქართულად განშორებულობა ანუ მეუდაბნოეობა და მეორე კენობიტიზმი ანუ მონასტიციზმი, ანუ ზიარად, ანუ ზოგადად, ერთობლივად ცხოვრებულობა. დღეისათვის კი უკვე ცნობილ მეუდაბნოეთა შესახებ გვექნება დაწყება საუბრების ციკლისა, იმ მეუდაბნოეთა შესახებ, რომელთაც კვალი დატოვეს პატრისტიკაში, რომელთა შრომებიც ჩვენამდე მოღწეულია.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Saturday, 07 May 2016 13:16)

Read more...