Georgian (Georgia)English (United Kingdom)
245

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

III საუკუნის II ნახევრის მოღვაწეებზეა ჩვენი მსჯელობა, ჩვენი განხილვა. ღირსეულ მოღვაწეთა უდიდესი ნაწილი ჩვენ უკვე განვიხილეთ და საერთოდ ავტორთა უდიდესი ნაწილი. შევეხებით ამჯერად ერთ-ერთ ღირსეულ სახელს ამ ეპოქისას წმ. ფილეოსის, თმუისის ეპისკოპოსის მოღვაწეობას, რაც ზემოგანხილულთა მზგავსად, არქელაოსი იქნება ეს, წმ. თეონა ალექსანდრიელი თუ სხვები, კარგა ხანია სამწუხაროდ დიდად მიჩქმალულია, თუმცა მათი ღვაწლი, რა თქმა უნდა, ამას არ იმსახურებს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 07 June 2016 15:41)

Read more...

 
246-247

წმიდა გრიგოლ პართელი

ჩვენს წინა საუბარში რამდენიმე მოღვაწე, დღეისათვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი, განვიხილეთ. ასეთი მოღვაწეები კვლავაც განსახილველი გვრჩება და ვფიქრობთ, რადგან ბევრი მათგანი შეძლებისდაგვარად უკვე წარმოავადგინეთ მსმენელის წინაშე, არც სხვებს ავუქციოთ ზურგი და მათ შესახებაც, რამდენადაც წყაროები ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ყველაზე უფრო ზოგადი სახით უმთავრესი წარმოვთქვათ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 07 June 2016 15:41)

Read more...

 
248

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ კვლავ III საუკუნის შუა წლებისა და მეორე ნახევრის, ნაწილობრივ IV საუკუნის დამდეგის მოღვაწეებს ვეხებით. წინა განხილვა ჩვენი მთლიანად მიეძღვნა წმ. პამფილი კესარიელს. მოღვაწეები არანაკლებ სახელგანთქმულნი იმ დროისა ასევე განსახილველია ჩვენს მიერ და მათგან ამჯერად გამოვყოფდით ცხოვრების მოვლენების მიხედვით ნაკლებად ცნობილს, მაგრამ შრომების მიხედვით გაცილებით უფრო შესწავლილს, სახელგანთქმულ მეთოდი ოლიმპელს, იგივე მეთოდი პატრელს, ანდა მეთოდი ტვირელს.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Tuesday, 07 June 2016 14:04)

Read more...

 
249

განვლილ ეპოქათა (I, II, III სს.) ზოგადი დახასიათება

ჩვენი წინა საუბრების გარკვეული ნაწილი შეეხო შედარებით ნაკლებ ცნობილ მოღვაწეებს და საეკლესიო ავტორებს III საუკუნის შუა წლებისა და II ნახევრისა, IV საუკუნის დამდეგს აღსრულებულებს, უდიდეს ნაწილს აღსრულებულს მარტვილურად, როგორც ამაზე სათითაოდ გვქონდა მითითება და აღნიშვნა. ჩვენ დღეიდან უკვე ახალ ეპოქას, ახალ საუკუნეს და ახალ მიმართულებებს ეკლესიის და საეკლესიო ლიტერატურის მწერლობის ისტორიაში, შეძლებისდაგვრად განვიხილავთ, შევეხებით, ყველაზე არსებითს გამოვყოფთ და ამჯერადაც ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ვიდრე კონკრეტულ მოღვაწეთა შესახებ გარკვეულ განხილვას წარმოვადგენდეთ, ეპოქის დახასიათებას შევეცდებით, კვლავ მივუთითებთ, ყველაზე არსებითი ნიშნების გამოყოფით, [1]რომ განწყობილება, შთაბეჭდილება ჩვენი წინდაწინვე გარკვეული იყოს, მიზანმიმართული და მართებული გახლდეთ.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 03 June 2016 15:45)

Read more...

 
250


წინა საუბარში ჩვენ შევუდექით ახალი ეპოქის, IV საუკუნის I ნახევრის დახასიათებას. შედარებით და შეძლებისდაგვარად ვრცლად ვისაუბრეთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებაზე, რამაც არა მხოლოდ ამ ეპოქის და ამ საუკუნის პროფილი განსაზღვრა, არამედ ფაქტობრივად მთელი საეკლესიო ისტორიისა, ვიდრე დღევანდელ დღემდე, ეს გახლდათ ქრისტიანული სარწმუნოების დაშვება, შეწყნარება და ბოლოს სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარება იმპერატორ კონსტანტინე დიდისგან. ნაწილობრივ ვისაუბრეთ მის ღვაწლზეც, ეს თემა მრავალ კომპონენტს გულისხმობს, უაღრესად ფართოდ გაშლადია, მაგრამ რაც ვისაუბრეთ ამ ეტაპზე ვფიქრობთ ხსენებული ნიშან-თვისების მნიშვნელობის წარმოსაჩენად აბსოლუტურად საკმარისია.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 03 June 2016 15:39)

Read more...

 
255

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენი ბოლო ორი შეხვედრა მიეძღვნა ყველაზე დიდ გაუკურმართებას IV საუკუნისას, უფრო სწორად ამ გაუკუღმართების პირველ საფუძვლებს არიანული ერესისას. წინა შეხვედრაზე საკუთრივ არიოზის და არიანული ერესის ყველაზე დიდი წარმომადგენლის ევსები ნიკომიდიელის შესახებ მოგვიხდა მსჯელობა, რამდენჯერმე ვახსენეთ მათი პირველი მოწინააღმდეგე ქრონოლოგიურადაც და გარკვეული აზრით მნიშვნელობითაც წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი, იმ პერიოდში, არიანული ერესის აღმოცენების პერიოდში, ალექსანდრიის ეპისკოპოსი. ძალიან დასანანია, რომ ასეთი ღირსეული მოღვაწე წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელი ფაქტობრივად ჩრდილშია, მინიმალურია მის შესახებ დღეისათვის ცოდნა, არადა მისი ცენტრალური შრომა ჩვენამდე მოღწეული გახლავთ და ესაა ერთ-ერთი უბრწყინვალესი დოგმატური ძეგლი ეკლესიის ისტორიაში.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 27 May 2016 12:42)

Read more...

 
256

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ IV საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ უაღრესად ღირსეულ მოღვაწეს წმ. ალექსანდრე ალექსანდრიელს, რომლის მნიშვნელობაც ვფიქრობთ იმ მცირე მიმოხილვითაც კი რაც ჩვენგან იყო წარმოდგენილი, გამოიკვეთა. ამგვარი მნიშვნელობის მოღვაწეები ამ ეპოქისა, რა თქმა უნდა, არაერთია და მათგან დღეს შევეხებით ასევე ნაკლებად ცნობილ მოღვაწეს, განმანათლებელს იაკობ ნიზიბიელს, რომელსაც ძველ წყარობეში ზოგჯერ იაკობ ნაზიბიელიც ეწოდება. ის გახლდათ ნიზიბინის ეპისკოპოსი (სპარსეთის საზღვრებისა და რომის იმპერიის საღვარზე მდებარეობს ეს ქალაქი) და ხსენებული პიროვნება, ქალაქის ეპისკოპისი, მრავალი სასწაულის საფუძველზე, რაც მისგან აღსრულებულა, წოდებული იყო თავის დროზე (ეს სახელი მას განეკუთვნა და შემორჩა) საკვირველთმოქმედად, ანუ ისაა [1]იაკობ საკვირველთმოქმედი, იგივე იაკობ ნიზიბიელი.

AddThis Social Bookmark Button

Last Updated (Friday, 27 May 2016 12:43)

Read more...