Georgian (Georgia)English (United Kingdom)
155–157

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენ წინა შეხვედრაზე დავასრულეთ მსჯელობა ერთ-ერთი აპოლოგეტის, სამწუხაროდ დიდწილად გაუკუღმართებულის, ტატიანე სირიელის მოძღვრების და მისი მთავარი აპოლოგეტური შრომის შესახებ. დღეისათვის კი დავიწყებთ განხილვას II ს-ის ერთ-ერთი უაღრესად საყურადღებო საეკლესიო მოძღვრის - თეოფილე ანტიოქიელის მოღვაწეობისა და საღვთისმეტყველო სწავლებათა შესახებ.

ზოგ უძველეს საეკლესიო კალენდარში თეოფილე ანტიოქიელი წმინდანთა შორის იხსენიება და ამიტომაა, რომ მკვლევართა ნაწილი მას წმინდანად მიიჩნევს და ასედაც იმოწმებს. მაგრამ რამდენადაც ქართულ კალენდარულ ტრადიციაში, არც ძველად, არც დღეს და შესაბამისად ჩვენთვის ხელმისაწვდომ ბერძნულ კალენდარულ ძეგლებში, მისი დამოწმება არ გვხვდება, ჯერჯერობით ჩვენ თავს შევიკავებთ თეოფილე ანტიოქიელის წმინდანად სახელდებისგან. მაგრამ რაც შეეხება მის მოძღვრებას, მის სწავლებას, მის იმ ერთადერთ შრომას, რომელიც საბედნიეროდ ჩვენამდე შემორჩა, რა თქმა უნდა, მასში გადმოცემული მოძღვრება უაღრესად საყურადღებოა, მართლმადიდებლური ასპექტით მრავალი კუთხით განსახილველი და დღეისთვისაც, ისევე როგორც ძველ დროში მოგვიანო პერიოდის მამათათვისაც, უაღრესად საგულისხმო და ციტირებისთვის, საუფლო სწავლების ამა თუ იმ ასპექტის უფრო ღრმად გაშინაარსებისთვის, უაღრესად საჭირო.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 26 OCTOBER 2016 17:38)

დაწვრილებით...

 
158–168

ზოგადი მიმოხილვა

ჩვენ დღეისათვის შევეხებით წინა საუბრებში არაერთგზის ხსენებულ მოღვაწეს, არა მხოლოდ თავისი დროის, არამედ ყველა დროის უდიდეს ღვთისმეტყველს - წმ. ირინეოს ლიონელს, იგივე წმ. ირინეოს ლუგდუნელს, რომლის საღვთისმეტყველო სწავლებანი და საღვთისმეტყველო მიღწევები, შემდგომი ეპოქებისთვის ჭეშმარიტად უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა, რასაც შთამბეჭდავად ადასტურებს ის აურაცხელი ციტირებანი გვიანდელ ღვთისმეტყველთა შრომებში, რაც სრულიად აშკარაა და სახეზეა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 21 OCTOBER 2016 17:08)

დაწვრილებით...

 

წიგნი "მოციქულებრივ მამათა სწავლანი" (ძველი ბერძნულიდან და ლათინურიდან თარგმნა და განმარტებები დაურთო ფილ. დოქტ. ვიქტორია ჯუღელმა, გამომცემლობა „ბეთანია“. თბილისი 2014) საიტზე ბმულების სახით იდება მთარგმნელის და გამომცემლობის ნებართვით.

მადლობა საიტ www.martlmadidebloba.ge-ს ბმულების მოწოდებისათვის


წმინდა კლიმენტი რომაელი - პირველი და მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

წმინდა ეგნატი ანტიოქიელი - ეპისტოლე ეფესელთა მიმართ; ეპისტოლე მაგნესიალთა მიმართ; ეპისტოლე ტრალისელთა მიმართ; ეპისტოლე რომაელთა მიმართ; ეპისტოლე ფილადელფიელთა მიმართ; ეპისტოლე სმირნელთა მიმართ; ეპისტოლე პოლიკარპეს მიმართ


წმინდა პოლიკარპე სმირნელი - ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ; წმ. პოლიკარპე სმირნელის მარტვილობა

დიდაქე - თორმეტი მოციქულის მოძღვრება. თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთათვის ნაქადაგები მოძღვრება უფლისა

ეპისტოლე დიოგნეტოსის მიმართ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 APRIL 2017 11:33)

დაწვრილებით...

 
170–173,177-181

კლიმენტი ალექსანდრიელის ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები. ევსები კესარიელი კლიმენტი ალექსანდრიელის მოღვაწეობისა და მისი შრომების შესახებ

წინა საუბარში ჩვენ შევეხეთ ერთ-ერთ ღირსეულ მოღვაწეს უადრესი ეპოქისას, პირველი ქრისტიანული კატეხიზმური სკოლის დამფუძნებელსა და მის პირველ წინამძღვარს პანტენოს ალექსანდრიელს. ვისაუბრეთ ამ პიროვნების მისიონერულ ღვაწლზე, მოვიტანეთ ის ცნობაც, რაც ადასტურებდა იმას, რომ წერილობითაც გადმოცემული ჰქონდა მას თავისი სწავლებანი, რის გამოც ის პატრისტიკაში შედის და განიხილება. თუმცა რადგანაც ერთი პატარა ფრაგმენტიც კი მისი შრომებიდან ჩვენამდე შემონახული არაა, ცხადია დაზუსტებით სხვას მეტს ვერაფერს ვიტყვით, გარდა იმისა, რაც წინა საუბარში უკვე აღვნიშნეთ. გავიხსენებთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს პიროვნება გახლდათ იმ დიდი მოძღვრის – კლიმენტი ალექსანდრიელის მასწავლებელი, რომლის სისტემურ და რომლის ღვთისმეტყველების დეტალურ შესწავლასაც ჩვენ ამ საუბრიდან შევუდგებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ მასალა იმდენად დიდია, რომ როგორც სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით აღგვინიშნავს, ამჯერად კიდევ უფრო მეტად გავუსვამთ ხაზს ჩვენი საუბრების ფორმატს, რომ მხოლოდ ყველაზე მთავარს, მხოლოდ ყველაზე არსებითს და ამ არსებითთა შესაბამის ციტატებს დავუთმობთ ადგილს, რომ მართებულობა, გარკვეულობა და შთაბეჭდილება, გეზი, კლიმენტის უღრმესი და ამოუწურავი თეოლოგიური სისტემის შესასწავლად, თუნდაც ამ ჩვენი საუბრებიდან იქნეს გაკვალული მსმენელთათვის.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2016 11:30)

დაწვრილებით...

 
225–228, 231–233

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენ რამდენიმე შეხვედრაზე როგორც შეგვეძლო შევეხეთ ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწეს - წმ. იპოლიტე რომაელს და ამ მოღვაწის ნაშრომების ზოგადი მიმოხილვით შევეცადეთ გარკვეულწილად ეპოქაც წარმოგვეჩინა, როდესაც ხსენებული დიდი მამა ეკლესიისა მოღვაწეობდა. რამდენჯერმე იპოლიტე რომაელთან დაკავშირებითაც, უფრო ადრე ტერტულიანესთან მიმართებაშიც და ცალკეულ საკითხთა განხილვის დროსაც ჩვენ ვახსენებდით და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვახსენებთ ამავე ეპოქის უდიდეს მოღვაწეს, ფაქტობრივად მომდევნო თაობის წარმომადგენელს წმ. იპოლიტე რომაელთან შედარებით, კართაგენის ეკლესიის, როგორც ეს მიღებული გამონათქვამია ეკლესიის მამათა მიმართ, უჭკნობ გვირგვინს - წმ. კვიპრიანე კართაგენელს, რომელიც ტერტულიანეს მსგავსად, ცხადია, აფრიკელი ღვთისმეტყველი [1]გახლდათ, ვინც, როგორც ადრეც აღვნიშნავდით, თავისი უაღრესად ღრმად გამომეძიებელი და ღვთივმიმადლებული გონებით მართლად განჭვრეტდა რა წინამორბედ საეკლესიო მოღვაწეთა შრომებს, კეთილს, მართლმადიდებლურს ყოველივეს განიკუთვნებდა, ითვისებდა და თავადვე სამოძღვრო გამოთქმას ჭეშმარიტი სწავლებისას დიდ ღირსებას და ზედმიწევნითობას სძენდა.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 03 JULY 2016 10:13)

დაწვრილებით...

 
"მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი"

 

განსახილველი დოკუმენტი შეიცავს უმძიმეს დოგმატურ-ტერმინლოგიურ ცთომილებებს, რომლებთან დაკავშირებითაც აღვნიშნავთ შემდეგს:

1. თვით სათაურშივე, ისევე როგორც ძირითად ტექსტში, ტერმინი "ქრისტიანი" თანაბრად გამოიყენება არა მხოლოდ "ქრისტეს ჭეშმარიტი აღმსარებლის" ანუ მართლმადიდებლის, არამედ - ნებისმიერი არამართლმადიდებლის მიმართ, მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესიის აბსოლუტურად ყველა საეკლესიო დოკუმენტი (პირველ რიგში კი, შვიდი მსოფლიო კრების განჩინებანი და საქმენი) ქრისტიანად უწოდებს (უგამონაკლისოდ) მხოლოდ მართლმადიდებელს, არამართლმადიდებელთა მიმართ კი იყენებს ტერმინებს: "ცრუქრისტენი", იგივე "ქრისტემტყუვარნი" (ψευδόχριστοι), "ცრუქრისტიანები" (ψευδοχριστιανοί ფსევდოქრისტიანები), "ერეტიკოსები" (αἱρετικοί).  აღნიშნული ცთომილებიდან გამომდინარე, რაც, როგორც აღვნიშნეთ, მსჭვალავს მთელ დოკუმენტს, ისეთი სურათი იხატება, თითქოს არსებობს ერთი ქრისტიანული სამყარო, რომლის მხოლოდ გარკვეული ნაწილია მართლმადიდებელი ეკლესია (შდრ. სათაური: "დანარჩენი ქრისტიანული სამყარო", ან პუნქტი 4: "ქრისტესადმი მორწმუნენი", ანდა პუნქტი 8: "დანარჩენი ქრისტიანები", აგრეთვე თითქმის ყველა მომდევნო პუნქტი), მაშინ როცა დოგმატური სწავლებით, ქრისტიანული სამყარო მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა, დანარჩენი მსოფლიო კი  ესაა ცთომილებაში მყოფი კაცობრიობა, რომლის გადასარჩენად და ცხონების წიაღში შემოსაყვანად მარადჟამს იღვწის მართლმადიდებელი ეკლესია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 08 JUNE 2016 18:30)

დაწვრილებით...

 
244

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ კვლავ III საუკუნის შუა წლებისა და მეორე ნახევრის მოღვაწეებს ვეხებით. წინა საუბარში შედარებით უფრო გავრცობილად, თუმცა წინასწარ გაცილებით მოკლედ ვვარაუდობდით, შევეხეთ ნეტარ არქელაოსს, დღეისათვის კი საუბარი გვექნება წმ. თეონა ალექსანდრიელის შესახებ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 JUNE 2016 15:45)

დაწვრილებით...